You are on page 1of 4

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა


ფსიქოლოგიის საბალაკავრო პროგრამა

აბორტის აკრძალვა გაუმართლებელია

მარიამ გაბუნია

საგამოცდო ნაშრომი

კურსის ხელმძღვანელი: სალომე დუმბაძე

თბილისი
2022
დღესდღეისობით ადამიანთა აზრი აბორტის შესახებ ორად იყოფა. განუწყვეტლივ
მიდის დავა უნდა იყოს თუ არა აბორტი დაშვებული. აბორტის გაკეთება თითოეული
ქალის უფლებაა და აუცილებელია, რომ ეს იყოს ლეგალური.
აბორტი არის პროცედურა, რომელიც იწვევს ორსულობის დასრულებას.
ორსულობის დამთავრების სურვილი კი, შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს
გამოწვეული.
აბორტის აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს უამრავი პრობლემა ქალის ცხოვრებაში.
ეს პროცედურა უნდა ტარდებოდეს, რადგან ქალის ფიზიკურ და მენტალურ
ჯანრმთელობას საფრთხე არ დაემუქროს ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს.
ფეხმძიმე ქალი ყოველდღიურად იტანს:დაღლილობას, გულისრევას, სისხლდენასა
და სხვა ფიზიკურ ცვლილებებს(San-Fillipo,2020,გვ.28). ეს სიმპტომები ორსულობის
დროს ბუნებრივია, მაგრამ ქალისთვის, რომელიც ძალდატანებით განიცდის მსგავს
მოვლენებს, ეს ყოველივე ტანჯვაა და ფიზიკური ჯანრმთელობის ხელყოფაა.
რაც შეეხება ზემოთხსენებული მოვლენების გავლენას მენტალურ მდგომარეობაზე,
ხშირად დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობის შემდგომ ადამიანი განიცდის
ნერვიულ აშლილობასა და მძიმე დეპრესიას, რაც შეიძლება დასრულდეს
ფატალურად(San-Fillipo,2020,გვ.30). ამ შემთხვევაში თუ ქალს არ სურს ორსულობა
აბორტის პროცედურა უნდა ჩატარდეს, რათა ადამიანმა არ განიცადოს მსგავსი
სტრესი. ჩატარებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ქალებს, რომლებსაც არ
სურდათ ბავშვის გაჩენა უფრო მეტად ემართებოდათ დეპრესია, ვიდრე მათ,
რომლებსაც უნდოდათ ბავშვის ყოლა(San-Fillipo,2020 cited Coker et al.,2017,გვ.30).
ბევრი ამ პრობლემებს მარტო ვერ უმკლავდება და ფსიქოლოგის საჭიროების საკითხი
დგება, რაც მოითხოვს ფინანსებს. ამას უკვე შემდეგ საკითხთან მივყავართ.
ფინანსური მდგომარეობა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აბორტი არ უნდა
აიკრძალოს. ხშირ შემთხვევაში ქალებს, რომლებიც აბორტის გაკეთებას ითხოვენ, არ
აქვთ მზაობა, რათა იყოლიონ ბავშვი. ორსულობა, მშობიარობა და შემდგომში ბავშვის
მოვლა დაკავშირებულია დიდ თანხებთან, ეს კი ზოგი ადამიანისთვის პრობლემაა.
ზოგ ქალს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვი სრულყოფილად უზრუნველყოს
საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებითა და ნივთებით, ამიტომ ხშირად
ასეთ სიტუაციებში აბორტი ხდება გამოსავალი, რათა ქალმა თავიდან აიცილოს
სერიოზული ეკონომიური პრობლემები. ჩატარებული კვლევის მიხედვით ქალები,
რომლებსაც უარი უთხრეს ორსულობის შეჩერებაზე, წლების განმავლობაში
განიცდიდნენ გაჭირვებას. ეს ამტკიცებს იმას, რომ არასასურველი ორსულობა იწვევს
ქალების ცხოვრებაში დიდ ფინანსურ პრობლემებსა და წვალებას(San-
Fillipo,2020,გვ.29).
სურვილის შემთხვევაში, ქალს უნდა შეეძლოს აბორტის გაკეთება დაცულ და სწორ
გარემოში. მრავლადაა შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი გოგონები ვერ
ამხელენ თავიანთ ფეხმძიმობას, რაც მათ უბიძგებს აბორტის გაკეთებისკენ, ოღონდ
არაშესაბამის დაწესებულებაში. ყოველდღე ამის გამო იღუპება ბევრი ადამიანი, რაც
გამოწვეულია არაპროფესიონალი ექიმებით და ანტისანიტარიული
გარემოთი(Haddad & Nour,2009,გვ.122). თითოეული ადამიანი იმსახურებს იმას, რომ
მისი ჯანრმთელობა არ დადგეს საფრთხის წინაშე. მილიონობით ქალი იხოცება
ბინძურ გარემოში გაკეთებული აბორტის შემდეგ, ასეთი დაუცველი პროცედურის
შედეგად იჭრება ინფექცია, იწყება შეუჩერებელი სისხლდენა და საბოლოოდ ეს
სხდება მიზეზი დიდი ტრაგედიის. აბორტის აკრძალვის შემთხვევაში ეს მოვლენები
არ შეიცვლება, პირიქით უფრო მეტად გახშირდება. სწორედ ამიტომ, აბორტი უნდა
იყოს ლეგალური ყველგან, რათა ადამიანს პროცედურა ჩაუტარდეს დაცულ და
კონფორტულ გარემოში.
ბევრი ვერ ხვდება, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ქალს უფლება, მოექცეს თავის სხეულს
ისე, როგორც უნდა. ასეთი ადამიანების აზრი აბორტთან დაკავშირებით
რასაკვირველია უარყოფითია. მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ
ნაყოფს სიცოცხლის უფლება უნდა ჰქონდეს (Lowe & Page,2019, გვ.134). აბორტის
მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ იმას, რომ ნაყოფი ჩასახვიდან უკვე ადამიანია და მისი
სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება(Thomson,1971,გვ.1). აქტივისტები, რომლებიც
ცდილობენ აბორტის აკრძალვას ძირითადად არიან რელიგიურები(Lowe &
Page,2019,გვ.135), ისინი ხშირად თავიანთ სარწმუნოებას იყენებენ არგუმენტად, რათა
დაამტკიცონ საკუთარი მოსაზრება იმაზე, რომ აბორტი ადამიანის მკვლელობის
ტოლფასია. ეს ადამიანები საერთოდ არ ითვალისწინებენ იმ მიზეზებს, რის გამოც
აბორტი უნდა იყოს დაშვებული და იბრძვიან, რათა აიკრძალოს ეს პროცედურა. მათ
არ აქვთ საკმარისი ცოდნა იმაზე, რომ აბოტი ზოგი ქალისთვის კონკრეტულ
სიტუაციაში სასიცოცხლოდ საჭიროა. ზოგი ფიქრობს, რომ ორსულობა და ბავშვის
გაჩენა მარტივია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროცესი არამარტო ქალის
ცხოვრებაში, არამედ თვითონ ორგანიზმშიც.
აბორტი ქალისთვის არ არის მარტივი გადასატანი, ამას ემატება გარემო
ფაქტორებიდან გამოწვეული სტრესი, სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა,
რომელსაც სწორედ აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტები იწვევენ საზოგადოებაში.
აბორტის გაკეთება არავის უხარია, მაგრამ ეს ქალს თავიდან აცილებს იმ სერიოზულ
დაბრკოლებებს, რასაც არასასურველი ორსულობა იწვევს. საბოლოოდ, ყველა ქალს
უნდა მიეცეს უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს პროცედურა შიშისა და მალვის
გარეშე ჩაიტარონ, რათა არ შეექმნას მათ სიცოცხლეს საფრთხე. აბორტი არის
ადამიანის უფლება და არა დანაშაული. 2
ბიბლიოგრაფია

Haddad,L., & Nour,N.(2009). Unsafe abortion: unnecessary maternal mortality. Women’s


Health in the Developing World, vol 2 (no2),122-126.
Doihttps://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2709326/pdf/RIOG002002_0122.
pdf

Lowe,P., & Page, S-J.(2019). Rights-based claims made by UK anti-abortion activists . Health
and Human Rights Journal, vol21 (no2), 133-144.doihttps://cdn1.sph.harvard.edu/wp-
content/uploads/sites/2469/2019/12/Lowe.pdf

San-Fillipo, C.(2020). Why woman should make the abortion decision: damned if you do,
damned if you don’t. Ramapo Journal of law and society,
4-38.doihttps://www.ramapo.edu/law-journal/files/2020/09/Chritina-San-Fillipo.pdf

Thomson, J.(1971).A Defence of Abortion. Philosophy & Public Affairs, vol 1 (no1), 69-
80.doihttps://spot.colorado.edu/~heathwoo/Phil160,Fall02/thomson.htm

You might also like