Professional Documents
Culture Documents
ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ
ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ
ჯონი 7 წლის ასაკამდე ჯანმრთელი იყო, სანამ დედამ არ შეამჩნია, რომ ბოლო პერიოდში ბიჭუნა
ძალიან გაფერმკრთალდა. მას ასევე აღენიშნებოდა მკლავებსა და ფეხებზე წვრილი
სისხლჩაქცევები (პეტექიები), რის გამოც დედამ ბავშვი პედიატრთან წაიყვანა.ზემოთ აღნიშნული
სიმპტომების გარდა, ფიზიკალური გამოკვლევით რაიმე პათოლოგია არ გამომჟღავნებულა.
პედიატრმა შეუკვეთა სისხლის საერთო ანალიზი, რითიც დადგინდა, რომ ჯონი ძალიან ანემიური
იყო. მისი ჰემოგლობინი იყო 7გ/დლ (ნორმა 10-15 გ/დლ), ხოლო თრომბოციტების რაოდენობა -
20,000/ l (ნორმა 150,000 – 300.000/ l). სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ასევე მკვეთრად
იყო შემცირებული. პედიატრმა პაციენტი ძვლის ტვინის ბიოფსიის ჩასატარებლად ჰემატოლოგთან
გადაამისამართა.
ბიოფსიამ აჩვენა, რომ ჯონის ძვლის ტვინი იყო ჰიპოცელური, სამივე შტოს - სისხლის წითელი
უჯრედების, თეთრი უჯრედების და თრომბოციტების წინამორბედების რაოდენობა იყო
მკვეთრად შემცირებული. დაისვა დიაგნოზი: უცნობი ეტიოლოგიის აპლასტიური ანემია (ძვლის
ტვინის უკმარისობა). აპლასტური ანემია, საბოლოო ჯამში ფატალურია, მაგრამ შესაძლოა ძვლის
ტვინის წარმატებული გადანერგვის შედეგად განკურნებულ იქნას.