You are on page 1of 1

ბავშვები კაფეში (გალაკტიონ ტაბიძე)

მე არა ერთი მინახავს ბავშვი,


პატარა, როგორც ოქროს წიწილი,
ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღში,
გაისმის მათი ზარის სიცილი.
მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის
გულცივი, მკაცრი და გამყიდველი.
მშიერი სახით კაფეში შედის,
ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი.
მათი თვალები აღარ იცინის,
ხედვაში ხანჯლის არის ციება,
არ ეპატიოს, - კვნესდნენ ისინი
- ქვეყანას ჩვენზე შურისძიება.
მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე,
გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით,
ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,
ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით.

„სარჩობელაზედ“ – ამ მოთხრობაზე თხზულება გაქვთ დასაწერი, ამიტომ ყველამ


გაითვალისწინეთ ის, რაც აქ წერია:
მოზარდებისა და ბავშვების ხვედრი, მათდამი დამოკიდებულება
საზოგადოების, ოჯახის, კონკრეტული ადამიანების ზნეობრივ სიჯანსაღესა თუ
ავადმყოფობას ამჟღავნებს. უცოდველი ბავშვების უბედურება, ტანჯვა,
დაუცველობა ააშკარავებს, რომ ადამიანთა ცხოვრება სიყვარულზე,
გულისხმიერებაზე არ არის დამყარებული; რომ ეს ცხოვრება არაჰუმანური და
არანორმალურია...
როგორ არ უნდა აცნობიერებდეს საზოგადოება, რომ ბავშვების ბდეის მიმართ
გულგრილობა და მათთან გაუცოება ადამიანებისთვის აუნაზღაურებელი
დანაკლისია ... – თუ ამ ბოლო ფრაზაში გამოხატულ აზრს ეთანხმებით, ახსენით,
რატომ?

თქვენი აზრით, რამ შეიძლება მოახდინოს სასიკეთო გავლენა მოზარდთა


ხასიათის ჩამოყალიბებაზე?

You might also like