You are on page 1of 1

პროლოგის მე-11-დან მე-

19 სტროფის ჩათვლით
მხატვრული ესე
„ვეფხისტყაოსანი“ მეთორმეტე საუკუნის ამომავალი ვარსკვლავია,რომელმაც გაანათა
წინამორბედი და გზა გაუკაფა მის შემდგომ ლიტერატურას. პოემის შემოქმედი მის პროლოგში
პოეზიაზე, შაირობაზე, გვაწვდის ინფორმციას. რუსთაველი გადმოგვცემს,რომ მსმენელს
პოეზიის მოსმენა დიდ სარგებელს მოუტანს ,რადგან ის საღმრთოდ გასაგონია ,რომ პოეზიით
სათქმელი უფრო ლაკონურად გამოითქმის და ამასთან გადმოსაცემი აზრი არ იკარგება და
არც მცირდება.
„საღმრთო საღმრთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი.“
„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.“

მომდევნო სტროფებში ავტორი სიყვარულსა და ხელოვნებას აკავშირებს.მიჯნურსაც და


ხელოვანსაც ერთი უნდა ჰყავდეთ სატრფო. მისდამი ემოციებს არ ფლანგავდნენ და მიძღვნილ
ლექსებსა თუ ნაშრომებში აქსოვდნენ თავიანთ განსაცდელსა თუ სიხარულს სიყვარულისა .
„ერთი უჩნდეს სამიჯნურო,ერთსა ვისმე აშიკობდეს,
ყოვლსა მისთვი ხელოვნობდეს,მას აქემდეს,მას ამკობდეს“
ხელოვანი თავის შექმნილს უნდა გაუფრთხილდეს, არ უნდა წაბილწოს შთამაგონებელი
გრძნობები, ისევე, როგორც მიჯნურმა თავისი მიჯნური ხელის გულზე უნდა ატაროს და
საფრთხეს არიდოს.
„ხამს,მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს.“
სანაცვლოდ სატრფოსგან არაფერს მოითხოვდნენ და მისი შთაგონებით მათი ‘ენა
მუსიკობდეს’ .

პოემის მოცემული მონაკვეთი მეშაირის ანუ პოეტის თვისებებსა და ვალდებულებებზე


გვაუწყებს.იგი სიტყვას ოსტატურად უნდა ამკოკლებდეს,გრძელი ნაშრომების დაწერის არ
ეშინოდეს და მისი შაირები არა გასართობად და ამხანაგთა სათრეველად, არამედ გულის
გასაგმირად იქმნებოდეს.მოშაირეს,როგორც ხელოვან ადამიანს, შეყვარებულის მსგავსად
ერთადერთი ქალისადმი ,თავგანწირვა და ერთგულება ჰმართებს შექმნილისადმი, რამაც მის
პიროვნებას შეიძლება დიდი ტკივილი მიაყენოს. ასე მოუვიდა კონსტანტინე
არსაკიძესაც,როდესაც მისი გული სხვა ქმნლებას ეკუთვნოდა და თვითონ სული სხვას ჩაჰბერა.
მან ერთადერთ მიჯნურად ხელოვნება აირჩია და მისთვის მსხვერპლის გაღებაც მოუწია .
რადგან ტექსტი საუკუნეებს ითვლის მისი ენაც ძველი, ადვილად გაუგებარი და
სპეციფიურია.მოცემულ სტროფებში ყველაზე ხშირად მხატვრული საშუალებებიდან მეტაფორა
გვხვდება : ‘ ხამს,მელექსე ნაჭირვებსა ‘ ; ‘ მისთვის ენამუსიკობდეს ‘ ; ‘ დაუწყოს ლექსმან ლევა
‘ ; ‘ დაუწყოს ლექსმან ძვირობა ‘ ; ‘ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა’ . ზოგჯერ მეტაფორა
მთლიანი ტაეპის სახითაც გვხვდება: ‘ ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა’
გამოყენებულია შემდეგი შედარებებიც: „უცილობლობს, ვითა ჯორი“ ; „ვამსგავსე მშვილდი
ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა“
აღსანიშნავია პოემისთვის დამახასიათებელი მარცვლოვანი რითმაც იგივე შაირი.
მოცემული მონაკვეთი პროლოგისა 16 მარცვლიანი საზომთ არის დაწერილი.

You might also like