You are on page 1of 49

სასწავლო კურსი

სანივთო (ქონებრივი) სამართალი

ნინო ქათამაძე
ninoqatamadze20@gmail.com
Tel. 599 78 36 2 6
სასწავლო კურსის მიზანი

კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ქართული სანივთო


სამართლის ის აუცილებელი ასპექტები, რაც საჭიროა მათი
სპეციალისტებად ჩამოყალიბებისათვის.

საამისოდ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ:


(1) ნორმატიული მასალა.
(2) თანამედროვე დოქტრინის მიღწევები;
(3) სამოსამართლო სამართალი.
განსახილველი თემები:
1.სანივთო სამართლის საფუძვლები
ა) სანივთო სამართლის ცნება.
ბ) სანივთო სამართლის ნორმები
გ) სანივთო სამართლის წყაროები
დ) სანივთო სამართლის ადგილი სამოქალაქო სამართლის სისტემაში
ე) სანივთო სამართლის მიმართება ვალდებულებით სამართალთან
ვ) სანივთო სამართლის ევოლუციური (ისტორიული) მდგომარეობა საქართველოში
ზ) თანამედროვე ევროპული სანივთო სამართალის პანდექტური საწყისები.
თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და სანივთო სამართლის სისტემა
2. სანივთო სამართლის პრინციპები
ა) სანივთო უფლება, როგორც აბსოლუტური უფლება
ბ) საჯაროობა და ნდობაუნარიანობა
გ) ,,ნუმერუს კლაუზუს” პრინციპი
დ) სპეციალურობა (განსაზღვრულობა)
ე) სანივთო უფლებათა მიდევნების პრინციპი.
ვ) კაუზალობის პრინციპი და აბსტრაქტულობისადმი დამოკიდებულება
3.სანივთო უფლებები, კლასიფიკაცია და უფლებათა დამდგენი სამართლებრივი აქტები.
4. სანივთო გარიგება
ა) სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის გამოყენება
ბ) ვალდებულებითი სამართლის გამოყენება
4. სანივთო სამართალი და ადამიანის ძირითადი უფლებები
ლიტერატურა:
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსიsII
• ბესარიონ ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ.1-25;
• თამარ შოთაძე, სანივთო სამართალის სახელმძღვანელო სამართლის
სკოლებისთვის, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014, 20-38;
• ზურაბ ჭეჭელაშვილი, „სანივთო სამართალი, თბ. 2014 წლ გვ.13-23.
• მზია თოდუა, ჰუუბ ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006.
გვ. 74-80. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-
0samartal--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-0l--11-ka-50---20-about---00-
3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-
10&a=d&c=samartal&cl=CL4.2&d=HASH01458542903da826029504b6.3.2
• სანივთო სამართალი, Dr. Manfred Wolf, მაინის ფრანკფურტის
უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, DR. Marina Wellenhofer, მაინის
ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი, 29-ე გადამუშავებული გამოცემა,
გამომცემლობა C.H. Beck. თარგმანი ზურაბ ჭეჭელაშვილი. გვ. 23-35, 50-54.
• სანივთო სამართლის ძირითადი პრინციპები საქართველოს მომავალ
სამოქალაქო კოდექსში, ჭანტურია ლადო, კრებული: „სამართლის რეფორმა
საქართველოში, 1994.
სწავლების მეთოდი
• ლექცია

• სემინარი

ცოდნის შეფასების სულ ქულათა


ფორმები და გამოკითხვის ფორმა რაოდენობა შეფასება
რაოდენობა
კრიტერიუმები
ზეპირი გამოკითხვა 4 3 12ქულა

წერითი გამოკითხვა 5 4 20 ქულა

პრეზენტაცია 1 8 8 ქულა

შუალედური შეფასება 1 30 30 ქულა

დასკვნითი გამოცდა 1 30 30 ქულა

სულ ჯამი: 100 ქულა

ცოდნისა და უნარ–ჩვევების შეფასების სისტემა


სასწავლო კურსის გეგმა

I კვირა თემა 1 სანივთო სამართლის ცნება და მნიშვნელობა

II კვირა თემა 2 კაზუსის ამოხნის მეთოდოლოგია

III კვირა თემა 3 ქონება

IV კვირა თემა 4 მფლობელობა

V კვირა თემა 5 საკუთრება

VI კვირა თემა 6 სამეზობლო სამართალი

VII კვირა თემა 7 წერითი გამოკითხვა, მზადება შუალედური გამოცდისთის, განვლილი მასალის
განმეორება.
VIII – IX კვირა შუალედური გამოცდა

X კვირა თემა 8 საკუთრების შეძენა და დაკარგვა

XI კვირა თემა 9 საკუთრების შეძენა უფლებებზე და მოთხოვნებზე

XII კვირა თემა 10 ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში

XIII კვირა თემა 11 სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა

XIVკვირა თემა 12 გირავნობა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

XV კვირა თემა 13 იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

XVI კვირა თემა 13 საჯარო რეესტრი

XVII კვირა რეფერატების საჯარო პრეზენტაცია


XVIII – XIX დასკვნითი გამოცდა
კვირა

XXკვირა დასკვნითი გამოცდის აღდგენა

XXI კვირა FX-ის გადაბარება


akademiuri kalendari

I კვირა II კვირა III კვირა IV კვირა

ლექცია 2 სთ ლექცია 2 სთ ლექცია/სემინარი (წერითი გამოკითხვა) – 4 ქულა ლექცია/სემინარი 2 სთ ზეპირი გამოკითხვა - 3 ქ.


ზეპირი გამოკითხვა 3ქ. (2 საათი)

V კვირა VI კვირა VII კვირა VIII-IX კვირა

ლექცია /სემინარი 2 სთ ლექცია/სემინარი 2 სთ მზადება შუალედური გამოცდისთვის შუალედური გამოცდა 2 სთ


წერითი გამოკითხვა 4 ქ. ზეპირი გამოკითხვა - 3ქ. 30 ქულა

X კვირა XI კვირა XII კვირა XIII კვირა

ლექცია 2 sT ლექცია 2 საათი ლექცია/სემინარი 2 სთ ლექცია 2 საათი


ზეპირი გამოკითხვა - 3ქ. წერითი გამოკითხვა - 4ქ. წერითი გამოკითხვა - 4ქ.

XIV კვირა XV კვირა XVI კვირა XVII კვირა

ლექცია/სემინარი 2 სთ ლექცია/სემინარი 2 სთ პრეზენტაცია მზადება დასკვნითი გამოცდისთვის


2 საათი
წერითი გამოკითხვა - 4ქ. 8 ქულა

XVIII კვირა XIX კვირა XX კვირა XXI კვირა

დასკვნითი გამოცდა – 3 საათი 30ქულა დასკვნითი გამოცდის აღდგენა Fx–გადაბარება


სწავლების მეთოდები

• ლექციები ჩატარდება ტრადიციული, ზოგადად


მიღებული ფორმით, ლექციის მსვლელობისას
მიმოიხილება თემით გათვალისწინებული საკითხები,
ამავე დროს, მათი გადმოცემა არ მოხდება
აბსტრაქტულად, მხოლოდ ნორმატიული და თეორიული
დებულების განმარტებით.
• თითოეული ლექციის დასაწყისში მოკლედ გადმოიცემა
განსახილველი პრობლემის არსი, დასახელდება კაზუსი,
რომლითაც მოხდება განსახილველი პრობლემატიკის
ნათელყოფა, ხოლო ლექციის დასასრულს განხილული
თეორიული და საკანონმდებლო დებულებების
საფუძველზე სრულად გაანალიზდება კაზუსი.
• ყურადღება გამახვილდება კაზუსის განსხვავებულ
ამოხსნაზე სხვადასხვა სამართლებრივი სისტემების
ნორმატიული დანაწესების მეშვეობით - იმ
თავისებურებების გამოკვეთით, რომელიც თითოეულ
სამართლებრივ რეგულაციას გააჩნია.
გამოყენებული იქნება რეალური მაგალითები სასამართლო
პრაქტიკიდან. სალექციო კურსის მიზანს წარმოადგენს
ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული სასწავლო
მეთოდოლოგიის მიმოხილვა, ამიტომაც ცალკე ლექცია
დაეთმობა გერმანულ სამართალში დანერგილ კაზუსის
ამოხსნას სუბსუმციის მეთოდის მიხედვით.
კაზუსის პარალელურად სტუდენტებს რიდერების სახით
მიეწოდებათ ქართულად თარგმილი უცხო ქვეყნის
სასამართოების გადაწყვეტილებები და ამონარიდები
სპეციალური ლიტერატურიდან, რომელიც
ხელმისაწვდომი არ არის ბიბლიოთეკაში
რის ცოდნა მოეთხოვებათ სტუდენტებს?

 შეიძლება თუ არა ყველაფრის სწავლა?


 იურიდიული მეთოდიკა

 ის, ვინც ვერ ფლობს საკუთარი ხელობისთვის აუცილებელ


ინსტრუმენტებს, საუკეთესო მასალითაც კი ცუდ შედეგს
მიაღწევს

 ის, ვინც სრულყოფილად დაეუფლება იურიდულ


მეთოდოლოგიას, ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე
შესაბამის პასუხს იპოვის.

 კერძო სამართლის სისტემა

 სტუდენტმა უნდა შეძლოს კერძო სამართლის სისტემაში


გააზრება.
სწავლის შედეგები

1.სისტემური და სამართლებრივი აზროვნება


2.კანონთა განმარტების ხელოვნების დაუფლება
3.კერძო სამართლის ხედვა სამოსამართლო სამართლის
სარკეში
4.ლოგიკური აზროვნების უნარი
ქართული სამართალის სისტემა

საჯარო სამართალი კერძო სამართალი

მატერიალური სამართალი საპროცესო სამართალი ზოგადი კერძო კერძო სამართალის


სამართლი სპეციალური დარგები

კონსტიტუციური სამოქალაქო სამართალი შრომის სამართალი


სამოქალაქო სს

ადმინისტრაციული სამეწარმეო სამართალი


ადმინისტრაციული სს
სამოქალაქო
ზოგადი კოდექსი ფასიანი ქაღალდების
სისხლის სს
სამართალი
განსაკუთრებული
საკონსტიტუციო სს საავტორო სამართალი
საგადასახადო

კონკურენციის
სისხლის
სამართალი
საერთაშორისო
საერთაშორისო კერძო
სამართალი

სხვა...
სანივთო სამართლის ადგილი სამოქალაქო სამართლის სისტემაში

1-ლი წიგნი
ზოგადი ნაწილი

მუხ. 1-146

მე-2 წიგნი მე-3 წიგნი მე-4 წიგნი მე-5 წიგნი მე-6 წიგნი
სანივთო ვალდებულებითი ინტელ. საკუთრ. საოჯახო მემკვიდრეობის
სამართალი სამართალი სამართალი სამართალი სამართალი

მუხ. 147-315 მუხ. 316-1016 მუხ. 1017-1105 მუხ. 1106-1305 მუხ. 1306-1503

ზოგადი ნაწილი

მუხ. 316-476

კერძო ნაწილი

მუხ. 477-1016
სამოქალაქო კოდექსის შინაარსი

1-ლი წიგნი პირი - სამართლის სუბიექტები (ფიზიკური და


ზოგადი ნაწილი იურიდიული პირები), გარიგება (ნების გამოვლენა,
მუხ. 1-146 ფორმა, წარმომადგენლობა), ვადები

მე-2 წიგნი პირის ურთიერთობა ნივთთან - საკუთრების


სანივთო (ქონებრივი) სამართალი შეძენა, სხვისი საკუთრებით სარგებლობა,
მუხ. 147-315 მოთხოვნის უზრუნველყოფა

მე-3 წიგნი
პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა
ვალდებულებითი სამართალი
მუხ. 316-1016
ზოგადი ნაწილი ხელშეკრულების დადება, ვალდებულების
მუხ. 316-476 დარღვევა, ვალდებულების შეწყვეტა

კერძო ნაწილი ხელშეკრულების სახეები (ნასყიდობა, ქირავნობა,


მუხ. 477-1016 ნარდობა ...), უსაფუძვლო გამდიდრება, დელიქტი

მე-4 წიგნი დარჩენილია მხოლოდ მითითებები სპეციალურ


ინტელ. საკუთრ. სამართალი
კანონებზე
მუხ. 1017-1105
მე-5 წიგნი
საოჯახო სამართალი ქორწინება, ოჯახში ურთიერთობა, განქორწინება
მუხ. 1106-1305

მე-6 წიგნი მემკვიდრის უფლებების და მოვალეობები,


მემკვიდრეობის სამართალი ანდერძი
მუხ. 1306-1503
კერძო სამართლის ცნება

საჯარო სამართალი კერძო სამართალი

რატომ არის გამიჯვნა მნიშვნელოვანი?

იმის გადასაწყვეტად, თუ

1. რომელი ნორმა უნდა იქნას გამოყენებული?

2. რომელ სასამართლოს უნდა მივმართოთ?


კაზუსი

გიორგი ქორწილის შემდეგ ავტომანქანით ბრუნდება სახლში. მოახდენს ავტოავარიას.


შემთხვევის ადგილზე მოვა სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარება, პოლიცია. მეორე
მანქანაში დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადაჰყავს საავადმყოფოში.
ზოგიერთს აქვს სხეულის მსუბუქი დაზიანება, ზოგს - მძიმე. დაზარალებულები ითხოვენ
მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას. დაზარალებულების დამსაქმებელს უწევს მათ
გამოჯანმრთელებამდე ხელფასის გადახდა და უნდა გიორგისგან ამ თანხის ანაზღაურება. ასევე
მეორე მხარის დაზღვევა ითხოვს მის მიერ ავტომანქანის რემონტისთვის გაწეული ხარჯის
ანაზღაურებას. პოლიცია ადგენს ალკოჰოლურ სიმთვრალეს და უჩერებს მართვის უფლებას 6
თვით.

რა უბედურებაში გაყო თავი გიორგიმ?

საჯარო სამართალი კერძო სამართალი

ავტოავარია

სხეულის დაზიანება

მკურნალობის ხარჯები

გადახდილი ხელფასის ანაზღაურება

დაზღვევის ხარჯების ანაზღაურება

მართვის უფლების შეჩერება


ნორმათა იერარქია

კონსტიტუცია

კონსტიტუციური შეთანხმება

საერთაშორისო ხელშეკრულება
ორგანული კანონი

კანონი

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი

ჩვეულება
სასამართლოს გადაწყვეტილება
კანონთა განმარტების ხელოვნების დაუფლება

ius cogens / ius dispositivum იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები

lex superior derogat legi inferiori იერარქიულად ზემდგომ ნორმას


უპირატესობა ენიჭება ქვემდგომ ნორმაზე

lex specialis derogat legi generali ზოგად ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს


შორის კოლიზიისას გამოიყენება
სპეციალური ნორმები

lex posterior derogat legi priori თანაბარი იურიდიული ძალის მქონე


ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის
შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო
გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს
კანონის განმარტება

ყველა წესი მოითხოვს განმარტებას


განმარტების მეთოდები

განმარტების მეთოდები

გრამატიკული გრამატიკული წესების საფუძველზე კანონის სიტყვების შინაარსის


დადგენა, კანონმდებლის მიერ გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობის
მიხედვით

სისტემური ადგენს მნიშვნელობას განსამარტი ნორმის მიმართებით სხვა ნორმებთან,


სამართლის საერთო სისტემაში მისი ადგილის მიხედვით.

ისტორიული ადგენს მნიშვნელობას ნორმის წარმოშობის ისტორიის შესწავლით

ტელეოლოგიური ადგენს მნიშვნელობას ნორმის ობიექტური მიზნის განსაზღვრით


(მიზნის შესაბამისი)
განმარტების მიზანი

განმარტების მიზნები

ნორმის მნიშვნელობის გაგება ნორმის ხარვეზის შევსება

გრამატიკული

კანონის სამართლის
სისტემური
ანალოგია ანალოგია

ისტორიული

ტელეოლოგიური სამოქალაქო კოდექსის მუხ. 5 სამოქალაქო კოდექსის მუხ. 5

1. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი 2. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება


ურთიერთობის მოსაწესრიგებლად შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა
გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი
ურთიერთობის მარეგულირებელი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე
სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა
და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად
(სამართლის ანალოგია).
სამართლის შეფარდება

საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 86
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და
კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე
ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება ან
სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.
[…]

ამის უზრუნველსაყოფად

მოსამართლის პროფესიული დამოუკიდებლობა

საქმეზე გადაწყვეტილების პროცესში სხვისი მხრიდან ჩარევა, ზემოქმედება, მითითება


აკრძალულია

მოსამართლის პიროვნული დამოუკიდებლობა

• საქმისგან ჩამოცილების, სხვაგან გადაყვანის, გათავისუფლების რთული პროცედურა;


• უვადო დანიშვნა
3.კერძო სამართლის ხედვა სამოსამართლო სამართლის სარკეში

რას ამოწმებს მოსამართლე?

მოსარჩელეს მიერ მოთხრობილ საქმის გარემოებას შეესაბამება თუ არა კანონის


1-ლი ნაბიჯი რომელიმე ნორმას, რომელიც მოსარჩელისთვის სასურველ სამართლებრივ
შედეგს დააყენებდა

მუხლი 992. ცნება


პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი
მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

მუხლი 408. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა


1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის
მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების
მავალდებულებელი გარემოება.

მუხლი 409. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა


თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან
ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება
მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოსამართლო საქმიანობა

საჭიროა მხოლოდ იმ
შემთხვევაში
მტკიცებულების შეფასება

თუ რომელიმე მხარე სადავოდ ხდის ფაქტს

და ეს ფაქტი სამართლებრივად რელევანტურია საქმეზე


გადაწყვეტილების გამოსატანად

მტკიცებულებების შეფასების
სამი შესაძლო შედეგი

ფაქტები ამყარებს ფაქტები ამყარებს ფაქტები ვერ ამყარებს


მოსარჩელეს მონათხრობს მოპასუხის მონათხრობს ვერცერთის მონათხრობს

მოსარჩელე იგებს მოპასუხე იგებს აგებს ის ვისაც აქვს


პროცესს პროცესს მტკიცების ტვირთი

მუხლი 102. მტკიცების ტვირთი


1. თითოეულმა მხარემ უნდა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დაამტკიცოს გარემოებანი,
რომლებზედაც იგი ამყარებს თავის
მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოსამართლო საქმიანობა

რას ამოწმებს მოსამართლე?

მოსარჩელეს მიერ მოთხრობილ საქმის გარემოება დასაშვებს ხდის მის


მე-2 ნაბიჯი მოთხოვნას, ამ შემთხვევაში ის ამოწმებს, მოპასუხის საპირისპირო
არგუმენტები არის თუ არა მნიშვნელოვანი.

მუხლი 992. ცნება


პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი
მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

შესაბამისად:
• განზრახვის ან გაუფრთხილებლობის საკითხი სამართლებრივად არარელევანტურია
• მხარეთა შორის სადაოა, ბ-ს გასროლის შედეგად ჩაიმტვრა თუ არა ფანჯარა

მტკიცებულების შეფასება
I თემა
სანივთო სამართლის ცნება და მნიშვნელობა

1.სანივთო სამართლის საფუძვლები


ა) სანივთო სამართლის ცნება.
ბ) სანივთო სამართლის ნორმები
გ) სანივთო სამართლის წყაროები
დ) სანივთო სამართლის ადგილი სამოქალაქო სამართლის სისტემაში
ე) სანივთო სამართლის მიმართება ვალდებულებით სამართალთან
ვ) სანივთო სამართლის ევოლუციური (ისტორიული) მდგომარეობა
საქართველოში
ზ) თანამედროვე ევროპული სანივთო სამართალის პანდექტური საწყისები.
თ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და სანივთო სამართლის სისტემა
2. სანივთო სამართლის პრინციპები
ა) სანივთო უფლება, როგორც აბსოლუტური უფლება
ბ) საჯაროობა და ნდობაუნარიანობა
გ) ,,ნუმერუს კლაუზუს” პრინციპი
დ) სპეციალურობა (განსაზღვრულობა)
ე) სანივთო უფლებათა მიდევნების პრინციპი.
ვ) კაუზალობის პრინციპი და აბსტრაქტულობისადმი დამოკიდებულება
3.სანივთო უფლებები, კლასიფიკაცია და უფლებათა დამდგენი სამართლებრივი
აქტები.
4. სანივთო გარიგება
ა) სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის გამოყენება
ბ) ვალდებულებითი სამართლის გამოყენება
4. სანივთო სამართალი და ადამიანის ძირითადი უფლებები
კერძო სამართლის საფუძვლები

თავისუფლება

მუხლი 9 მუხლი 10 II
სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს 2. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს
ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი,
თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მათ შორის კანონით პირდაპირ
მესამე პირთა უფლებებს. გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.

კერძო ავტონომია შეზღუდვა

ხელშეკრულების თავისუფლება კეთილსინდისიერება მუხ. 8 III

მუხ. 319 ხელშეკრულების თავისუფლება დელიქტი მუხ. 992


1. კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის
ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და
ხელშეკრულება
განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

დადების კონტრაჰირების აკრძალვა მუხ. 319 I

კონტრაჰენტის არჩევის კონტრაჰირების იძულება მუხ. 319 II

შინაარსის განსაზღვრის
სანივთო სამართლის ცნება

სანივთო სამართალი წარმოადგენს ნორმათა ერთობლიობას, რომელიც


აწესრიგებს პირთა (სამართლებრივ სუბიექტთა) ურთიერთობას
ნივთებთან (სამართლის ობიექტებთან).

სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც


განსაზღვრავს სასაქონლო სიკეთეებზე (მივთებზე) ადამიანთა და
იურიდიულ პირთა ბატონობის პირობებს.

წარმოადგენს ნორმათა ერთობლიობას, რომელიც ადგენს ქონების კატეგორიას


და არეგულირებს ქონებაზე სანივთო უფლებათა წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტასთან
დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

სამართლებრივი
ქონება სანივთო უფლება
ურთიეთობა
სანივთო სამართლის ნორმები

იმპერატიული ნორმები დისპოზიციური ნორმები


სანივთო სამართლის სისტემა

მოთხოვნის უზრუნველყოფის
ქონება
სამართალი

მფლობელობა სამეზობლო სამართალი

საკუთრება საჯარო რეესტრი

შეზღუდული სანივთო უფლებები


სანივთო სამართლის პრინციპები

1. სანივთო უფლებების ამომწურავი ჩამონათვალიდან შერჩევა ანუ


numerus clausus „დახურულ რიცხვთა“ პრინციპი
უზუფრუქტი (სსკ
საკუთრება (სსკ 170) აღნაგობა (სსკ 233) 242)

სერვიტუტი (სსკ 247) გირავნობა (სსკ 254) იპოთეკა (სსკ 286)


• მაგალითი: მაგალითი: ბანკს სურს იპოთეკის შესახებ შეთანხმება იმ
შინაარსით, რომ დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ შეუძლია
იპოთეკის საგანში ცვლილებების განხორციელება. თუმცა, აღნიშნული
დაუშვებელია. იპოთეკა კანონით უფლებამოსილ პირს ანიჭებს მხოლოდ
რეალიზაციის უფლებას და არა - მესაკუთრის მიერ კაპიტალდაბანდებების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების უფლებამოსილებას.
ასეთი შეთანხმებები შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებით-
სამართლებრივი იყოს. ბანკს ასევე არ შეუძლია სანივთო სარგებლობის
დადგენა.
2. სპეციალურობის-განსაზღვრულობის პრინციპი
შეზღუდული სანივთო უფლებების დადგენისას მხარეებს უნარჩუნდებათ გაფორმების მხრივ თავისუფალი სივრცე;
მაგ., იპოთეკის შემთხვევაში უნდა დადგინდეს ფულადი თანხის ან საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, სერვიტუტის
შემთხვევაში - გზის გაყვანა ან სხვა შინაარსი .

• მაგალითი: კ-მ ვ-თან განსაზღვრული წარმოების ტელევიზორი იყიდა და დაუყოვნებლივ გადაიხადა ნასყიდობის
თანხა. ვინაიდან მას ტელევიზორი შეეძლო წაეღო მხოლოდ მეორე დღეს, ის შეთანხმდა ვ-თან, რომ ამ
უკანასკნელის კუთვნილ საწყობში არსებული ანალოგიური წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა თანხის
გადახდით მისი როგორც მესაკუთრის კუთვნილი გახდებოდა. თუმცა, კ-მ და ვ-მ არ იზრუნეს იმაზე, რომ
ამოერჩიათ ერთი განსაზღვრული მოწყობილობა კ-სათვის და ცალკე დაედოთ. როდესაც კ მეორე დღეს მოვიდა
ტელევიზორის წასაღებად, მან შეიტყო, რომ გაკოტრების მმართველმა წაიღო ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამ
შემთხვევაში კ-ს არ შეუძლია გაკოტრების მმართველისაგან საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკან დაბრუნების
მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ის მესაკუთრეა. კ არ გამხდარა ტელევიზორის მესაკუთრე, თუმცაღა მან
განახორციელა ნასყიდობის თანხის გადახდა, ვინაიდან სახეზე არ არის განსაზღვრულობა, თუ კონკრეტულად
რომელი მოწყობილობა უნდა ეკუთვნოდეს მას.
3. აბსოლუტურობის პრინციპი

4. სანივთო მოთხოვნათა პრიორიტეტულობის პრინციპი


5. სანივთო უფლებათა მიდევნების პრინციპი
6. საჯაროობის პრინციპი
7. კაუზალობის პრინციპი
8. სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია
კაუზალობის და აბსტრაქციის პრინციპი
მოძრავ ნივთებზე საკუთრების
უფლების წარმობის სისტემები

შეთანხმების კაუზალური აბსტრაქტული გადაცემის


კაუზალური გადაცემის სისტემა
სისტემა სისტემა
• სანივთო სამართალი, როგორც ნივთებზე უშუალო უფლების სამართალი
(Zuordnungsrecht)
მაგალითი: ა-ს როგორც მესაკუთრეს შეუძლია თავისი ავტომობილი მართოს როდესაც და
რა ხნითაც მას ეს სურს. თუმცა, თუ მისი ავტომანქანა დიდი ხნის ვადით იმყოფება
სარემონტოდ, მას არ შეუძლია უბრალოდ სხვა პირის კუთვნილი ავტომობილით
ისარგებლოს. მან თავისთავად ნებართვა უნდა აიღოს მისი მესაკუთრე ე-გან, რომელსაც
ავტომანქანა უშუალოდ ეკუთვნის. საქმიან ურთიერთობებში აღნიშნულ შემთხვევებში,
როგორც წესი, იდება ქირავნობის ხელშეკრულება (§ 535). თუმცა, ქირავნობის
ხელშეკრულება ა-ს არ ანიჭებს უშუალო უფლებას ე-ს კუთვნილ ავტომობილზე, არამედ
მხოლოდ მოთხოვნის უფლებას, რასაც შეესაბამება ე-ს ვალდებულება, გადასცეს ა-ს
ავტომობილი სარგებლობაში. თუ ის დაარღვევს აღნიშნულ ვალდებულებას და გადასცემს
ავტომობილს არა ა-ს, არამედ სხვა პირს, მაშინ ა-ს შეიძლება ჰქონდეს ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ე-ს მიმართ, თუმცა ის ვერ ისარგებლებს
ავტომობილით.
მაგალითი: ე-ს კუთვნილი ხეხილის ბაღში შესვლა მისი თანხმობის გარეშე, როგორც წესი,
ნებისმიერი პირისათვის დაუშვებელია. აღნიშნული უფლება აქვს მხოლოდ ე-ს. ყველა სხვა
პირი ვალდებულია, პატივი სცეს აღნიშნულ ნივთზე უშუალო უფლებას და შესვლისაგან
თავი შეიკავოს.
მაგალითი: ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მყიდველს - კ-ს აქვს მოთხოვნა
მხოლოდ და მხოლოდ გამყიდველის მიმართ (§ 433 I 1). თუ მესამე პირი - დ აზიანებს
ნასყიდობის ობიექტს მანამდე, სანამ ის კ-ს გადაეცემა, მაშინ დ-ს კ-ს მიმართ
ვალდებულება არ დაურღვევია და არც მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზეა ის
ვალდებული. მხოლოდ თუ კ უკვე გახდებოდა ნივთის მესაკუთრე, მას კუთვნილი
აბსოლუტური საკუთრების უფლების საფუძველზე ექნებოდა დ-ს მიმართ ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
ავტომობილების მარკირება, რომ ისინი მატარებლით უნდა გაეგზავნოს დილერს. ერთი დღის შემდეგ, როდესაც აღნიშნული 500
ცალი ავტომობილი ჯერ კიდევ ბათუმშია თბილისის მიმართულებით ტრანსპორტირების მოლოდინში და, იმავდროულად,
დანარჩენი 500 ცალი ლადა კვლავ გაჩერებულია ქარხნის ავტოსადგომზე, ლადას ქარხანა კოტრდება. ამ შემთხვევაში, მისი დადების
მომენტიდან მოყოლებული, არსებობს ნამდვილი ხელშეკრულება 1 000 ლადაზე, თუმცა, განსაზღვრული არ არის, რომელ 1 000
ლადაზეა ლაპარაკი ლადას ქარხნის საწყობში მყოფი 100 000 ლადადან. და მიუხედავად იმისა, რომ, ხელშეკრულების მიხედვით,
ხელშეკრულების დადების მომენტიდანვე დილერი ხდება 1 000 გაყიდული ლადას მესაკუთრე, ქარხნის გაკოტრების
მომენტისთვის იგი მესაკუთრეა მხოლოდ ბათუმის რკინიგზის სადგურში არსებული 500 ცალი ავტომობილისა, რადგან მხოლოდ ეს
500 ცალი ავტომობილია ისე სათანადოდ განსაზღვრული, რომ მათ მიმართ შესაძლებელია დილერის საკუთრების უფლების
გამოყენება.

უფლება:

• აბსოლუტური- მოქმედებს ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, ვინც ამ უფლებას ხელყოფს


• რელატიური-მოქმედებს მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში

უფლების შეძენა:
პირველადი შეძენა
ნაწარმოები შეძენა
მაგალითად:
სანივთო სამართლის ვალდებულებითი სამართლისგან
განმასხვავებელი ზოგიერთი თავისებურება:

სანივთო უფლებები ვალდებულებითი უფლებები

აბსოლუტური რეალტიური, ფარდობითი

სანივთო უფლებათა ჩაკეტილი სისტემა ღია სისტემა, რაც აკრძალული არ არის


(numerus clausus) ნებადართულია

Droit de suite, თან სდევს ნივთს


მაგალითად, თუ სახლის მესაკუთრე იპოთეკით დატვირთავს
მის სახლს 2006 წლის 2 მარტს ბ-ს სასარგებლოდ და 2006 წლის
მაგალითად, თუ ა დებს მისი მანქანის
2 აპრილს ც-ს სასარგებლოდ, მაშინ ბ-ს უპირატესი უფლება
ნასყიდობის ხელშეკრულებას ბ-
ექნება გ-სთან შედარებით. ხოლო თუ ა მის კუთვნილ
სთან და მანქანის ბ-სთვის გადაცემამდე იგი
ველოსიპედს ჯერ გადასცემს ბ-ს, ხოლო შემდეგ გ-ს, ბ გახდება
ამ მანქანას გადასცემს ც-ს, ხელშეკრულება ა-სა
მესაკუთრე და გ-ს არ ექნება სანივთო უფლება ველოსიპედის
და ბ-ს შორის მაინც არსებობს და მაინც ძალაშია
მიმართ. რაც შეეხება ვალდებულებით სამართალს, აქ ასეთი
- თუმცა ა ვეღარ შეძლებს ვალდებულების
უპირატესობის წესი არ არსებობს. თუ ა დადებს მისი
შესრულებას ბ-ს მიმართ - მაგრამ ბ-ს არ
კუთვნილი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებას ბ-სთან 2006
შეუძლია მისი სახელშეკრულებო უფლება
წლის 2 მარტს და გ-სთან 2006 წლის 2 აპრილს, ამ
მანქანასთან დაკავშირებით გამოიყენოს ც-ს
შემთხვევაში ბ-ს გ-სთან შედარებით უპირატესი უფლება არ
მიმართ.
ექნება. შეიძლება პირიქითაც, თუ მესაკუთრე სახლს
გადასცემს გ-ს და არა ბ-ს, სახლზე უფლების
თვალსაზრისით, გ-ს უკეთესი პოზიცია ექნება ბ-სთან
prior tempore potior iure : მას, ვისაც ყველაზე ადრე შედარებით, რადგან მას აქვს სანივთო უფლება, რა
შემთხვევაშიც მოქმედებს პრინციპი: ვინც უფრო ადრე იყო, მას
ჰქონდა სანივთო უფლება, აქვს უპირატესობა იმ
უპირატესი უფლება აქვს
პირთან შედარებით, ვინც უფლება მოგვიანებით
მოიპოვა.
• სანივთო უფლებები

აბსოლუტური უფლება
აქცესორული უფლებa შეზღუდული უფლება
Erga omnes

საკუთრება გირავნობა სერვიტუტი


იპოთეკა უზუფრუქტი
აღნაგობა
ა-მ და ბ-მ დადეს გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ა კისრულობს ვალდებულებას, სატვირთო მანქანით გადაზიდოს 120000
ბოთლი ქართული ღვინო თბილისიდან ბათუმში, მისი ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით. ა და ბ შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ა არ
აგებს პასუხს ტრანსპორტირებისას მიყენებულ ზარალზე, რომელიც წარმოიშობა დაუდევრობით. მართლაც, თუ ზარალი დადგება იმიტომ,
რომ მძღოლმა თავისი უყურადღებობით მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, ა არ იქნება პასუხისმგებელი ბ-ს წინაშე კონტრაქტის
აღნიშნული დებულების შესაბამისად. ხოლო თუ ბ უჩივლებს ა-სსასამართლოში კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის, მოსამართლემ
არ უნდა დააკმაყოფილოს ბ-ს მოთხოვნა, რამეთუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა პასუხისმგებელი არ იქნებოდა ასეთ შემთხვევაში
დამდგარი ზიანისათვის. შედეგი შესაძლოა იყოს იგივე, თუ ბ თავის მოთხოვნას დელიქტზე დაამყარებს, რადგანაც ა დაუდევრობით
მოქმედებდა. თუ მოსამართლე ბ-ს სარჩელს მიიღებს დელიქტის საფუძველზე, ის ამით დაარღვევს სახელშეკრულებო შეთანხმებას და
უგულებელყოფს ხელშეკრულებათა თავისუფლების პრინციპს. ეს საკითხი დაწვრილებით მე-4 თავის მე-3 ნაწილში იქნება განხილული

საკუთრების უფლება

მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში


თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით
სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს
მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

საკუთრების უფლების წარმოშობის


საფუძვლები
გარიგება
ანდერძი სასამართლოს მიერ
• კანონი წესდება,
ხელშეკრულება
ამხანაგობის ხელშეკრულება,
გაცემული
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმი. დოკუმენტი
საკუთრების უფლების ობიექტი

ქონება ( სსკ 147 მ. )

არამატერიალური ქონებრივი
ნივთი
სიკეთე

საკუთრების სახეები

ინდივიდუალური საერთო (სსკ, 173 მ.953)

საერთო საკუთრების წარმოშობის


საფუძვლები (173, 1)

გარიგება
ცალმხრივი- ანდერძი
კანონი ორმხრივი- ხელშეწკრულება
მრავალხმრივი- ერთობლივი საქმიანობა
• ა) სარგებლობის სანივთო უფლებები იძლევა მხოლოდ ნივთით
სარგებლობისა და მისი მოხმარების შესაძლებლობას, თუმცა
ისინი არ შეიცავს, მაგ., ნივთის გასხვისების უფლებამოსილებას.
• სარგებლობის სანივთო უფლებებია:
• - მიწის სერვიტუტი
• - უზუფრუქტი
• - შეზღუდული პირადი სერვიტუტი საცხოვრებელი სახლით
სარგებლობის სანივთო უფლების ჩათვლით
• - აღნაგობა (გერმანიაში მოწესრიგებულია აღნაგობის უფლების
შესახებ 15.1.1919წ. კანონით)
• ბ) რეალიზაციის სანივთო უფლებები არ იძლევა ნივთით სარგებლობის
უფლებას, თუმცა განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას ადგენს
ნივთის რეალიზაციას აუქციონზე გასხვისების გზით მესაკუთრის
ნების საწინააღმდეგოდ, თუ ეს უკანასკნელი ვერ ახერხებს გასხვისების
თავიდან აცილებას ფულადი თანხის გადახდით.

• რეალიზაციის სანივთო უფლებებია:
• - სანივთო ტვირთი (§§ ბგბ 1105-1112)
• - იპოთეკა (სკ 286)
• - მიწის ვალი (§§ბგბ 1191-1198)
• - სარენტო ვალი (§§ ბგბ1199-1203)
• - გირავნობის უფლება (სკ 254)
• ბ) შეძენის სანივთო უფლებები იძლევა ნივთის შეძენის
მოთხოვნის უფლებას (Anrecht). მათ მიეკუთვნება:
• - სანივთო უპირატესი შესყიდვის უფლება (ს კ 173 მუხლის მე-3
ნაწილი, 516.)
• - წინასწარი ჩანაწერი (§§ ბგბ 1113-1190)
• - კანონით მოუწესრიგებელი, თუმცა სასამართლო პრაქტიკასა და
დოქტრინაში აღიარებული მყიდველის მიერ სამომავლო
უფლების მიღების სანივთო უფლება (იხ. ბგბ)
• სანივთო მოთხოვნის უფლებების ძირითადი მიზნები
• ა) ნივთის უკან გამოთხოვის მოთხოვნის უფლებები
•- მფლობელობის უფლებიდან გამომდინარე, ე. წ.
პეტიტორული მოთხოვნის უფლება (სკ 164)
•- თავად მფლობელობიდან გამომდინარე, ე. წ. პოსესორული
მოთხოვნის უფლება ();
• ბ) მოქმედებისგან თავის შეკავებისა და უფლების დარღვევის
აღმოფხვრის მოთხოვნის უფლებები (მაგ. სკ 172 (2));
• გ) საგნიდან დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლებები (მაგ. მოძრავ
ნივთზე გირავნობის უფლებიდან გამომდინარე, 254, 286.
• საერთაშორისო გამოყენების სფერო
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 32-ე მუხლი:
1. ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა
წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება.
ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ
შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური)
ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს
გამოყენებული.
2. 2. თუ სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა ნივთი, რომელზედაც
წარმოიშვა უფლება, მაშინ ამ უფლების შედეგები
ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც გადაიტანეს
ნივთი.
• გმადლობთ ყურადღებისთვის!!!

You might also like