You are on page 1of 1

ძიება

მთავარი მედიკამენტები გარეგანი


საშუალებები

-5%

ემლა კრემი 5გ 5 ტუბი


#34796_1671 0 (0 შეფასება)

მახასიათებლები

აირჩიეთ ქალაქი
სტატუსი
აფთიაქები

ბრენდი Recipharm Karlskoga AB

რაოდენობა
5 ტუბი
და ფორმა

მოქმედი
lidocaine+prilocaine
ნივთიერება

დოზა 5g

მოკლე აღწერა

ჩვენება: კანის ზედაპირული ანესთეზია ნემსის


შეყვანისათვის და ზედაპირული ქირურგიული
პროცედურებისათვის

სრული ანოტაცია

აირჩიეთ ქალაქი

აღწერა შეფასებები

სარეგისტრაციო ნომერი: П №014033/01

სავაჭრო დასახელება: ემლა

საერთაშორისო არადაპატენტებული ან

დაჯგუფების დასახელევა: ლიდოკაინი +

პრილოკაინი

სამკურნალო ფორმა: კრემი ადგილობრივი და

გარეგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა (1 გ კრემზე)

მოქმედი ნივთიერებები: ლიდოკაინი 25,0 მგ,


პრილოკაინი 25,0 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის


გლიცერილჰიდროქსისტეარატი (არლატონ 289)

19,0 მგ, კარბომერი 974 P

(კარბოქსიპოლიმეთილენი) 10,0 მგ, ნატრიუმის

ჰიდროქსიდი 5,2 pH-ის მისაყვანად 8,7-9,7-

მდე, წყალი გაწმენდილი 1,0 გ-მდე.

აღწერილობა: ერთგვაროვანი კრემი თეთრი

ფერის.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ადგილობრივი

საანესთეზიო საშუალება

ათქ კოდი: N01BB20

ფარმაკოდინამიკა

ემლა კრემი აქტიური კომპონენტების სახით

შეიცავს ლიდოკაინს და პრილოკაინს,

რომლებიც წარმოადგენენ ამიდური ტიპის

ადგილობრივ ანესთეტიკებს. კანის ანესთეზია

გამოიწვევა ლიდოკაინის და პრილოკაინის

ეპიდერმისისა და დერმის ფენებში შეღწევის

ხარჯზე. ანესთეზიის დონე დამოკიდებულია

პრეპარატის დოზაზე და აპლიკაციის

ხანგრძლივობაზე.

ინტაქტური კანი

ემლა კრემის ინტაქტურ კანზე დატანის შემდეგ

1-2 საათით ანესთეზიის ხანგრძლივობა

ოკლუზიური საფენის მოხსნის შემდეგ შეადგენს

2 საათს. ეფექტურობისა (გამაყუჩებელი

ეფექტის მიღწევის დროის ჩათვლით) და

ინტაქტურ კანზე კრემის გამოყენების დროს

უსაფრთხოების სხვაობა ხანდაზმულ (65-96

წლის) და უფრო ახალგაზრდა პაციენტებს

შორის გამოვლენილი არ არის.

ემლა კრემის ზედაპირულ სისხლძარღვებზე

მოქმედების ხარჯზე შესაძლოა კანის

დროებითი გაფერმკრთალება ან გაწითლება.

მსგავსი რეაქციები პაციენტებში

გავრცელებული ნეიროდერმიტით (ატიპიური

დერმატიტით) შეიძლება უფრო სწრაფად

წარმოიშვას, კრემის დატანიდან უკვე 30-60

წუთში, რაც მიუთითებს კრემის უფრო სწრაფ

შეღწევაზე კანის საფარში.

პუნქციური ბიოფსიის დროს (დიამეტრით 4 მმ)

ემლას კრემის გამოყენება უზრუნველყოფს

ინტაქტური კანის ადეკვატურ ანესთეზიას

პაციენტების 90%-ში კრემის დატანიდან 60

წუთში ნემსის შეყვანისას 2 მმ სიღრმეზე და

120 წუთში ნემსის შეყვანისას 3 მმ სიღრმეზე.

ემლას კრემის ეფექტურობა არ არის

დამოკიდებული კანის ფერზე ან პიგმენტაციაზე

(კანის ტიპი I-IV).

კომბინირებული ვაქცინების გამოყენების

დროს ისეთი ინფექციების წინააღმდეგ,

როგორიცაა წითელა, წითურა, ეპიდემიური

პაროტიტი, ან კუნთში გასაკეთებელი

კომბინირებული ვაქცინების გამოყენების

დროს დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის,

პოლიომიელიტის და Haemophilius influenzae b

ტიპით გამოწვეული ინფექციის წინააღმდეგ,

აგრეთვე B ჰეპატიტიტს წინააღმდეგ

ვაქცინაციის დროს ემლა კრემის გამოყენებამ

არ იმოქმედა ანტისხეულების საშუალო

ტიტრზე, სისხლის შრატში სპეციფიური

ანტისხეულების წარმოქმნაზე და გაქრობაზე ან

პაციენტების რაოდენობაზე, რომლებმაც

მიაღწიეს ანტისხეულების დამცავ ან დადებით

ტიტრს იმუნიზაციის შემდეგ.

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის

ანესთეზია მიიღწევა უფრო სწრაფად

ინტაქტური კანის ანესთეზიასთან შედარებით

პრეპარატის უფრო სწრაფი აბსორბციის გამო.

ქალებში ემლას კრემის სასქესო ორგანოების

ლორწოვან გარზე დატანიდან 5-10 წუთში

მიიღწევა არგონული ლაზერით გამოწვეული

ტკივილის კუპირებისთვის საკმარისი

ანესთეზია; ანესთეზიის ხანგრძლივობა

შეადგენს 15-20 წუთს (ინდივიდუალური

თავისებურებების გათვალისწინებით 5

წუთიდან 45 წუთამდე).

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები

კრემის დატანის შემდეგ ქვედა კიდურების

ტროფიკული წყლულების დამუშავების დროს

გაუტკივარების ხანგძლივობა შეადგენს 4

საათამდე. არ არის აღნიშნული პრეპარატის

ნეგატიური მოქმედება წყლულების მოშუშების

პროცესზე ან ბაქტერიული ფლორის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

ემლას კრემის სისტემური შეწოვა

დამოკიდებულია დოზაზე, აპლიკაციის

ხანგრძლივობაზე და კანის საფარის სისქეზე

(დამოკიდებულია სხეულის არეზე), აგრეთვე

კანის სხცა თავისებურებებზე, როგორიცაა

კანის დაავადებები და გაპარსვა. ქვედა

კიდურების წყლულებიან ზედაპირზე დატანისას

პრეპარატის აბსორბციაზე შეიძლება

იმოქმედოს წყლულების თავისებურებებმა,

მაგალითად, სიდიდემ (წყლულის ფართობის

ზრდასთან ერთად იმატებს აბსორბცია).

ინტაქტური კანი:

მოზრდილებში 400 სმ2 ბარძაყის ინტაქტურ


კანზე 60 გ კრემის დატანის შემდეგ (1,5 გ 10

სმ2-ზე) 3 საათით სისტემური აბსორბცია


ლიდოკაინისთვის შეადგენდა დაახლოებით 3%

და პრილოკაინისთვის 5%. შეწოვა - ნელი.

ლიდოკაინის (საშუალო მნიშვნელობა 0,12 მკგ/

მლ) და პრილოკაინის (საშუალო მნიშვნელობა

0,07 მკგ/მლ) მაქსიმალური კონცენტრაცია

სისხლის პლაზმაში მიიღწეოდა კრემის

დატანის მომენტიდან დაახლოებით 4 საათში.

ტოქსიკური სიმპტომების წარმოშობის რისკი

არსებობს მხოლოდ სისხლის პლაზმაში

მოქმედი ნივთიერებების კონცენტრაციისას 5-

10 მკგ/მლ. ემლას კრემის დატანისას

დაუზიანებელ კანზე გაპარსვიდან 8-12 საათის

შემდეგ ლიდოკაინის და პრილოკაინის

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია

როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ

პაციენტებში ძალიან დაბალია და შესაძლო

ტოქსიკურ დონეზე მნიშვნელოვნად დაბლაა.

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულები

ლიდოკაინის (0,05-0,84 მკგ/მლ) და

პრილოკაინის (0,02-0,08 მკგ/მლ) მაქსიმალური

კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის

პლაზმაში შეადგენს 1-2,5 საათს პრეპარატის

დატანის მომენტიდან წყლულოვან ზედაპირზე

(5-10 გ კრემი 30 წუთით).

წყლულოვან ზედაპირზე მრავალჯერადი

დატანის დროს არ აღინიშნებოდა

ლიდოკაინისა და პრილოკაინის ან მათი

მეტაბოლიტების სისხლის პლაზმაში

კუმულაცია. ემლას კრემის 2-10 გ დაიტანებოდა

62 სმ2-მდე წყლულოვან ზედაპირზე 30-60


წუთით 3-დან 7-ჯერამდე კვირაში (15-ჯერ თვის

განმავლობაში).

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი

ლიდოკაინისა და პრილოკაინის მაქსიმალური

კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლის

პლაზმაში (საშუალოდ 0,18 მკგ/მლ და 0,15 მკგ/

მლ შესაბამისად) შეადგენს დაახლოებით 35

წუთს პრეპარატის საშოს ლორწოვან გარსზე

დატანის მომენტიდან (10 გ კრემი 10 წუთით).

გამოყენების ჩვენება

მოზრდილებში:

კანის ზედაპირული ანესთეზია

ინიექციების (მათ შორის ვაქცინაციის),

სისხლძარღვების პუნქციისა და

კათეტერიზაციის, ზედაპირული

ქირურგიული ჩარევების დროს,

კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და

ეპილაციების ჩათვლით.

ქვედა კიდურების ტროფიკული

წყლულების ზედაპირული ანესთეზია

ქირურგიული დამუშავების (მექანიკური

გაწმენდის) დროს, მაგალითად,

ფიბრინის, ჩირქის და ნეკროზული

ქსოვილების მოსაშორებლად;

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის

ზედაპირული ანესთეზია მტკივნეული

მანიპულაციების ჩატარებამდე და

ადგილობრივი ანესთეტიკების

ინიექციამდე გასაყუჩებლად.

ბავშვებში:

კანის ზედაპირული ანესთეზია

ინიექციების (მათ შორის ვაქცინაციის),

სისხლძარღვების პუნქციისა და

კათეტერიზაციის, ზედაპირული

ქირურგიული ჩარევების დროს (მათ

შორის კონტაგიოზური მოლუსკის

მოშორების დროს).

უკუჩვენებები

- მომეტებული მგრძნობელობა ამიდური ტიპის

ადგილობრივი ანესტეთიკებისადმი ან

პრეპარატის ნებისმიერი სხვა

კომპონენტისადმი;

- დღენაკლული ახალშობილები, დაბადებული

ორსულობის 37 კვირაზე ადრე;

- ახალშობილები - 3 კგ-ზე ნაკლები სხეულის

მასით.

სიფრთხილით

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის

უკმარისობა, მემკვიდრეობითი ან

იდიოპათიური მეტჰემოგლობინემია,

გავრცელებული ნეიროდერმიტი (ატოპიური

დერმატიტი), პაციენტები, რომლებიც იღებენ III

კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებს

(მაგალითად, ამიოდარონს) (იხ. ნაწილი

"განსაკუთრებული მითითებები").

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა.

არასაკმარისია მონაცემები ემლას კრემის

გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში.

ცხოველებზე კვლევების მსვლელობისას არ

არის გამოვლენილი პრეპარატის პირდაპირი ან

ირიბი უარყოფითი ზემოქმედება ორსულობაზე,

ნაყოფის მუცლად ყოფნის განვითარებაზე,

მშობიარობის პროცესზე ან პოსტნატალურ

განვითარებაზე. ლიდოკაინი და პრილოკაინი

აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში და შეიძლება

აბსორბცირდეს ნაყოფის ქსოვილებში. არ არის

შეტყობინებები რეპროდუქციული პროცესის

რაიმე სპეციფიური დარღვევების შესახებ,

როგორიცაა მალფორმაციების სიხშირე ან

ნაყოფზე სხვა პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი

ზემოქმედება.

ლაქტაცია

ლიდოკაინი და პრილოკაინი ექსკრეტირდებიან

დედის რძეში იმ რაოდენობით, რომლებიც არ

წარმოადგენს რისკს ბავშვისათვის პრეპარატის

თერაპიულ დოზებში გამოყენებისას.

გამოყენების მეთოდი და დოზები: გარეგანი

გამოყენებისათვის, კანზე ან ლორწოვან

გარსზე.

მოზრდილები

ინტაქტური კანის ზედაპირული ანესთეზია

ჩვენება დოზ

ნემსის შეყვანის დროს, მაგალითად, 10 სმ


სისხლძარღვების კათეტერიზაციის დროს და (დაა
სისხლის სინჯის აღებისას ოკლ

მცირე ქირურგიული მანიპულაციების დროს,


მაგალითად, კონტაგიოზური მოლუსკის
დაატ
გამოფხეკის, მეჭეჭების მოშორების, მცირე
და დ
კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და
ეპილაციის დროს

მაქს

ახალადგაპარსული კანის დიდ ფართობებზე გ, აპ

(ამბულატორიულ პირობებში), მათ შორის რეკო


ეპილაციის წინ დაა

ოკლ

ზედაპირული პროცედურების დროს დიდ


ფართობებზე (სტაციონარულ პირობებში), დაატ
მაგალითად, კანის აღება გაპობილი და დ
ნაფლეთის მეთოდით

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების


ზედაპირული ანესთეზია:

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების

ქირურგიული დამუშავების (მექანიკური

გაწმენდის) დროს: ერთჯერადი დოზა

დაახლოებით 1-2 გ/10 სმ2-ზე; დაატანეთ


კრემის სქელი ფენა წყლულოვან ზედაპირზე,

არაუმეტეს 10 გ-სა პროცედურაზე. დაადეთ

ოკლუზიური საფენი. აპლიკაციის დრო: მინიმუმ

30 წუთი.

კრემის გახსნილი ტუბი განკუთვნილია

ერთჯერადად გამოყენებისთვის, ტუბი კრემის

ნარჩენებით გადაგდებულ უნდა იქნას ერთი

პაციენტის მიერ მოხმარების შემდეგ.

წყლულების დამუშავების დროს, რომელთა

ქსოვილებში პრეპარატის შეღწევა

გაძნელებულია, აპლიკაციის ხანგრძლივობა

შეიძლება გაიზარდოს 60 წუთამდე. მექანიკური

გაწმენდა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 10

წუთისა კრემის მოცილების შემდეგ.

ქვედა კიდურების წყლულებზე მანიპულაციების

დროს ემლას კრემს იყენებდნენ 15-ჯერამდე 1-

2 თვის განმავლობაში ეფექტურობის

დაქვეითებისა და ადგილობრივი რეაქციების

განვითარების სიხშირის მომატების გარეშე.

სასქესო ორგანოების ზედაპირული ანესთეზია:

სასქესო ორგანოების კანი:

გაუტკივარება ადგილობრივი ანესთეტიკების

ინექციამდე:

მამაკაცები: 1 გ/10 სმ2. დაატანეთ კრემის


სქელი ფენა კანზე. აპლიკაციის დრო: 15 წუთი.

ქალები: 1-2 გ/10 სმ2. დაატანეთ კრემის სქელი


ფენა კანზე. აპლიკაციის დრო: 60 წუთი.

სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის


ზედაპირული ანესთეზია:

კონდილომების მოშორებისას და

ადგილობრივი ანესთეტიკების ინიექციამდე

გაუტკივარებისთვის: დაახლებით 5-10 გ კრემი,

დასამუშავებელი ზედაპირის ფართობიდან

გამომდინარე. კრემი უნდა დაატანოთ

ლორწოვანი გარსის მთელ ზედაპირზე,

ლორწოვანი გარსის ნაკეცების ჩათვლით.


ოკლუზიური საფენი საჭირო არ არის.

აპლიკაციის დრო: 5-10 წუთი. პროცედურა უნდა

ჩატარდეს კრემის მოშორებისთანავე.

ბავშვები

გაუტკივარება ნემსის შეყვანის (მათ შორის

ვაქცინაციის), კონტაგიოზური მოლუსკის

გამოფხეკის და სხვა მცირე ზედაპირული

ქირურგიული მანიპულაციების დროს.

დაატანეთ კანზე კრემის სქელი ფენა და

დაადეთ ოკლუზიური საფენი. დოზა უნდა

შეესაბამებოდეს დასამუშავებელ ზედაპირს და

არ უნდა აღემატებოდეს 1 გ კრემს 10 სმ2-ზე.

დატანის აპლიკაციის
ასაკი
ფართობი ხანგრძლივობა

მაქსიმალურად 10
1 საათი
სმ2 (ჯამურად 1 გ
0-3 (მნიშვნელოვანია:
კრემი)
თვე არაუმეტეს 1
(მაქსიმალური
საათისა)
დღე-ღამის დოზა)

მაქსიმალურად 20
3-12
სმ2 (ჯამურად 2 გ 1 საათი
თვე
კრემი)

მაქსიმალურად 1 საათი,
1-6
100 სმ2 (ჯამურად მაქსიმალურად 4
წელი
10 გ კრემი) საათი

მაქსიმალურად 1 საათი,
6-12
200 სმ2 (ჯამურად მაქსიმალურად 4
წელი
20 გ კრემი) საათი

3,5 სმ სიგრძის ემლას კრემის ზოლი

შეესაბამება 1 გ დოზას.

აპლიკაციის დროის გაზრდა ამცირებს

ანესთეზიას. ატოპიური დერმატიტის მქონე

ბავშვებში აპლიკაციის დრო უნდა შემცირდეს

30 წუთამდე.

დაატანეთ კანზე კრემის სქელი ფენა და

დაადეთ ოკლუზიური საფენი.

პრეპარატის დატანის რეკომენდაციები

1. გახვრიტეთ ალუმინის ტუბის დამცავი

მემბრანა ხრახნიანი თავსახურის

მეშვეობით, გამოწურეთ ტუბიდან კრემის

საკმარისი რაოდენობა და დაატანეთ

სავარაუდო პროცედურის ადგილზე. კანის

საფარის ანესთეზიის დროს შესაძლოა

ოკლუზიური დასაკრავების გამოყენება

(მოყვება შეფუთვას 5 x 5 გ).

2. a. აიღეთ ერთი ოკლუზიური დასაკრავი და

მოაშორეთ ცენტრალური ნაწილი.

3. გააცალკევეთ ქაღალდის სარჩული

ქაღალდის კანტისგან საფენის მეორე

მხრიდან.

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულების

ანესთეზიის დროს გამოიყენეთ ოკლუზიური

საფენი პოლივინილქლორიდისგან.

3. დაფარეთ საფენით დატანილი კრემი

იმგვარად, რომ მის ქვეშ კრემის ფენა

იყოს სქელი და არ ჟონავდეს საფენის

ქვეშიდან. აკურატულად გაასწორეთ

საფენის კიდეები, რათა თავიდან

აარიდოთ კრემის გამოჟონვა.

4. შეფუთვაში ჩადებული ოკლუზიური

საფენის გამოყენების შემთხვევაში

მოხსენით ქაღალდის ჩარჩო. პრეპარატის

დატანის დრო შეიძლება დაიწეროს

უშუალოდ საფენზე.

5. რეკომენდირებული დროის გასვლის

შემდეგ მოხსენით საფენი და კრემის

ნარჩენები ზედაპირიდან.

გვერდითი მოქმედებები

ინტაქტურ კანზე დატანის დროს

კანი: ტრანზიტორული
ხშირი ადგილობრივი რეაქციები

(≥1%, პრეპარატის დატანის ადგილას,

<10%) როგორიცაა გაფერმკრთალება,

გაწითლება და შეშუპება.

კანი: დატანის შემდეგ პირველ


არახშირი
მომენტში მსუბუქი წვა, ქავილი და
(≥0,1%,
სითბოს შეგრძნება (პრეპარატის
<1%)
დატანის ადგილას).

საერთო: ალერგიული რეაქციები,


განსაკუთრებით მძიმე

შემთხვევებში - ანაფილაქსიური

შოკი

მეტჰემოგლობინემია და/ან

ციანოზი.

რეაქციები პრეპარატის დატანის

ადგილას, როგორიცაა
იშვიათი
ჰემორაგიული გამონაყარი ან
(<0,1%)
წერტილოვანი სისხლჩაქცევები,

განსაკუთრებით ხანგრძლივი

აპლიკაციის შემდეგ ბავშვებში

ატოპიური დერმატიტით ან

კონტაგიოზური მოლუსკით.

რქოვანას გაღიზიანება კრემის

შემთხვევით თვალში მოხვედრის

შედეგად.

ქვედა კიდურების ტროფიკული წყლულებზე


დატანინსას

კანი: ტრანზიტორული
ადგილობრივი რეაქციები

პრეპარატის დატანის ადგილას,

როგორიცაა გაფერმკრთალება,
ხშირი
გაწითლება და შეშუპება;
(≥1%, <10%)
დატანის შემდეგ პირველ

მომენტში მსუბუქი წვა, ქავილი

და სითბოს შეგრძნება

(პრეპარატის დატანის ადგილას).

არახშირი
კანი: კანის გაღიზიანება
(≥0,1%,
(პრეპარატის დატანის ადგილას).
<1%)

ზოგადი: ალერგიული რეაქციები,


იშვიათი განსაკუთრებით მძიმე

(<0,1%) შემთხვევებში - ანაფილაქსიური

შოკი.

დოზირების გადამეტება

პრეპარატის დოზირების რეკომენდირებული

რეჟიმის დაცვისას ნაკლებად შესაძლებელია

სისტემური ტოქსიკურობის ნიშნების

განვითარება. ინტოქსიკაციის სიმპტომები,

შესაძლოა, ისეთივეა, როგორც სხვა

ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენების

დროს, მაგალითად, ცენტრალური ნერვული

სისტემის (ცნს) აღგზნება, მძიმე შემთხვევებში

კი ცენტრალური ნერვული სისტემის და გულის

მოქმედების დათრგუნვა.

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა

კლინიკურად მნიშვნელოვანი

მეტჰემოგლობინემიის განვითარება.

პრილოკაინმა მაღალი დოზებით შეიძლება

გამოიწვიოს მეტჰემოგლობინის შემცველობის

მომატება.

125 მგ პრილოკაინის ზედაპირულმა დატანამ 5

საათის ხანგრძლივობით გამოიწვია 3 თვის

ბავშვში ზომიერი მეტჰემოგლობინემიის

განვითარება. ლიდოკაინის ზედაპირულმა

დატანამ დოზით 8,6-17,2 მგ/კგ გამოიწვია

სერიოზული ინტოქსიკაცია ახალშობილებში.

მკურნალობა

მძიმე ნევროლოგიური სიმპტომები (კრუნჩხვა,

ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა)

ითხოვს სიმპტომურ მკურნალობას, მათ შორის

კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების


70.95₾ 74.68₾ 1 შეკვრა
დანიშნვას და საჭიროების შემთხვევაში

ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.


კალათაში ყიდვა
მეტჰემოგლობინემიის
მთავარი კატალოგი განვითარების
ძიება კალათა პროფილი

You might also like