You are on page 1of 2

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს

საზოგადოების ნაწილი [შოთა რუსთაველი] მიიჩნევს,რომ ადამიანს მტერი ისე


ვერას ავნებს როგორც საკუთარი თავი. ჩემი აზრით,ყველა ადამიანის უდიდესი
მტერი რიგ შემთხვევებში საკუთრი „მეა“. ორმაგად რთულია შენი თავის
დამარცხება,რადგან თანაბარი ძალები გაქვთ. საკუთარ თავთან ჭიდილს დიდი
ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან ორივე შენ ხარ. შენს ყველაზე უარეს მტერს არ
შეუძლია ისეთივე ზიანი მოგაყენოს, როგორც საკუთარ აზრებს. ვფიქრობ,
ადამიანის ფსიქოტიპი და ემოციები განაპირობებს ამგვარ ვითარებას . აღნიშნული
საკითხის სიმწვავეს ამტკიცებს ამ თემაზე შექმნილი არაერთი ნაწარმოები.
თითოელულ მათგანში ნათლად ჩანს პრობლემის აქტუალობა.
მსჯელობას დავიწყებ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანით“,რომელშიც
მწერალი გვაჩვენებს, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანს საკუთარი
თავისთვის. სოგრატია იმ ადამიანის სახე, რომელსაც საკუთარმა
დაუფიქრებლობამ და გაუაზრებლობამ დიდი ზიანი მიაყენა. მან ვერ აწონ-დაწონა
მეფისთვის სათქმელი ამბის სიმძიმე, ვერ გაიაზრა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე
მეფეს და საკუთარ თავს დიდი განსაცდელი მოუვლინა მეფის განრისხებით.
სოგრატი საკმაოდ უდიერად მოეპყრო ამ საქმეს. მას უნდა ეცნობებინა
ავთანდილის სურვილი - წასულიყო ქვეყნიდან ტარიელის
დასახმარებლად,რადგან ფიცი ჰქონდა დადებული და ამის გატეხვა არ შეეძლო,
“სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცნი ფიცნი გამოსცდიან“ , ეუბნება ავთანდილი. თუ
გავითვალისწინებთ იმას,რომ ვეზირმა იცოდა მეფის პოზიცია,რომელსაც
გაუჭირდებდა საყვარელი ავთანდილის დათმობა და გაშვება, მას მეტი
თანაგრძნობითა და რიდით უნდა მოეყოლა მეფისთვის ეს ამბავი. ჩემი
სუბიექტური აზრით, როსტევანი არა იმდენად ამბის შინაარსმა, არამედ ამ ამბის
მიმართ სოგრატის დამოკიდებულებამ და სიცხადემ განარისხვა,“ვითამც რამე
სიხარული საქმე მითხარ ვითა ადრად“, „ხამსცა,კაცმან პატრონისა საწყინარსა არ
დაჰხედნეს“. როსტევანი სამართლიანი,ღირსეული მეფეა,ის პატივს სცემს ყველა
თავის ქვეშევრდომს და მისი განაწყენება ლოგიკურია. კიდევ უფრო მეტად ჩანს ამ
ეპიზოდში, რაოდენ წრფელი და ძლიერი სიყვარული აკავშირებსთ მეფესა და
ავთანდილს, ვინაიდან როსტევამა ვაზირი მხოლოდ „ტანი ალვას“ გამო დაინდო
და არ მოკლა. სოგრატი ,რომელიც სასახლიდან გამოდის გაშმაგებული და
გამწარებულია ავთანდილზე და თავ-ბედს იწყევლის.
ასე რომ, მტერი ისეთს ვერაფერს დააკლებდა სოგრატს,როგორც საკუთარმა
ნათქვამა და დაუფიქრებლობამ მოუღო ბოლო.
(განრისხებული მეფე სკამს რომ ესვრის, ამაზე აღარ დაგიწერია, შეგნებულად თუ
გამოგრჩა? მ.ბ.)
საკუთარი თავის ვნებაზე მახსენდება ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“,რომელიც
არათუ ქალმა,არამედ საკუთარმა თავმა დაღუპა. ის თავისუფალი ნებით
მიისწრაფოდა უმაღლესი იდეალისკენ,რა თქმა უნდა, ღმერთის [ღვთის] შეწევნით,
რომელმაც ამის ნიშნად სენაკში, სადაც იგი ლოცულობდა, მოუვლინა
სხივი,რომელიც ლოცვანის წიგნს იჭერდა. ამგვარად,თითქოს განდეგილმა
მიაღწია მიზანს და კავშირი დაამყარა ღმერთთან. მაგრამ ტრაგედია, რომელიც
თავს დაატყდა, მაინც ვერ აიცილა. განდეგილისა და მწყემსი ქალის შეხვედრა
მოხდა იმ ეტაპზე,როცა ეს უკანასკნელი ჯერ ბოლომდე არ იყო
გათვითცნობიერებული საკუთარ თავში,რწმენა არ ჰქონდა განმტკიცებული და
შინაგანი გაორება ჰქონდა. ქალის გამოჩენამ უბრალოდ მასში მიმდინარე ეს
პრცესები დააჩქარა და განდეგილმა მთელი თავისი შრომა წყალში ჩაყარა. მან
საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.არ შეიძლება ნახევრად ვაკეთოთ რამე და არა
მთელი გულით.რწმენის ტრაგედიას საკუთარ გრძნობებში გაურკვევლობა
იწვევს,სულიერ ჭიდილში რამდენად ხარ თავისუფალი და ამაღლებული
ამქვეყნიურობაზე,თუ ყოფიერება გმართავს და მიგაჭენებს უფსკრულისაკენ .
თავისუფლებაც ხომ თავის ფლობაა, რაც განმარტოვებულ მეუდაბნოეს მხოლოდ
იქამდე შეძლო,ვიდრე საცდური არ ეწვია.ის მყარი რომ ყოფილიყო თავის თავში,
ასეთ მარცხს არ განიცდიდა. აქ აღარ ვსაუბრობ საუბედუროდ, ასეთია
რწმენაშერყეული ადამიანის ბედზე, [რომელიც] განწირულია იგი დასაღუპად.

აღა მაჰმად ხანის შემოსევა 1995 წლს ვერ იქნებოდა ისეთი სასტიკი, როგორადაც
ქართველებისვე ღალატმა აქცია, შეშინებული და უკან გაბრუნებული მტერი
მოღალატე ფეოდალებმა მოაბრუნეს და მანაც ქვა ქვაზე აღარ დატოვა . ანდა ,
გახლეჩილი ერი დღესაც ვერ მოსულა გონს, გამუდმებულმა შინა მტრობამ
საქართველო დაასუსტა და გამყიდველობამ იმაზე მეტი დაუშავა, ვიდრე მტერი
მოგვიტანდა ზიანს.
ანდა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლი, რომელიც სოცქსელში
გამუმებით ცდილობს ყოფილ მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენოს, შედეგად კი
სასამართლოცა და ხალხის სამსჯავროც მისივე შეუსაბამო ქცევასა და
გაუმართლებელ ტყუილებზე საუბრობს. ვერ ვწერრ აქტუალობაას არაფერი
მაფიქრდებაა
{ეს პრობლემა აქტუალური იყო და არის დღესაც. როდესაც არანაირი გარეგანი
მტერი არ არსებობს ჩვენ თავად ვართ ჩვენივე თავის მტერი. ჩვენი ფიქრები და
გადაწყვეტილებები გვვნებს ყველაზე მეტად. როდესაც ადამიანი კლავს
ფიზიკურად თუ სულიერად, ამაზე დიდ ზიან ვინ მიაყენებს მას ან ხორციელად ან
ფიზიკურად.}
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე აბსოლუტურად ვეთანხმები რუსთვლის
აფორიზმს, რომ გარეშე მტერი ისე ვერაფერს ავნებს ადამიანს, როგოც შინაური ,
ანდა, საკუთარი თავი.

You might also like