You are on page 1of 38

მესამე ლექციის თემა

წყაროებზე მუშაობა;

პირველადი და მეორეული წყაროების მოძიება;

შეჯამება;

 შემოკლება.
აკადემიური
ნაშრომის
მოთხოვნები

მკვლევართა,
დარგის
წყაროების
ექსპერტთა
გამოყენება და
მოსაზრებების
ანალიზი
გამოყენება,
ანალიზი

აკადემიური
სანდო წყაროების
ნაშრომის
მოძიება
შექმნის პროცესი
წყაროების სანდოობის
შეფასების 4 კრიტერიუმი
სიახლე

რელევანტურობა

ავტორიტეტულობა

 სიზუსტე.
რჩევები სანდრო წყაროების
მოსაძიებლად:
 გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები და ფრაზები, რომლებიც
დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი წყაროების მოძიებაში;
 გამოიყენეთ ელექტრონული ბაზები, კერძოდ, JSTOR-ის, EBSCO-ს,
LexisNexis-ის და სხვა ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსები
 ზოგ დარგში გაზეთები და ჟურნალები შესაძლოა მნიშვნელოვანი
წყარო იყოს მიმდინარე და აქტუალური მოვლენების შესახებ
ინფორმაციის მოსაძიებლად.
ვებწყაროების სანდოობის შეფასება
 ნებისმიერი წყაროს შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ავტორს - მის
აკადემიურ პროფილს, სამუშაო ადგილს, ავტორის პროფესიულ
კომპეტენციას.
 ყურადღება მიაქციეთ გამომცემლობას
 URL
 Edu
 Gov
 com (ან co.uk, ან სხვა ქვეყნის დაბოლოებით)
 Org.
გაითვალისწინეთ:
1. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყარო შეიცავდეს საკმარის და ახალ
ინფორმაციას საკვლევ თემასთან დაკავშირებით.
2. წყარო უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, ფაქტებს, მტკიცებულებებს ან
მონაცემებს, რომელთა გადამოწმება შესაძლებელია სხვა წყაროების
მიხედვითაც.
3. წყაროში დამოწმებული უნდა იყოს სხვა წყაროებიდან
რელევანტური ან ღირებული ინფორმაცია.
4. წყაროს მიზანი უნდა იყოს ცოდნის ან ინფორმაციის გავრცელება და
არა გაყიდვა ან რომელიმე მოსაზრების სუბიექტური მხარდაჭერა.
გაითვალისწინეთ:
1. წყარო ობიექტური უნდა იყოს და საკითხს განსხვავებული
პერსპექტივებიდან წარმოაჩენდეს.
2. წყარო არ უნდა შეიცავდეს ბუნდოვან ინფორმაციას ან
მტკიცებულებას.
3. წყარო არ უნდა შეიცავდეს ემოციურ ან სუბიექტურ, მიკერძოებულ
ინფორმაციას.
4. სამეცნიერო ჟურნალები რეცენზირებულია და გამოქვეყნებულია
პრესტიჟულ ჟურნალში.
გაითვალისწინეთ:
1. ვებრესურსი განახლებადია.

2. თავი აარიდეთ Wikipedia-ს გამოყენებას.

3. უხეში გრამატიკული და ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური


შეცდომები ხშირად გამომცემლობის ან ვებგვერდის დაბალ
რეპუტაციაზე მიანიშნებს.
პირველადი, მეორეული და
მესამეხარისხოვანი წყაროები
პირველადი წყაროები
პირველადი წყაროები არის დოკუმენტები, გამოსახულებები ან
არტეფაქტები, რომლებიც შეიცავს უშუალო მტკიცებულებას, ჩვენებას,
რომელიც დაკავშირებულია საკვლევ საკითხთან.

პირველადი წყაროები
არის მასალები,
რომლებზეც
დამყარებულია კვლევა.
პირველად წყაროებად მიიჩნევა

 საარქივო მასალა და ხელნაწერები; მოვლენა მოხდა;


 ფოტოები, აუდიოჩანაწერები, სამთავრობო გამოცემები;
ვიდეოჩანაწერები, ფილმები;  ზეპირი ისტორიები;
 ჟურნალებსა და გაზეთებში ორგანიზაციის ანგარიშები;
გამოქვეყნებული მასალა;
 ავტობიოგრაფიები და მოგონებები;
 წერილები;
 ნაბეჭდი მისალოცი ბარათები,
 დღიურები; რეკლამები, მენიუები...
 საჯარო გამოსვლის ტექსტები;  ისეთი არტეფაქტები,
 იმ პერიოდში გამოქვეყნებული როგორებიცაა: ტანსაცმელი,
წიგნები, გაზეთები და ჟურნალის კოსტიუმები, ავეჯი...
ნაწილები, როდესაც ფაქტი ან
 კვლევის მონაცემები: მაგალითად, ემპირიული კვლევები;
საზოგადოებრივი აზრის პოსტები სოციალურ მედიაში,
გამოკითხვის შედეგები; ბლოგები და ვლოგები;
 სასამართლოს ან სხვა ტიპის
 სასამართლოს გადაწყვეტილებები
ანგარიშები;
და ა. შ.;
 ინტერვიუები;
 ენის კორპუსები;
 საველე სამუშაოების აღწერა;
 ცალკეული ტექსტები;
 საკანონმდებლო დოკუმენტები;
 სოციალური მედია.
 ექსპერიმენტის შედეგები;

 სტატისტიკური ინფორმაცია;
პირველადი წყაროების მახასიათებლები:
 პირველადი წყაროები შეიძლება იყოს ან დაკვირვება/ანალიზი,
რომელიც „პირველი ხელის“ მიერ არის შესრულებული ან აღწერილი,
ან მოვლენების მიმდინარეობის პერიოდში შექმნილი ანგარიშები;

 პირველადი წყაროები ასახავს მოვლენებს, შეიცავს ინფორმაციას იმ


ადამიანების შესახებ ან გადმოსცემს შეხედულებებს, რომლებიც
ფაქტის/მოვლენის თანადროულია;

 როცა კვლევა მიზნად ისახავს ეპოქის და არა მოვლენის კვლევას,


შესაძლო პირველადი წყაროების რაოდენობა უფრო ვრცელი იყოს;

 როგორც წესი, პირველადი წყარო ერთი ადამიანის შეხედულებებს,


პერსპექტივებს გადმოსცემს;
 რაიმეს პირველად წყაროდ გამოყენებისას მნიშვნელოვანია,
მკვლევარმა გაიაზროს, რომ პირველწყაროს ავტორი შესაძლებელია
გარკვეული საკითხების მიმართ მიკერძოებული იყოს. აგრეთვე,
უნდა გაითვალისწინოს ეპოქისათვის დამახასიათებელი
სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული კონტექსტი;

 მკვლევრის პერსპექტივა ან არგუმენტი, რომლის


დასამტკიცებლადაც აპირებს ავტორი პირველადი წყაროს
მტკიცებულებად გამოყენებას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს
წყაროს შერჩევას;

 პირველადი წყაროები შეიძლება მრავალჯერადად იყოს


გამოყენებული სხვადასხვა კვლევაში.
მეორეული წყაროები

 სახელმძღვანელოები; ნამუშევრების შესახებ;


 წიგნები ან სტატიები, რომლებიც  ნაშრომები, რომლებიც აანალიზებს
ეფუძნება კვლევას და კვლევის ლიტერატურულ ნაშრომებს,
სხვადასხვა მეთოდის საფუძველზე ხელოვნების ნიმუშებს და სხვა
აანალიზებს ან ხსნის/მიმოიხილავს ორიგინალურ ნაწარმოებებს;
წყაროებს  დარგის წარმომადგენელთა
 ბიოგრაფიები; (მეცნიერთა, ექსპერტთა)
 ისტორიები; პროფესიული კრიტიკა, ანალიზი;
 კანონმდებლობის ანალიზი;  პოლიტიკური, საკანონმდებლო,
იურიდიული დოკუმენტების
 პოლიტიკური ანალიზი და
ანალიზი
კომენტარები;
 თემატური ენციკლოპედიები;
 კვლევითი ანგარიშები;
 თემატური ლექსიკონები.
 წიგნები კონკრეტული მოვლენის,
ფაქტის, მოძრაობისა თუ
რომანი სტატია, რომელშიც გაანალიზებულია
რომანი
ნახატი გამოფენის კატალოგი, რომელშიც
ახსნილია ნახატის ისტორია

ისტორიული პირების წერილები ან ისტორიული პირების ბიოგრაფია


დღიურები

ფილოსოფიური ესე სახელმძღვანელო, რომელშიც შეჯამებულია


ამ ესეში გადმოცემული იდეები
სამთავრობო დოკუმენტი ახალი საგაზეთო სტატია ახალი გადაწყვეტილების
გადაწყვეტილების შესახებ შესახებ

აკადემიური ნაშრომი ამ ნაწარმოების


მუსიკალური ჩანაწერი ანალიზის შესახებ

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პოსტი ბლოგზე, რომელიც განიხილავს


შედეგები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის
შედეგებს

ემპირიული კვლევა ლიტერატურის მიმოხილვა, რომელშიც


მოყვანილია ეს ემპირიული კვლევა
შეადარეთ:
 პირველადი წყაროს ფუნქცია  მეორეული წყაროს ფუნქცია
მესამეხარისხოვანი წყაროები

 ბიბლიოგრაფიები;

 ბიობიბლიოგრაფიები;

 არათემატური ენციკლოპედიები და ლექსიკონები;

 გზამკვლევევები;

 ცნობარები.
წყაროების ჩართვა ტექსტში:
 პერიფრაზი
 პირდაპირი ციტირება
 შეჯამება
 შემოკლება
პერიფრაზი
 არაპირდაპირი ციტატა.
 პერიფრაზირება გულისხმობს სხვისი ტექსტების ან მათი გარკვეული
მონაკვეთების გადმოცემას თქვენი სიტყვებით.
 მთლიანად იცვლება სიტყვები.
 დაუშვებელია ტექსტის აზრის, შინაარსის მინიმალური ცვლილებაც კი.
 არ გამოიყენება ბრჭყალები.
გაითვალისწინეთ:

 პერიფრაზირებისას არ უნდა დაამახინჯოთ ის ფრაზა ან მსჯელობა,


რომლის პერიფრაზირებასაც აკეთებთ; არ დაუკარგოთ მას მთავარი
აზრი და არ დაშორდეთ ავტორის ძირითად იდეებსა და სათქმელს;
 შეცვალეთ სინონიმური ერთეულებით სიტყვები;

 გადააკეთეთ მარტივი წინადადებები რთულად და პირიქით;

 სანამ პერიფრაზირებას შეუდგებით, გადაიკითხეთ პასაჟი თავიდან


ბოლომდე, კარგად გაიაზრეთ მონაკვეთის შინაარსი და მხოლოდ
შემდეგ შეუდექით წერას;
 მნიშვნელოვანია, რომ პერიფრაზირების დასრულების შემდეგ მონაკვეთი
ისევე დაამოწმოთ, როგორც ციტატას ამოწმებთ;
 საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პერიფრაზირებულ პასაჟს
თქვენეული შეფასებაც დაურთოთ: დაეთანხმოთ ავტორს, გააკრიტიკოთ
მისი არგუმენტები ან ახსნათ ავტორის პოზიცია და დაუკავშიროთ იგი
თქვენს იდეებსა და მოსაზრებებს (არ არის ყოველთვის საჭიროება);
 პერაფრაზირება განსხვავდება შეჯამებისაგან;

 პერაფრაზი შესაძლოა იყოს ორიგინალ ტექსტზე მოკლე, გრძელი ან იმავე


მოცულობისა.
წინადადების პერიფრაზი
ორიგინალი წინადადება პერიფრაზირებული
წინადადება
ჯანსაღი საკვები ადამიანის იმისათვის, რომ ადამიანი
ჯანმრთელობის ჯანმრთელი იყოს, უნდა
განმსაზღვრელი იკვებოს ჯანსაღად.
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მისი სახლი სავსეა მას შინ თანამედროვე
თანამედროვე ცნობილი მხატვრების ნამუშევართა
მხატვრების ნამუშევრებით. დიდი კოლექცია აქვს.
ახალგაზრდობა მხარს უჭერს ახალგაზრდები იმ
საპრეზიდენტო კანდიდატს, საპრეზიდენტო კანდიდატის
რომელიც მათ ინტერესებს მხარდამჭერები არიან,
ითვალისწინებს. რომელიც მათ ინტერესებს
ტექსტის პერიფრაზირება

ორიგინალი ტექსტი პერიფრაზირებული ტექსტი

ფილმის მოქმედება 1945-1955 წლებში ფილმში მოქმედება მიმდინარეობს


ვითარდება და კორლეონეების 1945- 1955 წლებში. მასში ნაჩვენებია
იტალიურ-ამერიკული კრიმინალური კორლეონეების იტალიურ-ამერიკული
ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. დონ ვიტო ოჯახის კრიმინალური ცხოვრება. ნიუ-
კორლეონე ნიუ-იორკის სიცილიურ იორკში სიცილიური მაფიის
მაფიას ხელმძღვანელობს. ის ათხოვებს ხელმძღვანელია დონ ვიტო კორლეონე.
ქალიშვილს. ამავე დროს, მეორე ის აქორწინებს ქალიშვილს. სწორედ ამ
მსოფლიო ომიდან ბრუნდება მისი ვაჟი პერიოდში მეორე მსოფლიო ომიდან
მაიკლი. მაიკლი ომის გმირი და ოჯახის ბრუნდება მისი ვაჟი მაიკლი. მაიკლი
სიამაყეა, მაგრამ მას არ სურს მაფიის ომის გმირია და მთელი ოჯახი ამაყობს
საქმეებში ჩარევა. მისით. მას არ მას არ უნდა მაფიის
საქმიანობაში ჩართვა.
ორიგინალი ტექსტი პერიფრაზირებული ტექსტი
დონ კორლეონე, რომელიც დონ კორლეონე ტრადიციების
ტრადიციების ერთგულია, თავის დამცველია და ეწინააღმდეგება
ტერიტორიაზე ნარკოტიკების საკუთარ ტერიტორიაზე
გავრცელების წინააღმდეგია, რაც ნარკოტიკული საშუალებების
ხელს არ აძლევს მაფიის სხვა გავრცელებას. მაფიის სხვა კლანების
კლანების წარმომადგენლებს. ამ წევრებს ეს არ აწყობთ. მტრობა ამ
უთანხმოების საფუძველზე უთანხმოების გამო იწყება და
წამოწყებული მტრობა დროთა თანდათან მწვავდება (ნათლია
განმავლობაში უფრო და უფრო (ფილმი) თ.გ.).
მწვავდება (ნათლია (ფილმი) თ.გ.).
წყაროების შეჯამება (რეზიუმირება)

 ტექსტის ძირითადი იდეის ან იდეების თქვენი სიტყვებით


გადმოცემა.
 აუცილებელია წყაროს მითითება (დამოწმება).
 ამ შემთხვევაში რეზიუმირებული ტექსტი გაცილებით მოკლეა,
ვიდრე თავდაპირველი ტექსტი.
გაითვალისწინეთ:

1. წაიკითხეთ ტექსტი, რომლის რეზიუმირებასაც აპირებთ.

2. მოინიშნეთძირითადი იდეა (იდეები), რომელსაც თქვენს ტექსტში


გადაიტანთ. ამ დროს კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი ორიგინალ
ტექსტს.
3. გამოიყენეთდა თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ მნიშვნელოვანი
დეტალები, რომლებიც ხსნის, აზუსტებს ან ასაბუთებს ტექსტის მთავარ
იდეებს.
4. გამოიყენეთ მაკავშირებელი და გარდამავალი ფრაზები, როგორებიცაა:
შედეგად, ამგვარად, ამის შემდეგ და ა. შ.
5. არ შეიტანოთ თქვენი მოსაზრებები, შეფასებები შეჯამებაში.
1. შეჯამების დასაწყისში დაასახელეთ წყაროს ავტორი.

2. აქვე დაასახელეთ წყაროს სათაური.

3. დაასრულეთ წყაროს რეზიუმირება ერთგვარი შემაჯამებელი


წინადადებით.
4. გადაიკითხეთ ტექსტი და ამოიღეთ არასაჭირო ინფორმაცია ან
ზედმეტი დეტალები.
მაგალითი: ვაჟა-ფშაველა
კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი
ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ
ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი
გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე - რომელი
ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო
აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას
საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის
განვითარებას, კეთილდღეობას.
ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით,
თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება
მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი,
იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია,
ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს.
შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით
მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები
თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს
კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.
ტექსტის რეზიუმირების პროცესი:

პირველ რიგში, გამოვავლინოთ მთავარი იდეები და მათი მხარდამჭერი,


დამამტკიცებელი დებულებები.

ამ პასაჟის მთავარი იდეა: პატრიოტიზმი არ ეწინააღმდეგება


კოსმოპოლიტიზმს.

მხარდამჭერი იდეებია:

1. ადამიანი, რომელიც თავისი ერის განვითარებასა და კეთილდღეობაზე


ფიქრობს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებასა და
კეთილდღეობას.
2. დიდი გამოგონებები და მსოფლიო შედევრები აღარ არის მარტო მათ
ავტორთა ქვეყნების კუთვნილება.
3. ამის დასადასტურებლად გამოდგება ედისონის, შექსპირის, სერვანტესის,
გოეთესა და სხვათა მიღწევები.
რეზიუმირებული ტექსტი:
ვაჟა-ფშაველა თავის პუბლიცისტურ ნაწარმოებში „კოსმოპოლიტიზმი და
პატრიოტიზმი“ ავითარებს მოსაზრებას, რომ პატრიოტიზმი არ
ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს. თავდაპირველად იგი ამბობს, რომ
ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობასა და განვითარებას
ემსახურება, მსოფლიოსთვისაც სასარგებლო საქმეს აკეთებს. ყველა დიდი
გამოგონება და მსოფლიო ლიტერატურული შედევრები საბოლოოდ მთელი
კაცობრიობის კუთვნილება ხდება. ავტორს თავისი მოსაზრების
გასამყარებლად მოჰყავს ედისონის, შექსპირის, სერვანტესისა და გოეთეს
მაგალითები (ვაჟა-ფშაველა 1961, 33-34).
პირდაპირი ციტირება - ციტატა

1. როდესაც გინდათ, ესა თუ ის განმარტება ზუსტად გადაიტანოთ


ტექსტში.
2. როდესაც გინდათ, ავტორისეული განსაკუთრებული ან ლაკონიური
ფრაზა ჩართოთ ტექსტში.
3. როდესაც გინდათ, ზუსტი სიტყვებით გასცეთ პასუხი ვინმეს ან რამე
შეკითხვას.
40 სიტყვაზე ნაკლები
გურამ ასათიანი თავის ლიტერატურულ ნარკვევში „უსიყვარულოდ“
აღნიშნავს, რომ „სიყვარული პოეზიის პირველმიზეზია. კაცობრიობას
ის ბავშვობის სიზმრებიდან მოსდევს. ვიდრე ერის გული მისი
პირველგამომხატველის - ეროვნული პოეზიის - სახით სიყვარულის
უნარს ინარჩუნებს, მისი დაბერება არ იქნება... ყველაფერი ძველდება
მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება
მარადისობის წიაღს. ინავლება სიყვარულიც“ (ასათიანი 2005, 23).
ბლოკური ციტატა - 40 სიტყვაზე მეტი

ფსიქოლოგებს შესწავლილი აქვთ, თუ რას განიცდის შურიანი ადამიანი


სხვა ადამიანების მიმართ:
ასეთი ადამიანი მუდმივად აღგზნებულია, კარგავს საკუთარი
მიღწევებისა და წარმატების აღქმის უნარს, ვეღარ იღებს
სიამოვნებას თავისი ცხოვრებისაგან და ეჩვენება, რომ მის
გარშემო ყველა უფრო ბედნიერი და წარმატებულია. როგორც
წესი, შურიანი ადამიანები კარგავენ კონტროლს საკუთარ
ცხოვრებაზე, მუდმივად სხვის ცხოვრებას აკვირდებიან და
ცდილობენ, რომ როგორმე მოიპოვენ ის, რაც სხვისა შურთ
(თადუმიძე და გირგვლიანი 2019, 61).
ციტატის ინტეგრირება ტექსტში ციტატა და ტექსტი ერთმანეთის
„მხარდამჭერების“ როლში გამოდიან.
ავტორისეული ტექსტი და ციტირებული
ტექსტი ისე მონაცვლეობს, რომ აზრობრივი და
ენობრივი მთლიანობა არ ირღვევა.

 ილია ჭავჭავაძე თავის წერილში „ერი და ისტორია“ აღნიშნავს, რომ


ყოველმა ერმა უნდა გაითვალისწინოს, შემდეგი: „როცა იგი თავისას
ისტორიას ივიწყებს“, კარგავს ფიზიკური და მორალური არსებობის
საფუძველს. ამავე წერილში ილია მიუთითებს, რომ „ წარსული -
მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა. “
ამდენად, წარსულის გარეშე ვერც აწმყოს შევქმნით და ვერც
მომავალს (ჭავჭავაძე 1985, 135).
გაითვალისწინეთ:

წინადადებაში, რომელსაც წაუმძღვარებთ ციტატას,


მოერიდეთ შემდეგი სიტყვების გამუდმებით ან
არასაჭიროდ გამოყენებას: წერს, ამბობს, მიხედვით, თქმით
და ა. შ. მიუდექით შემოქმედებითად და თქვენი ნაწილი და
ციტირებული ტექსტი ორგანულად და ბუნებრივად
დაუკავშირეთ ერთმანეთს.


შეჯამება:

1. რას ნიშნავს პირველადი წყაროები?

2. რა განსხვავებაა პირველად, მეორად და მესამეხარისხოვან წყაროებს


შორის?

3. რა უნდა გავითვალისწინოთ პერიფრაზირების დროს?

4. პერიფრაზირების რა ფორმები არსებობს?

5. რით განსხვავდება შეჯამება და პერიფრაზირება ერთმანეთისაგან?


 გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like