You are on page 1of 4

გოგჩა

იმ მრავალ ტკივილთა შორის, რომელთაც აღძრავს წუთისოფლის რთული


ცხოვრება, ერთი მარადიულია, ზოგადსაკაცობრიოა. ეს არის სიცოცხლის
წარმავლობის ტკივილი. სწორედ ამ ტკივილს გამოკვეთს ალექსანდრე ჭავჭავაძე
თავის ლექს „გოგჩაში“.
ბუნების მარადიულობის ფონზე კიდევ უფრო ტრაგიკულად წარმოჩნდება კაცთა
ცხოვრების დასაზღვრულობა( კონტრასტი-ეს ერთგვარი მხატვრული ხერხია.
ასეთი რამ თუ შეგვხვდა, გავიტანოთ მხატვრულში.). ადამიანთა ყოფის ნიშანი-
„ნგრეული ნაშთი“ სევდით აღავსებს მნახველს, რაკიღა ეს არის უტყუარი დასტური
კაცთა ცხოვრების სასრულობისა. პოეტი მკითხველის თვალსაწიერში მოაქცევს
„ძაძით მმოსველ“ გარემოს. დრომ, სასტიკმა, დაუნდობელმა, გაანადგურა
ყველაფერი მატერიალური. დროის სიღრმეში ჩაიძირნენ ადამიანებიც, რომელთაც
უყვარდათ, სძულდათ, თავი ყოვლისმპყრობელი ეგონათ...წარმავლობა, პოეტის
მტკივნეული დასკვნით, არის „ჩვენისა მომავლისა ნამდვილი ხატი“.

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში


1. "მიხარის, გიმზერ, ვწუხვარ და გიმზერ"...
- თამარ მეფე საქართველოს წარსული დიდების სიმბოლოა.ის პოეტში
ურთიერთსაპირისპირო განცდებს აღძრავს. ერთროულად ეუფლება სიხარული და
წუხილი. ერთ დროს ძლევამოსილი საქართველო სწორედ თამარის დროს იყო,
სიხარულის მიზეზი ეს არის, ხოლო წუხილს ის იწვევს პოეტში, რომ ეს სამშობლოს
დიდება, "ცად სხივმიმფენი" წარსულში დარჩა.
2. "არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას."
- აწმყო პოეტში ღრმა ტკივილს აღძრავს. თავისუფლებადაკარგული, სულიერად
დაცემული სამშობლო-ეს არის დამთრგუნველი რეალობა. პოეტს ამ რეალობიდან
გაქცევა სურს. მისი მზერა წარსულისკენაა მიპყრობილი. აღარ სურს, უმზერდეს ამ
რეალობას.
3. წარსული, პოეტისთვის, ერთი მხრივ, თავშესაფარია, უხეში რეალობისგან
თავდასახსნელი, მეორე მხრივ, იმედის წყაროა, რადგან, თუკი ერთხელ შეძლო
მისმა სამშობლომ თავისი ეროვნული ენერგიის გამოხატვა, ესე იგი,
შესაძლებლობა იმისა, რომ კვლავ გაბრწყინდეს, კიდევ არის. ( 1. "არ
გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას." 2.
"ვიგონებთ შენს დროს, გული გვიმაგროს...")
4. პოეტი სამშობლოს დაცემის 2 მიზეზს გამოკვეთს: ა) მტერთან მუდმივმა
ბრძოლამ სასიცოცხლო ძალებისგან დაშრიტა საქართველო. ის "შავ დროთა
ძალით ფერწახდენილია".ბ) საქართველომ უფალი განარისხა. ის "ცის
შემრისხავია". ( გავიხსენოთ დავით გურამიშვილის "საწყაულის მოწყვა
ღვთისაგან")
5. როგორია დღეს პოეტის თვალით დანახული საქართველო?
--სულიერად დაცემული, ფერწახდენილი, თამარის დიდების სხივმოკლებული,
უმეცრების ბნელით გარემოცული, ბედკრული.
6. როგორია პოეტი , სამშობლოს მძიმე მდგომარეობით გულმოკლული?
--დაღონებული, გულშემუსვრილი, დამცირებული, ხმამიღებული(ხმაწართმეული),
ბედდაკარგული ივერიის შვილი, ეჭვით აღვსილი, უსასოდქმნილი(უიმედო ).
7. რა არის პოეტის ოცნება?
--"შენი ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის."-პოეტი
ოცნებობს, საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს სხვა ქვეყნების
გვერდით. ( ეს ციტატა ესეშიც გამოგადგებათ.)
8. რა შემთხვევაში დადგება საქართველო სხვა ქვეყნების გვერდით?
--"წმინდით საყდარით, ენით მდიდარით...სამშობლო მიწის სიყვარულითა".
რწმენით, მდიდარი ენით, განათლებით, ზნეობით, სამშობლოს ძველებური
სიყვარულით საქართველო შეძლებს "დადგეს ერად სხვა ერთა შორის.
9. პოეტი სკეპტიკურად (ეჭვით) უყურებს მომავალს: "ვაჰ თუ რაც წახდეს, ვეღარა
აღდგეს, ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით და რაც დაეცა, ის წარიტაცა შავმან
ყორანმა, ვით უმწე მსხვერპლი"
10. ლექსის დასაწყისში წარმოჩენილი ტკივილი, გამოწვეული კონკრეტული
მიზეზით, ლექსის ბოლოს განზოგადდება და ზოგადსაკაცობრიო სატკივარის სახეს
იღებს."ჰე, ცრუ სოფელო, დაუნდობელო, შენში კეთილი სად არს ფერუცვლელ"...
11. უდაბურ ტყეში დარღვეული ტაძარი, დაყრუებული, გზაშეუვალი,
რწმენადაცლილი საქართველოს ასოციაციას იწვევს. გავიხსენოთ "დაქვრივებული
ტაძარი"("გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება:)
აწმყო დამთრგუნველია, რადგან საქართველო ტყვედქმნილია. პოეტის მზერა
მიმართულია წარსულისკენ, სადაც ეგულება იდეალი-თავისუფალი, ძლიერი („ცად
სხივმიმფენი“) საქართველო( თამარის დროის საქართველო).
პოეტისათვის წარსული ერთგვარი თავშესაფარია, სასტიკ და დაუნდობელ
რეალობას რომ გაექცეს. წარსული მისთვის საყრდენიცაა, იმედის წყაროც- თუ
ერთხელ შეძლო საქართველომ თავისი ეროვნული ენერგიის სრულად გამოხატვა,
შესაძლებელია ეს მომავალშიც ვივარაუდოთ.
პოეტი ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობის 2 მიზეზს გამოკვეთს. 1) „შავთა დროთ
ძალით ფერწახდენილია“ მისი სამშობლო( მძიმე ისტორიული ხვედრი-მტრის
შემოსევები); 2) ქართველები „ცის შემრისხავნი“ არიან( ღმერთი განარისხეს
თავიანთი ცოდვებით....გავიხსენოთ გურამიშვილი).
პოეტს ეუფლება უიმედობის განცდა: „ვაჰ, თუ რაც წახდეს, ვერღარა აღდგეს,/
ვეღარ აღყვავდეს ახლის მშვენებით/ და რაც დაეცა, ის წარიტაცა/ შავმან
ყორანმან, ვით უმწე მსხვერპლი.“
რომანტიკოსისათვის დამახასიათებელი დამოკიდებულება წუთისოფლის მიმართ
ლექსის ბოლოს ვლინდება: „ ჰე, ცრუ სოფელო, დაუნდობელო,/ შენში კეთილი სად
არს ფერუცვლელ?/ დიდება ჩვენი, ცად სხივმიმფენი/ ნუთუ ესღა გვაქვს, ვხედავთ
რასაცა?“( ანუ, წუთისოფელმა სისასტიკე იმით გამოავლინა, რომ პოეტის
სამშობლოს დიდება, თავისუფლება დაუკარგა.)
„უდაბურს ტყეში დარღვეული ტაძარი“-რწმენადაცლილი საქართველოს
სიმბოლოდ შიძლება მივიჩნიოთ.
სარწმუნოება, ენა, მამული-აი, რა უნდა აღიდგინოს ქართველმა, რომ დაიბრუნოს
ძველი დიდება და კვლავ „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. 

"საღამო გამოსალმებისა" (გრიგოლ ორბელიანი)


ლექსში მკითხველის ყურადღებას იქცევს ბუნების ესთეტიკური ხატი. მზე ჩადის და
მისი სხივები ალერსით ეთხოვება კავკასიონის მწვერვალებს. შედარება"თავსა
ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა" აცოცხლებს სურათს და ამავე დროს
სევდიან განწყობილებას ბადებს მკითხველში. მზის ჩასვლის მშვენიერი სურათი
ქმნის ფონს ლექსის ლირიკული გმირის განცდების წარმოსაჩენად.მზე ეთხოვება
სამყაროს და პოეტის სულშიც ბინდი ისადგურებს- მისგან მიდის სატრფო
(სინათლე). ნელ-ნელა თვალს ეფარება ეტლი, რომელიც სამუდამოდ აშორებს
საყვარელ ადამიანს.
სიყვარული ზეციური სხივით ამშვენებს ადამიანის სიცოცხლეს, სულის აღმაფრენას
იწვევს მასში და ზეცას მიაახლებს( "და აგვამაღლებს ამ სოფლით სულისა
აღმაფრენითა.").ეს გრძნობა, პოეტის აზრით, ადამიანის სიცოცხლეს ნეტარებით
აღავსებს, სიხარულის ნათლით მოსავს. სიყვარულია ის, რაც ამქვეყნიურ
განსაცდელს სიმძაფრეს უკარგავს, ამიტომაც მის გარეშე პოეტი წუთისოფლის
სისასტიკის პირისპირ რჩება და გადის სიცოცხლე მხოლოდ "ზრუნვით, შრომითა".
სიყვარული აფაქიზებს ადამიანის სულს, ამიტომაც სატრფოს წასვლა პოეტში
აღძრავს სევდას, მაგრამ არა აგრესიას. პოეტს სწორედ სიყვარულის ღვთაებრივი
გრძნობა აძლევს სულიერ ძალას, კვლავ მისი სიკეთე შესთხოვოს უფალს ( "მარად
დღე ჩემი კურთხევა ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდე სული მელევა.").
მკითხველს ახსენდება გალაკტიონის მშვენიერი ლექსის სტრიქონები: "ტანჯვა-
განსაცდელში თვალნი მიურიდენ...დილა გაუთენე ისევ ციურიდან..." ( "მზეო
თიბათვისა"). ასე მიმართავს უფალს გალაკტიონის ლექსის ლირიკული გმირი.
სატრფოს წასვლით გამოწვეული სულიერი ტკივილის გადმოცემა შეუძლებელია.
"არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა." პოეტს მწარე რეალობასთან
შეგუება უწევს, რაკიღა ბედნიერებას ამსოფლად უეჭველად მოჰყვება
იმედგაცრუება. უგნურია ის, ვინც ეს ჭეშმარიტება არ იცის. ( "ან მე უგნურსა რად
მწამდა ბედისა დაუსრულება?").

You might also like