You are on page 1of 3

პრეზუმფციის როლი სამოქალაქო სამართალში

1)პრეზუმფცია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ვარაუდს. მას დიდი


პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სამართალში. ის უზრუნველყოფს, რომ პირები
გაურკვეველ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ. მაგ: 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება
რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს ვარაუდი, რომ არა ეჭვი უნდა
შეგვეტანა ყველა იმ პიროვნებაში, ვინც რაიმეს ყიდის, რომ პროდუქცია მათ არ
ეკუთვნით.

2)პრეზუმფცია შეიძლება იყოს ფორმულირებული:


ა)პოზიტიურად-
ბ)ნეგატიურად-

გარდაცვლილად გამოცხადება

1)ადამიანის უფლებაუნარიანობის შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ გარდაცვალებას, რასაც


წარმოადგენს გარდაცვალების მოწმობა და სათანადო ჩანაწერი სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოში.

2)გარდაცვალება არა მხოლოდ უფლებაუნარიანობის შეწყვეტას იწვევს, არამედ


მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგის დადგომის საფუძველიცაა, კერძოდ, იხსნება
მემკვიდრეობა. როდესაც მამკვიდრებლის სიცოცხლის ან გარდაცვალების შესახებ დიდი
ხნის მანძილზე არავითარი იმფორმაცია არ გააჩნიათ სამოქალაქო კოდექსი
გარდაცვლილად გამოცხადების პრეზუმფციას განამტკიცებს.

3)22-ე მუხლის მიხედვით პირი გარდაცვალებულად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ


სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში:
ა)თუ საცხოვრებელ ადგილას 5 წლის განმავლობაში არ მოიპოვება მისი
ადგილსამყოფელის ცნობები.
ბ)იგი უგზო-უკლოდ დაიკარგა სასიკვდილო გარემოებაში.
გ)სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე შემთხვევის გამო და 6 თვის განმავლობაში არ
მოიპოვება მასზე ცნობები.

4)თუ ყველა პროცედურის შემდეგ პირი დაბრუნდება, როგორც მისი გარდაცვლილად


გამოცხადებაა მნიშვნელოვანი, ისევეა მნიშვნელოვანი ადგილსამყოფელის აღმოჩენად.
ამ დროს სასამმართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მისი გარდაცვალების თაობაზე.

5)გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნებისას ქონების დაბრუნების რამდენიმე


ვარიანტია:
ა)თუ ქონება მესამე უსასყიდლოდ გადაეცა უფლება აქვს დაბრუნებულს მოითხოვოს
შენარჩუნებული ქონება.
ბ)თუ ქონება სასყიდლით შეიძინა მესამე პირმა ქონების უკან დაბრუნების ვალდებულება
მხოლოდ მაშინ ეკისრება თუ იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული ცოცხალი
იყო.
გ)თუ ქონების რეალიზაცია მოახდინა სახელმწიფომ პირს შეუძლია მოითხოვოს ქონების
რეალიზაციით მიღებული თანხის დაბრუნება.

6)ქორწინება- ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ქორწინების შეწყვეტის მიზეზია.

უგზო-უკლოდ დაკარგულად აღიარება

1)პირის გარდაცვალებულად გამოცხადებად როგორც წესი წინ უსწრებს მისი უგზო


უკვლოდ დაკარგულად აღიარება. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება უნდა მოხდეს
ორი გარემოების არსებობისას, რომლებიც კუმულატიურია და აუცილებლად ორივე უნდა
შესრულდეს :
ა)ადგილსამყოფელი უნდა იყოს უცნობი
ბ)საცხოვრებელ ადგილას 2 წლის მანძილზე არ უნდა იყოს ნამყოფი.

2)გარდაცვლილად გამოცხადებასა და უგზო-უკვლოდ გამოცხადებას შორის განსხვავებაა


შედეგები. ერთი მემკვიდრეობის გახსნას იწვევს, მეორე-არა.
სახელი

1)სამოქალაქო სახელი- სამოქალაქო სახელი არის ყოველი სამართლებრივი


ურთიერთობისთვის აუცილებელი. სახელის ტარება ადამიანის უფლებაა მარა ის
მოვალეობაცაა. სახელი პირთა ინდივიდუალიზების საშუალებაა, თუმცა მას სოციალური
წესრიგის ფუნქციაც აკისრია, ამიტომ სახელთამ დაკავშირებული ურთიერთობები
რეგულირდება სხვადასხვა სამართალში. სამოქალაქო სახელი ის სახელია, რომელსაც
ადამიანი ატარებს სამოქალაქო სამართლებრივ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში
თავისი ინდივიდუალურობის აღსანიშნავად. სამოქალაქო სახელისგან უნდა
განვასხვავოთ:
ა)იურიდიული პირის სახელწოდება- იგივე რაც საფირმო სახელწოდება და
მოწესრიგებულია როგორც სამოქალაქო კოდექსში, ისე კანონში მეწარმეთა შესახებ.
ბ)სავაჭრო ანუ კომერციული სახელი- სახელი რომელსაც მეწარმეები საკუთარი საწარმოს
აღსანიშნავად იყენებენ.
გ)ფსევდონიმი-სამოქალაქო კოდექსში ფსევდონიმთან დაკავშირებულ ურთიერთობებს
ცალკე არ აწესრიგებს და მას საავტორო სამართალში მიუჩენს ადგილს.მართალია
ფსევდონიმის უფლება აღიარებული და დაცულია, მაგრამ სახელმწიფო
დაწესებულებებთან ურთიერთობაში მხოლოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას
სამოქალაქო სახელი.

სახელი როგორც პირადი არაქონებრივი თუ არამატერიალური ქონებრივი უფლება

1)სახელის უფლება განეკუთვნება არამატერიალურ ქონებრივ უფლებებს განსაკუთრებით


კი კომერციული ურთიერთობების სფეროში. ასევე შეიძლება სახელის უფლება იყოს
პირადი არაქონებრივი უფლებაც და სწორედ ამიტომ საჭიროა დიფერენცირება მისი 2
ბუნების.
ა)სახელის დაცვის უმთავრესი დანიშნულებაა სახელის არასწორი გამოყენებით
გამოწვეული გაუგებრობის თავიდან აცილება. მე-17-ე მუხლით განმტკიცებული უფლება
პირადი არაქონებრივი უფლებაა.
ბ)არამატერიალური ქონებრივი უფლება-თუ ბაზარზე გამოვა ლაღიძის წყლების სახელით
ფალსიფიცირებული პროდუქტი ის ლაღიძის წყლების სახელის უფლებას ლახავს და
მოცემულ შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის შემადგენელი ნაწილიცაა.

2)სახელი და სამოქალაქო ბრუნვა-სამოქალაქო სახელი არის პირადი არაქონებრივი


სიკეთე,რომლის გასხვისება და სხვა პირებზე გადაცემა დაუშვებელია, ხოლო სავაჭრო,
კომერციული სახელი შეიძლება იყოს არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის
გადააცემა სხვა პირებზე კანონით დადგენილი წესით დასაშვებია

3)საფირმო სახელწოდება შეიძლება მხოლოდ იმ საწარმოსთან ერთად გასხვისდეს,


რომლის სახელწოდების აღმნიშვნელიც ის არის.(ლაღიძის წყლები-მინერალური წყლები )

4)სახელის შეძენის საფუძვლები:


ა)დაბადება
ბ)ქორწინება-გვარის არჩევა
გ)სახელის ნებაყოფლობით შეცვლა

5)სახელის შეცვლის სამართლებრივი შედეგი-სახელის შეცვლა როგორც წესი, გარკვეულ


ხარჯებთან არის კავშირში, რომელთა მიზეზი სხვადასხვა დოკუმენტების ჩასწორება ან
კორესპოდენციის გაგზავნაა.

საცხოვრებელი ადგილი

1)საცხოვრებელი ადგილი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. ჩვეულებრივ


საცხოვრებლად გაიგება პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი.ამ პოზიციას
იზიარებს საერთაშ`რისო საპროცესო სამართალიც.

2)საცხოვრებელი ადგილი არის ადგილი რომელიც წარმოადგენს ადამიანის უმთავრეს


ადგილსამყოფელს და მას ძირითად საცხოვრებლად ირჩევს.

3)საცხოვრვებელი აქვს მხოლოდ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს აქვს ადგილსამყოფელი.


4)საცხოვრებელ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო სამართალში, მასზეა
დამოკიდებული საარჩევნო უფლება ან სასამართლო განსჯადობა სამოქალაქო
სამართლის პროცესში

5)20 მუხლის ანალიზი:


ა)ნებაზეა დამოკიდებული საცხოვრებლის არჩევა
ბ)უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან საცხოვრებელი მოცემულ ადგილას.
გ)საპოლიციო რეგისტრაცია თუ აღრიცხვა საცხოვრებელ ადგილს არ წარმოშობს და არც
აუქმებს.
დ)ასცხოვრებელი ადგილის ცნება არ არის საჯარო სამართალში გამოყენებულის
იდენტური, მაგალოთად საარჩევნო კოდექსი მოითხოვს როგორც რეგისტრაციის
მისამართს ისე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს.
ე)ადმინისტრაციული აქტით საცხოვრებელი ადგილის არც დაფუძვნება შეიძლება არც
გაუქმება.

6)რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი- ეს არ არის აკრძალული ჩაწერის


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ინსტიტუტის მიერ, პირს შეუძლია რამდენიმე
საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს და ჩაწერილი იყოს ერთგან. გადასახადების სამსახური
გადასახადების გადადხდის ადგილად ირჩევს ერთ ადგილს.

7)არჩევითი საცხოვრებელი ადგილი

You might also like