You are on page 1of 1

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა

ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანისთვის ამ ცხოვრებაში მთავარი სახელია,


რომელსაც იგი ამ ქვეყნად ტოვებს. უმრავლესობა ცდილობს სახელის მოხვეჭას
და დამკვიდრებას საზოგადოებაში.
ჩემი აზრით ყოველი ადამიანი უნდა ისწრაფებოდეს სახელის მოხვეჭისკენ.
მსჯელობა მინდა დავიწყო ილია ჭავჭავაძის სიტყვებით: „ადამიანის უძვირფასესი
საუნჯე მისი ვინაობაა“, ადამიანები ვცხოვრობთ იმიტომ, რომ კვალი დავტოვოთ
ამ ცხოვრებაში, შევეცადოთ რაიმე ახლის შექმნას, ეს ხომ ჩვენი ცხოვრების
მთავარი მიზანია. თუ არაფერი დავტოვეთ ამ ქვეყნად, მაშინ რითი გაგვიხსენებენ
ჩვენ, რითი დაგვლოცავენ. ვინაობის და პიროვნების შენარჩუნება არ არი მარტივი
საკითხი, ხოლო გატეხილი სახელის სრულყოფა კი თითქმის შეუძლებელია.
გატეხილი სახელი არის ის, რაც ცხოვრების ხალისს უკარგავს ადამიანს. ასევე
შეგვიძლია დავიმოწმოთ შოთა რუსთაველის სიტყვები: „სჯობს სახელისა მოხვეჭა
ყოვლისა მოსახვეჭელსა“, ამ ციტატიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ ,
რომ შოთა პირველ ადგილას აყენებს ღირსებას, ვაჟკაცობას, შეგვიძლია ზემოთ
ხსენებული ჩავთვალოთ სახელის მოხვეჭად. ვაჟკაც ადამიანს სახელი მოხვეჭილი
აქვს, სხვაგვარად იგი ვაჟკაცი არ იქნებოდა. არ უნდა იცხოვრო ისე, რომ შენ
წინაპარს შენი შთამომავლობის არ შერცხვეს. შოთა რუსთაველი თავის პოემაში
გვასწავლის, რომ ადამიანი როგორც იცხოვრებს ზუსტად ისეთი სახელი დარჩება
სიკვდილის შემდეგ. ტყუილი, ორგულობა და პირფერობა ამდაბლებს ადამიანის
სულს და ის, როგორც ამ ცხოვრებაში ისე იმ-ქვეყნიურ ?? ცხოვრებაში. ადამიანის
სული თუ გაბოროტებულია, შურით არი აღსავსე, იგი ვერ შეძლებს დაიმკვიდროს
ადგილი სამოთხეში.

You might also like