You are on page 1of 20

უძველესი ადამიანის

ნახატები
საინტერესოა ვიცოდეთ,
როდის გაუჩნდა ადამიანს
ხატვის სურვილი

გ ა ვ ი გ ო თ:
1. რას ხატავდა უძველესი
ადამიანი?
2. რით ხატავდა უძველესი
ადამიანი?
3. როგორ ხატავდა უძველესი
ადამიანი?
4.სად ხატავდა უძველესი
ადამიანი?
გ ა ვ ი გ ო თ:

1. რას ხატავდა უძველესი ადამიანი?


2. რით ხატავდა უძველესი ადამიანი?
3. როგორ ხატავდა უძველესი
ადამიანი?
4.სად ხატავდა უძველესი ადამიანი?
რას ხატავდა უძველესი ადამიანი?

უძველესი ადამიანი ხატავდა იმას,


რასაც გარშემო ხედავდა, მაგრამ
საინტერესო ისაა,რომ ხატავდა არა
ბუნებას, ხეებს, მთებს, მდინარეებს,
არამედ ირჩევდა მხოლოდ ცხოველებს
და მათ გამოსახავდა მღვიმეების
კედლებზე.
რით ხატავდა უძველესი ადამიანი?

უძველეს ეპოქაში ადამიანი თავისი


ნახატების შესაქმნელად იყენებდა
ბუნებრივ მასალას:ნახშირი,
მინერალები,მცენარეების ფესვები და
სხვ. ნახატებს კი ქმნიდა ხელით ან
საგანგებოდ შექმნილი ფუნჯით -
ძვალზე წამოცმული ცხოველის ბეწვით.
როგორ ხატავდა უძველესი ადამიანი?

უძველესი ადამიანები ნადირობის


დროს ყურადღებით აკვირდებოდნენ
ცხოველების ფორმებს, ხასიათს,
თვისებებს და შემდეგ ზუსტად
ასახავდნენ თავიანთ ნახატებში, ერთი
სიტყვით ხატავდნენ ოსტატურად.
სად ხატავდა უძველესი ადამიანი?

მეცნიერულმა გამოკვლევებმა
აჩვენეს, რომ უძველესი ადამიანის
მხატვრობის ნიმუშები შექმნილია არა იმ
მღვიმეების კედლებზე, სადაც ისინი
ცხობრობდნენ, არამედ მათგან
მოშორებით, მიუდგომელ ადგილებში,
მღვიმეებში, სადაც მაგიური რიტუალები
ტარდებოდა.
არგენტინა - სანტა კრუზის გამოქვაბული
ალტამირას გამოქვაბული,ესპანეთი
1879 წელს ესპანეთში, კანტაბრიას პროვინციაში
თვითნასწავლი არქეოლოგი მარსელინო სან დე
საუტუოლა თავის 9 წლის გოგონასთან ერთად
შევიდა მღვიმეში, ამ უკანასკნელმა გამოქვაბულის
მოხატული ჭერი დაინახა: ბიზონების ჯოგი, ორი
ცხენი, გარეული ღორი, ირემი.
შოვეს (ჩაუვეტის) გამოქვაბული
აღმოჩენილია საფრანგეთის სამხრეთით
სერა და კაპივარა
მდებარეობს ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ლასკოს გამოქვაბული
საფრანგეთი.
1940 წელის 12 ოქტომბერს სტუდენტებმა
აღმოაჩინეს. აქ აღმოჩენილია 2000-მდე
ნამუშევარი.
კუევა დე ლას მანოს (ხელების
გამოქვაბული)
სამხ. არგენტინა.
თავდაპირველად ადამიანი
მხოლოდ ცხოველებს
ხატავდა, მოგვიანებით კი
ტასილის გამოქვაბული - ჩრდ.აფრიკა ადამიანის
გამოსახულებებიც გაჩნდა.
ისინი, როგორც წესი
ნადირობის სცენებში არიან
ჩართულნი
ლაას გაალი
მდებარეობს სომალის ჩრ.-დასავლეთით
დავალება:
• ბუნებაში მრავლად მოიპოვება ისეთი
მასალა,რომელიც დასახატად
შეიძლება გამოიყენოთ. თქვენი
ფანტაზიით შექმენით
დ ა ვ ა ლ ე ბ ა
დავისახოთ ამოცანა:
ბუნებაში მრავლად მოიპოვება ისეთი
მასალა,რომელიც დასახატად შეიძლება
გამოიყენოთ. შევქმნათ ნამუშევარი სასურველ
თემაზე ბუნებრივი საღებავებითა და
სახელდახელოდ გაკეთებული “ფუნჯით”.

• საღებავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭარხლის, ყავის ან ჩაის წყლით


განზავებული მასალა.
• ფუნჯის გასაკეთებლად გამოიყენეთ ხის ჩხირები , ბამბა ან ღრუბელი .
გააკეთეთ და
გამოიყენეთ თქვენთვის
სასურველი ბუნებრივი
მასალა და იარაღები

გისურვებთ
წარმატებებს!

You might also like