You are on page 1of 4

Why do people create fake identities online ?

დღესდღეობით ძალიან მარტივია შექმნა ყალბი იდენტობა სოციალურ ქსელებში


და იყო ის, ვინც რეალურად არ ხარ.ამ ერთი შეხედვით უწყინარი ქმედების უკან
სერიოზული პრობლემები იმალება,რასაც სოციოლოგებმა და კიბერფსიქოლოგებმა
არაერთი კვლევა მიუძღვნეს და იქიდან გამომდინარე,რომ განსაკუთრებით
პანდემიის პირობებში უფრო და უფრო იზრდება დიჯითალ პლათფორმების
გამოყენება,ვფიქრობ საინტერესოა,ყველას კარგად ესმოდეს, რომ ონლაინ და
ოფლაინ ცხოვრება შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და
ეგრედწოდებული ინფლუენსერების „ბედნიერი ლაიფსთაილი“ საერთოდ არ ნიშნავს
იმას,რომ ჩვენი ცხოვრებაა უინტერესო ან უაზრო და არც იმას,რომ რომელიმე
იდეალად ქცეულ პირს უნდა მივემსგავსოთ და დავკარგოთ ძალიან მნიშვნელოვანი
ანუ ჩვენი იდენტობა.
ადამიანმა შესაძლოა პატარა-პატარა ტყუილებით იმდენად გადააფასოს თავისი
პიროვნება სოც ქსელებში,რომ ის მცირედითაც კი აღარ ჰგავდეს რეალურს.რა
პრობლემებს აჩენს ეს?როგორც მინიმუმ ამას მივყავართ იმედგაცრუებამდე და
იდენტობის გაურკვევლობამდე (confusing identity). ვირტუალური სამყარო გვაძლევს
უამრავ საშუალებას იმისთვის,რომ შევქმნათ ეგრედწოდებული ფეიქ ექაუნთები
გამოვიყენოთ სხვების ფოტეები,შევალამაზოთ ჩვენი ან უკიდურესი ფორმის დროს
საერთოდ მოვპაროთ სხვას ცხოვრება და გავასაღოთ ჩვენად.ხალხი რომელსაც
რეალურ სამყაროში აკლია ყურადღება,ინტერნეტი ბევრ გზას სთავაზობს ამის
დასაკმაყოფილებლად და რაც მთავარია,თუ რეალობაში არის რაღაც
საზღვრები,რომლის იქითაც გაგიჭირდება სხვების მოტყუება, დიჯითალ სამყაროში
მსგავსი ბერკეტები არ არსებობს.ადამიანები ისედაც ვცდილობთ დავმალოთ ის რაც
არ მოგვწონს ჩვენში და მხოლოდ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი
და ინტერნეტი სწორედ ამის წახალისებას უწყობს ხელს.სამწუხაროდ,ამის გავლენით
ადამიანები არათუ წარმოაჩენენ მხოლოდ საუკეთესოს ,არამედ წარმოაჩენენ
იმას,რაც მათი აზრით,სხვების თვალში გახდით მიმზიდველს და საინტერესოს ანუ
ისეთ კონტენტს სთავაზობენ,რაც „გაიყიდება“,მოუტანთ ბევრ ფოლოვერს და
აღიარებას ინსტაგრამზე,რასაც საბოლოოდ მიყავხარ იქამდე,რომ კარგავ საკუთარ
თავს და ბედნიერების საზომად დღის განმავლობაში დაგროვებულ ლაიქებს და
ნახვებს იყენებ,რაც აბსურდულია,თუმცა ბევრის ცხოვრების წესადაა
ქცეული.შედეგად ადამიანი იმდენადაა კონცენტრირებული იმაზე,რომ შემთხვევით
არ ჩამორჩეს ინტერნეტში გავრცელებულ რომელიმე ტრენდს,რომ საერთოდ
იზოლირდებიან იმისგან,რაც რეალურად ხდება მათ გარშემო,იმისგან რაც არიან
სინამდვილეში,იმისგან რაც მოსწონთ და უნდათ ,რაც ძალიან სერიოზული პრობლემა
მგონია.რადგან აუცილებლად დადგება ის ეტაპი,როდესაც ამოწურავ ინსტაგრამზე
დასადებ „საინტერესო“ კონტენტს და ცოტა ლაიქით იმედგაცრუებულს
მოგიწევს,რეალობას გაუსწორო თვალი,რასაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ფსიქიკურ
პრობლემებამდეც კი მიჰყავს,როცა იაზრებ რომ რაღაც წლები თუ თვეები ტყუილში
იცხოვრე და თან ისე შეეჩვიე ამ ფეიქ იდენტობას,რომ ყველაფერს გააკეთებ მის
შესანარჩუნებლად.
ვილიამ ჯეიმსი ამერიკელი ფსიქოლოგი მიიჩნევდა,რომ ადამიანი იმდენი
განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს საკუთარ თავს,რამდენ განსხვავებულ
სიტუაციაშიც მოხვდება და მოუწევს ადაპტირდეს ამ ახალ გარემოს და ასევე იმას ,თუ
რას ელიან მისგან გარშემომყოფნი ანუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა როლი უნდა
ჰქონდეს მას.ამ მსჯელობაზე დაყრდნობით,ბევრი თვლის რომ ინტერნეტ სამყარო ის
ერთ-ერთი გარემო და სიტუაციაა,რომელსაც ცდილობს პიროვნება,რომ მოერგოს .ეს
ასევე კარგი საშუალებაა გამოამჟღავნო შენი თავი,წარმოაჩინო ღრმად დაფარული
კომპლექსები,შიშები თუ სურვილები,რასაც რეალურ სამყაროში რაღაც
მიზეზებისდაგამო ვერ ახერხებ.ამიტომ ვფიქრობ,როცა ადამიანი ქმნის ყალბ
ექაუნთს,იქნება ეს ყალბი სახელი,ყალბი ისტორია,თუნდაც პატარა
დეტალი,რომელიც ტყუილს ეყრდნობა-ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ადამაინის
არაცნობიერის გასაცნობად.ანუ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა,რატომ გააკეთა
მან ეს,რატომ აირჩია მან კონკრეტულად ეს „სასცენო იმიჯი“,ასეთ ანალიზსს
ბიჰევიორისტები საკმაოდ ხშირად მიმართავენ.განვიხილავ რამდენიმე
მაგალითს:ალი ჰეინკელი ლუიზიანადან 2 წლის განმავალობაში დედების ჯგუფში
იტყუებოდა თითქოს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა,ძალიან აქტიურად დებდა მათ
ფოტოებს,ვიდეოებს,იძლეოდა რჩევებს დედობასთან დაკავშირებით და ბევრისთვის
იყო სამაგალითო დედა და ჯგუფის ყველაზე აქტიური წევრი, ასევე საინტერესო
ისტორია გადახდა ლეა პალმერს,როდესაც სამი წლის განმავლობაში სრულიად
უცნობი პიროვნება იყენებდა მის ფოტოებს,სტატუსებს,არამარტო პერსონალურ
სურათებს,არამედ მეგობრებთან ერთადაც კი,მეტიც ლეას სახელით ჰქონდა
ინტერნეტ ურთიერთობაც.
ეს საქმე იმდენად სერიოზული აღმოჩნდა,რომ ხალხს იმის გარჩევა უჭირდა ლეა
იტყუებოდა თუ მისი ალტერეგო.არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ სტალკერებს
სოციალურმა ქსელებმა და ფეიქ ექაუნთების გამოყენების საშუალებამ მისცა იმის
გასაქანი,რომ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდება მათი
„მსხვერპლის“ ცხოვრებაში,ესეც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და იწვევს
obsession -ს.ერთ-ერთი კვლევის შედეგად 88% ადამიანებისა დაშორების შემდეგ
სწორედ ფეიქ ექაუნთებს იყენებს მათი ყოფილების სოც ქსელების
დასტალკვისთვის.მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქცევა დღესდღეობით ბევრის
გადმოსახედიდან ნორმალიზირებულია,ჩემი აზრით, სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენს,რადგან ძალიან ხშირად ფეიქ ექაუნთებით შებყრობილი ადამიანები
კარგავენ ზღვარს რეალობასა და ინტერნეტს შორის,უკიდურეს შემთხვევაში ჩადიან
დანაშაულსაც კი.
მთავარი კითხვა მაინც ისაა,თუ რატომ შეიძლება მოუნდეს ადამიანს შექმნას ყალბი
იდენტობა?პირველ რიგში,ამას ხელს უწყობს ისიც,რომ ფეიქ ექაუნთის შექმნა არის
ძალიან მარტივი,ინტერნეტში სრულიად უპრობლემოდ შეგიძლიათ მოძებნოთ
სასურველი ფოტო,სახელი თუ ისტორია და გამოიყენოთ როგორც საკუთარი.ამაზე
ისიც მიანიშნებს,რომ ბოლო ერთი წლის განამვალობაში ფეისბუქმა 1.3 მილიარდი
ფეიქ ექაუნთი გააუქმა.ასევე თვლიან რომ დაახლოებით 88 მილიონამდე ყალბი
პროფილი კიდევ არის შემორჩენილი და ელოდებიან საკმარის მიზეზებს მათ
გასაუქმებლად.ეს სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია.
ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ
ტყუვდებიან ადამიანები და ებმებიან ფეიქების მახეში.ამის დასადგენად
სოციოლოგიის ლექტორმა შექმნა თავისი სტუდენდების ინტერესებზე მორგებული
ექაუნთები და 141 მათგანს გაუგზავნა მეგობრობის მოთხოვნა.შედეგები იყო
შემდეგნაირი:30%-მა მაშინვე უარი თქვა მოთხოვნაზე,18% მაშინვე დათანხმა,ხოლო
52%-მა საერთოდ თავი შეიკავა. საინტერესოა რომ იმათგან, ვინც დათანხმა
მეგობრობის მოთხოვნას 15%-მა თითქმის ყველანაირი სახის პირად კითხვაზე გასცა
პასუხი ფეიქ ექაუნთს ამოფარებულ ლექტორს, ხოლო 40% ასევე მზად იყო ამის
გასაკეთებლად.როდესაც ლექტორმა დაიბარა თითოეული სტუდენტი და
განუმარტა,რომ მათდა უნებურად კვლევის ცდის პირებად იქცნენ,ასევე
სთხოვა,აეხსნათ თუ რატომ დათანხმდნენ მეგობრობის მოთხოვნას ან რატომ
გაანდეს მათთვის უცნობ პირს ასეთი პირადი ინფორმაცია.გამოკითხული
სტუდენტებიდან არც ერთს გაუვლია აზრად,რომ ეს პროფილი იყო ყალბი,ეგონათ
რომ კითხვებს უსვამდა ნაცნობი ან მეგობრობის მეგობარი და სწორედ ამიტომ
სცემდნენ პასუხს და არ წყვეტდნენ მასთან კონტაქტს.საყურადღებოა ,რომ ხშირად
ასეთ ექაუნთებს ამოფარებული ხალხი ძალიან კარგად შეისწავლის ხოლმე თავის
„მსხვერპლს“ და ცდილობს გამონახოს რაიმე ისეთი თემა თუ საკითხი,რომელსაც ის
მარტივად წამოეგება და შევა კონტაქტში. საინტერესოა ისიც,რომ სწორედ ამ იდეაზე
გადაიღეს ფილმი „Catfish” ,სადაც წინ არის წამოწეული ისეთი თემები,როგორებიცაა
ყალბ პროფილზე აგებული ონალინ ურთიერთობა,ასევე ერთ-ერთი პერსონაჟია
ქალი,რომელიც მოდელის ფოტოებს ასაღებს თავისად,რომ წამოიწყოს მისი
წარმოსახვით იდეალური ურთიერთობა.
ვინ ხდება ეგრედწოდებული „catfish” ? . სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად
გამოიკვლიეს ის 27 ადამიანი,რომელიც გამოიჭირეს ფეიქ ექაუნთების გამოყენებაზე .
მათთან ინტერვიუს დროს კითხვები ძირითადად ეფუძვნებოდა იმის გარკვევას,თუ რა
მოტივაცია ჰქონდათ მათ,რომელმა გრძნობებმა ითამაშეს როლი და ა.შ.მათგან 41%-
მა მიზეზად დაასახელა მარტოობა.ერთ-ერთმა უპასუხა,რომ უნდოდა პოპულარული
ყოფილიყო და ჰყოლოდა ისეთი მეგობრები,რომელთანაც დღის განმავლობაში
საუბრის საშუალება ექნებოდა სხვებმა მიზეზებად დაასახელეს რთული
ბავშვობა,ცხოვრების ამ ეტაპზე არსებული სხვდასხვა პრობლემები,წარუმატებელი
ურთიერთობები.ზოგისთვის სწორედ ეს ყალბი სამყარო წარმოადგენდა საშუალებას
გაქცეოდა თავის insecurities-ს.ბევრმა იმასაც გაუსვა ხაზი,რომ იმდენად გახდნენ
მიჯაჭვულები მათ ყალბ ექაუნთებზე, რომ ახლა წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ როგორ
გააგრძელებდნნ ცხოვრებას.
ცალსახაა,რომ დღესღეობით ბევრის ონლაინ და ოფლაინ ცხოვრება
განსხვავდება ერთმანეთისგან.ზოგიერთ შემთხვევაში ეს სხვაობა მისაღებია,მაგრამ
არის შემთხვევები როცა საგანაგაშოც და თუ გავითვალისწინებთ ინტერნეტის
პოტენციალს,არამგონია ეს პოზიტიური პროგნოზის საშუალებას გვაძლევდეს .რა ქმა
უნდა,პრობლემის მოგვარების გზა თითოეულ ადამიანში,საზოგადოებაში და ბევრ
სხვა ფაქტორში უნდა ვეძებოთ,რამაც შესაძლოა გვაიძულოს მოგვინდეს ვიყოთ ის
ვინც არ ვართ,მაგრამ ერთი იმის თქმა შემიძლია,რომ ამ საკითხზე ფიქრისას
გამახსენდა გოფმანი და მისი დრამატურგიული თეორია.სადაც კარგად არის
ახსნილი „მსახიობისა“ და „აუდიტორიის“ ურთიერთობის დეტალები,ის რომ რაღაც
დოზით ყველა ადამიანი ვცხობრობთ სასცენო და სცენის მიღმა ცხოვრებით და ის თუ
რაზეა წამსვლელი ადამიანი,რომ შთაბეჭდილება მოახდინოს აუდიტორიაზე და ფეიქ
ექაუნთებიც ამის სამწუხარო,მაგრამ ნათელი მაგალითია.

გამოყენებული წყაროები:

https://pdxscholar.library.pdx.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1064&context=honorstheses

https://exploringyourmind.com/creating-a-false-identity-on-social-networks/

https://www.theguardian.com/media-network/2015/sep/24/online-offline-personality-digital-identity

https://www.newyorker.com/books/under-review/how-social-media-shapes-our-identity

https://www.cbsnews.com/news/why-would-someone-create-a-fake-online-personality/

https://www.timeslive.co.za/sunday-times/lifestyle/2018-08-02-we-asked-catfish-why-they-create-fake-
personas-to-trick-people-online/

https://phys.org/news/2018-09-people-fall-fake-profiles-online.html

https://www.researchgate.net/publication/257795505_Fake_identities_in_social_media_A_case_study_on
_the_sustainability_of_the_Facebook_business_model

https://www.buzzfeed.com/patricksmith/this-is-why-people-create-false-identities-on-the-internet

https://www.wired.com/2014/07/virtual-unreality-the-online-sockpuppets-that-trick-us-all/

You might also like