You are on page 1of 2

მეგობრობა და სიყვარული ზნეობრივ-მორალური

ღირებულებების დაცვას უნდა ეფუძნებოდეს.


მეგობრობა ყველაზე ძნელად ასახსნელი ცნებაა
მსოფლიოში. ეს სკოლაში არ ისწავლება. მაგრამ თუ
მეგობრობის მნიშვნელობა არ გაქვთ ნასწავლი, მაშინ არც
არაფერი გისწავლიათ.
მოცემულ საანალიზო მონაკვეთში სწორედ ამ თემაზეა
საუბარი. საფარ-ბეგი არის ბათუს ძიძიშვილი, რომელიც იმ
დროს უახლოეს ნათესავად ითვლებოდა. ამას უნდა
ჰქონდეს გარკვეული სიმბოლური დატვირთვა რადგან
ასეთ საშინელ დროს , ასეთი ნათესავის სტუმრობა ცოტა
საეჭვოა. საფარ-ბეგს თურმე სიყვარული სწვევია და
სატრფოს მისთვის ცხენის მოპარვა დაუვალებია:
„ინალიფას ლურჯი ცხენი ამ სამ დღეში მომგვარეო!“, რაც
იმაზე მიუთითებს რომ მისი და მისი სატრფოს, ზია-ხანუმის
სიყვარული არ იყო ისეთი მტკიცე, როგორიც ბათუსი და
ნაზიბროლას. თან საფარ-ბეგს ევალებოდა მოეპარა ისეთი
ადამიანის ცხენი, რომელიც მთელ ქვეყანაში ვაჟკაცობით
იყო სახელგანთქმული და იოლად არაფერს არ თმობდა:
„ინალიფა მის ბედაურს არ დაუთმობს ნებით გამჩენს“ . ეს
გახლდათ ალმასხიტი. ბათუს უმძიმს და წუხს, რომ საფარ-
ბეგს უკადრისი საქმე უკუსრია, მაგრამ ამ ყოველივეს
სიყვარულის ძალით ამართლებს. ეს საძნელო საქმე კი
ბათუმ აიღო საკუთარ თავზე, რაც მის მეგობრულობას,
ერთგულებას უსვამს ხაზს: „შენ ეგ საქმე მე მომანდე, მე
ვიზამ შენს მაგივრობას: ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს
შევწირავ შენს მეგობრობას!“.
დღესდღეისობით ეს თემა ძალიან აქტუალურია,
მითუმეტეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში მოხდა
ღირებულებათა გადაფასება, სოციალური პრობლემებით
დავიტვირთეთ, ჩვენთვის უცხო გახდა ერთგულება,
მეგობრობა, ურთიერთგატანა და სიყვარული. ვერც კი
მივხვდით,რომ ამის გამო უფრო გაგვიჭირდა. თითქოს
ღალატი, დაბეზღება და გაუტანლობა მეტად ნორმად იქცა.
მეგობრობისა და სიყვარულის ერთ-ერთი უდიდესი
მაგალითია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.შოთამ
თავის პოემაში აღგვიწერა ცხოვრებისეული მოვლენები
მათ შორის კი მეგობრობა. პოემაში ბევრჯერაა საუბარი
იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მეგობრობა. რომ არა
მეგობრობა ავთანდილი არ დაიფიცებდა გაჭირვებაში
მყოფი ტარიელის დახმარებას. ეს კიდევ ერთხელ მაშინ
იხატება, როცა ის „ანდერძში“ ამბობს: „მე რად გავწირო
მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!“.
ასევე გავიხსენებ ა.დიუმას რომანის "სამი მუშკეტერი"
მთავარი გმირების ურთიერთობას.ნამდვილი მეგობრობის
კლასიკური მაგალითია. დ"არტანიანი, ათოსი, პორთოსი
და არამისი ცხოვრობენ დევიზით: "ერთი ყველასთვის,
ყველა ერთისთვის", რომანის გმირები ყველა სირთულეს
გადალახავენ ნამდვილი მეგობრობის წყალობით.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ მეგობრობა ეს არის პოზიტიური
ურთიერთობა და დამოკიდებულება ორ ან მეტ ადამიანს
შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპათიაში,
ერთგულებასა და ნდობაში გამოიხატება.

You might also like