You are on page 1of 27

სახელმწიფოს ეკონომიკა I

საზოგადოებრივი საქონელი
ლექტორი: დავით კეშელავა
დღევანდელ ლექციაზე ჩვენ გავიგებთ:

• რა არის საზოგადოებრივი საქონელი და რითი


განსხვავდება იგი კერძო საქონლისაგან?

• ვინ და რამდენი უნდა აწარმოოს საზოგადოებრივი


საქონელი?

• საზოგადოებრივი საქონლის წარმოებასთან


დაკავშირებული პრობლემები: უბილეთო მგზავრის
პრობლემა.
საზოგადოებრივი vs კერძო საქონელი
• რაგანსხვავებაა ხაჭაპურსა და ეროვნულ უსაფრთხოებას
შორის?

vs

საზოგადოებრივი საქონელი არის:


• არა მეტოქეობისუნარიანი (non-rival) -
ერთი ადამიანის მიერ მისი მოხმარება არ
ამცირებს მეორე ადამიანის მიერ მისი
მოხმარების შესაძლებლობას;
• არა გამორიცხვადი (non-excludable) -
ვინმესთვის მისი მოხმარების აკრძალვა
შეუძლებელია ან ძალიან რთული.
საზოგადოებრივი საქონლის წარმოება
საზოგადოებრვი საქონლის წარმოება და მიწოდება შეიძლება
მოხდეს როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორის მიერ.
ასევე შესაძლოა საზოგადოებრივი საქონელი აწარმოოს კერძო
და სახელმწიფო სექტორმა ერთად
• ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი

• სახანძრო მომსახურება
საზოგადოებრივი vs კერძო საქონელი
რამდენიმე ასპექტი საზოგადოებრივ საქონელთან დაკავშირებით :

1. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ საქონელს ყველა თანაბრად


მოიხმარს, აუცილებელი არაა რომ იგი ყველასათვის ერთნაირად ღირებული იყოს
• მაგ: სისუფთავე საერთო საცხოვრებელში
საზოგადოებრივი vs კერძო საქონელი
2. საზოგადოებრივი საქონლის კლასიფიკაცია ზუსტ ჩარჩოებში ვერ ექცევა,
დამოკიდებულია პირობებზე
• მაგ: შუქურა (გამორიცხვადი),
• ხედი სცენაზე (მეტოქეობიუნარიანი)
საზოგადოებრივი vs კერძო საქონელი
3. საზოგადოებრივმა საქონელმა შეიძლება დააკმაყოფილოს განსაზღვრების
მხოლოდ პირველი ან მეორე ნაწილი
• გადატვირთული გზები (მეტოქეობიუნარიანი)
• ლამაზი ხედი (გამორიცხვადი)
საზოგადოებრივი vs კერძო საქონელი
4. ზოგიერთ მოვლენას თუ თვისებას, რომელიც საერთოდ არ მიიჩნევა
საქონლად, საზოგადოებრივი საქონლის თავისებურებები გააჩნია
• მაგ: პატიოსნება
• შემოსავლის გადანაწილება
საზოგადოებრივი vs კერძო საქონელი
საზოგადოებრივი საქონელი არ არის აუცილებელი, რომ
მიწოდებული იყოს სახელმწიფო სექტორის მიერ
• მაგ: სამედიცინო სერვისი
• ინდივიდების შემოწირულობებზე მომუშავე ცენტრალური პარკი
საზოგადოებრივი vs კერძო საქონელი
სახელმწიფოს მიერ მიწოდებული საზოგადოებრივი საქონელი არ
არის აუცილებელი, რომ წარმოებული იყოს სახელმწიფო
სექტორის მიერ
• ნაგვის გატანა და ნარჩენების გადამუშავება
• სახანძრო მომსახურება (ზოგიერთ ქვეყანაში)
გამორიცხვადი არა-გამორიცხვადი
საერთო-საკუთრება
კერძო საქონელი
მეტოქეობის უნარიანი • თევზი ოკეანეში
• ნაყინი
• გადატვურთული უფასო
• ტანსაცმელი
გზები
საზოგადოებრივი
ნახევრად საზოგადოებრივი
საქონელი
საქონელი
არა-მეტოქეობის [კლუბური საქონელი]
• თავდაცვა
უნარიანი
• განათლება
• საკაბელო ტელევიზია
• თავისუფალი უფასო
გზები

დავალება: დააჯგუფეთ ქვემოთ ჩამოთვლილი საქონელი ცხრილში


მოცემული კრიტერიუმების მიხედვით:

ბინა კორპუსში, სუფთა წყალი, მუნიციპალური წყლის მიწოდება,


საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები, საძოვრები, ქუჩის
განათება, კორპუსის ლიფტი, ჯანდაცვა.
კერძო საქონლის ეფექტიანი მიწოდება

• • ერთობლივი
თითოეული მოთხოვნის
ფასისათვის
მოთხოვნილი
გამოთვლა : რაოდენობების
შეკრება გვაძლევს
• თითოეული ერთობლივი
ადამიანის მოთხოვნის
მოთხოვნის
მრუდი მრუდს
გამოხატავს დამატებითი
Sf
• მრუდების ჰორიზონტალური შეკრება
ერთეულის მოხმარების შედეგად
მიღებულ მის ზღვრულ სარგებელს
საზოგადოებრივი საქონლის ეფექტიანი მიწოდება

• ბაზარი წონასწორობაშია, როდესაც მოთხოვნის და მიწოდების მრუდები


გადაკვეთენ ერთმანეთს

• საზოგადოებრივი საქონლის შემთხვევაში ყველა ინდივიდი იღებს ერთი


და იმავე რაოდენობის საქონელს

• საზოგადოებრივი საქონლის შემთხვევაში ყველა მოცემული


რაოდენობისათვის ვკრებთ ინდივიდების გადახდის მზადყოფნას ამ
ოდენობის საქონლისათვის

• მოთხოვნის მრუდების ვერტიკალური შეკრება


საზოგადოებრივი საქონლის ეფექტიანი მიწოდება

ინდივიდები მოიხმარენ ერთი და იმავე


რაოდენობის საზოგადოებრივ საქონელს
(45) და იხდიან სხვადასხვა ფასს (ადამი 4,
ევა 2)
კერძო და საზოგადოებრივი საქონლის
ეფექტიანი მიწოდება
• წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, ადამი და ევა, რომელთა
მოთხოვნის მრუდებიც შემდეგი განტოლებით არის გამოსახული:

1
PA  100  Q A PE  200  Q E
2
მიწოდების მრუდს (ზღვრული დანახარჯის მრუდს) შემდეგი სახე აქვს:

2
M C  Q
3
1. კერძო საქონლის შემთხვევაში
კერძო საქონლის შემთხვევაში ერთობლივი მოთხოვნის მრუდს
შემდეგი სახე აქვს:

Q  Q A  Q E  (200  2 P A)  (200  P E)

კერძო საქონლის შემთხვევაში ყველა იხდის ერთსა და


იმავე ფასს:

P  PA  P E Q  400  3P
1. კერძო საქონლის შემთხვევაში
• კონკურენტული ბაზრის შემთხვევაში P=MC

400 Q 2
P  M C    Q
3 3 3
400 800
Q   13 3, P   88
3 9
• როდესაც ბაზარი წონასწორობაშია, დაახლოებით 133
ერთეული კერძო საქონელი იწარმოება და
წონასწორული ფასია 88$

• ადამი მოიხმარს 22 ერთეულს, ხოლო ევა 111


ერთეულს
2. საზოგადოებრივი საქონლის
შემთხვევაში
• თუ კი კერძო საქონლის ნაცვლად საზოგადოებრივი საქონლზეა
საუბარი მაშინ ერთობლივი მოთხოვნის მრუდს შემდეგი სახე
აქვს:
1
P  P A  P E  (1 0 0  Q A )  (200  Q E )
2

• საზოგადოებრივი საქონლის შემთხვევაში ყველა მოიხმარს


ერთსა და იმავე ოდენობას:
Q  Q A  Q E

3
P  300  Q
2
2. საზოგადოებრივი საქონლის
შემთხვევაში
• ამ შემთხვევაშიც, ბაზარი წონასწორობაშია, როდესაც
P=MC
3 2
P  M C  300  Q  Q
2 3
Q  1 3 8 .4 6 , P  9 2 .3 0

• ოპტიმალური მოხმარების რაოდენობა ადამისა და ევასათვის


იქნება 138.46
• თუმცაღა, კერძო ბაზარის შემთხვევაში შესაძლოა ოპტიმალური
რაოდენობის მიწოდება ვერ მივიღოთ
საზოგადოებრივი საქონლის ეფექტიანი მიწოდება

• კერძო საქონლის შემთხვევაში ბაზარი უზრუნველყოფს


საქონლის ოპტიმალურ მიწოდებას, თუმცა საზოგადოებრივი
საქონლის შემთხვევაში შესაძლოა ბაზარმა რესურსების
ოპტიმალურ ალოკაციას ვერ მიაღწიოს

• ინდივიდებმა შესაძლოა დამალონ სინამდვილეში რამდენი


უღირთ ამა თუ იმ საზოგადოებრივი საქონლის მოხმარება

• თუ კი ადამი შეძლებდა მხოლოდ ევას ხარჯზე მიეღო


საზოგადოებრივი საქონელი, მას მეტი ფული დარჩებოდა სხვა
საქონლის და მომსახურების შესაძენად
თითოეულ თქვენთვის
ექსპერიმენტი დატოვებულ მონეტაზე
მიიღებთ 5 დოლარს

თითოეულ ჯგუფისთვის
გაზიარებულ მონეტაზე
ყველა ჯგუფის წევრი
მიიღებს 3 დოლარს
ეფექტური მიწოდების პრობლემები საზოგადოებრივი
საქონლის შემთხვევაში
• სხვის მიერ შეძენილი საზოგადოებრივი საქონლის უფასოდ
გამოყენების პრობლემას „უბილეთო მგზავრის პრობლემა“
ეწოდება (free rider problem)

• ამ პრობლემიდან გამომდინარე, კერძო ბაზარმა შესაძლოა


ოპტიმალურ ოდენობაზე უფრო ნაკლები საზოგადოებრივი
საქონელი აწარმოოს
ეფექტური მიწოდების პრობლემები საზოგადოებრივი
საქონლის შემთხვევაში
• თუ კი წინა მაგალითში მხოლოდ ევა გამოავლენდა სწორად
საკუთარ ღირებულებას ხოლო ადამი „უბილეთოდ მგზავრობას“
მოისურვებდა მაშინ:

P E  M C  Q E  Q  120
• კერძო ბაზარი ოპტიმალურ რაოდენობაზე (138.4) ნაკლებს
აწარმოებს
„უბილეთო მგზავრის პრობლემის“ გადაჭრის გზები
• მთავრობის ჩარევამ საზოგადოებრივი საქონლის წარმოებაში
შესაძლოა უფრო ოპტიმალურ წარმოების ოდენობამდე მიგვიყვანოს;
• მთავრობას გადასახადების მეშვეობით შეუძლია აიძულოს ინდივიდებს
გადაიხადონ საზოგადოებრივი საქონლის ღირებულება

• თუმცაღა „უბილეთო მგზავრის პრობლემა“ მოცემულ ფაქტს არ


წარმოადგენს. არსებობს შემთხვევები, როდესაც კერძო პირები
აწარმოებენ საზოგადოებრივი საქონლის ოპტიმალურ რაოდენობას.
პრივატიზაცია
• ზოგიერთ შემთხვევაში კერძო სექტორმა შესაძლოა ეფექტურად
შეცვალოს სახელმწიფო სექტორი საზოგადოებრივი საქონლის
წარმოებაში:
• კერძო დაცვის სამსახურები: ამერიკაში 3 ჯერ უფრო მეტი კერძო პოლიციელია ვიდრე
სახელმწიფო პოლიციელი

• დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი საქონლის მოწოდებაში


კერძო/საჯარო სექტორის ბალანსი შეიცვალა:
• მე-19 საუკუნეში განათლება უფრო მეტად იყო კერძო სექტორის პასუხისმგებლობა
ვიდრე დღეს
• დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი საქონლის კერძო პირების მიერ მიწოდება
უფრო პოპულარული ხდება
პრივატიზაცია
• როგორ უნდა იქნას მიღწეული საზოგადოებრივი საქონლის
საჯარო და კერძო მიწოდების ოპტიმალური ბალანსი?

• ფარდობითი ხელფასები და სხვა დანახარჯები


• ადმინისტრაციული ხარჯები
• მოწოდებული საქონლის მრავალფეროვნება
• გადანაწილების სამართლიანობა (ეგალიტარიანიზმი)
შეჯამება
• საზოგადოებრივი საქონელი
• საზოგადოებრივი საქონლის ეფექტური მიწოდება
• მრუდების ვერტიკალური vs ჰორიზონტალური შეჯამება
• უბილეთო მგზავრის პრობლემა
• პრივატიზაცია

You might also like