You are on page 1of 23

ჯონ ლოკი

ჯონ ლოკი ინგლისელი ფილოსოფოსი იყო, რომლის ნამუშევრები

მნიშვნელოვანი იყო ცოდნისა და ლიბერალური პოლიტიკის განვითარებისთვის.


ის

ჰობსის მსგავსად განიხილავს ბუნებით მგომარეობასა და ბუნებით კანონებს.

მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განსხვავებულად უყურებენ ამ საკითხს, სხვადასხვა

მოსაზრება აქვთ. ჰობსი დიქტატურის მმართველობის გამართლებამდე მიდის, ხოლო

ლოკი ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს აყალიბებს.თუ ჰობსისთვის

ბუნებითი მდგომარეობა იყო „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“ ლოკს ასე არ


მიაჩნია

და თვლის, რომ ეს არა თავისუფლებაა ადამიანების, არამედ თვითნებობა. მისი

აზრით, როდესაც ვახსენებთ ბუნებით მდგომარეობას ეს ისედაც გულისხმობს

საერთო შეხედულებების თავმოყრას, გაერთიანებას, საერთო ინტერესების დაცვას,

როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების დაცვაზე ზრუნვა.

შესაბამისად ეს გულისხმობს , რომ ითანამშრომლონ მის დასაცავად.

ლოკის აზრით, ადამიანს არ აქვს უფლება საკუთარი და სხვისი სიცოცხლე,

ჯამრთელობა, თავისუფლება და საკუთრება ხელყოს თუ რაიმე საფრთხე არ

ემუქრება მას კონკრეტული ინდივიდისგან. ლოკი ამის დასადასტურებლად იყენებს

რელიგიას, სიცოცხლე ადამიანს ღმერთმა მიანიჭა და მისი ხელყოფის უფლება არ

გვაქვს გვეუბნება ის. მას რელიგია შემოყავს ელემენტარული შეზღუდვის


საფუძვლად,

თუმცა კონკრეტული ადმიანი იქნება ეს თუ ადამიანთა ჯგუფი აქვთ უფლება

დასაჯონ დამნაშავე, რომელიც ამ ბუნებით კანონებს არ ემორჩილება და ხელყოფს


სხვა

ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლის საკუთრებას. თუმცა ამასთანავე

დამნაშავისგან მხოლოდ საკუთარი თავი კი არ უნდა დაიცვას, არამედ უნდა

იმოქმედოს მაშინაც თუ ხედავს, რომ სხვისი ბუნებითი უფლებები ილახება. ეს


ქმედება ლოკისთვის გონივრულია , მათსავე ინტერესებშია. “ ყოველ ადამიანს აქვს

უფლება, დასაჯოს დამნაშავე და ბუნებითი კანონის აღმასრულებელი გახდეს “.


(ლოკი

2017,216).

ლოკის აზრით, ბუნებითი თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ

ემორჩილება არანაირ საკანონმდებლო ხელისუფლებას, ადამიანის ნებას, მხოლოდ

ბუნებითი კანონით ხელმძღვანელობს, თუმცა ეს იმის უფლებას არ აძლევთ

ადმაიანებს რაც მოესურვებათ ის აკეთონ, ხელისუფლების პირობებში მცხოვრები

ადამიანის თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ არსებობდეს მოქმედი

სახელმძღვანელო წესები, რაც ყველაზე თანაბრად ვრცელდება. ბუნებითი

თავისუფლება ნიშნავს არაფრით იყო შეზღუდული გარდა ბუნების კანონისა.

ლოკი თავისუფლების და საკუთრების ხელყოფას ისევე დაუშვებლად მიიჩნევს,

როგორც სიცოცხლის. ის ამბობს, რომ ადამიანის დამონება იგივეა, რაც მისი

განადგურება, მისი სიცოცხლე დაუცველი ხდება, როცა მოესურვება ბატონს მაშინ

მოუსწრაფებს მონას სიცოცხლეს, რადგან მის ხელშია ყველაფერი. ასე რომ, ლოკი

თვლის, თუ ადამიანს საკუთრებას ვართმევთ, შეიძლება იმ წუთში არ ვკლავთ,


თუმცა

სიცოცხლის შენარჩუნებას ვართმევთ, ამას კი იმავედ მიიჩნევს რაც სიცოცლის

წართმევაა. ნებისმიერ თავდასხმას ადამიანის სიცოცხლესა თუ

თავისუფლებაზე ლოკი ომის აქტად მოისაზრებს. დამნაშავე ყოველთვის არსებობდა

და შესაბამისად სულ ომის მდგომარეობაშია საზოგადოება. ასეთ შემთხვეაში იმაზე

კარგად ვერავინ იმოქმედებს, როგორც სახელმწიფო, უფრო ნაკლებად დარჩება

ქვეყანაში დამნაშავე დაუსჯელი, ვიდრე ეს მოხდებოდა ვთქვათ ბუნებით

მდგომარეობაში. ლოკი ამასთანავე იაზრებს, რომ დამნაშავეს, როდესაც სასჯელს

თვით დაზარალებული უდგენს ეს შესაძლოა არა ცივ გონებაზე მიღებული

გადაწყვეტილება აღმოჩნდეს, რაც უსამართლობას უსვამს ხაზს. სწორედ ამის გამო


არის საჭირო სახელმწიფოს არსებობა. ის იგვივე ფუნქციას ასრულებს რასაც

საზოგადოება, თუმცა შედარებით უფრო გააზრებულად და ეფექტურად.

სახელმწიფო თავად ადგენს სასჯელს დამნაშავესთვის, როდესაც ბუნებით

მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისგან შემდგარი რაღაც რაოდენობა ერთიანდება

საზოგადოებად ისინი ხელისუფლებას აძლევენ იმის უფლებას კანონები


დაუდგინონ

მათ საზოგადოების საერთო ინტერესების, საერთო კეთილდღეობის

დასაკმაყოფილებლად. ამ ეტაპის შემდგომ ისინი ამოდიან ამ ბუნებითი

მდგომარეობიდან და ემორჩიელებიან სახელმწიფოს დადგენილ კანოებს, რომელიც

ყველა ინდივიდზე ვრცელდება, მათსავე კეთილდღეობისთვის. ხოლო ვისაც არ სურს

ამ ძალაუფლებას მიმართოს, ის ისევ ბუნებით მდგომარეობაში რჩება. ადამიანს

ნებისმიერ დროს შეუძლია სთხოვოს სახელმწიფოს ცხოვრების თუ საკუთრების

უზრუნველყოფა და შენარჩუნება, მათი მიზანი და ფუნქციაც ის არის რომ დაიცვან ეს

ადამიანები ყოველგვარი ომისგან და იცხოვრონ მშვიდ გარემოში.

ლოკი გვეუბნება, რომ ადამიანი მაშინ კი არ ჰკარგავს თავისუფლებას როდესაც

ის სახელმწიფოს და მის მიერ დადგენილ კანონებს ემორჩიელება, არამედ მაშინ,

როდესაც მის თანასწორ, მისნაირ ადამიანს ემორჩლება. ადამიანი თავისუფალია

მაშინ, როდესაც ის არ ემორჩილება არავის სახელმწიფოს კანონების გარდა, თუმცა

ამასთანავე საუბრობს, რომ თუ სახელმწიფო დესპოტურია მართებულად მიიჩნევს

ხალხის აჯანყებას სახელმწიფოს მიმართ, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები

პირადი საკუთრების ხელშეუხებლობა.


ლოკის სოციალური კონტრაქტის შეპირისპირება ჰობსის ლევიათანთან ძალზე
საინტერესოა იმდენად,რამდენადაც მათი აზრების თანხვედრა. უპირველესად,მინდა
ვისაუბრო იმ განსხვევებებზე,რომლებიც ასეთი მკაფიო და მყვირალაა.სახელმწიფოს
შექმნის იდეა კერძო საკუთრების დაცვით არის განპირობებული,სახელმწიფო ის
ორგანოა,რომელსაც შესწევს ძალა იყოს უფრო
მიზანმიმართული,სამათლიანი,კეთილგონიერი,მიუკერძოებელი,განახორციელოს
ესა თუ ის ქმედება ცივი გონებით,დაიცვას წესრიგი,შედარებით,ადამიანისგან ან
ადამიანთა ჯგუფისგან,რომელიც აფექტის მდგომარეობაშია.საყოველთაო წესრიგისა
და უსაფრთხოების მიზნით იქმნება ის ხმა,რომელსაც სახელმწიფო ქვია,რადგან
ქვეყანაში მუდმივად იარსებებენ ადამიანები,რომლებსაც ინტერესთა
შეპირისპირება,მოსაზრებები და სურვილები ექნებათ,რაც კონფლიქტსა და
არეულობას მოასწავლებს,საჭიროა ორგანო,რომელსაც გააჩნია ბერკეტი იმისა თუ
როგორ მოაგვაროს,შეაკავოს და ჩაახშოს ამბოხება ანდა მოსალოდნელი საფრთხე.
პოლიტიკური ძალაუფლება ლოკთან შემოსაზღვრულია და მმართველს არ აქვს
სუვერენიტეტი,განსხვევებით,ჰობსისგან.არსებობს გაწერილი
უფლებამოვალეობები,რომელთა აღმოფხვრა და გადაჭრა
ევალება,სახელდობრ,კანონის შექმნის უფლება,უფლება იმისა გამოიყენოს ეს კანონი
აგრესორის წინააღმდეგ,დასაჯოს სამაგალითოდ იმდენად,რამდენადაც ამას კანონი
და დანაშაულის სიმძიმე მოითხოვს,ასევე საკუთრების მოწესრიგება და დაცვა,გარე
მტრებისაგან ლავირების უნარი თუ შესაძლებლობა. იგი ამბობს,რომ ადამიანი
თავისუფალია,თუმცა თავისუფლებისა და თვითნებობის ცნებეები ერთიმეორისგან
უნდა გავმიჯნოთ. ინდივიდს ეძლევა უფლება შეუზღუდავად იცხოვროს,განაგოს
საკუთარი სურვილები,გონება,თუმცა არ აქვს გაანადგუროს ანდა ხელყოს თავისი
სიცოცხლე თუკი რაიმე უფრო ფასეულ საქმეს არ ეხმახურება ეს განზრახვა.
პიროვნებას აქვს მოვალეობები იზრუნოს საკუთარ თავზე,იზრუნოს სიკეთის
გავრცელებასა და გამოხატულებაზე,მშვიდობისა დამკვიდრებასა და
ურთიერთპატივისცემის დანერგვაზე,ჯონთან ჩნდება სიტყვა ერთობა,ჩვენ და ა.შ.
„რაც ხელს უწყობს მეორე ადამიანის სიცოცხლეს,თავისუფლებას,სხეულის
სიმრთელეს ან ქონების შენარჩუნებას“ (ჯონ ლოკი,2010,270). ავტორი ბუნებით
მდგომარეობაში განიხილავს ადამიანს და მკაფიოდ უსვამს ხაზს მის შეზღუდულ
უფლებებს სხვა ადამიანის წინააღმდეგ „კაცს არ აქვს აბსოლუტური და თვითნებური

ძალაუფლება,ის ვერ მოიქცევა საკუთარი გულფიცხი ვნებების ან ნება-სურვილის


ყოველი კაპრიზის მიხედვით“ (ჯონ ლოკი,2010,271) მიუხედავად იმისა,რომ
ადამიანი,რომელიც სხვა ადამიანს ზიანს მიაყენებს არ აქვს უფლება აფექტის
მდგომარეობაში მიუზღოს,საჭიროა გონებისა და სინდისის მეშვეობით აინაზღაუროს
დანაკარგი,რასაც ჰობსთან არ ვხვდებით. მაგალითისთვის,როდესაც ქურდი სახლში
შეღწევას ცდილობს,პიროვნებას რჩება უფლება,მისი სიცოცხლე ხელყოს,ვინაიდან
სხვა ალტერნატივა არ არსებობს,არსებული მომენტიდან გამომდინარე არ მიუწვდება
იმ ორგანოზე ხელი,რომელიც დაიცავს,თუკი სამართლას მოცემულ მომენტში
დაზარელებული არ აღასრულებს შესაძლოა შედეგი სავალალო არმოჩნდეს,რადგან
ამის საჭიროება აღარ იქნება,დაზარალებული შესაძლოა აგრესორი მსხვერპლად
იქცეს. „ყველა ვინც ომის მდგომარეობას იწვევს აგრესორად გვევლინება“ (ჯონ
ლოკი,200,273). აგრესორია ადამიანი,რომელიც სხვისი საკუთრების მითვისებას
ცდილობს,ეს არის გამოხატული,აშკარა,ომი კაცისა კაცის ჭინააღმდეგ. როდესც
სოციუმი იღებს გადაწყვეტილებას სახელწმიფო შექმნას,ბუნებრივია
მოწინააღმდეგეები ხმას აიმაღლებენ,მათ აქვთ უფლება დარჩნენ ბუნებით
მდგომარეობაში „ყოველი მათგანი საკუთარი თავის მოსამართლეცაა და
აღმსულებელიც“ (ჯონ ლოკი,2010,278) სახელმწიფო იქმნება,რათა თავი დააღწიოს და
გაასწოროს ის უსწორმასწოტო გზები,რომლითაც საზოგადოება დადის. ხალხი
მმართველობით ძალას შეზღუდულ უფლებებს სთავაზობს და იტოვებს უფლებას
მათი ტირანული ანდა უსამართლო პოლიტიკური მმართველობის გამო
აჯანყდეს,ჩამოაგდოს და წაართვას მინიჭებული უფლებანი.
ლოკისთვის ზემოთ აღნიღნული განსხვავებები მნიშვნელოვანია,რადგან
უსამართლო და უკანონო მმართველობის შემთხვევაში ადამიანს უნდა გააჩნდეს
უფლება თავისივე გადაცემული უფლებიები უკან გამოითხოვოს და დაიბრუნოს
ბუნებითი მდგომარეობა,წარმართოს და გაუძღვეს ცხოვრებს ბუნებრივი კანონებისა
და მოვალეობების ფარგლებში,რაც უწინ გააჩნდა. არსებითია ადამიანის
მცდელობა,შეინარჩუნოს სიცოცხლე და გაუფრთხილდეს მას,რადგან მოსაზრებას
რელიგიური კონტექსტი უდევს სარჩულად,არავის აქვს უფლება ღვთისგან
ბოძებული სიცოცხლე ხელყოს. თუკი ადამიანს არ ექნება უფლება რაიმე
გაააპროტესტოს ნიშნავს ჩამოერთვას თავისუფლება,ეს ბორკილების დადებას
გავს,რომელსაც ერთმვა აზრის გამოხატვისა და სამართლიანობის ძიების უფლება.
ლოკისა და ჰობსის მოსაზრებების ურთიეთდაკავშირებასა და გადაჯაჭვულობას
ვხვდებით მაშინ,როდესაც ორვივე მათგანი თანხმდება იმაზე,რომ ამოსავალი
ბუნებითი მდგომარეობაა,რომელიც განურჩევლად სქესისა,კანის
ფერისა,რელიგიური მრწამსისა ბუნებამ თნასაწორუფლეიანობა უბოძა,ერთი და
იმავე უნარებით დააჯილდოვა. „მოექეცით სხვა ადამიანებს ისე,როგორც თქვენ
გინდათ,რომ ისინი მოგექცნენ“ (თომას ჰობსი,2010,255),ლოკიც ანალოგიურად

გვეუბნება,გამოვავლინოთ სართლიანობა და სიკეთე სხვა ადამიანების


მიმართ,რადგან არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა,რომ წინააღმდეგ შემთხვევაში
ისინი უკეთესად მოგვეპყრობიან. მოაზროვნეები იზიარებენ ერთმანეთის აზრს,რომ
საჭიროა ძალა,რომელიც შეაჩერებს,შეაკავებს ქაოსს,ძალადობას,მშვიდობას მოიტანს
სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხს. ლოკი საკუთარ აზრს ხაზგასმით
აფიქსირებს,არსებთი განსხვევებები,რომლებიც გადამწყვეტია მდგომარეობს
იმაში,რომ ადამიანი მონის ამპლუასი გვევლინება,როდესაც ბრმად ემორჩილება
საღვთო ხელისუფალთ,როდესაც მმართველობით ორგანოს სუვერენიტეტს ანიჭებს.

ეს ორი უკანასკნელი მოიაზრება,როგორც ჭეშმარტიტი ლიბერალები. მათი


აზრების გადაკვეთა საღვთო უფლებების პრივილეგიის არსებობას უარყოფს,მეტიც
ცრუ განაცხადად მიიჩნევს,ვინაიდან უფალთან უშაულო და ფიზიკური კონტაქტის
დამყარება აბსურდულ თეორიად განიხილება,მეტიც,არ აქვს ამ აზრს არსებობის
უფლება. ამას გარდა,ბუნებითი მდგომარეობსი უფლებაა თავად შექმნა ხალხთა ე.წ.
მასა და გააერთიანო ერთი აზრის ქვეშ,შექმნა პოლიტიკური კორპუსი,სადაც თავს
უსაფრთხოდ იგრძნობ. საზოგადოების კონსოლიდაცია ლიბერალების
პრეროგატივაა,რადგან ერთსულოვნება სიმშვიდის წინა პირობაა.

ჯონ ლოკი ინგლისელი ფილოსოფოსია,რომელსაც მრავალი ნაშრომები აქვს


შექმნილი როგორც ცოდნის თეორიის ასევე პოლიტიკური მოძღვრების შესახებ. ამ
უკანასკნელ თემაზე მისი იდეები წარმოდგენილია ნაშრომში „ორ ტრაქტატში
მმართველობაზე“ რომლის ძირითადი იდეები უკავშირდება ინგლისის „დიად
რევოლუციას“ ნაშრომი შთაგონების წყაროდ ექცა მრავალ ადამიანს,ვისაც
თანამედროვე დემოკრატიის არსი გაუაზრებია ან მისთვის უბრძოლია,რადგან ეს
ნაშრომი არ არის უბრალოდ თეორიული კვლევა იგი მჭიდროდ უკავშირდება
კონკრეტულ ისტორიულ ფონს:ბრძოლას მეფის აფსოლუტიზმსა და პარლამენტს
შორის.

ისევე როგორც სხვები ჯონ ლოკიც საუბრობს ადამიანების ბუნებრივ


მდგომარეობაზე. იგი ამბობს,რომ ბუნებრივი მდგომარეობის დროს ყველა ადამიანი
თავისუფალი და ერთმანეთის თანასწორია. არავინაა დამორჩილებული და ადამიანს
შეუძლია ის აკეთოს რაც სურს, თუმცა სიტყვა თავისუფლება ლოკთან პირდაპირი
მნიშვნელობით არ გამოიყენება.თავისუფლებას რომელიც ჩვენ გვესმის
ანუ:შეზღუდვების არარსებობას, იგი თვითნებობას უწოდებს და ამბობს, რომ
თავისუფალი ადამიანი ქვია იმას,ვინც შეზღუდულია ბუნებრივი კანონით,
რომელსაც მას გონება კარნახობს. ეს კანონი ასწავლის ადამიანს, რომ რაკი ბუნებრივი
მდგომარეობის დროს ყველა თანასწორი და თავისუფალია არავის აქვს უფლება
ხელყოს სხვისი სიცოცხლე,თავისუფლება ან საკუთრება.

ეს სამი საკითხი ერთი შეხედვით, თითქოს სრულიად განსხვავდება


ერთმანეთისგან, თუმცა ლოკთან ისინი მჭიდრო კავშირში არიან და ერთმანეთის
გარეშე არაფერს არ წარმოადგენენ. აი მაგალითად, თუ ადამიანი დამონებულია მის
ბატონს აქვს უფლება მაშინ გამოასალმოს იგი სიცოცხლეს, როცა თვითონ ისურვებს
შეიძლება მას ეს არ უნდოდეს, მაგრამ ყოველშემთხვევაში ადამიანს დაკარგული აქვს
კონტროლი საკუთარ სიცოცხლეზე,რაც მის დაკარგვას უდრის. თუმცა მეორეს მხრივ
მისი შენარჩუნება არც თავისუფალ ადამიანს შეეძლება, თუ მას წავართმევთ იმის
საშუალებას, რომ მოიპოვოს სარჩო ამას კი საკუთრება სჭირდება ხოლო თუ ჩვენ მას
სარჩოს ვართმევთ მართალია იმ წამსვე არ ვკლავთ, თუმცა მისი შენარჩუნების
საშუალებას ვუსპობთ რაც სიცოცხლის წართმევის ტოლფასია.

ბუნებრივი მდგომარეობის დროს ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ


კანონდამრღვევი თვითონვე დასაჯოს. დასჯის მეთოდი მართალია თვითონ უნდა
მოიქიფროს, მაგრამ ის ამდროს ცივი გონებითი უნდა მოქმედებდეს და საკუთარი
ინტერესები უკანა პლანზე უნდა გადაიტანოს. შესაბამისად მას შეუძლია ან ზარალის
ანაზღაურება მოსთხოვოს კანონდამრღვევს ან სიცოცხლეს გამოასალმოს იგი. ამან
შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებას შორის ომის მდგომარეობის დაწყებას
ხოლო, რადგან ბუნებრივ მდგომარეობაში არ არსებობს არავითარი მოქმედი კანონი
და არ არის უფლებამოსილი მოსამართლე ომის მდგომარეობა გაგრძელდება.

ლოკის აზრით იმისათვის რომ ომის მდგომარეობა შეწყდეს ადამიანები ქმნიან


საზოგადოებას და უარს ამბობენ ბუნებრივ მდგომარეობაზე „რადგან,როდესაც
არსებობს რაღაც ხელისუფლება,რაღაც ამქვეყნიური ძალა,რომელსაც
შეუძლია,დაგეხმაროს,თუ მას მიმართავ,მაშინ ომის მდგომარეობის გაგრძელება
გამოირიცხება და დავის გადამწყვეტი ეს ძალა გახდება..“ (ჯონ ლოკი 2017,218)
შესაბამისად სახელმწიფოს შექმნის მიზეზი არის შიში. ადამიანებს ეშინიათ ომის
მდგომარეობის, სურთ ძალადობის მალე და სამართლიანად მოსპობა და ამიტომაც
ისინი თანხმდებიან სამოქალაქო შეზღუდვების მიღებას. თავის მხრივ სახელმწიფომ
უნდა იზრუნოს ამ საზოგადოებაზე და სამართლიანად განსაჯოს ისინი. ასევე მას
აქვს უფლება დასაჯოს საზოგადოების გარეთ მყოფი ძალა,რომელიც მის რომელიმე
წევრს ზიანს მიაყენებს. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოების ყველა
წევრის საკუთრება შეძლებისდაგვარად დაცული იყოს.

ჯონ ლოკი, ფილოსოფოსი, რომლის იდეებს დიდი წვლილი მიუძღვის ცოდნის


თეორიისა და ლიბერალური პოლიტიკური მოძღვრების განვითარებაში. ზუსტად ამ
იდეების შეჯამებაა წარმოდგენილი მის ნაშრომში ,,მეორე ტრაქტატი სამოქალაქო
მმართველობაზე“. როგორც ჰობსთან, ლოკთანაც ყველაფერი იწყება ბუნებითი
მდგომარეობით. ამ მდგომარეობაში ადამიანებს არ აქვთ სახელმწიფო და არიან
თავისუფლები, მათთვის უმთავრესია გადარჩენისთვის ბრძოლა. მაგრამ, როგორც
უკვე ავღნიშნე ლოკს განსხვავებულად ესმის ბუნებითი მდგომარეობა, მისი აზრით,
ადამიანების ყოფა სულაც არ იყო ,,ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“. ადამიანები
,ლოკის აზრით, მაინც მიდიოდნენ იქამდე რომ ეცხოვრათ საერთო
კეთილდღეობისთვის. რადგანაც, ადამიანი ღმერთისგან ხელდასმულია და
კეთილგონიერია და მას სჭირდება სიცოცხლის უზრუნველყოფა, ამიტომაც ისინი
მიდიან გარკვეულ ხელშეკრულებამდე და თავდასაცავათ ერთმანეთს ექცევიან ისე,
როგორც უნდათ რომ მოექცეს სხვა. ანუ მე თუ მინდა, რომ არავინ მომკლას და არავინ
წამართვას საკუთრება, მე ვალდებული ვარ ჩემი კეთილდღეობისთვის, არავინ
მოვკლა და არავის წავართვა რაიმე. ლოკის ხედვით, რადგანაც ადამიანები მიდიან
გარკვეულ შეთანხმებამდე, აქვთ კანონებიც, რომელიც აკისრებს მათ
პასუხისმგელობას გარკვეულ საკითხებზე.

ბუნებით მდგომარეობაში ადამიანები თავადვე აღასრულებენ სამართალს. ლოკის


აზრით, რადგანაც მათ აქვთ საერთო ინტერესები და ექცევიან ერთმანეთს, როგორც
თავადვე უნდათ რომ მოექცნენ, ამიტომაც დამნაშავედ მიაჩნიათ ყველა ვინც
თითოეული ადამიანის საკუთრებასა და სიცოცხლის ხელყოფას ცდილობს. ანუ
დამნაშავე კონკრეტულად არ უქმნის ერთ ადამიანს საფრთხეს, არამედ მთელ
საზოგადოებას. არ უნდა გაუვიდეს მას დანაშაული. დასჯაც და მოკვლაც
ლოგიკურია ამის მიხედვით. ,,თუ, მაგალითად, შევესწარი, რომ ქურდი ვინმეს,
თუნდაც ჩემთვის უცნობი ადამიანის სახლში შეფარვას ცდილობს, სრული უფლება
და მოვალეობაც მაქვს, ასეთი ადამიანი მოვკლა. “ (ლოკი 2014, 240).

საბოლოოდ ლოკი მაინც მიდის იმ დასვკნამდე რომ სახელმწიფო აუცილებელია,


რადგანაც ბუნებით მდგომარეობაში აღსრულებული სამართალი არასრულფასოვანია
და არ არსებობს გარანტია, რომ დამნაშავე დაისჯება და საზოგადოება დაცული
იქნება. გარდა ამისა, ნებისმიერ თავდასხმას ინდივიდუალური თავდასხმელისგან
ეწოდება ომის მდგომარეობა. თუნდაც არ იყოს ეს ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ,
მაინც მუდმივად უწევთ ადამიანებს ომის რეჟიმში. ამიტომაც ლოკი გვთავაზობს
სახელმწიფოს. სახელმწიფოში ადამიანები იქნებიან დაცულები, მათ ექნებათ უფრო
მეტი კეთილდღეობის გარანტი და სრულყოფილი კანონები. ლოკის აღწერილი

სახელმწიფო სტრუქტურა მდგომარეობს შემდეგში. სახელმწიფოში არის


კონსტიტუციური მონარქიული მმართველობა. სტრუქტურა დაყოფილია ორად,
აღმასრულებლად და ფედერალურ ძალაუფლებებად. აღმასრულებელი
ხელისუფლება შეზღუდულია. ფედერალურ ძალებს ევალებათ სახელმწიფოს გარე
საფრთხეებისგან დაცვა და მათი აცილება, ხოლო აღმასრულებელ ძალა განაგებს
შიდა წესრიგს და გარე საფრთხისგან დაცვის ფუნქციებს. მაგრამ აღმასრულებელი
უნდა მართავდეს კანონების მიხედვით,უნდა იყოს შეზღუდული. ფედერაციულიც
უნდა ემორჩილების ამ კანონებს. ლოკის აზრით, ზუსტად ეს იყო გარანტი უსაფრთხო
მმართველობის. ამით სახელმწიფო უკეთესად ემსახურებოდა საკუთარ ხალხს,
აბსოლუტური მონარქიისგან და დესპოტური მმართველობისგან განსხვავებით.

ტექსტში, ასევე განსაკუთრებული როლი ენიჭება საკუთრების,სიცოცხლისა და


თავისუფლების აღწერას. ლოკი ამ უფლებებს ერთ დონეზე აყენებს. რაც ჩემი აზრით,
განსაკუთრებულად განსხვავებულს და მნიშვნელოვანს ხდის მის ნაშრომს. იგი
გვეუბნევა, რომ ეს უფლებები ერთი მთლიანი ჯაჭვია და თუ შევეხებით ერთს, ეს
გამოიწვევს მთლიანი ჯაჭვის გაწყვეტას. ადამიანი, რომელსაც არ აქვს თავისუფლება
არის მონა. მონას დაკარგული აქვს კონტროლი საკუთარ სიცოცხლეზე, რადგან ის
მთლიანად ეკუთვნის ბატონს. ასევეა, საკუთრების უფლება, თუ ადამიანს ვართმევთ
ყველა იმ რესურსს, რომელიც უზრუნველყოფს მის სიცოცხლეს, ჩვენ არ ვუსპობთ მას
სიცოცხლეს, თუმცა ეს ფაქტიურად მისი წართმევის ტოლფასია. სიცოცხლის უფლება
კი, ისედაც ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, როგორც ჰობსთან ასევე ლოკთანაც, ამ
უფლებით იწყება და მთავრდება ადამიანთა არსებობის პრინციპი.

ჯონ ლოკი დაიბადა 1632 წელს. ის იყო ინგლისელი ფილოსოფოსი, მისი ნაშრომები
ერთის მხრივ ცოდნისთვის, მეორე მხრივ კი - ლიბერალური პოლიტიკის
განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი.

ლოკი, ჰობსის მსგავსად საუბრობს ადამიანის ბუნებითი მდგომარეობის და


ბუნებითი კანონის შესახებ , როგორც ვიცით ბუნებითი მდგომარეობა ჰობსის
მიხედვით არის ადამიანის ბუნებრივი ყოფა, რომლის დროსაც მას აქვს სრული
თავისუფლება, ბუნებითი უფლება ადამიანს ყოველგვარი კანონისგან ათავისუფლებს
და არ ითხოვს მის მორჩილებას. ამ მდგომარეობაში ადამიანისთვის არ არსებობს
არანაირი წინააღმდეგობა და ხელშემშლელი ფაქტორი. მთავარია მიზანია, რომლის
მისაღწევადაც სხვის სიცოცხლესაც კი შეიძლება შეექმნას საფრთხე. ლოკიც თვლიდა
რომ ამოსავალი ბუნებითი მდგომარეობაა მათი იდეოლოგიები სახელმწიფოს
ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განსხვავდებოდა. ლოკი
თვლიდა, რომ სახელმწიფოს გარეშეც, ბუნებით მდგომარეობაშიც შეუძლიათ
გაერთიანდნენ, ასევე სახელმწიფოს გარეშეც გააჩნიათ ვალდებულებები და
პასუხისმგებლობით ეკიდებიან გარკვეულ საკითხებს. მოვალეობა სწორედ
სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში გამოიხატება. ანუ ლოკის ხედვა შემდეგ
ნაირია : ბუნებით მდგომარეობაშიც არსებობს კანონები, რომლებიც ბუნებრივად
წარმოიშობა, თუმცა მაინც საჭიროა სახელმწიფოს არსებობა და დამატებითი
შეზღუდვების დაწესება. სახელმწიფოს გარეშე ადამიანი თვითონ განსჯის საკუთარ
საქციელს და აღარსრულებს სამართალს, მაგრამ აშკარაა რომ ეს ყოველივე
სახელმწიფოს უკეთ შეუძლია.

ბუნებით მდგომარეობაში მყოფი ადამიანები თვითონ ცდილობენ სამათლის


აღსრულებას თუმცა ლოკი თვლის, რომ თვითნებური წამოწყება, როგორიც შეიძლება
იყოს თავდასხვა, იგივე ომია. ანუ ეს არის ბუნებითი მდგომარეობიდან ომის
მდგომარეობაში გადასვლა, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა , ვინაიდან
დამნაშავენი ყველგან და ყოველთვის არსებობდნენ. ადამიანი ხომ მუდმივად
ჩართულია კონფლიქტებში. შეიძლება არსებობდეს ორი ან მეტი მხარე, რომლებიც
ერთმანეთს მუდმივად ებრძვიან , იმისათვის რომ მიზანს მიაღწიონ და დაუოკებელი
სურველები აისრულონ შემდეგ კი გამარჯვება იზეიმონ. სწორედ ამიტომ სჭირდება
ხალხს სახელმწიფოს, რომელსაც უკეთ შეუძლია ჩაახშოს ეს აჟიოტაჟი. ხალხს
ნებისმიერ დროს შეეძლება მიმართოს დახელმწიფოს და სთხოვოს საკუთარი
ცხოვრებისა თუ საკუთრების უზრუნველყოფა. ლოკის სახელმწიფოს მიზანიც ეს
არის, რომ
ადამიანები დაიხსნას ომის მდგომარეობიდან და მისცეს მათ მშვიდად ცხოვრების
საშუალება.

„ ეს არის თავისუფლება ვიმოქმედო ჩემი საკუთარი ნებით ყოველთვის, როცა ეს


წესები ამას მიკრძალავს, არ დავექვემდებარო მეორე ადამიანის ცვალებად,
გაურკვეველ უცნობ, თვითნებურ სურვილებს „1 ანუ ადამიანი მაშინ არ ჰკარგავს
თავისუფლებას, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ კანონებს ემორჩილება,
არამედ მაშინ როდესაც მისი თანასწორი ადამიანის ნებას ემორჩილება. ადამიანის
თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ არ ემორჩილება სხვის კანონმდებლობას. ის
დამოკიდებულია მხოლოდ მის სახელმწიფოზე და კანონებზე.

ადამიანის საკუთრებაში მოიაზრება : მატერიალური საკუთრება, მისივე სიცოცხლე


და ასევე თავისუფლება. ჯონ ლოკი ამ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას,
იმისათვის , რომ დაიცვა შენი საკუთრება უნდა შეუერთდე საზოგადოებას. რა თქმა
უნდა სიცოცხლისთვის აუცილებელია საკუთრების ქონა სწორედ ამიტომ ანიჭებს
საკუთრების ქონას ჯონ ლოკი მნიშვნელობას და თვლის, რომ ამ საკუთრების დაცვა
სახელმჭიფოს მიანდოს, როგორც მოვალეობა.

მთავარი მიზანი თუ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ლოკის მიხედვით არის ის
რომ ადამიანმა იცხოვროს კანონის მიოხედვით, თუმცა არა, როგორც შებოჭილმა.
ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს სახელმწიფოს თუმცა ეს მისი
კეთილდღეობისთვისაა საჭირო. სახელმწიფო ხომ ვალდებულია დაიცვას ხალხის
სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება.
საკუთრების უფლება გამომდინარეობს ადამიანის არსებობიდან და გავლენას
ახდენს

მათ ქცევაზე. განვითარებულ ქვეყანათა უმეტესობაში საკუთრების უფლება


მიჩნეულია

ისეთივე ხელშეუხებელ უფლებად როგორიცაა სიცოცხლის უფლება.

იმისათვის რომ ხალხმა თავი ირჩნოს საჭროა ფლობდეს განსაზღვრულ ქონებას, ამ

ქონების მოპოვება კი შრომითაა შესაძლებელი.

ინგლისელი ფილოსოფოსი, ჯონ ლოკიც ემხრობა ამ მოსაზრებას და თავის


ნაშრომში „

მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე“ საუბრობს საკუთრების უფლების

მოპოვებაზე. იგი საზოგადოებრივი და პოლტიკური წყობის ბუნებით იდეებს


ქადაგებს. ჯონ

ლოკი კერძო საკუთრებას თვლის ბუნების მოვლენად, ლოკის აზრით, საკუთრება


წარმოიშვა ჯერ

კიდევ სახელმწიფოს წარმოშობამდე და იგი , როგორც ინდივიდის ერთ-ერთი


ბუნებითი უფლება,

სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობს. მისი თქმით ღმერთმა კაცს უბოძა


გონება, რათა

საკუთარი კომფორტისათვის გამოეყენებინა დედამიწა და მასზე არსებული სხვა


რესურსები.
ლოკი ავითარებს მოსაზრებას, რომ საკუთრების უფლება ადამიანს წარმოეშობა მისი
შრომის

შედეგად, ის რაზეც ადამიანი დახარჯავს ენერგიას, ჩადებს გარკვეულ შრომას


მიამატებს მას რამეს

ან თუნდაც თავიდან შექმნის ხდება უპირობოდ იმისი, ვინც აღნიშნული შრომა გაწია
. ლოკი

საუბრობს აგრეთვე იმ პრობლემურ მომენტზეც თუ როდის უნდა ჩავთვალოთ


საკუთრების

უფლება წარმოშობილად და ამბობს რომ საკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინვე


როგორც კი

პირი გაწევს გარკვეულ შრომას და სახეზე გვექნება მისი შედეგი. ნებისმიერი რამ ,
იქნება ეს

ნივთი თუ სხვა მას შემდეგაა კონკრეტული პირის საკუთრება, რაც მოხდება მისი
საერთო

მდგომარეობიდან ამოღება : „ჩემმა შრომამ, რაც დასჭირდა ამ საგნების საერთო

მდგომარეობიდან ამორებას, მათზე ჩემი საკუთრება დაადგინა.“2

ლოკის აზრით საკუთრების უფლების ლეგიტიმაციისათვის საკმარისია მხოლოდ


შრომის

ფაქტის არსებობა და თუკი მაგალითად პირმა იშრომა და მოიპოვა ამ შრომით რაიმე,


მას

საკუთრების უფლების აღიარებისათის სრულებითაც არ ესაჭიროება ამ უფლების

აღიარება დანარჩენი კაცობრიობის მხრიდან. დედამიწა მისი აზრით ყველა


ქმნილებისათვის საერთოა, ასევე ერთნირად აქვთ მათ უფლება ნივთებზე
საკუთრების

მოპოვების, მაგრამ როდესაც რაიმე უკვე ხდება სხვა პირის შრომის საგანი მასზე

პრეტენზიას ვეღარ განაცხადეს გარეშე პირი, თუმცა ის რაც რჩება რომელიმე

კონკრეტული ადამიანისაგან აუთვისებელი კვლავ უნდა განვიხილოთ ყველას

საკუთრებად და შრომის სავარაუდო ობიექტად. მართალია ყველას აქვს უფრლბა

შრომაზედა ამ გზით საკუთრების მოპოვებაზე თუმცა ეს არ უდნა გადაიზარდოს

სიხარბეში, ადამიანმა უნდა მიითვისოს მხოლოდ იმდენი, რამდენის განკარგვასაც


იგი

შეძლებს იქნება ეს დოვლათი თუ სხვა რაიმე, რათა ბოლოს არ მიიყვანოს ყველაფერი

გაფუჭედამდე, არ აიღოს მეტი წილიდა ამით სხვასაც არ მიაყენოს ზიანი. ლოკი

სახელმწიფოს შექმნის მთავარ მიზეზადაც სწორად საკუთრების უფლების


წარმოშობას

და მისი დაცვის სურვილს ასახელებს.

ჯონ ლოკის თქმით საკუთრების ობიექტად არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ

მატერიალური საკუთრება, საკუთრებას წარმოადგენს აგრეთვე ადამიანის სიცოცხლე


და

თავისუფლებასაც.

ჩემი აზრით ლოკის შეხედულება საკუთრების უფლების წარმოშობასთან


დაკავშრებით

საკმაოდ ლოგიკურია და გამყარებულია წონადი არგუმენტებით. ვეთანხმები იმ

მოსაზრებას, რომ საკუთრების უფლება უნდა წარმოიშვას ადამიანის მიერ მასზე


გარკვეული რესურსების, ენერგიისა და დროის დახარჯვის საპირწონედ. ვფიქრობ

სწორედ შრომააა ის აპრიორი რომელზეც უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული


აქცენტი.

თუმცაღა, აგრეთვე მინდა აღვნიშნო რომ საკუთრების უფლების ლეგიტიმურობის

გადაწყვეტა მხოლოდ შრომის ფაქტის კონსტატაციით არ უნდა მოხდეს, ვინაიდან

შეიძება პირმა გაწიოს გარკვეული შრომა სხვა პირის საკუთრებაზე უკანონოდ და ამ

შემთხვევაში მას არ უნდა ჰქონდეს საკუთრების უფლებაზე პრეტენზია.

ჯონ ლოკი იყო ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც მიჩნეულია კლასიკური


ლიბერალიზაციის მამად. იგი მოღვაწეობდა ეპოქაში, როდესაც ხშირი იყო
რევოლუციები და გადატრიალებები რამაც ჩემი აზრით დიდი გავლენა იქონია მის
პიროვნულ ჩამოყალიბებაზე. ჯონ ლოკმა, თავისი წინამორბედი , თომას ჰობსის
მსგავსად უდიდესი წვლილი შეიტანა დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის
განვითარებაში. მან თავისი პოლიტიკური შეხედულებები და პოზიციები გადმოსცა
ნაწარმოებში „ორი ტრაქტატის სახელმწიფოს მმართველობის შესახებ“ , ამ ნაშრომში
განხილულია სახელმწიფოს არსებობა - არარსებობის საფრთხეები და საუბარია
ბუნებითი მდგომარეობაზე , ისევე როგორც თომას ჰობსთან. ლოკმა ერთმანეთისგან
გამიჯნა სახელმწიფო, მთავრობა და ეკლესია. იგი მომხრე იყო რელიგიური
შემწყნარებლობის. მისი ნაშრომები მიმართულია ძირითადად იმისკენ, რომ
უპასუხოს მთავარ კითხვას - რატომ არის სახელმწიფო მნიშვნელოვანი? და სხვა
ფილოსოფოსების მსგავსად, იგი წარმოგვიდგენს საკუთარ ხედვას სახელმწიფოებრივ
გავლევანზე. ჯონ ლოკი უარყოფდა სახელმწიფო ძალაუფლების აბსოლუტურობას
და მმართველის შეუზღუდავ უფლებებს. იგი მტკიცედ აფიქსირებდა საკუთარ
უარყოფით პოზიციას აბსოლუტური მონარქიული წყობის მიმართ. ის ფიქრობდა
რომ დესპოტურ სახელმწიფოში წართმეული ჰქონდა თავისუფლება, რადგან ასეთ
ქვეყანაში ცხოვრებისას ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება სამართლის ძიება, ამის
მიზეზი მიუკერძოებელი მოსამართლის არარსებობაა, ტირანულ სახელმწიფოში
სამართალი ისეთია, როგორიც სურთ ქვეყნის მოხელეებს. ავტორის აზრით
სახელმწიფოს გავლენის ქვეშ ადამიანი არ კარგავს თავისუფლებას, თუმცა ემატება
შეზღუდვები. ლოკი იზიარებს იმ აზრს, რომ სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია ომის
მდგომარეობის დაძლევაა . იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კანონს, და ეს მიაჩნდა
სახელმწიფო კოტროლის მთავარ იარაღად. ჯონ ლოკისთვის არ არსებობდა
იდეალური მმართველობის ფორმა, არსებულთაგან. მისი აზრით სრულყოფილი
სახელმწიფო იქნებოდა ის, რომელსაც

ექნებოდა საკუთარი სტრუქტურა, დაეცვა ხალხის უფლებები, თავისუფლებები და


ეზრუნა საერთო კეთილდღეობისთვის. მისი აზრით ლეგიტიმურია ის სახელმწიფო,
რომელიც შეზღუდულია კანონებით რომელთაც ხალხიც ეთანხმება. ნაშრომში
ლოკიც განიხილავს ბუნებით მდგომარეობას, თუმცა ჰობსისგან განსხვავებით ამ
მდგომარეობაში არ არის სრული ქაოსი, რადგან ადამიანებს აქვთ ბუნებრივად
შექმნილი კანონები, რომელიც ქვეცნობიერშია და უკრძალავს მათ ისეთ საქციელს,
რომელიც ხელყოფს სხვის უფლებებს. ჩვენ ადამიანები გონივრულად მხოლოდ
იმიტომ არ ვიქცევით, რომ ამას ვინმე გვაიძულებს, არამედ იმიტომ რომ ეს
თითოეული ადამიანის ინტერესს წარმოადგენს „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა
რომ მოგექცნენ“, (ჯონ ლოკი, 2014 , 240 ). ადამიანებს თავადაც შეუძლიათ საერთო
იტერესების ორგანიზება საერთო სიკეთის შესანარჩუნებლად , თუმცა ამასთან
ერთად მაინც საჭიროა ერთი კონკრეტული მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც
აღასრულებს კანონს. იმ ბოროტმოქმედის დასჯა, რომელიც ლახავს ბუნებით
უფლებებს, საზოგადოებასაც შეუძლია, თუმცა ამის აღკვეთას სახელმწიფო
გაცილებით უკეთ შეძლებს, რადგან მას აქვს უნარი უკეთ შეითავსოს
მართლმსაჯულების როლი. სახელმწიფო ცხოვრება ჯობია ბუნებით მდგომარეობას,
მაგრამ მას უპირატესობა აქვს დესპოტურ მმართველობასთან შედარებით. (ჯონ
ლოკი 2014, 246) აგრეთვე მნიშვნელოვანია ლოკის დამოკიდებულება
საზოგადოებრივი პროტესტის მიმართ. ჯონ ლოკი მიიჩნევდა რომ სრულიად
სამართლიანია, თუ ადამიანები უჯანყდებიან დესპოტურ მთავრობას და იცავენ
საკუთარ უფლებებს, რომლებიც ღმერთისგან აქვთ მინიჭებული. მისი აზრით თუ
დესპოტური სახელმწიფო ხალხის თავისუფლებას ზღუდავს და ძალადობს
ადამიანებზე, ამ დროს კი ილახება მოქალაქის უფლებები, თუნდაც იზღუდება
საკუთრება, აუცილებელია თითოეული ადამიანი აუჯანყდეს სახელმწიფო
მმართველს და მოითხოვოს პირადი საკუთრების ხელშეუხებლობა და დაიცვას
საკუთარი უფლებები. ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც განასხვავებს ჰობსისა და
ლოკის მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჰობსთან წარმოუდგენელი იყო
პროტესტის გამოხატვა მმართველის წინააღმდეგ, რადგან ეს დაარღვევდა სიმშვიდეს,
ხოლო ლოკისთვის კი ამოსავალი ადამიანის უფლებების დაცვა იყო სახელმწიფოში .
მისი აზრით აუცილებლობას წარმოადგენდა საზოგადოებივი ხელშეკულებების
დაცვა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სახალხო სუვერენიტეტს და უმთავრესად
წარმოედგინა ტირანიის წინააღმდეგ აჯანყებული ხალხის იდეების პატივისცემა და
ამ აჯანყების კანონიერება.

ლოკი ლოკის მიხედვით რა არეგულირებს ადამიანების მოქმედებასა და


ურთიერთობას ბუნებით მდგომარეობაში? პასუხში ახსენით: რა განსხვავებას ხედავს
ლოკი თავისუფლებასა და თვითნებობას შორის? შეგიძლიათ დააკავშიროთ ჰობსთან.
ჯონ ლოკი გახლდათ ინგლისელი ფილოსოფოსი,რომელმაც თავისი იდები
ჩამოაყაიბა მის ნასრომებში: „ორ ტრაქტატში მმართველობაზე“ და „ნარკვევში
შემწყნარებლობის შესახე“. თვით ჯონ ლოკიც როგორც ჰობსი ამბობდა, რომ
ამოსავალი არის ბუნებითი მდგომარეობა, თუმცა ჯონ ლოკის მოსაზრება ძალიან
განსხვავდება ჰობსის იდეოლოგიისაგან. თუ ჰობს სჭირდებოსა სახელმწოფოს
შემოღება, იმისათვის რომ ინდივიდები გაეერთიანეინა, ლოკის აზრით
სახელმწიფომდე ქონდათ ამა თუ იმ ინდივიდებს საერთო და მათ უკვ ქოდათ
დაკისრებული ვალდებულებები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო თუნდაც სხვისი
სიცოცხლის დაცვა თუნდაც იმისათვის რომ შენ ყოფილიყავი უსაფრთხოდ.
მიუხეადვად ერთნაირი სქემისა, ლოკისა და ჰობსის იდეოლოგია რადიკაურად
განსხვავებული იყო. ლოკი თვლიდა რომ „ბუნებით მდგომარეობის სამართავად
არსებობს ბუნებითი კანონი, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა, ხოლო გონება,
რომელიც იგივე კანონია, ასწავის ყველა ადამიანს, ვინც მას ყურს ათხოვებს, რომ რაკი
ყოველი კაცი თავისუფალი და თანასწორია, არავის აქვს უფლება ხელყოს სხვისი
სიცოცხლე, ჯანმრთელობა,თავისუფლება ან საკუთრება; რადგან ყოველი კაცი ერთი
ყოვლად ძლიერი და უსასრულოდ ბრძენი შემოქმედის შექმნილია;“ აქედან
შეგვიძლია ვთვათ რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ
საკუთარი სიცოცხლე და ამასთანავე ვიცავთ სხვისასაც. ლოკი აზრით არავის არ აქვს
იმის უფლება, რომ ხელყოს სხვისი სიცოცხლე თუ ის რათქაუნდა არ არის დამნაშავე
და არ ეხება დასჯას , რადგანაც ყველა ადამიანი „ერთი უზენაესი ბატონის მსახურია
„რომელმაც შეგვქმნა ჩვენ და მოგვანიჭა სიცოცხლე, ჩვენ ვალდებული ვართ ისე
გავუფრთხილდეტ ჩვენს სიცოცხლეს როგორც სხვისას. მეტად საინტერესოა ლოკის
მოსაზრება თანსასწორობს მდგომარეობასთან დაკავშირებით, ლოკი ძალიან კარგად
გვიჩვენებს თითეული ადამიანის თანასწორობას ერთმანეთთან, თუმცა არსებობს
ერთი ფაქტორი, ვიღაც ვიღაცაზე მაღლა შეიძლება იდგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში
თუკი მას არ აქვს უფლისაგან ბოძებული და ცხადად განსაზღვრული სუვერენობის
უფლება. ლოკს თავისავე ნაშრომში მოჰყავს ფილოსოსფოს ჰუკრის ციტატა სადაც
წერია , რომ მე თუ სხვა სრამე დავუშავებ, აქეთაც უნდა მოელოდე ზიანს რადგანაც
მას აქვს ისეთივე უფლება რაც მე და მე არავისზე მაღლა არ ვდგავარ და ბუნებრივად
მაქვს დაკისრებული თანასწორობის უფლება.

ძალაინ მომწონს ლოკის მოსაზრება სადახ ის ლაპარაკობს ბუნებით


მდგომარეობაში ადამიანის ძალაუფლებაზე. ლოკის აზრით შეიძლება ადამიანს
მეორე ადამიანზე უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდეს, მაგრამ მას არ აქვს უფლება
რომ ეს ძალაუფლება გამოიყენს ბოროტად და თავისი გონების კარნახით იოქმედოს.
ბოროტქმოქმედი თავისი საქციელით არღვევს კანონს და არ იცავს იმ ბუნებითი
კანონს რომელის დაცვაც არის ჩვენი მოვალეობა , ამიტომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე
რომ მან არ გაიმეროს იგივე დანაშაული. ასევე ძალიან მომოწნს ლოკის მოსაზრება
სადაც ის წერს იმ ადამანებზე რომლებიცარიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები და მე
სრულებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის განსჯის
უფლება ჩვენ არ გვაქვს და იმ დოზით რა დოზითაც შეიძლება დღეს ჩემს ქვეყანაში მე
დავისაჯო ჩადენილი დანაშაულისთვის. მიუხედავად იმისა რომ ყველამ ვიცით
სადაც შენი უფლება მაშინ მტავრდება როცა იწყება სხვისი, ჩვენ ვერ მოვსთცოვთ სხვა
ქვეყნის მოქააქეს დაიცვას ჩვენი ქვეყნის კანონი როცა ის ვერ ერკვევა ჩევნს
კოდექსებზე და უფლების ზღვარზე. თუმცა ს ყველაფერი მათ არ უნდა აძლევდეთ
იმის უფლებას, რომ ჩვენ ქვეყანაში კაც კლან და ჩაიდინონ ისეთი დანაშაულნი
რომლებიც არც მათი კანონი ითვაისწინებს. ძალიან საინტერესო და ამავდროულად
მისაღები არის , პირადად ჩემთის ლოკის მოსაზრება „თავისუფლების“ შესახებ.
თავის ნაშრომებში ჰობსიც წერს თავისუფლების შესახებ თუმცა ლოკის აზრით ეს
„თვითნებობა“ უფრო არის ვიდრე თავისუფლება რადგანაც შენ თავისუფალი ხარ იმ
ფარგებში რომელსაც გწესებს შენ ბუნებითი კანუნი. არ შეიძლება თავისუფლება
გავიგოთ ის რომ შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი, და არ მივაქციოთ შედეგს
ყურადღბა, ან არ გავითვალისწინოთ სხვისი უფლებები. ლოკისათის თავისუფლება
არის „არ დაემორჩილოს სხვა საკანონმდებლობა ძალაუფლებას, გარდა იმისა, რაც
სახელმწიფოში თანხმობით მიიღება.“ შეიძლება ითქვას რომ ლოკისთვის
მნიშველოვანი არის პირველ რიგში აპიროვნება, ანუ შენ ყვლაფერს აკეთებ იმისთის
რომ სიკეთე მოუტანო შენს თავს და არა სახელმწიფოს ან ვინმეს. თუ აკეთებ სიკეთეს
ვინმესთვის მხოლოდ იმიტომ, რომ აქედან სარგებელი ნახო, ანუ შენ ვალდებული
ხარ მოიქცე ისე როგორც გინდა შენ მოგექცნენ. შეიძლება ითქვას შენი საქციელს
შედეგს შენვე იმკი. ლოკისთვის არ არის პატრიოტიზმი, გმირობა, თავდადება, არის
პიროვნება, ადამიანი, არსება რომელიც გჭირდება ენ იმისათის რომ იყო ისევ შენ
კარგად და შენ ხარ შენი სიცოცხლის პასუხისმგებელი ანუ „ვერც ერთი ადამიანი ვერ
გადასცემს მეორეს იმ იფლებას, რაც თვითონ არა აქვს - საკუთარი სიცოცხლის
ხელყოფის უფლებას.“

ძირითადი საკითხები : ჯონ ლოკი

1) ბუნებითი მდგომარეობა მისთვის განსხვავებულია ჰობსისეულისგან , რადგან


თვლის რომ ამ დროსაც იზღუდება ადამიანი ბუნებითი კანონით , მორალით და
რელიგიით ,ანუ ერთი მეორის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ გვაქვსო არც
ბუნებით მდგომარეობაშიო , ყველა რელიგია ამას ქადაგებს .კლ/.

2) ლოკისთვის მთავარი ღირებულება საკუთრებაა , რომელიც ბუნებაში არსებულ


რესურს+შენი შრომა -პრინციპით ხდება კერძოდ შენი , ამის მერე იქმნება
სახელმწიფო იმისთვის რომ დაიცოს თითოეულის საკუთრება.

3)ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში რჩება ნაწილობრივ , რადგან როცა გზაზე


ყაჩაღი დახვდება და მოსთხოვს მისი საკუტრების რამეს ან თუნდაც მის სიცოცხლეს
ემუქრება საფრთხე უფლება აქვს დაიცვას თავი და თუნდაც მოკლას ყაჩაღი ,რადგან
ამ დროს სუვერენის ქმედების დალოდება ალოგიკურიცაა და არცაა სამართლიანი ასე
მოიქცეს პიროვნება.თუ სხვა ადამიანი ხედავს როგორ დაესხა ყაჩაღი თავს მეორე
ადამიანს ., ვალდებულია დაეხმაროს მსხვერპლს .

4)სუვერენი ვალდებულია რომ უზრუნველყოს საკუთრების უსაფრთხოება როგორც


ვთქვით , ამავდროულად დანაშაულის არა მხოლოდ პრევენზია მოახდინოს , არამედ
ხელახალი განმეორებაც აიცილოს თავიდან და მსხვერპლისთვის ზარალი
აანაზღაურებინოს ბოროტმოქმედს .

5)ლოკი სახელმწიფოში ხალხი ირჩევს ხელისუფლებას , რომელიც ორ შტოდ იყოფა :


საკანონმდებლო, რომელიც სასამართლო ხელისუფლებასაც
ითავსებს,2)აღმასრულებელი ხელისუფლება.ღმასრულებელმა ხელისუფლებამ
შეიძლება არ აღასრულოს ის კანონი, რომელიც მათი აზრით ხალხის
საწინააღმდეგოა. ხალხი აღარ მონაწილეობს კანონის აღსრულებაში-ანუ ადმაიანს
ეძლევა უფლება თავად დასაჯოს დანაშაულის ჩამდენი.

6)ლოკი ანუ ხალხთა აჯანყებას არ გამორიცხავს , როცა ხელისუფლება ცუდად იქცევა


, ყვლეფს ხალხს ამ დროს ადმაიანები აწყობენ რებელიონს , ანუ არა რევოლუციას
არამედ ილაშქრებენ თავად აჯანყებული ხელისუფლების წინააღმდეგ , რადგან
ისეთი ხელისუფლება , რომელიც ხალხს ყვლეფს და ზიანს აყენებს თვითონ გადადის
საზოგადოების მიმართ ბუნებით მდგომარეობაში.

7)ლოკის სახელმწიფოს შექმნის მთავარი მიზნებია , გაიზარდოს დოვლათი ,


ადამიანმა კანონის ფარგლებში იცხოვროს და დაცული იყოს მისი სიცოცხლის
უფლება , მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ სხვა
სახელმწიფოები ემტერებიან მას , ამ დროს ადმაიანი ვალდებულია ხელისუფლებას
დაემორჩილოს , თუნდაც ეს თავგანწირვას გულისხმობდეს , რადგან თავგანწირვა
ყველას საკეთილდღეოდ გადაგმული ნაბიჯია .

You might also like