You are on page 1of 9

კაზუსი:

2012 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისის საპარტულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება ქ.


თბილისში თამარ მეფის ქ.N20 ბინის გაქურდვის ფაქტის თაობაზე. ფაქტზე ოპერატიული
რეაგირება დაევალა, მთაწმნიდა-კრწანისის საპარტულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ
დავით დავითაშვილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა სამსახურის
ავტომობილით. ავორმობილით მგზავრობისას მას მოუვიდა ავტო-საგზაო შემთხვევა,
რომლის დროსაც დაზარალდა გიორგი გიორგიშვილის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი.
პატრულ-ინსპექტორმა დავით დავითაშვილმა დაზარალებულს განუმარტა, რომ
დამშვიდებული და ზიანის მას აუცილებლად აუნაზღაურებდა და ურჩია, გაეკეთებინა
ზარალის საექსპერტო შეფასება და ამის მას მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.

გორგი გიორგიშვილმა გაითვალისწინა რა, პატრულ ინსპექტორის რჩევა, იმავე დღეს


შეაფასებინა შესაბამის ექსპერს მიყენებული ზარალის ოდენობა, რომელმაც შეადგინა 1000
(ათასი) ლარი.

2012 წლის 11 დეკემბერს გიორგი გიორგიშვილმა განცხადებით მიმართა, ქ. თბილისის


საპარტულო პოლიციას და მოითხოვა პატრულ ინპექტორის მიერ მიყენებული ზიანის
ანაზღურება. განცახდება თან ერთოდა საექსპერტო დასკვნა.

2013 წლის 7 თებერვალს გიორგი გიროგიშვილს ჩაბარდა საპატრულო პოლიციის


დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ვახტანგიშვილის სახელით გამოცემული 25 იანვრის
შემდეგი შინაარსის წერილი:

,, 2012 წლის 10 დეკემბერს ოპერატიული გამოძახების შედეგად, მთაწმნიდა-კრწანისის


საპარტულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დავით დავითაშვილი, გაემგზავრა შემთვევის
ადგილზე. ავორმობილით მგზავრობისას მას მოუვიდა ავტო-საგზაო შემთხვევა. საპატრულო
პოლიციას დადგენილად მიაჩნია, ავტო საგზაო შემთხვევის დროს, დაზარალდა გიორგი
გიორგიშვილის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი. საპარტულო პოლიცია აღნიშნავს, რომ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ,,თუ ამ
კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული
ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი
წესი“, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, თუ ,,სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს
თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო,
რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის
ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად
სოლიდარულად აგებს პასუხს.“ საპატრულო პოლიციის მიერ მოძიებული ინფრომაციის
შედეგად დადგინდა რომ პატრულ-ინსპექტორ დავით დავითაშვილს მიერ გამოწვეული
შემთხვევა არ იყო გამოწვეული არც გაზრახვით და არც უხეში გაუფრთხილებლობით,
ამდენად არ არსებობდა გიორგი გიორგიშვილისათვის ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება.“ წერილში ასევე მითითებული იყო რომ მას გასაჩივრება შეეძლო ამ აქტის
ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშ.

მერე დღესვე, აღშფოთებულმა გიორგიმ, იმ მოსაზრებით, რომ შინაგან საქმეთა


სამინისტროში გასაჩივრების მაინც აზრი არ ქონდა და მის ამ საჩივარს მაინც არ
დააკმაყოფილებდნენ, გადაწყვიტა პირდაპირ მიემართა თბილისის საქალაქო
სასამართლოსთვის და მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, თუმცა გაახსენდა რომ მას ჰყავდა
ადვოკატი მეგობარი და გადაწყვიტა მისგან კონსლუტაციის მიღება.

ამოცანა: უფლების დაცვის რა სამართლებრივი გზები არსებობს, გიორგი გიორგიშვილის


მოთხოვნის დაკაყმაყოფილად. და სასამარტოში მიმართვის შემთვევაში როგორ უნდა
დამთავრდეს დავა?

ამოხსნა:

1. უწყებრივი ქვემდებარეობა

უპირველეს ყოვლისა უნდა გავარკვიოთ თუ რომელ სასამართლოს ექვემდებარება


უწყებრივად ეს დავა. ქვემდებარეობა სამართლის დარგთაშორისი ინსტიტუტია, რომელიც
ასრულებს სხვადასხვა იურისდიქციულ ორგანოთა შორის საქმეების განაწილებისმექანიზმის
ფუნქციებს. კონსტიტუცია ავალდებულებ სკანონმდებელს შექმნას სამართლებრივი
მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს კოლიზიებს სხვადასხვა ორგანოების იურისდიქციას
შორის, გამორიცხავს სხვადასხვა ორგანოების კომპეტენციის გადაკვეთის შემთხვევებს, ისეთ
ვითარებას, როდესაც კონკრეტული საქმე არ განეკუთვნება არც ერთ სასამართლო ორგანოს.1
ამდენად, უპირველეს ყოვლისა, დავის დაწყებამდე უნდა გაირკვეს უწყებრივად აღნიშნული
საქმე თბლისის საქალაქო სასამართლოს რომელი კოლეგიის გადასაწყვეტია.

უწყებრივ ქვემდებარეობას ეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსის (შემდგომში - სასკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ
ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას ეხება საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, რომლის მიხედვით სასამართლოში
ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)
ადმინიტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-

1
მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა (რედ)
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი,2008, გვ: 33
სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)
აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის
დადგენა, ხოლო მე-3 ნაწილი ასევე განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული
სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ
ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს
ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოს
პასუხისმგებლობის შემთხვევა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ზიგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 თავი. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებიდან ამდენად,
ვინადიდან დავა გამომდინარეობს ადმინისტარციული სამართლის კანონმდებლობიდან,
დავა უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა
კოლეგიამ.

2. შესაბამისი სარჩელის სახე - ა) სარჩელის მიზანი, ბ) ადმინისტრაციული ორგანოს


საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.

იმისათვის რომ დავა საამართლოში დაიწყოს, მოსარჩელე მხარემ უნდა აირჩიოს მისთვის
უფელბისა დაცვის თუ რომელი საშუალებითაა შესაძლებელი თავისი ინტერესების დაცვა.
უფელბის დაცვის საპროცესო სამართლებრივი საშუალებელი კი მოცემული სასკ-ის 22-25-ე
მუხლებში. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივიფორმების გამიჯვნის
საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ეს წარმოადგენს
აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის. სარჩელი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისან ძალადაკარგულად
გამოცხადების შესახებ და სარჩელიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის
თაობაზე დამოკიდებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სარსებობაზე. სარჩელი
ქმედების განხორციელების თაობაზე გულისხმობს ადმინისტრაციული რეალაქტის
განხორციელებასან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ მოთხოვნას,ხოლო დავას
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან,შესრულებასთან და შეწყვეტასთან
დაკავშირებით მაშინ აქვსადგილი, როდესაც დავის საგანი აკმაყოფილებს
2
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ლეგალური დეფინიციის მოთხოვნებს.

თუმცა ამ საშუალებების არჩევამდე უნდა გავარკვიოთ ადმინისტარციული ორგანოს


საქმიანობის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე მოცემულ შემხთვევაში. ზოგადად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტაცული კოდექსი (შემდგომში - სზაკ) იცნობს
ადმინისტაციული როგანოს საქმიანობის შემდეგ ფორმებს: ინდივიდუალურ
ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; რეალაქტი - ქმედების განხორციელება,
ან განხორციელებისაგან თავის შეკავება და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.

2
იქვე, გვ: 247.
ჯანდაცვის მინისტრის წერილი შესაძლელებია იყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტი. სზაკ-ის მე 2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად:
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეს არის - ,,ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს
პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის
დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები“. განვიხილოთ რამდენად აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული აქტი
ამ მოთხოვნებს:

ა) პირველ რიგში უნდა დავადგინოთ არის თუ არა აქტის გამომცემი დაწესებულება


ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტაციული ორგანო კი სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი
ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მიჩნეულია ,,ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი
(გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებებს“. სქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614
ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს დებულების“
მე-17 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს სტუქტურული ქვედანაყოფი. ხოლო ამავე
დებულების პირველი თავის პირველი პუნქტის სესაბამისად ,, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების
განმახორციელებელი სპეციალური, გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემა, რომელიც
კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.“ ამდენად, შეგვიძლია
მივიჩნიოთ რომ ზემაღნიშნული სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ;

ბ) მეორე და აუცილებელი კომპონენტი ეს არის აქტის მიერ მოწესრიგების ფუნქცია - ამ


შემთვევაშ ეს ფუნქცია სახეზეა ვინაიდან ის აწესებს რომ დაზარალებულ მხარეს არ აქვს
კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნს უფლება.

გ) რაც შეეხება პირთა კონკრეტულ წრეს - აღნიშნული სახეზეა, ვინაიდან ის ეხება


კონკრეტული პირის - ნოდარი და მადონა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, როგორ თეორიაშ გავრცელებია მოსაზრება, აქტს უნდა ჰქონდეს
გარე ქმედების ბუნება, რაც იმას გულისხმობს, რომ აქტი ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ სამართლებრივია, თუ ის არეგულირებს ,,გარე პირთა ურთიერთობებს“
და არა შიდაუწყებრივს. აღნიშნილი მოთოვნაც სახეზეა, ვინაიდან ის ეხება დავით
დავითაშვილის კონსტიტუციურ უფელბას, ზიანის ანაზღაურებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ სახეზეა


ადმინისტრაცუილი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა - ინდივიდუალურ
ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმით.

ეხლა კი უნდა განვსაზღვროთ სარჩელის სახე. დავით დავითაშვილის მიზანია, რომ


ადმინისტრაცულმა ორგანმომ, ამ შემთვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა
გადაუხადოს მას ზიანი. რისთვისაც საჭიორა გამოიცეს ახალი ადმინისტრაციულ
სამართლოებრივი აქტი. ადენად ამ პირის მიზენი უნდა იყოს რომ სასამართლომ
დაავალდებულო ორგანო გამსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი,
რომლითაც დაკმაყოფილდება მისი მოთოვნა ზიანის ანაზღაურებაზე. ამ ურთიერთოობას კი
არეგულირებს სასკ-ის 23 მუხლის პირველი ნაწილი, რომლიც მიხედვითაც ,, სარჩელი
შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.“

3. განსჯადობა

მას შემდეგ რაც დადგინდება თუ სარჩელის რა სახე უნდა გამოვიყენოთ, უნდა გაირკვეს
განსჯადობის საკითხი.

განასხვევაბენ ტერიტორიულ, დარგობრივ და ინსტანციურ განჯადობას3.

ტერიტორული განსჯადობის დროს დგინდება თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი


იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე. სასკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,
რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი
უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6
მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.“ ხოლო მეორე ნაწილის თანახმად,, რაიონული
(საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად
დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით
გათვალისწინებული საქმეებისა.“ ხოლო მე-6 მუხლის მიხედვით, დადგენილი მაგისტრი
მოსამართლეების ქვემდებარე საქმეები.

ჩვენს შემთხვევაში, ვინაიდან ქმედება განხორციელდა ქ. თბილსის ტერიტორიაზე, ეს დავა


უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიამ,
რომელიც არის პირველი ინსტანციის სასამართლო.

3
იქვე: გვ147
დარგობრივი განსჯადობის დროს უნდა დადგინდეს , რომელი კოლეგიია უფელბამოსილი
განიხილოს დავა. როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული დავა გამომდინარეობს
ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და შესაბამისად ის უნდა განიხილოს
ადმინისტრაცლულ სქმეტაა კოლეგიამ.

4. საპროცესო სუბიექტუნარიანობა – უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

იმისათვის რომ, პირმა მიმართოს სასამართლოს მისი უფლების დასაცავად, მას უნდა
გააჩნდეს საპროცესო უფლებაუნარიანობა. საპროცესო უფლებაუნარიანობის საკითს
განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის მეორე
პუნქტი, რომლის თანახმადაც ,,ფიზიკური პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა
წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და შეწყდება მისი გარდაცვალებით. 81-ე მუხლი
განსაზღვრავს, რომ ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი
აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო
უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება
წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).“ ვინაიდან დავით დავითაშვილი არის
სრულწლოვანი და სურს დაიცვას საკუთარი ინტერესები, სასამართლოში, მას გააჩნია
საპროცესო უფელბაუნარიანობა.

4. სარჩელის ფორმა

ადმინისტრაციულ საქმეებზე სარჩელის წარდგენისას ის უნდა აკმაყოფილებდეს


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები
განსაზღვრავს: ,,სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით,
როგორც წესი, ნაბეჭდი სახით; სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ
მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის
ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში
სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები
საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.“ 178-ე
მუხლის თანახმად კი განსაზღვრულია ის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა შეივსოს
სარჩელის შედგენისას.

6. სათანადო მოპასუხე
სათანადო მოპასუხედ ამ შემხთვევაში უნდა განისაზღვროს აქტის მიმღები დაწესებულება,
ანუ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი., ვინაიდან ზიანის მიყებევა ხდება ჯანდაცვის
სამინისტროს მიერ გამოცემული აქტის შესაბამისად.

7. სარჩელის დასაშვებობა

მას შემდეგ რაც სასამართლოში შევა სარჩელი სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი
დასაშვებობა. სასკ-ის 23-ე მხულს გააჩნია სარჩელის დასაჩვებობის შემდეგი წინაპირობები:
,,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული
ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და
უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ
კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის
ვადაში.“

პირდაპირი და უშუალო ზიანი სახეზეა, ვინაიდან დაზარალებულ დავითაშვილს ერთმევა


ზიანის ანაზღაურების საშუალება;

აქტი გამოიცა 2013 წლის 25 იანვარს და ჩაბარდა 7 თებერვალს, შესაბამისად ვადის ათვლა
სამოქალაქო საპროცესო კოდექისი 72-78 მუხლების შესაბამისად უნდა დაიწყოს ჩაბარების
მომენტიდან ანუ 7 თებერვლიდან . ამდენად, იმისათვის რომ სარჩელი დასაშვები იყოს ის
სასამართლოში უნდა იქნეს წარდენილი 7 თებერვლიდან ერთი თვის ვადაში;

მესამე წინაპირობას სასკ-ის 2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად არის ერთჯერადი


გასაჩივრების ვალდებულება სარჩელის წარდგენამდე. როგორ აღინიშნა საპარტულო
პოლიციის დეპარტამეტს ჰყავს ზემდგომი ორგანო, შინაგას საქმეთა სამინისტროი სახით.
როგორ კაზუსიდან ჩანს, დაზარალებულმა ის გაასაჩივრა არა ზემდგომი საქართველოს
შინაგან საქმეთა სამიისტრაში, არამე გადაწყვიტა მისი პირდაპირ სასამართლოშ გასაჩივრება,
რითაც დაირღვა დასაშვებობის წინაპირობა და ამ შემხთვევაში სარჩელი დასაშვები არ
იქნება.

8. სარჩელის დასაბუთებულობა

სარჩელი დასაბუთებულია იმ შემთხვევაში თუკი ის არის ფორმალურად და


მატერიუალურად კანონიერი.

ფორმალური კანონიერება:

8.1.1.ფორმალური კანონიერება
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ფრომალურად კანონიერია,
თუკი დაცულია მისი მომზადებისა და გამოცემის სზაკი-ს 52-58 მუხებით დადგენილი
ნორმები. მომზადების სათანადო ფრომაში იგულისხმევა წარმოების სათანადო სახე. ამ
შემთვევაში, როგორც კაზუსიდან ჩანს, ჩატარდა მარტივი ადმინისტრაცლუი წარმოება,
ორგანომ გამოიკვლია საქმისთავის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აქტი
გამოცა წერილობით ფომით, გამოცემი ორგანო ასევე იყო უფელბამოსილი გამოეცა
აღნიშნული აქტი, სადაც მითითებულია მისი გამომცემი ორგანო და თანამდებობის პირი,
ასევე აქტი შეიცავს დასაბუთებასა და გასაჩივრების წესსა და პირობებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აქტი არის ფორმალურად კანონიერი.

მატერიალური კანონიერება

მატერიალური კანონიერება გულისხმობს აქტი სმატერიალური სამართლის ნორმასთან


შესაბამისობას.

ადმინისტრაციული ორგამოს დასაბურება და ამის გამო ზიანის ანაზღაურებაზე


დაზარალებულისათვის უარის თქმა არ შეესაბამება სზაკ-ის 208- მუხლის პირველ ნაწილს,
რომელიც ადგენს, რომ ,,სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი
თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი
მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“
ორგანოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით რომ რადგან არ არსებობდა პატრულ-
ინსპექტორის ბრალი დაგაუფრთხილებელი ქმედება არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების
საფუძველი. ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს პასუხლისმგებლობის ძირთადი
დამდგენი ნორმა არის 208- მუხლი, ორგანომაც და სასამართლომაც ზოგადად უნდა
იხელმძღანელონ სწორედ ამ დანაწესით და არა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით. ამის
თაობაზე საუბარა საქართველოუს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაშ, სადაც
აღნიშნულია, რომ ,,საკასაციო სასამართლო მოიხმობს ზაკ-ის XIV თავის მოთხოვნებს,
რომლითაც ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობაა დადგენილი და განმარტავს,
რომ 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, კერძოდ, სსკ-ის 1005-ე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ,
მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია,
აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს
მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ნიშანდობლივია, რომ
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოცემულისაგან განსხვავებულ წესს ადგენს და
განმარტავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის
პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის
განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო (ზაკ-ის 208-ე
მუხლი). ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მოცემული ნორმები ზიანის მიმყენებლის
ბრალის ფორმას არ აკონკრეტებს და, სავარაუდოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, რომელიც გამოწვეულია მისი
თანამდებობის პირის ან მოსამსახურის მოქმედებით, მიუხედავად ამ უკანასკნელის
განზრახვისა.“4

დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება

აღნიშნული სახეზეზე გვაქვს, როდესად ადინისტრაციულმა ორგანომ რამდენიმე მისაღები


გადაწყეტილებიდან უნდა შეარჩიოს ყველაზე მიზანშეწონილი. ამ შემთვევაში სახეზე არ გვაქ
დისკრეცია ამდენად, ორგანო ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.

დ. თანაზომიერების პრინციპები

მოცემული პრინციპის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი


აქტის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს მიღწეული მიზნისა
და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალების თანაზომიერების დაცვას. ამ შემთხვევაში
ხდება სიკეთეთა შედარება, თუ რომელი ინტერესი უფრო მეტია (კერძო თუ საჯარო) რაც არ
გვაქვს სახეზე ამ შემთვევაში.

8.2 პირდაპირი და უშუალო ზიანი.

როგორც ვხედავთ, აქტი არ შეესაბამება მატერიალური სამართლის ნორმას და არსებობს


სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა სასამართლოში. სასკ-ის 32- მუხლის თანახმად, ,,
თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან
დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს
აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე
მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც
ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემის ვადას. „

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს


გადაწყვეტილება უკანონა და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

4
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის
2005 წლის 18 მაისის #ბს-237-182-კ-05 განჩინება.

You might also like