You are on page 1of 2

მარიამ ლომჯარია

ნევროლოგია ჯგ:,მე-3 კურსი


ლექტორი:რუსუდან ნიკოლაიშვილი
2021-2022 სასწავლო წელი

მენინგიტი

მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის შემომსაზღვრავი, დამცავი მემბრანების ინფექციაა.


ეს ინფექცია შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად
ვლინდება ბავშვებში, თინეიჯერებში და ახალგაზრდა ადამიანებში.
მენინგიტი შეიძლება ძალიან სერიოზული მდგომარეობა იყოს, თუ არ მოხდა მისი
დაუყოვნებლივი მკურნალობა. მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში
მდგომარეობა, როგორიცაა სისხლის მოწამვლა (სეპტიცემია) და გამოიწვიოს ტვინის და
ნერვების მუდმივი დაზიანება.
მენინგიტისგან დასაცავად არსებობს სხვადასხვა სახის ვაქცინები.

მენინგიტის ნიშნები და სიმპტომები


მენინგიტის სიმპტომები იწყება უეცრად და შეიძლება მოიცავდეს:
* მაღალ სიცხეს (37.5C-ზე მაღალი)
* ღებინებას
* თავის ტკივილს
* ღია ფერის, აჭრელებული კანი და წითელი გამონაყარი, რომელიც არ უფერულდება
როდესაც გადაატარებენ მინას
* გაშეშებულ კისერს
* კაშკაშა შუქზე მგრძნობელობა - არ მოსწონთ განათებულ ადგილზე ყოფნა
* ძილიანობა, მოთენთილობა და ურეაქციობა
* კრუნჩხვა ან გულის წასვლა. მენინგიტი ძირითადად გამოწვეულია ბაქტერიული ან
ვირუსული ინფექციით. ბაქტერიული მენინგიტი იშვიათია, მაგრამ უფრო სერიოზული
ვიდრე ვირუსული მენინგიტი.
მენინგიტის გამომწვევი ინფექცია შეიძლება გავრცელდეს:
* დაცემინებით
* დახველებით
* კოცნით
* საყოფაცხოვრებო ნივთების, კბილის ჯაგრისის, ან სამზარეულოს ჭურჭლის გაზიარებით.
* მენინგიტი ძირითადად ვრცელდება იმ ადამიანებისგან ვისაც აქვს მისი გამომწვევი ვირუსი
ან ბაქტერია ცხვირში ან ყელში, მაგრამ თვითონ არ არიან ავად. თუმცა იშვიათად შეიძლება
გავრცელდეს მენინგიტით დაავადებული ადამიანისგანაც. ვირუსული მენინგიტი
ასეპტიკური მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. გამომწვევი პათოგენებია:
ადამიანის ენტეროვირუსები (ყველაზე ხშირად), მარტივი ჰერპესვირუსი, ყბაყურა,
არბოვირუსები (მაგ. დასავლეთ ნილოსის ვირუსი), აივ და გრიპის ვირუსი (იშვიათად).
ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტის დიფერენცირება შეიძლება რთული იყოს და
თავზურგტვინის სითხის ანალიზის პასუხის მიღებამდე საჭირო გახდეს ემპირიული
ანტიმიკრობული თერაპია. ჩვილებში, იმუნოკომპრომისულ პაციენტებსა და
ჰერპესვირუსებით ან არბოვირუსებით დაინფიცირებულ პირებში გართულებების ალბათობა
უფრო მაღალია. თუმცა, ვირუსული მენინგიტი ტიპურ შემთხვევებში თვითგანკურნებადია
და სერიოზული ნარჩენი მოვლენები არ ახასიათებს. ბაქტერიული მენინგიტი არის
მენინგეალური გარსების იშვიათი, მაგრამ მძიმე ანთება, გამოწვეული სხვადასხვა
ბაქტერიებით. როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში მენინგიტის გავრცელებული
გამომწვევი პათოგენებია Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae b ტიპის (Hib) და
Neisseria meningitidis. <2 თვის და >60 წლის ასაკობრივ ჯგუფებში მყოფი ადამიანები
ყველაზე ხშირად ზარალდებიან დაზიანებული ან შესუსტებული იმუნიტეტის გამო.
მნიშვნელოვანია დროული შეფასება და ანტიბიოტიკოთერაპია. შესაძლებელია
მენინგოკოკური ინფექციის სწრაფი პროგრესირება და სეპტიური შოკის განვითარება,
რომელსაც თან ახლავს ჰიპოტენზია, აციდოზი და დისემინირებული სისხლძარღვშიდა
კოაგულაცია. მნიშვნელოვანია დროული შეფასება და მკურნალობა, რადგანაც ლეტალობის
მაჩვენებელი და მძიმე გართულებების რისკი მაღალია. პროგრესირებადი, სიცოცხლისათვის
საშიში, ქრონიკული ან ქვემწვავე მენინგიტი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოწვეულია
Cryptococcus სახეობით.[2] იმუნოსუპრესიულ პაციენტებში მას ხშირად თან ახლავს
სისტემური ჩართულობა. მაღალი რისკი აღენიშნებათ ჩვილებსა და ახალშობილებს. სხვა
გამომწვევი აგენტებია Coccidioides, Candida species ან Histoplasma capsulatum.[3] მენინგიტზე
ეჭვის შემთხვევაში ადამიანებს საავადმყოფოში უკეთდებათ ანალიზები, რომ დადგინდეს
ინფექცია ბაქტერიის მიერაა გამოწვეული თუ ვირუსის.
ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობა ხსება ჰოსპიტალურად, სულ მცირე ერთი კვირის
განმავლობაში. მკურნალობა მოიცავს:
* ანტიბიოტიკებს (ინტრავენურად)
* სითხეებს, ასევე ინტრავენურად და
* ჟანგბადის ნიღაბს.
* ვირუსული მენინგიტი ძირითადად უმჯობესდება თავისით 7-10 დღის განმავლობაში და
ხშირად სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი მისი მკურნალობა. საკმარისად დასვენება
სახლში, ტკივილგამაყუჩებლების მიღება და გულისრევის საწინააღმდეგო წამლების მიღებას
შეუძლია სიმპტომების შემსუბუქება.

You might also like