Professional Documents
Culture Documents
თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
---
---
---
---
---
--
---
---
---
----------------------------------------------------------------------------------------------
ასოციაციები
ალბათ, სიტყვებიც ისეთივე ტანჯვით იბადებოდნენ, რა ტანჯვაც ახლავს შობის
პროცესს. ადამიანი რაღაც უცხო, ჯერაც არგანცდილი გრძნობითაა შეპყრობილი. ამ
გრძნობის გარეთ გამოტანასა და გასაგნებას იგი მისთვის სახელის დარქმევით
ცდილობს. მაგალითისთვის გამოდგება მწირის ტანჟვა ილიას „განდეგილიდან“: „ან რა
უწოდოს, ან რა დაარქვას, ამ ჯერ არცნობილ ნეტარებასა“. დიდი ვნება იმ მაგიური
ძალით, იმ პირველქმნილი მადლით ბადებს უკვე ნაცნობ სიტყვას, რა მადლითა და
ტკივილითაც იგი პირველად წასცდა კაცთაგანს. ტანჯვით შობის მიუხედავად, თვით
სიტყვა სრული ადეკვატურობით მაინც ვერასოდეს გადმოსცემს იმ გრძნობის, იმ
მოვლენის, იმ საგნის არსს, რის სამოსელადაცაა განსაზღვრული. ამიტომ შემთხვევით არ
წამოსცდება პოეტს: სხვას გათქმევინებს წყეული რითმაო. აქ „რითმას“ წარმატებით
შეიძლება ჩავუნაცვლოთ „სიტყვა“, ვინაიდან სწორედ სიტყვამ ვერ შეძლო ვნების
სრულად გამოხატვა, რასაც ბარათაშვილი სენტენციის სახეს აძლევს: „მოკვდავთა ენას არ
ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა“.
სიწმინდის,
ია ეკალაძე ერთგან წერს: „გალაკტიონის პოეზია ტკბილია, ვით რძე დედისა“. სწორედ ეს
მუსიკალობა ანიჭებს მას ამ სიტკბოს. სწორედ ამის გამოა, რომ გალაკტიონის ლექსები
ხშირად იქცევიან ხოლმე სიმღერის ტექსტებად. ბოლომდე გამოურკვეველი
კანონზომიერებით იქმნება მუსიკა, რომელიც თანამდევია არა მხოლოდ ამ ლექსისთვის,
არამედ საერთოდ გალაკტიონის პოეზიისთვის.
წყარო: გ.ახვლედიანი