Professional Documents
Culture Documents
მეეე ვარ ყველაზე ძლიერი
მეეე ვარ ყველაზე ძლიერი
„21-ე საუკუნეში, ჩვენ მოწმენი ვართ ტენდენციისა, როცა მკვეთრი საზღვარი ომისა
და მშვიდობის მდგომარეობებს შორის იშლება. ომების გამოცხადება აღარ ხდება და
როცა კონფლიქტი იწყება, იგი არ მიჰყვება მის ჩვეულ მოდელს. “ "ომის წესები"
მნიშვნელოვნად შეიცვალა. ძალზე გაიზარდა არასამხედრო მეთოდების როლი
პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რაც საკუთარი
ეფექტიანობით ზოგჯერ იარაღის ძალასაც კი ბევრად აღემატება. აქცენტი კეთებდა
არასამხედრო მეთოდებზე როგორიცაა ეკონომიკური,პოლიტიკური,ჰუმანიტარული
ინფორმაციული და ბოლო პერიოდში სპეციალური ძალების ფარული ოპერაციები.
აქედან გამომდინარე მინდა ვისაუბრო რა როლს ასრულებს ზემოთ ხსენებული
ტენდენცია რუსული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. ამისათვის აუცილებელია
თანამედროვე რუსეთის ისტორიული ექსკურსის ანალიზი გეოპოლიტიკურ
ჭრილში.სსრკს დაშლის შემდეგ რუსეთი დასავლურ რელსებზე უნდა გადასულიყო
თუმცა 1996 წელს რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ევგენი პრიმაკოვი- ,,
მულტიპოლარული სამყარო, სადაც ერთი სახელმწიფოს დომინაცია არ არსებობს და
რუსეთს ამ გზით მთავარ მოთამაშედ ყოფნა შეუძლია’’-წარმოადგენდა პრიმაკოვის
უმთავრეს პრინციპს.მთავრობაში ყოფნისას მან შეიმუშავა დოქტრინა,რომლის
მიხედვითაც რუსეთი არ ცნობს საერთაშორისო სისტემას აშშს დომინანტობით,მისი
მიზანია საყოველთაო ქაოსი და რამდენიმე გლობალური ძალა რომლის წესებითაც
მოხდება პარტიების გათამაშება. პრიმაკოვის დოქტრინა სამ ძირითად პრინციპს
ეფუძვნება : რუსეთის დომინირება პოსტ საბჭოთა სივრცეში,ნატოს
გაფართოებისათვის ხელის შეშლა, ჩინეთისა და ინდოეთის როლი, ეს სამი პრინციპი
ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და რუსეთის საგარეო პოლიტიკის წარმოების
ფუნდამენტს წარმოადგენს.