You are on page 1of 2

X ვარიანტი

1. აზროვნება, შემეცნება, გაგება-გნოსეოლოგია, ეპისტემოლოგია


2. ღმერთის დასაბუთების ონტოლოგიური, პირველმიზეზის, ჩანაფიქრის არგუმენტი
3. წინაღმდეგობის შეუძლებლობის კანონი

1.ადამიანს სხვა არსებებისაგან განასხავებს შემეცნების,ცოდნის მოპოვების უნარი და ამის


შესაძლებლობა.ცოდნა იწყება არცოდნის გაცნობიერებით და იმის მიხვედრით რომ რაღაც არ
იცი.გონით აქტივობის გამოსახატავად ვიყენებთ შემდეგ სიტყვებს;მე ვაზროვნებ მე განვსჯიმე
შევიგრძნობ და ასე შემდეგ.ბერძნების აზრით,გონების არსი სწორედ აზროვნებაშია,ეს კი ადამიაური
გონების განსაკუთრებული აქტივობაა.აზროვნება სიბრძნის სიყვრულია.ფოლოსოფიური აზროვნება
საკმაოდ ღრმაა და ამიტომაც ყველაზე უკეთ გამოხატავს აზროვნების არსს.აზროვნება არის ადამიანის
გონების უნარი შექმნას ახალი იდეები რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით და არ არის
მკაცრად განსაზღვრული.ცოდნის რამდენიმე სახეობა არსებობს,ირველი ეს არის დოქსა-
შეხედულებათა სისტემა,რომელსაც იძენს ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ემპირიული
დაკვირვებით.მისგან განსხავდება ეპისტემე, მას მეცნიერულ ცოდნას უწოდებენ.იგი აუცილებელია
ადამიანის ბუნებრივი არსებობისათვის და მართლაც სასარგებლო ცოდნაა.რაც შეეხება სოფიას,ეს
არის პირველსაწყისებისა და უკანასკნელი მიზნების ცოდნა,მას მეტაფიზიკურ ცოდნასაც
უწოდებენ.შემეცნება არის ადამიანის გონების განხორციელებული მოქმედებების და პროცედურების
ერთობლიობა,მისი მიზანი კი სინამდვილისა და მისი მოვნელების შესახებ ცოდნის მოპოვებაა.კანტმა
შემეცნება და აზროვნება განასხვავა.შემეცნება უწოდა ბუნების მეცნიერებას,ხოლო აზროვნება კი
სამყაროს პირველსაწყისებსა და უკანასკნელ მიზნებზე აზროვნება.გაგება არის ადამიაური სამყაროს
გამოხატულების წვდომის წესი.ჰაიდეგერის ფილოსოფიაში გაგება ონტოლოგიური შემეცნების
ძირითად ხერხად არის მიჩნეული.გნესეოლოგია ადგენს ცოდნის მოპოვების პროცესის თავისებურებს
და სვამს საკითხს ცოდნის მოპოვების მეთოდების შესახებ,ეს ტერმინი პირველად შემოიტანეს
მეთვრამეტე საუკუნეში,გერმანიაში.ეპისტემოლოგიის მიზანია დაადგინოს ცოდნის ჭეშმარიტების
პირობები,მისი ანალიზის საგანი შემეცნების შედეგი ანუ ცოდნაა.იგი იკვლევს თუ რა პირობებს უნდა
აკმაყოფილებდეს ცოდნა,რომ მივიჩნიოთ ჭესმარიტად.ეპისტომელოგია თვლის რომ ცოდნის
ფენომენიც არანაკლებ პრობლემატური საკითხია რადგანაც ადამიანის ცხოვრებაში უმრავი
აზრი,იდეა, შთაბეჭდილება არსებობს და უნდა შეგვეძლოს განხვავება ჭეშმარიტ ცოდნასა და უბრალო
შეხედულებას შორის.ეს ტერმინი გავრცელდა მე-20 საუკუნეში და ძირითადად ანგლო-ამერიკულ
ფილოსოფიაში გამოიყენება.

2) ონტოლოგიური არგუმენტი ჩამოაყალიბა მე-11 საუკუნის ფოლოსოფოსმა-ეპისკოპოსმა ანსელმა


,რომლის მიხედვითაც ღმერთი არის ყოვლადსრულყოფილი არსება და და მისი სრულყოფილება უკვე
გულისხმობს მის არსებობას.ს ესეიგი მისი ცნების არსებობა უკვე ადასტურებსს მის
არსებობას.ონტოოგიური ცნების დასაბუთების თავისებურება იმაში მდგომარეობს რომ ღმერთის
ცნების საფუძველზე ასაბუთებს მის არსებობას.ანსელმი თავის არგუმენტის აგებას იწყებს მე-13
ფსალმუნის მიხედვით:“თქვა უგუნურმა თავის გულში „არ არის ღმერთი“.მისი კონტრარგუმენტია
გაილონოს ნაშრომი’წიგნი უგუნურის დასაცავად’’,მისი აზრით ცნებაში არ შედის არსებობა.მას
კანტიც ეთანხმებოდა და ამბობდა:მე შეიძლება ონებაში მქონდეს ასი ტალერი და არც ერთი ტალერი
არ მქონდეს ჯიბეში . ანსელმა ამის შემდგომ ახალი დებულებები წამოაყენა ამის
გასაბათილებლად,მისი აზრით,ოპონენტები ვერ ანსხვავებდნენსაგნის მცნებასა და აბსოლიტის
ცნებას. მაგალითად ასი მონეტა რეალურადაც რომ არსებულიყო მაინც შემთხვევით არსებული
იქნებოდა და არა მარადიული ან აუცილებელი. პირველმიზეზის არგუმენტის ავტორებად
ითვლებიან თომა აქვინეი და არისტოტელე. არგუმენტის მიხედვით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი
და არსებობს მიზეზთა ჯაჭვი რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს უკანასკნელი ჯაჭვი,რომელსაც
აღარ დასჭირდება მიზეზი ,რადგანაც თავადვე წარმოადგენს თავის თავის მიზეზს-სწორედ ეს
პირველმიზეზი არის ღმერთი. აქვინელი აყალიბებს 5მიზეზს-მოძრაობის მიხედვიტ უნდა დავასკვნათ
პირველმიზეზის არსებობა,მეორე ესარის საგანთა თითმყოფადობა,მესამე-საგანთა შემთხვევითობა
მის არსებობას რომ გულისხმობს,მეოთხე-საგანთა მეტ-ნაკლები საყოველთაობა გვაუწყებს რომ
მართლაც არსებობს ყოვლადსრულყოფილი არის,და მეხუთე ბუნების მიზანშეწონილობა უზენაესი
გონივრული არსების მტკიცებულებაა. ამის კონტრარგუმენტად ჩამოყალიბდა დებულება: თუ
სესაძლებელია მარადიული ღმერთის ცნება,მაშინ შესაძლებელია დაუსაბამო სამყაროს არსებობაც
დავუშვათ.რაც შეეხება ჩანაფიქრის არგუმენტს,მისი არსი იმაში მდგომარეობ რომ სამყაროში
ყველაფერი ჰარმონიითა და წესრიგითაა მოწყობილი და ეს ხელოვნების ნიმუშსაც კი
წააგავს.არაფერია ამ საყმაროში შემთხვევითი და ყველაფერი ექვემდებარრება რაღაც გეგმას,ასეთი
ორგანიზებული სამყარო ვერ წარმოიქმნებოდა შემთხვევით.უილიამ პელის აზრით თუ უდაბნოს
ქვიშაში საათს ვიპოვით ვიტყვით რომ ის ოსტატის მიერ არის დამზადებული.სამყაროც არის
მექანიზმი რომელსაც ჰყავს შემქმნელი ანუ ღმერთი.ეს არგუმენტი დევიდ ჰიუმმა გაააკრიტიკა და
თქვა რომ თუ სამყაროს ერთი ოსტატი ჰყავს მაშინ რატომ არსებობს სხვადასხვა რელიგიები?მს
მექანიკურ საათზე მეტად მცეენარეს ადარებს რომელსაც არ ჰყავს თავის ოსტატი.ჰიუმის
შეხედულებით შესაძლოა სამყარო დაიწყო როგორც მოწესრიგებული ქაოსი და მდგრდობას მხოლოდ
გარკვეული დროის შემდეგ მიაღწია,შემდეგ კიშესაძლოა კვლავ ქაოსს დაუბრუნდეს.

3)წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი გულისხმობს იმას რომ შეუძლებელია ერთსა და იმავე


საგანზე ერთსა და იმავე დროს ერთ მიმართებაში გამოთქმული ორი ურთიერთგამომრიცხავი
მსჯელობა იყოს ერთდროულად ჭეშმარიტი.ესეიგი ეს კანონი კრძალავს რომ ერთდროულად ამტკიცო
და უარყოდა ერთიდა იგივე რამ.შეუძლებელია კონკრეტულ საგანს თან ქონდეს და თან არ ქონდეს
გარკვეული ნიშან-თვისება.ესეიგი როდესაც რაღაცას ვამტკიცებთ არ უნდა ვამტკიცოთ მისი
საწინააღმდეგოც მსჯელობისას.

You might also like