Professional Documents
Culture Documents
lecture 15 (სტატისტიკა 1)
lecture 15 (სტატისტიკა 1)
lecture 15 (სტატისტიკა 1)
ვვარაუდობთ ვვარაუდობთ
შედეგს ალბათობას
რულეტკა: ალბათობაა თუ
სტატისტიკა?
• ჭკვიანისთვის
ალბათობაა:
თავიდანვე
გამოთვლის, რომ 18:19
–ზეა მოგება–წაგების
შანსები.
• ბრიყვისთვის ეს არის
სტატისტიკა: მთელ
ქონებას რომ წააგებს,
მერე მიხვდება მოგება–
წაგების შანსებს.
სტატისტიკოსის ამოცანის 2 ეტაპი:
• 1) ინფორმაციის შეგროვება.
• 2) ინფორმაციის დამუშავება და
ინტერპრეტაცია (ანუ, დასკვნა).
593 დადებითად
407 უარყოფითად
593/1000 = 59.3%
407/1000 = 40.7%
• შემდეგ სტატისტიკოსი აკეთებს
ინტერპრეტაციას:
58–60% დადებითად
40–42% უარყოფითად
არასწორი ინფორმაცია
• ინფორმაციის შეგროვების
ეტაპზე შეცდომის წყარო
შეიძლება იყოს როგორც
რესპოდენტი, ასევე
სტატისტიკოსი.
• რესპოდენტმა (ნებსით თუ
უნებლიედ) შეიძლება
არასწორი პასუხი მოგვცეს,
თუ, მაგალითად, კითხვა
ეხება ნარკოტიკების
მოხმარებას, სექსუალურ
ცხოვრებას ან პოლიტიკურ
შეხედულებებს.
პარტნიორთა რაოდენობა
• აქ მოვიყვანთ ერთ
მაგალითს ადრეულ
წლებში ინგლისში
ჩატარებული
გამოკითხვიდან:
კაცებს და ქალებს
ჰკითხეს, საწინააღმდეგო
სქესის რამდენი
პარტნიორი ჰყოლიათ
მათ ოდესმე. ეს რიცხვი
საშუალოდ გამოვიდა
კაცებისთვის: 3.7
ქალებისთვის: 1.9.
• ახლა მე მაქვს თქვენთან
ასეთი კითხვა:
ხომ არ აპროტესტებთ
რაიმეს ამ რიცხვებში
(მე ვგულისხმობ არა
მორალური, არამედ
მათემატიკური
თვალსაზრისით)?
შეიძლება თუ არა ეს
რიცხვები
შეესაბამებოდეს
სინამდვილეს?
• ამ კითხვის პასუხია “არა”. ადამიანებს რომ სწორად
ეპასუხათ მოცემულ კითხვაზე, მაშინ ეს ორი რიცხვი
აუცილებლად ტოლი უნდა გამოსულიყო. (თქვენ თვითონ
დაფიქრდით, რატომ), გამოკითხვამ კი განსხვავებული
რიცხვები მოგვცა.
ინფორმაცია ინტერპრეტაცია
პოლიოს ვაქცინა (მცირე შერჩევა)
• ადრეულ წლებში
ამერიკაში ჩაატარეს ცდა,
თუ რამდენად იცავს
პოლიოზე აცრა ბავშვებს
ამ ავადმყოფობისაგან.
აცრეს 450 ბავშვი. მათთან
ერთად კიდევ 850
აუცრელი ბავშვი აიყვანეს
აღრიცხვაზე (სულ 1300
ბავშვი). როდესაც დაიწყო
პოლიოს ეპიდემია, ნახეს,
რომ აცრილი ბავშვებიდან
არცერთი არ დაავადდა ამ
ავადმყოფობით.
პოლიოს ვაქცინა (მცირე შერჩევა)
• მაგრამ მათ ასევე
აღმოაჩინეს ასევე, რომ
აუცრელი ბავშვებიდანაც
არავინ არ დაავადდა. აქ
საქმე შემდეგშია: თუნდაც
ეპიდემიის დროს
პოლიოთი ისე ცოტა
ბავშვი ავადდება, რომ
1300 ბავშვზე დაკვირვება
არავითარ სტატისტიკას არ
იძლევა. საჭირო იყო
უფრო მეტ ბავშვზე
დაკვირვება.
ტელემესიჯები (მცირე შერჩევა)
• მცირე შერჩევის კარგი
მაგალითია ტელემესიჯები
პოლიტიკური გადაცემების
დროს:
“მთელი ლოტკინი
თქვენთანაა!”
• ტელემაყურებელი შესაძლოა
უყურებს გადაცემას
მეზობელთან ერთად, რომელიც
კვერს უკრავს მის ყოველ
პოლიტიკურ მოსაზრებას და ამ
ორის აზრი წარმოდგენილია
როგორც მთელი ლოტკინის
მხარდაჭერა.
ტელეგამოკითხვა
(არაწარმომადგენლობითი შერჩევა)
• ჩვენ ვისაუბრეთ არასწორი
შერჩევის პირველ ტიპზე,
როდესაც შერჩევა არის
მცირე (ანუ ცოტა ხალხს
ჰკითხეს აზრი). მაგრამ
შერჩევის რაოდენობის
გაზრდა საქმეს ვერ
უშველის, თუ შერჩევა არაა
წარმომადგენლობითი,
ანუ, თუ გამოკითხული
ადამიანები რაღაც ნიშნით
სპეციფიკურნი არიან. ეს
არის არასწორი შერჩევის
მეორე ტიპი:
არაწარმომადგენლობითი
შერჩევა.
ტელეგამოკითხვა
(არაწარმომადგენლობითი შერჩევა)
• მაგალითად,
ხშირია სატელევიზიო
გამოკითხვები,
როდესაც
მაყურებლები
ტელეფონით
აფიქსირებენ თავიანთ
სიმპათიებს. ასეთი
მაყურებელი ბევრი
ნიშნით შეიძლება იყოს
სპეციფიკური:
• ჯერ ერთი, ყოველ არხს თავისი მაყურებელი
ჰყავს.
• სინამდვილეში დიდი
უპირატესობით გაიმარჯვა
დემოკრატების
კანდიდატმა ფრანკლინ
რუზველტმა.
• ამის ახსნა არის შემდეგი:
იმ დროისათვის
ტელეფონი ძირითადად
მდიდარ მოსახლეობას
ჰქონდა.
მოსახლეობის ეს ნაწილი
კი უპირატესად
რესპუბილკელებს
უჭერდა მხარს.
ახალი საკვები პროდუქტი
(არაწარმომადგენლობითი შერჩევა)
• ლონდონში ჩაატარეს
მოსახლეობის გამოკითხვა:
რამდენად მოსწონდათ მათ
ახალი პროდუქტი: ლობიოს
კონსერვი ღორის სოსისით.
მათ შეარჩიეს ლონდონის
უბანი (Golders Green),
რომელიც ტიპიური იყო
ლონდონისთვის, როგორც
მასახლეობის შემოსავლის
დონით, ასევე მათი ასაკით.
თუმცა მათ გამორჩათ ერთი
მომენტი: ამ უბანში მაღალი
იყო ებრაული მოსახლეობის
წილი, რომლებიც ნაკლებ
დაინტერესებას იჩენდნენ
ღორის სოსისის მიმართ.
მაგალითი ქართული სინამდვილიდან:
თბილისის წყლით მომარაგება
• 90–იან წლებში
თბილისში ჩაატარეს
გამოკითხვა (კარდაკარ
პრინციპით), თუ
რამდენად კარგად
მარაგდებოდა
თბილისის მოსახლეობა
წყლით. გამოკითხვამ
აჩვენა ზედმეტად კარგი
რეზულტატი, რამაც
ჩააფიქრა გამოკითხვის
ორგანიზატორები.
მაგალითი ქართული სინამდვილიდან:
თბილისის წყლით მომარაგება
ინფორმაცია ინტერპრეტაცია
რთული ოპერაცია
– ექიმო, გადავურჩები ამ
ოპერაციას?
– არაფერია სანერვიულო!
ეს რთული ოპერაციაა და
სტატისტიკის თანახმად
10–დან 9 პაციენტი
იღუპება. ჩემი წინა 9
პაციენტი კი ყველა
დაიღუპა, ამიტომ თქვენ
აუცილებლად
გადარჩებით.
საშუალო სტატისტიკური
ადამიანი
• სტატისტიკის
თანახმად
ადამიანებს
საშუალოდ
ერთი მკერდი
+ და ერთი
საკვერცხე
აქვთ.
2
ახალი ჭეშმარიტება
• უკანასკნელი
სტატისტიკური
მონაცემების
თანახმად,
მოსახლეობის 51%
უმრავლესობაშია.
პოლიტიკოსის დაპირება
– ჩემი
გაპრეზიდენტების
შემთხვევაში ყოველ
მოქალაქეს ექნება
საშუალოზე მაღალი
შემოსავალი!
ჰარვარდის სტატისტიკა
• 1901 წელს ჰარვარდის
უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა
სტატისტიკა, რომ
კურსდამთავრებული
სტუდენტი გოგონების 33 %
ცოლად გაჰყვა თავის
ლექტორს.
• იმ წელს ჰარვარდის
უნივერსიტეტი დაამთავრა
მხოლოდ სამმა გოგონამ და
ერთი მართლაც ცოლად
გაჰყვა თავის ლექტორს.
გამოგონილი სტატისტიკა
• ყველა არსებული
სტატისტიკური
მონაცემის 42.7%
ჰაერიდანაა აღებული.
• (ეს სტატისტიკური
მონაცემიც, რა თქმა უნდა,
ჰაერიდანაა აღებული:
ვინ დათვალა სულ
რამდენი სტატისტიკური
მონაცემი არსებობს
მსოფლიოში და რამდენია
მათ შორის
გამოგონილი?!)
როგორ ჩნდებიან ბავშვები?
• ევროპის ერთ–ერთ
ქალაქში გამოქვეყნდა
სტატისტიკა, რომ ამ
ქალაქში იმატა
წეროების რიცხვმა.
ცოტა ხანში ამას მოჰყვა
ახალი სტატისტიკა:
ამავე ქალაქში იმატა
ახალშობილთა
რიცხვმა. მართლა
მოჰყავთ თუ არა
ბავშვები წეროებს?
როგორ ჩნდებიან ბავშვები?
• რა თქმა უნდა, არა.
უბრალოდ ქალაქის
ტერიტორია
გაიზარდა. ამან კი
ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად
გაზარდა როგორც
წეროების რიცხვი,
ასევე მოსახლეობის
რაოდენობა. ამ ორ
მოვლენას შორის
არავითარი პირდაპირი
კავშირი არ არსებობს.
დაბადების დღეები
• დაბადების დღეების აღნიშვნა სასარგებლოა
ჯამრთელობისთვის: სტატისტიკის
თანახმად, ის ვინც უფრო მეტ დაბადების
დღეს იხდის, უფრო დიდხანს ცხოვრობს.
• დაკვირვება ტარდება
ცალ–ცალკე ქალებზე
და კაცებზე.
• შედეგები მოცემულია
ქვემოთ ცხრილებში.
ქალები კაცები
• ეს მაგალითი გვიჩვენებს,
რომ თუ შესაძლებელია,
ცალ–ცალკე ჯგუფებზე (ამ
შემთხვევაში, ქალებზე და
კაცებზე) უნდა ჩავატაროთ
ზოგადად ექსპერიმენტი.