You are on page 1of 4

როგორც მოგეხსენებათ, მორფოლოგია შეისწავლის მეტყველების

ნაწილებს, განვიხილოთ თავისებურებები ბრუნვათა სისტემაში.


ბრუნებადი მეტყველების ნაწილებია: არსებითი სახ, რიცხვითი სახ,
ზედსართავი სახელი, ნახვალსახელი. თითოეული განსხვავებული
ფორმა წარმოადგენს ამა თუ იმ ბრუნვის სახელის ფორმაცვალებას, რასაც
ბრუნება(დეკლანაცია) ეწოდება.
ბრუნებადი მეტყველების ნაწილები გამოირჩევა ბრუნების
თავისებურებებით, არსებით სახელთან ბრუნების დროს გვაქვს
კუმშვადი და უკუმშველი სახელები. ფუძის შიგნიდან ხმოვნის
ამოვარდნას კუმშვა ეწოდება, იკუმშება ა, ე ო ხმოვნები სუსტდება ო
ხმოვანი და მის ადგილას ჩნდება ვ თანხმოვანი. კუმშვა ხდება
მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობით, მოქმედებითსა და
ვითარებით ბრუნვებში და ებიანი მრავლობითის შვიდივე ბრუნვაში.
მაგალითად: მგელი-მგლის, ატამი-ატმით. განვიხილოთ მაგალითი,
როდესაც ო სუსტდება და მის ადგილას ვ ჩნდება: მინდორი-მინდვრის.
(ა, ე ხმოვნის ამოვარდნის დროს)ხმოვანი ამოვარდებაა: ალ, არ, ამ,
იშვიათად: ან, ად, აბ მარცვლებით დაბოლეოებული სახელებიდნ,
მაგალითად: მეომარი.
(ო ხმოვნის ადმოვარდნა): ოლ, ორ, ონ, ობ მარცვლებით დაბოლოვებულ
სახელებთან: გოდორი,
თუმცა ლიმონი უკუმშველია შეცდომაა ლიმნის, ეს არსებითი სახელი
გამოირჩევა ბრუნების თავისებურებით.
არსებითი სახელის ბრუნებისას თავისებურებას იჩენს, მაგალითად
წელი, თავი, თვალი. წელი, როდესაც ადამიანის სხეულის ორგანოს
წარმოადგენს ამ შემთხვევაში უკუმშველია, ხოლო სხვა შემთხვევაში
კუმშვადი. მაგ: ბაბუას წელის ტკივილი აწუხებდა-უკუმშველი, წლის
საუკეთესო დროა-კუმშვადი.
ბრუნები თავისებურებით გამოირჩევა საზოგადო სახელი ხუცესი,
მაგალიტად: თუ საკუთარი სახელის ფორმით ვიხმართ უკუმშველია,
ხოლო თუ საზოგადო სახელის ფორმით კუმშვაცი(ხუცის, ხუცები).
ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა ადამიანის საკუტარი სახელები,
ბრუნებისას ყველა უკვეცელი და უკუმშველია და მათ მრ. რიცხვი არ
გააჩნიათ. მიმართვის დროს ადამიანის სახკუტარი სახელები უნდა
ვიხმაროთ ფუძის სახით, წოდებით ბრუნვაში (გურამ, ლუარსაბ, თამარ).
გეოგრაფიულ სახელებს მრავალობითი რიცხვი არ აქვს, რადგან ისინი
საკუთარ სახელთა ჯგუფს მიეკუთნებიან.
ბრუნებისას ფუძის ბოლო ხმოვნის ჩამოშორებას კვეცა ქვია. კვეცა ხდება
მხოლობითი რიცხვის ორ ბრუნვაში: ნათესაობითსა და მოქმედებითში,
იკვეცება ა და ე ხმოვანი. მაგალითად: ხე-ხის, დედა-დედით. კვეცადი
სახელები ბრუნებისას თავისებურებებს იჩენენ მრ, რიცხვში ე ზე
დაბოლოეუბული უკვეცელია, ხოლო ა ზე დაბოლოეუბული კვეცადი,
მაგ: ხეების-უკვეცელი, დედების-კვეცადი.
ო ზე და უ ხმოვანზე დაბოლოებული სახელების თავისებურება არის ის
რომ ყველა უ და ო ხმოვანზე დაბოლოეუბული სახელების ფუძე
ბრუნებისას უხვლელია, მათ უკვეცელ სახელებს უწოდებენ.
უკვეცელ სახელებს ბრუნებისას რამფენიმე თავისებურება ახასიათებს:
1. ნათესაობით ბრუნვაში მიცემითის მსგავსად ბრუნვის ნიშანია ს,
მაგ: მიც- წყაროს, ნათესაობითიც წყაროს, ასეთ შემთხვევაში
სიტყვის ბრუნბვა უნდა გაირკვეს ან კითხვის დამით ან
თუძეთანხმოვნიან სახელის ჩანაცვლებით, ,აგ: წყაროს წყალი
მორაკრაკებს- შევცვალოთ მდინარით, მდინარის წყალი
მორაკრაკებს ნათესაობითი
ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა ე ხმოვანზე დაბოლოებული
უცხოური წარმოშობის საზოგადო სახელები, მაგ: კაფეს და არა კაფის.
ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა, აგრეთვე კუმშვად-კვეცადი
არსებითი სახელები, ასეთებია: ქვეყანა, ქარხანა, ბეგარა, პეპელა,
მოყვარე, ტომარა.
კუმშვა და კვეცა ერთ დროულად ხდება მხ, რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათ,
მოქ, ვიტარებითში და მთელ ებიან მრავლობითში.
ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა, როდესაც სახელსა და გვარს
ვაბრუნებთ ერთად, სახელი უცვლელია, ხოლო შვიდივე ბრუნვაში
ბრუნვის ნიშნებს დაირთავს გვარი.

გადავიდეთ შემდეგი მეტყველების ნაწილის, ზედსართავი სახელის,


ბრუნების თავისებურებებზე. დამოუკიდებლად ნახმარი ზედსართავი
სახელი ისე იბრუნვის, როგორც მსგავსი ფუძის არსებითი სახელი.
ბრუნების თავისებურება იჩენს თავს მაშინ, როდესაც ვაბრუნებთ
ზედსართავ სახელს არსებით სახელთან ერთად, თუ ხმოვან-ფუძიან
ზედსართავ სახელს ვაბრუნებთ არსებით სახელთან ერთად ზედსართავი
უცვლელი იქნება შვიდივე ბრუნვაში, ხოლო არსებითი იბრუნება ყველა
ბრუნვაში (მწვადე მინდვრის).
ბრუნების თავისებურებით გამოირჩევა როდესაც თანხმოვანფუძიან
ზედსართავ სახელს ვაბრუნებთ არსებით სახელთან ერთად, მაგ: ხმელი
წიფელი, ბრუნების ფავისებურებაა შემდეგი: სახელობითში,
მოთხრობითსა და წოდებითში ზედსართავი სახელიც და არსებითი
სახელიც დაირთავს ბრუნვის ნიშნებს, ხმელმა წიფელმა, ხმელო წიფელო.
მიცემითსა და ვითარებითში ფუძის სახითა, მაგ ხმელ წიფელს, ხმელ
წიფლად. ხოლო მოქმედებისთა და ვბითარებიტში ჩამოშორებული აქვს
ზედსართავ სახელს თანხმოვანი ბრუნვის ნიშნები, მაგ: ხმელი წიფლის
ხმელი წიფლით.

რიცხვითი სახელიც ბრუნებისას იჩენს თავისებურებას,


დამოუკიდებლად ნახმარი რიცხვითი სახელი იბრუნვის ისე როგორც
მსგავსი ფუძის არსებითი სახელი. ხოლო არსებით სახელთან ერთად
ბრუნებისასროგორც მსგავსი ფუძის ზედსართავი სახელი.
ბრუნების თავისებურებას იჩენს ვე-ნაწილად დართული რიცხვითი
სახელი, მაგალითად: ორნივე, დაუშვებელია, ორთავე ფორმის
გამოყენება სახელობით ბრუნვასი, სორია ორივე იმღერა და არა ორთავემ
იმრერა.

როგორც ვიცით ნაცვალ სახელი არის მეტყველების ნაწული რომელიც


იხმარება სახელების(არს, ნაც, რიც) ნაცვლად გარკვეულ შემთხვევებში.
ნაცვალსახელის ჯგუფები ბრუნებისას გამოირჩევა თავისებურებებით,
პირველი და მეორე პირის ნაცვალსახეკლები არ დაიტრთავენ ბრუნვის
ნიშნებს. ჩვენებითი ნაცვალები: ეს, ეგ, ის, იგი ბრუნებისას იცვლის
ფუძეს და განსხვავებულად იბრუნება იმის მიხედვით დამოუკიდებლად
არის ნახმარი, თუ არსებითათან ნახმარი. კუთვნილებითი
ნახვალსახელები ახლავს არსებით სახელს და მის კუთვნილებას
გამოხატავს ისინი ფუძედ იყენებენ პირის ნაცვალსახელით ნათესაობითი
ბრუნვის ფორმას, მაგალიკთად კუთვნილებითი ნაცვალსახელებია: ჩემი,
შენი, მისი და თავისებურებას ბრუნების დროს იჩენს მხოლოდ პირველი
და მეორე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელები, რომლებიც
ვითარებით ბრუნვაში ად ბრუნვის ნაცვლად დაირთავენ მიცემითი
ბრუნვის ნიშანს, მაგ: ჩემს წიგნად.
კითხვითი ნაცვალსახელი ვინ ბრუნებისას გარკვეულ თავისებურებას
ავლენს, ვინ ნაცვალსახელს მრავლობითი რიცხვი არ აქვს და შეცდიმა
იქნება ვინები, რა ნაცვალსახელი მრავლობითში არ იკვეცება და იქნება
რაები. თავისებურებას იჩენს კითხვით-კუთვნილებითი
ნაცვალსახელები ვისი რისი, მათ არ აქვთ ნათესაობითი და წოდებითი
ბრუნვის ფორმები.

You might also like