Professional Documents
Culture Documents
მაქს ბენზე. კესანე ბაბუნაშვილი.
მაქს ბენზე. კესანე ბაბუნაშვილი.
ხელოვნება
სპეციალობა: კინო-ტელე მხატვრობა
სტუდენტი: კესანე ბაბუნაშვილი
კურსი: IV
მაქს ბენზე: ინფორმაციული ესტეტიკის ძირითადი
შინაარსი.
ვფიქრობ სანამ დღევანდელი განხილვის თემაზე გადავიდოდე,
აუცილებელია ავღნიშნო, რომ მთელი ჩემი ცხოვრებაა ყველაფერში რიცხვებს
ვხედავ. ყველაზე მარტივი თემების განხილვისასაც ვიწყებ ხოლმე
გამოთვლების კეთებას, აქედან გამომდინარე რაც გავიზარდე უფრო მივხვდი,
რომ ეს მიდგომა არა მარტო ბათუმიდან თბილისამდე ფეხით წასვლის
მანძილის გამოთვლისას გამომადგებოდა, როდესაც მეგობრებს საქმე არ
გვქონდა ზაფხულის დღეს, არამედ ყველაფერში ჩემს გარშემო მათემატიკა
იყო. ამის გამო სულ ვამბობ, რომ სამყაროს რომ ერთი ენა ქონდეს,
აუცილებლად მათემატიკა იქნებოდა. სამყარო მკაცრად ტექნიკურია,
ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, შეგვიძლია, რომ რაღაც დონემდე
ტექნიკურად ანუ ზუსტი მეცნიერებებით ავხსნათ. ყველაფერი ისეთი, რასაც
შეგვიძლია, რომ მეტაფიზიკური დავარქვათ, არის დაფუძნებული მხოლოდ
თეორიებზე. აქ ერთის მხრივ წინააღმდეგობაში მოვდივართ: თუ კი ვამბობთ,
რომ ისეთი რაღაცები, რისი დამტკიცებაც არ შეგვიძლია არ არსებობს,
(მაგალითად მოჩვენებები, მაგია და ასე შედმეგ), ხოლო მეტაფიზიკა მიიჩნევა
იმ მოვლენათა გაერთიანებად, რომლის დამტკიცებაც არ შეგვიძლია, მაშინ
რომ არსებობდეს, მაინც არ იარსებებდა. თუმცა ბუნებრივია ეს მხოლოდ
სიტყვათა ტექნიკურობაა. ყველაფერი რისი ახსნაც დღეს მეცნიერების გზით
შეგვიძლია, მეტაფიზიკურად მიიჩნეოდა ადრე. ადამიანი ეთაყვანებოდა მზეს
და წვიმას, რისი მეცნიერული ახსნაც, ბუნებრივია დღევანდელი
მოსახლეობის ჩვეულებრივი წარმომადგენლისთვის ეჭვქვეშ დასაყენებელი
ერთი წამითაც კი არ იქნება. ჩემი საყვარელი მაგალითი ამ თემის
განხილვისას კანადელ-ამერიკელი ილუზიონისტი ჯეიმს რენდია, რომელმაც
დააწესა მილიონ დოლარიანი პრემია, ნებისმიერისთვის, რომელიც
ზებუნებრივ, ან პარანორმალურ ქმედების დემონსტრირებას მოახდენდა,
პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ. რისი შესრულებაც ვერავინ შეძლო.