You are on page 1of 11

სანივთო სამართალი

 ცნება და ადგილი სამოქალაქო სამართალში


 სანივთო სამართლის გამიჯვნა ვალდებულებითი სამართლისგან
 სანივთო სამართლის პრინციპები
 სანივთო გარიგება; აბსტრაქციის პრინციპი.
 სანივთო უფლებების ცნება და სახეები სამოქალაქო სამართალში;
 სანივთო მოთხოვნები სამოქალაქო სამართალში.

ცნება და ადგილი სამოქალაქო სამართალში


 სანივთო სამართალი სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი ქვედარგია.
 სანივთო სამართლის ცნება მოცემულია იურიდიულ მეცნიერებაში, რომელიც აერთიანებს
დარგისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.
 ევროპული იურიდიული მეცნიერების მსგავსად ცნება სანივთო სამართალი ჩამოყალ იბდა, როგორც
ნივთებზე პირთა ბატონობის მომწესრიგებელი სამართალი.
 გერმანიის, კერძო სამართლის გავლენით ქართულ იურიდიულ დოქტრინაში ვხვდებით სანივთო
სამართლის განსაზღვრების ორ ვარიანტს შემდეგი ში ნაარსით:

I ვარიანტი _ `სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერ თობლიობას, რომელიც აწესრიგებს


პირთა (სამართლის სუბიექტთა) ურთი ერთობას ნივთთებთან (სამართლის ობიექტებთან).

II ვარიანტი _ `სანივთო სამართალი არის სამართლის ნორმათა ერ თობლიობა, რომელიც


განსაზღვრავს სასაქონლო სიკეთეებზე (ნივთებზე) ადამიანთა და იურიდიულ პირთა ბატონობის
პირობებს.
 საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული კერძო სამართალი არ კრძალავს კერძო სამართლის
სუბიექტებისათვის განუსაზღვრელი რა ოდენობის ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების
შესაძლებლობას.
 სამართლის ობიექტზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ ხდება არც პირველადი საკუთრებისა
და არც სხვა სანივთო (ქონე ბრივი) უფლებების წარმოშობა. ქონებაზე სანივთო უფლებების წარმო
შობა უკავშირდება კერძო პირთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას ქონების
გადაცემის მიზნით. აღნიშნული თავისებურებების გათვალისწინებით შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ
სანივთო სამართლის განსაზღვრება:
სანივთო სამართალი წარმოადგენს ნორმათა ერთობლიობას, რომელიც ადგენს ქონების
კატეგორიას და არეგულირებს ქონებაზე სანივთო უფლება თა წარმოშობას, შეცვლასა და
შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ქართული სანივთო სამართალი აწესრიგებს სამ მნიშვნელოვან კატეგორიას:

სამართლებრივი სანივთო
ქონება
ურთიერთობა უფლება
სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი ურთიერთობები, პირობითად შესაძლებელია შემდეგი სისტემით
დავყოთ:

სანივთო სამართლებრივი ურთიერთობა

პირსა და პირებს შორის


ნივთს შორის

სანივთო სამართალში არსეებული ურთიერთობები ხასიათდება გარკვეუ ლი თავისებურებებით:

o ნივთებზე პირთა ბატონობა (კავშირი) გამოიხატება ქონებაზე სანივ თო უფლებაში;


o პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა მიზნად ისახავს სანივ თო უფლებათა
წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. ევროპულ იურიდიულ დოქტრინაში გამოყოფენ ექვს
კითხვას, რომელ ზედაც პასუხი არსებითად გამოხატავს სანივთო სამართლის არსს:
o რა არის სანივთო სამართალი?
o რა არის სანივთო უფლება?
o როგორ შეგვიძლია გვქონდეს სანივთო უფლება?
o როგორ შეგვიძლია წარმოვშვათ სანივთო უფლება?
o როგორ შეგვიძლია გადავცეთ სანივთო უფლება?
o როგორ შეგვიძლია შევწყვიტოთ სანივთო უფლება?

სანივთო სამართლის ნორმები

იმპერატიული დისპოზიციური

სანივთო სამართლის ნორმების უმრავლესობა იმპერატიული ხასიათისაა.სანივთო ნორმათა იმპერატიული


ხასიათი ორგვარი მნიშვნელობით უნდა განვიხილოთ:

1. დეფინიციური შინაარსის ნორმები, რომელიც განსაზღვრავს სანივთო სამართლის ცალკეულ


კატეგორიათა ნორმატიულ შინაარსს, კერძოდ, ადგენს სამართლებრივი მნიშვნელობით თუ რა არის _
ქონება, უძრავი ნივთი, არსებითი შემადგენელი ნაწილი, საკუთვნებელი, ნაყოფი, შეზღუდული
სანივთო უფლებები, აქცესორული სანივთო უფლებები, ნორმატიულად დადგენილია თითოეული
სანივთო უფლების ცნება.

2. იმპერატიული ნორმები, რომელიც აწესრიგებს სანივთო უფლების წარმოშობასთან, შეცვლასა და


შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მაგალითად, უძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების წარმოშობის პროცესი მკაცრ ნორმატიულ ფარგლებშია მოქცეული. კერძოდ,
უძრავ ქონებაზე სანივთო უფლების წარმოშობა ითვალისწინებს პირებს შორის წერილობითი ფორმით
დადებულ გარიგებას, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სანივთო სამართლის სისტემა

სანივთო სამართლის სისტემა შესაძლებელია განვიხილოთ ვიწრო და ფართო გაგებით.

ვიწრო გაგებით სანივთო სამართლის სისტემა იდენტურია სამოქალაქო კოდექსში შემავალი სანივთო
სამართალის სისტემის. სანივთო სამართალში გაერთიანებულია შემდეგი ინსტიტუტები:

 ქონება;
 მფლობელობა;
 საკუთრება;
 შეზღუდული სანივთო უფლებები;
 მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართალი;
 სამეზობლო სამართალი;
 საჯარო რეესტრი.

ფართო გაგებით სანივთო სამართლის სისტემა მოიცავს არამხოლოდ სამოქალაქო კოდექსში სანივთო
სამართლის წიგნში შემავალ ინსტიტუტებს, არამედ სხვა ნორმატიულ აქტებში შემავალ სპეციალურ წესებს,
რომელიც უკავშირდება სანივთო უფლების წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, ქონებასთან დაკავშირებულ
შეზღუდვებსა და აკრძალვებს.

აქედან გამომდინარე, სანივთო სამართალი ასევე მოიცავს: ექსპროპრეაციის ინსტიტუტს, პრივატიზაციის


ინსტიტუტსა და საბინაო სამართალს.

 ქონებაზე სანივთო უფლების წარმოშობისას, სამართლებრივი დავის, სასამართლო გადაწყვეტილების


აღსრულების ეტაპზე იურისტი ვალდებულია დაადგინოს სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის
მარეგულირებელი ზოგადი და სპეციალური ნორმები.
 საქართველოს კონსტიტუციას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ქონებასთან დაკავშირებული
ურთიერთობის ნორმატიულად მოწესრიგებისას. სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა
კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას (სსკ-ის 2.1).
 სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ან დავის შემთხვევაში ერთი და იმავე დონის
სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. თუ
სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობისას კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად ნორმებსა და
სპეციალურ ნორმებს შორის არსებობს კოლიზია, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციალურ
ნორმებს (სსკ-ის 2.2).
 სანივთო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება
მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს,
მოქმედებს კანონი (სსკ-ის 2.3). სანივთო სამართალში ჩვეულება, როგორც სამართლის წყარო არ
განიხილება.
 კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი, ან ძველი ეწინააღმდეგება
ახალს, ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ ურთიერთობას, ანდა, თუ აღარ არსებობს ის
ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა კანონი

სანივთო სამართლის პრინციპები


სამართლის პრინციპები წარმოდგენას გვიქმნის სანივთო სამართლის შინაარსზე, მის თავისებურებებზე.
გერმანული კერძო სამართლის რეცეფციის გზით ჩამოყალიბებული ქართული სანივთო სამართალი იზიარებს
ევროპული კერძო სამართლის ქვეყნებში მოქმედ სანივთო სამართლის პრინციპებს, თუმცა აქვე უნდა ითქვას,
რომ საქართველოში სანივთო სამართლის სფეროში ზოგიერთმა პრინციპმა გარკვეული თავისებურება
შეიძინა.ქართულ კერძო სამართალში სანივთო სამართალი ეფუძნება შემდეგ სანივთო სამართლის
პრინციპებს:

1. `NUMERUS CLAUSUS“ _ `დახურულ რიცხვთა“ პრინციპი;


2. სპეციალურობის (განსაზღვრულობის,დეტალურობის) პრინციპი;
3. აბსოლუტურობის პრინციპი;
4. სანივთო მოთხოვნათა პრიორიტეტულობის პრინციპი;
5. სანივთო უფლებათა მიდევნების პრინციპი;
6. საჯაროობის პრინციპი;
7. კაუზალურობისა და ერთიანობის(აბსტრაქციის) პრინციპი;
8. სისრულის და უტყუარობის პრეზუმფცია (საჯარო ნდობის პრინციპი).

1. `NUMERUS CLAUSUS’ - `დახურულ რიცხვთა პრინციპი

აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ სანივთო სამართალში მოქმედებს იმდენი სანივთო უფლება,
რამდენიც კანონმდებლობით არის დადგენილი.სანივთო უფლებათა წარმოშობის შეცვლისა და შეწყვეტის
მკაცრად დადგენილი წესებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კერძო სამართლის სისტემაში
სანივთო სამართალი ერთ-ერთი იმპერატიული ნაწილია. მასში იშვიათად გვხვდება დისპოზიციური
შინაარსის ნორმები.საქართველოს სამოქალაქო სამართალში, სანივთო სამართლის მეორე წიგნში,
მოცემულია ექვსი სანივთო უფლება:

სანივთო უფლებები

საკუთრება აღნაგობა უზუფრუქტი სერვიტუტი გირავნობა იპოთეკა


(სსკ-ს170) (სსკ-ს 233) (სსკ-ს 242) (სსკ-ს 247) (სსკ-ს 254) (სსკ-ს 286)
კერძო საკუთრება ქართულ სამართალში საკუთრება განსაზღვრულია,როგორც სრული და აბსოლუტური
ბატონობა სხვადასხვა სახის სიკეთეზე.საკუთრების უფლების ობიექტს წარმოადგენს მოძრავი
ქონებაც,რომელზეც უფლების შეძენის სხვა ხერხებიც ვრჩელდება,ვიდრე უძრავზე.არის აბსოლუტური
უფლება.

აღნაგობის უფლება გულისხმობს, პირის შესაძლებლობას ისარგებლოს სხვისი ნაკვეთით ისე, რომ მას
ჰქონდეს ან ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების,
მემკვიდრეობით გადაცემის,თხოვების და გაქირავების უფლება.აღნაგობის უფლებით სუბიექტს ენიჭება
უფრო ნაკლები ძალაუფლება ნივთზე, ვიდრე საკუთრების უფლებით.აღნაგობის უფლება, საკუთრების
უფლებისგან განსხვავებით, ვადიანია, იგი შეიძლება მხარეთა შეთანხმებით მაქსიმუმ 99 წლით წარმოიშვას.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ აღნაგობის საგნის მესაკუთრეს, თავისი საკუთრების უფლებიდან
გამომდინარე გააჩნია უფლებები და იგი წარმოადგენს აღნაგობით დატვირთული მიწის ნაკვეთის
არაპირდაპირ მფლობელს.ამდენად, აღნაგობა, საკუთრების უფლების შემდეგ ყველაზე ძლიერი უფლებაა,
რომლითაც შეიძლება ნივთზე ბატონობა, თუმცა მხოლოდ მიწის ნაკვეთზე და არა ყველანაირ ქონებაზე.

უზუფრუქტის უფლება მისი მეშვეობით ხორციელდება უძრავ ნივთზე სუბიექტის ბატონობა, თუმცა
ძალაუფლება რაც გამომდინარეობს უზუფრუქტის უფლებიდან უფრო მცირეა, ვიდრე ეს გვაქვს აღნაგობისა და
საკუთრების უფლებების შემთხვევაში, თუმცა უფრო ფართოა ვიდრე ნებისმიერი ვალდებულებითი უფლების
შემთხვევაში.უზუფრუქტუალი მოკლებულია მესაკუთრის რიგ უფლებებს: მას არ აქვს ნივთის გასხვისების,
იპოთეკით გაცემის, მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.. უზუფრუქტი გადაუცემელი უფლებაა.ამდენად,
უზუფრუქტი მტკიცედ არის დაკავშირებული უზუფრუქტუარის პიროვნებასთან.უზუფრუქტუალი შეზღუდულია
რიგ სახელშეკრულებო ურთიერთობაშ შესვლისას, მას ჭირდება მესაკუთრის თანხმობა, ქირავნობისა და
იჯარის ხელშეკრულების დადებისას. თუკი ქირავნობა ან იჯარა, იყო უზუფრუქტის წარმოშბამდე, ეს უფლება
კვლავ ძალაში რჩება მესაკუთრესა და დამქირავებელ–მოიჯარეს შორის, ხოლო უზუფრუქტუალს შეუძლია
უზუფრუქტის საფუძველზე ქირის მოთხოვნა.უზუფრუქტის სუბიექტი შეიძლება იყოს მრავალი
პიროვნება.მთავარია, რომ თითოეულს მათგანის წილი იყოს განსაზღვრული. უზუფრუქტით სარგებლობაც
ამის შესაბამისად მოხდება. მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება 953–ე მუხლით, რომელიც
აწესრიგებს თანაზიარი უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

სერვიტუტის უფლება სერვიტუტის უფლების მიხედვით ერთი უძრავი ქონების მეპატრონე თავისი უძრავი
ქონების უკეთ გამოყენების მიზნით სარგებლობს გარკვეული ძალაუფილებით მის მეზობელ უძრავ ქონებაზე.
მაგ: მეზობელი მიწის ნაკვეთზე არსებული ჭის გამოყენების უფლება, მეზობელ ნაკვეთზე გზის გაყვანა და ა.შ.
მიწის ნაკვეთი, რომლის სასარგებლოდაც დგინდება სერვიტუტი, მთავარი მიწის ნაკვეთი ეწოდება, ხოლო
დატვირთული მიწის ნაკვეთს მომსახურე მიწის ნაკვეთი ეწოდება.აუცილებელია,რომ მთავარი და მომსახურე
მიწის ნაკვეთები სხვადასხვა პირის საკუთრებას წარმოადგენდნენ.. სერვიტუტი წარმოადგენს მთავარი მიწის
ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.სერვიტუტი უვადო ხასიათისაა, მაშინ როცა უზუფრუქტი და პირადი
სერვიტუტი წყდება უფლებამოსილი პირის გარდაცვალებით. ამ თავისებულებათა წყალობით სერვიტუტი
ხასიათდება საკუთრების მუდმივი შეზღუდვს ტენდენციით.

აქცესორული უფლებები: გირავნობა & იპოთეკა სანივთო სამართლებრივი უზრუნველყოფის


საშუალებები, როგორიცაა იპოთეკა და გირავნობა წარმოადგენენ მოთხოვნის უზრუნველყოფის საუკეთესო
საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც, კრედიტორი ყველაზე უფრო მეტად არის დაცული თავისი მოთხოვნის
დაკმაყოფილების კუთხით.იპოთეკასა და გირავნობას შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ იპოთეკით
ხდება უძრავი ნივთების დატვირთვა, ხოლო გირავნობით -მოძრავისა. იპოთეკა/გირავნობის უფლების ქონა
გულისხმობს კრედიტორის შესაძლებლობას სხვა კრედიტორებზე უპირატესად დაიკმაყოფილოს თავისი
მოთხოვნა მოვალისაგან.
კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე არჩევანს აკეთებს სამოქალაქო კოდექსით
გათვალისწინებულ რომელიმე სანივთო უფლებაზე, მისი ქონებრივი მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად,
თუ მიწის მესაკუთრეს სურს მის საკუთრებაში არსებული მრავალწლიანი ნარგავები გადასცეს პირს, ისე რომ
მესაკუთრედ თავად დარჩეს, არ შეიცვალოს ობიექტის დანიშნულება, იგი არჩევანს აკეთებს უზუფრუქტზე.

ქართულ კერძო სამართალში მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რომელიც


გულისხმობს როგორც ხელშეკრულების თავისუფლად დადების შესაძლებლობას, ასევე ხელშეკრულების
შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებას (სსკ-ის 319). სანივთო სამართალში კი მოქმედებს ხელშეკრულების
დადების თავისუფლება, მაგრამ არ მოქმედებს სანივთო ხელშეკრულების (გარიგების) შინაარისის
თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა. მაგალითად, თუ მხარეებს შორის დადებულია უზუფრუქტის
ხელშეკრულება, უზუფრუქტუარი ვერ გადასცემს უზუფრუქტის უფლებას მის მემკვიდრეს, ვინაიდან კანონი
კრძალავს უზუფრუქტის უფლების მემკვიდრეობით გადაცემას (სსკ-ის 242). სამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილენი ვალდებულნი არიან, მათი მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, სანივთო უფლებაზე
შეთანხმდნენ იმ შინაარსით, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.დასკვნის სახით შეიძლება
ითქვას, რომ სანივთო სამართალში მოქმედებს სანივთო უფლებათა სახეების დახურული რიცხვი, ასევე
შეზღუდულია სანივთო უფლების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება.

2. სპეციალურობის (გასაზღვრულობის) პრინციპი

რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული უფლებები, მათი სამართლებრივი


მნიშვნელობის შესაბამისად, განსაზღვრული რიგით არის განლაგებული. ამ უფლებათა შორის პირველ
ადგილზე დგას საკუთრების უფლება; ასევე აღნაგობის უფლებიდან წარმოშობილი ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება.
ქართულ სანივთო სამართალში მოქმედებს სპეციალურობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს იმ ქონების
დაზუსტების ვალდებულებას, რომელზედაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები მიზნად ისახავენ
სანივთო უფლების წარმოშობას. ტერმინი `ქონება აერთიანებს ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ
სიკეთეს. სანივთო სამართალი არა მარტო ზღუდავს თუ რომელ ქონებაზე რა სახის სანივთო უფლება უნდა
წარმოშვას, არამედ ადგენს სანივთო უფლების წარმოშობამდე ობიექტის განსაზღვრის ვალდებულებასაც.
იმისდა მიხედვით, თუ რა კატეგორიის ქონებაა სანივთო უფლების ობიექტი, განსაზღვრის საშულებებიც
განსხვავებულია. მაგალითად, თუ სანივთო უფლების ობიექტია მოძრავი ნივთი, განსაზღვრულობის
საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს მისი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა, რაც მისი წონის, ზომისა
და რაოდენობის დადგენის შესაძლებლობას გულისხმობს. თუ პირი გეგმავს მის საკუთრებაში არსებული
უძრავი ქონების გასხვისებას, ნივთის გასხვისებამდე საჭიროა უძრავი ქონების საზღვრები დაზუსტდეს
საკადასტრო აზომვითი ნახაზით.არამატერიალურ ქონებრივი სიკეთეების მიმართ სპეციალურობის პრინციპი
მოქმედებს გარკვეული თავისებურებებით. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის იდენტიფიკაცია ხდება
უფლების დამდგენ დოკუმენტში მისი აღწერისა და ღირებულების განსაზღვრის გზით. მაგალითად,
მოთხოვნის დაგირავებამდე უნდა მოხდეს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის ფულად
ოდენობაში გამოხატვა, რომელიც თავის მხრივ განიხილება როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

3. აბსოლუტურობის პრინციპი

ევროპული ქვეყნების კერძო სამართლში მოქმედ აბსოლუტურობის პრინციპს არც ქართულ სანივთო
სამართალში განუცდია შინაარსობრივი ცვლილება. იგი გულისხმობს მესამე პირების მხრიდან საკუთრების
უფლების მიმართ პატივისცემისა და ხელშეშლის დაუშვებლობას. პირს,რომელიც მოიპოვებს ქონებაზე
საკუთრების უფლებას,შეუძლიანებისმიერ მესამე პირს მოსთხოვოს მისი ქონების მიმართ გულისხმიერი
დამოკიდებულება და კანონით დაშვებული ფორმით აუკრძალოს ქონებზე უარყოფითი ზემოქმედება. აქვე
ლოგიკურად ჩნდება კითხვა,რა ფორმით ხდება ნებისმიერი მესამე პირის ინფორმირება,თუ ვის ეკუთვნის
აღნიშნული ობიექტი.უძრავ ნივთებთან დაკავშირებით ნებისმიერი მესამე პირი ვალდებულია არ ხელყოს იმ
პირის საკუთრების უფლება,რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესაკუთრედ.ხოლო მოძრავი
ნივთების მიმართ,თუ მოძრავი ნივთი ექვემდებარება სავალდებულო წესით რეგისტრაციას,მესამე პირთა
ინფორმირება ხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან. თუ მოძრავი ნივთი არარეგისტრირებულ
კატეგორიას მიეკუთვნება,მფლობელობის ფაქტი გვაძლევს პირის მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ყოფნის
ვარაუდის საფუძველს.არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (უფლების ან მოთხოვნის) მესაკუთრედ
ითვლება პირი,ვინც შესაბამის უფლების დამდგენ დოკუმენტში (ხელშეკრულება, ფასიანი ქაღალდი) ასეთად
არის მოხსენიებული.თუ უფლება ექვემდებარება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში
რეგისტრაციას,მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მარეგისტრირებელი ორგანოდან.
მაგალითად, შპს-ის წილის შემთხვევაში სამეწარმეო რეესტრიდან ვადგენთ წილის მესაკუთრის ვინაობას.

4. სანივთო მოთხოვნათა პრიორიტეტულობის პრინციპი


ევროპულ ცივილისტიკაში მოთხოვნათა პრიორიტეტულობის პრინციპი გულისხმობს სანივთო უფლებათა
პრიორიტეტულობას ვალდებულებით უფლებებთან შედარებით. აღნიშნული პრინციპი სახეშეცვლილი სახით
მოქმედებს ქართულ სანივთო სამართალში, იმ თავისებურებიდან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრში
უძრავ ქონებაზე რეგისტრაციას ექვემდებარება როგორც სანივთო, ასევე ვალდებულებითი უფლებები და
საჯარო შეზღუდვები. ამ შემთხვევაში მოთხოვნათა წარმოშობა უკავშირდება არა შინაარსობრივ
უპირატესობას, არამედ უფლებათა წარმოშობის მომენტს. სანივთო და ვალდებულებითი უფლებების
საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნათა პრიორიტეტულობა ვრცელდება მხოლოდ რეგისტრირებულ
უფლებებზე, ვინაიდან, მხოლოდ რეგისტრაციის გზითაა შესაძლებელი უფლებათა წარმოშობის მომენტის
დაზუსტება. მათ შორის პრიორიტეტულობა და მოთხოვნის აღსრულების საკითხი დამოკიდებულია არა
რეგისტრაციის ფაქტზე, არამედ მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულ
კერძო სამართალში ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომლიც ადასტურებს ქართულ სანივთო
სამართალში სანივთო მოთხოვნათა პრიორიტეტულობის პრინციპის არსებობას. ამის მაგალითად
შესაძლებელია მოვიყვანოთ სსკ-ში მოქმედი წესი, რომლის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის
სანივთო და ვალდებულებითი უფლებებია უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული, აღნაგობის უფლება
მოიპოვებს რეგისტრირებულ უფლებებს შორის პირველი რიგის სანივთო უფლების სტატუსს(სსკ-ის 237).

5. სანივთო უფლებათა მიდევნების პრინციპი


სანივთო უფლებებს, ქონებასთან მჭიდრო სამართლებრივი კავშირის წყალობით, ახასიათებთ მიდევნების
თვისება. ქონების ფაქტობრივი გადაცემა არ იწვევს სანივთო უფლებათა შეწყვეტას, არამედ ისინი უცვლელი
შინაარსით მიჰყვებიან მას. ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი. იმისდა მიხედვით, თუ რა
სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება ქონების გადაცემა, სანივთო უფლებათა მიდევნება
ყოველთვის არ ატარებს აბსოლუტურ შინაარსს. კერძოდ, განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის
შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა
მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების
მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე (სსკ-ის 191.2). ეს წესი არ ვრცელდება იმ
ობიექტებზე უფლებათა მიდევნების წესზე, რომელზედაც უფლების წარმოშობა უკავშირდება სავალდებულო
წესით რეგისტრაციის ფაქტს. მაგალითად, თუ პირი იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაციის საფუძველზე
იძენს საკუთრების უფლებას, რეალიზაციის შემდეგ უძრავ ქონებას მიჰყვება ყველა წინა რეგისტრირებული
უფლება, რეალიზაციის მქონე იპოთეკარის შემდგომ რეგისტრირებული ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება
კი წყდება (სსკ-ის 3065.5).

6.საჯაროობის პრინციპი
სანივთო სამართალში საჯაროობის პრინციპს ქონებაზე რეგისტრირებული ინფორმაციის ხელმისაწვდმობის
პრინციპსაც უწოდებენ, რაც მარეგისტრირებელ ორგანოში თითოეულ ობიექტზე არსებული სამართლებრივი
მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს. საქართველოში უფლებათა
რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ყველა ობიექტზე შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება, რაც
მარეგისტრირებელი ორგანოების მიერ საჯაროობის პრინციპის პრაქტიკულად განხორციელებით მიიღწევა.
ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც დაინტერესებულია რეგისტრირებულ ქონებაზე უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებით, ყოველგვარი იურიდიული ინტერესის მითითების გარეშე,
ელექტრონულად, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვის გზით, მოიპოვებს ინფორმაციას
ქონების სამართლებრივი მდგომაროების შესახებ. ძირითადად, ასეთი ინფორმაციის მოძიების
აუცილებლობის საკითხი დგას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების ან უფლებრივად დატვირთვის
გადაწყვეტილების მიღებამდე.საჯაროობის პრინციპი ხელს უწყობს სამოქალაქო სამართლის სუბიექტს,
გააანალიზოს ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები. საქართველოში ქონებაში შემავალ
მთელ რიგ კატეგორებზე შესაძლებელია რეგისტრირებული მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობის გზით
ინფორმაციის მოძიება, მაგალითად:

 უძრავ ნივთზე _ საჯარო რეესტრიდან;


 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე _ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან;
 შპს-ის ან კომანდიტური, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილზე _ საჯარო
რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
 აქციაზე _ თავად სს-ების ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის რეესტრიდან.

საქართველოში საჯარო ხელმისაწვდომობის პრინციპს თავისებურებები ახასიათებს. კერძოდ,


რეგისტრირებულ ქონებაზე საჯაროობის გზით შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება არა მარტო სანივთო
უფლებების თაობაზე, არამედ, ასევე ვალდებულებითი უფლებებისა და საჯარო შეზღუდვების შესახებ.

საჯაროობის პრინციპთან დაკავშირებით შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა, როგორ იღებს მესამე პირი
ინფორმაციას, თუ რა უფლებებით არის დატვირთული არარეგისტრირებული მოძრავი ნივთი? ამ
შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ეტაპზე, მესაკუთრეს ეკისრება კანონისმიერი
ვალდებულება, განკარგოს მოძრავი ნივთი ნამდვილი უფლების საფუძველზე, მიაწოდოს შემძენს ინფორმაცია
არა მხოლოდ საკუთრების უფლების, არამედ ყველა სხვა სანივთო და ვალდებულებითი უფლებების შესახებ.
არარეგისტრირებული მოძრავი ნივთის გასხვისების ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვის ეტაპზე
არაუფლებამოსილი პირის მიერ ქონების განკარგვისას შემძენის ან სხვა უფლების მქონე პირის ინტერესები
დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის მიმართ მოქმედი წესებით (სსკ-ის 187).

7. კაუზალურობის პრინციპი
იურიდიულ მეცნიერებაში მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის საკითხი, როგორც წესი,
შემდეგი სქემის მიხედვით განიხილება:

მოძრავ ნივთებზე საკუთრების


კვვუფლების წარმოშობის
გგგგგგგგპრინციპები
შეთანხმების კაუზალური გადაცემის აბსტრაქტული
კაუზალური სისტემა სისტემა გადაცემის სისტემა

მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის სისტემების საკითხი განიხილება შემდეგი


კატეგორიების ურთიერთშეპირისპირების ფონზე:

კაუზალურ და შეთანხმებასა და
აბსტრაქციის გადაცემის
სისტემას შორის სისტემას შორის

მოძრავ ნივთებზე
საკუთრების
უფლების
წარმოშობა

იურიდიულ დოქტრინაში კაუზალური და აბსტრაქციის პრინციპის ანალიზი მიმდინარეობს შემდეგი


სისტემით:

აბსტრაქციისა და დაყოფის პრინციპი

კაუზალურობისა და ერთიანობის პრინციპი

კაუზალური სისტემის მიხედვით, ხელშეკრულებას თავისთავად გადააქვს საკუთრების უფლება ყოველგვარი


სხვა სამართლებრივი აქტისა თუ ფორმალობის გარეშე. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების კაუზალური
გადაცემის სისტემა ითვალისწინებს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა უნდა მოხდეს ნამდვილი, კანონზე
დაფუძნებული უფლების გადაცემით _ iusta causa traditionis

აბსტრაქტული სისტემის მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემა ხორციელდება სპეციალური


სამართლებრივი აქტის (გარიგების) მეშვეობით, რომელიც სრულად ემიჯნება ვალდებულებით-
სამართლებრივ გარიგებას.მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის აბსტრაქტულ სისტემაში,
პირიქით, უფლების გადაცემა ნამდვილია, მიუხედავად იმისა, თუკი ის არ ეფუძნება ნამდვილ კანონიერ
სამართლებრივ საფუძველს. სავინისა და მისი მოწაფეების გავლენით გერმანულ კერძო სამართალში
არჩევანი გაკეთდა აბსტრაქციის სისტემაზე, რაც XIX საუკუნის ბოლოს აისახა კიდეც გერმანიის სამოქალაქო
კოდექსში.

იმის შეფასება, მოქმედებს თუ არა რომელიმე ქვეყანის კერძო სამართალში აბსტრაქციის პრინციპი,
ეფუძნება კანონმდებლობაში სანივთო და ვალდებულებითი გარიგების დამოუკიდებლობის
უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ ნორმებს. განსხვავება აბსტრაქტულ და კაუზალურ სისტემას შორის
განსაკუთრებით შეიმჩნევა XIX საუკუნის დასაწყისში. მანამდე მათ შორის ზუსტი ზღვარის არარსებობის
მიუხედავად, არსებობდა ერთმანეთისაგან განსხვავებული გადაცემის სამართლებრივი შინაარსის
გამომხატველი ორი ტერმინი _ `აბსტრაქტული გადაცემა’ და `კაუზალური გადაცემა’.

ქართულ სანივთო სამართალში არ მოქმედებს აბსტრაქციის პრინციპი.14 ამის ახსნაორი ფაქტორის


გათვალისწინებითაა შესაძლებელი:

1. აბსტრაქციის პრინციპის უარყოფა მოხდა იმით, რომ სამოქალაქო კოდექსის სისტემაში აისახა
გარიგებების თაობაზე ზოგადი ნორმები, რომელიც თანაბრად ეხება როგორც ვალდებულებით, ასევე
სანივთო გარიგების ნამდვილობას.
2. გერმანულ კერძო სამართალში მოქმედი აბსტრაქციის პრინციპის ერთ-ერთი ფუნქციაა დაიცვას
კეთილსინდისიერი შემძენი. ქართული სამოქალაქო კოდექსი ვალდებულებითი და სანივთო
გარიგების აბსტრაგირებისა და სანივთო გარიგების იურიდიული ძალის შენარჩუნების ნაცვლად,
ითვალისწინებს კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის განმსაზღვრელ ნორმას და ადგენს
კეთილისინდისიერების საფუძველზე საკუთრების მოპოვების წინაპირობებს.

8. სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია


ევროპული ქვეყნების სანივთო სამართალში მოქმედი საჯარო ნდობის პრინციპი ქართულ სამართალში
განსხვავებული სახითაა წარმოდგენილი. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია რეესტრის მონაცემთა
უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის სახელწოდებით (სსკ-ის 312). საჯარო რეესტრის შესახებ კანონით
აღნიშნულ პრინციპს _ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია ეწოდება.
ევროპული ქვეყნების სანივთო სამართალში პრინციპის სტატუსით მოქმედებს, ქართულ სანივთო
სამართალში პრეზუმფციის (ვარაუდის) შინაარსი აქვს. მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს
რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, არამედ პასუხისმგებელია მის მიერ
განხორციელებული რეგისტრაციის სისწორეზე. აქედნ გამომდინარე, საჯარო ნდობის პრინციპი ქართულ
სანივთო სამართალში არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებული
ინფორმაცია მხოლოდ იმ დრომდე ითვლება სწორად, ვიდრე რეგისტრაციის საფუძვლად არსებული
დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად
იქნება ცნობილი. საჯარო რეესტრის ან მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეგისტრაცია
მხოლოდ იმ დრომდე ითვლება სწორედ, ვიდრე საწინააღმდეგო ფაქტი არ იქნება დადასტურებული სისხლის,
სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო
გადაწყვეტილებით ან თავად მარეგისტრირებელი ორგანო კანონიერების პრინციპის დაცვით არ მიიღებს
რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას

სანივთო უფლებები
აბსოლუტური შეზღუდული
უფლება აქცესორული უფლებები
უფლებები

You might also like