You are on page 1of 2

ჰუმანიზმი გერმანიაში

ჰუმანისტურმა მოძრაობამ რომელიც იტალიაში დაიწყო და შემდეგ დას


ევროპის სხვა ქვეყნებშიც, ფართო გასაქანი პოვა გერმანიაში XV ს-ის 70-იან
წწ-ში. ჰუმანისტური მოძრაობის გავრცელებას ხელი შეუწყო კაპიტალისტური
ურთიერთობის წარმოქმნამ. გერმანელი ჰუმანისტები უმთავრესად
უნივერსიტეტებში მოღვაწეობდნენ. ჰუმანიზმის გერმანიაში ნაციონალური
შტრიხები ჰქონდა და უმთავრესად რელიგიურ ხასიათს ატარებდა, გერმანული
ჰუმანიზმი იყო თვითმყოფადი და ძალიან მჭიდრო კავშირი რეფორმაციასთან,
ორივე წარმოადგენდა გამოვლინებას იმ პროტესტისა, რომელიც მიმართული
იყო შუა საუკუნეების მსოფლმხედველობის წინააღმდეგ და ანგრევდა
სქოლასტიკურ აზროვნებას.

გერმანელი ჰუმანისტები ე.წ ჩ რ რენესანსის წარმომადგენლები უმეტესად


რელიგიური რელიგიური მოაზროვნეები იყვნენ და ქრისტიანული
იდეოლოგიური პარადიგმის ფარგლებში ავითარებდნენ ანთროპოლოგიურ
პრობლემებს. ეს სწავლება წარმოადგენს გერმანული ჰუმანიზმის
ალტერნატიულ მიდგომას ისეთი საკითხებისადმი, როგორიც იყო ღმერთთან
უშუალოდ ადამიანის კონტაქტის შესაძლებლობას, პრაქტიკული მოქმედების,
სოციალური კომუნიკაციის და სხვა ბუნებრივი გამოვლინებისადმი შეფასების
საკითხებს. მე-15 საუკუნის ბოლოსა და მე-16 საუკუნის დასაწყისში გერმანიის
პროგრესულ წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჰუმანისტების
სატირული ნაწარმოებები, მათი მეშვეობით ხდებოდა გერმანიის
საზოგადოებაში არსებული ყველა მანკიერების, საერო და საეკლესიო
ხელისუფლებათა თავაშვებული საქმიანობის გამათრახება და გააქტიურება იმ
საკითხის, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას, ანუ რა ადგილი უნდა
დაეკავა სახელმწიფოს მართვაზე პრეტენზიის მქონე ამ ორ ინსტიტუტს ქვეყნის
პოლიტიკურ ცხოვრებაში.

აღნიშნულ პერიოდში როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა შუა საუკუნეების


ეკლესიასა და სქოლასტიკურ ფილოსოფიასთან, შეიქმნა კლასიკური
პამფლეტი, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის გამოხატვის ერთი-ერთი
მძაფრი იარაღი იყო. ახალგაზრდა ერფურტელი პოეტები მუციანუს რეფუსის
სახლში მართავდნენ შეხვედრებს, სადაც მეგობრული ატმოსფერო და
შემოქმედებითი სული სუფევდა. სწორედ ასეთ სიტუაციაში იბადებოდა
პოეტური იმპროვიზაციები, ხუმრობები და კალამბურები. პამფლეტების
უბრწყინვალესი ოსტატი იყო ერაზმ როტერდამელი, მისი ნაწარმოებებიდან
ყველაზე უფრო პოპულარობით სარგებლობდა სატირული ხასიათის
ნაწარმოები ქება სისულელისა, ამ ნაწარმოებში ავტორი ბასრი სატირით
ამხელდა არსებულ ნაკლოვანებებს. პოლიტიკური, კულტურული და
საეკლესიო ყოფა-ცხოვრების ყოველ სფეროში ის ხედავდა უხამსობას,
ფორმალიზმს, უაზრო დოგმატიკას და სისულელეს.

ჰუტენისა და როიხლენის პამფლეტი-სატირა ბნელი ადამიანის წერილები,


ჰუტენსს ეკუთვნოდა ბულლა, ყაჩაღები, მრჩეველნი და ა.შ. როიხლინი თავის
პამფლეტებში მოითხოვს ეკლესიის დაქვემდებარებას საერო
ცენტრალიზებულ სახელმწიფოსთან და მისთვის კატეგორიულად მიუღებელია
სასულიერო პირთა პოლიტიკური პრეტენზიები. მისი აზრით, ქრისტიანობის
არსის შესწავლა უნდა განხორციელებულიყო პირველადი წყაროების
კრიტიკული და ლინგვისტური კვლევებით და არა ეკლესიური დოკმატური
ტრადიციის მიხედვით. ამ პოზიციის გამო როიხლინი ავტორიტეტით
სარგებლობდა უნივერსიტეტის გერმანელ ჰუმანისტა შორის. მან უდიდესი
პოპულარობა მოიპოვა ფართო წრეებში თავისი ცნობილი გამოსვლით ე.წ
ებრაული წიგნებზე საქმეზე, რომელიც გადაიქცა როიხლენის საქმედ.

1509 წელს რეაქციონერი ღვთისმეტყველები შეუდგნენ ებრაული რელიგიური


წიგნების განადგურებას, რადგან მათი აზრით, ისინი უარყოფით გავლენას
ახდენენ ქრისტიანობაზე. როიხლინი ამ ფაქტს წინ აღუდგა, მისი აზრით, ამ
წიგნების ნაწილი მნიშვნელოვანია სწორედ ქრისტიანობის შესასწავლად. ამ
საკითხის ირგვლივ დაიწყო კამათი და მათი გაყოფა მოხდა ორ ბანაკად
როიხლინის მიმდევრებად, რომლებსაც წარმოადგენდნენ ჰუმანისტები და
საზოგადოების პროგრესული ნაწილი, ხოლო მეორე დაჯგუფება იყო ე.წ
ბნელი ხალხი კიოლნის ღვთისმეტყველთა მომხრეები. დავის მთავარი თემა
იყო მეცნიერული მეთოდების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი და
პირველადი წყაროების შესწავლა ქრისტიანობის საკითხში. პაპებსა და
ბერებზე თავდასხმების შეუდარებელი სატირული ისრებითა და
ორიგინალურობით გამოირჩეოდა ბნელი ხალხის წერილები, რომლის
ავტორსაც არა მხოლოდ როიხლინი, არამედ ჰუტენიც მიიჩნევა.

ჰუტენი წარმოშობით ფრანკონიის რაინდთა წრიდან ჰუმანიზმის ასევე


თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მას აღაშფოთებდა გერმანიაში
სასულიერო წოდების მდიდარი სამფლობელები და ის უდიდესი
შემოსავალები, რომელსაც პაპი ამ მამულიდან ღებულობდა. ჰუტენის იდეალი
გაერთიანებული და ძლიერი გერმანია იყო. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული პიროვნება რომელიც ნაციონალურ გრძნობებს ასე თავდადებით
ქადაგებდა. ის ზიზღით უცქერდა ტიტულებს, წოდებასა და აკადემიურ
საფეხურებს, რომელთა მიღმა მისი აზრით, ქედმაღალი და უვიცი ადამინები
ადგნენ. ჰუტენმა გაილაშქრა პაპის იულიუს მეორის წინააღმდეგ, თავის
ეპიგრაფიკებში ის აკრიტიკებდა ინდულგენციებით ვაჭრობას და დასცინოდა
პაპს, ვაჭრუკანას უწოდებდა და ამბობდა რომ იგი საცალო ვაჭრობით
ჰყიდიდა ზეცას. ამ გარდამავალ ეპოქაში ხდება ცნობიერების რადიკალური
გარდაქმნა, ახალ კულტურულ პარადიკმაზე გადასვლა. ტრანსფორმაციის
პროცესები გავლენას ახდენენ კულტურის ყველა სფეროზე და იწვევენ
მენტალობის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

You might also like