You are on page 1of 4

პროექტის სახელწოდება:,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“

პროექტში მონაწილეები:IX კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, სკოლის საზოგადოება.

პრობლემის ანალიზი : დაუნის სინდრომის მიმართ საქართველოში დღემდე


არსებული ძლიერი სტიგმა, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე რაც
ხშირად განაპირობებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისადმი არასათანადო
დამოკიდებულებას. მაღალია მათი მიტოვების რისკიც. ეს პრობლემა
განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ირღვევა
მათი განათლებისა და დასაქმების უფლებებიც.

მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები დაგეგმავენ აქტივობებს ,რომელიც ხელს


შუწყობს სკოლის საზოგადოების ინფორმირებულობას.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გენეტიკური დაავადების -დაუნის


სინდრომის გამომწვევ მიზეზზე მსჯელობა. გააცნობიერონ არსებული
სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის აუცილებლობა, რომელიც იწვევს თავად
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების იზოლაციას.
გაიაზრონ, რომ ეს დაავადება არ არის გადამდები და არ შეიძლება ამ სიტყვის
დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება.

პროექტის ამოცანები:

1. მეიოზის როლი ქრომოსომული ცვლილებით გამოწვეული დაავადების


(დაუნის სინდრომის)წარმოქმნაში.
2. საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და იმის გაცნობიერება, რომ დაუნის
სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.

მოსალოდნელი შედეგი : მოსწავლეები გააცნობიერბენ არსებული სტერეოტიპებისა


და სტიგმის დაძლევის აუცილებლობას, რომელიც იწვევს თავად დაუნის
სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრების იზოლაციას. შეძლებენ
დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზზე მსჯელობას.

მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეები

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები/ პასუხისმგებელი


პირი/ვადები

I ამოცანა/ საქმიანობაI
მოსწავლეები ჯგუფდებიან და ხდება მოვალეობების გადანაწილება დაგეგმილი
ამოცანების და საქმიანობების შესაბამისად. ინიფორმაციის მოძიება , შეჯერება, რის
შემდეგაც მოეწყობა პრეზენტაცია, სადაც საუბარი იქნება დაუნის სინდრომის
გამომწვევ მიზეზებზე. მუტაციის სახეებზე( გენური, ქრომოსომული, გენომური)
დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელ ფიზიკური ნიშნებზე,თანდართულ
დაავადებებზე.

პასუხისმგებელი პირი: მასწავლებელი , მოსწავლეები

ვადა: თებერვალი

II ამოცანა/ საქმიანობა I

მოეწყობა ფილმის--მერვე დღე, ერთობლივი ჩვენება

ფილმის ნახვის შემდეგ მოხდება ფილმის გარჩევა, ანალიზი, ჩვენი ქვეყნის


რეალობასთან პარალელის გავლება, საუბარი სტერეოტიპებზე და საზოგადოების
დამოკიდებულებაზე ამ დაავადების მქონე ადამიანებისადმი.

საქმიანობა II

ექიმითან შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეები მიიღებან


დამატებით ინფორმაციას სტატისტიკაზე, დაავადების მახასიათებლებზე,
დიაგნოსტიკაზე, თანდართულ დაავადებებზე, რეაბილიტაციის გზებზე. რა
მნიშვნელობა აქვს საზოგადოების დამოკიდებულებას მათ განვითარებაში.

პასუხისმგებელი პირი : მასწავლებელი, მოსწავლეები,ექიმი

ვადა: მარტი

საქმიანობა III

მოსწავლეების მონაწილეობით სკოლის ეზოში გაიმართება აქცია -პერფორმანსი


პანტომიმის გამოყენებით მოსწავლეები ხაზს გაუსვამენ იმას , რომ საზოგადოებამ
უნდა მიიღოს და „აღიაროს“ ბავშვი არა იმ შეზღუდვების გამო, რომელიც მას
ახასიათებს, არამედ მისი შესაძლებლობებისა და ძლიერი მხარეების გამო. ჩვენ
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებმა
მიაღწიონ თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვას.

პასუხისმგებელი პირი : მასწავლებელი, მოსწავლეები

ვადა:მარტი
მონიტორინგი : პროექტის მსვლელობისას მასწავლებელი ახორციელებს შუალედურ
და საბოლოო მონიტორინგს.

შეფასება: განმავითარებელი

პროექტის ბიუჯეტი

ხარჯების დეტალური აღწერა

დასახელება რაოდენობა ერთეეულის სულ სკოლის საზ. წილი


ღირებულება წილი
პროექტორი 1 1000ლ 1000ლ X
კომპიუტერი 1 600ლ 600ლ X
ფერადი 1 3ლ 3ლ X
ქაღალდები
ფერადი 20 3ლ 60ლ X
წინდები
მაისურები 20 10ლ 200ლ X
წარწერით

You might also like