You are on page 1of 1

საავტორო კინო

ახალი ტალღა (La Nouvelle Vague) - კინემატოგრაფიული მოძრაობა, რომელმაც


პოპულარობა მოიპოვა 1950-იანი წლების ბოლოს, პარიზში, საფრანგეთში. მოძრაობა
მიზნად ისახავდა რეჟისორების სრულ შემოქმედებით კონტროლს მათ ნამუშევრებზე , რაც
მათ საშუალებას მისცემდა თავი აერიდებინათ გადატვირთული ნარატივისგან -
იმპროვიზაციური, ეგზისტენციალური თხრობის სასარგებლოდ. ახალმა ტალღის ფრანგმა
რეჟისორებმა შეცვალეს როგორც საფრანგეთის კინემატოგრაფია , ისე კინოინდუსტრია ,
რამაც გზა გაუხსნა თანამედროვე დამოუკიდებელ საავტორო კინემატოგრაფიას .
ფრანგული ახალი ტალღა წარმოიშვა როგორც პირდაპირი უარყოფა იმდროინდელი
პოპულარული "ძველი ჰოლივუდის" სტილის ფილმებისა, რომელიც ხაზს უსვამდა დიდ
სტუდიების მიერ წარმოებულ კომერციულ, მარტივ ნარატივებს, სტუდიები
აკონტროლებდნენ შემოქმედებით პროცესთა უმეტესობას ან მთლიანობას.
ფრანგების ინსპირაციით იგივე პროცესები განვითარდა ჰოლივუდის სამშობლოშიც .
რა არის ახალი ჰოლივუდი? ორსონ უელსის „The other side of wind” -ში არის სცენა,
რომელსაც შეუძლია ამაზე პასუხის გაცემა. წარმოდგენილია ახალგაზრდა რეჟისორების
ჯგუფი, რომლებიც ჰოლივუდის ოქროს ხანის ტიტანის სახლში მიდიან თავიანთი
აღტაცების გამოსახატად. ეს სცენა გვიჩვენებს, თუ რას ეხებოდა ჰოლივუდის ახალი
ტალღა; ურყევი მადლიერება ფილმის მიმართ, რამაც შთააგონა ამ კინემატოგრაფისტებს ,
მიეღოთ იგი ახალი მიმართულებით. არსებითად, ახალი ჰოლივუდი იყო ამერიკული კინო,
რომელიც დაიბადა კინოსკოლის თაობის მიერ. ჰოლივუდური კინოს ახალი ტალღა 1960 –
იანი წლების ბოლოს, სხვადასხვა მიზეზების გამო გაჩნდა. ერთ მხრივ ფილმის
აკადემიური შესწავლა უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე ოდესმე . საერთაშორისო
ფილმების ხელმისაწვდომობა ისეთი ავტორებისგან, როგორიცაა ტრიუფო და ფრანგული
ახალი ტალღა, უბრალოდ შთააგონებდა მათ. ეს ასევე იყო პასუხი ჰოლივუდის სტუდიური
კინემატოგრაფიისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა ბაზარზე .
არც აღმოსავლეთ ევროპა ყოფილა გამონაკლისი, ჩეხოსლოვაკიის ახალი ტალღა -
ტერმინი, რომელიც გამოიყენება ჩეხოსლოვაკიელი კინემატოგრაფისტების ასაღწერად ,
რომლებმაც დაიწყეს ფილმების გადაღება 1960-იანი წლებიდან. რეჟისორები მილოშ
ფორმანი, ვერა ჩიტილოვა, ივან პასერი, და სხვ. ზოგჯერ "ჩეხოსლოვაკიის კინო
სასწაულადაც" მოიხსენებიან. აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ტალღის ჩამოყალიბება
განსაკუთრებით რთული იყო რეჟიმისა და ცენზურის გამო.
ხოლო ბრიტანული ახალი ტალღა დიდ ბრიტანეთში 1959-1963 წლებში გვხვდება.
ბრიტანული ახალი ტალღა განსხვავებულია სტილითა და თემატიკით, როგორც
ფრანგული ახალი ტალღა. ხშირად გვხვდება შავ და თეთრ ფერებში, ფსევდო-
დოკუმენტური ფილმები (cinéma vérité) რეალურ ლოკაციებზე და რეალურ ადამიანებთან
ერთად.
ეს ყველაფერი კი ფრანგული ახალი ტალღის სამ პრინციპზე დაყრდნობით :
1. სტუდიის უარყოფა
2. არასტანდარტული თხრობა
3. კომპლექსური იდეების გამოხატვა.

You might also like