You are on page 1of 10

შუალედური გამოცდის თემები რომის სამართალში

ლექტორი: ნინო მეგრელი


დამრედაქტირებელი: ანანო გიორგაძე

შუალედური გამოცდა ფასდება - 25 ქულით

შუალედური გამოცდა მოიცავს ერთ თემას - 15 ქულიანი და ღია დაბოლოვების 10 ქულიან


ღია შეკითხვებს.
თემა 1: ფიზიკური პირის სტატუსები რომის სამართალში- (49-58)

ა.სამართლის სუბიექტები რომის სამართალში (უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა)


სამართლის სუბიექტები რომის სამართალში: ფიზიკური და იურიდიული პირები.
ფიზიკურ პირებს გააჩნდაათ:
 უფლებაუნარიანობა
o „უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების
მომენტიდან.“
 ქმედუნარიანობა
o „ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული
მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და
მოვალეობები (ქმედუნარიანობა), წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.“

რომის მოქალაქეებს გააჩნიათ შემდეგი უფლებები: ქორწინების უფლება და კომერციის უფლება.


ქმედუნარიანობა ითვალისწინებდა ასაკსა და შერაცხადობას. ასაკი: 7 წლამდე ქმედუუნარო, 7-14
შეზღუდული ჰქონდა ყიდვა-გაყიდვის უფლება, 17-25 ქმედუნარიანი.
შერაცხადობა: თუ პირი შეურაცხადია იგი ქმედუუნაროდ ჩაითვლება. იგი ვერ აცნობიერებს საკუთარ
ქმედებებს და სხვებს ზიანს აყენებს. ასევე რომში ითვლებოდა ქმედუუნაროდ პირი, რომელიც
უსირცხვილო და უპატიოსნო იყო, რადგან იგი მონაწილეობას ვერ იღებდა სამოქალაქო ურთიერთობის
საკითხებს, იმიტომ რომ მისი სიტყვა არ იყო მოსამართლისთვის სანდო.

ბ.ფიზიკური პირების სტატუსები რომის სამართალში


უფლებაუნარიანობის მცნების აღმნიშვნელი ტერმილი რომის სამართალში იყო კაპუტი, ხოლო სრული
უფლებამოსილება სტატუსი.
რომში არსებობდა სულ სამი სტატუსი:
 მოქალაქეობის სტატუსი (სტატუს ცივიტატის);
o რომის მოქალაქეები, არარომაელებს (ლათინებს, პერეგრინებს)
 საოჯახო სტატუსი (სტატუს ფამილიე);
o ოჯახში რომაელი მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც იყო ოჯახის უფროსი, შეუზღუდავი
გამგებელი თუ ხელქვეითი
 თავისუფლების სტატუსი (სტატუს ლიბერტატი)
o თავისუფალი და არათავისუფალი პირები, ანუ მონები
 ქალის სრულწლოვანების ასაკი -12 წელი; ვაჟის - 14 წელი.

სტატუსში ცვლილება:
 მაქსიმალური ცვლილება სტატუსში (თავისუფლების სტატუსში ცვლილება) უფლებაუნარიანობის
შემცირება;
 ნაწილობრივი (საშუალო) ცვლილება სტატუსში (მოქალაქეობის სტატუსში ცვლილება (თუ პირს
მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, მაგრამ ინარჩუნებდა თავისუფლებას);
 მინიმალური ცვლილება სტატუსში (საოჯახო სტატუსში ცვლილება) პირი კარგავდა მდგომარეობას ოჯახში,
მაგრამ ინარჩუნებდა სხვა უფლებებს- წინა ორ სტატუსს.

გ. არარომაელთა სამართლებრივი მდგომარეობა


უცხოელ არარომაელებს რომის სამართალში უწოდებდნენ ჰისტებს, რადგან ისინი მოქალაქეების
მტრად იყვნენ აღიარებულნი. ჰისტების მოკვლა და მონად გადაქცევა დასაშვები იყო, თუმცა მათი შრომა
აუცილებელი და სასარგებლო იყო რომისთვის, რადგან ჰისტები ძალიან კარგად ავითარებდნენ
სამეურნეო საქმიანობას.
ლათინებად იწოდებოდნენ ლაციუმში მცხოვრები ხალხი, რომლებიც რომაელებმა დაიპყრეს. მათ
ჰქონდათ კომერციის და სასამართლოში თავიანთი სახელით გამოსვლის უფლება. შესაძლებლობა
ჰქონდათ რომაელებთან ექორწინათ და ზოგჯერ სახალხო კრებაშიც მიეღოთ მონაწილეობა და ხმა მიეცათ.
პერეგრინები- არიან ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ რომის სახელმწიფოს ერთ-ერთი
პროვინციის ნაწილში. ამ კატეგორიაში შედიოდნენ უცხოელები, რომლებსაც რომის ქვეშევრდომობა არ
მიუღიათ. ან ის რომაელი მოქალაქეები, რომლებიც დაისაჯდნენ და რომიდან განიდევნენ. შესაბამისად,
პერეგრინებად ითვლებოდნენ უცხოელები და უუფლებოები. მათ ჩამოუყალიბეს ცალკე სამართლის
სისტემა, რომელსაც იუს გენციუმი უწოდეს. ამ სამართლით რეგულირდებოდა სამოქალაქო-
სამართლებრივი ურთიერთობები ძირძველ რომაელებსა და პერეგრინებს შორის, ასევე პერეგრინებს
შორისაც. მათზე სხვა სამართალი არ ვრცხელდებოდა.

დ.მონათა სამართლებრივი მდგომარეობა, პეკული, კოლონატი


მონებს იყენებდნენ კერძო პირები და მონათმფლობელები.
რომში მონის უფლებრივ მდგომარეობა- იგი არ იყო სამართლის სუბიექტი, არამედ იგი ობიექტი იყო,
რადგან მონა ნივთთან იყო გათანაბრებული, რომელსაც მოლაპარაკე იარაღს უწოდებდნენ.
მონათმფლობელს ჰქონდა უფლება მონა გაეყიდა, ეჩუქა, გაესხვისა, გაექირავებინა, მზითევში გაეტანა და
ფიზიკურადაც კი გაენადგურებინა. მონას არავითარი იურიდიული უფლება არ გააჩნდა. არც ქონების
განკარგვის და არც ქორწინების.
პეკული- მებატონის მიერ მონისათვის, ან ოჯახის უფროსის (paterfamilias) მიერ მის ხელისუფლებაში
მყოფი პირისათვის სამართავად გადაცემული ქონება. პეკული შესაძლოა ყოფილიყო ფული, მიწის
ნაკვეთი და სხვა. პეკული მონათმფლობელის გამდიდრების საშუალება იყო.
მონობის დამყარების გზებია:
1. დაბადებით მონობა. (თუ მამა რომის მოქალაქე ეყოლებოდა და დედა მონა იგი მაინც მონად
ჩაითვლებოდა. თუ დედა რომის მოქალაქე და მამა მონა, მაშინ რომის მოქალაქედ ჩაითვლებოდა
შვილიც.)
2. ტყვედ ჩავარდნა
3. მონად დასჯა (როდესაც პირს სიკვდილით დასჯა შეეფარდა და მას შეეცვალა სასჯელის ფორმა
მონობის სახით, ასევე ვალის გადაუხდელობის გამოც შეიძლება მონად დასჯა გამოეყენებინათ.)
4. მონად გაყიდვა.

მონობის შეწყვეტის გზები:


 გააზატებით. ამისთვის გარკვეული საფუძვლები არსებობდა:
a. მონათმფლობელის ანდერძი, რომ სიკვდილის შემდგომ მისი მონა იქნებოდა თავისუფალი;
b. თუ მონათმფლობელი საჯაროდ განაცხადებდა მაგისტრის წინაზე რომ თავისუფლდებოდა
მონა;
c. მოქალაქეობის სიების შედგენა, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართებოდა.
d. ბატონს შეეძლო თავისი მონა ამ სიაში შეეტანა, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ცენზორს
უნდა ჰქონოდა.
გააზატებული მონა იურიდიულად იყო თავისუფალი მოქალაქე, მაგრამ იზღუდებოდა კვლავ
უფლებებში. მაგ: მას არ შეეძლო თავისუფალ მოქალაქესთან ქორწინება, ექვემდებარებოდა წინა პატრონს,
ვერ იკავებდა სასურველ თანამდებობას, პატრონთან უნდა მიერთმია ძღვენი და თუ გათავისუფლებულ
მონას არ ეყოლებოდა მემკვიდრე, მისი ქონება დარჩებოდა წინა პატრონს. შესაძლებელი იყო რომ
გააზატებული მონა კვლავ მონად გადაექციათ.
კოლონატი- მიწის იჯარით ამღებს კოლონატი ეწოდებოდა. მოიჯარადრე დამოკიდებული იყო მიწის
მესაკუთრეზე, რადგან მას მიწა არ ეკუთვნოდა. მეპატრონე მკაცრად ადევნებდა თვალს კოლონატს, რომ
ყველა საქმე შეესრულებინა უკლებლივ. შემდგომ თითქოს გამოსწორდა ვითარება, მაგრამ ისინი მაინც
მიჯაჭვულნი იყვნენ მიწათმფლობელზე. კოლონატს არ შეეძლო მიწა დაეტოვებინა. იგი არც თვითონ იყო
თავისუფალი და არც მისი ოჯახი. შესაძლებლობა ჰქონდა მიეღოთ თავისუფლება, ოღონდ მიწის გარეშე.

თემა: ძველი რომის საოჯახო სამართალი- (101-105)


ა. რომაული ოჯახი და ნათესაობა;
საქორწინო სამართლის ცნება, ქორწინების სახეები და ფორმები;
ქორწინების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლები, ნიშნობა;
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები;
ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, განქორწინება;

ოჯახი — ქორწინების თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის


წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერით
და მორალური პასუხისმგებლობით.
რომაული ოჯახი პატრიარქალური ხასიათისაა.
პატრიარქატი - მამათა ძალაუფლება. ეს არის ოჯახური, იდეოლოგიური, პოლიტიკური სისტემა,
რომელშიც ქალური ყოველთვის მამაკაცურს არის დამორჩილებული.
რომში არსებობდა ოჯახის სამი სახე:
 კონსორციუმი - აგნატების საოჯახო თემი, წარმოიშვა გვარის დაშლის შემდეგ, როდესაც
მწარმოებელთა ცალკეულ ჯგუფებს გაუჩნდათ ცხოვრების და მუშაობის შესაძლებლობა.
 აგნატების პატრიარქალური ოჯახი- აგნატები ემორჩილებოდნენ ოჯახის უფროსს.
 კოგნატური ოჯახი-კოგნატური ნათესავები იყვნენ პირები, რომლებიც უშუალოდ ან ირიბად
წარმოიშვნენ ერთი საერთო წინაპრისგან

 რომის სამართალი ცნობდა ქორწინების ორ სახეს. ესენია:


1. კანონიერი რომაული ქორწილი, რა დროსაც ორივე მხარე რომაელია.
2. რომაელი მოქალაქისა და პერეგრინის ქორწილი.
რომის სამართალი ცნობდა ქორწინების ისეთ პერიოდებს, როდესაც ქალი მამაკაცის, ქმრის
ძალაუფლებას ექვემდებარებოდა და როდესაც ქალი არ შედიოდა ქმრის ძალაუფლებაში და თავის ოჯახში
რჩებოდა, ანუ ექვემდებარებოდა მამის ხელისუფლებას.
რომაული სამართალი იცნობდა ფაქტობრივ ქორწინებას, ანუ არაიურიდიულს. იცი ცნობილი
კონკუბინატის სახელით რაც ნიშნავს ქალისა და მამაკაცის ერთად ცხოვრებას ხანგრძლივი დროით, ისინი
იურიდიულად არ არიან ქორწინებაში სოციალური განსხვავების გამო. მათი შვილი კი კანონიერი შვილის
წოდებას ვერ მიიღებდა.
ქორწინებისთვის აუცილებელი იყო: საქმროსა და საცოლის თანხმობა, ზოგ შემთხვევაში მშობლებისაც.
საქორწინო ასაკი ქალებისთვის იყო 12, კაცისთვის 14. არ შეიძლებოდა რომელიმე მათგანი ყოფილიყო
უკვე ქორწინებაში. აუცილებელი იყო საქორწინო რიტუალის ჩატარება.
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები:
 არ შეიძლებოდა დაქორწინება პერეგრინებზე. ასეთი უფლება ჰქონდა მხოლოდ რომაელებს.
 არ უნდა ყოფილიყო ნათესაური კავშირი აღმავალი, დაღმავალი და გვერდითი ხაზით.
ქორწინების შეწყვეტის საშუალებები:
1. მეუღლის გარდაცვალება
2. მეუღლის დაპატიმრება
3. მეუღლის მოქალაქეობის ჩამორთმევა
4. განქორწინება
თავდაპირველად განქორწინების უფლება ქალსაც შეეძლო და კაცსაც. იუსტინიანეს პერიოდში კი
შეიცვალა და აკრძალა თავისუფალი განქორწინება და დაადგინა, რომ განქორწინება შეიძლებოდა
ღალატის, სიკვდილით დამუქრების, მკვლელობის ჩადენის მცდელობის გამო.

ბ. მეუღლეთა პირადი და ქონებრივი ურთიერთობები (მზითევი);


ქორწინების შემდგომ ქალი ქმრის დაქვემდებარებაში შედიოდა. ქმრის ძალაუფლება იყო
განუსაზღვრელი. ქმარს ჰქონდა ცოლის ფიზიკური განადგურების უფლებაც (ღალატის შემთხვევაში.)
როდესაც ქალი ქმარს დაექვემდებარებოდა იგი მამას აღარ ექვემდებარებოდა. ცოლს ქონება არ გააჩნდა.
თავისი ქონება რაც გააჩნდა ქმარს გადაეცემოდა. მას არ შეეძლო დამოუკიდებლად დაედო გარიგებები,
სასამართლოში გამოსულიყო. მაგრამ თუ ქალი მამის ძალაუფლებაში დარჩებოდა მას ეს შესაძლებლობა
ექნებოდა.
ქალს გააჩნდა მზითევი, რომელიც ქმრის ქონებაში ითვლებოდა მანამ სანამ ქორწინება არსებობდა.
ქმარს შეეძლო ეს მზითევი განეკარგა. თუმცა იუსტინიანეს პერიოდში ეს მიდგომა შეიცვალა და ყველა
შემთხვევაში ქალს უბრუნდებოდა მზითევი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქმროს მიერ მირთმეული საქორწინო საჩუქარი ქმრის საკუთრებად
ითვლებოდა. მაგრამ თუ ქმრის ინიციატივით ხდებოდა განქორწინება, საჩუქარი ცოლს რჩებოდა.
საჩუქარი დარჩებოდა ქალს ქმრის გარდაცვალების შემთხვევაშიც.

გ. მამის ხელისუფლება; მამის ხელისუფლების წარმოშობა და შეწყვეტა; შვილების


სამართლებრივი მდგომარეობა;
რომში ვრცელდებოდა მამის ხელისუფლება. მამის ხელისუფლებაში მყოფ ვაჟს არ ჰქონდა კომერციის
უფლება, მაგრამ ყველა სახის შემოსავალი მამის ქონებაში შედიოდა. ეს მდგომარეობა შეიცვალა
იუსტინიანეს დროს და მან დააკანონა, რომ შვილის მონაგები ეკუთვნოდა თავად შვილს, ქალსაც და
კაცსაც.
თავდაპირველად მამას ჰქონდა ოჯახში განუსაზღვრელი უფლებები შვილზე, მას შეეძლო
ფიზიკურადაც კი გაენადგურებინა შვილი. ეს ტენდეციაც შეიცვალა შემდგომ და დადგინდა, რომ მამას
უფლება ჰქონდა შვილის დასჯის. უნდა დაქორწინებულიყვნენ მამის ნებით.
მამის ხელისუფლება წარმოიშობა შვილის დაბადებით ან შვილად აყვანის მომენტიდან.
მამის ხელისუფლება ვრცელდება კანონიერად დაბადებულ შვილზეც და იმ ბავშვზეც რომელიც
უკანონოა, მაგრამ მამა მას შვილად ცნობს. მამის ხელისუფლება ვრცელდება აგრეთვე ნაყიდ ბავშვზეც,
არარომაელის შვილად აყვანის დროსაც (რა დროსაც შვილი თავისუფალი მოქალაქე ხდებოდა). შვილად
აყვანილი პირი უთანაბრდებოდა კანონიერ შვილებს.
მამის ხელისუფლება შეწყდებოდა:
1. ბავშვის გარდაცვალებით
2. მამისთვის მამის ხელისუფლების ჩამორთმევით
3. შვილად აყვანილმა თუ რაიმე საპატიო ტიტული მიიღო
4. ემანსიპაციით- მამა ათავისუფლებს თავის შვილს თავის ქვეშევრდომობისგან.

დ. მეურვეობა და მზრუნველობა.
რომის სამართალი ზრუნავდა იმ პირებზეც, რომლებსაც არ ჰყავდათ პატრონი, მზრუნველი. აგრეთვე
სახელმწიფო ზრუნავდა იმ ქალებზე, რომლებსაც ქორწინება შეუწყდათ, იმ ბავშვებს რომლებსაც მამა
გარდაეცვალათ, ადამიანებზე რომლებიც სულით ავადმყოფები იყვნენ.
შეიქმნა მზრუნველობისა და მეურვეობის ინსტიტუტი.
რომაული სამართლით მეურვეები ენიშნებათ განქორწინებულ ქალებსა და არასრულწლოვნებს.
მზრუნველები ენიშნებოდათ როგორც სრულწლოვანებს (25 წლამდე) ასევე სულით ავადმყოფებსაც.
სწორედ მეურვეები და მზრუნველები განაგებდნენ მათზე მეურვებაში და მზრუნველობაში შესული
პირის ქონებას, პიროვნებას.
მეურვედ შეიძლება დაინიშნოს პირი, ვინც ახლოს იყო სამეურვეო პირის ოჯახთან. შესაძლოა
ყოფილიყო მისი ოჯახისა თუ გვარის წევრი.

თემა: რომის სახელმწიფო წყობილება- (22-44)


ა. რომის სახელმწიფოსა და სამართლის განვითარების პერიოდიზაცია
რომის სახელმწიფო ისტორია იყოფა შემდეგ პერიოდებად:
1. რექსების, ანუ მეფეთა ხანა
2. რესპუბლიკის პერიოდი
3. იმპერიის პერიოდი

რაც შეეხება სამართლის განვითარებას იგი შემდეგი პერიოდებისგან შედგება:


1. არქაული
2. წინაკლასიკური
3. კლასიკური
4. პოსტკლასიკური
5. იუსტინიანეს პერიოდი

ბ. რომის სახელმწიფო წყობილება და მმართველობის ორგანოები რექსების ხანაში,


რესპუბლიკის პერიოდში და იმპერიის პერიოდში
რექსების ხანა- სახელმწიფო არ იყო სრულყოფილი სახის, რადგან აქ ერთმანეთს ებრძოდნენ
გვაროვნული და მონათმფლობელური წყობილების საწყისები. სწორედ რექსების ხანაში საზოგადოებას
მართავდა შემდეგი ორგანოები და დაწესებულებები:
1. რომაელი ხალხი დაყოფილი იყო 300 გვარად, ანუ 30 კურიად, ანუ 3 ტრიბად. შესაბამისად 30 კურია
და 3 ტრიბა შეადგენდა მთელ რომაელ ხალხს, იგივე პოპულუსს.
2. კურიის კრება- იგი იყო სახალხო კრება, რომელშიც 30 კურია შედიოდა. შესაბამისად მოიწვეოდა 30
სახალხო კრება. თითოეულ კურიას თითო ხმის უფლება ჰქონდა. საკითხი მიღებულად
ჩაითვლებოდა თუ 16 კაცი ამ ინიციატივას ხმას მისცემდა. სწორედ კურია იყო ხელისუფლების
უმაღლესი ორგანო რექსების ხანაში. იგი იხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ომის, ზავის,
რექსის არჩევის, განაჩენის გადასინჯვის, შვილად აყვანის...
3. სენატი- ეს იყო უხუცესთა საბჭო. სენატი მმართველობის უმაღლესი ორგანო იყო, რომელიც 100
წევრისგან შედგებოდა თავდაპირველად, რომელთა რიცხვიც ეტაპობრივად ნელ-ნელა გაიზარდა.
სენატი იხილავდა შემდეგ საკითხებს: დადგენილებების დამტკიცება ან გაუქმება, სახალხო კრებაზე
არჩეული რექსის დამტკიცება და სხვა.
4. რექსი- ნიშნავს ტომის ბელადს. იგი წინამძღოლია, უმაღლესი მსაჯული და ქურუმი. რექსის
ხელისუფლება ადათით იყო რეგლამენტირებული. რექსის ძალაუფლება იზღუდებოდა სენატისა და
სახალხო კრების მიერ, რადგან ისინი მემკვიდრეობითი ტიტულის მატარებელნი იყვნენ,
განსხვავებით მეფისგან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ წყობილებას რექსების პერიოდში, აქ არსებობდა ძირითადად სამი ფენა:
1. პატრიციები- სრულფასოვანი რომაელი მოქალაქეეები
2. კლიენტები- საშუალო ფენა. ისინი პატრიციების ქვეშევრდომნი იყვნენ
3. პლებეები- თავისუფალი ხალხი, წვრილი მიწათმფლობელები. მათ ჰქონდათ სიმდიდრე, თუმცა
მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკურ უფლებებს. პლებეები ეკონომიკურად დამოუკიდებელნი იყვნენ
პატრიციებზე.
მნიშვნელოვანი იყო სევიუს ტულიუსის რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა პატრიციებსა და
პლებეებს შორის დაპირისპირების მოსპობას, შერიგებას. იმისათვის, რომ ეს ყოველივე
განეხორციელებინა მან შემდეგი რეფორმები გაატარა:
1. მთელი რომის მოსახლეობა დაყო ქონებრივი ცენზის მიხედვით 6 ჯგუფად.
2. შემოიღო ცენტურია, რაც სამხედო, პოლიტიკური, საგადასახადო ერთეული იყო.
3. რომი დაიყო ტერიტორიულ ერთეულად- ტიბებად.
თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ამ რეფორმებმა პატრიციებსა და პლებეებს შორის უთანხმოებას ბოლო ვერ
მოუღო.
რესპუბლიკის ხანა- იგი იყოფოდა ორ პერიოდად: ადრინდელ და გვიანდელ რესპუბლიკურ
პერიოდად. სწორედ ზემოხსენებულ პერიოდშ მოქმედებდა შემდეგი სახელმწიფო ორგანოები:
1. სახალხო კრება- კურიის კრება; ცენტურიის სახალხო კრება(იწვეოდა მაგისტრატების ინიციატივით.
კრება იწყებოდა დილით. მას წინ უძღოდა რელიგიური რიტუალები. ხმის მიცემა თავიდან ღია
კენჭისყრით, ხოლო შემდგომ ფარული კენჭისყრით ხორციელდებოდა); ტრიბას სახალხო
კრება(ტერიტორიული ოლქების კრება. არსებობდა ორი სახის ტრიბას კრება: სადაც ესწრებოდნენ
პატრიციები და პლებეებთან ერთად და კრება, სადაც მხოლოდ პლებეები იყვნენ. ამ კრებაში
ირჩეოდნენ თანამდებობის პირები, ამტკიცებდნენ პრეტორების მიერ შემოღებულ
კანონპროექტებს..)
2. სენატი- სენატორთა დანიშვნა ხდებოდა კონსულის მიერ. ყოველ 5 წელიწადში სენატორთა სია
ისინჯებოდა. მათი უფლებამოსილება იყო ცემტურიებსა და ტრიბების კრებების მიერ მიღებული
კანონების დამტკიცება. სენატს ჰქონდა ვეტოს უფლება. სენატი გამოსცემდა კეთილმოწყობის თუ
სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. აწესრიგებდა საგადასახადო სისტემას, ქონებების გადანაწილებას.
მონაწილეობდა მოლაპარაკებების წარმოებაში, ხელშეკრულებების დადებაში. სენატს ჰქონდა
შესაძლებლობა დაენიშნა დიქტატორი. სენატი აგრეთვე განაგებდა რელიგიური კულტის
საკითხებსაც.
3. მაგისტრატურა- ხელისუფლებისა და მმარტველობის უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირები
იყვნენ. ისინი ინიშნებოდნენ არჩევითობით, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო რომის
სრულფასოვანი მოქალაქე. მაგისტრატი ვერ იქნებოდა ღარიბი ადამიანი, რადგან მისი ტანამდებობა
იყო უსასყიდლო. უმეტესწილად მაგისტრები იყვნენ ოჯახის წევრები. მაგისტრატები ირჩეოდნენ
ხალხის ნებით სახალხო კრებაზე.
იმპერიის პერიოდი- იყოფა ორ პერიოდად: პრინციპატი და დომინანტი. არსებობდა სახალხო კრება,
მაგისტრების თანამდებობა.

თემა: რომის სამართლის წყაროები- (9-16)

ა. სამართლის წყაროს ცნება და რომის სამართლის ზოგადი წყაროები


ძველ რომში „სამართლის წყარო“ გულისხმობდა იმ საშუალებას და ძალას საიდანაც სათავეს იღებდა
სამართალი. თვითონ მის ტერმინსაც გააჩნია უდიდესი ისტორია. თავდაპირველად ეს ტერმინი გამოიყენა
ტიტუს ლივიუსმა და აღნიჩნა, რომ 12 ტაბულის კანონები მთელი რომაული საჯარო და კერძო
სამართლის წყარო იყო.
დღესდღეობით სამართლის წყაროს შესახებ მსჯელობისას მხედველობაში გვაქვს:
1. სამართლის წყარო მატერიალური გაგებით- გულისხმობს ცხოვრების მატერიალურ პირობებს,
საზოგადოების წარმოებით ურთიერთობას.
2. სამართლის წყარო ფორმალური გაგებით- გულისხმობს იმის გარკვევას თუ რა გზით რა
საშუალებებით ან რა ფორმით დგინდებოდა სამართალი და მისი ნორმები.
ფორმალური გაგებით დღესდღეობით მიჩნეულია რომის სამართლის წყაროებად:
1. ადათი და ადათობრივი სამართალი- იგი უძველესი წყაროა და შერწყმულია რელიგიური და
მორალური ნორმებით. ადათი სახელმწიფოში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და
დაფუძნებული იყო წინაპართა შეხედულებებზე, ადათებზე, რომლებიც წლების განმავლობაში
არსებობდა ან არსებობს. სწორედ ამიტომ ადათს უწოდებენ წინაპართა ნორმებს (მორეს მაიორუმ)
2. კანონები- რომის ძირითადი წყაროა. აღმოცენდა პირველად ჩვ.წ აღ-მდე მე-6 საუკუნიდან. იმპერიის
პერიოდში სახალხო კრებების როლი დაეცა და კანონების გამოცემის უფლება იმპერატორს გადაეცა.
იმპერატორის განკარულებებს უწოდებოდა „კონსტიტუციები“ რომლებიც 4 სახისა იყო- ა)
ედიქტები- მთლიანი მოსახლეობისთვის სავალდებულო განკარულებები; ბ) რესკრიპტები-
ცალკეულ საქმეებზე გამოცემული განკარგულებები; გ) მანდატები- იმპერატორის მიერ
მოხელეებისთვის მიცემული დავალებები, ინსტიტუციები; დ)- დეკრეტები- იმპერატორის
გადაწყვეტილებები
3. მაგისტრატების ედიქტები- მას კანონის ძალა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ რომის რესპუბლიკის
პერიოდში მაგისტრები მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, რომელთა მიერ გამოცემულ საჯარო
განცხადებებს, ბრძანებებს თუ ინსტრუქციებს ეწოდებოდათ ედიქტები. რომში ყველაზე
მნიშვნელოვანი იყო პრეტორების ედიქრები, რომელიც ცალკე პრეტორულ სამართალსაც
შეადგენდა.
4. იურისტების მოღვაწეობა- რომაელმა იურისტებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს სამართლის
განვითარებაში. ამ მოღვაწეობას საფუძველი ჩაეყარა ჩვ.წ აღ-მდე მესამე საუკუნეში. აქედან
დაწყებული მრავალმა რომაელმა იურისტმა წარმოიჩინა თავი, როგორც პრაქტიკოსმა იურისტმა თუ
სამართალმცოდნემ. მათ მეთაურად შესაძლოა დავასახელოთ კორუნკანუსი, რომელიც პირველად
ასწავლიდა კერძო სამართალს. იურისტების მოღვაწეობის შემქნის მიზანი იყო მოქმედი სამართლის
ნორმების გამოყენებისთვის დახმარება. მეოთხე საუკუნიდან იურისტთა საქმიანობამ თავისი
ხასიათი დაკარგა. მოგვიანებით კი ვალენტიანე მესამემ მიიღო კანონი ციტირების
შესახებ, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ საკითხების გადასაწყვეტად უნდა
ეხელმძღვანელათ 5 შესანიშნავი იურისტის შრომებით - გაიუსი, პაპინიანუსი,
პავლუსის, ულპიანუსის, მოდესტინუსის.

ბ. სერვიუს ტულიუსის რეფორმა, 12 ტაბულის კანონი, კანონი ციტირების შესახებ,


მუდმივი ედიქტის კანონი
12 ტაბულის კანონი შედგენილია მეხუთე საუკუნის შუა ხანებში. იგი შეადგინა 10- კაციანმა კომისიამ.
რომაელი იურისტი პომპონიუსი, რომელიც ყველაზე გავლენიანი იურისტია კერძო სამართალში,
მოგვითხრობს, რომ რომიდან 10 კაცისგან შემდგარი კომისია გაგზავნა საბერძნეთში, კერძოდ ათენში,
რათა სოლონის კანონმდებლობა შეესწავლათ. როდესაც მისია შეასრულა იგი დაბრუნდა რომში და
კანონთა 10 ტაბულა წარმოადგინა. ეს ტაბულები გამოაკრეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე, რათა
მას ხალხი გასცნობოდა. გაცნობის შემდგომ დადგინდა, რომ ტექსტი არ იყო სრულყოფილი და ხარვეზის
შესავსებად იმავე კომისიას დაავალა კიდევ ორი დაფის შედგენად. სწორედ ასე მიიღეს თორმეტი დაფა,
ანუ 12 ტაბულა. 12 ტაბულა დაწერილია ხის დაფებზე, მაგრამ ზოგიერთი იურისტის მიხედვით
დაწერილი იყო სპილენძის დაფებზეც. ზოგიც ამბობდა რომ შესრულებული იყო სპილოს ძვლის დაფებზე.
12 ტაბულის კანონები არაა აღიარეული კოდექსად. იგი წარმოადგენს კრებულს სასამართლო
პრაქტიკებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს ტაბულები უმეტესწილად სამოქალაქო სამართლის
საკითხებს ეხება. განხილულია სამოქალაქო პროცესის საკითხები, საოჯახო, სამემკვიდრეო, მშობლისა და
შვილების ურთიერთობები, მეუღლეთა პირადი და ქონებრივი ურთიერთობები და სხვა. აღნიშნული იყო
სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხები. სისხლის სამართის საკითხები და დასჯის
ცალკეული სახეები. ყურადღებას ამახვილებს საეკლესიო სამართალზეც, და ბოლო ტაბულები ავსებენ იმ
ხარვეზებს რაც დანარჩენ 10 ტაბულაში იყო.
12 ტაბულის კანონებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდგომი სამართლის განვითარებაში.

გ. იუსტინიანეს კოდექსის - rpus iulis civilis დახასიათება და შემადგენლობა


კორპუს იურის ცივილის, ანუ სამოქალაქო საკანონმდებლო კრებული, შედგენილია იმპერატორი
იუსტინიანეს დროს. კოდექსი იყოფოდა 16 წიგნად, ხოლო წიგნი ტიტულებად. თითოეულ ტიტულში
განკარგულებები ქრონოლოგიური წესით იყო დალაგებული. იუსტინიანეს კოდიფიკაცია მიზნად
ისახავდა, რომ შეეკრიბა, შეენარჩუნებინა ძველი რომაული სამართალი, ასევე სისტემაში მოეყვანა და
შეედგინა ახალი, მოქმედი სამართლის კოდექსი. იუსტინიანე ვარაუდობდა, რომ ამ კოდექსით დასავლეთ
რომში მონათმფლობელურ წყობილებას შეინარჩუნებდა, ხოლო აღმოსავლეთში- მონათმფლობელურს.
რომის სამართლის კოდიფიკაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა ტრიბონიანმა. რომელიც გამოჩენილი
იურისტი იყო რომის სახელმწიფოში. მან შეადგინა სამი დიდი კრებული, რომლებმაც კანონის ძალა
მიიღეს:
1. ინსტიტუციები- ხელმძღვანელობდნენ დამწყები იურისტები, რომლებიც სწავლის პროცესში
იმყოფებოდნენ. კონსტიტუციები შედგებოდა 4 წიგნისგან: ა) სამართლის სუბიექტები, მათი
უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობის საკითხი; ბ) სანივთო სამართალი; გ) ვალდებულებითი
სამართალი; დ) საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი
2. დიგესტები- იგი რომაელი იურისტების ნაშრომებიდან ამოკრებილი ფრანგმენტებია. მასში
შეტანილია 40 იურისტის გამონათქვამები, ცნებები, აზრები. თითოეული წიგნი იყოფა ტიტულებად,
თავებად, ხოლო თავები- ფრაგმენტებად.
3. იუსტინიანეს კოდექსი- იგი იუსტინიანეს განკარულებების, იმპერატორის მიერ გამოცემული
აქტების ერთობლიობაა. იგი ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საეკლესიო სამართალი,
სისხლის, სამოქალაქო, სახელმწიფო მმართველობის საკითხები. დაბოლოს, ნოველები, რომელიც ის
ახალი გადამუშავებული მასალააა, რომელიც შემუშავდა მეექვსე საუკუნეში. რის მეშვეობითაც
იუსტინიანემ მოახერხა სხვადასხვა სამართლის დარგების მოდერნიზაცია.

თემა: ძველი რომის სასამართლო სისტემა- (118-132)

ა. სასამართლო პროცესის წარმოება;

ბ. მოსამართლის ფუნქციებით აღჭურვილი ორგანოები/თანამდებობის პირები რომში;

გ. სამოქალაქო პროცესის სტადიები: იუს და იუდიციუმ;


იუდიციუმი წარმოდგა იუს დიცერესგან რაც ნიშნავს უფლების დადგენას. ამიტომ, იუდიცია ნიშნავს
უფლების დადგენას. რომში მართლმსაჯულების განხორციელების ორი სფერო არსებობდა. ესენია:
1. Iudicia publica- სამართლის დადგენა, მართლმსაჯულების განხორციელება სახელმწიფოს
ინტერესების სფეროში.
2. Iudicia private- სამართლის დადგენა კერძო პირთა ინტერესების სფეროში.
მოქალაქეთა დავის საქმეებს თავიდან კონსულები იხილავდნენ, შემდომ პრეტორების ხელში აღმოჩნდა ეს
ძალაუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის წინასწარ განხილვა ხდებოდა.
რაც შეეხება საქმის არსებიტად განხილვას მას ერთპიროვნული მოსამართლე ახორციელებდა. ასეთ
მოსამართლეს განსაკუთრებულ სიაში შეტანილ პირებიდან ირჩევდნენ.
მოქალაქეთა შორის სამოქალაქო დავის ზოგიერთ საქმეს არბიტრებიც განიხილავდა. არბიტრი
მოსამართლე იყო და ჩვეულებრივი მოსამართლისგან იმით განსხვავდებოდა, რომ საქმის გადაწყვეტაში
დიდი მნიშვნელობას ასრულებდა მისი ერთპიროვნული შეხედულებები.

დ. სამოქალაქო პროცესის ფორმები: ა) ლეგისაქციური პროცესი; ბ) ფორმულარული


პროცესი; გ) ექსტრაორდინალური პროცესი;
ლეგისაქციური პროცესი არის მოქალაქეთა შორის დავის გადაწყვეტის უძველესი წესი. სიტყვა აქციო
ნიშნავდა ქმედებას, რომელიც აგრეთვე უფლებასაც ნიშნავდა.
ლეგის აქციო ნიშნავდა რომაელი მოქალაქის ზუსტად განსაზღვრულ ისეთ საჯარო განცხადებას,
რომელშიც მოცემული სიტყვები კანონის შესაბამისი იყო.
1. ლეგისაქციური პროცესის ანუ მოსამართლისთვის მიმართვის კანონიერი გზის სახეები არსებობდა.
ესენია: საკუთრების უფლებაზე დავის შემთხვევაში ლეგისაქციოს ფორმის მიმართვას- ლეგისაქციო
პერ საკრამენტუმ.
2. ლეგის აქციო პერ მანუს ინიექციონემ- საქმე ეხება ვალის გადახდევინების წესებსა და პირობებს. თუ
მოვალეს დაეკისრებოდა განსაზღვრული თანხის გადახდა, ან თუ იგი მაგისტრის წინაშე თავს
მოვალედ ცნობდა, მასინ კრედიტორი 30 დღის გავლის შემდეგ მაგისტრატის დასწრებით აცხადებს
თავის პრეტენზიას და ხელს ადებდა მოვალეს, თავისთან წაიყვანდა. მოვალე ვერ შეესიტყვებოდა,
მაგრამ მის ნაცვლად გამოსვლა შეეძლო სხვა რომაელ მოქალაქეს- ვიდექსს. დავა იწყებოდა მოვალის
მაგიერ კაცსა და კრედიტორს შორის. მაგიერი კაცი თუ ვინდექსის საქმეს წააგებდა მას ორმაგი
პასუხისმგებლობა აკისრდებოდა.
3. ლეგის აქციო პერ იუდიცის პოსტულაციონემ- რომლის მიხედვითაც მოსარჩლეს უნდა დანიშნოდა
მოსამართლე მისი მოთხოვნის მიხედვით. ამას მიმართავდნენ საოჯაო ქონებრივი ან საერთო
ქონების განაწილებისას.
4. ლეგის აქციო პერ პიგნორის კაპიონემ- შეიძლება ეს პროცესი განხორციელდეს მაგისტრატის გარეშე.
კრედიტორი იღებდა მოვალის ნივთს და ფლობდა მას როგორც გირაოს, ვიდრე მოვალე არ
გადაიხდიდა ფულს ან არ შეასრულებდა თავის ვალდებულებას. გირაოდ აღებულ ნივთს ეწოდება
პიგნუსი.

ფორმულარული პროცესი რომში აღებ-მიცემას აფერხებდა. ლეგისაქციური პროცესით ვერ


სარგებლობდნენ პერეგრინები, მათ უფლება არ ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა ლეგისაქციურ პროცესში.
ფორმალური პროცესის არსი შემდეგში მდგომარეობდა: მოსარჩლესა და მოპასუხისთვის მოიხსნა ის
რთული ლეგისაქციური ბარიერები, რომლებიც ზედმეტ პედანტობას ითვალისწინებდა და გზა გაუხსნა
იოლად მათ, გართულებების გარეშე შეეტანათ სარჩელი, რომელიც საშუალებას მისცემდა დავის
ოპერატიულად გადასაჭრელად.
არსებობს ფორმალური პროცესის შემდეგი საფეხურები:
1. წარმოება (ინ იურე)- მოსარჩლე მიმართავდა იურისტებს, რომელთა დახმარებითაც ადგენდა
სასარჩელო განცხადებას. განცხადებაში აღინიშნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის საგანი და
საფუძველი. განცხადების შესახებ ეცნობებოდა მოპასუხეს, რათა ისიც სათანადოდ
მომზადებულიყო. სასარჩელო განცხადება შედიოდა მაგისტრატთან.
ე. სარჩელის ცნება და სახეები;
ფორმარული პროცესი განასხვავებდა სარჩელის ოთხ ტიპს:
1. აქციონეს ინ რემ- სანივთო სარჩელი იყო. აქ მოსარჩელე ითხოვდა ნივთზე უფლების აღიარებას.
აქციონეს ინ პერსონამ- პირადი, ანუ პერსონალური სარჩელი იყო და მოითხოვდა მოვალის
პერსონასაგან ვალდებულების შესრულებას
2. აქციონეს რეი პერსეკუტორიე და აქციონეს პენალეს- პირველი გულისხმობდა ნივთის ან ფულის
უკან დაბრუნებას, ხოლო მეორე- მოპასუხის დასჯას.
3. აქციონეს პრივატე და აქციონეს პოპულარეს- პირველს წარმოადგენდა გარკვეული პირი, ხოლო
მეორე შეიძლება წარედგინა ნებისმიერ პირს, რომლის უფლებებიც არ იყო დარღვეული, მაგრამ
ხელმძღვანელობდა ხალხის საერთო ინტერესებით.
4. აქციონეს ცივილეს და აქციონეს პრეტორიეი- პირველი ეფუძნებოდა ცივილურ სამართალს, მეორე-
პრეტორის მიერ დადგენილ წესებს.
მოსამართლეს შეეძლო დაეკმაყოფილებინა სარჩელი ან უარი ეთქვა. მისი გადაწყვეტილება საბოლოო იყო
და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას და თუ მეორეჯერ შეიტანდა მოსაჩივრე იმავე შინაარსის სარჩელს,
მოპასუხეს შეეძლო აღარ განეხილა, რადგან განხილვა უკვე შემდგარი იყო ადრე იგივე სარჩელის.

You might also like