You are on page 1of 11

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I


კურსის სტუდენტის თათია ბარბაქაძის

რეფერატი

საგანი: ენათმეცნიერების შესავალი


თემა: ენა და დიალექტი
ხელმძღვანელი: ივანე ლეჟავა
მიმართულება: კლასიკური ფილოლოგია
ჯგუფი N მე-16.

2018 წ

1
ენა და დიალექტი

ენის ცვალებადობის შესახებ

ენა ცვალებად მოვლენას წარმოადგენს. ცვლილებები შეინიშნება


ენობრივი სისტემის ყველა რგოლში: ლექსიკურ შემადგენლობაში,
გრამატიკულ წყობაში, ბგერით შემადგენლობასა და ბგერით პროცესებში.
სიტყვებისა და ფორმანტების მნიშვნელობაში.
ენა ყოველთვის გავრცელებულია მასაში, რაიმე ტერიტორიაზე. ენის
გავრცელების არე ტერიტორიული თვალისაზრისით შესაძლებელია
ძალიან დიდი იყოს. მაგალითად ინგლისურუ მეტნაკლებად ხუთივე
კონტინენტზეა გავრცელებული. მაგრამ შესაძლებელია ენა
გავრცელებული იყოს მეტად მცირე ტერიტორიაზე-ერთ სოფელშიც კი.
ასეთ ჯუჯა ენებს აულის ენებს უწოდებენ. აულის ენები გვაქვს
კავკასიაშიც, კერძოდ დაღესტანში.
როგორ მცირე ტერიტორიაზეც არ უნდა იყოს ენა გავრცელებული, იგი
მაინც ყოველთვის შეიცავს განსხვავებულ თქმებს. ენაში ცვლილებებს
შევამჩნევთ თუ შეავადარებთ ერთი და იმავე ენის განვითარების
სხვადასხვა პერიოდს. ( მაგალითად რუსთაველის ენა და თანამედროვე
სალიტერატურო ენა ).
ენაში ცვლილებები შეიმჩნევა მაშინაც, როდესაც აკვირდებიან ერთსა და
იმავე ენას მისი გავრცელების სხვადასხვა, ერთმანეთისაგან მეტ-
ნაკლებად დაშორებულ მიწა-წყალზე .( მაგალითად ავიღოთ ქართლისა
და ხევსურეთის სამეტყველო ენა, სადაც განსხვავება ჩვეულებრივი
მსმენელისთვისაც ადვილი შესამჩნევია)
ცვლილებები დროში ესაა ისტორიული ცვლილებები.დიალექტური
ცვლილებები არის ისეთი ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა
გეოგრაფიულ პუნქტში შეინიშნება და უკავშირდება გარკვეულ
ტერიტორიაზე ენის გავრცელებას. ისტორიული ცვლილებები და
დიალექტური თავისებურებანი შინაგანად უკავშირდებიან ერთმანეთს:

2
ამა თუ იმ დიალექტისათვის დამახასიათებელი თავისებურებები
წარმოადგენენ ისტორიული განვითარების შედეგს ,რომლებიც
სხავდასხვა პირობებში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდა.

დიალექტთა წარმოქმნის საფუძველი და მიზეზები


ნებისმიერი დიალექტის წარმოქმნის საფუძველი ისტორიულია,
წარმოქმნის მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს, ძირითადად -სამია
ა) საკუთრივ ენობრივი ფაქტორი- ენის შინაგანი პოტენციის ნაირგვარი
გამოვლინება, მისი გავრცელების ტერიტორიაზე.

ბ) ეთნიკური ფაქტორი.

გ) ისტორიულ-პოლიტიკური ფაქტორი.

როგორც ვიცით, ენა სისტემაა, ენ ნიშნავს რომ ენაში ყველაფერი


ურთიერთშეპირობებული და ურთიერთგანსაზღვრულია. განსხვავებულ
ენებს განსხვავებული სისტემები აქვთ. ენისა და მეტყველების
ურთიერთმიმართება მოიცავს სისტემისა და მისი გამოხატვის,
შესაძლებლობისა და მოხმარების საკითხებს. სქემატურად ეს ასეთ სახეს
მიიღებს:
ენა მეტყველება,
სისტემა გამოხატვა,
პოტენცია მოხმარება

მეტყველებით ხდება ენის (ანუ სისტემის ,პოტენციის) ამოქმედება


(გამოხატვა, მოხმარება). ერთი და იმავე სიტყვის ნაირგვარი გამოყენება
საფუძველს უქმნის ენობრივი ნაირსახეობების წარმოქმნას. სწორედ ეს
ნაირსახეობები წარმოადგენენ არსებითად დიალექტებს. ამ განმარტების
მიხედვით დიალექტი მეტყველების ფაქტია და არა ენის. მეტიც, ამ
თვალსაზრისით დიალექტია საერთოდ ყოველგვარი მეტყველება, მაგრამ
ცნებას „დიალექტი“ ჩვეულებრივ იყენებენ უფრო ვიწრო მნიშვნელობით.

3
დიალექტი ზეპირმეტყველებაა, წერილობით ხდება მხოლოდ მისი
ფიქსაცია- შესწავლის მიზნით (ენათმეცნიერული, ფოლკლორული,
ეთნოგრაფიაული... თვალსაზრისით).
საერთოდ ზეპირმეტყველება შეიძლება იყოს სალიტერატუროც და
დიალექტურიც. დიალექტური მეტყველება პირველადია
სალიტერატუროსთან შედარებით. დიალექტური მეტყველება არ
ითვალისწინებს სალიტერატურო ენის ნორმებს, თუმცა ეს არ ნიშნავს,
რომ იგი ყოველმხრივ შემზღუდავია ცვლილებების თვალსაზრისით და
მას არა აქვს სპეციფიკური ნორმა. დიალექტს სალიტერატურო ენისგან ის
განასხვავებს, რომ დიალექტის ცვლას, განვითარებას მხოლოდ შინაგანი
კანონზომიერებები განაპირობებენ, აქ არ ხდება ხელოვნური ჩარევა.
დიალექტოლოგია ამა თუ იმ კონკრეტული ენიობრივი სისტემიდან
ამოსვლით განიხილავს დიალექტს- როგორც ამ სისტემის კერძო,
სპეციფიკურ გამოსახულებას.

არის თუ არა დიალექტი დამოუკიდებული ენობრივი


სისტემა?
არსებობს დიალექტთა შესწავლის სამი განსხვავებული პრინციპი.

ა) დიალექტი გაიგება როგორც დამოუკიდებელი, განკერძოებული


ენობრივი სისტემა და აქედან გამომდინარე, ანალიზის საგანი ხდება
დიალექტში არსებული ყველა მოვლენა, მიუხედავად იმისა, ეს
მოვლენები განსხვავდებიან თუ არა სალიტერატურო ენასა და სხვა
დიალექტებში არსებული მოვლენებისგან. ანუ ანალიზის საგანია
ისიც, რაც საერთოა სალიტერატურო ენასა და სხვა დიალექტებთან და
ისიც, რაც განსხვავებული აქვს დიალექტს.
ბ) დიალექტების განხილვის მეორე პრინციპი ყურადღებას ამახვილებს
მხოლოდ სპეციფიკურ დიალექტურ მოვლენებზე, ანუ შესწავლის
საგანი ხდება ის ფორმები, რომლებიც ფონეტიკურად, გრამატიკულად,
ლექსიკურად და სემანტიკურად განსხვავებულია სალიტერატურო ენისა

4
და სხვა დიალექტებისგან. ამის მიხედვით დიალექტი განიმარტება,
როგორც ამა თუ იმ კუთხის მეტყველების თავისებურებათა
ერთობლიობა.
გ) დიალექტი განიხილება როგორც ამა თუ იმ ენობრივი სისტემის
ნაირსახეობა.

დიალექტის სახეები

ეთნიკურ-ტერიტორიული დიალექტები
ეთნოსი ადამიანთა ეროვნული და სოციალურ-ეკონომიკური
ურთიერთობის ფორმაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ისტორიის,
კულტურისა და ენის საერთოობა. იმის გამო რომ ეთნოსი აუცილებლად
არსებობს რომელიმე ტერიტორიაზე, უკავია გარკვეული რეგიონი,
ეთნოსის საცხოვრისის ტერიტორიაზე გავრცელებულ მეტყველებას,
ჩვეულებრივ. ტერიტორიულ დიალექტს უწოდებენ.
სოციალური დიალექტები
სოციალური დიალექტი განიმარტება, როგორც ამა თუ იმ საზოგა-
დოებრივი ფენისათვის ნიშანდობლივი სუბვარიანტი (ქვევარიანტი,
ნაირსახეობა)მეტყველებისა, განპირობებული სოციალურ-
ეკონომიკური, პოლიტიკური , რწმენითი ფაქტორებით.
პროფესიული დიალექტები
პროფესიული დიალექტები შეიძლება დავყოთ მუდმივ და მომენტობრივ
( ანუ სიტუაციურ) ნაირსახეობებად.
ჟარგონი და არგო
ჟარგონიც , პროფესიული დიალექტის მსგავსად , ადამიანის
საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამავდროულად
პროფესიულ დიალექტსა და ჟარგონს ერთი არსებითი ნიშანი
განასხვავებს: ოროფესიული დიალექტი იქმნება სტიქიურად, წინასწარ
განზრახული მიზნის გარეშე, ხოლო ჟარგონი, პირიქით, მიზნად ისახავს

5
შექმნას მეტყველების ისეთი ნაირსახეობა, რომელიც გასაგები იქნება
ადამიანტა მხოლოდ ვიწრო ჯგუფისათვის და გაუგებარი
-საზოგადოების სხვა წევრებისათვის.
იდიოლექტი
იდიოლექტის ცნება ბ.ლოკმა შემოიტანა. მისი განმარტებით იდიოლექტი
არის ამა თუ იმ პიროვნების მეტყველება ერთსა და იმავე საგანზე ერთსა
და იმავე თანამოსაუბრესთა დროის მკაცრად განსაზღვრულ
მონაკვეთში.იდიოლექტი ამ შემთხვევაში ძალიან ვიწრო ცნებად
აღიქმება. ამის მიხედვით ერთი და იგივე პიროვნება რამდენიმე
(პრაქტიკულად აღურაცხელი) იდიოლექტის მქონებელი იქნება.
პარადიალექტოლოგია
ძველი ბერძნული ,,პარა“ ნიშნავს ,, სიახლოვეს,გვერდით“.
პარალინგვისტიკა სწავლობს მეტყველების თანამდევ იმ არაენობრივ
გამომსახველობით საშუალებებს, რომლებიც ავსებენ და აზუსტებენ
გამოსახატავ აზრს. ,, ენა არის მოქცევის (ყოფაქცევის) ფორმ, ესაა
მთლიანად ორგანიზმის რეაქცია სოციალურ გარემოზე.სიტყვები
მხოლოდ ერთი ნაწილია ამ რეაქციისა, რომელიც ამის გარდა მოიცავს
ასევე პოზას, მიმიკას, ჟესტს“ (მ.უესტი)

ენის შინაგანი პოტენციის გამოვლენა ქართული ენის


დიალექტებში
ერთი და იგივე მნიშვნელობა ენაში შეიძლება სხვადასხვანაირად
გამოიხატოს, ეს სხვადასხვაობა შეიძლება გულისხმობდეს გამოხატვის
სხვადასხვა საშუალებებს: გა-მ-ი-გონ-ი-ა მნიშვნელობით იგივეა, რაც
„გაგონილი მაქვს“ , უ-ყვარ-ს იგივეა, რაც ჰყვარობს, ყოველივე ეს ენის
შესაძლებლობებით არის შეპირობებული.
ნაირგვარობა გამოხატვის ერთი და იმავე საშუალების სახესხვაობებსაც
გულისხმობს (ფონეტიკურსა თუ მორფოლოგიურს). მალ-ევ-დ-ა || მალ-

6
ავ-დ-ა|| მალ-ვ-იდ-ა.
გვაქვს სამი შესაძლებლობა

ა) პარალელური ფორმები ფუნქციონირებენ ერთდროულად ერთსა და


იმავე ენობრივ კოლექტივში, როგორც გამოხატვის სტილისტური
ნაირსახეობანი. გამიგონია-გაგონილი მაქვს
ბ) პარალელური ფორმები ისტორიულად ენაცვლებიან ერთმანეთს.
იყო წერ-დ-ი-ს არის- წერდა ხოლმე, ამ რიგისაა და-უ-წერ-ი-ე-ს|| და-უ-
წერ-ი-ა.
გ) პარალელური ფორმები ფუნქციონირებენ ერთდროულად, ოღონდ
სხვადასხვა ენობრივ კოლექტივში, მალ-ევ-დ-ა მალ-ავ-და მალ-ვ-იდ-ა

დიალექტის რაობა.
,,დიალექტი“ (ბერძ: δ ιαληχ τοσ. dialectos) ძველბერძნული სიტყვაა
და ნიშნავს : ,,მეტყველება, წარმოთქმა, გამოთქმა, საუბარი, სამეტყველო
მანერა, სტილი“, საიდანაც ძველბერძნულშივე განვითარდა
მნიშვნელობები: ,,ეროვნული ან ტომობრივი ენა, კილო, კილოური
სიტყვა.“ ამიტომაც ,,დიალექტი“ ზოგჯერ ,,ენის“ ბადლად
გამოიყენებოდა.
ამჟამად იგი ენათმეცნიერული ტერმინია და ერთი ენის ფარგლებში
არსებულ მეტყველების ნაირსახეობებს გულისხმობს. დიალექტის
ქართული შესატყვისია ,,კილო“.
კუთხური მეტყველების თავისეურებათა ერთობლიობას დიელექტი ანუ
კილო ეწოდება. კილოები გამოიყოფა ენაში. მაგალითად, ქართული ენის
კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურითურთ) ქიზიყური, კახური,
იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, ხევსურული, თუშური,
ფშავური, მოხეური, მთიულური... ინგილოური ( აზერბაიჯანის სსრ-ში,
ზაქათალის მხარეს), ფერეიდნული (სპარსეთში, ისპაჰანის მხარეს).
სხვადასხვაობას ერთი და იმავე კილოს ფარგლებშიც ვხვდებით.
კილოში (დიალექტში) გამოიყოფა კილოკავები. მაგალითად: იმერული

7
კილოს კილოკავები იქნებოდა: ზემო-იმერული და ქვემო იმერული;
კახურის კილოკავებია: შიგნი-კახური და გარე-კახური...

კილოკავზე წვრილი ერთეულია თქმა: თქმები გამოიყოფა კილოკავში.


ქვემო-იმერული კილოკავის თქმები იქნებოდა: ხონური, ვანური... შიგნი-
კახური კილოკავის თქმებად შეიძლება მივიჩნიოთ: ყვარლური,
გურჯაანული...
თქმაზე უფრო წვრილი ერთეულია ქცევა (მაგალითად ვანის თქმის
ფარგლებში გამოიყოფოდა უხუთის ქცევა).

ერთი სოფლის ფარგლებშიც არ გვექნება მეტყველების სრული


ერთფეროვნება. ორი ადამიანიც არ შეიძლება ერთნაირად
ლაპარაკობდეს.
დიალექტური მეტყველების თავისებურებანი რომ ხელშესახები იყოს,
გვაქვს ქართული კილოს ნიმუშები.

ქართლური კილო:

... ერთი ბიჭი არი და უჭირამ დიდი პური ხელში და იძახის: პური
მამიტანეთ, პური მამიტანეთ!_ ბიჭო, მანდე გაქ პური და რაღა გინდა?_ ეს
რომ გამომელიოს მერე საიდან მოვიტანო?_ მამა-შენი სად არის? _შარსა
თესამს. --დედა-შენი სად არი?_ ტირილსა თესამს...

კახური კილო (გარე-კახური კილოკავი):

ეხლა დაიწყო ობოლმა: მამა- ჩემსაო ბევრი ფუტკარი ჰყვანდაო;


დილითაო, მიდიოდა ის ფუტკარიო, თვლიდაო და საღამოთი
მოდიოდაო, თვლიდაო: ხო არაფერი დააკლდაო. ერთ დროსაო, რო
მოიდა ფუტკარი, დათვალა, ერთი ფუტკარი დააკლდა, წავიდა მამა-ჩემი,
ეძება, ეძება... ის ფუტკარი დეეჭირნათ და გუთანში შეებათო...

ინგილოური კილო ( ზაქათალის მხარეს, აზერბაიჯანის სსრ):

8
ერ. ქეჩი (= თხა) ყოფილ, სამ წიკოი ( =თიკანი) ჰყოლი. ანწლი ქოხ
გაუ̂აკეთები, შიგ წიკოებ დაუყრი, თუთან ტყეში წასულ ბალახ
ძააზოვნელა (=მოსაძოვრად), შულებიბეუ თ ( =შვილებისთვის) კი
ჰუთქომ: „შულებო, წავალ, ბალახ მოვზოვნი, დავბრუნდებ, ზუზუებით
ზეს მოგიტანყ, ქებით-ბალახს, ჩემ მოსულიანჟა (=მოსვლის ჟამამდე,
მოსვლამდე) ყარ მინამს ( =კარი ვინმეს) არ გაუღოთ...

ფერეიდნული კილო (სპარსეთში, ისფაჰანის მხარეში- სპარსელების მიერ


XVII ს. გადასახლებულ ქართველთა სოფლების მეტყველება; (სულ 14
სოფელია: მარტყოფი, ქომო მარტყოფი, თოლელი, ნინოწმინდა, სიბაქი...)

ოთხი წელს ემისყე ( =ამისგან, ამაზე) წინ ფაიზე (შემოდგომას) ძირობა


(=ძვირობა) იყო ჶერეიდანში. ქურთები ბეურს მიდიოდეს მოკობრობაზე
(=ყაჩაღობაზე). ერთ ღამეს ამბავი მომიტანეს სოფელჩი, რომ გუშინღამაო
სიბაქსა, ლანგე-ჩეშმას, წირქილო გოუ̂ტეხიაყეო. ხოდა, გოუ̂ტანიაყეო ოცი
საპალნე ფქვილი(ო), რო ღირდა იმაშინ ოთხი ასი თუმანი...

ხევსურული კილო:

... მაშინ ერეკლეს შაუქუჩბიან (=შეუგროვებია) თავის ყმან; ბევრ


დახჴოცივან. უფრო ჴევსურთა არვინ მამკვდარას ომში, იმით რომ
ხევსურთ სრუ ყველას ჯაჭვი სცმივ. ერეკლეს უთქვამ: „რა გინდათ, ჩემნო
ხევსურნო, რომ მაგცათ: თეთრი(=ფული) თუ იარაღი, თუ რვალი?“
ხევსურთ არაისად ჴელ არ მოუკიდებავ, უთქომ: „რად გვინდავ
საჩუქარივ? განა საჩუქრის გულისად ვიომეთავ?“ მაშინ ერეკლეს მიუცავ
ზოგისად-იარაღი, ზოგისად-თეთრი.

გურული კილო:

იყო ცოლ-ქმარი; იგენს არ ყავდენ შვილი. ერ ღამეს დეესიზმა ამ კაცს,


რომ შვილი ეყოლებოდა, მარა თვითონ ქე მოკდებოდა. სამი ღამით ადრე
ქმარმა უთხრა ცოლს, რომ ასეთი დემესიზმაო. იმ დღით იყო დევობა და
დევები იტაცებდენ ბოვშვებს. ქმარმა გაფრთხილა ცოლი: ლოგინობის

9
დროს ისეთ გამოქუ̂აბულში შესულიყო, რომ დევებს ვერ მიეგნენ
(=მიეგნოთ). მოკტა აი კაცი. მუაწია მოლოგინების დროი. ქალმა მონახა
ერთი ყუდრო გამოქუ̂აბული და მოლოგინდა. ბოვშს სამი დღეი რო
შუუსრულდა, უშველებელი ( ძალიან დიდი) გახთა...

დიალექტები (დიალექტური სხვაობა) მხოლოდ ცოცხალ ენაში ჩნდება.


მკვდარი ენა აღარ ვითარდება. მას დიალექტური სხვაობა არ შეეძინება
(მკვდარ სამწერლობო ენაში მხოლოდ ის დიალექტიზმები შეიძლება
აღიბეჭდოს, რომლებიც ცოცხალ ენას ახასიათებდა).

კილო( დიალექტი), კილოკავი, თქმა და ქცევა- ეს ოთხი ცნება


თავისებურებათა მეტ-ნაკლებობის საფეხურებს გამოხატავს. ერთ
შემთხვევაში გვექნება უფრო რთული კლასიფიკაცია: დიალექტი (კილო),
კილოკავი, თქმა, ქცევა; მეორეში-უფრო მარტივი: დიალექტი (კილო) და
თქმა.

10
გამოყენებული ლიტერატურა :

1. გ.ნებიერიძე. ენათმეცნიერების შესავალი. თბილისი-1991.

2. ბ. ჯორბენაძე. ქართული დიალექტოლოგია. თბილისი 1989.

3. ა. ჩიქობავა. ენათმეცნიერების შესავალი. თბილისი 1992 წ.

4. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/

5. https://en.calameo.com/books/003432796921f90b5ea34

11

You might also like