You are on page 1of 1

1.

განასხვავებენ ემპირიული შემეცნების ფორმებს: შეგრძნება , აღქმა და


წარმოდგენა .

შეგრძნება არის ჩვენი ცოდნის პირველწყარო,შეგრძნების მეშვეობით მოგვეცემა არა


საგნები ,არამედ საგნის თვისებები. შეგრძნება ეს არის ადამიანის უშუალო კავშირი
სინამდვილეთან ამიტომ შეგრძნებისთვის აუცილებელია კონტაქტი საგნებთან .
ადამიანი ყველაზე მეტ ინფორმაციას მხედველობისა და შეხების შეგრძნებებიდან
იღებს .

ადამიანის გონება გადადის გრძნობადი შემეცნების მეორე საფეხუზე . ეს არის


აღქმა . აღქმის მეშვეობით ადამიანს მიეცემა

მთლიანი საგანი და არა ცალკეული თვისებები . აღქმის ნაკლი იმაშია , რომ იგი
შეზღუდულია დროისა და სივრცის ჩარჩოებით . ადამიანს მხოლოდ იმის აღქმა
შეუძლია რაც მის თვალწინ იმყოფება აქ და ახლა. ჩვენ არ შეგვიძლია აღვიქვათ
საგანი რაც ჩვენს თვალწინ არ იმყოფება .

ადამიანის გონება გადადის შემეცნების შემდეგ საფეხურძე ეს არის წარმოდგენა


.წარმოდგენის საშვალებით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა დაშორდეს დრო-
სივრცით ჩარჩოებით შეზღუდულ რეალობას . ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს ის
რაც მის თვალწინ არ იმყოფრბა.ადამიანს ასევე შეუძლია წარმოიდგინოს სხვისი
მონათხრობი ისე რომ თვითონ არ ჰქოდეს ნანახი .

2.ფილოსოფოსები მუდამ კამათობენ იმის შესახებ შეიძლება თუ არა ღმერთის


არსებობის დასაბუთება ? თუ საკმარისია მისი აღიარება მხოლოდ რწმენით?
ღმერთისა და სამყაროს მიმართების საკითხზე მრავალსაუკუნოვანი კამათის შემდეგ
ჩამოყალიბდა საკითხის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი : თეიზმი -მე მწამს რომ
ღმერთი არსებობს ,ათეიზმი -მე მწამს რომ ღმერთი არ არსებობს, აგნოსტიციზმი-მე
არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ ღმერთი არსებობს არც იმაშიარ ვარ
დარწმუნებული რომ ღმერთი არ არსებობს,დეიზმი-ღმერთმა შექმნა სამყარო მაგრამ
შემდეგ აღარ ერევა მის არსებობაში.პანთეიზმი-ღმერთი ყველაფერშია .

3. მსჯელობათა კავშირი ქმნის დასკვნას .დასკვნა როგორც აზროვნების ფორმა არის


გარკვეული წესით აგებული მსჯელობათა კავშრი . სიმკაცრის მიხედვით
განასხვავებენ დემონსტრაციულ ( აუცილებელ) და
არადემონსტრაციულ( მართლზომიერ) დასკვნას. ლოგიკური გამომდინარეობის
მიმართების მიხედვით განასხვავებენ სამი სახის გამომდინარეობას : 1. დედუქციური
დასკვნა -ზოგადი ხასიათის მსჯელობიდან ვაკეთებთ დასკვნას ერთეული მოვლენების
შესახებ. ასეთ გამომდინარეობას ეწოდება დედუქციური .2.ინდუქციური დასკვნა
-ერთეული ხასიათის მსჯელობიდან ვაკეთებთ დასკვნას მეორე მოვნელაზე მათი
მსგავსების საფუძველზე.

ტრადიციული ლოგიკის მტკიცებით, ყოველგვარი სჯა ან მარტივი და უშუალო ან


სოლოგისტურია. ის გულისხმობს, რომ ნებისმიერი დასკვნა , რომელიც სოლოგიზმზე
რთულად გამოიყურება , შეიძლება დავიყვანოთ სილოგიზმზე ან სილოგიზმბის
ჯაჭვზე . სილოგიზმი კი ბერძნული სიტყვაა და გამართულ არგუმენტს ნიშნავს .

You might also like