You are on page 1of 53

1.

1847 წელს პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰემ 4-მ


ლანდტაგი დაითხოვა. მალე ბერლინში დაიწყო
შეიარარებული გამოსვლები. პარალელი-- ავსტრიის
ისტორიიდან.
მიზეზი: ლანდტაგის წევრები მოითხოვდნენ
საყოველთაო არჩევნების ჩატარებას, ბიუჯეტზე
კონტროლის უფლებასა და პრესის თავისუფლებას, რაც
მეფისთვის მიუღებელი იყო.
შედეგი: მასობრივი გამოსვლების შემდეგ მეფე
დათმობებზე წავიდა, თუმცა ახალმა (ფრანკფურტის)
პარლამენტმა ვერ გაუძლო წნეხს და დაიშალა, მეფის
მიერ დადებული პირობები კი მხოლოდ ნაწილობრივ
შესრულდა.
დადებითი: გერმანელი ხალხისთვის, ვის ინტერესშიც
შედიოდა დრომოჭმული და არაეფექტური
მონარქიული მართვის თავიდან მოცილება და
თანამედროვე ტიპის სახელმწიფოს შექმნა.
უარყოფითი: ევროპის მონარქიებისთვის: ამ
პერიოდში ევროპაში მიმდინარე რევოლუციური
მოვლენები საფრთხეს უქმნიდა მათ ძალაუფლებას.
პარალელი: 1848/მარტში ვენაში დაიწყო გამოსვლები,
რის შემდეგაც იმპერატორი ფერდინანდ 1 დათმობებზე
წავიდა და გასცა ბრძანება საკონსტიტუციო კომისიის
შექმნის შესახებ. ანალოგიები: 1. ორივე მოვლენა
ევროპაში დაწყებული რევოლუციური მოზრაობის
შემადგენელი ნაწილი იყო და მიმართული იყო
დრომოჭმული სისტემის წინააღმდეგ. 2. ორივე
შემთხვევაში რევოლუციურმა მოძრაობამ გარკვეულ
წარმატებას მიარწია, თუმცა მისი გამომწვევი
ძირითადი მიზეზი ვერ აღმოფხვრა და კრიზისი
გაგრძელდა.
2. 1861 წლის 19 თებერვალს ალექსანდრე 2-მ ხელი
მოაწერა მანიფესტს ბატონყმური დამოკიდებულებიდან
გამოსული გლეხების შესახებ. რუსეტის ისტორიაში
ბატონყმობა გაუქმდა. პარალელი- აშშ ისტორიიდან.
მიზეზი: 19 საუკუნეების შუახანებისთვის ეკონომიკურად
რუსეთი ძლიერ ჩამორჩებოდა განვითარებულ
ქვეყნებს, ბატონყმური სისტემის პირობებში წარმოება
უკიდურესად დაბალ დონეზე იდგა, რაც რადიკალური
რეფორმების გატარებას მოითხოვდა.
შედეგი: რეფორმამ ბიძგი მისცა მნიშვნელოვან
ცვლილებებს და ქვეყანა პროგრესის გზაზე დააყენა,
თუმცა მან ვერ გადაჭრა უმწვავესი ეკონომიკური და
სოციალური პრობლემები, რამაც უკმაყოფილების
ზრდა და რევოლუციური მოძრაობის გააქტიურება
გამოიწვია.
დადებითი: ფაბრიკა-ქარხნების მფლობელი მსხვილი
ბურჟუაზიისთვის: ყმური დამოკიდებულებისგან
განთავისუფლებული გლეხების მნიშვნელოვანი
ნაწილი სამუშაოს საძებნელად ქალაქებს მიაშურებდა,
რაც გააიაფებდა ამ საწარმოთა მუშახელს.
უარყოფითი: მემამულეებისათვის: ბატონყმობის
გაუქმებით ისინი კარგავდნენ უფასო მუშახელს,
შემოსავალს და გავლენას.
პარალელი: 1865 წელს აშშ-ს კონსტიტუციაში შევიდა
მე-13 შესწორება, რომლის ძალითაც განთავისუფლდა
უკანასკნელი 40 ათასი მონა, კატორღელების გარდა.
ანალოგი: 1.ორივე დოკუმენტი კრძალავდა ადამიანის
თავისუფალი შრომისა და პირადი თავისუფლების
სეზღუდვას. 2. ორივე შემთხვევაში საკანონმდებლო
აქტის მიღებას წინ უძღოდა მონობისა და მონური
შრომის წინააღმდეგ მიმართული ძლიერი სოციალ-
პოლიტიკური მოძრაობა.
3. 1905 წლის იანვარში პეტერბურგსი მუშათა დიდი
გაფიცვა დაიწყო, ცვლილებების მოთხოვნით
მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. სამთავრებო
ჯარებთან შეტაკებას მრავალი ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა. დაიწყო რევოლუცია. პარალელი-
საფრანგეთის ისტორიიდან.
მიზეზი: რუსეთში ძლიერ იყო შეზღუდული მოქალაქეთა
პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებები,
რასაც თან სდევდა უმკაცრესი ცენზურა, კონტროლი და
დევნა. ამასთან ერთად რუსეთი მარცხდებოდა
იაპონიასთან მიმდინარე ომში, რამაც კიდევ უფრო
გაზარდა მოსახლეობის უკმაყოფილება.
შედეგი: რევოლუციურმა მოძრაობამ მნიშვნელოვან
წარმატებას მიაღწია, მაგრამ 1907 წელს ის მაინც
დამარცხდა.
დადებითი: იაპონიისათვის- რუსეთში მიმდინარე
სამოქალაქო დაპირისპირება და არეულობა ხელს
აძლევდა იაპონიას, რომელიც რუსეთთან ომში იყო
ჩაბმული.
უარყოფითი: ძველი არისტოკრატიისა და მსხვილი
ბურჟუაზიისთვის- რევოლუციის წარმატების
შემთხვევაში ხელისუფლებაში მოვიდოდნენ
მემარცხენე სოციალისტური ძალები, რაც საფრთხეს
შეუქმნიდა მათ გავლენასა და ქონებას.
პარალელი: 1848 წელს საფრანგეთში მოხდა
რევოლუცია, რომელმაც დაამხო ლუი-ფილიპეს
კონსტიტუციური მონარქია და დაწესდა მეორე
რესპუბლიკა. ანალოგი: 1. ორივე რევოლუციას
გააჩნდა როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური
მიზეზები და მიმართული იყო დრომოჭმული რეჟიმის
წინააღმდე. 2. ორივე რევოლუცია დაიწყო მუშათა
გაფიცვა და პეტიციით, რასაც მასობრივი გამოსვლები
და სისხლისრვრა მოჰყვა.

4. 1904-1907 წლებში დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და


რუსეთს შორის დაიდო სამხედრო-პოლიტიკური
ხელშეკრულებები. ჩამოყალიბდა სამხედრო-
პოლიტიკური ბლოკი ანტანტა. პარალელი- მსოფლიოს
უახლესი ისტორიიდან.
მიზეზი: მანამდე 1879-1882 წლებში ჩამოყალიბდა
აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი სამთა
კავშირი გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის და იტალიის
მონაწილეობით ახალი პოლიტიკური ბლოკი სწორედ
ამ ალიანსის გასანეიტრალებლად შეიქმნა.
შედეგი: ევროპაში პოლიტიკური ვითარება
უკიდურესად დაიძაბა, რაც საბოლოოდ ომში
გადაიზარდა.
დადებითი: ევროპის მცირე სახელმწიფოებისთვის-
გერმანიის მილიტარისტული მისწრაფებები საფრთხეს
უქმნიდა ამ ქვეყნების სუვერენიტეტსა და
სახელმწიფოებრიობას. ახალი ძლიერი სამხედრო
პოლიტიკური ბლოკი შექმნიდა კიდევ ერთ პოლუსს და
დააბალანსებდნენ სამთა კავშირისგან მომდინარე
საფრთხეებს.
უარყოფითი: გერმანიისა და მისი
მოკავშირეებისათვის- ძლიერი სამხედრო ალიანსი
ხელს შეუშლიდა სამთა კავშირს მილიტარისტული
გეგმების რეალიზაციას.
პარალელი: 1949 წელს შეიქმნა სამხედრო
პოლიტიკური ბლოკი ჩრდილო ატლანტიკური
კავშირი- ნატო.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში ალიანსის შექმნა
უკავშირდებოდა მზარდ საგარეო პოლიტიკურ
საფრთხეებს. 2. ორივე ალიანსის ერთ-ერთი წამყვანი
წევრი სახელმწიფო იყო დიდი ბრიტანეთი.

5. 1914 წლის 28 ივნისს ბოსნიის ქალაქ სარაევოში სერბმა


ნაციონალისტმა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა
მოკლა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე
ერცჰერცოგი ფრანც-ფერდინანდი. ტერორისტული აქტი
გამოყენებული იქნა საბაბად და დაიწყო 1 მსოფლიო
ომი.
პარალელო- მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან.
მიზეზი: ევროპის დიდი სახელმწიფოები ხანგრძლივი
დროის განმავლობაში ემზადებოდნენ ომისთვის,
რომელშიც თითოეულ მათგანს საკუთარი მიზნები
გააჩნდა.
შედეგი: ომში ჩათრეული აღმოჩნდა მსოფლიოს
ქვეყნების უმრავლესობა, ის 4 წლის განმავლობაში
გაგრძელდა და საბოლოოდ ანტანტის გამარჯვებით
დასრულდა.
დადებითი: სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებსი
ჩართული მილიტარისტული სახელმწიფოებისთვის,
რომლებიც ომისაგან თავიანთი ტერიტორიული თუ
სხვა პრეტენზიების დაკმაყოფილებას ელოდნენ.
უარყიფითი: ომში ჩართული ქვეყნების
მოსახლეობისათვის- ომი გამოიწვევდა დიდ
მსხვერპლს, დასახლებული პუნქტების განადგურებას,
ეკონომიკური კავსირების მოსლას და სხვა უამრავ
ნეგატიურ შედეგს.
პარალელი: 1939 წელს დაიწყო 2 მსოფლიო ომი.
ანალოგი; 1. ორივე შემთხვევაში მსოფლიო ომის
ინიციატორი იყო გერმანია. 2. ორივე შემთხვევაში
მსოფლიო ომი გერმანიისა და მისი მოკავშირეების
მარცხით დასრულდა.

6. 1918 წლის 11 ნოემბრს, საფრანგეთში, კომპიენის ტყეში,


რკინიგზის ვაგონში ხელი მოეწერა ზავს, რომელმაც
დაასრულა 1 მსოფლიო ომი. პარალელი- მსოფლიოს
უახლესი ისტორია.
მიზეზი: 1918 წლის ნოემბრისათვის ომის ბედი
გადაწყვეტილი იყო და ლუდენდორფი იძულებული
იყო შეეწყვიტა ბრძოლა.
შედეგი: ომის დასრულების შემდეგ, პარიზის
კონფერენციაზე დაიდო საზავო ხელშეკრულებები
დამარცხებულ ქვეყნებთან, დადგინდა მათი
პასუხისმგებლობის ფორმები, შემუშავდა ახალი
მსოფლიო წესრიგის კონტურები, საფუზველი ჩაეყარა
ერთა ლიგის შექმნას.
დადებითი: ომში ჩართული სახელმწიფოების
მოსახლეობისთვის- ომის დასრულება მათ
მშვიდობიაანი ცხოვრებისა და განვითარების
შესაძლებლობას მისცემდა, აღდგებოდა ომისგან
დანგრეული ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
უარყოფითი: იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის
მწარმოებელი სამრეწველო კომპანიებისათვის,
რომლებიც დიდ სარგებელს იღებდნენ სამხედრო
შეკვეთებისგან.
პარალელი: 2 მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,
ხელი მოეწერა ზავს გერმანიასა და საფრანგეთს
შორის.
ანალოგი: 1. ორივე ზავი დაკავსირებული იყო
მსოფლიო ომთან. 2. ორივე შემთხვევაში ზავს ხელი
მოეწერა საფრანგეთსი, კომპიენის ტყეში.

7. 1918 წლის იანვარში პრეზიდენტმა ვილსონმა


წარმოადგინა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი-
14 პუნქტიანი პროგრამა, რომელიც 1 მსოფლიო ომის
შემდგომ მოქმედებათა გეგმას ითვალისწინებდა.
ვილსონის პროგრამამ მოკავშირეთა შორის
უთანხმოება გამოიწვია. პარალელი- საბჭოთა რუსეთის
ისტორიიდან.
მიზეზი: პარიზის კონფერენციის მონაწილეები
შიშობდნენ, რომ ვილსონის გეგმის რეალიზაცია აშშს
მსოფლიო ჰეგემონად აქცევდა, რაც მათ ინტერესში არ
შედიოდა.
შედეგი: ვილსონის გეგმის მხოლოდ ის ნაწილი
განხორციელდა, რომელიც ერთა ლიგის შექმნას
ითვალისწინებდა.
დადებითი: პოლონეთის, ბელგიის, სერბეთისა და იმ
სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ვოლსონის გეგმის
მიხედვით მიიღებდნენ დამოუკიდებლობას და
შესაბამის გარანტიებს.
უარყოფითი: ომში დამარცხებული
სახელმწიფოებისთვის- გეგმის რეალიზაციის
შემთხვევაში შეიქმნებოდა ქმედითი საერთაშორისო
ინსტრუმენტები ამ სახელმწიფოს გავლენის
მაქსიმალური შემცირებისთვის და მათი
კონტროლისათვის.
პარალელი: 1917 წელს ლენინმა წარმოადგინა
დეკრეტი მშვიდობის შესახებ.
ანალოგი: 1. ორივე დოკუმენტი შეეხებოდა 1
მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ
საერთაშორისო ურთიერთობების დარეგულირების
საკითხს. 2. არცერთი ეს გეგმა ძირითადად არ იქნა
მოწონებული დიდი ევროპული სახელმწიფოების
მიერ.

8. 1918 წლის ივლისში თურქეთის მთავრობამ, ვითომდა


სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის
ნების გამოსავლენად, რეფერენდუმი ჩაატარა.
პარალელი- სსრკს ისტორიიდან.
მიზეზი: თურქეთს სურდა, ესარგებლა ახლადშექმნილი
საქართველოს რესპუბლიკის სისუსტით და
დაეკანონებინა ქართული ტერიტორიები.
შედეგი: რეფერენდუმის შედეგად ბატუმის, ყარსისა და
არტაანის ოლქები თურქეთის შემადენლობაში
აღმოჩნდა, თუმცა 1 მსოფლიო ომში თურქეთის
მოკავშირე გერმანიის დამარცხების შემდეგ თურქეთმა
დატოვა ამიერკავკასიის ოკუპირებული ტერიტორიები.
დადებითი: გერმანიისა და მისი მოკავშირეებისათვის-
თურქეთის მიერ დამატებითი პლაცდარმის შექმნა
ამიერკავკასიაში გააძლიერებდა მოკავშირეთა
პოზიციებს 1 მსოფლიო ომის მიმდინარეობისას.
უარყოფითი: ანტანტას წევრი ქვეყნებისათვის-
გერმანიის მოკავსირე თურქეთის პოზიციების
გაძლიერება ამიერკავკასიაში არ შედიოდა ალიანსის
ინტერესებში.
პარალელი: 1939 წელს საბჭოთა კავშირის მიერ
დაპყრობილ აღმოსავლეთ პოლონეთში ჩატარდა
ფსევდო რეფერენდუმი, რომელმაც დაადასტურა ამ
ტერიტორიის უკრაინის სსრკსთან და ბელორუსიის
სსრსთან მიერთება.
ანალოგები: 1. ორივე შემთხვევაში რეფერენდუმი
ჩატარდა საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების
სრული დარღვევით და მისი შედეგები არ ასახავდა
ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას. 2. ორივე
შემთხვევაში რეფერენდუმის შედეგად აგრესორმა
სახელმწიფომ დაიკანონა ოკუპირებული
ტერიტორიები.

9. პარიზის საზავო კონფერენციაზე დაიწყო მსჯელობა


საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნაზე. 1920 წელს
ჩამოყალიბდა ერთა ლიგა. პარალელი- მსოფლიოს
უახლესი ისტორია.
მიზეზი: 1 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ
ჩამოყალიბდა ახალი საერთაშორისო წესრიგი,
რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ
ინსტრუმენტად ძლიერი საერთაშორისო
ორგანიზაციის შექმნა მოიაზრებოდა.
შედეგი: ორგანიზაცია მეტწილად უფუნქციო აღმოჩნდა
მან თავი ვერ გაართვა საერთაშორისო
კონფლიქტებისა და მშვიდობის დამყარების ამოცანას
და 1946 წელს დაიშალა.
დადებითი: მსოფლიოს მსვიდობიანი
მოსახლეობისათვის-წესდების მიხედვით, ერთა ლიგა
უნდა გამხდარიყო მშვიდობისა და სტაბილურობის
გარანტი, რაც ხელს შეუწყობდა მსოფლიო ხალხების
მსვიდობიან თანაარსებობას და პროგრესს.
უარყოფითი: ომში დამარცხებული
სახელმწიფოებისთვის მიუხედავად დეკლარირებული
სამშვიდობო პოლიტიკისა, ერთა ლიგა მაინც
წარმოადგენდა მძლავრ პოლიტიკურ ინსტრუმენტს
ომში გამარჯვებული დიდი სახელმწიფოების ხელში,
რაც განაპირობებდა სხვა სახელმწიფოთა
მეორეხარისხოვან როლს საერთაშორისო
ურთიერთობებში.
პარალელი: 1945 წელს შეიქმნა გაერთიანებული
ერების ორგანიზაცია. ანალოგი: 1. ორივე
ორგანზაციის შექმნა უკავშირდებოდა გლობალური
შეიარაღებული კომფლიქტის დასრულებას. 2. ორივე
ორგანიზაციის ძირითადი მიზანი მსოფლიოში
მშვიდობისა და სტსბილურობის მიღწევა იყო.

10. 1922 წლის ოქტომბერში ბენიტო მუსოლინის


შავხალათიანთა რაზმები დედაქალაქისაკენ დაიძრნენ.
დაიწყო მარში რომზე. პარალელი- გერმანიის
ისტორიიდან.
მიზეზი: მუსოლინის ფაშისტური პარტიის შანსები,
არჩევნების გზით მოსულიყო ხელისუფლებაში,
უშედეგოდ დასრულდა, მუსოლინის კი სურდა
სწრაფადვე ჩაეგდო ხელში ძალაუფლება.
გასამხედროებული ფორმირების გამოყენებით ამ
მიზნის მირწევა რეალური ჩანდა.
შედეგი: მარში რომზე წარმატებით დასრულდა- მეფე
ემანუელ 3 დათანხმდა შავხალათიანების ულტიმატუმს
და ბენიტო მუსოლინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად
დანიშნა.
დადებითი: მემარჯვენე ძალებისა და ეკლესიისათვის,
რომელთა ინტერესების გამომხატველი იყო
მუსოლინის ფაშისტური პარტია.
უარყოფითი: ლიბერალური მიმართულების
პოლიტიკური ძალებისათვის- აქციის წარმატების
შემთხვევაში ქვეყანაში დამკვიდრდებოდა ფაშისტური
იდეოლოგია, რომელიც სრულიად შეუთავსებელი იყო
ლიბერალიზმთან.
პარალელი: 1923 წლის 8-9 ნოემბერს ნაცისტური
პარტიის წევრებმა ბერლინში სცადეს შეიარაღებული
გადატრიალების მოწყობ, თუმცა ლუდის პუტჩი
დამარცხდა. ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში აქცია
ორგანიზებული იყო ფაშისტური იდეოლოგიის მქონე
პოლიტიკური ძალის მიერ. 2. ორივე აქცია
ძალადობრივი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა
ძალის გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.

11. 1932-1933 წლებსი საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინაში


ხელოვნურად შექმნა საკვები პროდუქტების მწვავე
დეფიციტი, რასაც თან ახლდა ადგილობრივი
მოსახლეობის ტერორი. უკრაინაში დაიწყო
გოლოდომორი. პარალელი: ევროპის ისტორიიდან
მიზეზი: საბჭოთა ხელისუფლება მიზნად ისახავდა
უკრაინაში ნაციონალიზმის ჩახშობას და
არაკეთილსაიმედო, ანტისაბჭოთა ელემენტების
ამოძირკვას.
შედეგი: ჰოლოდომორს 7 მილიონამდე ადამიანი
ემსხვერპლა. ეს მოვლენა შეფასდა, როგორც
საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ
განხორციელებული გენოციდის უპრეცედენტო ფაქტი.
დადებითი: უსაფრთხოების სამსახურებისათვის- მათ
გაუადვილდებოდათ შიმშილითა და ტერორით
დაუძლურებული მოსახლეობის მართვა და
ნაციონალური ელემენტების ამოძირკვა.
უარყოფითი: საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე
მცხოვრები სხვა ხალხებისა და ეროვნული
უმცირესობებისათვის- უკრაინელების ეროვნული
ნიშნით გენოციდის ორეცედენტი შექმნიდა მისი
განმეორების საფრთხეს სხვა ხალხების მიმართაც.
პარალელი: 1941-1945 წლებში ნაცისტური გერმანიის
მიერ გავრცელდა ევროპელ ებრაელთა გენოციდი.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში გენოციდი
გავრცელდა წინასწარ შემუშავებული და
სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ
დამტკიცებული გეგმის მიხედვით. 2. ორივე
შემთხვევაში გენოციდს მილიონობით ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა.

12. 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვმა და რიბენტროპმა


ხელი მოაწერეს სსრკსა და გერმანიას შორის
შეთანხმებას თავდაუსხმელობის შესახებ, რომელიც
შეიცავდა საიდუმლო პუნქტებს. დაიწყო აღმოსავლეთ
ევროპის ტერიტორიის გადანაწილება საბჭოთა
კავშირსა და მესამე რაიხს შორის. პარალელი: ევროპის
ისტორიიდან.
მიზეზი: ამ პაქტით სტალინმა ჰიტლერი წააქეზა
პოლონეთში ინტერვენციისთვის. მან კარგად იცოდა,
პოლონეთთან ომი მსოფლიო ომად გადაიქცეოდა.
ამასთან იმედოვნებდა, რომ დასუსტებული გერმანია
სსრკსთან მეორე ფრონტის გახსნას ვეღარ გაბედავდა.
შედეგი: ჰიტლერი შეიჭრა პოლონეთში- დაიწყო 2
მსოფლიო ომი. სტალინის გათვლა გამართლდა-1941
წელს ჰიტლერი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.
დადებითი: გერმანიის მოკავშირე სახელმწიფოსთვის
(იტალია, ბულგარეთი) რომელთაც ტერიტორიული და
სხვა ინტერესები ამოძრავებდათ. ეს ხელშეკრულება
მათაც მისცემდა მოქმედების თავისუფლებას და
საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების
შესაძლებლობას.
უარყოფითი: პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის
სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც
აღმოჩნდებოდნენ აგრესიული სახელმწიფოების
მხრიდან ოკუპაციის საფრთხის წინაშე.
პარალელი: 1938 წლის 30 სექტემბერს ხელი მოეწერა
მიუნხენის შეთანხმებას ნაცისტურ გერმანიას, დიდ
ბრიტანეთს, საფრანგეთსა და იტალიის სამეფოს
შორის.
ანალოგი: 1. ორივეში ხელშეკრულება დაიდო ცენტრალური
და აღმ.ევროპის სახელმწიფოთა ინტერესების
გათვალისწინების გარეშე და მათ საზიანოდ. 2. ორივე
შემთხვევაში ხელსეკრულების გაფორმებას მოჰყვა სამხედრო
მოქმედებების გააქტიურება და ევროპის რამდენიმე
სახელმწიფოს ანექსია.
13. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა არმიამ გადალახა
მანერჰემის ხაზი და ფინეთში შეიჭრა. დაიწყო ზამთრის
ომი. პარალელი- მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან.
მიზეზი: ბოლშევიკებმა 1919-1920 წლებში ვერ შეძლეს
ფინეთის დაპყრობა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის
ხელმოწერის შემდეგ კი სტალინი შეუდგა ოდინდელი
გეგმის განხორციელებას, რომელიც ამ ქვეყნის
ანექსიით უნდა დასრულებულიყო.
შედეგი: ფინეთის არმიამ შეძლო საკუთარი
საზღვრების დაცვა და სტალინი იძულებული გახდა,
1940 წლის 12 მარტს ზავი დაედო, თუმცა ზავის
პირობებით ფინეთმა მაინც დაკარგა თავისი
ტერიტორიის 8%, მათ შორის მნიშვნელოვანი ქალაქი
ვიბორგი.
დადებითი: მსოფლიო კომუნისტური
მოძრაობისათვის- კომუნიზმის გავრცელება ევროპაში
გააძლიერებდა მათ პოლიტიკურ პოზიციებს.
უარყოფითი: სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის
სახელმწიფოსთვის- ფინეთის ოკუპაციის შემთხვევაში
რეალური გახდებოდა სსრკს ჯარების შეჭრა ამ
სახელმწიფოებშიც.
პარალელი: 1979 წელს საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ
ავღანეთში.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში სსრკსს მიერ
განხორციელდა აგრესია მეზობელი სახელმწოფოების
მიმართ. 2. საბწოტა კავსირმა ვერც ერთ შემთხვევაში
ვერ მიაღწია საკუთარ მიზნებს და საბოლოოდ
იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო.

14. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა ოკუპირებულ


ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ფსევდო
პლებისციტი ჩაატარა. პარალელი- ევროპის
ისტორიიდან.
მიზეზი: საბოთა კავშირს სურდა ბალტიისპირეთის
ქვეყნების ოკუპაციის ლეგიტიმაცია.
შედეგი: პლებისციტის შედეგად ბალტიისპირეთის
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, რაც 90-
იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა.
დადებიტი: ევროპის სახელმწიფოებში
ფეხმოკიდებული კომუნისტური მოძრაობისათვის-
ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საბჭოთა გავლენის
გავრცელება გააძლიერებდა კომუნისტების პოზიციებს
ევროპაში.
უარყოფითი: ცენტრალური და აღმ.ევროპის სხვა
სახელმწიფოებისათვის- მოსალოდნელი იყო, რომ
საბწოთა კავშირი მომავალშიც გააგრზელებდა
აგრესიულ პოლიტიკას, რისი მსხვერპლიც შეიზლება
ეს სახელმწიფოები გამხდარიყვნენ.
პარალელი: 1935 წელს გერმანელმა ნაცისტებმა
ზაარის მხარეში პლებისციტი ჩაატარეს.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში პლებისციტი
ფორმალურ ხასიატს ატარებდა. 2. ორივე შემთხვევაში
პლებისციტის შედეგად აგრესორმა სახელმწიფომ
დაიკანონა ოკუპირებული ტერიტორია.

15.ძვ.წ. 18 საუკუნის შუა ხანებში ბაბილონის მეფე ხამურაბიმ


დიორიტის სტელაზე ამოაკვეთინა კანონები, რამაც
მნიშვნელოვნად სეცვალა ძველი ბაბილონის საზოგადოებრივი
და სამეურნეო ცხოვრება. პარალელი- ძველი საბერძნეთის
ისტორიიდან.
მიზეზი: ძველ შუამდინარეთში აქტუალური იყო სავალო
კაბალის პრობლემა- ღარიბი მეთემე მდიდარი მოქალაქისგან
იღებდა ვალს და მისი დაუბრუნებლობის შემთხვევაში
კარგავდა მიწას და იქცეოდა მონად, რაც არ შედიოდა
სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ, საჭირო გახდა ამ
სავალო ურთიერთობების დაწერილი კანონებით
დარეგულირება.
შედეგი: ხამურაბის კანონებმა, სხვა სფეროებთან ერთად
დაარეგულირა მოქალაქეებს შორის სამეურნეო
ურთიერთობები, მათ შორის სახელშეკრულებო და სავალო
კაბალასთან დაკავშირებული საკითხები. ამან შეამცირა
ვალის გამო მეთემის ან მოქალაქის მიწის დაკარგვის და მისი
მონად ქცევის პრაქტიკა.
დადებითი: მეთემე გლეხებისა და მოქალაქეებისათვის
სახელსეკრულებო და სავალო ურთიერთობების
დარეგულირებით მეთემე გლეხი/მოქალაქე იძენდა
შესაძლებლობას, შეენარჩუნებინა მიწა(ქონება) და პირადი
თავისუფლება, რაც მას ეკონომიკურად აქტიურს ხდიდა.
უარყოფითი: მდიდარი მემამულეებისათვის და
მევახშეებისათვის- ამ კანონების გამოცემით ისინი კარგავდნენ
ღარიბი მეთემის/მოქალაქის მიწის ნაკვეთი/ქონების იაფად
ხელში ჩაგდების შესაძლებლობას.
პარალელი: ზვ.წ 594წელს სოლონმა გამოსცა კანონი,
რომელმაც გააუქმა მოქალაქეთა მონად გაყიდვა ვალის
სანაცვლოდ. სა გლეხებს საკუთრებაში დაუბრუნა მიწის
ნაკვეთები, რაც მანამდე ვალის გამო დაგირავებული
ჰქონდათ.
ანალოგი: 1. სოლონის შემთხვევაშიც ამ კანონის გამოცემა
ეკონომიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახები და მიზნად
ისახავდა ვალის სანაცვლოდ ადამიანის მონად ქცევის
პრაქტიკის აღმოფხვრას. 2. ამ შემთხვევაშიც კანონის
გამოცემას დადებითი შედეგები მოჰყვა, ეკონომიკურად
აქტიური მოქალაქეების მომრავლებისა და ქვეყნის
მეურნეობის განვითარების თვალსაზრისად.

16. ძვ.წ 1353 წელს ამენხოტებ 4 ეგვიპტეში აკრძალა


ძველი ღმერთების ხსენება და აქამდე უმნიშვნელო
ღვთაება ატონი უზენაეს ღმერთად გამოაცხადა. ამ
გადაწყვეტილებამ ამონრას და სხვა ღმერთების
კულტის მსახურებთან დაპირისპირება გამოიწვია.
პარალელი- საქარტველოს ისტორიიდან.
მიზეზი: ამონრას და სხვა ღვთაების კულტის
აკრძალვამ ძლიერ შეამცირა ტრადიციული კულტის
მსახურთა გავლენა და მათ ტაძრებს მოუსპო
შემოსავლის წყარო.
შედეგი: გაძლიერდა ფარაონის ძალაუფლება და მისი
გავლენა სასულიერო სფეროზე, ძველი ღმერთების
ტაძრებისთვის ჩამორთმეული შემოსავალი და
მამულები სახელმწიფოს ხელში გადავიდა.
დადებითი: ეგვიპტის ხალხისა და ზოგადად სა\
ხელმწიფოსათვის- ერთი ღმერთის კულტის
დამკვიდრება გამოიწვევდა ძალაუფლების
ცენტრალიზაციასა და სახელმწიფოს შემოსავლების
ზრდა, რაც დადებითად აისახებოდა ქვეყნის
ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე.
უარყოფითი: ქალაქ თებესთვის ატონის კულტის
დამკვიდრება და დედაქალაქის ახეტატონში გადატანა
შეასუსტებდა თებეს გავლენას, რომელიც აქამდე
რელიგიური, პოლიტიკური და კულტურულ-
საგანმანატლებლო ცენტრი იყო.
პარალელი: ძვ.წ 3 საუკუნეში მეფე ფარნავაზმა
ქართლში გაატარა რელიგიური რეფორმა და
მრავალი კულტი ცაანაცვლა არმაზის კულტით.
არგუმენტი: 1. ორივე შემთხვევაში რელიგიური
რეფორმა განხორციელდა მონარქის მიერ, მრავალი
წარმარტული ღვთაების ნაცვლად უზენაეს ღვთაებად
დამკვიდრდა სანკრეტული ღვთაება. 2. ორივე
შემტხვევასი რეფორმამ გამოიწვია მეფის
ძალაუფლების და მისი გავლენის გაძლიერება.
17. ძვ.წ 722 წელს ასურეთის მეფემ სარგონ 2 დაასრულა
მისი წინამორბედების მიერ დაწყებული საქმე და
გაანადგურა ჩრდილოეთის სამეფო. დაიწყო ისრაელის
ხალხის მასობრივი დეპორტაცია. პარალელი- ძველი
სამყაროს ისტორიიდან.
მიზეზი: დაპყრობილ ხალხთა დეპორტაცია
წარმოადგენდა ახალ ასურული იმპერიის პოლიტიკის
ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავდა იმპერიის
უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მისი მართვის
გაუმჯობესებასა და მეურნეობის გაძლიერებას.
შედეგი: ისრაელის ხალხი ჩასახლებული იქნა
იმპერიის სიღრმეში და საბოლოოდ დაკარგა კავშირი
საკუთარ სამშობლოსთან.
დადებითი: ასურეთის ეკონომიკისათვის-
დეპორტირებული ხალხები წარმოადგენდნენ იაფ
მუშახელს, მათ იმპერიის ცენტრში შემოქონდათ ახალი
სამეურნეო იარაღები და მეთოდები, ითვისებდნნენ
ახალ მიწებს, ასევე შემოჰქონდათ ცოდნა, კულტურა
და ცივილიზაციის ელემენტები, რაც აძლიერებდა და
ამდიდრებდა იმპერიას.
უარყოფითი: ისრაელი ხალხისა და მისი
მოსახლეობისათვის- მასობრივი დეპორტაცია
სახედლმწიფოს დატოვებდა ძირითადი შრომითი და
შემოქმედებითი რესურსების გარეშე, რაც მის
უკიდურეს დასუსტებას გამოიწვევდა.
პარალელი: ძვ.წ 586 წელს ახალ ბაბილონური
სახელმწიფოს მეფემ ნაბუქოდონოსორმა
განახორციელა იუდას სამეფოს მოსახლეობის
მასობრივი დეპორტაცია.
ანალოგი: 1. ამ შემთხვევაშიც მოხდა ებრაელთა
დეპორტაცია. 2. ორივე შემთხვევასი დეპორტაციის
მიზანი იყო იმპერიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
და ტეპორტირებული ხალხის გამოყენება საკუთარი
მეურნეობის გასანვითარებლად.
18. ლიკურგემ სპარტაში მნიშვნელოვანი რეფორმები
განახორციელა: მან შექმნა უხუცესთა საბჭო- გერუსია და
სახალხო კრება- აპელა. პარალელი- ძველი
საბერძნეთის ისტორიიდან.
მიზეზი: მანამდე არსებული სახელმწიფო მართვის
სისტემა არ იყო ეფექტური და მოქალაქეთა
მონაწილეობა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეების
გადაწყვეტაში მოკლებული იყო სისტემურ ხასიათს.
შედეგი: რეფორმების შემდეგ სახელმწიფო მართვის
სისტემა მდგრადი და ეფექტური გახდა, გაიზარდა
მოქალაქეების მონაწილეობა სახელმწიფო საქმეების
გადაწყვეტაში და მან სისტემური ხასიათი შეიძინა.
დადებითი: სპარტას მოქალაქეებისათვის და
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისათვის.
გაიზარდა მათი როლი სახელმწიფო მართვაში,
ჩამოყალიბდა სტაბილური დემოკრატიული
ინსტიტუტები და შემცირდა ერთპიროვნული
მმართველობისა და ტირანიის შესაძლებლობა.
უარყფითი: სპარტას მეფეებისათვის, რომელთა
ძალაუფლება შეიზღუდა ახალი დემოკრატიული
ინსტიტუტების ჩამოყალიბებით. ამან მინიმუმამდე
შეამცირა ერთპიროვნული მმართველობისა და
ტირანიის შესაძლებლობა.
პარალელი: ძვ.წ 6 საუკუნის ბოლოს კლისთენემ
ათენში განახორციელა მნიშვნელოვანი პოლიტიკური
და ადმინისტრაციული რეფორმები.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში რეფორმის შემთხვევაში
ჩამოყალიბდა სახელმწიფო მმართველობის ეფექტური
სისტემა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. 2. ორივე
შემთხვევაშიც რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა
მოქალაქეთა მონაწილეობა სახელმწიფო მართვაში-
გაძლიერდა სახელმწიფო საბწოს- ბულესა და სახალხო
კრების- ეკლესიის როლი, რომელსაც უმაღლესი
სასამართლოს ორგანოს ფუნქციებიც გადაეცა.
19. ძვ.წ 621 წელს ათენის მოქალაქეებმა დაავალეს
სამართლის მცოდნეს- დრაკონს შეედგინა კანონების
კრებული. პარალელი- ძველი მსოფლიოს ისტორიიდან.
მიზეზი: მანამდე არსებული ზეპირი კანონები
გაურკვევლად იყო ფორმულირებული სასაუბრო
ენაში, არისტოკრატია ხშირად ბოროტად
სარგებლობდა დაუწერელ კანონებში არსებული
ბუნდოვანებით, რაც ხშირი კონფლიქტების მიზეზი
ხდებოდა.
შედეგი: ამიერიდან კანონები ხელმისაწვდომი გახდა
წერა-კითხვის მცოდნე ყველა მოქალაქისათვის,
დარეგულირდა და მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში
მოექცა სახელმწიფო და საზოგადოებრივ
ცხოვრებასტან დაკავსირებული ურთიერთობები.
დადებითი: ათენის მოქალაქეებისა და ზოგადად
სახელმწიფოსათვის: დაწერილი კანონები მკაფიოს
და გასაგებს გახდიდა ქცევის წესებს, მოქალაქეთა
უფლებები და მოვალეობები სამართლებრივ
ჩარჩოებში მოექცეოდა.
უარყოფითი: მმართველი არისტოკრატიისათვის,
რომელიც აქამდე სარგებლობდა დაუწერელ
კანონებში არსებული გაურკვევლობებით და
მანიპულირებდა მისით საკუთარი ინტერესებიდან
გამომდინარე. ა მიერიდან საზოგადოების ეს ნაწილი
დაკარგავდა ამის შესაძლებლობას.
პარალელი: ძვ.წ 18 საუკუნეში ბაბილონის მეფე
ხამურაბიმ ქვაზე ამოაკვეთინა კანონები.
ანალოგი: 1. ისევე როგორც ათენის
შემტხვევასი, ,მანამდე ზეპირი კანონები მოქმედებდა,
რაც არაეფექტური იყო. 2. ამ სემთხვევაშუიც
დაწერილი ნორმები მიმართული იყო მდიდარი
არისტოკრატიის თვიტნებობის წინაარმდეგ,
რომელმაც დაწერილი კანონების ამოქმედების
სემდეგ დაკარგა ეს უპირატესობა.

20. ძვ.წ 594 წელს ათენელებმა არქონტად აირჩიეს


სოლონი, რომელმაც დაიწყო ეკონომიკური რეფორმის
გატარება, აიკრძალა სახელმწიფოდან ხორბლის
გატანა. პარალელი- ძველი საბერძნეთის ისტორიიდან.
მიზეზი: მოუსავლიან წლებში ათენში მალევე
იწურებოდა ხორბლის მარაგი, რაც სახელმწიფოსი
შიმშილს იწვევდა.
შედეგი: სახელმწიფოში შეიქმნა ხორბლის საკმარისი
მარაგი, რომელიც გამოიყენებოდა მოუსავლიან
წლებში შიმშილობის თავიდან ასაცილებლად.
დადებითი: ღარიბი მოქალაქეებისათვის- ხორბლის
ექსპორტის აკრძალვის შემდეგ შეიქმნებოდა
საკმარისი მარაგი, რომელიც შიმშილისგან იხსნიდა
მოსახლეობას მოუსავლიანობის პერიოდში.
უარყოფითი: ხორბლის მწარმოებელი
მემამულეებისათვის, რომლებსაც მანამდე საკუთარი
პროდუქცია უცხოეთში გაჰქონდათ- ამ
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისინი ვეღარ
შეძლებდნენ ხორბლის ქვეყნიდან გატანას და
დაკარგავდნენ სემოსავალს.
პარალელი: სპარტაში აკრძალული იყო სოფლის
მეურნეობის პროდუქტების სახელმწიფოდან გატანა.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში ექსპორტის შეზღუდვა
მიზნად ისახავდა სიდა ბაზრის დაცვას და ქვეყნის
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 2.
ორივე შემთხვევაში სახეზეა ეკონომიკური
პროტექციონიზმის მაგალითი, როდესაც სახელმწიფო
ერევა სამეურნეო ურთიერთობებსი და საკუთარი
შეხედულებებისამებრ არეგულირებს მას.
21. ძვწ. 553 წელს კიროსმა გააერთიანა სპარსული ტომები
და დაიწყო აჯანყება მისი მბრძანებლის მიდიიდ მეფე
ასტიაგეს წინააღმდეგ. პარალელი- ბიზანტიის
ისტორიიდან .
მიზეზი: აჯანყება გამოიწვია სპარსელთა მეორე
ხარისხოვანმა როლმა მიდიის სახელმწიფოში და
მეფე ასტიაგეს მიერ მათმა შევიწროებამ. ამასთან
მეფის მმართველობით უკმაყოფილო იყო თავად
მიდიის არისტოკრატია- ასტიადე ცდილობდა
საკუთარი ძალაუფლების გაზრდას და
არისტოკრატიის შევიწროებას.
შედეგი: ასტიაგე დამარცხდა და მიდიის სამეფომ,
როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ერთეულმა
არსებობა შეწყვიტა. შედეგად მთელი სპარსეთი
მოექცა ახალი დინასტიის- აქემენიანთა
მმართველობის ქვეშ.
დადებითი: მიდიის არისტოკრატიის ნაწილისათვის,
ვინც ყოფილი მეფის მხრიდან იდევნებოდნენ და
თანაუგრძნობდნენ კიროსის აჯანყებას.
უარყოფითი: მიდიის მკვიდრი მოსახლეობისათვის-
მიდიის სამეფოს გაუქმების შემდეგ ეს ხალხი
დაკარგავდა პრივილეგირებულ მდგომარეობას ახალ
სახელმწიფოში და მოექცეოდნენ სპარსელტა
პოლიტიკური გავლენის ქვეშ
პარალელი: 602 წელს თრაკიელი ფლავიუს ფოკა
აჯანყდა თავისი ბატონის, იმპერატოს მივრიკის
წინაარმდეგ.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევასი მონარქის
წინაარმდეგ აჯანყდა ქვეშევრდომი. 2. ორივე
შემთხვევაში აჯანყება წარმატებით დასრულდა.

22. ძვ.წ 539 წელს ბაბილონის დაპყრობის შემდეგ კიროს


დიდმა გადაწყვიტა გაენთავისუფლებინა ბაბილონის
ტყვეობაში მყოფი იუდას ტომის ხალხი და მათთვის
საკუთარ მიწაზე დაბრუნების და ტაძრის აღდგენის
უფლება მიენიჭებინა. პარალელი- რომის ისტორიიდან.
მიზეზი: კიროსი ფიქრობდა, რომ დაპყრობილ
ხალხებზე გავლენის შენარჩუნება უფრო მარტივი
იქნებოდა. ამ ხალხებისათვის კულტურული და
რელიგიური ავტონომიის მინიჭებით.
შედეგი: ებრაელმა ხალხმა მიიღო რელიგიური და
კულტურული ავტონომია, ის დაბრუნდა საკუთარ
მიწაზე, კიროსის მიერ გამოყოფილი სახსრებით
აღადგინა იერუსალიმის ტაძარი და განაგრძო
დამოუკიდებლად განვითარება.
დადებითი: სპარსეთის იმპერიის ტერიტორიაზე
მცხოვრები სხვა დაპყრობილი ხალხებისათვის-
კიროსის შემწყნარებლური პოლიტიკა ყველა
დაპყრობილ ხალხებს მისცემდა საკუთარი კულტურისა
და რელიგიური მრწამსის ღიად აღიარების
შესაძლებლობას, რაც მათი პატერიალური და
სულიერი განვითარებისათვის ძალიან
მნიშვნელოვანი იყო.
უარყოფითი: სხვა ექსპანსიონისტური სახელმწიფოებისათვის,
რომელთა პოლიტიკა დაპყრობილი ხალხების მიმართ
ნაკლებად შემწყნარებლური და ძალადობაზე დამყარებული
იყო. სპარსეთის იმპერიის რბილი პოლიტიკა წაახალისებდა
სხვა ხალხების სწრაფვას ავტონომიისაკენ, რაც
გაართულებდა აგრესიული იმპერიების მიერ გავლენის
შენარჩუნებას ამ ტერიტორიებზე.
პარალელი: ძველ რომში არსებობდა ე.წ ნებადართული
რელიგიის ცნება, რაც ებრაელებს რელიგიური
აღმსარებლობის თავისუფლებას ანიჭებდა. ანალოგი: 1. ამ
შემთხვევაშიც საქმე შეეხება დაპყრობილი ხალხებისათვის
რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების მინიჭებას. 2.
აქაც ამ უფლებების მიმღები ებრაელები არიან.

23. დარიოსმა დაიწყო იმპერიაში ადმინისტრაციული და


საგადასახადო რეფორმების გატარება. პარალელი-
ირანის ისტორიიდან.
მიზეზი: დაპყრობითი ომების კვალობაზე იმპერიასი
თავი იჩინა სეპარატისტულმა ტენდენციებმა და
გაძნელდა იმპერიის რეგიონების მართვა, რამაც
დარიოს 1 აიძულა გაეტარებინა საფუძვლიანი
ადმინისტრაციული და ფინანსური რეფორმა.
შედეგი: რეფორმამ ხელი შეუწყო დაპყრობილ
ქვეყნებზე კონტროლის დაწესებას, გადასახადების
აკრეფის მოწესრიგებას, ხაზინის შევსებასა და
იმპერიის ეკონომიკის გაძლიერებას.
დადებითი: მეტროპოლიის მოსახლეობისათვის-
რეფორმების შედეგად გამარტივდებოდა იმპერიაში
შემავალი რეგიონების მართვა, დაპყრობილ
ტერიტორიებზე დამყარდებოდა წესრიგი,
გაიზრდებოდა სახელმწიფო ხაზინის შემოსავლები,
რითაც საბოლოოდ იხეირებდა მეტროპოლიის
მოსახლეობა.
უარყოფითი: დაპყრობილი ტერიტორიების ადგილობრივი
მმართველებისათვის- რეფორმის შედეგად გაიზრდებოდა
მეტროპოლიის წნეხი პერიფერიებზე, შემცირდებოდა
ადგილობრივი მმართველობის ავტონომიურობის ხარისხი,
მოწესრიგებ ული საგადასახადო-ფინანსური ანგარისგება კი,
თავის მხრივ, შეამცირებდა მათ შემოსავლებს და გავლენას.
პარალელი: მეექვსე საუკუნის 30 წლებში ირანის შაჰინ-შაჰმა
ხოსრო 1 ანუშირვანმა სახედლმწიფოში განახორციელა
უმნიშვნელოვნაესი ადმინისტრაციული, საგადასახადო და
სამხედრო რეფორმა.
ანალოგი: 1. რეფორმირების აუცილებლობა ორივე
შემთხვევაში იყო სახელმწიფო მართვის სფეროში არსებული
პრობლემებით და გაძლიერებული სეპარატისტული
ტენდენციებით. ხოსრო ანუშირვანის შემთხვევაში
მაზდაკელთა მოძრაობით. 2. ორივე შემთხვევაში რეფორმებმა
გააზლიერა სახ.აპარატი, გააჯანსარა ქვეყნის საგადასახადო
სისტემა და გააძლიერა ეკონომიკა, რამაც სახელმწიფო
ძლევამოსილების ზენიტში აიყვანა.
24. ძვ. წ 492 წელს დარიოს 1 წამოიწყო ლაშქრობა
ათენისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. გაჩაღდა
ბერძენ-სპარსელთა პირველი ომი. პარალელი- ბერძენ-
სპარსელთა ურთიერთობის ისტორიიდან.
მიზეზი: აქემენიანთა ახალი იმპერია წარმატებულ
ექსპანსიონისტურ პოლიტიკას აწარმოებდა და ის
პრეტენზიას აცხადებდა მცირე აზიასა და ხმელთშუა
ზღვისპირეთში უპირობო ჰეგემონობაზე, რაშიც მას წინ
ეღობებოდა ათენი თავისი მოკავშირე ბერძნული
პოლისებით.
შედეგი: ბერძენ-სპარსელთა პირველი ომი ბერძნების
გამარჯვებით დასრულდა. შედეგად სპარსეთმა ცნო
ხმელთაშუა ზღვის ბერძნული პოლისების
დამოუკიდებლობა.
დადებითი: სპარტისთვის- მისი ორი ძირითადი
კონკურენტი- ათენი და აქემენიანთა ირანი ბრძოლაში
დაასუსტებდნენ ერთმანეთს, რაც სპარტას ბერძნულ
პოლისებს შორის ერთპიროვნული ლიდერისა და
ჰეგემონის როლს მოუტანდა.
უარყოფითი: ომში ჩართული ბერძნული პოლისებისა
და მათი მოსახლეობისათვის- ძლიერი იმპერიის
შემოჭრა გამოიწვევდა დიდ მსხვერპლს, ეკონომიკური
და სავაჭრო ურთიერთობების შესუსტებას და
მეურნეობის მოსლას, საბოლოოდ კი დაპირისპირება
შეიძლება დასრულებულიყო პოლისების
დამოუკიდებლობის მოსპობის და სპარსელთა
გაბატონებით.
პარალელი: ძვ.წ. 480 წელს დარიოსის ვაჟმა, ქსერქსემ
წამოიწყო ახალი ლაშქრობა ათენისა და მისი
მოკავშირეების წინააღმდეგ.
ანალოგი: 1. ამ შემთხვევაშიც სპარსელთა ძალები
მნიშვნელოვნად აღემატებოდა ბერძენთა სამხედრო
ძლიერებას. 2. ბერძენ-სპარსელთა პირველი ომის
მსგავსად, ამ ომშიც ბერძნებმა გაიმარჯვეს.
25. ძვ.წ 509 წელს რომაელები აუჯანყდნენ მეფეს, ლუციუს
ტარკვინიუს სუპერბუსს- ამაყს. დაიწყო სამოქალაქო
დაპირისპირება. პარალელი-საფრანგეთის
ისტორიიდან.
მიზეზი: ტარკვინიუსმა ფაქტიური ტირანია
ჩამოაყალიბა, ქვეყანაში გამეფდა ტერორი და
განუკითხაობა, რაც მიუღებელი იყო რომის
არისტოკრატიისა და თავისუფალი
მოქალაქეებისათვის.
შედეგი: ამბოხების შედეგად მეფე დაამხეს, მონარქია
გაუქმდა და დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა.
დადებითი: რომის მოქალაქეებისათვის- მონარქიის
დამხობის შედეგად შესაძლებელი გახდებოდა
სახელმწიფო მართვიდ ახალი სისტემის
ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ეფექტურ
მმართველობას, კანონის უზენაესობასა და
მოქალაქეთა უფლებების დაცვას.
უარყოფითი: მეფესთან დაახლოებული
არისტოკრატიისთვის- აჯანყების წარმატების
შემთხვევაში ისინი დაკარგავდნენ ძალაუფლებას და
გავლენას.
პარალელი: 1789 წელს რევოლუციის შედეგად
დაამხეს მეფე ლუი 16.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში აჯანყება მიმართული
იყო ტირანიისა და დრომოჭმული პოლიტიკური
სისტემის წინააღმდეგ. 2. ორივე შემთხვევაში
მონარქის დამხობას მოჰყვა რესპუბლიკის დამყარება.

26. ძვ.წ 478 წელს ათენის ინიციციატივით შეიქმნა პირველი


საზღვაო კავშირი, რომელმაც გააერთიანა ქალაქ-
სახელმწიფოები. პარალელი- ძველი საბერძნეთის
ისტორიიდან.
მიზეზი: სპარსელებთან ომის შემდეგ აშკარა გახდა,
რომ საგარეო საფრთხის პრევენციისათვის
აუცილებელი იყო ძლიერი ალიანსის შექმნა, რომლის
მეშვეობით ბერძნები შეძლებდნენ სპარსელების
დამარცხებას და საკუთარი უსაფრთხოების
უზრუნველყოფას.
შედეგი: განსაკუთრებით გაძლიერდა ათენი,
რომელმაც უპირობო ლიდერობა მოიპოვა ბერძნულ
პოლისებს შორის.
დადებით: კავშირში შემავალი სხვა პოლისებისათვის-
ისინი შეიძენდნენ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს,
თანაც კავშირის შექმნით გააქტიურდებოდა ბერძნულ
პოლისებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობები, რაც გაზრდიდა წევრი
სახელმწიფოების შემოსავლევბს.
უარყოფითი: სპარტისთვის- ათენის მეთაურობით
ძლიერი საზღვაო კავშირი შექმნა შეასუსტებდა
სპარტას წამყბან პოზიციებს ბერძნულ პოლისებს
შორის, მომავალსი კი შეიზლება ეს ალიანსი
სპარტასაც დაპირისპირებოდა.
პარალელი: ძვ.წ 550 წელს სპარტას ინიციატივით
შეიქმნა ბერძნულ პოლისთა გაერთიანება
პელოპონესის კავშირის სახელით.
ანალოგი: 1. სამხედრო ალიანსის ერთ-ერთი მიზანი
ორივე შემთხვევაში ბერზნულ პოლისებს შორის
ლიდერობის მოპოვება იყო. 2. ისევე, როგორც
დელოსის კავშირი, პელოპონესის ალიანსიც დაიშალა
და მისი ხელახლა შეკოწიწების მცდელობა უშედეგოდ
დასრულდა.

27. ძვ.წ 469 წელს სახალხო კრებამ თემისტოკლე


ოსტრაკიმოსის წესით გააძევა ათენიდან. პარალელი-
ათენის ისტორიიდან.
მიზეზი: სპარსელებთან ომში გამოჩენილი
თავდადებისა და გამწრიახობის შედეგად
თემისტოკლეს გავლენა საგრძნობლად გაიზარდა, ის
ფაქტობრივად ათენის ერთპიროვნული მმართველი
გახდა, რაც ქმნიდა ტირანიის დამყარების საფრთხეს.
შედეგი: გაძევების შემდეგ თემისტოკლეს
სპარსელებთან თანამშრომლობა დააბრალეს და ისიც
იძულებული გახდა სპარსეთში გაქცეულიყო და არტაგ
ქსერქსეს სამსახურსი ჩამდგარიყო.
დადებითი: თემისტოკლეს ეპიზოდური
ოპოზიციისათვის, მაგალითად არისტიდი-
თემისტოკლეს ჩამოშორება მას საკუთარი
ძალაუფლებისა და გავლენის გაძლიერების
შესაძლებლობას მისცემდა.
უარყოფითი: ათენის ღარიბი მოსახლეობისათვის, ეს
ფენა თემისტოკლეს პოლიტიკურ დასაყრდენს
წარმოადგენდა და მისი ქალაქიდან გაძევება ღარიბ
მოსახლეობას ძლიერი მფარველის გარეშე
დატოვებდა.
პარალელი: ძვ.წ 482 წელს ოსტრაკიზმის წესით
ათენიდან გაძევებული იქნა არისტოკრატიის ლიდერი
არისტიდე.
ანალოგი: 1. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური ლიდერი
შეეწირა მოწინააღმდეგეთა მიერ მოწყობილ
ინტრიგებს. 2. თემისტოკლეს მსგავსად არისტიდეც
დაემორჩილა სახალხო კრების გადაწყვეტილებას და
განმარტოვდა თავის მამულში.

28. ძვ.წ 5 საუკუნის 30 წლების ბოლოს ათენი ჩაერია


ბერძნულ პოლისებს შორიდ კონფლიქტში, რითაც
სპარტასა და მისი მოკავშირეების განაწყენება
გამოიწვია. დაიწყო პელოპონესის ომი. პარალელი-
ძველი მსოფლიოს ისტორიიდან.
მიზეზი: სპარტას მოკავშირე კორინთო ცდილობდა
ქალაქი პოტიდეა დელოსის კავშირიდან გაეყვანა.
ამას ისიც დაერთო, რომ კორინთოზე განაწყენებული
კორკირა ამ საზღვაო კავშირს შეუერთდა, რაც
დელოსისა და პელოპონესის კავშირებს შორის
დადებული შეთანხმების დარღვევა იყო.
შედეგი: კონფლიქტში ათენის ჩარევამ სპარტას
გააქტიურება გამოიწვია, რასაც საბოლოოდ მოჰყვა
პელოპონესის ომების სახელწოდებით ცნობილი
ხანგრძლივი და არაერთი სისხლისმღვრელი
შეიარარებული კონფლიქტი.
დადებითი: სპარსეთისათვის- შეიარაღებული
კონფლიქტი დაასუსტებდა ათენსა და სპარტას, რაც
ხელს აძლევნა ირანს- მას ჯერ კიდევ ჰქონდა
საკუთარი გეგმები მცირე აზიასა და ხმელთაშუა ზღვაში
არსებული ბერზნული პოლისების მიმართ.
უარყოფითი: ყველა ბერძნული პოლისებისათვის-
ასევე რეგიონსი არსებული სხვა დიდი და მცირე
სახელმწიფოებისათვის: შეიარაღებული კონფლიქტი
გამოიწვევდა სავაჭრო- ეკონომიკური კავშირების
მოშლას, რაც დაასუსტებდა ამ სახელმწიფოების
ეკონომიკას.
პარალელი: ძვ.წ 263 წელს კართაგენი და რომი ჩაერიენ
სიცილიის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის კონფლიქტში, რასაც
პირველი პუნიკური ომი მოჰყვა.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში ომი მოჰყვა დიდი
სახელმწიფოების ჩარევას ლოკალურ კონფლიქტში. 2. ორივე
შემთხვევაში კონფლიქტმა სერიული ომის ხასიათი მიიღო,
რომელშიც ჩათრეული აღმოჩნდა იმდროინდელი სამყაროს
თითქმის ყველა პოლიტიკური ერთეული და ხალხი.
29. ძვ.წ 415 წელს სიცილიის კამპანიის მსვლელობისას
სენატის გადაწყვეტილებით არმიის სარდალი,
ალკიბიადე სიცილიიდან გამოიწვიეს და არმიას
ჩამოაშორეს. რომსი დაიწყო სასამართლო პროცესი მის
წინააღმდეგ. პარალელი- რომის ისტორიიდან.
მიზეზი: ალკიბიადეს ბრალად ედებოდა ჰერმების,
ღვთაებათა ქანდაკებების შებღალვა, რომელიც ათენში,
დანაშაულად ითვლებოდა.
შედეგი: ალკიბიადე მიემხრო სპარტელებს, გაანდო მათ
სიცილიური ექსპედიციის შესახებ ინფორმაცია და
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სპარტელთა სამხედრო
წარმატებაში.
დადებითი: სპარტელებისათვის- გონიერი სარდლის
არმიისგან ჩამოშორებამ და მასთან შემდგომი
ურთიერთობის პერსპექტივა გაზრდიდა მათ შანსებს
ათენის წინაარმდეგ ბრძოლაში.
უარყოფითი: ათენის არმიისათვის- ალკიბიადეს
ჩამოშორებით არმია დაკარგავდა ძლიერ და გონიერი
სტრატეგს, რომელსაც შეეძლო სიცილიის ექსპედიციისა
და შემდგომი სამხედრო ოპერაციების წარმატებით
წარმართვა.
პარალელი: ძვ.წ 88 წელს რომის სენატმა
უფლებამოსილება შეუჩერა ლუციუს კორნელიუს სულას
და ის ჩამოაშორა არმიის მეთაურობას.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში სარდლის არმიიდან
ჩამოშორება წარმოადგენდა პოლიტიკური ოპოზიციის
მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგს. 2. ორივე
შემტხვევაში სარდლები არმიას ჩამოაშორეს
უმნისვნელოვანესი სამხედრო კამპანიის
მსვლელობისას, რომელზედაც დიდად იყო
დამოკიდებული სახელმწიფოს უსაფრთხოება და
ძლიერება.

30. ძვ.წ 404 წელს ათენში მოხდა სახელმწიფო


გადატრიალება და ძალაუფლება გადავიდა 30 ტირანის
ხელში. პარალელი- ათენის ისტორიიდან.
მიზეზი: პელოპონესის ომში განცდილი მარცხის შემდეგ
ათენში გაძლიერდნენ პროსპარტული ზალები,
რომლებმაც ისარგებლეს შექმნილი მდგომარეობით და
ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება.
შედეგი: 30 ტირანის მმართველებმა დიდი დარტყმა
მიაყენა ათენის დემოკრატიას და ეროვნულ ინტერესებს,
თუმცა მოკლე პერიოდში მოხდა დემოკრატიული
ძალებისა და პატრიოტების მობილიზება, რასაც ამ
რეჟიმის დამხობა მოჰყვა.
დადებითი: სპარტისათვის- ლოიალურად განწყობილი,
მარიონეტული რეჟიმის დამყარება ათენში
გააძლიდერებდა მის პოზიციებს და უზრუნველყოფდა
სპარტას ერთპიროვნულ ჰეგემონიას ბერძნულ
სამყაროში.
უარყოფითი: ათენის სენატისა და სხვა რესპუბლიკური
ინსტიტუტებისათვის- ტირანიის დამყარება ბოლოს
მოურებდა ათენის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
პარალელი: ძვ.წ 411 წელს ათენში მოხდა უსისხლო
გადატრიალება და ძალაუფლება გადავიდა ოთხასთა
საბჭოს ხელში.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში გადატრიალება მოხდა
პელოპონესის ომის მიმდინარეობის დროს და
ძალაუფლება გადავიდა სპარტას მიმართ როიალურად
განწყობილი რეჟიმის გვერდით. 2. ორივე შემთხვევაში
მნიშვნელოვნად შესუსტდა ათენის დემოკრატია და
სახელმწიფოს განვითარება, რასაც მოჰყვა
საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების
კონსოლიდაცია და რეჟიმის დამხობა.

31. ძვ. წ 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი


გარდაიცვალა. დაიწყო ძალაუფლებისათვის ბრძოლა
მის მემკვიდრეებს შორის. პარალელი- აზიის
ისტორიიდან.
მიზეზი: ალექსანდრეს არ დაუტოვებია მემკვიდრე,
რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარებდა
მმართველობას. შეიქმნა სახელისუფლებო ვაკუუმი,
რამაც დიადოქოსებს უბიძგა ებრძოლათ
ძალაუფლებისატვის.
შედეგი: დიადოქოსებს შორის გააფთრებულ ბრძოლას
მოჰყვა იმპერიის დაშლა ცალკეულ პოლიტიკურ
ერთეულებად.
დადებითი: რომის იმპერიისათვის- ალექსანდრეს დიდი
იმპერიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირება და მისი
დასუსტება ხელს აზლევდა რომის იმპერიას, რომელიც
ამ პერიოდში ძალებს იკრებდა.
უარყოფითი: მეტროპოლიის მოსახლეობისათვის-
შინაომები დიდ მსხვერპლთან ერთად გამოიწვევდა
მეტროპოლის გაბლენის შესუსტებას, საბოლოოდ კი
იმპერიის დაშლას, რაც უარყოფიტად აისახებოდა
მოსახლეობის კეთილდღეოაბზე.
პარალელი: 13 საუკუნის 60 წლებიდან დაიწყო
მონღოლთა იმპერიის დასლა ცალკეულ
დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად, ულუსებად.
ანალოგი: ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის
მსგავსად მონღოლთა იმპერიაც ჩინგიზ ყაენის
მემკვიდრეების- ჩინგიზიდებს შორის გაჩაღებულ
შინაომსა და დაპირისპირებას ემსხვერპლა. 2. ამ
შემთხვევაშიც იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა
რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური ერთეული,
რომლებმაც დამოუკიდებლად გააგრძელა
არსებობობა.

32. ძვ.წ 3 საუკუნეში მცხეთის მამასახლისის ძმისწულმა


ფარნავაზმა კავშირი შეკრა დას.საქართველოს
მმართველ ქუჯისთან და დაიწყო ბერძენ-მაკედონიელი
დამპყრობლების წინაარმდეგ ბრძოლისათვის.
პარალელი- საქართველოს ისტორიიდან.
მიზეზი: ბერძენი აზონი მკაცრი მმართველი აღმოჩნდა-
ის ავიწროებდა მოსახლეობას, ანგრევდა ადგილობრივ
სიმაგრეებს, რასაც ქართლის არისტოკრატია და
მოსახლეობა ვერ ეგუებოდა.
შედეგი: ფარნავაზმა შეძლო აზონის დამარცხება და
ქვეყნიდან განდევნა, შემდეგ კი თავი ქართლის მეფედ
გამოაცხადა.
დადებითი: სელევკიდტა სახელმწიფოსათვის- იმპერიის
დასლის სემდეგ ის იბრძოდა სხვა ელინისტურ
სახელმწიფოებთან და შესაბამისად მას ხელს აძლევდა
ბერძენთა წინაარმდეგ წამოწყებული აჯანყება.
უარყოფითი: ადგილობრივი არისტოკრატიისათვის,
ვინც თანამშრომლობდა ოკუპანტებთან,
დამპყრობელთა უღლისაგან განთავისუფლება
მოსპობდა მათ გავლენას სახელმწიფოში.
პარალელი: 18 საუკუნის სუახანებში მეფე ერეკლე2
კავშირი დაამყარა იმერეთის მეფე სოლომონ1 და
მასთან ერთად გააგრძელა ბრძოლა უცხოელ
დამპყრობელთა წინააღმდეგ.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა
ქვეყნის ორი პოლიტიკური ერთეულის მმართველთა
ძალისხმევის გაერთიანებას საერთო მტრის
საწინააღმდეგოდ. 2. ორივე შემთხვევაში ალიანსი
წარმატებული გამოდგა - მტერი რამდენიმე
მნიშვნელოვან ბრძოლაში იქნა დამარცხებული და
შეიქმნა დამპყრობთაგან განთავისუფლების
წინაპირობები.
33. ძვ.წ 218 წელს ჰანიბალმა გადაწყვიტა ალპების
გადალახვა და რომაელებთან ბრძოლის გაგრძელება
უშუალოდ იტალიის ტერირორიაზე. პარალელი-
საფრანგეთის იმპერიის ისტორიიდან.
მიზეზი: ამ სარისკო მანევრით ჰანიბალს სურდა დროის
მოგება და მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით
მტერზე უპირატესობის მოპოვება,
შედეგი: კართაგენელების გამოჩენა იტალიაში
მოულოდნელი აღმოჩნდა რომაელთატვის, რამაც
დაბნეულობა და პანიკა შეიტანა მათ რიგებში.
ჰანიბალმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება
მოიპოვა და რომს დაემუქრა.
დადებითი: იტალიის ტერიტორიაზე მცხოვრები
ტომებისათვის, რომლებიც რომაელთა გავლენის ქვეშ
იმყოფებოდნენ. კართაგენელთა წარმატება მათ
რომაელთა ბატონობისაგან განთავისუფლების
შესაძლებლობას მისცემდა.
უარყოფითი: რომის რესპუბლიკისა და მისი
მოსახცლეობისათვი. ოპერავიის წარმატებით
დასრულების სემთხვევასი საფრთხე დაემუქრებოდა
იმპერიის არსებობას- ჰანიბალს გზა გაეხსნებოდა
რომისაკენ, რაც შეიძლება სახელმწიფოს
განადგურებით და მისი მოსახლეობის დამორჩილებით
დასრულებულიყო.
პარალელი: 1800 წელს ნაპოლეონმა გადალახა ალპები
და იტალიის ტერიტორიაზე დარტყმა მიაყენა ავსტრიის
აარმიას.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევასი არმიებმა გადალახეს
ალპები და შეიჭრნენ იტალიაში. 2. ორივე
შემთხვევასი ,ამევრი წარმატებული გამოდგა, რის
შემდეგაც არმიებმა ზედიზედ მოიპოვეს მნიშვნელოვანი
გამარჯვებები.
34. ძვ.წ 88 წელს მცირე აზიის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქ
ეფესოში ყოფნისას მითრიდატემ დაგეგმა მის მიერ
დაქვემდებარებულ დასახლებებში ყველა რომაელი
მოქალაქეებისა და ატალიკის ფიზიკური განადგურება.
დაიწყო ეფესოს საღამო. პარალელი- დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიიდან.
მიზეზი: რომის მოქალაქეებისა და იტალკების
განადგურებით მითრიდატე ძლიერ შეასუსტებდა რომის
გავლენას მცირე აზიაში.
შედეგი: მითრიდატეს ჯარისკაცებმა 80 ათასამდე
მშვიდობიანი მოქალაქე გაანადგურეს, რამაც რომს
დროებით მოუსპო დასაყრდენი რეგიონში. თუმცა
გაუგონარმა სისასტიკემ გააერთიანა რომის
პოლიტიკური ძალები და სულ მალე რომმა დიდძალი
არმია მიმართა მითრიდატე პონტოელის წინაარმდეგ.
დადებითი: მითრიდატეს მომხრე ადგილობრივი
მმართველებისათვის- მდიდარი რომაელებისა და
იტალიკების განადგურების შემდეგ ისინი ხელსი
ჩაიგდებდნენ დიდძალ ქონებას.
უარყოფითი: პროვინცია აზიის იმ ქალაქებისათვის,
რომელთა მმართველები მონაწილეობას იღებდნენ ამ
სისხლისღვრაში. არსებობდა რომის მხრიდან
შურისძიების შესაძლებლობა, რაც დიდ დარტყმას
მიაყენებდა ამ ქალაქებს.
პარალელი: 1520 წლის 30 ივნისს ესპანელმა
კონკისკადორებმა კორტესის მეტაურობით ათასობით
აცტეკი გაანადგურეს. მწუხარების ღამის შემდეგ
აცტეკების ცივილიზაციამ არსებობა შეწყვიტა.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევასი განხორციელდა
მსვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი. 2. ორივე
შემთხვევაში ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი მთავარი მოტივი
მსვიდობიანი მოსახლეობის ქონების ხელში ჩაგდება
იყო.

35. ძვ.წ 88 წელს სენატმა სულა არმიის სარდლობიდან


გადააყენა. სულა ფაქტობრივად აუჯანყდა რესპუბლიკას
და თავისი ერთგული ჯარისკაცებით რომისაკენ დაიძრა.
პარალელი- რომის ისტორიიდან.
მიზეზი: მარიუსისა და მისი მომხრეების გავლენით
ეფესოს საღამოს ტრაგიკული შედეგები რომის სენატმა
სულას დააბრალა. სულა იძულებული გახდა
გადამწყვეტ მოქმედებებზე გადასულიყო.
შედეგი: სულამ დაიკავა რომი, გაანეიტრალა
პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და თავი
დიქტატორად გამოაცხადა.
დადებითი: ოპტიმათთა ფენისათვის- სულა ოპტიმატთა
მხარდაჭერით სარგებლობდა და მისი გაძლიერება
გაზრდიდა დიდგვაროვანი სარისტოკრატიის გავლენას
და პირიქით დაასუსტებდა პოპულარების პოზიციებს.
უარყოფითი: რომის რესპუბლიკისათვის- სულას ამბოხი
და არმიით რომში შესვლა გამოიწვევდა სამოქალაქო
დაპირისპირების გაღრმავებას, რომელიც შეიძლება
დასრულებულიყო დიქტატურის დამყარებით, ეს კი
საფრთხეს შეუქმნიდა რესპუბლიკის არსებობას.
პარალელი: ძვ.წ 49 წელს იულიუს კეისარმა რუბიკონი
გადალახა და ერთგული ჯარისკაცების თანხლებით
რომში შევიდა.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში ორივე დაპირისპირება
გადაიზარდა სამოქალაქო ომში. 2. ორივე შემთხვევაში
სენატის წინააღმდეგ ამბიხებულმა სარდალმა შეძლო
მოწინააღმდეგეთა განადგურება და ჩამოაყალიბა
ერთპიროვნული მმართველობა.
36. ძვ.წ 82 წელს მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი
დიქტატორად გამოაცხადა ლუციუს კორნელიუს სულამ
დაიწყო პროსკრიფციების გამოქვეყნება. პოლიტიკური
მოწინააღმდეგეების დევნამ მასიური ხასიათი შეიძინა.
პარალელი- რომის ისტორიიდან.
მიზეზი: რომში კვლავ ძლიერი იყო მარიუსის
მიმდევრებთა მარიანელთა პოზიციები, რომელთავ
სათავეში გაიუს მარიუს უმცირესი ედგა. მათი არსებობა
საფრთხეს უქმნიდა სულას ერთპიროვნულ
მმართველობას.
შედეგი. სამოქალაქო დაპირისპირებას და პოლიტიკურ
მოწინააღმდეგეების დევნას მრავალი მოქალაქე
შეეწირა, როგორც პოპულარებისა და ოპტიმატების,
ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. საბოლოოდ
სულამ მოახერხა ოპოზიციის სრულად განადგურება.
დადებითი: რომაელ დიდებულთათვის,
ოპტიმატებისათვის, რომლებიც ჩამოიშორებდნენ
ძლიერ პოლიტიკურ მოწინაარმდეგეს და
გაიმყარებდნენ საკუტარ ძალაუფლებას
სახელმწიფოსი.
უარყოფითი: რომის რიგითი მოქალაქეებისა და
ზოგადად რესპუბლიკისათვის, სამოქალაქო ომსა და
პოსკრიფციებს ბევრი რომაელი მოქალაქის სიცოცხლე
სეეწირებოდა, უკიდურესად დაკნინდებოდნენ
დემოკრატიული ინსტიტუტები და გაძლიერდებოდა
ტირანია, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად
დაასუსტებდა რესპუბლიკას.
პარალელი: ძვ.წ. 43 წელს მეორე ტრიუმვირატის
წევრებმა პროსკრიფციების გამოქვეყნება დაიწყეს.
ანალოგი: 1. ორივე შემტხვევაში პროსკრიფციები
მიზნად ისახავდა პოლიტიკური პოპონენტების დასჯას
და განეიტრალებას. 2. ორივე შემთხვევაში
პროსკრიფციების გამოყენებით პოლიტიკური პოზიცია
განადგურებული იქნა.

37. ძვ.წ 73 წელს კაპუაში დაიწყო გლადიატორთა აჯანყება


თრაკიელი მონის, სპარტაკის მეთაურობით, რომელსაც
შემდგომში ათეულათასობით მხარდამჭერი შეუერთდა.
დაიწყო მონათა აჯანყება. პარალელი- რომის
ისტორიიდან.
მიზეზი: ძველ რომში მონათა მდგომარეობა
უკიდურესად მძიმე იყო- უუფლებობა, ჩაგვრა და
უმძიმესი პირობები მონებს აჯანყებისაკენ უბიძგებდა.
შედეგი: აჯანყებულებმა შეძლეს დიდი არმიის შექმნა და
მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწიეს და საფრთხე
შეუქმნეს იმპერიის არსებობას. თუმცა საბოლოოდ
აჯანყება მაინც დამარცხდა.
დადებითი: იმპერიის ღარიბი მოსახლეობისათვის
მაშტაბურ აჯანყებას, მიუხედავად მისი საბოლოო
შედეგისა, შეიძლება მოჰყოლოდა მონებისა და
საზოგადოების დაბალი ფენების უფლებრივი
მდგომარეობის გადახედვა და გაუმჯობესება.
უარყოფითი: მონათმფლობელებისათვის- აჯანყების
წარმატების შემთხვევაში ისინი დაკარგავდნენ მონების
შრომის შეუზღუდავი ექსპლუატაციის შესაძლებლობას,
რაც უარყოფითად აისახებოდა მათ მეურნეობასა და
შემოსავალზე.
პარალელი: ძვ.წ 135-132 წლებში მიმდინარეობდა
მონათა პირველი აჯანყება კუნძულ სიცილიაზე.
ანალოგი: 1. ორივე მონათა აჯანყება მიმართული იყო
რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ. 2. ორივე
შემთხვევაში პირველ ეტაპზე აჯანყებულებმა
წარმატებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოოდ მაინც
დამარცხდნენ.

38. ძვ.წ 62წელს კატალინამ შემოიკრიბა ყოფილი


სულანელები და დაიწყო შეიარაღებული
გადატრიალებისათვის მზადება ძალაუფლების ხელში
ჩაგდების მიზნით. პარალელი- რომის ისტორიიდან.
მიზეზი: ამ პერიოდში რომში ეკონომიკური სიტუაცია
გაუარესდა და ძლიერ აქტუალური გახდა ვალების
ჩამოწერის საკითხი. კატილინა სწორედ ვალების
ჩამოწერის ლოზუნგით გამოდიოდა წინა წლის
კონსულების არჩევნებში, რომელში დამარცხებამაც მას
და მის მოკავშირეებს უბიძგა, უკანონო გზით
მოეპოვებინათ ძალაუფლება.
შედეგი: ციცერონის მცდელობით შეთქმულება
გამჟღავნდა და მისი ორგანიზატორები და მონაწილეები
სიკვდილით დასაჯეს სასამართლოს გარეშე.
დადებითი: სულას ვეტერანებისა და არისტოკრატთა
წრისათვის, ვისაც ფინანსური ვალდებულებები მძიმე
ტვირთად აწვა. შეთქმულების წარმატების შემთხვევაში
ისინი შეძლებდნენ გავლენის მოპოვებას და ფინანსური
პრობლემების მოგვარებას.
უარყოფთი: რომის რესპუბლიკისატვის-
გადატრიალების შემთხვევაში სახელმწიფოში
დამყარდებოდა ტირანია, რაც საფრთხეს შეუქმნიდა
რესპუბლიკის არსებობას.
პარალელი: ძვ.წ 44 წელს რომაელმა სენატორებმა
მოაწყეს შეთქმულება კეისრის წინაარმდეგ, რმოლსაც
კეისარი შეეწირა.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში აჯანყება
არისტოკრატთა ფენის წარმომადგენლებმა მოაწყეს. 2.
ორივე შეთქმულების მიზანი სახელმწიფოს უმაღლესი
თანამდეგობის პირების ფიზიკური განადგურება იყო.

39. ძვ.წ 49 წელს რომის სენატმა გნეუს პომპეუსს დაავალა,


დაეცვა რესპუბლიკა ურჩი კეისრისგან, ამ უკანასკნელმა
კი რუბიკონი გადალახა და საკუთარი ლეგიონელებით
რომში შევიდა. დაისყო სამოქალაქო ომი. პარალელი-
რომის ისტ.
მიზეზი: კრასუსის გარდაცვალების შემდეგ ტრიუმვირატი
საბოლოოდ დაიშალა და ყოფილი მოკავშირეები
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გნეუს პომპეუსმა ნელ-ნელა
საერთო ენა გამონახა ოპტიმატებთან და სენატი კეისრის
მზარდი ძალაუფლების წინააღმდეგ განაწყო. სიტუაციის
უკიდურეს დაძაბვას ღია სეიარაღებული დაპირისპირება
მოჰყვა.
შედეგი: სამოქალაქო ომი კეისრის გამარჯვებით
დასრულდა. ფარსალოსთან ბრძოლასი პომპეუსი
დამარცხდა, შემდეგ კი ის მოკლული იქნა. კეისარი რომის
ერტპიროვნული მმართველი გახდა.
დადებითი: რომთან დაპირისპირებული გალებისათვის-
რომში დაწყებულ ომს შეიძლება მოჰყოლოდა რომის
დასუსტება, რაც გალებს რომის გავლენისაგან
განთავისუფლების სესაძლებლობას მისცემდა.
უარყოფითი: რომის რესპუბლიკისა და მისი
მოქალაქეებისათვის- სამოქალაქო დაპირისპირება
დაასუსტებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და
დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ომი გამოიწვევდა დიდ
მსხვერპლს და გააღრმავებდა ეკონომიკურ კრიზისს.
პარალელი: ძვ.წ 83-82 წლებში მიმდინარეობდა
სამოქალაქო ომი ლუციუს კორნელიუს სულასა და
მარიანელებს, გაიუს მარიუსის მომხრეებს შორის.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში სამოქალაქო
დაპირისპირება გამარჯვებული მხარის მიერ მთელი
ძალაუფლების საკუთარ ხელში მოქცევითა და
ფაქტობრივი დიქტატურის დამყარებით დასრულდა. 2.
ორივე შემთხვევასი სამოქალაქო დაპირისპირებას
დამარცხებულთა მეთაურის სიცოცხლე სეეწირა.

40. ძვ.წ 43 წელს ჩრდ.იტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ


მარკუს ანტონიუსი, ოქტაბიანე და ლეპიდუსი.
ცამოყალიბდა მეორე ტრიუმვირატი. პარალელი- რომის
ისტორიიდან.
მიზეზი: კეისრის მკვლელობამ რომში ძალაუფლების
ერთგვარი ვაკუმი შექმნა, რომლის შესავსებადაც
ჩამოყალიბდა ეს ალიანსი.
შედეგი: ტრიუმვირატებმა დაიწყეს პოლიტიკური
ოპონენტების დევნა და გაანადგურეს ისინი. მათ
განიმტკიცეს ძალაუფლება და გაინაწილეს იმპერია.
საბოლოოდ კი ეს ალიანსი დაიშალა.
დადებითი: კეისრის მხარდამჭერი არისტოკრატიისა და
მისი ერთგული ჯარისკაცებისთვის- ზლიერი ალიანსი
ფლობდა საკმარის ძალას, გაენეიტრალებია
პოლიტიკური ოპოზიცია და კვლავ აღედგინა კეისრის
თანამებრძოლენის ძალაუფლება.
უარყოფითი: სენატისათვის- ალიანსის წევრთა პირადი
მისწრაფებიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ
ტრიუმვირები გეგმავდნენ მთელი ძალაუფლების
საკუთარ ხელში კონცენტრირებას და რესპუბლიკური
ინსტიტუტების დასუსტებას.
პარალელი: ძვ.წ 60 წელს შეიქმნა პოლიტიკური
ალიანსი კეისარს, პომპეუსსა და კრასუსს შორის,
რომელიც პირველი ტრიუმვირატის სახელითაა
ცნობილი.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევასი ტრიუმვირატს მალევე
გამოაკლდა ერთი წევრუ. 2.ორივე შემთხვევაში
ალიანსი დაიშალა და საბოლოოდ მთელი
ძალაუფლება გადავიდა ერთ-ერთი ტრიუმვირის ხელში,
რომელმაც გაანადგურა მთავარი მოწინააღმდეგე და
გახდა რომის ერთპიროვნული მმართველი.

41. ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ოქტავიანე


ავგუსტუსმა მნიშველოვანი სახელმწიფო-
ადმინისტრაციული რეფორმა განახორციელა. ძვ.წ 27
წელს დაწესდა მმართველობის ახალი ფორმა-
პრინციპატი.
მიზეზი: მანამდე არსებული რესპუბლიკური სისტემა
ვეღარ უმკლავდებოდა სირთულეებს, რასაც
ადასტურებს რომში შინაასლილობისა და სამოქალაქო
ომების ხანგრძლივი პერიოდი- ძვ.წ 133-31 წლამდე.
შედეგი: პრინციპატის შემოღებამ დაასტაბილურა
პოლიტიკური ვითარება რომში და დადგა მშვიდობიანი
ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც რომაული
მსვიდობის სახელწოდებითაა ცნობილი.
დადებითი: რომის მოქალაქეებისათვის- პრინციპატის
შემოღება ბოლოს მოუღებდა შიდა დაპირისპირებას
სახელმწიფოში და გაცნდებოდა მსვიდობიანი
ცხოვრების, ეკონომიკური განვიტარებისა და
კულტურული აღორძინების შესაძლებლობა.
უარყოფითი: რომის სენატისა და ზოგადად,
რესპუბლიკური ინსტიტუტებისათვის- პრინციპატის
შემოღება შეკვეცავდა მათ ძალაუფლებასა და
გავლენას.
პარალელი: იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერ
შემოღებული იქნა მმართველობის ახალი ფორმა
დომინატი.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევასი მმართველობის ახალი
სისტემის შემოღებას თან ახლდა რესპუბლიკური
ინსტიტუტების ნაწილობრივი სრული მოსპობა. 2. ორივე
შემთხვევასი მმართველობის ახალი მოდელის
შემოღებამ დადედბითი როლი იტამაშა რომის
პოლიტიკური სტაბილურობისა და
ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით.

42. ჩვ.წ 52 წელს ქართლის მეფე ფარსმან 1 გადაწყვიტა,


ჩარეულიყო მეზობელი სომხეთის სამეფოს საშინაო
საქმეებსი და იქ არმია გაგზავნა. პარალელი- საქ.ისტ.
მიზეზი: ფარსმანს სურდა სომხეთის ტახტის ხელში
ჩაგდება, იქ საკუთარი ვაჟის- რადამისტის გამეფება და
საბოლოოდ მისი შემოერთება.
შედეგი: ფარსმანმა სომხეთის მეფე მითრიდატე მის
ვაჟს, რადამისტს მოაკლევინა, რომელმაც ტახტი
დროებით ჩაიგდო ხელში, თუმცა საბოლოოდ მისი
შენარჩუნება ქართლის მეფისწულმა ვერ მოახერხა და
იძულებული შეიქმნა კვლავ ქართლში დაბრუნებულიყო.
დადებითი: პართიისათვის- რომის კონტროლს
დაქვემდებარებულ სომხეთში არეულობა და რეგიონში
რომის გავლენის შესუსტება ხელს აძლევდა პართიას.
უარყოფითი: რომის იმპერიისათვის- სომხეთის სამეფო
რომის გავლენის სფეროდ ითვლებოდა და ქართლის
მეფის მიერ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა
რომის პოზიციების დასუსტებას ნიშნავს.
პარალელი: 1204 წელს მეფე თამარის უშუალო
ძალისხმევით ტრაპიზონის საიმპერატორო ტახტზე
ავიდა საქართველოს სამეფო ოჯახის ნათესავი ალექსი
კომნენოსი ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში
ქართველი მონარქის გადაწყვეტილება ნაკარნახევი
იყო ეროვნული ინტერესებით და მიზნად ისახავდა
მეზობელ სახელმწიფოზე გავლენის გავრცელებას. 2.
ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა მეზობელ
სახელმწიფოზე გავლენის შენარჩუნება დიდი ხნით.

43. 1 საუკუნიდან რომაელებმა იმპერიის საზღვრებთან,


რაინისა და ზემო დუნაის გასწვრივ დაიწყეს დაცვითი
ზღუდეების სისტემის-ლიმესის მოწყობა. პარალელი-
აზიის ისტორიიდან.
მიზეზი: ამ პერიოდში ბარბაროსები ააქტიურებენ
თავიანთ მცდელობას შემოერწიატ რომის იმპერიის
სიღრმეში, რაც საფრთხეს უქმნიდა იმპერიის
არსებობას. მოსალოდნელი საფრთხისაგან თავდაცვის
მიზნით, საჭირო იყო ძლიერი თავდაცვითი სისტემის
სექმნა. შედეგი: გარკვეული დროის
მანძილზე იმპერიის საზღვრებზე არსებული ლიმესები
წრმოადგენდნენ გადაულახავ გადაულახავ ზღუდეებს
ბარბაროსებისათვის, თუმცა დროთა განმავლობაში მან
თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა და
მოიშალა, რამაც საბოლოოდ დასავლეთ რომის
იმპერიის განადგურება გამოიწვია. დადებითი: იმპერიის
ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხებისათვის:
მიუხედავათ რომაელთა მკაცრი
მმართველობია,იმპერიაში მცხოვრებ ხალხებს
ჰქონდათ მშვიდობიანი განვითარების მეტ-ნაკლები
შესაძლებლობა, რაც გერმანული ტომების სტიქიური
შემოსევის პირობებში საფრთხის ქვეშ დადგებოდა.
უარყოფითი: რომთან დაპირისპირებული სასანიანთა
ირანისათვის- რომის იმპერიის საზღვრების
დაუცველობა და მის სიღრმეში ბარბაროსთა ტომების
შემოღწევა ირანის ინტერესებში შედიოდა, რადგან ეს
მნიშვნელოვნად დაასუსტებდა მის ძირითად
კონკურენტს.
პარალელი: 13 საუკუნის შუა ხანებში ილხანთა
სახელმწიფომ საქართველო-შირვანის საზრვარზე
მოაწყო თავდაცვითი ზღუდეების სისტემა სიბა.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში თავდაცვითი
ზღუდეების შექმნამ დიდი როლი ითამაშა მისი
შემქმნელი სახელმწიფოს საზღვრების დაცვის საქმეში.
2. დროთა განმავლობაში ორივე თავდაცვითი სისტემა
მოიშალა და დაკარგა ფუნქცია.
44. 212 წელს იმპერატორმა კარაკალამ გამოსცა ედიქტი,
რომლის ძალითაც რომის იმპერიის ტერიტორიაზე
მცხოვრები ყველა თავისუფალი ადამიანი რომის
მოქალაქედ გამოცხადდა. პარალელი- რომის ისტ.
მიზეზი: იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები
ვერ სარგებლობდნენ რომის მოქალაქეთათვის
მინიჭებული უფლებებით და ამის გამო ისინი ხშირად
მომხდური ტომების ბუნებრივ მოკავშირეებად
გადაიქცეოდნენ ხოლმე.
შედეგი: გაიზარდა რომის მოქალაქეტა რაოდენობა და
შესაბამისად ჯარის რიცხოვნება. ამასთან ერთად
გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც
დაექვემდებარნენ გადასახადების გადახდას, რამაც
იმპერიის ფინანსური მდგომარეობა გამოასწორა.
დადებითი: იმპერიის ხაზინისთვის- მოქალაქეთა
რაოდენობის გაზრდით გაფართოვდებოდა
საფადასახადო რესურსი, რაც ხაზინაში დამატებითი
შემოსავლების მობილიზებას გამოიწვევდა.
უარყოფითი: რომთან დაპირისპირებული
სახელმწიფოებისათვის- ეს ნაბიჯი მოიტანდა
პოლიტიკურ სტაბილურობას და გაზრდიდა იმპერიის
არმიას ახალი მოქალაქეების ხარჯზე.
პარალელი: მოკავშირეთა ომის დროს კონსულმა
ლუციუს იულიუს კეისარმა ყველა უიარაღო იტალიელს
რომის მოქალაქეობა უბოძა.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევასი უცხოელთათვის რომის
მოქალაქეობის მინიჭება განპირობებული იყო
პოლიტიკური მიზანშეწონილობით. 2. ორივე
შემთხვევასი ამ გადაწყვეტილებამ გამოიღო შედეგი-
შემცირდა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა
სახელმწიფოში, რამაც ქვეყანას მშვიდობიანი
არსებობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა.

45. 239 წელს იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერ


შემოღებული იქნა მმართველობის ახალი ფორმა.
რომში დამყარდა 4 პირის თანამმართველობა-
ტეტრარქია. პარალ-რომი.
მიზეზი: 3 საუკუნის განმავლობაში რომის იმპერია
მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რომლის
დაძლევა მმართველობის არსებული მოდელის
პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა. აქედან
გამომდინარე გაჩნდა სახელმწიფო მართვის სისტემის
რეფორმირების აუცილებლობა.
შედეგი: ტეტრარქიის შემოღებამ არსებითი როლი
ითამაშა ღრმა სისტემური კრიზისის ე.წ 3 საუკუნის
რომის იმპერიის კრიზისის დაძლევასა და ქვეყნის
გაზლიერებასი.
დადებითი: იმპერიის მოსახლეობისათვის- ბარბაროსტა
გახშირებული შემოტევების პირობებსი მართვის
ეფექტური მოდელი უზრუნველყოფდა სახელმწიფო
უსაფრთხოებას, მოწესრიგდებოდა სამეურნეო
ცხოვრება და გადასახადების ადმინისტრიფრება, რაც
გაზრდიდა მოქალაქეთა კეთილდღეობას.
უარყოფითი: იმპერიაში შემორჩენილი რესპუბლიკური
ინსტიტუტებისათვის- ტეტრარქია ფაქტობრივად
სრულფასოვანი მონარქიის დაკანონებას ნიშნავდა, რაც
ბოლოს მოუღებდა რესპუბლიკური მმართველობის
ნარჩენებს.
პარალელი: ძვ.წ 1 საუკუნის მეორე ნახევარში რომსი
შემოღებული იქნა პრინციპატი.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში მმართველობის ახალი
ფორმის ჩამოყალიბება განპირობებული იყო
გარდაუვალი აუცილებლობით, რომელიც სახელმწიფო
მართვუის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების
უზრუნველყოფას უკავშირდებოდა. 2. ორივე
შემთხვევაში სახელმწიფო მმართველობის ახალი
ფორმის დაწესებამ დაასუსტა ან სრულიად მოშალა
რესპუბლიკური ინსტიტუტები.
46. 408 წელს დასავლეთ რომის იმპერიის ახალგაზრდა
იმპერატორმა სიკვდილით დასაჯა მისი ყოფილი მეურვე
და მხედართმთავარი სტილიქონი, რამაც
სახელმწიფოსი მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია.
პარალელი-ააზიის ისტ.
მიზეზი: წარმოშობით ვანდალმა სტილიქიონმა
მოახერხა დიდი გავლენის მოპოვება, რაც აფრთხობდა
რომაელ დიდებულებს. მატ იმპერატორი დაარწმუნეს,
რომ სტილიქიონი გეგმავდა შეთქმულებას და ტახტიდან
მის ჩამოშორებას.
შედეგი: შექმნილი ვითარებით ისარგებლა
ვესტგოთების მეფე ალარიხმა, შეიჭრა რომში და
ააოხრა ქალაქი, რასაც საბოლოოდ დასავლეთ რომის
იმპერიის არსებობის შეწყვეტა მოჰყვა.
დადებითი: ვესტგოთების, ვანდალებისა და სხვა
ბარბაროსებისათვის- გონიერი და ძლიერი
მმართველის გარეშე დარჩენილი იმპერია
ბარბაროსებისათვის ადვილ ლუკმად იქცეოდა.
უარყოფითი: იმპერიის მოსახლეობისათვის-
სტილიქონი საკუთარი გავლენით ინარჩუნებდა ქვეყნის
სტაბილურობას და იბრძოდა ორად გაყოფილირომის
იმპერიის გაერთიანებისათვის. მისი სიკვდილის შემდეგ
კი სახელმწიფო დარჩებოდა ძლიერი მმართველის
გარეშე, რაც აუცილებლად გამოიწვევდა იმპერიის
დასუსტებას.
პარალელი: 1092 წელს ისმაილიტებმა მოკლეს
სელჩუკთა დიდი ვეზირი ნიზამ ალ-მულქი, რასაც
სახელმწიფოში დეზინტეგრაციული პროცესები მოჰყვა.
ანალოგი:1. მოკლულ პოლიტიკურ ლიდერთაგან არც
ერთი არ იყო იმ ხალხის წარმომადგენელი, რომელთა
მართვის სადავეებიც მათ ეპყროთ. 2. ორივე
შემთხვევაში გონიერი მოხელის მკვლელობას შედეგად
იმპერიის რღვევა მოჰყვა.

47. 409 წელს ვესტგოთები ალარიხის მეთაურობით რომს


მიადგნენ. იმპერატორ ჰონორიუსთან
მოლაპარალებებმა შედეგი არ მოიტანა და მარადიული
ქბეყანა დაეცა. პარალელი- რომის ისტორიიდან.
მიზეზი: იმპერია ამ დროისთვის ძლიერ იყო
დასუსტებული მას არ შესწევდა ძალა, ღირსეული
წინააღმდეგობა გაეწია ბარბაროსებისათვის, რასაც
ხელს უწყობდა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და
წინააღმდეგობები იმპერიის შიგნით.
შედეგი: ქალაქის დაცემა იყო განგასის პირველი
სიგნალი, რასაც ლოგიკურად მოჰყვა იმპერიის
კრიზისის უკიდურესი გაწვავება და დასავლეთ რომის
იმპერიის აღსასრული.
დადებითი: ბარბაროსთა სხვა ტომებისათვის- რომის
დაცემა ნიშნავდა იმპერიის უკიდურეს დასუსტებას, რაც
ხელ-ფეხს უხსნიდა გერმანულ ტომებს, მიეტაცებინატ
იმპერიის ესა თუ ის ნაწილი.
უარყოფითი: რომის იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები
სხვა ხალხებისათვის- ისინი წინ ვერ აღუდგებოდნენ
ბარბაროსთა მზარდ ექსპანსიას, რაც საბოლოოდ ამ
ხალხების დაქვემდებარებასა და ცხოვრების
მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული წესის მოსპობას
განაპირობებდა.
პარალელი: 455 წელს ვანდალებმა ჰაიზერიხის
მეთაურობით ხელთ იგდეს და გაძარცვეს რომი.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში რომის დაცემას ხელი
შეუწყო გაღრმავებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა და
შიდა დაპირისპირებამ. 2. ორივე შემთხვევაში
ბარბარლოსები შემოიფარგლნენ მხოლოდ ქალაქის
ძარცვით და საბოლოოდ დატოვეს ის.
48. 451 წელს ატილამ გადალახა რეინი და გალიაში
შეიჭრა. კატალაუნის ველზე მას რომაელტა და
გერმანელ ბარბაროსთა კოალიცია დაუპირისპირდა.
დაიწყო ხალხთა ბრძოლა. პარალელი- ფრანკთა
სახელმწიფოს ისტ.
მიზეზი: ატილას სურდა ევროპის სიღრმეში შეჭრა და
რომის იმპერიის სასიკვდილო დარტყმის მიყენება. ეს კი
რომის გარდა საფრთხეს უქმნიდა გერმანულ ტომებსაც.
შედეგი: ბრძოლასი გადამწყვეტი უპირატესობა ვერც
ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა, თუმცა ატილამ უკან დაიხია
და გალიის ტერიტორიას გაეცალა. ამ ბრძოლის
შედეგად დროებით შეჩერდა ჰუნების წინსვლა ევროპის
სიღრმისკენ.
დადებითი: მთელი ევროპის მოსახლეობისათვის-
ბრძოლაში წარმატების შემთხვევაში შეჩერდებოდა
ჰუნების გამანადგურებელი ლაშქრობა ევროპის
სიღრმისკენ
უარყოფითი: ოსტგოთებისათვის- ისინი ჰუნების მხარეს
იბრძოდნენ და მარცხის შემთხვევაში დადგებოდნენ
განადგურების საფრთხის ქვეშ.
პარალელი: 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში კარლოს
მერტელმა დაამარცხა არაბები.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში ბრძოლის შედეგად
მტრის ძლევამოსილი სვლა ევროპის სიღრმისაკენ. 2.
ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი ბრძოლა გალიის
ტერიტორიაზე გაიმართა.
49. 452 წელს ჰუნების ბელადი ატილა რომს მიადგა.
მასტან მოსალაპარაკებლად ხანდაზმული პაპი ლეო 1
გაემართა, რომელმაც შეძლო ძლევამოსილი
დამპყრობლის შთაგონება. ატილამ ალყა მოხსნა და
რომს გაეცალა. პარალელი-რომის ისტორიიდან.
მიზეზი: ატილა იძულებული იყო ანგარიში გაეწია იმ
გარემოებისათვის, რომ აღმოსავლეთ რომის იმპერიის
იმპერატორი მარკიანე თავისი არმიით უდიდეს
საფრთხეს უქმნიდა ჰუნებს აღმოსავლეთით. ატილას არ
რჩებოდა დრო და ის იძულებული იყო, საკუთარი არმია
მარკიანეს წინააღმდეგ მიემართა.
შედეგი: ატილამ რომს თავი მიანება და საკუთარი არმია
ბიზანტიის წინააღმდეგ მიმართა. ამჯერად რომი
განადგურებას გადაურჩა.
დადებითი: რომის პაპ ლეო პირველისთვის- სასტიკ
დამპყრობელთან მიღწეული შეთანხმებისა და რომის
გადარჩენის შემდეგ სახელმწიფოში ძლიერ
გაიზრდებოდა მისი გავლენა.
უარყოფითი: აღმოსავლეთ რომის იმპერიისთვის- მის
ინტერესებში შედიოდა რომაელთა ხანგრძლივი
ბრძოლა ბარბაროსებთან, რაც მნიშვნელოვნად
დაასუსტებდა ჰუნებს, ხოლო მის არმიას კი
მოსამზადებლად დროს მისცემდა.
პარალელი: 455 წელს პაპმა ვანდალების წინამძღოლს
ჰაიზერიხს შეაგონა, ხელი აეღო რომის განადგურებასა
და სისხლისღვრაზე და მხოლოდ ქალაქის ძარცვით
შემოფარგლულიყო.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში დამპყრობელთან
მოლაპარაკებებს მართავდა პაპი ლეო1. 2. ორივე
შემთხვევაში რომის პაპის მისია მეტწილად
წარმატებული აღმოჩნდა ქალაქის მოსახლეობა
გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას.

50. 476 წელს დაქირავებულ ბარბაროს მეომრებსა და


რომის ყმაწვილ იმპერატორს, რომულუს ავგუსტულუსს
სორის ურთიერთობები დაიძაბა. დაქირავებულმა
მეომრებმა ოდოაკრის მეთაურობით აჯანყებისთვის
დაიწყეს მზადება.
პარალელი- ბიზანტიის ისტორიიდან.
მიზეზი: დაქირავებულ მეომრებს უარი უთხრეს გაწეული
სამსახურის სანაცვლოდ შეპირებული
გასამრჯელოს( მიწის ნაკვეთების) მიცემაზე, რამაც
ბარბაროსებს აჯანყებისაკენ უბიძგა.
შედეგი: იმპერატორი და მამამისი დამარცხდნენ,
ოდოაკრმა ხელში აიღო მთელი ძალაუფლება და
ბიზანტიის იმპერატორ ზენონ ისავრიელისაგან
პატრიციუსის ტიტული მიიღო.
დადებითი: აღმოსავლეთ რომის იმპერიის
იმპერატორისათვის- ამიერიდან ის ხდებოდა ძველი
რომის ძლევამოსილი იმპერიის ერთადერთი
მემკვიდრე და განაგებდა იმპერიის დარჩენილ
მემკვიდრეიბას.
უარყოფითი: იტალიის ტერიტორიაზე მცხოვრები
ადგილობრივი მოსახლეობისათვის- გაბატონებული
გერმანელები შეეცდებოდნენ მათ დამორჩილებას, რაც
ზირეულად შეცვლიდა ამ ხალხების ყოფა-ცხოვრებას.
პარალელი: 602 წელს ბიზანტიის იმპერატოს
მავრიკიოსს არმია აუჯანყდა და ის ტახტიდან
ჩამოაგდეს.
ანალოგი: 1. ორივე შემთხვევაში აჯანყებას მონარქის
სამსახურსი მყოფი სამხედრო პირი მეთაურობდა. 2.
ორივე შემთხვევაში აჯანყება წარმატებიტ დასრულდა.

You might also like