You are on page 1of 1

„სიმდაბლე ყველა სხვა სათნოებათა სამკაულია; სიმდაბლის გარეშე არავითარი

წარმატება არ მიიღწევა.“-ამბობს წმიდა ამბროსი მედიოლანელი. სიმდაბლე ეს ის


თვისებაა, რომელიც საკუთარი პიროვნების უკეთ წარმოჩენაში გვეხმარება . ეს არის
საკუთარი თავის უვარგისობის შეცნობა და ეს არის სულის დიდი წარმატება . საკითხავია ,
არის თუ არა ეს თვისება სისუსტის ნიშანი. ჩემი აზრით არა, რადგანაც ვეთანხმები იმ
მოსაზრებას, რომ ქედმაღლობა ალეგორიული თვისებაა, ყველა დიდი ადამიანი
თავმდაბალია. არცერთი დიდი ადამიანი არ ყოფილა სუსტი.

თავმდაბლობის ანტონიმია სიამაყე. ერთ-ერთი განმარტების თანახმად სიამაყე არის


თვისება, რომელიც ახასიათებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანს .
ასეთი სიამაყე ადამიანში წარმოშობს ისეთ გრძნობას , თითქოს ის ძალიან მნიშვნელოვანი
პიროვნებაა და სხვებზე მაღლა დგას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მისი გარეგნობა ,
წარმომავლობა, სოციალური მდგომარეობა, ნიჭი თუ სიმდიდრე. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, მათ ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ შექმნილი საკუთარ თავზე, რაც ყოველგვარ
საფუძველსაა მოკლებული. სიამაყე ადამიანს აბრმავებს და ხშირ შემთხვევაში თვალზე
ეფარება სხვადასხვა საკითხისა თუ პრობლების გადაჭრაში . სიამაყე რა თქმა უნდა
საჭიროცაა, მაგრამ არაფერი არ ვარგა გადამეტებული.

შუშანიკი, აბო, გრიგოლ ხანცთელი, ისინი დიდი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების


მთავარი გმირები არიან. შეუძლებელია არ ღინიშნოს ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანი
გამოირჩეოდა თავისებური თავმდაბლობით. ეს თვისება ჭეშმარიტად გამოიხატებოდა
მათ ქმედებებში, საუბარში, რწმენასა და აზროვნებაში.რაც შეეხება სიამაყეს , როგორც
უკვე აღვნიშნე ყველა ადამიანისთვის აუცილებელია ეს თვისება. ჩვენს დიდი
ადამიანებსაც ახასიათებდათ ერთის მხრივ უარყოფითი თვისება , მაგრამ მათში ეს
სხვაგვარად გამოიხათებოდა. ისტორიულ გმირებს არ ახასიათებდათ საკუთარი თავის ან
პიროვნების განდიდება და ამით გამოწვეული სიამაყე. ისინი ამაყობდნენ თავიანთი
რწმენით, მოქმედებებით, პიროვნულობითა და გამძლეობით.

ასევე შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ქართველი დიდი მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე.


ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ იგი ყველაფერს აკეთებდა ქვეყანაში
თანასწორობისათვის. ასევე მეტყველებს მისი არაჩვეულებრივი ნაწარმოებები , რომელიც
არა მხოლოდ მე-19 არამედ 21-ე საუკუნის პრობლემებსაც კი დეტა მიუხედავად მისი
წარმატებისა და დამსახურებისა იგი სიცოცხლის ბოლომდე თავმდაბალი პიროვნება იყო .
მას არავისთან წაუტრაბახია მისი თავით და არასოდეს განუდიდებია საკუთარი
პიროვნება.რაც მას ბევრი სხვა საზოგადო მოღვაწისგან განასხვავებს

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ ვეთანხმები მოცემულ თეზისს, რომ


ქედმაღლობა ალეგორიული თვისებაა, ყველა დიდი ადამიანი თავმდაბალია.

You might also like