You are on page 1of 9

მფლობელობა

კანონმდებლობით დადგენილია ნივთზე მფლობელობის წარმოშობის წინაპირობები:

• ნივთზე პირის ფაქტობრივი ბატონობა;

• ნივთზე პირის ნებით მოპოვებული ფაქტობრივი კავშირი (სსკ-ის 155.1).

მფლობელობა არსებობს მხოლოდ ნივთებზე, როგორც სხეულებრივ საგნებზე. არამატერიალურ ქონებრივ


სიკეთეს, მათი ბუნებიდან გამომდინარე, არ ვფლობთ, არამედ გაგვაჩნია უფლება მასზე.

მფლობელობის ინსტიტუტი უნდა განვიხილოთ შემდეგი სისტემით

მფლობელობა

მფლობელობა,როგორც უფლების მფლობელობა,როგორც ნივთზე


ელემენტი. ფაქტობრივი ბატონობა

სამართლებრივი ურთიერთობის (გარიგების) საფუძველზე მესაკუთრის მიერ მისივე თანხმობით ნივთის


გადაცემით პირზე გადადის საკუთრების უფლების რომელიმე ელემენტი. საკუთრების უფლების ობიექტზე
სანივთო და ვალდებულებითი უფლებების წარმოშობისას პირი მოიპოვებს ნივთზე მფლობელობასა და
სარგებლობას. საკუთრების უფლებისაგან ნაწარმოები ვალდებულებითი ან სანივთო უფლებების
განხორციელება, როგორც წესი, ქონებაზე პირდაპირი მფლობელობის გადაცემას მოითხოვს. მაგალითად,
უზუფრუქტის უფლების წარმოშობა, უზურფრუქტუარისათვის ნივთის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის
გარეშე, შეუძლებელს გახდის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას. თუმცა სანივთო
სამართალში ვხვდებით ისეთ სანივთო უფლებებს, რომელთა წარმოშობა შესაძლებელია ნივთის პირდაპირ
მფლობელობაში გადაცემის გარეშე, მაგალითად, რეგისტრირებული გირავნობა და იპოთეკა.

იურიდიულ ლიტერატურაში არამფლობელ პირს ეწოდება მჭერი (მპყრობელი). მჭერს, ნივთთან მიმართებაში,
ფაქტობრივი ბატონობის გარდა, სხვა უფლებამოსილება არ გააჩნია. მას არ აქვს ნაყოფის მიღებისა და
ნივთის სხვაგვარად გამოყენების უფლებამოსილება. რაც შეეხება მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯების
ანაზღაურების საკითხს, კანონმდებელი მხარს უჭერს მხოლოდ აუცილებელი ხარჯების
ანაზღაურებას.ერთადერთი კანონისმიერი მოვალეობა, რომელიც მჭერს ეკისრება, არის ნივთის ვარგის
მდგომარეობაში შენარჩუნება, უფლებამოსილი პირის ინტერესების გათვალისწინებით.მჭერი მოკლებულია
ობიქტის სამართლებრივი დაცვის განხორციელების შესაძლებლობას, `რადგან მჭერი არ ითვლება
მფლობელად, ამიტომაც მას არ აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება არც თვით იმათ მიმართ, ვინც
ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა მას და არც მესამე პირთა მიმართ. თუმცა მას შეუძლია წინ
აღუდგენს მესამე პირთა აკრძალულ თვითნებობას.
მფლობელსა და მფლობელობის არმქონე პირს (მჭერს) შორის უფლებამოსილებათა შედარებისას
თვალსაჩინო ხდება მათ შორის განსხვავება:

მფლობელი მჭერი

ნივთს ფლობს პირადი ფლობს ნივთს სხვა პირის


ინტერესებისათვის სასარგებლოდ

უფლებამოსილების ნივთს ფლობს უფლებამოსილება


მიმნიჭებელი პირი მინიჭებული აქ მფლობელისგან

უფლებამოსილია მიიღოს არ არის უფლებამოსილი


ნივთის ნაყოფი მიიღოს ნივთის ნაყოფი

აქვს ნივთის დაცვის


აქვს მფლობელობისა და ნივთის
ვალდებულება მესამე პირთა
სამართლებრივიდაცვის
უფლებამოსილება ხელყოფისგან

მფლობელობის კლასიფიკაცია ეფუძნება ნივთზე ფაქტობრივი კავშირის შინაარსს და მფლობელობის


წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებს. კერძო სამართალში ვხვდებით მფლობელობის შემდეგ სახეებს:

 პირდაპირი და არაპირდაპირი
 მართლზომიერი და არამართლზომიერი
 ინდივიდუალური მფლობელოა და საერთო მფლობელობა

პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელი


სამოქალაქო კოდექსით პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა ემსახურება მფლობელობის, როგორც
საკუთრების უფლების ელემენტის არსებობას. მესაკუთრის მიერ ობიექტის გადაცემის შემთხვევაში
მესაკუთრე ინარჩუნებს მას არაპირდაპირი მფლობელობის სახით. თუკი პირი ფლობს ნივთს სამართლებრივი
ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან
ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, იგი ითვლება პირდაპირ მფლობელად (იხ. სსკ-ის 155.3). როდესაც
მესაკუთრე, რომელიც პირადი სარგებლობის მიზნით იყენებს მის საკუთრებაში არსებულ ობიექტს,
პირდაპირი მფლობელად განიხილება. `ნივთზე უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი
პირი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად“ .არაპირდაპირი მფლობელი ყოველთვის არის მესაკუთრე, ან
პირი, რომელსაც ხელშეკრულების ან კანონის საფუძველზე აქვს ნივთის გადაცემის ან განკარგვის
შესაძლებლობა.

მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა

მართლზომიერი მფლობელობა

ქართულ სანივთო სამართალში მფლობელობის მართლზომიერება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის


კეთილსინდისიერების საფუძველზე განისაზღვრება. მართლზომიერია მფლობელობა, თუკი ნივთზე პირის
ფაქტობრივი კავშირის წარმოშობა კანონიერია. კერძოდ, თუ ფაქტობრივი მფლობელობა მოპოვებულია
მესაკუთრისაგან ან უფლებამოსილი პირისაგან. პირი მიიჩნევა მართლზომიერ მფლობელად, თუ:

 ნივთზე მფლობელობა კანონით დადგენილი წესით წარმოიშვა;


 ან მართლზომიერი მფლობელობის დადგენა შესაძლებელია საქმიან ურთიერთობებში საჭირო
გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე (სსკ-ის 159).

მფლობელობა მართლზომიერია, თუ ნივთზე პირის ფაქტობრივი კავშირი წარმოიშვა სამოქალაქო გარიგების


ან კანონით დადგენილი წინაპირობების საფუძველზე. მაგალითად, მართლზომიერია იჯარის
ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარის მფლობელობა. კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ
შემთხვევებში შესაძლებელია მფლობელობა მიჩნეულ იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, როდესაც არ
არსებობს უფლებამოსილი პირის ნება, თუმცა ნივთზე მფლობელობის წარმოშობისას სახეზეა კანონით
გათვალისწინებული წინაპირობები. მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილებით, უგზო-უკვლოდ
დაკარგული პირის ქონებაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან კანონით მემკვიდრეები
მოიპოვებენ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონებაზე მართლზომიერ მფლობელობას (სსკ-ის 21.1). ამ
შემთხვევაში, მართალია, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ნება არ არის სახეზე, მაგრამ კანონისმიერი
მემკვიდრეები კანონის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილებიან როგორც
მართლზომიერი მფლობელები. როდესაც სახეზეა მფლობელობა უფლების გარეშე, კანონმდებელი
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სუბიექტის კეთილსინდისიერებასა და ნივთზე ფაქტობრივი
ბატონობის სამართლებრივ საფუძველს. მართლზომიერი მფლობელის სტატუსი შესაძლებელია კანონით
დადგენილი წინაპირობების არსებობისას მიენიჭოს სუბიექტს. მაგალითად, პირები, რომელთაც არ გააჩნიათ
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლების დამდგენი დოკუმენტი
ხარვეზიანია, შეიძლება მიჩნეულ იქნენ მართლზომიერ მფლობელებად: `კანონით დადგენილი
წინაპირობების არსებობისას, უძრავი ქონების მართლოზმიერი მფლობელობა უფლებამოსილ ორგანოს
გადაწყვეტილებით შესაძლებელია გახდეს ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი.“
პირს მართლზომიერი მფლობელობა ანიჭებს შემდეგი სახის უპირატესობას:

მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მფლობელისათვის ნივთის ჩამორთმევა დაუშვებელია,


თვით ნივთის მესაკუთრისგანაც;

მფლობელის კუთვნილებად ითვლება მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში ნივთისა და უფლების


ნაყოფი (სსკ-ის 162).

არამართლზომიერი მფლობელობა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ აყალიბებს არამართლზომიერი მფლობელობის ცნებას.
არამართლზომიერი მფლობელი შესაძლებელია იყოს როგორც ქურდი, ასევე კეთილსინდისიერი მფლობელი
ან პირი, რომლსაც ნივთზე მფლობელობა არაუფლებამოსილი პირისგან გადაეცა. არამართლზომიერია
მფლობელი, რომელიც ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის _ კანონის ან მესაკუთრების ნების გარეშე.
არამართლზომიერ მფლობელს არა მარტო არ გააჩნია ფლობის სამართლებრივი საფუძველი, არამედ არ აქვს
ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა. სამოქალაქო კოდექსი ადგენს
არამართლზომიერი მფლობელობის ორ სახეს:

 კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ მფლობელობას.

პირის კეთილსინდისიერება განაპირობებს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც


შესაძლებელია დადგეს არამართლზომიერი მფლობელობისას ობიექტით სარგებლობის ან უფლებამოსილი
პირისთვის ნივთის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში. კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი
მფლობელების მიმართ მოქმედი ნორმების შედარებით თვალსაჩინო ხდება კანონმდებლის განსხვავებული
მიდგომა არამართლზომიერი მფლობელობის თითოეული სახის მიმართ.მფლობელობის ფაქტის
არამართლზომიერება განაპირობებს,როგორც კეთილსინდისიერი, ასევე არაკეთილსინდისიერი მფლობელის
მიმართ ნივთის დაბრუნების მოთხოვნის წარდგენას. მიუხედავად იმისა, არამართლზომიერი მფლობელობა
მოპევებულ იქნა სასყიდლიანი თუ უსასყიდლო გზით, კანონმდებლობით უფლებამოსილი პირისათვის
ნივთის დაბრუნების ვალდებულება ორივე სახის არამართლზომიერ მფლობელს ეკისრება.

არამართლზომიერი კეთილსინდისიერი აარამართლზომიერი


მფლობელი არაკეთილსინდისიერი მფლობელი
ნივთიდან მიღებული ნაყოფი
 ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს
 არაკეთილსინდისიერ მფლობელს ეკისრება
ნივთის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას,
როგორც ნივთის, ასევე უფლების ნაყოფის
ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის
დაბრუნების მოვალეობა უფლებამოსილი
არამართლზომიერ კეთილსინდისერ მფლობელს
პირისათვის

 ლ
უფლებამოსილი პირის მოთხოვნის არამართლზომიერი მფლობელის მიერ ბრალეულად
 ლ
მიუღებელი ნაყოფის დაბრუნებისა
 ბრალეულად მიუღებელი ნაყოფი გაიქვითება იმ
ხარჯებში, რომელიც მან მფლობელობის დროს  უპირობოდ ეკისრება ბრალეულად მიუღებელი
გასწია ნივთზე ნაყოფის ანაზღაურების მოვალეობა
უფლებამოსილი პირის მიმართ

 უფლებამოსილი
კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, პირის მიერ ხარჯების გადახდის საკითხი
უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ  არაკეთილსინდისიერ მფლობელთან
გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მიმართებაში. მას ერთადერთ შემთხვევაში
მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი ეძლევა ხარჯების მოთხოვნის უფლება
მფლობელობის დროს და რაც არ არის უფლებამისილი პირის მიმართ, თუ მათ ნივთის
კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და უკან დაბრუნების მომენტისათვის
მისგან მიღებული ნაყოფით (სსკ-ის 163.2). თუ უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა
კეთილსინდისიერმა მფლობელმა ხარჯების შედეგად (სსკის 164). ამ შემთხვევაში
პროპორციულად მიიღო ნაყოფი ან შემოსავალი, არაკეთილსინდისიერ მფლობელს ეძლევა
მას ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა. შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს
კონდიქციური სარჩელით გაწეული ხარჯების
ნივთის დაბრუნების
ანაზღაურების მიზნით.
მოთხოუფლებამოსი
 კეთილსინდისიერება
ლი პირის ანიჭებს პირს ნივთის
დაკავებისმოთხოვნისას
უფლებას, ვიდრე უფლებამოსილი პირი
აანაზღაურებს ნივთზე გაწეულ ხარჯებს (სსკ-ის
არამართლზომიერი
163.3). ეს წესი არ მოქმედებს, თუკი
მფლობელის მიერ
არამართლზომიერ კეთილსინდისიერ მფლობელს
ბრალეულად
ნივთზე მფლობელობა უსასყიდლო გზით აქვს
მიუღებელი ნაყოფის
მოპოვებული. მაგალითად, თუ ნივთის გადაცემის
დაბრუნებივნა
სამართლებრივი საფუძველია ჩუქების
ხელშეკრულება, რომელიც მოგვიანებით ბათილად
იქნა ცნობილი, გარიგების ბათილობის
მომენტიდან პირი ვალდებულია უფლებამოსილ
პირს დაუბრუნოს ნივთი უპირობოდ.
ინდივიდუალური და საერთო მფლობელობა

ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას შესაძლებელია ახორციელებდეს ერთი (ფიზიკური ან იურიდიული) პირი.


ამ შემთხვევაში სახეზეა ინდივიდუალური მფლობელობა. ნივთზე ორი ან მეტი პირის მფლობელობისას კი
საერთო მფლობელობა. ერთ ნივთზე რამდენიმე პირის მფლობელობა იყოფა შემდეგ სახეებად:

საერთო მფლობელობა

თანაზიარი მფლობელობა წილადი მფლობელობა

თანაზიარი მფლობელობის შემთხვევაში არსებობს პირთა ფაქტობრივი კავშირი ნივთთან ისე, რომ არ არის
განსაზღვრული მათ შორის ინდივიდუალური მფლობელობის ფარგლები. მაგალითად, კანონისმიერი
მემკვიდრეობის გზით სამკვიდროს მიღებისას, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრეები
ითვლებიან სამკვიდრო ქონების თანამფლობელებად ისე, რომ მათ შორის სამკვიდრო მასაში შემავალ
ნივთებზე ინდივიდუალური ან წილობრივი მფლობელობა არ არის განსაზღვრული.

წილადი მფლობელობის შემთხვევაში თითოეული მფლობელისათვის წინასწარ არის ცნობილი ნივთზე


ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების ფარგლები. მაგალითად, ანდერძით მემკვიდრეობის შემთხვევაში,
თუ ანდერძით დადგენილია მემკვიდრეთა წილი სამკვიდრო მასაში, მემკვიდრეები წილობრივ
თანამფლობელებად ითვლებიან.

საერთო მფლობელობის შემთხვევაში ნივთზე მფლობელობის გადაცემა ხდება ყველა თანამფლობელის


თანხმობით, ხოლო, თუ ნივთზე თანამფლობელის წილი განსაზღვრულია, მფლობელობა მასზე გადადის სხვა
თანამფლობელთა თანხმობის გარეშე.

მფლობელობა, როგორც საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობა


მფლობელობა, გარდა იმისა, რომ განიხილება, როგორც საკუთრების უფლების შინაარსის ელემენტი,
წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობასაც. კანონმდებლობით დადგენილ
შემთხვევებში ნივთზე მფლობელობა შესაძლებელია გახდეს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი.
კერძოდ:

• არარეგისტრირებულ მოძრავ ნივთებზე პირდაპირი მფლობელობისას;

• მოძრავ და უძრავ ნივთებზე კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლით.

მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია


საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთების მიმართ ითვალისწინებს მესაკუთრედ ყოფნის
პრეზუმფციას. კერძოდ, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა (სსკ-ის 158.1). პრეზუმფცია
ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, ვინაიდან მესაკუთრე თავისუფლდება მოძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან.

მოძრავი ნივთების მიმართ აღნიშნული ვარაუდი მოქმედებს იქამდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.
გარიგების მხარე (მაგ., მყიდველი) არ არის ვალდებული დაინტერესდეს მფლობელის უფლებრივი
მდგომარეობით თუ დასტურდება ნივთის გადაცემისას გამსხვისებლის ფაქტობრივი კავშირი ნივთთან. თუმცა,
ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი. კერძოდ, მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ მესაკუთრედ
ყოფნის ვარაუდი არ მოქმედებს, `როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო
რეესტრიდან~ (სსკ-ის158.2). თუმცა, უნდა ითქვას, რომ საჯარო რეესტრში არ ხდება მოძრავ ნივთებზე
საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, რაც გამორიცხავს საჯარო რეესტრის მონაცემებზე
დაყრდობით მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობას.ზოგიერთი
მოძრავ ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სამართლებრივი მდგომარეობა სხვადასხვა სახის
რეესტრიდან ირკვევა. ქვეყანაში მოქმედი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან გაცემული დოკუმენტი
ადასტურებს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს.
კანონით გათვალისწინებულ მოძრავ ნივთესა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია გადამოწმდეს საჯარო რეესტრში (გირავნობა,
ლიზინგი)102 ან შსს-ის მომსახურების სააგენტოში.მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია ვრცელდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც ნივთის გადაცემისას გამსხვისებელს აქვს პირდაპირი მფლობელობა ნივთზე.
საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის
პერიოდში (სსკ-ის 158.2). მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია არ ვრცელდება პირების მიმართ, რომელთაც,
მართალია, გააჩნიათ უფლება მოძრავ ნივთზე, თუმცა პირდაპირი მფლობელობა შეწყდა მფლობელის ნების
საწინააღმდეგოდ (მოპარვის) ან დაკარგვის შედეგად. სასამართლო გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
`ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
პრეზუმფციას _ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი
(პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან
არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი
მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე,
ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

შეძენითი ხანდაზმულობა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, უძრავ და მოძრავ ნივთებზე კანონით დადგენილი ვადით
მფლობელობა განიხილება, როგორც საკუთრების უფლების წარმოშობის კანონისმიერი საფუძველი, სსკ-ის
165-ე მუხლის საფუძველზე, თუ პირის მფლობელობა მოძრავ ნივთზე გრძელდება 5 წლის განმავლობაში,
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, იგი მოიპოვებს უფლებრივად უნაკლო ქონებაზე საკუთრების უფლებას,
ანუ აქვს ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა. ხანდაზმულობის გზით საკუთრების
უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია:

• ნივთი იყოს მოძრავი;

• მფლობელობა გრძელდებოდეს უწვეტად 5 წლის განმავლობაში (სსკის 165.2);

• პირი ფლობდეს ნივთს, როგორც საკუთარს.

კანონმდებელი გამორიცხავს შეძენითი ხანდაზმულობის გზით საკუთრების უფლების წარმოშობას, როდესაც


შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა. არაკეთილსინდისიერება, როგორც შეძენითი
ხანდაზმულობის გამომრიცხველი გარემოება, გულისხმობს პირის მიერ იმ მოძრავი ნივთის ფლობას, როცა
მან იცის, რომ ნივთი მოპარულია, დაკარგულია, ან ხვაგვარად, არა კანონიერი გზით არის გასული პირის
მფლობელობიდან. თანამედროვე სარეგისტრაციო პრაქტიკიდან გამომდინარე, პირი ვერ გახდება შეძენითი
ხანდაზმულობის გზით მოძრავი ნივთის მესაკუთრე, თუ უფლებამოსილი პირის ან მასზე უფლების მქონე
პირის ვინაობის დადგენა შესაძლებელია შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან.
განსხვავებული წესი მოქმედებს ხანდაზმულობის გზით უძრავ ნივთეზე საკუთრების უფლების
წარმოშობისთვის. კერძოდ, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების
მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს საკუთრების უფლებას, თუკი
რეგისტრაცია არსებობს თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა ნივთს, როგორც
საკუთარს (სსკ-ის 167).აღნიშნული ნორმა, სარეგისტრაციო პარაქტიკიდან გამომდინარე, გაურკვევლობას
იწვევს. ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ პირი მოიპოვებს საკუთრების უფლებას, თუ რეგისტრირებულია
მესაკუთრედ აღინიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში. ასეთ შემთხვევაში პირმა რომ მიმართოს საჯარო
რეესტრს საკუთრების უფლების მოთხოვნით, მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხი იქნება შემდეგი
შინაარსის: ერთი და იმავე უძრავ ნივთზე, ერთი და იმავე პირის მიმართ ერთგვაროვანი უფლებები ორჯერ არ
რეგისტრირდება. თუ მიმართვის საფუძველი იქნება შეცდომაზე მითითება, რომელიც მხოლოდ მესაკუთრემ
იცის, მარეგისტრირებელი ორგანო დაინტერესებულ პირს ურჩევს მიმართოს სასამართლოს აღიარებითი
სარჩელით და მოიპოვოს სასამართლო გადაწყვეტილება უფლების ნამდვილობის თაობაზე.უძრავ ნივთებზე
შეძენითი ხანდაზმულობის გზით საკუთრების უფლების წარმოშობისას, მფლობელობას აქვს გარკვეული
მნიშვნელობა, თუმცა მისი როლი მეორეხარისხოვანია. უძრავ ნივთებზე მხოლოდ მფლობელობა არ არის
საკმარისი, ვინაიდან რეგისტრაციის გარეშე უძრავ ნივთებზე არ არსებობს შეძენითი ხანდაზმულობა.
რეგისტრაციის ასეთი მნიშვნელობა ხანდაზმულობით უძრავ ნივთზე უფლების შეძენისათვის
განპირობებულია იმით, რომ რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ პირი ფლობს უძრავ
ქონებას როგორც მესაკუთრე. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სავალდებულო რეგისტრაციის
პრინციპიდან გამომდინარე, კანონიერი ინტერესი ქონებაზე წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრაციის
მომენტიდან. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენითი ხანდაზმულობის გზით წარმოშობისას
რეესტრში ჩანაწერის არსებობის აუცილებლობა გვაძლევს დასკვნის შესაძლებლობას, რომ სახეზეა არა
მფლობელობითი, არამედ `წიგნისმიერი ხანდაზმულობა~, ანუ რეგისტრირებული მფლობელობა, რომელიც
არსებობს მარეგისტრირებელ ორგანოში ჩანაწერის სახით. მაგალითად, საქართველოს კანონით `ფიზიკური
და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ~ თანახმად, პირები, რომლებიც მართლზომიერ მფლობელებად
აღრიცხული არაინ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 1994 წლამდე, მოიპოვებენ მართლზომიერი
მფლობელობის საფუძველზე საკუთრების უფლებას (აღშკ-ის 2.ა). ამ და კანონით გათვალისწინებული სხვა
წინაპირობების არსებობისას დაინტერესებულ პირსს აქვს უფლება მოითხოვოს მართლზომიერი
მფლობელობის საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა.105

მფლობელობის შეწყვეტა
მფლობელობის შეწყვეტაზე გავლენას ახდენს მფლობელობის შინაარსი. იმის მიხედვით, მფლობელობა
გამოიხატება მხოლოდ ნივთის მფლობელობაში, თუ მას განვიხილავთ, როგორც უფლების ელემენტს,
კანონმდებლობა ადგენს მფლობელობის შეწყვეტის წინაპირობებს:

• ნივთზე პირის ფაქტობრივი კავშირის შეწყვეტა;

• მესაკუთრის მიერ მფლობელისადმი დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა.

ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის მიტოვებით წყდება მფლობელობა. აღნიშნული წესი ვრცელდება


მოძრავ ნივთებზე, რომელთა მიმართ მოქმედებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, ასევე მოძრავ ნივთებზე,
რომელზედაც საკუთრების უფლების წარმოშობა ხდება გადაცემის გზით ან ნივთებზე, რომლებზედაც არ
ვრცელდება საკუთრების უფლების სავალდებულო რეგისტრაციის პრინციპი. მფლობელობა ითვლება
შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ
ბატონობას (სსკ-ის 156).
მფლობელობის შეწყვეტის მეორე საფუძველი ითვალისწინებს მფლობელობის შეწყვეტასა თუ მესაკუთრე
მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას (სსკ-ის 168). მაგალითად, მესაკუთრე წარუდგენს
დამქირავებელს პრეტენზიას, რომ მას აღნიშნული ფართი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო
ნათესავებისათვის. დამქირავებლს, არსებითად, ამ მოთხოვნის გასაჩივრების საშუალება არ აქვს. ამ
შემთხვევაში პრეტენზიის წარდგენა გულისხმობს როგორც სამართლებრივი კავშირის, ასევე მფლობელობის
შეწყვეტას (სსკ-ის 562). მესაკუთრე ნივთის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით, ასევე, თუ ნივთი მისი
მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გავიდა, არ კარგავს საკუთრების უფლებას. მესაკუთრე
საკუთრების უფლების ძალით უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებისმიერი
პირისაგან, მათ შორის მფლობელისგან, გამოითხოვოს საკუთრების უფლების ობიექტი.

მფლობელობის დაცვის სამართლებრივი საშუალებები


ევროპული კერძო სამართლის გავლენით ქართულ კერძო სამართალში მფლობელობის დაცვის მიმართ
მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი საკუთრების უფლების დაცვის წესები. მფლობელობის დაცვა
შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მფლობელობითი, ასევე უფლების დაცვისათვის კანონმდებლობით
დადგენილი წესით.

Posesio (პოსესორული მოთხოვნები) _ ლათინურად `მფლობელობა. იგულისხმება მოთხოვნები, რომლებიც


ემყარება მხოლოდ მფლობელობას, როგორც ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

Petito (პეტიტორული მოთხოვნები) _ ლათინურად `მოთხოვნის უფლება~. იგულისხმება მოთხოვნები,


რომლებიც მხოლოდ განსაზღვრული უფლებების (მაგ., სანივთო უფლების) საფუძველზე წარმოიშობა.

ქონების ნებისმიერი მფლობელი, მიუხედავად იმისა, კანონიერად ფლობს იგი აღნიშნულ ქონებას თუ
უკანონოდ, უფლებამოსილია დაიცვას მისი მფლობელობა თვითნებური მიტაცებისაგან ან მფლობელობაზე
სხვაგვარი ზემოქმედებისაგან (მფლობელობის დაცვის პოსესორული მოთხოვნა). მფლობელობითი
(პოსესორული) დაცვის იდეა უფლების მქონე პირის მიერ თვითნებობის აღკვეთაში მდგომარეობს. თუკი
მესაკუთრე თვითნებურად ართმევს არამართლზომიერ მფლობელს ნივთს, ამ უკანასკნელს შეუძლია
დაიბრუნოს იგი მფლობელობითი სარჩელის მეშვეობით. მესაკუთრეს კი ისღა დარჩენია მისი მფლობელობა
ნივთზე აღადგინოს სასამართლოში ვინდიკაციური სარჩელის წარდგენით.

ამგვარად, მფლობელობითი დაცვის ინსტიტუტის არსებობა გამორიცხავს ყოველგვარ თვითნებურ


მოქმედებას, მესაკუთრის მხრიდანაც კი, იგი აიძულებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს კონფლიქტი
მოლაპარაკების ან სასამართლოს მეშვეობით გადაწყვიტონ.კანონმდებელი სამართლებრივი დაცვის
შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ კეთილსინდისერ მფლობელს. ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი,
როდესაც არამართლზომიერ არაკეთილსინდისიერ მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა კონდიქციური
სარჩელით მიმართოს უფლებამოსილ პირს, თუკი ნივთის დაბრუნების ეტაპზე მის მიერ გაწეულმა ხარჯებმა
და გაუმჯობესებამ უფლებამოსილი პირის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიწვია(სსკ-ის 164).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დაცულია არა მარტო ქონებაზე უფლების მქონე პირი, არამედ
მფლობელი, რომელსაც ნივთზე ფაქტობრივი კავშირის გარდა, სხვა სახის სამართლებრივი კავშირის
დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. მფლობელობის დაცვის მოთხოვნა შესაძლებელია წარდგენილ იქნეს
როგორც მესაკუთრის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, რომელთა მხრიდან ადგილი აქვს
მფლობელობის განხორციელების ხელშეშლას ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. კეთილსინდისიერი
მფლობელისათვის ნივთის ჩამორთმევა უნდა მოხდეს კანონიერი გზით, კერძოდ, სასამართლოს ან
სამართალდამცავი ორგანოს მეშვეობით. უკეთესი უფლების მქონე პირის მხრიდან ნივთის დაბრუნების
პროცესში ძალის გამოყენებას კანონმდებელი კრძალავს. ერთადერთი საფუძველი, როდესაც კანონმდებელი
მხარს უჭერს ძალადობით უფლების დაცვას, არის უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევა. ყველა სხვა
შემთხვევაში უფლების დაცვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით. მფლობელობის დაცვა
შესაძლებელია განხორციელდეს უკეთესი უფლების მიმართაც, როდესაც მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან
მოტყუების გზით. კანონმდებელი ამ წესით გმობს ძალის გამოყენებას უფლების დაცვის მიზნით და იჭერს
მფლობელის მხარეს, როდესაც უფლების მქონე პირის მიმართაც კი ანიჭებს მფლობელობითი დაცვის
საშუალების გამოყენების შესაძლებლობას.კეთილსინდისიერ (მრთლზომიერ) მფლობელს მართლზომიერი
მფლობელობის განმავლობაში უფლება აქვს გამოიყენოს როგორც ვინდიკაციური, ასევე ნეგატორული
სარჩელი როგორც მესაკუთრის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის წინააღმდეგ.მფლობელობის დაცვა ხდება
საკუთრების უფლებისათვის დადგენილი სამართლებრივი დაცვის საშუალებებით _ ვინდიკაციური და
ნეგატორული სარჩელების მეშვეობით. მფლობელობის დაცვის სარჩელები ეფუძნება შემ დეგ
საკანონმდებლო საფუძვლებს:

დავის შემთხვევაში ძველ და ახალ მფლობელს შორის მფლობელობის დაცვა სპეციალური ხანდაზმულობის
ვადის განმავლობაშია შესაძლებელი.

ძველ მფლობელს ახალი მფლობელის მიმართ შეუძლია დაიცვას თავისი მფლობელობა სამი წლის
განმავლობაში სასამართლოსათვის მიმართვის გზით (სსკ-ის 160). მფლობელობითი დაცვის ეტაპზე
სამართლებრივი დაცვის ფორმის არჩევას განაპირობებს პირთა კავშირი ნივთთან. თუ დავა მიმდინარეობს
მფლობელებს შორის, რომელთაც არ გააჩნიათ უფლება ნივთზე და მათი მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ
კანონიერ ინტერესს, მოქმედებს მფლობელობის დაცვის მიმართ მოქმედი წესები. მაგალითად, თუ დავა
მიმდინარეობს ორ შემძენს შორის, რომელთაც არ წარმოშობიათ შეძენის ეტაპზე ნივთზე საკუთრების
უფლება, მფლობელობის დაცვა ხორციელდება მფლობელობის დაცვის მიმართ მოქმედი წესებით.
განსხვავებულად წესრიგდება ძველ და ახალ მფლობელს შორის მფლობელობის დაცვის ხანდაზმულობის
ვადა, თუ ახალ მფლობელს აქვს უფლება ნივთზე, მფლობელობის დაცვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა
არ მოქმედებს, თუკი ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება (სსკ-ის 160).
მფლობელობასთან შედარებით უკეთეს უფლებაში შესაძლებელია ვიგულისხმოთ როგორც საკუთრების, ასევე
სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლება, რომელიც პირს ნებისმიერი მესამე პირის მიმართ მოთხოვნის
წარდგენის შესაძლებლობას ანიჭებს. ამ შემთხვევაში ძველი მფლობელის მიერ ახალი მფლობელის მიმართ
მოთხოვნის წარდგენაზე ვრცელდება უფლების დაცვის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი
ხანდაზმულობის ვადა.

1-39 წასაკითხი, 39 დან ბოლომდე სასწავლი საკუთრება ,მფლობელობაც.

შეძენითი ხანდაზმულობა

მ165 5 წელი ფლობდეს,მოძრავი ნივთი,კეთილსინდისიერად,როგორც საკუთარს ისე უნდა ფლობდეს.ეს


ნიშნავს რომ საკუთრება შეძენილი უნდა იყოს 4 გზით (გაყიდვა,ჩუქბა,გაცვლა,მემკვიდრეობა).

ვინდიკაცია

You might also like