You are on page 1of 2

ჟარგონები და ბარბარიზმები ენას აკნინებს

ჟარგონი- ეს არის ვიწრო სოციალური მეტყველება, რომელსაც არ ახასიათებს ზუსტი


ტერმინოლოგია, კერძოდ კი, თავისებური სიტყვები ან გამოთქმები, რომლებსაც არ აქვთ
გრამატიკული წყობა. ბარბარიზმი-ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი
გამონათქვამი ან სიტყვა, რომელიც შექმნილია სხვა ენის წესის მიხედვით.
დღესდღეისობით ჩვენს მეტყველებაშ უამრავი ასეთი სიტყვაა , რომლებიც ჩვენს ენას
აკნინებს.

თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე პროცესებზე ზედაპირული დაკვირვებაც კი


ნათელყოფს, რომ ენაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება ენის თითქმის ყველა დონეზე , რაც
უპირატესად ინგლისურ ენას და მის ყოვლისმომცველ გავლენას უკავშირდება .

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართული ენის ისტორიაში დაიწყო ახალი


ეტაპი, რაც ინგლისურ ენასთან მისმა მჭიდრო კონტაქტმა მოიტანა. ეს კონტაქტი კი
მართლაც ყოვლისმომცველია: ინტერნეტი და თანამედროვე საინფორმაციო და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; საერთაშორისო ურთიერთობები, პირდაპირი
დიპლომატიური კავშირები უცხოეთთან, რაც დამოუკიდებლობის წლებს უკავშირდება ;
საბაზრო ეკონომიკა, ახალი სამეწარმეო და სამართლებრივი ურთიერთობები ;
რევოლუციური წინსვლები მეცნიერებისა და ტექნიკის თითქმის ყველა დარგში
ბიოლოგიითა და მედიცინით დაწყებული და სოფლის მეურნეობით დამთავრებული და
სხვა. ყველა ეს სიახლე ახალ ტერმინოლოგიასთან, ახალი ცნებების აღმოცენებასთან
არის დაკავშირებული, რაც ბუნებრივად მოაწყდა ქართულ ენას სწორედ ინგლისური ენის
მეშვეობით.

გასული საუკუნის მიწურულს მასშტაბურ რუსიფიკაციას გადავურჩით და მშობლიურ ენას


სტატუსი სისხლის ფასად შევუნარჩუნეთ, “დედა ენას” ძეგლიც კი დავუდგით, მაგრამ
წარსულთან კავშირის გაწყვეტა ვერ შევძელით, მეხსიერებიდან ბევრი რამ ვერ
ამოვშალეთ და ერთი მეტად “მნიშვნელოვანი” მონაპოვარი შვილებსა და შვილიშვილებს
შემოვუნახეთ. კერძოდ, მშობლიური ენა უსარგებლო, ზედმეტი რუსული სიტყვებით
ავავსეთ.როგორც თანამედროვე ქართული ენის ანალიზი გვიჩვენებს, ქართულ ენაში
მრავლადაა სპარსული, თურქული, არაბული, რუსული თუ სხვა ენებიდან ნასესხები
სიტყვები.რაც პირდაპირ ანადგურებს ქართულ ენას. და მაინც რატომ? ჩვენ ხომ ასეთი
მდიდარი ლექსიკა გვაქ? ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე ? რასაკვირველია ,
კონკრეტულად არავინ და იმავდროულად ყველა, რადგან მხოლოდ საზოგადოებას
მოეთხოვება პასუხი ენის შებღალვისა და დაბინძურების გამო, განსაკუთრებით კი ბეჭდურ
და სატელევიზიო მედიას, რომელიც საზოგადოების სახეა. თანამედროვე ადამიანი
ინფორმაციას მედიასაშუალებებით იღებს, ამიტომ ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს
ყველაზე კარგად და გამართულად უნდა შეეძლოთ საუბარი, წერა. იგივე ითქმის
გამომცემლობებში დასაქმებულ კორექტორებზეც. შეუძლებელია გაოცების დამალვა ,
როდესაც პირველკლასელებისთვის განკუთვნილ მშობლიური ენის სახელმძღვანელოში
ლამაზი ასოებით დაბეჭდილ სიტყვას “გარაჟს” ვკითხულობთ.

„ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის


სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს.“ სწორედ ეს ციტატა გვეუბნება , რომ ენის
სიწმინდე, ერის ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს. ყოველდღიურობა
ჟარგონებითა და ბარბარიზმებით არის გავსებული, კერძოდ , ტრანსპორტში მოსაუბრე
მოზარდები, სხვადასხვა ტრაფარეტზე არსებული წარწერები , ჩვენს ლექსიკონში
დამკვიდრებული სიტყვები, რომლთა ქართული ან სწორი შესატყვისი არც კი ვიცით.

სწოედ ზემოთ მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით შემიძლია თამამად დავასკვნა ,


რომ ჟარგონები და ბარბარიზმები ენას აკნინებს

You might also like