You are on page 1of 2

1.

მოცემულ მონაკვეთში დავარის ყველა ქმედებას ფარსადანის საქციელი


განაპირობებს.
2. ფარსადანი ფარისეველი და თვალთმაქცი მეფეა, მან იცოდა ნესტანისა და
ტარიელის სიყვარულის შესახებ, მაგრამ თავისი გეგმა წყალში ჩაეყარა : „მას
უყვარდა.... მოუღვრიან“.
3. მას საკუთარი თავი დიად ზეადამიანად მიაჩნია, ეგოცენტრიკოსია , და ამასთან
ერთად ძალიან არასამართლიანია. მეფისთვის სიმკაცრე და მრისხანება ორი
განსხვავებული რამაა, განრისხებულ ფარსადანს გონება ებინდება : „აწ
თავმმან.... ბადესა“
4. ის ნესტანის საქციელში დავარს ადანაშაულებს და ყოველგვარი
გასამართლების გარეშე მის მოკვლას განიზრახავს.

5. დავარი ,ფარსადანის დამოკიდებულებიდან გამომდინარე , ჩანს , რომ


უსიყვარულოდ, პოლიტიკური მიზნით, გაათხოვეს ქაჯეთში.
6. ერთი და იმავე ბედის ქონამ ნესტანი და დავარი მაინც ვერ დაახლოვა იმიტომ,
რომ დავარი სამყაროზე გაბრაზებული ქალია: „ხელი მიჰყო.... მოიქუშა“.
7. მას არავინ და არაფერი არ უყვარს და მისი ნესტანის მიმართ გამოჩენილი
დაუნდობლობა ამ ფაქტს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: „უბრძანა....ჭიპია“
8. დავარის ამ იმპულსურ ქმედებაში ცნობიერი განზრახვა დევს, რომ ნესტანი
გადაკარგოს. ეს არის მისი მისია და შურისძიება არა მარტო ფარსადანის
მიმართ, რომელმაც თავისი და სასიკვდილოდ გაწირა, არამედ იმ სამყაროს
მიმართაც, რომელსაც დავარი არ უყვარს.
9. ნესტანი და დავარი ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ ნესტანს აქვს ის, რაც დავარს
არასდროს აღარ ექნება. ეს დიდი გრძნობაა, სიყვარულის განცდაა , რომლის
გამოც ყველაფერი შეუძლია გაწიროს ნესტანმა.
10. ამასთან ერთად მან შეძლო ის, რაც ვერ შეძლო თავის დროზე დავარმა -
დაიცვა საკუთარი ბედნიერება და სიყვარული, აირიდა ის ბედი , რაც დავარს
ეწია: „მათ კიდობანი.... დარაჯებითა“

11. პოემის პერსონაჟები ხშირად საუბრობენ თვითმკვლელობზე. ეს არ ყოფნისკენ


სწრაფვაა და არა სიკვდილისკენ იმიტომ, რომ სიკვდილი მარადისობის
საწყისია, ამ სწრაფვისგან თავის დაღწევა კი მხოლოდ სხვა ადამიანის
დახმარებით ხერხდება.
12. დავარი ბედისგან განწირული ადამიანია, რომელსაც ეს განწირულობა
სამყაროს სიძულვილში გადაეზარდა. ეს ყველაფერი აისახა მის მარტოობაზე ,
დავარს არ ჰყავს გვერდით არავინ, მის ცხოვრებაში არ არის ისეთი ადამიანი ,
რომლის დახმარებაც მას ამ სწრაფვას დაამარცხებინებს: „დავარ თქვა .....
გასისხლმდინარდა“
13. მას არ უყვარს სიცოცხლე და სიცოცხლემ მასზე შური იძია. ქაჯობა არაფრობაა,
სიკეთის ნაკლებობაა, და ამ უარსობის გამოხატულებაა სწორედ დავარის
თვითმკველობაც.

14. ვეფხისტყაოსნის ენა განსხვავებულია როგორც წინადროული, ისე


მისდროინდელი საეკლესიო მწიგნობრული ქართული ენისაგან, იგი უფრო
მეტად ახლოსაა ხალხის სამეტყველო ენასთან, გვხვდება ერთი და იმავე
სიტყვის როგორც ახალი, ისე ძველი ფორმები და იმდროინდელი
სალიტერატურო ენის დამახასიათებელი დიალექტიზმები .
15. პოეტი ხშირად იყენებს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა მეტაფორა ,
შედარება, ჰიპერბოლა, ეპითეტი და სხვა. ამასთან ერთად რუსთველის
ენისთვის დამახასიათებელია აფორიზმების სიმრავლე.
16. ჰიპერბოლაა, „გასისხლმდინარდა“. დავარმა ფარსადანს მისი მოკვლის
საშუალება არ მისცა და თავი მოიკლა. მასში ვერ დაიძლია არ ყოფნისკენ
სწრაფვა, რადგან ის უარსოა. ისევე, როგორც ბოროტებას, დავარის არსებობას
აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მასში ღვთიური ძალიან ცოტაა.
17. მეტაფორების სიუხვის გამო ამ პოემის მხატვრულ ენის სტილად ხშირად
სწორედ მეტაფორულობას თვლიან.
18. მეტაფორაა: „მე ღმრთისა ვუთხარ.... ბადესა“. ფარსადანმა ნესტანი დავარს
მისცა აღსაზრდელად და ნესტანის ამ საქციელში სწორედ ის დაადანაშაულა .
უსამათლოდ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დავარმა ძმაზე შური იძია ,
მტკივნეულ ადგილას დაარტყა ფარსადანს, და მისი საქციელის საპასუხოდ
ტახტის მემკვიდრე გადაკარგა.

You might also like