You are on page 1of 14

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება სისხლის სამართლის პროცესი II


სასწავლო კურსის ავტორი სერგო ჭელიძე, სეუს პროფესორი, სამართლის დოქტორი
ელფოსტა: s.tchelidze@seu.edu.ge

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ყოველკვირეულად,


კონსულტაციის ცხრილით განსაზღვრულ დროს, აგრეთვე ონლაინ
რეჟიმში.
სასწავლო კურსის სტატუსი საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“, სპეციალიზაცია „სისხლის
სამართალი“, სავალდებულო სასწავლო კურსი
სასწავლო კურსის მოცულობა 5 ECTS კრედიტი (1 კრედიტი = 25 სთ.), სულ - 125 სთ.
ინტერაქციული ლექცია - 26 სთ;
სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 24 სთ;
საათების განაწილება სტუდენტის შუალედური გამოცდა - 2 სთ;
დატვირთვის შესაბამისად დასკვნითი გამოცდა - 3 სთ;
სულ საკონტაქტო - 55 სთ;
დამოუკიდებელი მუშაობა - 70 სთ.
დაშვების წინაპირობები სისხლის სამართლის პროცესი I
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის შესწავლის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს
საფუძვლიანი ცოდნა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების,
სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების, განრიდების, პირის
ბრალდებულად ცნობის, საპროცესო შეთანხმების, აღკვეთის
ღონისძიებების, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში
მართლმსაჯულების განხორციელების პროცესუალური წესების, ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს, ასევე, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო
განაჩენის გადასინჯვისა და იურიდიული პირისთვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროს
პროცესის შესახებ. კურსის შესწავლის მიზანია ასევე გამოუმუშაოს
ცალკეული საპროცესო დოკუმენტების და პროფესიული
საქმიანობისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
სწავლება-სწავლის მეთოდები და სასწავლო კურსში გამოყენებული სწავლება-სწავლის მეთოდებისა და
აქტივობები აქტივობების ზოგადი აღწერა

ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად


მონაწილეობენ ლექტორი და სტუდენტი. ლექციის ძირითადი მიზანია
შესასწავლი საგნის დებულებათა იდეის გაგება, რაც გულისხმობს
გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ამასთან,
ყურადღება უნდა მიექცეს გადასაცემი მასალის ძირითად დებულებებს,

1
განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების,
ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა
უზრუნველყოფდეს შესასწავლი საგნის ძირითადი დებულებების
მეცნიერულ და ლოგიკურად თანმიმდევრულ შეცნობას ზედმეტი
დეტალებით გადატვირთვის გარეშე. ამიტომ, ის უნდა იყოს ლოგიკურად
დასრულებული. ამასთან, ფაქტები, მაგალითები, სქემები, ნახაზები,
ცდები და სხვა თვალსაჩინოებანი უნდა ემსახურებოდეს ლექციის იდეის
ახსნას. ლექციამ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების დიალექტიკური
პროცესის სწორი ანალიზი და უნდა აიგოს კონკრეტულ გარემოში
სტუდენტთა თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობის, ძირითად
მეცნიერულ პრობლემათა შეცნობასა და გაგებაზე ორიენტირებით.
ლექციის მეთოდური საკითხების დამუშავების დროს პედაგოგი
ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მასალის გადაცემის თანმიმდევრობაზე,
ლექციის სტილზე, აუდიტორიასთან კავშირზე. ლექცია უნდა
მიმდინარეობდეს სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით, მეთოდურ
საშუალებათა და თვალსაჩინოების ფართო გამოყენებით. თეორიული
მასალა, რომელიც ლექციაზე გადაიცემა, კარგად აღიქმება სამუშაო
ჯგუფში მუშაობით და პრაქტიკული მეცადინეობებით.
სამუშაო ჯგუფში მუშაობის დანიშნულებაა სტუდენტებს მიეცეს
ლექციაზე მოსმენილი თემების გაღრმავების საშუალება. წამყვანი
პროფესორის ან სამუშაო ჯგუფში მეცადინეობის წამყვანი პედაგოგის
მითითებით სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი მოიძიებს და ამუშავებს
დამატებით ინფორმაციას, ამზადებს პრეზენტაციას, წერს ესსეს და სხვ.
სადაც მოისმინება მოხსენებები, იმართება დისკუსია, კეთდება დასკვნები.
პროფესორი/პედაგოგი კოორდინაციას უწევს ამ პროცესების
მიზანმიმართულად წარმართვას.
დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს
სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. დისკუსია
შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს
სტუდენტს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული
მეთოდი შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე.
მეთოდი გულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული
საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია
რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის ჩამოყალიბებისა და
გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს
პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. მეთოდის
გამოყენება ეფექტიანია მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის
პირობებში.
დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად
წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის
საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია მასალა
ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს.
შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორც
მასწავლებლის, ასევე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება
თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური,
დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს

2
დამოუკიდებლად.
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება
ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი
სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო
სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად
აღიქვამენ და ითვისებენ.
პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხების ერთობლიობა,
რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა სტუდენტის
დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების აუცილებელი
პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს სტუდენტთა
მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პრეზენტაციაზე მუშაობა მოიცავს
დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების
წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად.
შემთხვევის ანალიზი (Case study) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად
ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც
ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს.
ანალიზის მეთოდი სასწავლო პროცესში გვეხმარება სასწავლო მასალის,
როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით
მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული
საკითხების დეტალური გაშუქება.
ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული
საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს
კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება
მოცემული თემის ფარგლებში.
იმიტირებული პროცესი.

სწავლება-სწავლის პროცესში გამოსაყენებელი აქტივობები თითოეულ


სწავლის შედეგთან მიმართებით
ცოდნა და გაცნობიერება: ანალიზი, სინთეზი, ვერბალური ახსნა-
განმარტება, დემონსტრირება, შემთხვევის ანალიზი (Case study),
დამოუკიდებელი სწავლა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL),
გონებრივი იერიში (Brain storming).
უნარი: შემთხვევის ანალიზი (Case study), გონებრივი იერიში (Brain
storming), დისკუსია/დებატები, ანალიზი, პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება (PBL), პრეზენტაცია, კაზუსის ამოხსნა, იმიტირებული პროცესი.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება (PBL), იმიტირებული პროცესი.

შეფასების მეთოდები:
ღია და დახურული კითხვები, კაზუსის ამოხსნა, დისკუსია, პრეზენტაცია.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:


აღწერს საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების წესებს; სისხლისსამართლებრივი დევნის,
დაკავების საფუძვლებს; განრიდების, პირის ბრალდებულად ცნობის, საპროცესო შეთანხმების თავისებურებებს;
აღკვეთის ღონისძიებების სახეებს; სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების
პროცესუალურ წესებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ასევე, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის

3
გადასინჯვისა და იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს.
განსაზღვრავს საპროცესო ინსტიტუტების არსს და მნიშვნელობას სისხლის სამართალწარმოების პროცესში.

უნარი

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:


ახდენს სისხლის სამართლის პროცესის კერძო ნაწილთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი
გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას, განმარტებასა და გამოყენებას; საკანონმდებლო
ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერული სიახლეების მოძიებას, მიდევნებას და ცოდნის მუდმივად
განახლებას;
ადგენს იურიდიული შინაარსის საპროცესო დოკუმენტებს;
აანალიზებს სისხლის სამართლის პროცესის კერძო ნაწილთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებს,
ავითარებს მათი გადაწყვეტის შესაბამის გზებს და განახლებული ცოდნის საფუძველზე, იურიდიული
ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერილობითი ფორმით, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი:


მოწოდებულია დაიცვას და პატივი სცეს სისხლის სამართალწარმოების მონაწილეთა უფლებებსა და თავისუფლებებს;
ხელი შეიწყოს კანონის, ჰუმანიზმისა და სამართლიანობის იდეების პატივისცემას.

შეფასების სისტემა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:


ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე


გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

4
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო
შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა მიმდინარე შუალედური შეფასებებით (აქტივობა, შუალედური


გამოცდა) არანაკლებ 11 ქულის დაგროვება.

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 12 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება საბოლოო
(მაქსიმალური - 60 ქულა) (მაქსიმალური - 40 ქულა) შეფასება
(მაქსიმალური -
100 ქულა)
მიმდინარე აქტივობები შუალედური გამოცდა დასკვნითი გამოცდა
(მაქსიმალური - 36 ქულა) (მაქსიმალური - 24 ქულა) (მაქსიმალური - 40 ქულა)
3-ქულიანი 10 გამოკითხვა დახურული კითხვა - 2 თეორიული საკითხი -
3x10=30 ქულა 12x1=12 ქულა 2x10=20 ქულა
იმიტირებულ პროცესში კაზუსი - 12 ქულა 1 კაზუსი - 20 ქულა
მონაწილეობა - 6 ქულა

5
აქტივობა აქტიურობა - 36 ქულა, რომელიც შედგება:

1. ჯგუფში მუშაობისგან, რომლის დროს სტუდენტის სააუდიტორო აქტიურობა


ფასდება ერთი კვირის განმავლობაში მაქიმუმ 3 ქულით, სულ 10-ჯერ: 10x3=30
ქულა. პირველი კვირა არ ფასდება. მოწმდება სალექციო მასალის ცოდნის დონე,
აქტიურობის ხარისხი, დასმული შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა,
მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირების უნარი,
ძირითადი და დამატებითი ლიტერატურის დამუშავების ხარისხი, ანალიზის
უნარი, განსახილველ საკითხთა მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის
ადეკვატურად გადმოცემის უნარი, ლოგიკურად და თანმიმდევრულად
მსჯელობის უნარი, დისკუსიაში მონაწილეობა, კამათის კულტურის ფლობა,
გუნდური მუშაობის უნარი, საშინაო და სააუდიტორიო დავალებების შესრულება,
კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა და სხვ.).

ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:


3 ქულა: სტუდენტი აქტიურად ჩაერთო სასემინარო მუშაობაში, გამოავლინა
მასალის კარგი ცოდნა, კარგად აქვს შესრულებული ლექტორის მიერ მიცემული
დავალება, კარგად აქვს დამუშავებული ლიტერატურა, დასმულ ყველა შეკითხვას
პასუხობს ამომწურავად, შეძლო დებატებში/დისკუსიაში აქტიურად ჩართვა,
გამოავლინა კამათის კულტურა, არგუმენტირებულად ჩამოაყალიბა თავისი
მოსაზრება. მართებულად გააანალიზა სამართლის ნორმა, შეძლო კაზუსის
დასაბუთებულად, სტრუქტურულად და ტერმინილოგიურად გამართულად და
მართებულად ამოხსნა, შეძლო პრეზენტაციის მასალის კარგად დაწერა და
აუდიტორიის წინაშე კარგად წარმოდგენა, რა დროსაც მეტყველებდა
გამართულად, ლოგიკურად, არგუმენტირებულად და შეძლო აუდიტორიისა და
ტექნიკური საშუალებების კარგად ფლობა, გამოავლინა საკითხის კარგი ცოდნა;

2 ქულა: სტუდენტი ნაწილობრივ ჩაერთო სასემინარო მუშაობაში, გამოავლინა


მასალის საშუალო დონეზე ცოდნა, ნაწილობრივ აქვს შესრულებული ლექტორის
მიერ მიცემული დავალება, მეტ-ნაკლებად აქვს დამუშავებული ლიტერატურა,
დასმული შეკითხვების ნაწილს პასუხობს, შეძლო დებატებში/დისკუსიაში
საშუალო დონეზე ჩართვა, ნაწილობრივ გამოავლინა კამათის კულტურა, მეტ-
ნაკლებად ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება, ნაწილობრივ მართებულად
გააანალიზა სამართლის ნორმა, საშუალო დონეზე შეძლო კაზუსის
დასაბუთებულად, სტრუქტურულად და ტერმინილოგიურად გამართულად და
მართებულად ამოხსნა, შეძლო პრეზენტაციის მასალის საშუალო დონეზე დაწერა
და აუდიტორიის წინაშე წარმოდგენა, რა დროსაც მეტყველებდა მეტ-ნაკლებად
გამართულად, ზომიერად ლოგიკურად, ნაწილობრივ არგუმენტირებულად და
შეძლო აუდიტორიისა და ტექნიკური საშუალებების საშუალო დონეზე ფლობა,
გამოავლინა საკითხის ნაწილობრივი ცოდნა;

1 ქულა: სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, ფლობს სილაბუსით


გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები ხშირ შემთხევაში მცდარია; ძირითადი და
დამატებითი ლიტერატურის დამუშავების ხარისხი დაბალია, კაზუსს ხსნის
მეთოდოლოგიის გამოყენების გარეშე, არასწორია კვალიფიკაცია, დასაბუთება
სუსტია.

0 ქულა: სტუდენტი არ ესწრება ან არ აქტიურობს სემინარზე, ვერ/არ გამოავლინა


მასალის ცოდნა, არ აქვს შესრულებული ლექტორის მიერ მიცემული დავალება,

6
ლიტერატურა დაუმუშავებულია, დასმულ შეკითხვებს უმეტესწილად ვერ
პასუხობს, დებატებში/დისკუსიაში ჩართვის დონე დაბალია, ვერ/არ გამოავლინა
კამათის კულტურა, უჭირს თავისი მოსაზრების ჩამოყალიბება, ვერ შეძლო
სამართლის ნორმის გაანალიზება, კაზუსი დაუსაბუთებელია, სტრუქტურულად
და ტერმინილოგიურად გაუმართავი და ამოხსნა არსებითად მცდარი, ვერ/არ
შეძლო პრეზენტაციის მასალის დაწერა და აუდიტორიის წინაშე წარმოდგენა,
მეტყველებდა გაუმართავად, არალოგიკურად, არგუმენტაციის გარეშე და ვერ/არ
შესძლო აუდიტორიისა და ტექნიკური საშუალებების ფლობა, არ გააჩნია
საკითხის ცოდნა.

ტესტური ამოცანების შესრულება - თითოეულ გამოკითხვაზე შეთავაზებული


იქნება 10 ტესტი ოთხი სავარაუდო პასუხით. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი
ფასდება 0.3 ქულით, არასწორი - 0 ქულით (სულ - მაქსიმალური 3 ქულა).

2) იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა - 6 ქულა.


შეფასების კრიტერიუმები:
მატერიალური, საპროცესო და ეთიკური ნორმების ცოდნა - 2 ქულა:
2 ქულა - სტუდენტი ზედმიწევნით იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და
ეთიკურ ნორმებს;
1 ქულა - სტუდენტი იცავს მატერიალურ, პროცესუალურ და ეთიკურ ნორმებს,
თუმცა აღინიშნება რამდენიმე არაარსებითი შეცდომა;
0 ქულა - სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ
მიუღია.

წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, საპაექრო სიტყვები და


სხვ.) - 2 ქულა:
2 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება და სხვ.) კარგადაა
შედგენილი;
1 ქულა - წერითი კომპონენტი (სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება და სხვ.)
ხარვეზითაა შედგენილი.;
0 ქულა - სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ
მიუღია.

ვერბალური კომუნიკაციის, მათ შორის მსჯელობის უნარი - 2 ქულა:


2 ქულა - გამოსვლები არგუმენტირებულია, სტუდენტის პოზიცია გამყარებულია
შესაბამისი სამართლებრივი მსჯელობით. იგი კარგად ფლობს იურიდიულ
ტერმინოლოგიას.
1 ქულა - გამოსვლები არ არის საკმარისად არგუმენტირებულია. სტუდენტის
პოზიცია პერიოდულად ემყარება შესაბამის მსჯელობას. იგი არასრულად ფლობს
იურიდიულ ტერმინოლოგიას.
0 ქულა - სტუდენტს იმიტირებულ სასამართლო პროცესი მონაწილეობა არ
მიუღია.
შუალედური გამოცდა საგამოცდო ბილეთი შედგება ორი კომპონენტისაგან, შეფასებები ნაწილდება
შემდეგნაირად:
ა) დახურული კითხვები – ფასდება 12 ქულით. საგამოცდო ბილეთში
შეთავაზებული იქნება 12 დახურული ტიპის კითხვა 4 სავარაუდო პასუხით.

7
თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი - 0 ქულით
(სულ - 12 ქულა).

ბ) კაზუსი - ფასდება 12 ქულით. საგამოცდო ბილეთში შეთავაზებულია 1 კაზუსი,


რომელიც ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
12 ქულა: განსაკუთრებული ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახული და
წარმოჩენილია. სტუდენტს აქვს დროის კარგი მენეჯმენტი, როგორც ძირითადი
ფაბულა, ასევე მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა თანაბარ დონეზეა
დამუშავებული. ნაშრომის მართლწერა, სტილი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.
10-11 ქულა: მაღალი დონის ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახულია, აქცენტები
სწორად არის დასმული. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
დამუშებულია. ნაშრომი გამართულია გრამატიკულად და სტილისტურად.
კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს სტუდენტი ფლობს ზედმიწევნით კარგად.
8-9 ქულა: კვალიფიციური ნამუშევარი. ძირითადი პრობლემები დანახული და
სრულად წარმოჩენილია. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა ზერელედ,
მაგრამ დამუშავებულია. სტუდენტს არ გააჩნია იურიდიული წერის პრობლემა,
ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს. ნაშრომში არის მცირე შეცდომები,
რომელთა მიუხედავად ნაწერი აკმაყოფილებს საშუალოზე მაღალ სტანდარტს.
6-7 ქულა: საშუალო დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების უმეტესობა
დანახული და წარმოჩენილია. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა არ არის
დამუშავებული, ან ხარვეზიანია. სტუდენტი ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას
და ძირითად სქემებს. ნაშრომში არსებული იურიდიული და გრამატიკული
შეცდომების გამო, ნაწერი ფასდება როგორც საშუალო სტანდარტის.
4-5 ქულა: დაბალი დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების მხოლოდ მცირე
ნაწილია დანახული და წარმოჩენილი. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
არ არის დამუშავებული, ან არსებით ხარვეზებს შეიცავს. სტუდენტი ვერ აკეთებს
სწორ აქცენტებს, არ გააჩნია დროის მენეჯმენტი, მისი მართლწერა, სტილი და
ტავტოლოგია ნაკლოვანია. მიუხედავად ამისა, სტუდენტს ფლობს კაზუსის
ამოხსნის ტექნიკის ძირითად საფუძვლებს.
1-3 ქულა: ძალიან დაბალი დონის ნამუშევარი. პრობლემების აბსოლუტური
უმეტესობა არ არის დანახული. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა არ
არის დამუშავებული, ან არსებით ხარვეზებს შეიცავს. სტუდენტი ვერ აკეთებს
სწორ აქცენტებს, არ გააჩნია დროის მენეჯმენტი, მისი მართლწერა, სტილი და
ტავტოლოგია ნაკლოვანია. გამოსაცდელი არ ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას,
არ იცის სქემები.
0 ქულა: ფორმალური ნაშრომი ან არ გამოცხადება.
დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის შედეგების მაქსიმალური შეფასება შეადგენს 40 ქულას.
საგამოცდო ბილეთი შედგება ორი კომპონენტისაგან, შეფასებები ნაწილდება
შემდეგნაირად:
1) თეორიული საკითხი – ფასდება 20 ქულით. საგამოცდო ბილეთში
შეთავაზებული იქნება 2 თეორიული საკითხი, თითოეული ფასდება მაქსიმუმ 10
ქულით შემდეგი კრიტერიუმით:
9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე
ლიტერატურა.
7-8 ქულა: პასუხი სწორია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად გამართულია;
საკითხი ამომწურავად არ არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის;

8
სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას;
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
5-6 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი
მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;
3-4 ქულა: პასუხი მოიცავს არსებით შეცდომებს ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს
ათვისებული ძირითადი ლიტერატურა;
1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის
შესაბამისი;
0 ქულა პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი
მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმნენტები.

2) კაზუსის ამოხსნა - ფასდება 20 ქულით


კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია:
19-20 ქულა: განსაკუთრებული ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახული და
წარმოჩენილია. სტუდენტს აქვს დროის კარგი მენეჯმენტი, როგორც ძირითადი
ფაბულა, ასევე მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა თანაბარ დონეზეა
დამუშავებული. ნაშრომის მართლწერა, სტილი, ტავტოლოგია უმაღლეს შეფასებას
იმსახურებს.
16-18 ქულა: მაღალი დონის ნამუშევარი. ყველა პრობლემა დანახულია, აქცენტები
სწორად არის დასმული. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
დამუშებულია. ნაშრომი გამართულია გრამატიკულად და სტილისტურად.
კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს სტუდენტი ფლობს ზედმიწევნით კარგად.
12-15 ქულა: კვალიფიციური ნამუშევარი. ძირითადი პრობლემები დანახული და
სრულად წარმოჩენილია. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა ზერელედ,
მაგრამ დამუშავებულია. სტუდენტს არ გააჩნია იურიდიული წერის პრობლემა,
ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და სქემებს. ნაშრომში არის მცირე შეცდომები,
რომელთა მიუხედავად ნაწერი აკმაყოფილებს საშუალოზე მაღალ სტანდარტს.
8-11 ქულა: საშუალო დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების უმეტესობა
დანახული და წარმოჩენილია. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა არ არის
დამუშავებული, ან ხარვეზიანია. დამაკმაყოფილებელ შეფასებას იღებს აგრეთვე
გამოსაცდელი, რომელიც მოდიფიკაციას და/ან დამატებით შეკითხვას სწორად,
მაგრამ უფრო სრულად დაამუშავებს, ვიდრე ძირითად ფაბულას. სტუდენტი
ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას და ძირითად სქემებს. ნაშრომში არსებული
იურიდიული და გრამატიკული შეცდომების გამო, ნაწერი ფასდება როგორც
საშუალო სტანდარტის.
4-7 ქულა: დაბალი დონის ნამუშევარი. ძირითადი პრობლემების მხოლოდ მცირე
ნაწილია დანახული და წარმოჩენილი. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა
არ არის დამუშავებული, ან არსებით ხარვეზებს შეიცავს. სტუდენტი ვერ აკეთებს
სწორ აქცენტებს, არ გააჩნია დროის მენეჯმენტი, მისი მართლწერა, სტილი და
ტავტოლოგია ნაკლოვანია. მიუხედავად ამისა, სტუდენტს ფლობს კაზუსის
ამოხსნის ტექნიკის ძირითად საფუძვლებს.
1-3 ქულა: ძალიან დაბალი დონის ნამუშევარი. პრობლემების აბსოლუტური
უმეტესობა არ არის დანახული. მოდიფიკაცია და/ან დამატებითი შეკითხვა არ
არის დამუშავებული, ან არსებით ხარვეზებს შეიცავს. სტუდენტი ვერ აკეთებს
სწორ აქცენტებს, არ გააჩნია დროის მენეჯმენტი, მისი მართლწერა, სტილი და
ტავტოლოგია ნაკლოვანია. გამოსაცდელი არ ფლობს კაზუსის ამოხსნის ტექნიკას,
არ იცის სქემები.
0 ქულა: კაზუსი არაა ამოხსნილი.

9
სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა სწავლების სთ. თემატიკა


ფორმა
I ლექცია 2 თემა 1. გამოძიება. გამოძიების საფუძვლები.
კვირა
გამოძიების დაწყების მოვალეობა. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. საქმის
ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნა. გამოძიების ვადა. გამოძიების
მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა. გამოძიების შეწყვეტის ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის საფუძვლები.
გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილება. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების
გასაჩივრება. შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება. სისხლის
სამართლის საქმეთა გაერთიანება. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა.

II ლექცია 2 თემა 2. საგამოძიებო მოქმედებები.


კვირა
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ზოგადი წესი. სასამართლო განჩინებით
ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხვის წესი. გამოძიების დროს
პირის მოწმედ დაკითხვის წესი. დაკითხვის ზოგადი წესი. ყრუ-მუნჯის და მძიმედ
დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა. დაკითხვა. მოწმის დაკითხვა საქმის
არსებითი განხილვის დროს.
ჯგუფში 2 ზეპირი გამოკითხვა. დისკუსია/დებატები.
მუშაობა
III ლექცია 2 თემა 3. საგამოძიებო მოქმედებები (გაგრძელება).
კვირა
ამოღება და ჩხრეკა. საბანკო ანგარიშების მონიტორინგი. დათვალიერება.
საგამოძიებო ექსპერიმენტი. პირისა და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა. გვამის
ექსჰუმაცია. ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესახებ.
კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები.
დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა. შინაარსობრივი მონაცემების მოპოვება.
ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

ჯგუფში 2 ზეპირი გამოკითხვა. დისკუსია/დებატები. საგამოძიებო მოქმედების ოქმის


მუშაობა შედგენა.
IV ლექცია 2 თემა 4. სხვა საპროცესო მოქმედებები.
კვირა
ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი. საექსპერტო კვლევის ობიექტი. ექსპერტის
დასკვნა. ნიმუშის აღება. გამოცხადების სავალდებულობა. მიყვანა. ქონებაზე
ყადაღის დადება. ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება.
ბრალდებულისთვის (მსჯავრდებულისთვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის
მოქმედების შეჩერების საფუძველი. საქართველოს მოქალაქის პასპორტის
მოქმედების შეჩერების ვადა.

ჯგუფში 2 წერითი გამოკითხვა. საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენა.


მუშაობა

10
V ლექცია 2 თემა 5. სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი.
კვირა
სისხლისსამართლებრივი დევნა. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და
სასამართლო განხილვის არდაწყება და შეჩერება. დისკრეციული დევნა.
განრიდება. ბრალდებულად ცნობა. დაკავება. დაკავებულის გათავისუფლების
საფუძველი და წესი. განრიდება. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება.
სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული
ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ.

ჯგუფში 2 წერითი გამოკითხვა. დისკუსია/დებატები. საპროცესო დოკუმენტის პროექტის


მუშაობა მომზადება.
VI ლექცია 2 თემა 6. სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი.
კვირა
სასამართლო სხდომის საჯაროობა. სასამართლო განხილვისას სასამართლოს
შემადგენლობის უცვლელობა. სათადარიგო მოსამართლე. სასამართლო განხილვის
ადგილი და უწყვეტობა. სასამართლო სხდომის განაწესი. სასამართლო სხდომის
დაწყება. მხარის გამოცხადება. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა.
პროკურორის და ადვოკატის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და
გამოუცხადებლობის შედეგები. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის
არსებითი განხილვის დროს. შეურაცხაობის საკითხის განხილვა. განჩინების
გამოტანის წესი. სასამართლოს თათბირი და კენჭისყრა კოლეგიური განხილვის
დროს. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება. სასამართლო სხდომის ოქმი.

ჯგუფში 2 წერითი გამოკითხვა. საპროცესო დოკუმენტის პროექტის მომზადება.


მუშაობა
VII-VIII შუალედური 2 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და გავიდეს
კვირა გამოცდა გამოცდაზე.

ლექცია 2 თემა 7. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში. აღკვეთის


ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი

IX ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში. აღკვეთის ღონისძიების


კვირა გამოყენების მიზნები, საფუძველი და სახეები. გირაო. შეთანხმება გაუსვლელობისა
და სათანადო ქცევის შესახებ. პირადი თავდებობა. სამხედრო მოსამსახურის
ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა. პატიმრობა. აღკვეთის ღონისძიების
გამოყენება, შეცვლა, გაუქმება, მისი გასაჩივრების წესი. მაგისტრატი მოსამართლის
გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ.
ჯგუფში 2 ზეპირი გამოკითხვა. საპროცესო დოკუმენტის პროექტის მომზადება. სასამართლო
მუშაობა პრაქტიკის ანალიზი.
X ლექცია 2 თემა 8. საპროცესო შეთანხმება.
კვირა
საპროცესო შეთანხმების არსი. საპროცესო შეთანხმების დადება. სასამართლოს
მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
შუამდგომლობის ფორმა. პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. სასამართლო
გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე
განაჩენის გამოტანის თაობაზე, მისი კანონიერ ძალაში შესვლა და გასაჩივრება.

11
ჯგუფში 2 წერითი გამოკითხვა. საპროცესო დოკუმენტის პროექტის მომზადება. სასამართლო
მუშაობა პრაქტიკის ანალიზი.
XI ლექცია 2 თემა 9. წინასასამართლო სხდომა.
კვირა
წინასასამართლო სხდომა. საქმის არსებითი განხილვისთვის მომზადება. ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევა. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. სხდომის თავმჯდომარის განმარტება ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოსადმი. ნაფიც მსაჯულთა უფლებები.

ჯგუფში 2 წერითი გამოკითხვა. საპროცესო დოკუმენტის პროექტის მომზადება. სასამართლო


მუშაობა პრაქტიკის ანალიზი.
XII ლექცია 2 თემა 10. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
კვირა
შუამდგომლობის დაყენება და გადაწყვეტა. მტკიცებულებათა გამოკვლევა.
პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. ბრალდებაზე ან ბრალდების ნაწილზე
უარის თქმა. დასკვნითი სიტყვა. რეპლიკა. ბრალდებულის საბოლოო სიტყვა.
სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს თათბირი. დამატებითი განმარტებების მიღება.
ჯგუფში 2 ზეპირი გამოკითხვა. დისკუსია/დებატები. სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
მუშაობა
XIII ლექცია 2 თემა 11. სასამართლო განაჩენის დადგენა. სასამართლო განაჩენის აღსრულება.
კვირა
სასამართლო განაჩენის დადგენა და მისი გამოცხადება. სასამართლო განაჩენის
კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა. განაჩენის დადგენისას
სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი.
სასჯელის დანიშვნის სხდომა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი და მისი
გასაჩივრება. გამამტყუნებელი განაჩენი. გამამართლებელი განაჩენი. განაჩენის
ფორმა. განაჩენის გამოცხადება.
განაჩენის, განჩინების, დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის წესი.
მსჯავრდებულის ძებნა. განაჩენის აღსრულების გადავადება. საქართველოში
ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი
განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა. ავადმყოფობის ან
ხანდაზმულობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება.
სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის
მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა. უცხო
სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის
მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან
დაკავშირებული პროცედურა. უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება. განაჩენის
აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ
გამოტანილი განჩინების გასაჩივრება.
ჯგუფში 2 წერითი გამოკითხვა. საპროცესო დოკუმენტის პროექტის მომზადება. სასამართლო
მუშაობა პრაქტიკის ანალიზი.
XIV ლექცია 2 თემა 12. აპელაცია. კასაცია.
კვირა
ზოგადი დებულებანი. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და ფორმა.
მხარისათვის სააპელაციო საჩივრის ასლის გადაგზავნა, შესაგებელი. სააპელაციო
საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა. მხარეთა გამოცხადება. სააპელაციო სხდომა.

12
სააპელაციო განაჩენი და შებრუნება საუარესოდ. სააპელაციო საჩივრის სარევიზიო
საწყისი.

საკასაციო საჩივრის ფორმა. საკასაციო საჩივრის შეტანა. საკასაციო საჩივრის


დასაშვებობის გადაწყვეტა. საკასაციო სხდომა. საკასაციო განაჩენი. შებრუნება
საუარესოდ. საკასაციო საჩივრის სარევიზიო საწყისი.
ჯგუფში 2 წერითი გამოკითხვა. დისკუსია/დებატები. იმიტირებული სასამართლო
მუშაობა პროცესისთვის როლების განაწილება.
XV ლექცია 2 თემა 13. ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. პროცესი
კვირა იურიდიული პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
დაკისრების დროს.

განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები. განაჩენის გადასინჯვის თაობაზე


შუამდგომლობების დაყენება. შუამდგომლობის დასაშვებობისა და
დასაბუთებულობის შემოწმება. სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო. პროცესი იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრების დროს.

ჯგუფში 2 იმიტირებული სასამართლო პროცესი.


მუშაობა
XVI- XIX დასკვნითი 3 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და გავიდეს
კვირა გამოცდა გამოცდაზე

XVII-XX სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების


კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში

ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი 2015 წლის 1
ოქტომბრის მდგომარეობით, ავტ. კოლექტივი, თბ., 2015;
2. საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი, კერძო ნაწილი, ლ. ფაფიაშვილის
რედაქტორობით, თბ., 2017.

ნორმატიული მასალა:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 2009.
დამხმარე ლიტერატურა და 1. ჟან პრადელი. შედარებითი სისხლის სამართალი, თბ., 1999;
სხვა მასალები
2. ევროგაერთიანების ქვეყნების სისხლის სამართლის საპროცესო სისტემები/ნ.
გვენეტაძის რედაქციით, თბ., 2001;

3. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი (ხელშეკრულებები, პაქტები,


კონვენციები), თბ., 2002;

4. კ. კორკელია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება


საქართველოში, თბ., 2004;
5. ევროპის სამართალი (ხელშეკრულებები, პაქტები, კონვენციები), თბ., 2006;
6. გუცენკო, ლ. ვ. გოლოვკო, ბ.ა. ფილიმონოვი. დასავლეთის სახელმწიფოთა სისხლის
სამართლის პროცესი, თბ., 2007;
7. დ. გომენი, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის

13
ევროპული კონვენციის კომენტარები, თბ., 2009;
8. შ. ტრექსელი, ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში, თბ., 2009;
9. მ. ხოდელი, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება სისხლის სამართლის
პროცესში (ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით), თბ., 2019;

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სისხლის სამართლის


საქმეებზე (სისხლის სამართლის პროცესი), 2007, #2; #7; #8; 2008, #1; 2010, #5, #6;

11. საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება ,,სისხლის


სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის
დამტკიცების შესახებ’’//საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2010, # 130, ნაწ. მე-3;
12. საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანება
,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო
ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“;
13. სისხლის სამართლის პროცესი, კერძო ნაწილი, მ. მამნიაშვილის, ჯ. გახოკიძის და ი.
გაბისონიას რედ., თბ. 2015;
14. ლომსაძე მ., სისხლის სამართლის პროცესი, თბ., 2018;
15. Уголовно-процессуальное право Российской Федерации /Под ред. И.Л. Петрухина. 3-е
изд. М., 2010;
16. Курс Уголовного процесса /под редакцией Л.В. Головко. Второе издание. М., «Статут»,
2017;
17. Головко Л.В. Курс Уголовного процесса. М., «Статут» 2017;
18. Nancy Hollander, Barbara E. Bergman and Melissa Stephenson, Wharton's Criminal
Procedure, 14th ed., 2002;
19. Wayne R. LaFave, Jerold H. Israel, and Nancy J. King, Criminal Procedure, 4th ed., 2004;
20. Comparative Criminal Procedure. A casebook Approach. Second Edition. Stephen C.
Thaman. Carolina, 2018;

ნორმატიული მასალა:

1. საქართველოს კონსტიტუცია, 1995;


2. ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეცია,
რომი, 1950;
3. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, 2009;
4. საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“, 2018;
5. საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“, 2001;
6. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძბრო საქმიანობის შესახებ“, 1999.

14

You might also like