You are on page 1of 2

1) შპს „სანატორიუმის“ პარტნიორთა საერთო კრების დღის წესრიგში გათვალისწინებული

იყო წესდების ცვლილების საკითხი. პარტნიორთა საერთო კრებამ იმსჯელა და ხმათა


უბრალო უმრავლესობით (55 %-ით) წესდების რამდენიმე პუნქტის შეცვლის
გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პარტნიორთა კრების ოქმი წესდების შეცვლის შესახებ და
განახლებული წესდება წარედგინა მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციისათვის.
მარეგისტრირებელმა ორგანომ დაახარვეზა აღნიშნული რეგისტრაცია და მოითხოვა 75%
ხმების მქონე პარტნიორების თანხმობა. იმსჯელეთ მართებულია თუ არა
მარეგისტრირებელი ორგანოს უარი კომპანიის წესდებაში ცვლილებების მიღების
რეგისტრაციაზე.

2). შესაძლებელია თუ არა შპს-ს წილის გასხვისება სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე?

2.1 თუ შესაძლებელია, შეგვიძლია თუ არა ამ უფლების შეზღუდვა და როგორ?

2.2 იმ შემთხვევაში თუ არსებობს წილთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულება


და წილი გასხვისდება, ვინ აგებს პასუხს და როგორ?

3). იმსჯელეთ შპს-დან პარტნიორის გარიცხვის საფუძვლებსა და პროცედურაზე.

3.1 ვის გადაეცემა გარიცხული პარტნიორის წილი?

3.2. უნდა მიეცეს თუ არა შესაბამისი კოპენსაცია გარიცხულ პარტნიორს?

4. იმსჯელეთ შპს-დან პარტნიორის გასვლის საფუძვლებსა და პროცედურაზე.

4.1 თუ პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის საფუძველი წარმოიშვა პარტნიორთა


გადაწყვეტილების შედეგად და ამ გადაწყვეტილებას გასვლის სურვილის მქონე პარტნიორმა
მხარი დაუჭირა, აქვს თუ არა მას კვლავ უფლება მოითხოვოს საზოგადოებიდან გასვლა?

4.2 იმსჯელეთ რა შემთხვევებში ერთვება სასამართლო შპს-დან პარტნიორის გასვლის


პროცესში.

5) კს-ს კომანდიტ პარტნიორს მინიჭებული აქვს პროკურა. პარტნიორმა აღნიშნული


პროკურის საფუძველზე განახორციელა გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე
ქმედებები რომელთა შედეგადაც გარკვეული ზიანი მიადგა კს-ს. იმსჯელეთ კომანდიტი
პარტნიორის პასუხისმგებლობის საფუძვლებზე.
6) განმარტეთ რა არის სასამსახურო ხელშეკრულება, იმსჯელეთ რატომ არ ვრცელდება
სასამსახურო ხელშეკრულებაზე შრომის სამართლის წესები;

7) იმსჯელეთ რა არის სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი ფუნქცია სამეწარმეო


საზოგადოებაში;

You might also like