You are on page 1of 13

მაკა სალხინაშვილი

პროფესორი
სამართლის აკადემიური დოქტორი

 საჯარო მმართველობის ცნება. თანამედროვე სახელმწიფო როგორც მმართველი


სახელმწიფო. საჯარო მმართველობის ადგილი სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში.
საჯარო მმართველობის კონსტიტუციური საფუძვლები. საჯარო მმართველობის
პრინციპები. საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ფორმები (საჯარო-
სამართლებრივი, კერძო-სამართლებრივი), საჯარო მმართველობის განხოციელების
სამართლებრივი ფორმები (საჯარო სამართლებრივი, კერძო-სამართლებრივი)

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ადგილი და როლი საჯარო მმართველობის


სისტემაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის წესი და კონტროლი მის
საქმიანობაზე. საჯარო სამსახურის რეფორმა. საჯარო მმართველობის პრივატიზაცია
საჯარო მმართველოს ცნება და მიზნები
ადმინისტრაციული მეცნიერება
საჯარო მმართველობის ცნების საჯარო მმართველობის ნიშნები
შესახებ
ადმინისტრაციულ მეცნიერებაში  ფორმალური ორგანიზაციების სისტემა
მუსირებს შეხედულება, თითქოს საჯარო  ორიენტირებული საზოგადოებრივ
მმართველობის ცნება არ განიმარტება
კეთილდღეობაზე
და მას ,,ორგანიზაციების კომპლექსად
მოიხსენიებენ“.  აქვს საჯარო-სამართლებრივი
ორგანიზაციული ფორმა
 აქვს კერძო-სამართლებრივი
ორგანიზაციის ფორმა
საჯარო მმართველობის ნიშნების მოკლე მიმოხილვა

1. ფორმალური ორგანიზაციების სისტემა


ა) რომელიც არ განეკუთვნება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების
ორგანიზაციულ სფეროს, ან
ბ) რომელიც განეკუთვნება საკანონმდებლო და სასამართლო
ხელისუფლების ორგანიზაციულ სფეროს, რამდენადაც ის მატერიალურად
ახორციელებს ადმინისტრაციულ დავალებებს, მაშასადამე, დაკავებულია
საქმიანობით, რომელიც არ წარმოადგენს საპარლამენტო საქმეებს
(კანონების მიღება, კონტროლი) და მართლმსაჯულებას, და

2. ორიენტირებულია საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე და

3. აქვს საჯარო-სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმა, ან

4. კერძო-სამართლებრივი ორგანიზაციის ფორმა, და ახორციელებს პირდაპირ ან


არაპირდაპირ კონტროლს საჯარო-სამართლებრივი ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებზეც
- მოდის გაერთიანების წევრების უმრავლესობა, ან
- საზოგადოების წილების უმეტესი ნაწილი, ან
- კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს კერძო-სამართლებრივი
ორგანიზაციის საქმიანობას.
საჯარო მმართველობის ტიპიური
ნიშნები
 საჯარო მმართველობა არის ფორმალურად მკაცრად ორგანიზებული
ბოუროკრატიული სისტემა
 საჯარო მმართველობის განხორციელება შესაძლებელია საჯაროსამართლებრივად
კონტროლირებადი კერძოსამართლებრივი ორგანიზაციების ფორმებში
 საჯარო მმართველობა სოციალური მმართველი სახელმწიფოს გამოვლინებაა,
რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე
 საჯარო მმართველობა არის აქტიური და შემოქმედებითი საქმიანობა
 საჯარო მმართველობა ხორციელდება სავალდებულო გადაწყვეტილებათა მეშვეობით
 საჯარო მმართველობა კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებაში და კონკრეტული
ღონისძიებების გატარებაში გამოიხატება
მენეჯერული მიდგომა საჯარო
მმართველობაში
 საჯარო დაწესებულებების მართვა და ორგანიზება
დაფუძნებულია მენეჯმენტის პრინციპებზე
 საჯარო და კერძო სექტორში კარგი მენეჯერი
იმავდროულად კარგი მმართველია და შესაბამისად
მინიმუმადეა დაყვანილი ფორმალიზებული წესები
 საჯარო მმართველობა სავალდებულოა ეფუძნებოდეს
კანონს და სამართალს (არ უნდა დაირღვეს
სუვერენიტეტის პრინციპი)
საჯარო მმართველობის ელემენტები სხვა
სექტორებში და მისი გამიჯვნა წმინდა
საჯარო მმართველობისაგან
1 . გამიჯვნა ბიზნესის მართვისგან 2. გამიჯვნა არასამთავრობო
ორგნიზაციების საქმიანობისაგან
 ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე,
საჯარო მმართველობა სოციალურ  არასამთავრობო ორგანიზაციების
კეთილდღეობაზე დაფუძნება ან ლიკვიდაცია ემყარება
კერძო ავტონომიის პრინციპებს
 საჯარო მმართველობა ემყარება
დემოკრატიის პრინციპებს, ბიზნესი -  ისინი საქმიანობას ახორციელებენ
არა ზეგავლენის არასავალდებულო
მეთოდის გამოყენებით
 ბიზნესს არ ახასიათებს
გამჭვირვალობა, პირიქით  ისინი არ არიან დამოკიდებულები
კომერციული საიდუმლოება სახელმწიფო დირექტივებზე
დაცულია, ხოლო საჯარო
მმართველობა გამჭვირვალეა
საჯარო მმართველობის განვითარება
საქართველოში
 საბჭოთა პერიოდი (უცხო იყო
დემოკრატიული პრინციპები)

 პოსტსაბჭოთა პერიოდი (საბჭოთა


კავშირის დაშლა და პოლიტიკური
გარდატეხა)
საჯარო სამართლის იურიდიული
პირები საქართველოში
 საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის
ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო
მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც
სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ,
სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო
საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი
ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან
განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად
ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო
საქმიანობას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება
შეიქმნას:

ა) კანონით;
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით კანონით პირდაპირ
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული
აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების
გადასაწყვეტად.
ე) ქალაქ თბილისის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციისთვის
მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება ერთობლივად დააფუძნოს რამდენიმე
სახელმწიფო მმართველობის ორგანომ.
საჯარო მმართველობის
რეფორმა/მოდერნიზაცია
ადმინისტრაციული მეცნიერების შესწავლის საგანი არ არის მხოლოდ საჯარო
მმართველობის სინამდვილე (ანუ საჯარო მმართველობაზე სამართლის,
პოლიტიკის, მენეჯმენტის ან მმართველობითი სტილის გავლენა), არამედ
ასევე მისი რეფორმისა და მოდერნიზაციის საკითხები. ამ თვალსაზრისით,
ადმინისტრაციული მეცნიერების ამოცანაა, ერთი მხრივ, საჯარო
მმართველობის რეფორმის ღირებულებითი საფუძვლების (სამართლებრივი,
დემოკრატიული, სოციალური და გარემოსდაცვითი სახელმწიფოს
პრინციპები, კარგი მმართველობა და სხვა), ხოლო, მეორე მხრივ, არსებული
სინამდვილის გათვალისწინებით, შეიმუშავოს საჯარო მმართველობის
რეფორმისა და ოპტიმიზაციის კონცეფცია (ასეთია მაგალითად PPP, NPM, E-
Goverment და სხვა). არ არსებობს სხვა სფერო, რომელიც ამ საკითხების
კომპლექსური შესწავლით იქნებოდა დაკავებული.
საჯარო სამსახურის რეფორმა

ძლიერი საჯარო სამსახურის ინსტიტუტის არსებობას განსაკუთრებული მნიშნველოვანი ენიჭება


თანამედროვე საჯარო მმართველობის სისტემაში.საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მიღებულ
იქნა 1997 წელს, რომელმაც არაერთი ცვლილება განიცადა, თუმცა ეს ცვლილებები ვერ
პასუხობდა ამ სექტორში არსებულ გამოწვევებს. ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი,
გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნის აუცილებლობამ ასახვა ჰპოვა
2014 წლის ასოცირების შეთანხმებაში. 2014 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცდა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია. 2015 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც
ეფუძნებოდა ზემოთაღნიშნულ კონცეფციას. ახალმა კანონმა გააუქმა 1997 წლის კანონი და მის
საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი
მიზნად ისახავს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ
ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური,
საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების
სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. საჯარო სამსახურის გათავისუფლება პოლიტიკური
გავლენისაგან და სისტემის შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სამართლიანი და
პოლიტიკური პროცესებისაგან დამოუკიდებელი კარიერული ზრდა, განისაზღვრა საჯარო
სამსახურის რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად.
საჯარო მმართველობის პრივატიზაცია
პრივატიზაციის ცნებაში მოიაზრება როგორც სახელმწიფო ქონების, ისე სახელმწიფოებრივი
ამოცანების (ორგანიზაციული ან მატერიალური) განსახელმწიფოებრიობა. შესაძლებელია
მათი ზოგადი დახასიათება:

1) სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის საკუთრებაში


არსებული ქონების (რკინიგზა, აეროპორტი, ჰიდროელექტროსადგური და ა.შ.) მფლობელი
საწარმოს წილის სრულ ან ნაწილობრივ გადაცემას კერძო პირისათვის, რომელსაც ხშირად
საფუძვლად უდევს არა საჯარო ამოცანების გადაცემის იდეა, არამედ საბიუჯეტო კრიზისის
დაძლევა. თუმცა, ცხადია, რომ ამას თან სდევს საჯარო ამოცანების გადაცემაც;
2) საჯარო ამოცანების ორგანიზაციული პრივატიზაცია წმინდა ფორმალისტური ხასიათისაა,
როცა, მართალია ამოცანის გადაცემა ხდება კერძოსამართლებრივად ორგანიზებული
პირისთვის (მაგ., შპს), თუმცა მის შესრულებაზე და უზრუნველყოფაზე (მათ შორის ფინანსურზე)
პასუხისმგებლობა კვლავ სახელმწიფოს რჩება;
3) საჯარო ამოცანების ორგანიზაციული პრივატიზაციის დროს კერძო პირებისათვის საჯარო
ამოცანების გადაცემა ხდება ისე, რომ მისი შესრულებისა და უზრუნველყოფის ვალდებულებაც
გადადის კერძო სუბიექტის ხელში, როდესაც „იცვლება არა მარტო ორგანიზაციული ფორმა,
არამედ შემოდის კერძო სექტორისათვის დამახასიათებელი ორგანიზაციისა და
წარმოებისათვის მახასიათებელი ელემენტები.
დასასრული
გმადლობთ
ყურადღებისათვის

You might also like