You are on page 1of 39

გამეორება:

 რა არის ფორმალური ტონი?

 რა ახასიათებს ფორმალურ ტონს?

 რით განსხვავდება ფორმალური ტონით შექმნილი ტექსტი


არაფორმალური ტონით შექმნილი ნაშრომისაგან?
 რა უნდა გავითვალისწინოთ აკადემიური ტექსტის შექმნისას?
ფორმალური ტონის თვალსაზრისით, რა სირთულეს აწყდებით
წერის პროცესში?
ლექციის თემა:
 პლაგიატი
 ციტირების წესები, ჩიკაგოს
სტილით დამოწმება
 ამერიკის ფსიქოლოგთა
ასოციაციის (APA) სტილით
დამოწმება
პლაგიატი
 სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისების შემთხვევა.
 კვლევის შედეგი, სხვადასხვა ტიპის ტექსტი, მსჯელობა, იდეა,
თეორია, კონცეფცია, თარგმანი, აუდიო-ვიდეო მასალა და სხვა.
 პლაგიატის თავიდან აცილების საშუალება - წყაროს დამოწმება.
ესეზე ან სამეცნიერო ნაშრომზე
მუშაობის პროცესი
 სხვადასხვა სამეცნიერო სტატია
 მონოგრაფია
 კვლევის ანგარიში
 კონკრეტულ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია.
 შიდატექსტური დამოწმება
 ბიბლიოგრაფია/გამოყენებული ლიტერატურის სია - ტექსტის
ბოლოს
პლაგიატი
სხვისი ნაშრომის საკუთარ ნაშრომად წარმოჩენის მცდელობა.
დაუშვებელია ფაქტობრივი ინფორმაციის გაყალბება ან დამახინჯება.

პლაგიატი ისჯება!
 გახსოვდეთ, პლაგიატის თავიდან აცილების ერთადერთი
ეფექტური საშუალებაა წყაროებზე მუშაობის პროცესის
სწორად დაგეგმვა.
 მასალის დამუშავებისას ან ამოწერისას იქვე მიუთითეთ
შესაბამისი წყარო ციტირების სათანადო წესების დაცვით.
ციტირების წესები როგორც ციტატა, ისე
პერიფრაზი სხვისი
ინტელექტუალური შრომის
სხვის მიერ საკუთრების გადმოცემის
შექმნილი ტექსტის ხერხებია, ამდენად ორივე
ჩართვა შემთხვევაში აუცილებელია
გამოყენებული
ინფორმაციის დამოწმება
ციტირების წესების
მიხედვით.
ციტატა პერიფრაზი

თქვენეული
სიტყვასიტყვით
სიტყვებით
გადმოცემა
გადმოცემა
რას ნიშნავს წყაროების დამოწმება?
1) შიდატექსტური დამოწმება: ტექსტში ციტირებულ მონაკვეთებს
უნდა მოსდევდეს ავტორის გვარი და პუბლიკაციის წელი. ეს
ინფორმაცია თავსდება ფრჩხილებში, მაგალითად: (შანიძე, 1980).
2) ტექსტის ბოლოს ნაშრომს აუცილებლად უნდა ახლდეს
გამოყენებული ლიტერატურის სია, ეგრეთ წოდებული
ბიბლიოგრაფია, რომელიც ანბანთრიგზე იქნება გაწყობილი.
გაითვალისწინეთ:
• საკუთრივ ტექსტში დამოწმებულ ნაშრომი იქმნება (ქართული წყაროები
ნაშრომებსა და ბიბლიოგრაფიაში ჩვენს შემთხვევაში);
წარმოდგენილ ნაშრომებს შორის
კავშირი არ უნდა იყოს დარღვეული.• შემდეგ მოდის ინგლისური წყაროები;
ბიბლიოგრაფიაში წარმოადგინეთ
• შემდეგ იწერება სხვა ენების მიხედვით
მხოლოდ იმ ნაშრომების/წყაროების
დაჯგუფებულ წყაროები;
სია, რომლებიც დაამოწმეთ ტექსტში;
• თუ წყაროს ავტორი არ არის
• ბიბლიოგრაფია დგება ანბანთრიგზე;
მითითებული, ტექსტის სათაური ან
• ჩამონათვალი იწყება გვარით და არა ვებგვერდის სახელი გამოდის პირველ
სახელით; ადგილას, გვარის ნაცვლად.

• პირველად იწერება იმ ენაზე


არსებული წყაროები, რომელზეც
ჰუმანიტარულ და სოციალურ კვლევებში გამოყენებული
ლიტერატურის დამოწმების/ციტირების წესების ყველაზე
გავრცელებული ფორმატი:

 ჩიკაგოს სტილით დამოწმება


 APA (the American Psychological Association) სტილით დამოწმება.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სტილით დაიმოწმებს სტუდენტი


გამოყენებულ წყაროებს და გააფორმებს ბიბლიოგრაფიას, მთავარია,
დაცული იყოს სიზუსტე და არ იყოს აღრევა - მონაცემების სხვადასხვა
სტილით დამოწმება.
ჩიკაგოს სტილით დამოწმება
1) წიგნი, რომელსაც ჰყავს ერთი ავტორი

 შიდატექსტური (ტექსტში) დამოწმება: ავტორის გვარი წელი,


გვერდის ნომერი. ამ შემთხვევაში დამოწმება ხდება ფრჩხილებში.

(იმნაიშვილი 2016, 25); (Rumsfeld 2011,69).

 ბიბლიოგრაფია: ავტორის გვარი, სახელი. წელი. სათაური (დახრილი


ასოებით). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.

იმნაიშვილი, ვახტანგ. 2016. ქართული მართლწერის სადავო


საკითხები. თბილისი: „აგორა“.

Rumsfeld, Donald. 2011. Known and Unknown. USA: Penguin Group.


მაგალითი:

თავის ერთ-ერთ ნაშრომში იმნაიშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილებები


გარდაუვალია (იმნაიშვილი 2016, 25), ხოლო რამსფელდი მიუთითებს,
რომ ცვლილებებს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს (Rumsfeld
2011,69).
2) წიგნი, რომელსაც ორი ავტორი ჰყავს
 შიდატექსტური (ტექსტში) დამოწმება: პირველი ავტორის გვარი და
კავშირი (ინგლისურში and-ის შემდეგ იწერება მძიმე), მეორე ავტორის
გვარი, წელი, გვერდის ნომერი
(აბულაძე და ბერძენიშვილი 2019, 195); (Crawford, and Hamilton 2005, 48.)

 ბიბლიოგრაფია: პირველი ავტორის გვარი, სახელი და მეორე ავტორის


სახელი და გვარი. წელი. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
წიგნის სათაური იწერება დახრილი ასოებით.
აბულაძე, კონსტანტინე და დავით ბერძენიშვილი. 2019. ინფექციურ
დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. თბილისი:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
მაგალითი:
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ცვლილებები
გარდაუვალია (აბულაძე და ბერძენიშვილი 2019, 195) და ამ
ცვლილებებს მნიშვნელოვნად შეუძლია სიტუაციის გაუმჯობესება
(Crawford, and Hamilton 2005, 48).
3) წიგნი, რომელსაც სამი ავტორი ჰყავს

შიდატექსტური დამოწმება: პირველი ავტორის გვარი, მეორე


ავტორის გვარი და მესამე ავტორის გვარი, წელი, გვერდი

(გამცემლიძე, ალანია და ავალიანი 2021, 55); (Wilson, Campbel, and


Robinson 2008, 169).

ბიბლიოგრაფია: პირველი ავტორის გვარი, სახელი, მეორე ავტორის


სახელი გვარი და მესამე ავტორის სახელი გვარი. წელი. წიგნის
სათაური (დახრილი ასოებით). გამოცემის ადგილი: გამომცემელი.
მაგალითი:
 გამცემლიძე დავით, რევაზ ალანია და ზურაბ ავალიანი. 2021.
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ოცდამეერთე საუკუნის
დასაწყისში. თბილისი: „ინტელექტი“.

 Wilson Cindy, Monica Campbel, and David Robinson. 2008. The


Mechanism and Empirical Study of Intelligent Logistics Technology
Improving the Efficiency of Logistics Industry. London: New Generation
Publishing.
4) წიგნი, რომელსაც სამზე მეტი ავტორი ჰყავს
შიდატექსტური (ტექსტში) დამოწმება: პირველი ავტორის გვარი და
სხვები. წელი, გვერდი
(ჩქარეული და სხვები 2021, 97); (Baker et al. 2009, 203).

ბიბლიოგრაფია: პირველი ავტორის გვარი, სახელი, ყველა დანარჩენი


ავტორის სახელი გვარი წელი. სათაური. გამოცემის ადგილი:
გამომცემელი.

ჩქარეული შ., ლ. ამაშუკელი, შ. გერგედავა და ლ. მუზაშვილი. 2021.


განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები პანდემიის
პირობებში. თბილისი: „მერიდიანი“.
5) სხვა წყაროდან დამოწმება:

 როინიშვილი, გიორგი. 1999. ქართული ჭედური ხელოვნება: 37-38.


ციტირებულია რუსუდან ბერიძის წიგნიდან ქართული ხელოვნება
შუა საუკუნეებში, თბილისი: თსუ გამომცემლობა1981.

Poetry 37 (February):
 Zukofsky, Louis. 1931. Sincerity and objectification.
269. Quoted in Bonnie Costello. Marianne Moore: Imaginary possessions.
Cambridge, MA: Harvard University Press, 1981.
6) ჟურნალიდან სტატიის დამოწმება:

 შიდატექსტური დამოწმება: ავტორის გვარი, ჟურნალის გამოსვლის წელი,


გვერდი. ბიბლიოგრაფიაში მთელი სტატიის გვერდები მიუთითეთ, ხოლო
შიდატექსტური დამოწმებისას კონკრეტული გვერდები, რომლებიც გამოიყენეთ.

(გელენიძე 2011, 59); (Marshall 2018, 308).

 ბიბლიოგრაფია: სტატიის ავტორის გვარი, სახელი. ჟურნალის გამოსვლის წელი.


“სტატიის სათაური” (სტატიის სათაური ისმება ბრჭყალებში). ჟურნალის
სახელწოდება (ჟურნალის სახელწოდება წარმოდგენილი უნდა იყოს დახრილი
ასოებით), ჟურნალის ნომერი (ჟურნალის გამოსვლის თვე ან სეზონი): XX-XX.
ორი წერტილის შემდეგ უნდა დაიწეროს სტატიის გვერდები.
(ერთზე მეტი ავტორის შემთხვევაში ავტორების გვარები მოწმდება იმავე წესით,
რომლითაც წიგნის შემთხვევაში).
მაგალითი
 გელენიძე, ნატა. 2011.
„ქცევითი აშლილობა მოზარდებში“.
ფსიქოლოგია და ფსიქიატრია 2 (სექტემბერი): 39-61.
 Marshall, Linda. 2018. “Silk Road in Modern Era”. American Economic
Review 6 (December): 394-309
7) ელექტრონული წიგნები:

 შიდატექსტური დამოწმება: ბეჭდური წიგნის მსგავსად

(ოსტინი, 2007, თავი 3); (Borel 2016, 92); (Kurland and Lerner 1987, chap.
10, doc. 19); (Melville 1851, 627)

 ბიბლიოგრაფია

ოსტინი, ჯეინი. 2007. სიამაყე და ცრურწმენა. თბილისი:


„უნივერსალი“. Kindle-ის ვერსია. ბიბლიოგრაფიაში მიეთითება
ელექტრონული წიგნის ბმულიც (ლინკი).
8) ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია:

ონლაინ ჟურნალის დამოწმებისას მიუთითეთ URL ან მონაცემთა ბაზის (database) სახელი,


DOI (Digital Object Identifier.

შიდატექსტური დამოწმება

ელექტრონულ ჟურნალში განთავსებული სტატიის შიდატექსტური დამოწმებაც მისდევს


ბეჭდური ვერსიის დამოწმების წესებს.

(აბაშიძე, გუგავა და ხელაძე 2017, 9–10); (LaSalle 2017, 95)

ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფიაში ტრადიციულ ინფორმაციას ემატება ელექტრონული მისამართი:

აბაშიძე დავით, ლევან გიგავა და მაია ხელაძე. 2017. “უმაღლეს განათლებაზე


ხელმისაწვდომობა საქართველოში: სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების
გავლენა.” სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი. 11 (დეკემბერი): 1–34.
https://doi.org/10.1086/690235.
9) ვებგვერდის დამოწმება:
ვებგვერდის შესახებ ტექსტში ინფორმაციის წარდგენა (როგორც 2017 წლის 1
მაისს იელის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა).
თუ თარიღი უცნობია, ბიბლიოგრაფიაში მიუთითეთ n.d. (no date) - თ. გ.
(თარიღის გარეშე) თარიღის მითითების ადგილას და დაამოწმეთ წვდომის
თარიღი .
როცა ვებგვერდზე წარმოდგენილ ინფორმაციას არ ჰყავს კონკრეტული
ავტორი, ამ შემთხვევაში ორგანიზაციის სახელი იწერება ავტორის ადგილას.

შიდატექსტური (ტექსტში) დამოწმება: ავტორის გვარი, წელი ან


ორგანიზაციის სახელწოდება
(პაპავა 2017); (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თ.გ.); (Bouman 2016);
(Google 2017); (Yale University, n.d.)
ბიბლიოგრაფია: ავტორის გვარი, სახელი. გვერდის სათაური.
ვებგვერდის სახელწოდება. (გამოქვეყნების თარიღი ან წვდომის
თარიღი, ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში თუ გამოქვეყნების წელი არ
არის ცნობილი). URL მისამართი

Bouman, Katie. “How to Take a Picture of a Black Hole.” Filmed November


2016 at TEDxBeaconStreet, Brookline, MA. Video, 12:51.
https://www.ted.com/talks/katie_bouman_what_does_a_black_hole_look_like.
(წვდომის თარიღი 22.05.2022)
Google. 2017. “Privacy Policy.” Privacy & Terms. Last modified April 17, 2017.
https://www.google.com/policies/privacy/.
Yale University. n.d. “About Yale: Yale Facts.” Accessed May 1, 2017.
https://www.yale.edu/about-yale/yale-facts.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA)
სტილით დამოწმება
ჩიქობავა (1943) მიიჩნევს, რომ დიაქრონიულად ასპექტის კატეგორია
თავისი ფუნქციონირებით დროის კატეგორიის უწინარესია, რაც
ინდოევროპული ენების მსგავსად ქართულშიც, ენის განვითარების
ადრეულ ეტაპზე ზმნის უღვლილება სწორედ ასპექტურ
მონაცვლეობას ეფუძნებოდა. კერძოდ, გამოირჩეოდა
განგრძობითი/დიურატიული და მომენტობრივი/წერტილებრივი
ასპექტები.
შიდატექსტური დამოწმება:
 მესამე დიათეზაში მელიქიშვილი (2001) აერთიანებს მეორეული,
ინვერსიული კონსტრუქციის მქონე სხვადასხვა სტრუქ­ტურის
ზმნებს. მაგალითად: უყვარს, კანკალებს, ემღერება და ა. შ. (გვ. 66-67).
ციტატა - 40 სიტყვაზე მეტი:

ზმნების სემანტიკური კლასიფიკაცია ეფუძნება, ძი­რი­თადად, ორი


ტიპის მიდგომას. შაბაშვილის (2018) მიხედვით,

პირველი - ეს არის ზმნის როლური ტიპები, რომლებიც ახარისხებს


ზმნებს და ათავსებს ამა თუ იმ ჯგუფში არგუმენტების
სტრუქტურისა და არგუმენტების სემანტიკური როლების მიხედვით.
კლასიფიკაციის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია
ზმნის ე. წ. აქციონალური, მოქმედებითი თავი­სებურებანი: ასეთი
ტაქსონომიები ცნობილია, როგორც ასპექტური კლასები; სი­ტუ­აციის
ტიპები; პრედიკატების სემან­ტიკური ტიპები (გვ.62).
ქართული ენის ზმნურ მორფოლოგიაში მონაწილეობენ სუბიექტური,
პირდაპირობიექტური და ირიბობიექტური პირები. „კატეგორიის
ფარგლებში ერთი და იმავე აქტანტის საუბარში განსხვავებული
მონაწილეობის აღსანიშნავად“ გამოყენებულია ტერმინი პირი,
კერძოდ, შეიძლება გვქონდეს პირველი, მეორე და მესამე პირები
(უთურგაიძე, 2002).
ნებისმიერი ცვლილება არის ერთი მდგომარეობიდან მეორე
მდგომარეობაში გადასვლა, ამდენად, შინაარსის ამოსაცნობად საჭიროა
სულ მცირე ორი ინტერვალი ან ორი განსხვავებული მომენტი
(დოუთი, 1991; კამპი, 1980).
როდესაც ტექსტში ვიმოწმებთ ორზე მეტი ნაშრომის ავტორს,
ფრჩხილებში ავტორთა სია ანბანთრიგზე უნდა დავალაგოთ: (Adams
et al., 2019; Shumway & Shulman, 2015; Westinghouse, 2017)

იმ შემთხვევაში, თუ წიგნის ავტორი უცნობია, ტექსტში ავტორის


გვარის ნაცვლად ფრჩხილებში იწერება ნაშრომის სათაური და
გამოცემის წელი. როდესაც უცნობი ავტორის სტატია უნდა
დავამოწმოთ, სტატიის სათაური იწერება ბრჭყალებში:
(ინტერპერსონალური უნარები, 2019); (“Understanding Sensory
Memory,” 2018).
ორი ავტორის შემთხვევაში შიდა ტექსტური დამოწმების დროს
ავტორების გვარებს შორის იწერება და კავშირი, შემდეგ მძიმე და
შემდეგ გამოცემის წელი: (შაბაშვილი და გოჩიტაშვილი, 2021); (Salas
& D’Agostino, 2020).

იმ შემთხვევაში, როდესაც დასამოწმებელ ნაშრომს სამი ან მეტი


ავტორი ჰყავს, ფრჩხილებში იწერება პირველი ავტორის გვარი და
შემდეგ შემოკლება და სხვები (ბერიძე და სხვები 2020). (Martin et al.,
2020).
იგივე პრინციპია ფრჩხილებს გარეთ დამოწმების დროს, როდესაც სამი
ან მეტი ავტორი ჰყავს ნაშრომს, ასევე უნდა გავაფორმოთ: როგორც
ბერიძე და სხვები(2021) მიიჩნევენ...

როდესაც ტექსტში ვამოწმებთ ერთი და იმავე ავტორის ერთსა და


იმავე წელს გამოცემულ ორ სხვადასხვა ნაშრომს, გამოცემის წელს
ვნომრავთ სპეციალური ნიშნებით: (Judge & Kammeyer-Mueller, 2012a);
Judge and Kammeyer-Mueller (2012b)
თუ უცნობია დასამოწმებელი ნაშრომის გამოცემის წელი, მაშინ
ტექსტში დამოწმების დროს ფრჩხილებში ვწერთ შემდეგ ინფორმაციას
- თარიღის გარეშე ან შემოკლებით თ. გ. ინგლისურად იქნება შემდეგი
შემოკლება - n. d. (No date).
ბიბლიოგრაფია:
 სტატია ბეჭდურ ჟურნალში:
Brugger, G. (1997). Event type properties. Penn Working Papers in Linguistics,
4(2), 51_63.
ჭუმბურიძე, ზ. (1976). -ავ და -ამ თემისნიშნიან ზმნათა უღლებისათვის
პირველ თურმეობითში. ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 19,
25-37.
 სტატია ელექტრონულ ჟურნალში:
Baniya, S., & Weech, S. (2019). Data and experience design: Negotiating
community-oriented digital research with service-learning. Purdue Journal of
Service-Learning and International Engagement , 6 (1), 11–16.
https://doi.org/10.5703/1288284316979
 წიგნის დამოწმება:

შაბაშვილი, გ. (2018). ქართული ზმნის სემანტიკური მახასიათებლები.


გამომცემლობა „საიმედო“.

Vendler, Z. (1967). Linguistics in Philosophy. Cornell University Press.


 თუ წიგნს ჰყავს რედაქტორი:
ლეიჩი, მ. გ. და რაშტონი, ქ. ჯ. (რედაქტ). (2019). მოლარის ახალი
კომპანიონი. გამომცემლობა D. S. Brewer.
 ელექტრონული წყაროები:

American Society for the Prevention of Cruelty to Animals. (2019,


November 21). Justice served: Case closed for over 40 dogfighting victims .
https://www.aspca.org/news/justice-served-case-closed-over-40-dogfighting-
victims
შეჯამება:

გამოყენებული ნაშრომების დამოწმება


პლაგიატის თავიდან აცილების
ერთადერთი საშუალებაა.
 გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like