You are on page 1of 34

აღქმის პათოლოგია

გზირიშვილი ნიკა

Fish’s Clinical Psychopathology Fourth Edition


პერცეფციის დარღვევები
• პერცეფციის დარღვევები შესაძლებელია დავყოთ ორ ნაწილად: sensory
distortions(გაუკუღმართება) და sensory deceptions(სიცრუე,ტყუილი). In
distortions არსებობს კონსტანტური რეალური აღქმადი ობიექტი, რომელიც
გაუკუღმართებულად აღიქმება, როცა in sensory deceptions ახალი
პერცეფცია გვხვდება გარემო სტიმულის საპასუხოდ/არარსებობისას.
• Sensory Distortions არის პერცეფციის ცვლილებები,რომლებიც შედეგია
სტიმულის ინსტნსივობის ან ხარისხის ცვლილებებისა,ან პერცეფციის
სივრცითი ფორმის ცვლილებების.
• Sensory Deceptions შესაძლოა დავყოთ ილუზიებად, რომლებიც არის
არასწორი ინტერპრეტაცია სტიმულებისა(აღმოცენდება გარემო
ობიექტებისგან) და ჰალუცინაციებად, პერცეფციები ადექვატური გარემო
სტიმულის არარსებობისას.
ინტენსივობის ცვლილებები(ჰიპო- ან
ჰიპერესთეზია)
• შეგრძნებათა ინტენსივობის ზრდა(ჰიპერესთეზია) შეიძლება შედეგი იყოს ინტენსიური ემოციების
ან ფიზიოლოგიური კრიტიკული ზღურბლის დაქვეითებისა;
• შფოთვითი და დეპრესიული აშლილობები , ალკოჰოლის აღკვეთა და შაკიკი დაკავშირებულია
ხმაურისადმი გაზრდილ სენსიტიურობასთან(ჰიპერაკუზია);
• ჰიპომანიის მდგომარეობაში,ეპილეფსიური აურის ან ლიზერგინის მჟავას
დიეთილამიდის(LSD) ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ფერები არის თვალისმომჭრელი და
ინტენსიური;
• ჰიპოაკუზია გვხვდება დელირიუმის დროს,როდესაც კრიტიკული ზღურბლი ყველა სენსორული
სტიმულის მიმართ აწეულია; ყურადღების დეფიციტი დელირიულ პაციენტებში ასევე აქვეითებს
სენსორულ სიმახვილეს;
• ეს ხაზს უსვამს დელირიულ პაციენტთან საუბრის მნიშვნელობას უფრო ხმამაღლა და უფრო
ნელა,ვიდრე ჩვეულებრივ პაციენტთან.
• ჰიპოაკუზია ასევე არის დეპრესიისა და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის
მახასიათებელი (ყურადღების დაქვეითება!!);
• მხედველობითი და გემოს აღქმა ასევე დაქვეითებულია დეპრესიის დროს , ყველაფერი შავია,
ყველა საკვებს ერთნაირი გემო აქვს;
ხარისხობრივი ცვლილებები
• ძირითადად ეს ეხება ვიზუალურ პერცეფციას,თავის მხრივ,რაც
უკავშირდება ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარებას; (სანტონინი,
მესკალინი,დიგიტალისი)
• ყვითელი,მწვანე და წითელი ფერების დომინანტურობას
ქსანტოპსია, ქლოროპსია და ერითროპსია ეწოდება;
• ხარისხობრივი ცვლილება,რომელიც ასოცირდება მედიკამენტების
გამოყენებასთან, არის მეტალის გემო,რომელიც ლითიუმით
მკურნალობას თან ახლავს(თუმცა ეს არ არის ჰალუცინაცია);
• დერეალიზაციის დროს ყველაფერი არარეალური და
უცნაურია ,როცა მანიის დროს ობიექტები მშვენიერია და
სრულყოფილი.
დისმეგალოფსია
• დისმეგალოფსია გულისხმობს აღქმული ობიექტის ფორმის ცვლილებას;
• მიკროფსია არის მხედველობითი დარღვევა,როდესაც პაციენტი ხედავს უფრო მცირე ზომის
ობიექტებს,ვიდრე რეალობაშია;საპირისპირო მხედველობითი გამოცდილებაა მაკროფსია ან
მეგალოფსია;
• ტერმინები ‘მიკროფსია’ და ‘მაკროფსია’ ასევე გამოიყენება ხატების ზომის აღსაწერად სიზმრების და
ჰალუცინაციების შემთხვევაში(ლილიპუტური ჰალუცინაცია);
• ზოგიერთი ავტორი დისმეგალოფსიის ტერმინს იყენებს ობიექტის ზომის აღქმის ნებისმიერი ცვლილების
შემთხვევაში;არარეგულარული ფორმის ობიექტების აღსაწერად იყენებენ ტერმინს ‘მეტამორფოფსია’;
• დისმეგალოფსია შეიძლება შედეგი იყოს რეტინის დაზიანების, აკომოდაციის დარღვევების და
კონვერგენციის,მაგრამ ყველაზე ხშირად საფეთქლის და პარიეტალური წილის
დაზიანებებისას;იშვიათად შეიძლება ასოცირდებოდეს შიზოფრენიასთან.
• სრული პარალიზი აკომოდაციის ან ჰიპერაკომოდაცია ახლო საგნის ყურებისას გამოიწვევს
მაკროფსიას,თუმცა პარციალური/ნაწილობრივი პარალიზი - მიკროფსიას; თუ აკომოდაცია არის
ნორმალური ,მაგრამ კონვერგენცია შესუსტებულია, ვითარდება მაკროფსია და vice verca;
• რეტინის (ბადურის) შეშუპებისას, ვიზუალური ელემენტები განცალკევდება ისე ,რომ გამოსახულება
ხვდება ბადურის ფუნქციურად უფრო მცირე ნაწილზე. ამის შედეგად ვითარდება მიკროფსია. ბადურის
დანაწიბურება რეტრაქციით იწვევს ბუნებრივად მაკროფსიას ,მაგრამ ვინაიდან დანაწიბურებით
გამოწვეული დამახინჯება არარეგულარულია, უფრო სავარაუდოა განვითარდეს მეტამორფოფსია.
• დისმეგალოფსია შეიძლება განვითარდეს ატროპინით ან
ჰიოსცინით მოწამვლის დროს;
• დისმეგალოფსია შეიძლება შეგვხვდეს ქრონიკული
არაქნოიდიტის დროს(ზიანდება აკომოდაციის
მაკონტროლებელი ნერვები);
• უფრო ხშირია საფეთქლის უკანა წილის დაზიანების
შემთხვევაში დისმეგალოფსიები( ცენტრალური დაზიანება);
დროის აღქმის დარღვევები
• ჩვენ ყველამ ვიცით,რომ გუნებ-განწყობა მოქმედებს დროის მსვლელობაზე,როცა
მხიარულ განწყობილებაზე ვართ, დრო მიქრის,როცა მოწყენილები ვართ, დრო ნელა
გადის;
• მძიმე დეპრესიის დროს პაციენტი შეიძლება თვლიდეს,რომ დრო ნელა გადის ან დრო
გაჩერდა; (განსაკუთრებით დეპრესია ფსიქოზური სიმპტომებით!)
• ამის საპირწონედ, მანიაკალური პაციენტი თვლის,რომ დრო მიქრის და დღე არაა
საკმარისად ხანგრძლივი,რომ ყველაფერი მოასწროს;
• ზოგიერთ შიზოფრენიულ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს შეგრძნება,რომ დრო ხან
ჩერდება, ხან გადის და ჰქონდეს ბოდვა,რომ საათთან არის ეს დაკავშირებული;
• საფეთქლის წილის დაზიანების დროს პაციენტი შეიძლება უჩიოდეს,რომ დრო ნელა
გადის ან სწრაფად;
• უახლესი მონაცემებით, შიზოფრენიის მქონე პაციენტებს დროის შეფასების
დარღვევები აღენიშნებათ, აფასებენ ინტერვალებს უფრო მცირე
ხანგრძლივობით,ვიდრე რეალურადაა;
ილუზიები
• მიულერ-ლაიერის ილუზიის დროს ორი თანაბარი
სიგრძის ხაზი აღიქმება არათანაბრად, რაც
დამოკიდებულია ხაზების ბოლოს არსებული ისრების
მიმართულებაზე.
• ილუზიები არ არის ფსიქოპათოლოგიის ინდიკატორი,რადგან ისინი
შეიძლება შეგვხვდეს ფსიქიკური აშლილობის არარსებობის დროსაც;
• ილუზიები შეიძლება შეგვხდეს დელირიუმის დროსაც,როდესაც
შეცბუნებული და შფოთვიანი პაციენტი ახდენს სტიმულების არასწორ
ინტერპრეტაციას;
• ვიზუალური ილუზიები ყველაზე ხშირია,მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს
ყველა სენსორულ მოდალობაში;
• მაგალითად, აუდიტორული(სმენითი) ილუზიები გვხვდება,როდესაც
ადამიანს ესმის სიტყვები დიალოგში,რომლებიც მიაგავს მის სახელს
და ფიქრობს,რომ მასზე საუბრობენ;
• ზოგჯერ რთულია დარწმუნება,რომ პაციენტი აღწერს ილუზიას თუ ესმის
ჰალუცინატორულ ხმებს,რომლებსაც მიაწერს გარშემომყოფ ადამიანებს.
• აღწერილია სამი ტიპის ილუზია(სიმსი,2003):
• Completion illusions:ეს გულისხმობს სიტყვების არასწორად წაკითხვას გაზეთში ან
გამოტოვებული ასოების შემთხვევაში სიტყვის სრულად წაკითხვას.
• აფექტური ილუზიები:წარმოიშობა გარკვეული აფექტური მდგომარეობის ფონზე.მაგ.:
ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის დანახვა ან დელირიული
პაციენტის მიერ შეცბუნებულ მდგომარეობაში სხვა ადამიანის ნეიტრალური ჟესტების
სახიფათოდ აღქმა.მძიმე დეპრესიის დროს,როცა დანაშაულის ბოდვა არის
წარმოდგენილი,სხვა ადამიანების კომპანიაში ავადმყოფს ესმის ,როგორ საუბრობენ
მის მკვლელობაზე.
• პარეიდოლია: ესაა ილუზიის საინტერესო ტიპი,როცა პაციენტის ძალისხმევის გარეშე
ვლინდება ცოცხალი ილუზიები.ეს ილუზიები შედეგია ჭარბი ფანტაზიური აზროვნების
და ცოცხალი ვიზუალური წარმოდგენების.პარეიდოლიები გვხვდება,როდესაც
ცოცხალ ხატებს ხედავს სუბიექტი ცეცხლის ალში/ ღრუბლებში,ყოველგვარი ცნობიერი
ძალისმხევის გარეშე და ხშირად ნების საწინააღმდეგოდ.
ჰალუცინაციები
• ჰალუცინაციის დეფინიცია: უობიექტო აღქმა,თუმცა ეს არ მოიცავს ფუნქციურ
ჰალუცინაციებს.იასპერსის მიხედვით, ესაა ცრუ პერცეფცია ,რომელიც არ არის სენსორული
დარღვევა ან მისინტერპრეტაცია,მაგრამ რომელიც გვხვდება ნამდვილ პერცეფციებთან ერთად .
• ჰალუცინაციების განსხვავება ნამდვილი პერცეფციებისგან არის ის ,რომ ისინი მოდიან შიგნიდან .
• დიდი დისკუსია მიმდინარეობს ფსევდოჰალუცინაციის კონცენფციის შესახებ .
• . ფსევდოჰალუცინაციები არის ისეთი მენტალური ხატები, რომლებიც ნათელია და
ცოცხალი,,მაგრამ მოკლებულია პერცეფციების სუბსტაციურობას; გვხვდება ნათელი
ცნობიერების ფონზე,არ არის ნამდვილი აღქმა, ლოკალიზებულია არა ობიექტურ,არამედ
სუბიექტურ სივრცეში(მაგ.:თავში). როგორც ჭეშმარიტი ჰალუცინაციები, ისინი უნებლიეა.
• იასპერსს თავისი ზოგადი ფსიქოპათოლოგიის წიგნში მოჰყავს ორი მაგალითი(1962) :ერთ-ერთი
პაციენტის,რომელმაც მიიღო ოპიუმი; აქ ნაკლებ სავარაუდოა ფსევდოჰალუცინაცია,რომელიც
გვხვდება ნათელი ცნობიერების ფონზე. მეორე პაციენტი ქრონიკული ფსიქოზური
აშლილობით,რომელიც თავად განასხვავებდა ობიექტურ სივრცეში არსებულ ჰალუცინატორულ
ხმებს და ხმებს ,რომლებიც შიგნიდან მოდიოდა(ფსევდო-
ჰალუცინაციებს).ფსევდოჰალუცინაციები შეიძლება შეგვხვდეს აუდიტორულ , ტაქტილურ და
ვიზუალურ სენსორულ მოდალობებში.
• . განსხვავება ილუზიასა და ფუნქციურ ჰალუციაციას შორის შეიძლება
უფრო რთული იყოს (see section ‘Special Kinds of Hallucination’). ორივე
გვხვდება გარემო სტიმულის საპასუხოდ , მაგრამ ფუნქციური
ჰალუცინაციის დროს სტიმულიც და ჰალუცინაციაც ერთდროულად
აღიქმება პაციენტის მიერ და იდენტიფიცირდება ერთდროულად და
არა ,როგორც სტიმულის ტრანსფორმაცია. ამის საპირწონედ ილუზიის
დროს გარემო სტიმული იცვლება,მაგრამ ახალი პერცეფციის
ესენციურ და ინტეგრალურ ნაწილს შეადგენს.
• Trailing phenomena, ყოველთვის არაა ილუზიები, არის პერცეპტუალური
დარღვევები,როდესაც მოძრავი ობიექტები აღიქმება
განცალკევებული და წყვეტილი ხატების სახით. ისინი ასოცირებულია
ჰალუცინოგენური პრეპარატების მოხმარებასთან.
• SCAN (World Health Organization, 1998) არ იყენებს ტერმინ
ფსევდოჰალუცინაციას, მაგრამ აქვს ინსაითის
შესაფასებელი ინსტრუმენტი და აფასებს გამოცდილება
არის თავის შიგნით თუ გარეთ ლოკალიზებული.
• ფსევდოჰალუცინაციების მნიშვნელობა,ზოგიერტი ავტორის
მიხედვით, არის ის,რომ მათი არსებობა აუცილებლად არ
მიანიშნებს ფსიქოპათოლოგიაზე,განსხვავებიტ ჭეშმარიტი
ჰალუცინაციებისგან,რომლებიც არის სერიოზული
მენტალური დარღვევის ინდიკატორი.
• მიზეზები :ჰალუცინაციები შეიძლება იყოს შედეგი ინტენსიური ემოციების ან ფსიქიკური
აშლილობების, სუგესტიის, გრძნობათა ორგანოების დარღვევების, სენსორული დეპრივაციის
და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების.
• მძიმე დეპრესიის დროს დანაშაულის ბოდვით პაციენტებს შეიძლება ესმოდეთ ხმები,რომლებიც
საყვედურობენ,არცხვენენ. ეს არ არის კონტინუალური ხმები,რომლებიც ორგანული ჰალუცინოზის ან
პარანოიდული შიზოფრენიის დროს გვხვდება, არამედ ფრაგმენტული ხასიათისაა, ერთეული
სიტყვების ან მოკლე ფრაზების სახით: : ‘’თავი მოიკალი“, „არაკაცო“...
• . მეორე მხრივ, ჰალუცინაციები,რომლებიც გვხვდება შიზოფრენიის დროს არის ხშირად
პერსეკუტორული ბუნების და მაკომენტირებელი ხმები,რომლებიც პაციენტის ქცევას აკომენტარებს
ან მესამე პირში მტრულად განიხილავს მის მოქმედებებს.
• ჯგუფი პაციენტების,რომელთა შემთხვევაშიც სუგესტია იყო რელევანტური ჰალუცინაციების
გამოწვევისთვის,(Hamilton, 1974) იყვნენ პაციენტები ე.წ. ისტერიული ფსიქოზით.
• რწმენა,რომ განზერის სინდრომი არის ფსიქოგენური წარმოშობის,(Ungvari & Mullen, 1997)ხსნის
შესაძლებლობას სუგესტიის როლისა ჰალუცინაციის წარმოშობაში,თუმცა სხვები დავობენ ამ
საკითხზე და მიაწერენ ორგანულ ფაქტორებს(Latcham et al., 1978). ეს სინდრომი ვარიაბელური
ფსიქიკური აშლილობების დროს გვხვდება, მათ შორის შიზოფრენია,დისოციაციური
აშლილობა,სიმულაცია, ორგანული დარღვევები, etc
• ჰალუცინატორული ხმები შეიძლება შეგვხვდეს ყურის დაავადებებისას ,ხოლო ვიზუალური
ჰალუცინაციები(VHs) მხედველობის ორგანოს პათოლოგიისას,თუმცა ხშირად გვხვდება ცნს -ის
დაზიანებისასაც. მაგალითად, 66 წლის ქალბატონს ჰქონდა გლაუკომა და შემდგომ დაეწყო
VHs. ამ დროისთვის მას ჰქონდა ათეროსკლეროზული დემენცია და პათოლოგიური
აქტივობის ფოკუსი ლოკალიზებული მარცხენა უკანა საფეთქლის წილში .
• შარლ ბონეს სინდრომი(phantom visual images) არის მდგომარეობა ,როდესაც VHs გვხვდება
ფსიქოპათოლოგიის არარსებობისა და ნათელი ცნობიერების პირობებში .ის ასოცირებულია
მხედველობის ცენტრალურ ან პერიფერიულ დაქვეითებასთან და არც ისე გასაკვირია ,რომ
ხშირია ასაკოვნებში,თუმცა შეიძლება ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს .
• სენსორულმა იზოლაციამ სიყრუის შედეგად შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული
დარღვევები სმენადაქვეითებულ ადამიანებში.(Cooper, 1976). კატარაქტის ქირურგიული
ოპერაციის შემდეგ სენსორულმა დეპრივაციამ შეიძლება გამოიწვიოს დელირიუმი, მსუბუქ
კოგნიტურ დეფიციტებთან ერთად,რაც ასაკობრივია .
• დიენცეფალონისა და ქერქის დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები ,რომლებიც
როგორც წესი, მხედველობითია,მაგრამ შეიძლება იყოს აუდიტორულიც.
• ჰალუცინაციების დიფერენციული დიაგნოზი გულისხმობს ილუზიებს,ფსევდოჰალუცინაციებს,
ჰიპნაგოგიურ და ჰიპნოპომპიურ ფენომენებს, ცოცხალ წარმოდგენებსა და ნორმალურ
პერცეფციებს.
• სმენითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს ელემენტარული და არაფორმირებული, ხმაური,,მუსიკა,
ჩურჩული ან ხმები. ელემენტარული აუდიტორული ჰალუცინაციები შეიძლება შეგვხდეს ორგანული
მდგომარეობებისას და ხმაური, ორგანიზებული როგორც მუსიკა ან ხმები, შიზოფრენიის დროს.
უკანასკნელ შემთხვევაში ის შეიძლება პაციენტის დელუზიის ბაზისს ქმნიდეს ,რომ მათ
დევნიან(პერსეკუტორული ბოდვა)ან მათ აზრებსა და ქცევებს აკონტროლებენ. ‘ხმები’ სახასიათოა
შიზოფრენიისთვის და დაავადების ნებისმიერ სტადიაზე შეიძლება შეგვხდეს.
• ხმები ზოგჯერ ინსტრუქტაჟის ხასიათის არის,რომელსაც პაციენტი არ ემორჩილება /ემორიჩილება;
(იმპერატიული ჰალუცინაციები).მესამე პირის სმენითი ჰალუცინაციების შემთხვევაში პარალელურად
აკომენტირებს ხმა პაციენტის მოქმედებას. ესენი შნაიდერის პირველი რანგის სიმპტომებს შორის
გვხვდება, მართალია ადრე ითვლებოდა,როგორც პათოგნომური შიზოფრენიისთვის, დღეს უკვე
აღწერილია მანიის დროსაც (Gonzalez-Pinto et al., 2003). აუდიტორული ჰალუცინაცია შეიძლება იყოს
შეურაცხმყოფელი, ნეიტრალური ან შექების ხასიათის(დამხმარე).
• გერმანულ ენაში ცნობილია Gedankenlautwerden, როდესაც ხმები წინ უსწრებს აზრებს ან იმ მომენტში
გვხვდება,როგორც პაციენტის აზრები. Écho de la pensée (French) არის ფენომენი,როდესაც ხმები
იმეორებენ უკვე გაფიქრებულ აზრებს. ინგლისური ექვივალენტური ტერმინი იქნება‘thought echo’ ან
ალტერნატიულად‘thought sonorisation’. აღსანიშნავია,რომ SCAN აზრების ექოს აკლასიფიცირებს,როგორც
აზროვნების დარღვევას(World Health Organization, 1998) და არა ჰალუცინატორულ გამოცდილებად.
• პაციენტის ქცევაზე ‘’ხმების’’ ეფექტი ვარიაბელურია. პაციენტების გარკვეულ
რაოდენობას(becoming fewer in number with advances in treatment) აქვს უწყვეტი
ჰალუცინაციები,რომლებიც პრობლემას არ უქმნის მათ. სხვებისთვის პერსისტენტული
ჰალუცინაციები ყველა აქტივობას არღვევს ისე,რომ პაციენტი უსმენს და ზოგჯერ
პასუხობს მათ.ხშირად იმდენად დაკავებულია ჰალუცინატორული ხმებით,რომ
ყოველგვარი აქტივობა ირღვევა.
• პაციენტი ასევე შეიძლება უჩიოდეს,რომ მისი აზრები აღარ არის პირადული და
ხელმისაწვდომია სხვებისთვის. (thought broadcasting or thought diffusion) (პირველი
რანგის სიმპტომი) კლასიფიცირდება,როგორც აზროვნების დარღვევა და არა
ჰალუცინატორული გამოცდილება.
• სუბვოკალური მეტყველებითი მოძროაბები გვხვდება ჯანმრთელ
სუბიექტებში,როდესაც ჩუმად კითხულობენ ან ფიქრობენ, ასევე
დემონსტრირებულია,რომ ‘ხმების ‘ შემთხვევაში აღინიშნება მსუბუქი მოძრაობები ენის,
ტუჩების და ლარინგეალური კუნთების და ლარინგეალური კუნთების მოქმედების
პოტენციალის ზრდა.
• მხედველობითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს ელემენტარული, სინათლის გაელვება, ან
ადამიანების,ცხოველების, ობიექტების ხატების სახით ორგანიზებული.
• ყველა ტიპის VH გვხვდება ორგანული მდგომარეობებისას ,მაგრამ მცირე ზომის ცხოველები და
მწერები უხშირესია დელირიუმის დროს. ეს უკანასკნელი ასოცირებულია შიშთან და ტერორთან.
• სცენური ჰალუცინაციები ხშირია ფსიქიკური აშლილობების დროს,რომელიც ახლავს ეპილეფსიას, ამ
პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ხანძრის მოჩვენებები ან რელიგიური სცენების,როგორიცაა
ჯვარცმა.
• . ზოგჯერ მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები კომორბიდობს ,ქმნის რა ერთ მთლიანს.
საფეთქლის წილის ეპილეფსიის დროს შეიძლება იყოს კომბინირებული სმენითი და VHs და
ზოგიერთ შიზოფრენიულ პაციენტს დაავადების გვიანი დასაწყისით (especially when the illness is
protracted) შეიძლება ესმოდეთ და ხედავდნენ ადამიანების წამებას, მკვლელობას, დასახიჩრებას.
• ზოგიერთ პაციენტში,VHs წარმოდგენილია მცირე ზომის ადამიანების ან ობიექტების სახით, ე.წ.
ლილიპუტური ჰალუცინაციები. განსხვავებით ორგანული VHs, მათ თან ახლავს სიამოვნება და
გართობა.
• VHs არ არის ხშირი შიზოფრენიის დროს, და მათი არსებობა ეჭვის
საგანი ხდება შიზოფრენიის დიაგნოზის შემთხვევაში.
• შემთხვევითად, VHs გვხვდება ფსიქოპათოლოგიის არარსებობისას ან ტვინის
დაავადების, და შარლ ბონდეს სინდრომი იქნება ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი.
• ყნოსვითი ჰალუცინაციები(phantosmia or olfactory hallucinations (OH)) შეიძლება
შეგვხვდეს შიზოფრენიისას და ორგანული დაავადებებისას და არც ისე ხშირად
დეპრესიული ფსიქოზის დროს. რთულია დიფერენცირება ჰალუცინაციასა და
ილუზიას შორის ამ შემთხვევაში. ასევე შეიძლება იყოს პრობლემა
დიფერენცირება OH-ის ბოდვისგან,ვინაიდან ზოგიერთი პაციენტი ამბობს,რომ
მათ აქვთ სპეციფიკური სუნი.
• საფეთქლის წილის ეპილეფსიის პაროქსიზმებს ხშირად ახლავს აურა
არასასიამოვნო(მაგ.: დამწვრის) სუნის შეგრძნებით.
• ზოგჯერ სუნი არის სასიამოვნო,მაგალითად, როდესაც რელიგიური ადამიანები
წმინდანების ირგვლივ ვარდების სუნს შეიგრძნობენ; (known as the Padre Pio
phenomenon)
• გემოვნებითი ჰალუცინაციები(phantaguesia or gustatory hallucinations (GH)) გვხვდება შიზოფრენიისა და
მწვავე ორგანული დარღვევებისას,მაგრამ ყოველთვის მარტივი გასაგები არაა პაციენტი აღიქვამს
მართლაც უცნაურ გემოს თუ ბოდვით ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე. დეპრესიული პაციენტები
ხშირად აღწერენ გემოვნების დაკარგვას, ან ყველა საკვებს აქვს ერთი და იგივე გემო.
• OH და GH ხშირად კომორბიდობს,და კომპლექსურობიდან გამომდინარე საკმარისი
ყურადღება არ ეთმობა ნეიროვიზუალურ კვლევებში.
• ტაქტილური ჰალუცინაცია შეიძლება იყოს მცირე ზომის ცხოველების ცოცვის შეგრძნების სახით
სხეულზე(ფორმიკაციები). არცთუ იშვიათია მწვავე ორგანული მდგომარეობებისას. კოკაინური
ფსიქოზის დროს , ამ ტიპის ჰალუცინაცია კომორბიდობს პერსეკუტორულ ბოდვასთან და
ცნობილია,როგორც ‘cocaine bug’. ზოგიერთი პაციენტი შეიგრძნობს ცივ ნიავს,სითბოს შეგრძნებას,
ელექტრულ შოკს ან სექსუალურ სენსორულ ფენომენებს; პაციენტი დარწმუნებულია,რომ ეს
ყოველივე გარეშე ძალის მიერ არის პროდუცირებული.
• სექსუალური ჰალუცინაციები შეიძლება შეგვხვდეს როგორც მწვავე,ისე ქრონიკული
შიზოფრენიის დროს; მაგალითად, ერთ-ერთი პაციენტი უჩიოდა,რომ გრძნობდა შვილის
დამსაქმებლის ასოს საშოში,მაშინაც კი,როცა ვერ ხედავდა ამ მამაკაცს
• Sims (2003) მიუთითებს,რომ ყოველთვის არის თანხმლები ბოდვითი ინტერპრეტაცია ტაქტილური
ჰალუცინაციური გამოცდილების . სექსუალური ჰალუცინაციები შეიძლება შეგვხვდეს როგორც
მწვავე,ისე ქრონიკული შიზოფრენიის დროს.
• Sims (2003) ტაქტილურ ჰალუცინაციებს ყოფს სამ ძირითად კატეგორიად:
ზედაპირული, კინესთეტიკური და ვისცერალური.სიმსი დამატებით
გამოყოფს ზედაპირულ ჰალუცინაციებში, რომელიც კანს უკავშირდება, 4
ქვეტიპს: თერმული,ჰაპტიკური,ჰიგრული(მაგ.: წყალი როგორ მიედინება
თავიდან კუჭში) და პარესთეზიული(ქინძისთავები და ნემსები).
კინესთეტიკური ჰალუცინაციები ეხება კუნთებსა და სახსრებს, პაციენტი
გრძნობს თითქოს კიდურები მოძრაობს,იგრიხება,მოიგლიჯება. ისინი
გვხვდება შიზოფრენიის დროს,როდესაც უნდა დიფერენცირდეს პასიურობის
ფენომენებისგან,განსაზღვრული შეგრძნებების არსებობის საფუძველზე.
ვესტიბულური შეგრძნებები,როგორიცაა საწოლში ჩაძირვა,ან ჰაერში
ფრენა,კინესტეტიკური ჰალუცინაციების ვარიანტია და გვხვდება ორგანული
მდგომარეობებისას, ყველაზე ხშირად თეთრი ცხელების დროს.
კინესტეტიკური ან ვესტიბულური ჰალუცინაციები გვხდება ალკოჰოლური
ინტოქსიკაციის დროს ან ბენზოდიაზეპინების აღკვეთისას;
• ტკივილის და ღრმა მგრძნობელობა::ვისცერალური ჰალუცინაციები Sims-ის მიხედვით (2003).
ზოგიერთ პაციენტს ქრონიკული შიზოფრენიით შეიძლება ჰქონდეს გრეხვითი ან გაჭრითი
ტკივილები. მაგ.: ორგანოებს აგლეჯენ ან ხორცს აცლიან სხეულიდან.
• საინტერესო და უჩვეულო ვარიაციაა ჰალუცინოზის დელუზიური ზოოპათია. ეს შეიძლება
იყოს ბოდვითი წარმოდგენა,რომ ცხოველი დაცოცავს სხეულში. აქ არის ჰალუცინაციური
კომპონენტიც,ვინაიდან პაციენტი ამას შეიგრძნობს და დეტალურად აღწერს.
• ზოგჯერ ეს ასოცირებულია ორგანულ დარღვევებთან, მაგალითად, ერთ-ერთი პაციენტი
ამბობდა,რომ რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის ცხოველი იყო მის კუჭში. სიკვდილის
შემდეგ ვიზუალიზდა თალამუსის სიმსივნე..
• ვიღაცის არსებობის შეგრძნება შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელ ადამიანებში, ასევე
ორგანული მდგომარებებისას, შიზოფრენიის, ისტერიის დროს და მისთ.
• ადამიენების კვლევამ შეგრძნებით feeling a presence (FoP) აღმოაჩინა,რომ ეს არის
ილუზია,როცა ხდება საკუთარი სხეულის სენსომოტორული
სიგნალების,ტაქტილური,პროპრიოცეპტული და მოტორულის არასწორი აღქმა .. This fMRI study
აჩვენა ფრონტოპარიეტალურ წილებში აქტივაცია(Brodmann area 7) ,რაც სპეციფიკურად
ასოცირებულია FoP-სთან.
• ალკოჰოლური ჰალუცინოზი:ეს ჰალუცინაციები არის
აუდიტორული და გვხვდება აბსტინენციის პერიოდში.
შეიძლება იყოს შემაშინებელი ან შეურაცხმყოფელი, თუმცა
ზოგ შემთხვევაში ‘კეთილთვისებიანი ხმებია’. სენსორული
სფერო ნათელია, ჰალუცინაციები არ გრძელდება ერთ
კვირაზე მეტხანს და ასოცირებულია ალკოჰოლის
ხანგრძლივ აბსტინენციასთან.
• ორგანული ჰალუცინოზი: გვხვდება დემენციის მქონე
პაციენტების 20-30%-ში, განსაკუთრებით ალცჰაიმერის ტიპის,
და ხშირად არის სმენითი ან მხედველობითი. ასევე არის
დეზორიენტაცია და მეხსიერების დარღვევები.
ფუნქციური ჰალუცინაციები
• სმენითი სტიმული იწვევს ჰალუცინაციას, მაგრამ სტიმული
ისევე,როგორც ჰალუცინაცია განიცდება. სხვა სიტყვებით,
ჰალუცინაციას სჭირდება სხვა რეალური შეგრძნების
არსებობა. მაგალითად, შიზოფრენიულმა პაციენტმა
ღმერთის ხმა გაიგონა პირველად,როცა საათმა დაიწიკწიკა;
მოგვიანებით, გაიგონა ხმები გახსნილი ონკანიდან და
ჩიტების ჭიკჭიკიდან.
• ფუნქციური ჰალუცინაციები არც თუ იშვიათია ქრონიკული
შიზოფრენიისას.
რეფლექსური ჰალუცინაციები
• სინესთეზიის დროს სტიმული ერთ სენსორულ მოდალობაში
იწვევს სენსორულ გამოცდილებას მეორე მოდალობაში.
• მართალია იშვიათია, ის შეიძლება შეგვხვდეს ჰალუცინოგენების
მოხმარებისას როგორიცაა LSD ან მესკალინი ,როდესაც პაციენტი
აღწერს ყვავილების შეგრძნების, ყნოსვის, გაგების შეგრძნებებს.
რეფლექსური ჰალუცინაციები სინესთეზიის მორბიდული ფორმაა.
რეფლექსური ჰალუცინაციის დროს, სტიმული ერთ სენსორულ
მოდალობაში იწვევს ჰალუცინაციას მეორეში. მაგალითად,
პაციენტმა იგრძნო ტკივილი თავში(სომატური
ჰალუცინაცია) ,როდესაც სხვა ადამიანის დაცემინება გაიგონა და
დარწმუნდა,რომ ცემინებამ გამოიწვია ტკივილი.
ექსტრაკამპინური ჰალუცინაცია
• პაციენტს აქვს ჰალუცინაცია,რომელიც არის სენსორული
ველის ფარგლებს მიღმა. მაგალითად, პაციენტი ხედავს
ვიღაცას,ვინც უკან დგას,როცა ის პირდაპირ იყურება, ან
ესმის ხმები ლონდონიდან,როდესაც ის ლივერპულში
იმყოფება. ეს ჰალუცინაციები შეიძლება შეგვხვდეს
ჯანმრთელ ადამიანებში,როგორც ჰიპნოპომპიური
ფენომენები,მაგრამ ასევე შიზოფრენიის და ორგანული
მდგომარეობებისას, მათ შორის, ეპილეფსიის დროს.
აუტოსკოპია
• აუტოსკოპია(phantom mirror-image), არის გამოცდილება საკუთარი თავის დანახვის და
გაცნობიერება,რომ ეს მე ვარ. ეს არ არის უბალოდ VH ,ვინაიდან კინესტეტიკური და
სომატური შეგრძნებები უნდა იყოს ასევე წარმოდგენილი ამ დროს. ეს ჯანმრთელ
სუბიექტებში გვხვდება ემოციური მწუხარების ან გადაღლილობის დროს. ამ დროს არის
ცნობიერების დონის გარკვეული ცვლილება. ზოგჯერ, აუტოსკოპია არის ისტერიული
სიმპტომი. შემთხვევითად, შიზოფრენიულ პაციენტებს აქვთ აუტოსკოპიური
ჰალუცინაციები, მაგრამ უფრო ხშირია მწვავე და ქვემწვვავე დელირიუმის დროს.
ორგანული მდგომარეობებიდან ყველაზე ხშირად ასოცირდება ეპილეფსია, თხემ-
კეფის რეგიონის ფოკალური დაზიანებები და ტოქსიკურ-ინფექციური
მდგომარეობები,რომლებიც ტვინის ბაზალურ რეგიონებს აზიანებს
• ზოგიერთი პაციენტი ორგანული დარღვევით იყურება სარკეში და ვერ ხედავს
გამოსახულებას, ცნობილი,როგორც ნეგატიური აუტოსკოპია. ზოგიერთი ფსიქიატრი
აღწერს ინტერნალურ აუტოსკოპიას ,როდესაც სუბიექტი ხედავს საკუთარ შინაგან
ორგანოებს, თუმცა ეს იშვიათობას წარმოადგენს. შინაგანი ორგანოების აღწერა ამ დროს
არის დილეტანტური,რაც მოსალოდნელია ანატომიის ღრმა ცოდნის არარსებობისას.
• ჰიპნაგოგიური და ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები (პირველად ახსენა არისტოტელემ) გვხვდება
შესაბამისად ჩაძინებისას და გაღვიძებისას. არის მოსაზრება,რომ ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები არის
ჰიპნოგოგიური ფენომენები,რომლებიც გვხვდება დილით გაღვიძებისას და ხელახალი ჩაძინებისას.
ტერმინი ჰიპნოპომპიური აღწერს ჰალუცინაციურ გამოცდილებებს,რომლებიც პერსისტირებს ძილიდან
თვალების გახელამდე. ჰიპნაგოგიური ჰალუცინაციები გვხვდება მთვლემარე მდგომარეობაში,
წყვეტილია, პაციენტი მასში არ მონაწილეობს,როგორც ეს ხდება სიზმრის შემთხვევაში. ის 3-ჯერ უფრო
ხშირი,ვიდრე(described by 37 per cent of the adult population) ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები, თუმცა ეს
უკანასკნელი ინდიკატორია ნარკოლეფსიის.
• ჰიპნაგოგიური VHs შეიძლება იყოს გეომეტრიული ფიგურები, აბსტრაქტული, სახეები, ფიგურები ან
ბუნების ხედები. სმენითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს ცხოველის ხმები, მუსიკა ან ადამიანის ხმა.
ყველაზე ხშირია საკუთარი სახელის გაგონება ან გაურკვეველი შინაარსის წინადადების/ფრაზის
მოსმენა. ძილის დეპრივაციის დროს,ჰიპნაგოგიური მდგომარეობა შეიძლება შეგვხდეს, როდესაც არის
ჰალუცინატორული ხმები, VHs, დამოკიდებულების იდეები და კრიტიკული დამოკიდებულება არაა
ავადმყოფური ფენომენების მიმართ. რედუცირდება კარგი ძილის შემთხვევაში.
• ჰიპნაგოგიური და ჰიპნოპომპიური ფენომენების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს ,რომ მიუხედავად
იმისა,რომ ჭეშმარიტი ჰალუცინაციური გამოცდილებებია, არ მიუთითებს რაიმე
ფსიქოპათოლოგიაზე(Ohayon et al., 1996). ასევე გვხვდება ნარკოლეფსიის დროს.
• ორგანული ჰალუცინაციები შეიძლება შეგვხდეს ნებისმიერ სენსორულ მოდალობაში და გვხვდება
ვარიაბელური ფსიქიკური და ნევროლოგიური აშლილობებისას.ორგანული VHs გვხვდება
მხედველობის ორგანოს დაავადებებისას ,as ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას
და ოპტიკური ტრაქტის დაზიანებებისას. კომპლექსური სცენური ჰალუცინაციები გვხვდება
საფეთქლის წილის დაზიანებებისას. შარლ ბონეს სინდრომი მოიცავს VHs ყოველგვარი
ფსიქოპათოლოგიის არარსებობის პირობებში, თუმცა მხედველობის დარღვევა ფიქსირდება. ყველა
დემენცია, ასევე დელირიუმი და ფსიქოაქტიური ნივთიერბების მოხმარება ასოცირდება VH-სთან.
• ფანტომური კიდური არის ყველაზე ხშირი ორგანული სომატური ჰალუცინაცია. ამ შემთხვევაში
პაციენტი გრძნობს,რომ მას აქვს კიდური,რომლისგანაც რეალურად არ იღებს შგრძნებებს,(ან
ამპუტირებულია,ან სენსორული გზები არის გადადგურებული). იშვიათად თალამო-პარიეტალური
დაზიანებებისას პაციენტი აღწერს მესამე კიდურის არსებობას. ფანტომური კიდურის უმეტეს
შემთხვევებში ფენომენი გამოწვეული ცენტრალური და პერიფერიული მექანიზმებით .
• ფანტომური ორგანოების ექვივალენტები შეიძლება შეგვხვდეს ქირურგიული ჩარევების შემდეგ
მასტექტომია, თვალის ენუკელაცია, ლარინქსის რეზექცია ან კოლოსტომის კონსტრუქცია.
• საფეთქლის წილის დაზიანებები ასოცირებულია მულტი-სენსორულ ჰალუცინაციებთან ,მაგრამ ის არ
მოიცავს სომატურ ჰალუცინაციებს ,რომელიც მოსალოდნელია ვინაიდან სომატოსენსორული არე
გამოყოფილის საფეთქლის წილისგან სილვიის ნაპრალით.
• ორგანული ჰალუცინაციების დროს პაციენტს ეშინია VHs და სასოწარკვეთილი
ცდილობს მათგან თავის დაღწევას. დელირიული პაციენტების უმრავლესობა
შეშინებულია და ეჭვიანიც. კომბინაცია პერსეკუტორული ატიტუდისა და VHs
შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობა საექთნო მოვლის მიმართ და იმპულსური
ქმედებები საშიში სიტუაციიდან გასაქცევად, მაგალითად, ფანჯრიდან გადახტომა და
სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. გამონაკლისია ლილიპუტური ჰალუცინაციები,
რომლებიც პაციენტისთვის თავშესაქცევია და აღტაცებით უყურებს მათ.
• დეპრესიულ პაციენტებს შეიძლება ესმოდეთ ხმები,რომლებიც შეურაცხმყოფელია ან
თვითმკლელობისკენ მოუწოდებს. მათ არ აშინებთ ხმები, ვინაიდან თვლიან,რომ
ცოდვილები არიან და იმსახურებენ ,რასაც ეუბნებიან მათ.
• მწვავე შიზოფრენიის დროს ხმების დასაწყისი ხშირად შემაშინებელია და
პაციენტი შეიძლება თავს დაესხას ამ ‘’ხმების წყაროს’’. მეორე მხრივ, ქრონიკული
შიზოფრენიის დროს ხშირად დამოკიდებულება აქვთ ხმებთან,როგორც ძველ
მეგობრებთან, მხოლოდ ერთეულები შეიძლება უჩიოდნენ მათ.
• ჰიპერსქემაზია,როგორც გადიდებული სხეულის ნაწილების აღქმა, ვარიაბელური ფსიქიატრიული და
ორგანული მდგომარეობებისას გვხვდება. როდესაც სხეულის ნაწილი მტკივნეულია, ის შეიძლება
აღიქმებოდეს,როგორც უფრო დიდი. კიდურის ნაწილობრივი პარალიზისას, დაზიანებული სეგმენტი
დიდია და მძიმე, როგორც ბროუნ-სეკარის სინდრომის დროს(when the side with the extrapyramidal signs is
hyperschematic), პერიფერიული ვასკულური დაავადების, გაფანტული სკლეროზის და უკანა ქვედა
ცერებელარული არტერიის თრომბოზის შემდეგ.. შესაძლოა შეგვხვდეს არაორგანული
მდგომარეობებისას, როგორიცაა იპოქონდრია, დეპერსონალიზაცია და კონვერსიული აშლილობა და
სხეულის ხატის აღქმის დარღვევა (სიმსუქნის შეგრძნება ნერვული ანორექსიის დროს).
• სხეულის ნაწილების აღქმა,როგორც არარსებულის ან შემცირებული ზომის, ცნობილია,როგორც
ასქემაზია ან ჰიპოსქემაზია. ყველაზე ხშირია პარიეტალური წილის დაზიანებისას, მარჯვენა შუა
ტვინის არტერიის თრომბოზის დროს, ზურგის ტვინის დაზიანების ან ჯანმრთელ მოხალისეებში
წყალქვეშ. ჰიპოსქემაზია უნდა დიფერენცირდეს ნიჰილისტური ბოდვებისგან.
• კორო ან შეხედულება,რომ პენისი ზომაში მცირდება და მუცლის ღრუში განიცდის
რეტრაქციას ,რაც სიკვდილით დასრულდება გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიაში .დიაგნოსტიკური ექვივალენტია სავარაუდოდ შფოთვითი აშლილობა.
• პარასქემაზია ან სხეულის ხატის დარღვევა აღწერილია,როგორც შეგრძნება,რომ სხეულის ნაწილები
დამახინჯებულია ან მოგრეხილია ან განცალკევებულია სხეულის დანარჩენი ნაწილისგან და შესაძლოა
ახლდეს ჰალუცინოგენების მოხმარებას, ეპილეფსიურ აურას და იშვიათ შემთხვევებში შაკიკს .
• ჰემისომატოგნოზია არის სხეულის ხატის უნილატერალური არარსებობა,თითქოს
სხეულის ერთი ნაწილი არ არსებობს ,დამახასიათებელია შაკიკის და
ეპილეფსიური აურისთვის. ანოზოგნოზია არის საკუთარი დაავადების უარყოფა
და ერთ-ერთ კვლევაში(Cutting, 1978) 58%-ში მარჯვენა ჰემისფეროს ინსულტის
შემდეგ,ხდებოდა ჰემიპლეგიის უარყოფა და მარცხენა მხარში სისუსტეს არ
აღიარებდნენ ავადმყოფები.. ეს შეხედულება რჩება,მიუხედავად არსებული
პარალიზისა. ზოგიერთ პაციენტს აქვს უჩვეულო ატიტუდები პარალიზებული
კიდურის მიმართ,ცნობილიი როგორც სომატოპარაფრენია(delusional beliefs about
the body). შეიძლება ჰქონდეთ ბევრი, რომლებიც
დამახინჯებულია,მკვდარი(უსულო), რაიმე სახით პათოლოგიურია(Halligan et al.,
1995). ისინი შეიძლება ამბობდნენ,რომ კიდური სპეციფიკურ პიროვნებას
ეკუთვნის (Bisiach et al., 1991). Hemispatial neglect is the neglect of the hemispace on the
contralateral side to the lesion when performing tasks, and a specific example, Gerstmann
syndrome (lesion of dominant parietal lobe), consists of agraphia, acalculia, finger agnosia and
right/left disorientation.

You might also like