You are on page 1of 1

ვირუსები

ვირუსული დაავადებები საკმაოდ გადამდებია მაგრამ გააჩნია როგორია მორფოლოგიური


ელემენტი, მაგალითად ჰერპესის დროს გვაქვს ბუშტუკი და ის რომ გასკდება იქიდან არის
სისველე და შეიცავს ვირუსულ ნაწილაკებს და საკმაოდ გადამდებია , მაგრამ მეჭეჭის დროს
როდესაც გვაქვს პაპულური ელემენტი იმდენად გადამდები არარის (უნდა იყოს ძალიან
მჭიდრო კავშირი, მაცერაცია). მეჭეჭის გადაცემა ხდება ძირითადად გენიტალიური
ლოკალიზაციის დროს სქესობრივი კონტაქტისას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნურ
სისტემასაც.

ვირუსული დაავადება შეიძლება იყოს ქრონიკული, როცა ერთხელ მოხვდება ორგანიზმში


სულ იქნება და როდესაც იმუნური სისტემა შესუსტდება გააქტივდება . ან ასევე შეიძლება
მხოლოდ ერთხელ ემართებოდეს ადამიანს მაგალითად ჰერპეს ზოსტერი.

უნდა განვიცილოთ 4 ტიპის ვირუსი:

 მარტივი ჰერპეს ვირუსი - ტიპი 1 და ტიპი 2


 ვარიცელა ჰერპეს ზოსტერის ვირუსი
 ადამიანის პაპილომავირუსი
 კოქსვირუსი

მარტივი ჰერპესი

გამოწვეულია მარტივი ჰერპეს ვირუსით. მორფოლოგიური ელემენტია - შეჯგუფებული


ბუშტუკები. შეიძლება იყოს სხეულის ნებისმიერ ადგილას, ასევე ლორწოვან გარსებზე .
ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, შესაბამისად მისი აქტივობა დამოკიდებულია იმუნურ
სისტემაზე. იცის ადგილების ამოჩემება - თუ ერთხელ გაჩნდა ტუჩზე, ხშირად შეიძლება იგივე
ადგილას გაჩნდეს. პირის ღრუში ლოკალიზაციისას მტკივნეულია რადგან ხდება მისი
მექანიკური დაზიანება, შესაბამისად გვექნება მტივნეული ეროზიები . დიფ .დიაგნოსტიკა უნდა
გავატაროთ ვულგარულ პემფიგუსთან (რომელიც პირის ღრუდან იწევა და საკმაოდ
ავთვისებიანად მიმდინარეობს და შეიძლება სიკვდილით დასრულდეს ).

მიმდინარეობა არცისე ხანგრძლივია დაახლოებით 1 კვირა

თუ ბუშტუკი გასკდა ინფექციით შეიძლება გართულდეს (ხშირად იმპეტიგო)

თუ თვალშია შეიძლება გართულება მოგვცეს ჰერპესული ენცეფალიტი და ამდროს


მკურნალობა აუცილებელია ექიმის კონტროლით

მკურნალობა: აციკლოვირი. ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სურათზე . თუ


მარტივი ფორმაა მაშინ დაახლოებით 1 კვირა, ხოლო თუ გართულდა მეორადი ინფექციით
მაშინ დამატებითი ანტიბიოტიკოთერაპია და ლოკალურად ანტიბიოტიკი

ჰერპეს ვირუსი ტიპი 1 - სხეულის ზედა მონაკვეთზე გამონაყარი

ტიპი 2 - გენიტალიებზე (სქესობრივად გადამდებია)

You might also like