You are on page 1of 2

Biomimicry in our everyday life.

 სავენტილიზაციო სისტემა
ტერმიტები მწერების რიგს მიეკუთვნება და ისინი ცხოვრების საკმაოდ
საინტერესო წესით გამოირჩევიან. როგორც ყველა ცოცხალ არსებას ესაჭიროება
საკვები, არც ტერმიტები არიან გამონაკლისი. ისინი აშენებენ გიგანტურ ბორცვებს,
რათა შეინახონ და გააშენონ სოკო ( მათი მთავარი საკვები).
სოკოს გარკვეულ ტემპერატურაზე სჭირდება შენახვა, რათა არ გაფუჭდეს.
ტერმიტებს შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას, სიცევეში თუ სითბოში, ამ
ტემპერატურის რეგულირება. მათ სპეციალური სისტემები აქვთ შექმნილი,
რომლის გაღებითა და დახურვით მიმსაღებ ტემპერატურას ინარჩუნებენ.
ამგვარ სავინტილაციო სისტემას ჩვენ დღეს ხშირად ვხვდებით, განსაკუთრებით
დიდ მოლებსა და შენობებში.

https://www.arch2o.com/biomimicry-enhances-architecture/
 სწრაფმავალი მატარებელი და Kingfisher Bird (ალკუნისებრი)

იაპონელი მეცნიერებმა სწრაფმავალი მატარებლის შექმნას დიდი დრო და


ენერგია დაუთმეს, მაგრამ სისწრაფეს თავისი უკუმაჩვენებლები მოყვა, მათ შორის
ყველაზე გამოხატული ხმაური იყო. გვირაბში შესვლის დროს თუ მოძრაობისას,
მატარებელი ძალიან დიდ ხმაურს გამოსცემდა.
მეცნიერებმა მდგომარეობის გამოსწორების საშუალებას ბუნებაში მიაკვლიეს.
ალკუნისებრ ჩიტებს ძალიან საინტერესო მახასიათებელი აქვთ. მათ საჭმლის
დასაჭერად წყალში ჩახტომა ისე შეუძლიათ, წყლის წვეთებს, ფაქტობრივად, არც
აფრქვევენ. მათ ამაში საკუთარი ნისკარტი ეხმარებათ.
მეცნიერებმა სწრაფმავალი მატარებელი ხელახლა დააპროექტეს. მატარებლის
წინა ნაწილი, Kingfisher-ის ნისკარტს წააგავს, რამაც ხმის პრობლემა გადაჭრა.

https://asknature.org/innovation/high-speed-train-inspired-by-the-kingfisher/

You might also like