You are on page 1of 21

რისი ცოდნა დაგჭირდება, სადმე სუფრაზე რო მოხვდე :*

რა არის დებულება? ................................................................................................................. 1


ლოგიკური კვადრატი ............................................................................................................... 1
მაკაწები- მარტივი კატეგორიული წინადადებები: .................................................................. 2
უკუქცევა-გადაქცევა ................................................................................................................. 2
ტერმინთა განაწილება/სრული მოცულობით აღება ................................................................. 3
ყველაფერი, რაც დიაგრამებზე უნდა იცოდე ........................................................................... 4
სილოგიზმები ........................................................................................................................... 5
სილოგიზმის ფიგურა-მოდუსი ................................................................................................ 6
სწორი სილოგიზმის წესები ...................................................................................................... 7
ენთიმემა და სორიტი ................................................................................................................ 7
პროპოზიციული ლოგიკა ......................................................................................................... 9
დანასკვის მართებულობის დამტკიცება .................................................................................10
გამოყვანის იმპლიკაციური წესი .............................................................................................11
პრედიკატთა ლოგიკა ...............................................................................................................13
მოდალური ლოგიკა.................................................................................................................16
ტემპორალური ლოგიკა ...........................................................................................................18

რა არის დებულება?
მსჯელობა/დებულება ეწოდება ისეთ თხრობით წინადადებას, რომელიც შეიძლება იყოს
ჭეშმარიტი ან მცდარი;

ლოგიკური კვადრატი
კონტრარული - ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება.

სუბკონტრარული - ერთდროულად მცდარი ვერ იქნება


SaP_კონტრარული_SeP
კონტრადიქტორული - ერთმანეთის საპირისპიროა
დაქვემდებ.
დაქვემდებ.

დაქვემდებარებული - თუ მაქვემდებარებელი

SiP_სუბ.კონტრარ_SoP ჭეშმარიტია, დაქვემდებარებულიც ჭეშმარიტია.


მაკაწები- მარტივი კატეგორიული წინადადებები:
!! ერთადერთი შემთხვევა, როცა დასკვნა არამართებულია- წანამძღვრები ჭეშმარიტია
და დანასკვი მცდარი. (1,1...1-0)

• მაკაწებს გააჩნიათ:

ტერმინები -მაკავშირებლების გარდა, ყველა სიტყვა, რომლებიც დებულებებშია. (S,P…)


მაკავშირებლები -

• მაკაწები იყოფიან ორგვარად: რაოდენობრივად და თვისობრივად.

რაოდენობრივად: კერძოობითი-SiP, SoP (ზოგი) და ზოგადი-SaP, SeP (ყველა, არცერთი)

თვისობრივად: დადებითი-SaP, SiP (არის), უარყოფითი- SeP, SoP(არ არის)

უკუქცევა-გადაქცევა
უკუქცევისა და გადაქცევის დროს წინადადების შინაარსი გვრჩება იგივე, უბრალოდ
გამოთქმის ფორმაა განსხვავებული. როგორც ვიცით, (იმედია, იცი, თორემ...) დებულებაში
სუბიექტს ვწერთ წინ და პრედიკატს ბოლოს, ანუ უბრალოდ რაც პირველი გვიწერია
წინადადებაში, ვარქმევთ S-ს და რაც ბოლოს გვიწერია, P-ს. უკუქცევის მიზანია, საწყისი
წინადადება გადავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი სუბიექტი მოექცეს წინადადების ბოლოში, აზრი კი
იგივე დაგვრჩეს.

განვიხილოთ SaP- ამ წინადადებით ვიგებთ, რომ ყველა S არის P. მაგრამ თუ წინადადებას


დავიწყებთ P-თი და გამოვიყენებთ ჩვენთვის ნაცნობ მაკავშირებელს, რისი თქმა შეგვიძლია.
ანუ ყველა S რადგან P-ა, გამოდის ზოგიერთ P-ზე დანამდვილებით ვიცით, რომ S-ია
ანუ SaP-ის უკუქცევა არის PiS (გთხოვ, შრიფტების ცვლა დამიფასე და შვილებს მოუყევი).

ანალოგიურად რო მიუდგე ყველა წინადადებას.

SiP გეუბნება ზოგი S არის P-ო და P-ებზეც რა გამოდის, რო ვიცით, რო ზოგი P არის S,

ანუ SiP-ის უკუქცევა არის PiS

SeP გეუბნება არცერთი S არ არის P-ო, შესაბამისად, არცერთი P-ც არაა S და რადგან SeP-ის
დაქვემდებარებული წინადადება ამ დროს ავტომატურად სწორია SoP-იც.

ანუ SeP-ის უკუქცევა იქნება PeS და PoS

SoP რადგან მხოლოდ იმას გვეუბნება, რო ზოგი S არ არის P, P-ზე ვერაფერს ვერ ვიტყვით, რო
წარმოიდგინო, ის ვარიანტიც გამოდის რო ყველა P S-ია, არცერთი P S არ არის, ზოგიერთი P S
არ არის და რიავი რაა

ანუ SoP-ს არ გააჩნია უკუქცევა

სულ ესაა უკუქცევა, ფშიუ, ფშიუ, ბახ, ბახ, ახლა გადაქცევა...

მოკლედ, აქამდე ხო ამბობდი რაღაც წინადადებას, რო ყველა ნინი კარგი მეგობარიაო. ხოდა
გადაქცევა გეუბნება, კარგი მეგობარი კი არა ცუდი მეგობარი რო იყოს პრედიკატი, იგივე
შინაარსით როგორ მეტყოდი ამ წინადადებასო და შენ ეტყოდი, არცერთი ნინი არ არის ცუდი
მეგობარიო, რაც ცხადია ისედაც. ტერმინის საპირისპირო ტერმინს აღვნიშნავთ შტრიხის
მიწეპებით.

ანუ SaP-ის გადაქცევა იქნება SeP’

SeP-ის გადაქცევა იქნება SaP’

SoP-ის გადაქცევა იქნება SiP’

SiP-ის გადაქცევა იქნება SoP’

რუბრიკა „როგორც ვერ შეამჩნევდი“- ზოგად მაკავშირებლიანი წინადადებები ერთურთში


გადადიან და კერძოობითები ერთურთში. შტრიხი არ დაგავიწყდეს.

ტერმინთა განაწილება/სრული მოცულობით აღება


მოკლედ, ტერმინთა განაწილების კარგად გასაგებად განვიხილოთ ოთხივე მაკავშირებლის
ტიპის წინადადება.

SaP- ანუ ყველა S არის P. ამ წინადადების მართებულად დაწერისთვის ავდექი, შევამოწმე


ყველა S და მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რო თურმე ყველა P-ში ცხოვრობს, აააანუ
სრული მოცულობით შევისწავლე/ავიღე S. და დანარჩენი P-ები ვინები არიან, მაგაზე
არავინ დარდობს.
გამოდის, SaP-ში ნაწილდება/სრული მოცულობით აღებულია S.

(ჩემი, შენი, მისი)SiP-ში ვამბობთ, რო ზოგიერთი S არის P-ო, მაგრამ აქ უბრალოდ ავიღე
რამდენიმე S, გამიმართლა, დაემთხვა რამდენიმე P-ს და უკვე საკმარისი იყო, რო ეს
დანასკვი ჩამომეყალიბებინა

გამოდის, SiP-ში არცერთი ტერმინი არ ნაწილდება, არ არის აღებული სრული


მოცულობით.

SeP- ანუ არცერთი S არ არის (არცერთი P), ავიღე ყველა S და შევამოწმე ემთხვეოდა თუ არა
რომელიმეს P სიმრავლეში ( ეს სიმრავლეც მთლიანად გავქექე) და მერე დავასკვენი ეს
რაღაც

გამოდის, SeP-ში ორივე ტერმინი ნაწილდება/სრული მოცულობითაა აღებული.

SoP- ანუ ზოგიერთი S არ არის P. აქ საკმარისია, შემოწმებისას ერთი S მაინც ვიპოვო,


რომელიც P სიმრავლის გარეთაა და ეგ არის და გორის ციხე, მაგრამ უნდა გადავქექო P
სიმრავლე მთლიანად, სადმე ის S ხო არაა.

გამოდის, SoP-ში ნაწილდება/სრული მოცულობით აღებულია P.

რუბრიკა „როგორც ვერ შეამჩნევდი“- დაქვემდებარებული წინადადებები ავსებენ


ერთურთს და საბოლოოდ SaP-SiP-7 ში ერთგან S ნაწილდება, მეორეგან P და SeP-SoP-ში
ერთგან ორივე, მეორეგან არცერთი

ყველაფერი, რაც დიაგრამებზე უნდა იცოდე


სილოგიზმები
კატეგორიული სილოგიზმი არის დასკვნა, რომელშიც ორ ტერმინს შორის მიმართება
დგინდება მათი მესამე ტერმინთან მიმართების საფუძველზე. ანუ გვქონდა რაღაც
დამატებითი ტერმინ(ებ)ი, რომელიც მერე ქრება და გვიტოვებს ორ ძირითად ტერმინს.

მაკაწებში, ანუ ორწანამძღვრიანებსა და ერთ დანასკვიან სილოგიზმებში ზუსტად სამი


ტერმინია და თითოეული ჩნდება ორჯერ.

ტერმინს, რომელიც წარმოდგენილია ორივე წანამძღვარში, საშუალო ტერმინი


ეწოდება, წანამძღვრებში წარმოდგენილ დანარჩენ ორ ტერმინს- კიდურა ტერმინები.
კიდურა ტერმინები ერთმანეთს უკავშირდება დანასკვში (სუბიექტი და პრედიკატი)

კიდურა ტერმინებიდან:

დანასკვის სუბიექტი - მცირე ტერმინი

დანასკვის პრედიკატი - დიდი ტერმინი

წანამძღვრებიდან:

დიდი ტერმინის შემცველი - დიდი წანამძღვარი

მცირე ტერმინის შემცველი - მცირე წანამძღვარი

დიდი წანამძღვარი ყოველთვის იწერება პირველ წანამძღვრად!!!! დანასკვი იწერება ხაზრ


ქვემოთ (იზი). M ამ ნახაზზე საშუალო ტერმინია და აუცილებლად ასე განლაგებული არ
იქნებიან თითოეულ წანაძღვარში ესენი, რა თქმა უნდა. სწორედ აქ შემოდის ფორმისა და
მოდუსის ცნება, ვუალააა.
სილოგიზმის ფიგურა-მოდუსი
სილოგიზმს შეიძლება ჰქონდეს 4 ფიგურა (რაც ფორმას განსაზღვრავს).

პირადად ნინიმ დავიმახსოვრე ასე:

ვიღებთ ძვირფას ხელებს ვშლით წინ, მარჯვენა ხელის თითებს მარჯვნივ გავახედებთ,
მარცხენისას-მარცხნივ. ესაა მეორე და მესამე ფიგურა. პირველი ფიგურა ანტიზოროა, მეოთხე
ზორო. დეთს ით.

ახლა როგორ დგება ეს ფიგურები. ორ წანამძღვარში ვიღებთ ჩვენს საშუალო ტერმინებს და


ვაერთებთ მონაკვეთით. შემდეგ ჯერ პირველი წანამძღვრის საშუალოს შევაერთებთ
მონაკვეთით პრედიკატთან, მერე მეორე წანამძღვრის საშუალოს სუბიექტთან და მივიღებთ
რაღაც ასეთობას. სულ ესაა ფიგურების ამბავი.

ახლა მოდუსი... ჩაწერილი გვაქვს სილოგიზმი, ხო? აი, ამ სილოგიზმის ყველა წანამძღვარ-
დანასკვს თავის მაკავშირებელი ხო აქვს, ხოდა ზევიდან ქვევით რო წაიკითხო ეგენი, გამოგივა
მოდუსი. ძაან მარტივია, ესაა სულ.
სწორი სილოგიზმის წესები
• საშუალო ტერმინი ერთგან მაინც წანამძღვრებში უნდა განაწილდეს!
• დანასკვში განაწილებული რომელიმე ტერმინი წანამძღვარშიც აუცილებლად
უნდა განაწილდეს (წანამძღვარში განაწილებული ტერმინი, რომელიც
დანასკვში არ ნაწილდება, მოსულა)
• თუ ერთი მაინც უარყოფითი წანამძღვარი ⬄ უარყოფითი
დანასკვი
• თუ ერთი მაინც კერძოობითი წანამძღვარი ⬄კერძოობითი
დანასკვი (მაგრამ თუ დანასკვი კერძოობითია და პირიქით გვეკითხებიან,
ენთიმემაში წანამძღვარი როგორიაო, წანამძღვარი შეიძლება იყოს
კერძოობითიც და ზოგადიც)
• ორი კერძო წანამძღვრიდან დანასკვი არ გამოდის
• ორი უარყოფითი წანამძღვრიდან დანასკვი არ გამოდის

ენთიმემა და სორიტი

ენთიმემა ეწოდება სწორ სილოგიზმს, რომელშიც რომელიმე წანამძღვარი


გამოტოვებულია.

და, ნუ, ამ წესებს თუ ისწავლი, არაფერი არაა ამ ენთიმემების აღდგენა, ფრჩხილებში


რაც მაქვს მიწერილი, ეგენიც წაიკითხე.

სორიტი - ეს კატეგორიული სილოგიზმების ჯაჭვია, სადაც საშუალედო დანასკვები


გამოტოვებულია.

სორიტი არის უბრალოდ ერთ დასკვნას მიწებებული და ა.შ. გაქვს ერთი შეხედვით (ნუ,
ორითაც) ორზე მეტი წანამძღვარი და ერთზე მეტი საშუალო ტერმინი. დანასკვი ისევ
ჩვეულებრივად ორ ტერმინიანია და ეს ორივე ტერმინი მთელ სორიტში თითო-
თითოჯერ გხვდება. შეიძლება დიიიდი წინადადებების ჯაჭვი დაგიწერონ
გამუქებული დანასკვით და რომელია მეხუთე წანამძღვარიო.

რას ვაკეთებთ:

დანასკვის ბოლო ტერმინს (სიტყვას/ აზრს) ვკითხულობთ და რადგან უკვე


ვისწავლეთ, რო ეს დიდი ტერმინია და, შესაბამისად, პირველ წანამძღვარში უნდა
ერიოს, ვეძებთ ამ ტერმინიან წინადადებას. ვიპოვეთ ასეთი წინადადება და ვხედავთ,
რო ამ დიდ ტერმინთან ერთად რაღც ტერმინი კიდე ურევია, ესაა საშუალო ტერმინი,
რომელიც უნდა გაქრეს და რო გაქრეს ამ პირველ წანამძღვარს ქვემოთ უნდა
მივუწეროთ ამ წანამძღვრის საშუალოტერმინიანი წინადადება და ეს იქნება მეორე
წანამძღვარი... ასე გაგრძელდება, სანამ არ დახვალ ბოლო, მცირეტერმინიან
წანამძღვრამდე და მერე მარტო დანასკვიღა დაგრჩება.

ამათ ფესაპო და გესტაპოს გარეშეც გააკეთებ, არ დაპანიკდე


პროპოზიციული ლოგიკა

ლოგიკური მაკავშირებლები:

კონიუნქცია ∧, მაგ: „A ∧ B“ - იგივეა, რაც „A და B“ , ეს წინანადება ჭეშმარიტია მხოლოდ და


მხოლოდ მაშინ, თუ A-ც და B-ც მართებულია, ანუ თუ ერთ-ერთი წევრი (არ აქვს მნიშვნელობა
სულ რამდენი წევრი იქნება, 2 თუ 22) მაინც კონიუქციისა არის მცდარი, მაშინ კონიუქცია
არამართებულია

დისიუნქცია ∨, “ A ∨ B ”- იგივეა, რაც „A ან B”, ეს წინადადება ჭეშმარიტია, თუ წინადადების


ერთ-ერთი წევრი მაინც ჭეშმარიტია.

უარყოფა ¬, ¬A -იგივეა, რაც არა A, ეს წინადადება ჭეშმარიტია, თუ A (რა წევრიც იქნება


უარყოფის შემდეგ) არის მცდარი, რადგან ¬ არის შებრუნება რა.

იმპლიკაცია ⊃, “A ⊃ B”- იგივეა, რაც “თუ A, მაშინ B”, ეს წინადადება ავტომატურად


ჭეშმარიტია, თუ იმპლიკაციის პირველი წევრი (ამ შემთხვევაში A) მცდარია, რადგან როცა
გპირდები, თუ იმეცადინებ, კარგ ქულას მიიღებ-თქო, თუ არ იმეცადინებ, ვერ მომთხოვ, რატო
მივიღე დაბალი ქულაო, ანუ მართალი ვარ რა :დ კიდევ ჭეშმარიტია, როცა იმპლიკაციის
პირველი წევრიც ჭეშმარიტია და მეორეც (A-ც და B-ც).

ეკვივალენცია ≡, “A ≡ B”, ეს ნიშნავს, რომ A სრულდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა B,


ანუ ეს რო ჭეშმარიტი იყოს, ორივე მხარეს ერთნაირნიშნიანები უნდა გქონდეს, ან აც და ბეც
მცდარები, ან ორივე ჭეშმარიტები

მაგალითად, მინდა ნამცხვარი, რომელიც ტკბილია და ხილით ან შოკოლადითაა, არ არის


მშრალი და ცივია და ყავას თუ გამიკეთებ, შევჭამ :დ

დავუაი, ჩემი ნამცხვრის კრიტერიუმები ჩამოწერე:

პასუხი: ტკბილი ^ (ხილი ∨ შოკოლადი)^ -მშრალი^ცივი (სულ მინდოდა ესეთი რაღაც მექნა)^(ყავას გამიკეთებ> შევჭამ)
„ან“ კავშირის სიმბოლოს ვერ ვწერ, ამოტრიალებულ ^-ს, ამიტო სიტყვიერად დავწერ ყველგან,
მაგრამ შენ ესე არ უნდა წერო :დ

• დებულებების ერთობლიობა თავსებადია, თუ ისინი შეიძლება ერთობლივად იყვნენ


ჭეშმარიტნი.
• დებულებების ერთობლიობა უთავსოა (არათავსებადია), თუ შეუძლებელია, რომ
ყველა მათგანი ერთდროულად იყოს ჭეშმარიტი.
• დასკვნა სწორია, თუ შეუძლებელია, რომ მისი ყველა წანამძღვარი იყოს ჭეშმარიტი,
ხოლო დანასკვი მცდარი.

დანასკვის მართებულობის დამტკიცება


რაღაც დასკვნა როცა გაქვს მოცემული და ყველა წანამძღვარი და დანასკვიც ჩაწერილია
პროპოზიციული ლოგიკის ენით, იმის გასარკვევად მართებულია თუ არა დანასკვი, არსებობს
რამდენიმე მეთოდი.

• პირველი მეთოდი არის, საწინააღმდეგოს დაშვება.


ჩავთვალოთ, რომ დანასკვი არის მცდარი და ჩვენი „ახალი ჭეშმარიტება“, რომელიც
რეალურად მოცემული დანასკვის უარყოფაა მოვარგოთ წანამძღვრებს, რომლებიც
ავტომატურად ჭეშმარიტები უნდა იყოს.

მაგალითად, ლექციაში განხილული იყო ეს ვარიანტი:

ესეიგი, უპირველეს ყოვლისა, როგორც ვთქვი, ამცდარებ დანასკვს. თუ -C მცდარია,


გამოდის C არის ჭეშმარიტი.
1. C>B თუ C ჭეშმარიტია, იმისათვის რომ ეს წანაძღვარი მართებული გამოვიდეს (და ეს
უეჭ ასე უდნა იყოს), B-ც უნდა იყოს ჭეშმარიტი.
2. თუ ბე ჭეშმარიტია (სორი, შრიფტების ცვლამ შემაღონა), მაშინ დავაკვირდეთ პირველ
წანამძღვარს და დავინახავთ, რომ -B არის მცდარი, თუ -B მცდარია, იმისათვის რომ ეს
წანამძღვარი გაჭეშმარიტდეს იმპლიკაციის პირველი წევრიც უნდა გავამცდაროთ. ესე
თუ არ ვიზამთ, მაშინ გამოვა, რო რაღაც თუ მოხდება, ამას ვიზამო, დაგპირდი და ის
რაღაც რო მოხდა, არ გავაკეთე, რასაც დაგპირდი. ამიტო ვთვლით, რომ -A არის
მცდარი. მაააგრამ მესამე წანამძღვარი პირდაპირ -A-ა და გამოდის -A ჭეშმარიტია. ანუ
მივადექით წინააღმდეგობას და ანუ დასკვნის თავდაპირველი დანასკვი ჭეშმარიტი
იყო.

გამოყვანის იმპლიკაციური წესი


ამ ლექციის მასალა ჩვენთან ბონუსი იყო, მაგრამ მაინც აგიხსნი და მეორე წიგნიდანაც
რამდენიმე მაგალითს გაგაკეთებინებ.

მოკლედ, მოცემული გაქვს წესები, რომლებიც წესით მეილზე უნდა გქონდეთ გამოგზავნილი
და თუ გამოცდაზე ეს მოვა, ალბათ, ბონუსად და შესაბამისად, მოცემული გექნებათ.

ბოლოს დახრილი ხაზის მარჯვნივ რაც წერია, ეგ უნდა დაამტკიცო.

ანუ მოცმეული გაქვს რაღაც საწყისი 3 წანამძღვარი და ისე უნდა გადააკეთო ესენი და დაამატო
შემდეგ წანამძღვრებად, რო ბოლო წანამძღვარი დაგიჯდეს W

გადმოვწეროთ.
4. –X^-Z გამოდის მე-2-დან დემორგანის გამოყენებით

5. –X 4-ის გამარტივება

6. Z ან -Y 1,5- დისუნქციური სილოგიზმი

7. –Z 4- გამარტივება

8. -Y 6,7- დისუნქციური სილოგიზმი

9. W 3,8- მოდუს ტოლენსი /W

კიდე ერთს გავაკეთებ

3. A 2-ის გამარტივება
4. –(B^C) 1,3- მოდუს პონენსი
5. –B ან -C 4- დემორგანი
6. C^A 2- გადანაცვლება
7. C 6-გამარტივება
8. – -C 7 ორმაგი უარყოფის წესი
9. -C ან -B 5 გადანაცვლება
10. –B 8,9 დისუნქციური სილოგიზმი /-B

ამეებს თუ ვერ გაიგებ, შემეხმიანე და ვოისით აგიხსნი.

წესებზე რო მოკლედ გითხრა, აი, ასეთი რაღაცაა


და ანუ გამოყვანის იმპლიკაციური წესებია ის წესები, რომლებსაც რაღაც ახალის დასადგენად
იყენებ და ახალი დასკვნების ჩამოყალიბებაში გეხმარე და ტავტოლოგიური წესები გეხმარება,
რო გადაწერო შენთვის უკვე წინადადებები იმავე შინაარსის და სხვა სტრუქტურის
წინადადებებად, რო საწყისი იმპლიკაციური წესების „ყალიბებს“ მოერგოს.

შენიშვნა: P ან Q და არაP რო წერია დისუნქციურ სილოგიზმში, მიმდევრობას „ან“


წინადადებისა მნიშვნელობა აქვს, ანუ რო გეწეროს წანამძღვრებში Q ან P და მერე არაP,
ცხადია, შინაარსობრივად მაინც Q მიიღება, მარა ჯერ უნდა გადაანაცვლო “Q ან P” “P ანQ”-დ
და მერე ჩაწერო.

პრედიკატთა ლოგიკა

პრედიკატთა ლოგიკაში ჩვეულებრივად ვიყენებთ პროპოზიციული ლოგიკის ხუთ


ოპერატორს (მაკავშირებელს) ∧ ∨ ⊃ ≡ ¬, მაგრამ ამასთანავე გვემატება თხრობითი
წინადადებების, ანუ დებულებების ჩაწერის ახლებური მეთოდები.
ყველაზე მნიშვნ. რაც უნდა დაიმახსოვრო, არის ეს ორი:

უნივერსალური (ზოგადობის) კვანტორი- ∀x, ∀y,

ექსისტენციალური (არსებობის) კვანტორი- ∃x, ∃y,

ახლა ადამიანურ ენაზე: მოკლედ, ორი ტიპის წინადადება არსებობს, ზოგადი და კერძოობითი.

როცა რაღაცას ამბობ ყველაზე, მაგალითად ყველა ადამიანი კარატისტია, ამ წინადადებას


პრედიკატთა ლოგიკის ენაზე ჩაწერ ასე:

∀x(Ax>Kx)

შევთანხმდეთ, რო როცა იყენებ ამობრუნებულ A-ს, ფრჩხილებში მთავარი წინადადება ყ ო ვ ე


ლ თ ვ ი ს გაქვს იმპლიკაცია (თუ... მაშინ...). ე სკონკრეტული წინადადება წაიკითხებოდა ასე.
ნებისმიერი იქს ობიექტს თუ ახასიათებს ადამიანობა (თუ ადამიანია), მაშინ ახასიათებს
კარატისტობაც. ანუ თუ რაღაც ადამიანია, მაშინ კარატისტიცაა.

მაგრამ როცა რაღაც კერძო შემთხვევაზე ლაპარაკობ, იყენებ ∃x-ს

მაგალითად, არსებობს ფრინველი, რომელსაც ტერფები აქვს, ეს წინადადება პრედიკატთა


ლოგიკის ენაზე იქნება ასე:

∃x(Fx ^ Tx)

როცა იყენებ შებრუნებულ E-ს, ფრჩხილებში მთავარი წინადადება გაქვს კონიუქცია, ანუ „და“
კავშირიანი წინადადება. ეს წინადადება წაიკითხებოდა ასე: არსებობს იქს ობიექტი, რომელსაც
ერთდროულად ახასიათებს ფრინველობაც და ტერფის ქონაც.

ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში გელაპარაკე მარტო ერთ სხეულზე, ერთ ცვლადზე,


მაგრამ შეიძლება და ეგრეც ხდება, რო ერთ წინადადებაში რამდენიმე სხვადასხვა „ცვლადზე“
ვლაპარაკობთ, ხომ?! ამ შემთხვევაში წინადადება „ყველა კეთილი ადამიანი წარმატებულია,
მაგრამ არსებობს, ბოროტი ადამიანი, რომელიც ასევე წარმატებულია“ იქნება ასე:

∀x { (Ax^Kx)>Wx}^∃y( Ay^By^ Wy)

ანუ ნახე, ნებისმიერ X ცვლადს თუ ახასიათებს ადამიანობა და სიკეთე, მასინ უეჭ


წარმატებულობაც ახასიათებს დაა არსებობს Y ცვლადი, რომელსაც ახასიათებს ადამიანობა,
ბოროტება და წარმატებულობა ერთად.

კიდე მინდა, დავამატო, რო „არცერთ“ ადამიანს ან სხვა რამეს არ ახასიათებს რაღაც


წინადადება, უნივერსალური ინდიკატორით, ანუ ამობრუნებული A-თი და შესაბამისი
წინადადებითაც შეიძ;ება ჩაიწეროს. მარა ასევე ჩაიწერება როგორც არ არსებობს x, რომელსაც
ეგ რაღაც ახასიათებს. მაგალითად, არ არსებობს გულწრფელი ადამიანი (მეტი დრამა): -∃x(
Ax^Gx), ანუ არ არსებობს X ცვლადი (არცერთ იქს ცვლადს), რომელსაც ახასიათებს
ადამიანობაც და გულწრფელობაც ერთდროულად.

ამ ტიპის წინადადებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი კიდე ისაა, რო


შეუძლიათ გამოხატონ მიმართებები, მაგალითად X-ს უყვარს Y და ა.შ.

ამას ვაკეთებთ როგორ. უკეთ გასაგებად ავიღოთ ეს წინადადება:

„თითოეული კარატისტი ერევა ზოგიერთ მოფარიკავეს და ვერ ერევა ვერცერთ სუმოისტს.“

x კარატისტია - Kx

x ერევა y-ს - Exy

x მოფარიკავეა - Mx

x სუმოისტია - Ox

ახლა ვეცადოთ, რო ჩავწეროთ. თითოეული ნიშნავს, რო ყველა ეგრეა, ხო?

ჯერ პირველი ნაწილიდავწეროთ სიტყვიერად, ნუ, ეს აქ, თორე გამოცდაზე პირდაპირ, ცხადია
:დ

ნებისმიერი X ცვლადისთვის მართებული პირობა, რომ თუ X-ს ახასიათებს კარატისტობა,


მაშინ არსებობს Y ცვლადი, რომელსაც ახასიათებს მოფარიკავეობა და ეს X ერევა Y-ს.

ახლა ჩავწეროთ პრედიკატთა ლოგიკის ენაზე:

∀x.{Kx ⊃ (∃y.(My ∧ Exy)} ანუ ნახე მიმართება ერევა ერთი მეორეს ჩაიწერა, პირობაში მოცემული
შესაბამისი ქმედების კოდური ასოთი და მერე შენი მოქმედი ცვლადებით, პირველი წერ იმ
ცვლადს, რომელიც ერევა, რომელიც ხედავს, რომელსაც უყვარს და მერე წერ ვისაც ერევიან,
ვისაც ხედავენ, ვინც უყვართ.

ეხაა გავაგრძელოთ. ე.ი. უკვე დავწერეთ კარატისტი-მოფარიკავეს რილეიშენშიფი, დაგვრჩა


სუმოისტის. სუმოისტს გავაგრძელებთ იმ ფრჩხილშივე. ანუ ამის მერე „X ერევა Y-ს...“
დავწერთ. და არ არსებობს Z(იმიტო რო კიდე ახალი ობიექტია), რომელსაც ახასიათებს
სუმოისტობა, ანუ Oz და Exz, ანუ ჯერ არ დაბადებულა სუმოისტი კარატისტის დასაჩაგრიო
რაა, ან მეორენაირად, ჩავწეროთ უნივერსალური კვანტორით და დავწეროთ რო ნებისმიერ Z
ცვლადს, თუ ახასიათებს სუმოისტობა, ანუ Oz, მაშინ არასწორია, რომ Exz= ვერ ერევა X Z-ს და
ჩაიწერება „-Exz“-ით

∀x.[Kx ⊃ {(∃y.(My ∧ Exy) ∧ -∃z.(Oz ^ Exz)} ]

∀x.[Kx ⊃ {(∃y.(My ∧ Exy) ∧ ∀z.(Oz ⊃ ¬Exz)} ]

ანუ ეს ორი გზა იქნებოდა, გააჩნია, პასუხებში რომელიც გეწერებოდა, იმას მონიშნავდი :*
ასეთ სავარჯიშოებში გირჩევ, რო ისრებს ყოველთვის დაარქვა ხედავს, ანუ პირველ ნახაზში
პირველი წერტილი ხედავს მეორეს და მეორე პირველს და აშუ.

ეს მიმართებები აქ მაგალითად იქნებოდა შემდეგნაირად:

ნებისმიერი X წერტილისთვის, რომელიც არ უნდა ავიღოთ ამ მოდელში, არ აქვს მნიშვნელობა,


არსებობს სხვა წერტილი (თვითონ არა, რადგან მეორე წერტილი Y-ია), რომელსაც X ხედავს.

ამ მოდელში ნებისმიერ სამ სხვადასხვა x,y,z წერტილს რო დაადებ ხელს, უნდა


სრულდებოდეს შემდეგი პირობა: x ხედავს y-ს და თუ y ხედავს z-ს, მაშინ x ხედავს z-ს.

და მერე მოკლედ ყველაზე სათითაოდ შეამოწმებ და რომელზეც გავარდება, ფშიუ, ფშიუ...

მოდალური ლოგიკა
მოდალური ლოგიკა რა შეიძლება იყოს, ალბათ, ხვთები უკვე.

არა, ეგ მოდელები არა... ზევით რო ვახსენე, ეგენი.

მოდალურ ლოგიკაში ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროებზე, რომლებშიც სხვადასხვა რაღაცები


მოიპოვება და რომლებიც სხვადასხვა რაღაცებს ხედავენ.

აი, მაგალითად დაგიხაზავ, რაღაც მოგონილ მოდელს:

A (KML)

B (MND) C (KME)
ახლა დავაკვირდეთ ჩვენს მოდელს. გვაქვს 3 სამყარო: A, B და C. პირველი მათგანი ხედავს
ყველა სხვა სამყაროს, თუმცა თავის თავს ვერა, მეორე მათგანი ხედავს ყველა სხვა სამყაროსაც
და თვის თავსაც და მესამე სამყარო, რომელიც ვერ ხედავს ვერავის.

ახლა განვმარტოთ ორი ტერმინი: აუცილებლობა და შესაძლებლობა.

რაიმე ელემენტი (ამ შემთხვევაში ელემენტებია K, M, L, N, D, E) შესაძლებელია სამყაროსთვის,


თუ ეს ელემენტი მოიპოვება იმ სამყაროებიდან ერთ-ერთში მაინც, რომელსაც ეს სამყარო
ხედავს. ამ შემთხვევაში B სამყაროსთვის ყველა ელემენტი შესაძლებელია, C სამყაროსთვის
არცერთი ელემენტი არაა შესაძლებელი, ხოლო A სამყაროსთვის შესაძლებელია M, N, D K, E
ელემენტები.

რაიმე ელემენტი აუცილებლობაა სამყაროსთვის, თუ ეს ელემენტი მოიპოვება ყველაში(!) იმ


სამაყაროებიდან, რომელსაც ეს სამყარო ხედავს. ამ შემთხვევაში B სამყაროსთვის
აუცილებელია M ელემენტი, A სამყაროსთვის აუცილებელია ასევე M ელემენტი, ხოლო C
სამყაროსთვის აუცილებელია ყველა ელემენტი!

ახლახან გამოვკვეთეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მოდალური ლოგიკისა:

1. თუ სამყაროსთვის რომელიმე ელემენტი აუცილებელია და ეს სამყარო ხედავს ერთ


სამყაროს მაინც, მაშინ ამ სამყაროსთვის იგივე ელემენტი შესაძლებელიცაა.
მაგალითად, ვთქვით, რომ B სამყაროსთვის შესაძლებელი იყო ყველა ელემენტი და
ამასთანავე აუცილებელი იყო M, ანუ ეს ელემენტი აუცილებელია და აქედან
გამომდინარე შესაძლებელიც. სილოგისტიკის მაგალითზე რაცაა SaP და SiP ან SeP და
SoP, ანუ დაქვემდებარებულობა.
2. თუ სამყარო ვერ ხედავს ვერცერთ სამყაროს, მათ შორის ვერც თავის თავს, მისთვის
ნებისმიერი რამ აუცილებლობაა.

ცოტა რამ აღნიშვნებზეც :დ

ანუ პაწა რომბიკი ნიშნავს შესაძლებელიას და პაწა


კვადრატი აუცილებელიას. ამათ შემდეგ, როგორც
წესი, იწერება ელემენტი ან რაიმე წინადადება
ჩაწერილი პროპოზიციული ლოგიკის
მაკავშირებლებით და გეკითხებიან რომელი სამყაროსთვისაა ჭეშმარიტიო.

მაგალითად, სიტყვიერად განვმარტოთ შემდეგი წინადადებები, რადგან თუ შინაარსი გაიგე,


სამყაროს როგორ ვერ მოუძებნი (?), აქ დებილი არავინაა:
-შესაძლებელია R, მოძებნი სამყაროს, რომელიც სხვა ერთ სამყაროში მაინც ხედავს
R-ს.

-აუცილებელია P, მოძებნი სამყაროს, რომელიც ხედავს მხოლოდ P- იან სამყაროებს.

-აუცილებელია არაP, მოძებნი სამყაროს, რომელიც ხედავს მხოლოდ უPო


სამყაროებს.

-შესაძლებელია აუცილებლობა (P და არაPსი) აქ ახლა რო დაფიქრდე, ეგეთი სამყარო


არსებობს, თან პ რო იყოს აუცილებელი და თან მაგის უარყოფა. იმენა ნონსეენს.

-შესაძლებელია Q. მოძებნი სამყაროს, რომელიც სხვა ერთ სამყაროში მაინც ხედავს


Q-ს და აუცილებელია R, იგივე სამყარო, რომელსაც Q-ს პირობით იპოვი, ყველა სხვა
სამყაროში უნდა ხედავდეს R-ს.

შესაძლებელია შესაძლებლობა P-ის. ანუ ერთ სამყაროს მაინხ ვხედავ, რომლისთვისაც


შესაძლებელია P, ანუ რომელიც სხვა ერთ სამყაროში მაინც ხედავს P-ს.
-თუ შესაძლებელია შესაძლებლობა K-სი, ანუ ზევითა პირობას რო აკმაყოფილებდეს
ეგეთი სამყარო, რასაც ვიპოვი, თუ თვითონაც ხედავს რომელიმე სამყაროში K-ს
მაწყობს. და ყველა ის სამყაროც, რომელმაც ზედა პირობა ვერ დააკმაყოფილა, რადგან როცა
იმპლიკაციის პირველი წევრი მცდარია, მთლიანად იმპლიკაცია ჭეშმარიტია.

მოდალური ლოგიკა მარტივია, change my mind.

ტემპორალური ლოგიკა
ცოტა ამაღელვებელია ბოლო თავი, ევგენიზე კაი სემინარისტი ვიქნებოდი, ისევ change my
mind, ძაან უსამართლოა ცხოვრება.

კარგი, ვსიო. რა არის ფრეიმი და რა არის მოდელი?

ფრეიმი არის შენი სამყაროების გამაერთიანებელი ნახაზი, რომელზეც მხოლოდ ისაა


დატანილი, რომელი სამყარო სად დგას, ვის ხედავს, ხოლო თითოეულში რა ელემენტებია
ეგენი არა, მაგეებს როცა ვამატებთ, უკვე ვიღებთ მოდელს. ერთ ფრეიმს აქვს ბევრი მოდელი.
აი, შეხე:

„ფორმულა ზოგადმართებულია ფრეიმში, თუ ის ზოგადმართებულია ამ ფრეიმის ყველა


მოდელში.
(როგორც გვახსოვს, ფორმულა ზოგადმართებულია მოდელში, თუ ის ჭეშმარიტია ამ
მოდელის ყველა სამყაროში)“
რეფლექსური- თავის თავს ხედავს

ტრანზიტული- ყველა სამყარომე რომელიმე სხვას


უკავშირდება

სიმეტრიული- ცალსახაა, ნუ, რასაც ნიშნავს

ამეებზე საერთოდ რატო ბოდიალობენ დროის ლოგიკის სლაიდებში, არ ვიცი, მაგრამ ალბათ,
ვინმეს აღქმაში ეხმარება :დ მოკლედ, ახლა ვიწყებთ დროის, ანუ ტემპორალურ ლოგიკას.

ცხადია, რაღაცები (დებულებები), რაც დღეს ჭეშმარიტებაა, მომავალს ან წარსულს შეცვლილი


ფორმით ერგება. მაგალითად, შარშან ზაფხულში ვიტყოდი, რო საზამთრო მოერევა ყველა სხვა
ხილს (ნუ, ვაშლატამას მაინც არა), მარა წელს ეგრე არ ვფიქრობ. ანუ მომავალში ეს წინადადება
იმ დროის ჭეშმარიტებად კი არა, წარსულის ჭეშმარიტებად გადავა, ხოლო წარსულში
მომავლის ჭეშმარიტებად.

დროს განვიხილავთ წრფივად. ანუ ეს ჩვენი წარსულ-მომავლები უნდა დავილაგოთ წრფეზე.

აღნიშვნები ტემპორალურ ლოგიკაში შემდეგნაირია:

F Q – ე.ი. არსებობს მომავლის ერთი მომენტი მაინც, რომელშიც არის Q ელემენტი, ან


როდესაც მოხდება Q.

P Q – ე.ი. არსებობს წარსულის ერთი მომენტი მაინც, რომელშიც არის Q ელემენტი, ან


როდესაც მოხდა Q.

ანუ ეს მაგალითად ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს არცერთი ისეთი მომენტი


მომავალში, როდესაც Q არ ხდება.

და

F Q – “ნებისმიერ მომენტში მომავალში (იქნება) Q“

P Q – “ნებისმიერ მომენში წარსულში (იყო) Q“

შესაბამისად, განვმარტოთ ტემპორალური ლოგიკის კანონები:

1. თუ მეუბნებიან, რო დროის ნებისმიერ წარსულ მომენტში იყო Q, გამოდის არ


არსებობებს ერთი მაინც ისეთი მომენტი წარსულისა, როცა არ იყო Q.
2. თუ მეუბნებიან, რო დროის ნებისმიერ მომავალ
მომენტში იქნება Q, გამოდის არ იარსებებს ერთი
მაინც ისეთი მომენტი მომავლისა, როცა არ იქნება Q.
3. თუ მეუბნებიან, რომ ერთი მაინც წარსულის
ისეთი მომენტი არსებობს, როცა Q ან P
სრულდებოდა, გამოდის ერთი მაინც ისეთი მომენტი
იარსებებს რო Q იყო, ან ერთი მომენტი მაინც, როცა P
იყო.
4. თუ მეუბნებიან, რომ ერთი მაინც მომავლის ისეთი
მომენტი არსებობს, როცა Q ან P შესრულდება, გამოდის ერთი
მაინც ისეთი მომენტი იარსებებს რომ Q იქნება, ან ერთი მომენტი
მაინც, როცა P იქნება.

5. თუ არსებობს ერთი მაინც წარსულის მომენტი,


რომლისთვისაც არსებობს ერთი მაინც წარსული მომენტი, როცა იყო Q, მაშინ არსებობს
წარსულის მომენტი, როცა იყო Q. როგორც უკვე ვთქვი, დრო წრფივია, შესაბამისად,
თუ დროის მომენტებს წრფეზე აღებულ წერტილებად ავიღებთ და ჩავთვლით, რო
ყველა ტრანზიტულია, გუშინდელი წამის წერტილიც წარსულის მომენტია და წინა
საუკუნეც. ასე რომ, გუშინდელი წარსულის წარსულში შესრულებული რაღაც პირობა,
ამჟამინდელი წარსულიცაა და რატო ვწერე ამდენი, ეს მარტივი რაღაცაა :დ

6. იგივე მომავალზე (გავანეიტრალე).

7. თუ ახლა მაქვს Q, მაშინ წარსულის ნებისმიერი მომენტისთვის იარსებებდა მომავლის


მომენტი, რომელსაც ექნებოდა Q. ძაან იზი რაღაცაა, პროსტა წაკითხვები რო
დაამუღამო, მაგიტო ვწერ.
8. თუ ახლა მაქვს Q , მომავლის ნებისმიერი მომენტისთვის იარსებებდა წარსულის
მომენტი, რომელსაც ექნებოდა Q.

სახსოვრად ნინო ზაალიშვილს ნინი რიჟამაძისაგან xoxo <333

You might also like