You are on page 1of 24

1

სკოლა: სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ


ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა:

მოსწავლეთა მიერ ენობრივი ნორმების თეორიული ცოდნის


პრაქტიკაში გამოყენება როგორც ზეპირ, ისე წერით
მეტყველებაში

ავტორი: აზა ქარჩავა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

2019 წელი
2

სარჩევი :
1. პრობლემის შერჩევა
2. კვლევის მიზანი
3. ლიტერატურის მიმოხილვა
4. კვლევის მეთოდოლოგია
5. კვლევის შედეგები
6. ინტერვენცია
7. შეფასება
8. დასკვნა
9. რეკომენდაციები
10. გამოყენებული ლიტერატურა
3

სკოლაში პრაქტიკის კვლევასთან დაკავშირებული საქმიანობა


მიმდინარეობდა 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 30 აპრილის
ჩათვლით.

პროექტის ვადები
აქტივობა დეკ. იან. თებ. მარ. აპრ.

საკვლევი პრობლემის შერჩევა

შეხვედრა სკოლის
დირექტორთან
კვლევის სავარაუდო გეგმის
შემუშავება
საკვლევი კომისიის შერჩევა

შეხვედრები კვლევის
კომისიასთან
მეორადი მონაცემების
შეგროვება
მეორადი მონაცემების
ანალიზი
ფოკუს ჯგუფი კვლევის
კომისიასთან კითხვარის
შესადგენად
კითხვარის შედგენა
დამუშავება
გამოკითხვა

მიღებული შედეგების
ანალიზი

სავარაუდო ინტერვენციის
განხილვა
ინტერვენციის
განხორციელება
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
პრეზენტაცია სკოლაში
4

პრობლემის შერჩევა :
პრობლემა: მოსწავლეებმა ხშირად ზეპირად იციან გრამატიკული წესები,
მაგრამ ვერ იყენებენ პრაქტიკაში როგორც ზეპირ , ასევე წერით
მეტყველებაში.

პრაქტიკული კვლევა ჩავატარე ზუგდიდის N 2 საჯარო სკოლის VII გ


კლასში.

პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს სკოლის საჭიროებიდან.


დირექტორთან , სკოლის პედაგოგებთან , მშობლებთან და მოსწავლეებთან
გასაუბრების შემდეგ დადგინდა , რომ პრობლემა რეალურად არსებობდა -
მოსწავლეებს უჭირთ გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენება.
პრობლემის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა სხვადასხვა იყოს. ზოგიერთი
ამის მიზეზად მიიჩნევს მასწავლებლების მხრიდან არასაკმარის მუშაობას,
ზოგიც მოსწავლეებს ადანაშაულებს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ
მოსწავლემ დაიზეპირა ორთოგრაფიის წესები, მაგრამ შეცდომები მაინც
დაუშვა. ასე თუ ისე , ერთი რამ ცხადია: საჭიროა უფრო მეტის გაკეთება,
რუტინა იმისთვის რომ , თეორიული ცოდნა მოსწავლეებმა ბუნებრივად
გამოიყენონ პრაქტიკაში. მაგალითად, VII კლასის მოსწავლემ იცის, რომ
შერწყმულ
წინადადებაში არის ერთგვარი წევრები და გამაერთიანებელი სიტყვა.
ამასთან დაკავშირებით არსებული გრამატიკული წესებიც
შესწავლილია, თუმცა წერისას ხშირად უშვებს შეცდომებს.
მაგალითად: ამოვიდა ყველა ყვავილი: ია, ენძელა, ზამბახი... ამ
წინადადებაში გვაქვს განმაზოგადებელი სიტყვა- ყველა, ამიტომ
ერთგვარი წევრების წინ დაისმის ორწერტილი. ია, ენძელა, ზამბახი-
ყველა ყვავილი ამოვიდა. აქ ერთგვარი წევრების შემდეგ დაისმის ტირე,
რადგანაც ერთგვარ წევრებს მოსდევს გამაერთიანებელი სიტყვა. თუ
წინადადებაში არ არის განმაზოგადებელი სიტყვა, მაშინ ორწერტილი არ
დაისმის. ამოვიდა ია, ენძელა, ზამბახი. ეს მოსწავლეს ავიწყდება.
მასწავლებელმა მოსწავლეებს სისტემატურად უნდა შეახსენოს, რომ
აუცილებელია გრამატიკული ნორმების დაცვა როგორც წერით, ისე
ზეპირ მეტყველებაში. წერისას ეს ხდება სასვენი ნიშნებით,
ზეპირმეტყველებაში კი-პაუზით. ასევე მოსწავლეები ხშირად
უგულებელყოფენ განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს. წერისას
თითქმის ყველა ტიპის განკერძოებასთან უშვებენ შეცდომებს, არც
ზეპირმეტყველებაში გამოყოფენ პაუზით. ჩვენს სახელმძღვანელოში
5

(ავტ. ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი, ა.არაბული, მ.ხუციშვილი, გამომც.


,,სწავლანი“ 2012წ) შიგადაშიგ მოცემულია გრამატიკული საკითხები.

ასევე სახელმძღვანელოსთან ერთად გვაქვს მოსწავლის რვეული,


რომელშიც წარმოდგენილია ქართული ენის პრაქტიკული კურსი,
კერძოდ, ზმნა და მისი ფორმაწარმოება. რვეულში თეორიულ
მასალასთან ერთად მოცემულია სავარჯიშოები, რომელიც მოსწავლემ
რვეულშივე უნდა შეასრულოს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ამ
რვეულს საერთოდ უგულებელყოფს, ან ამუშავებს ბავშვებს, მაგრამ-
არასკამარისად.
მე ვურჩიე მათ, რომ სისტემატურად ამუშაონ მოსწავლეები მოცემულ
სავარჯიშოებზე. რვეულში არის საკითხები ზმნისა და ზმნის
კატეგორიების მართლწერასთან დაკავშირებით. საჭიროა ამ საკითხებზე
სისტემატური მუშაობა. მხოლოდ ეპიზოდური შრომა შედეგს ვერ
მოგვიტანს. სახელმძღვანელოში ასევე გამოყოფილი არის სინტაქსი და
მასთან დაკავშირებული პუნქტუაციის წესები, (გვ.44), მიმართვა და
მასთან დაკავშირებული მართლწერის წესები, საწყისი ფორმების (რეკვა
თუ რეკა? ტეხვა თუ ტეხა?). ორთოგრაფიის გარდა გვხდება აგრეთვე
რუბრიკა ,,ლექსიკა და ფრაზეოლოგია“. მასწავლებლებს ავუხსენი, რომ
საჭიროა ამ საკითხებზე სერიოზული მუშაობა. თუ საჭიროებამ
მოითხოვა, მაგალითების გავრცობაც, დამატებითი ტესტების შედგენა.
მხოლოდ ასეთი შრომით თუ გავალთ შედეგზე.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განვსაზღვრე კოლეგებთან
ერთად კვლევის მიზანი.
პრობლემა მეტად აქტუალურია. ჩემი მიზანი იყო, დამედგინა მიზეზები
და მომეძებნა გზები შედეგების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული
პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. მისი მოგვარება ჯერ
კიდევ ვერ ხერხდება. პრობლემა პრობლემად რჩება. ვთვლი, რომ
მოსწავლეებს არ გააჩნიათ ამისთვის არც შინაგანი და არც გარეგანი
მოტივაცია. ვიხელმძღვანელე რა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურით ,,სწავლება
და შეფასება’’, 2008 წელი, კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ მოტივაციის
ამაღლების ძირითადი საშუალება, რაც შედეგზე გაგვიყვანს, არის:
1)სასწავლო ატმოსფერო, 2) პიროვნული ურთიერთობები,
3)მასწავლებლის მოთხოვნები.
მიმაჩნია, რომ მასწავლებლის მოთხოვნები უნდა იყოს მკაფიო, ნათელი,
სწორად ჩამოყალიბებული.
მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეებს გაუღვიძოს: თვითრწმენა,
ცნობისმოყვარეობა, რაც გონებას მიმართავს პასიურობიდან
6

აქტიურობისკენ.
იმისათვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს,
აუცილებელია დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში, მას ეჭვი არ

უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. ამის გასაკეთებლად


საჭიროა მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება. ამასთან
მნიშვნელოვანია ეფექტური უკუკავშირის მიცემა.

კვლევის მიზანი:

აქტივობებისა და მეთოდოლოგიის საშუალებით ენაში არსებული


გრამატიკული წესების პრაქტიკაში გამოყენება.
საკვლევი კითხვა- როგორ შევძლოთ მიზნის მიღწევა? როგორ მოვიქცეთ,
რომ მოსწავლეებმა შეძლონ ენობრივი ნორმების შესახებ არსებული
თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება
ვნახოთ რას უნდა მიაღწიოს მოსწავლემ წლის ბოლოს. ავიღოთ რამდენიმე
სტანდარტი ე.ს.გ.-დან.
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ.VII.5
მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების ძირითადი ენობრივი
მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
ინდიკატორები:
 ამოიცნობს და იყენებს ზეპირი თხრობის დამახასიათებელ ნიშნებს (მაგ.
სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას, მიმართავს ჟესტებისა
და მიმიკების ენას)
 საუბრობს ტექსტში გამოთქმული ჰიპოთეზის შესახებ და სწორად
იყენებს ვარაუდის გამომხატველ სინტაქსურ კონსტრუქციებს, სიტყვა-
კავშირებს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს.
 განასხვავებს და მართებულად იყენებს სხვადასხვა ფუნქციური
სტილისათვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს.
 ამოიცნობს და ახასიათებს პოეტურ ნაწარმოებში ბგერწერითი ეფექტის
შემქმნელ ელემენტებს.
 ინტონაციასა და სიტყვიერ სიგნალებზე დაყრდნობით ამოიცნობს
მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას.
 ამოიცნობს და იყენებს შეფასების გამომხატველ სიტყვებს.
 მართებულად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობის გამომხატველ
სიტყვებს.
მიმართულება: წერა.

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის


წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.
7

ინდიკატორები:
 სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მახასიათებლებს.
(სათაურს, ქვესათაურს და ა.შ.)
 თანმიმდევრულად აგებს თხრობას, სწორად იყენებს ერთი
ნაწილიდან მეორეზე გადასვლის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ. ჯერ,
შემდეგ, ბოლოს.)
 იყენებს სხვადასხვა მოდალობის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის),
აგებულებისა ( მარტივი, შერწყმული, რთული-თანწყობილი,
რთული-ქვეწყობილი) და შედგენილობის ( გავრცობილი,
გაუვრცობელი) წინადადებებს.
 მართებულად იყენებს სასვენ ნიშნებს ციტირებისას და დიალოგის
გადმოცემის დროს;
 მართებულად იყენებს და აფორმებს პირადაპირ და ირიბ ნათქვამს;
 იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს .
ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება
ნაწერის ეფექტური ორგანიზებისთვის.

ინდიკატორები;
 წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას;
აგროვებს მასალას;
 იყენებს სხვადასხვა რესურსს (ლექსიკონს , ბიბლითეკას და სხვ.)
 ადგენს ტექსტის გეგმას.
 წერს ტექსტის პირველ ვარიანტს;
 გადაამუშავებს და გადაათეთრებს ნაწერს , ყურადღებას
ამახვილებს როგორც შინაარსზე ისე სტილის ელემენტებზე.
 დაამუშავებს საბოლოო რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების
დახმარებით; ასწორებს პუნქტუალურ, სტილისტურ და
ორთოგრაფიულ შეცდომებს;
 მასწავლებელთან ერთად ისახავს ხარვეზების გამოსწორების
გზებს .

ამ მისაღწევი შედეგებიდან კარგად ხორციელდება მოსწავლის მიერ ძირითადი


ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება, კერძოდ, მართლწერის
წესების დაცვა, განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების სწორად ხმარება
ტექსტებში, სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება ციტირებისას და
დიალოგების გადმოცემის დროს და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი
საკითხები. ხარვეზებს ვაწყდებით სასვენი ნიშნების ხმარებაში, ვარაუდის
გამომხატველი სინტაქსური კონსტრუქციების, სიტყვა-კავშირების გამოყენებაში,
რომელთა დასაძლევად და ასევე ზემოთ აღნიშნული საკითხების
განსახორციელებლად დაგვჭირდება სხვადასხვა აქტივობა, როგორებიცაა,
მაგალითად:
8

სარეკომენდაციო აქტივობები

აქტივობა 1. ტესტებზე მუშაობა.

ეს აქტივობა დამეხმარება, გავიგო, რა და როგორ ისწავლეს მოსწავლეებმა, ასევე


ისიც, თუ რა უნარ-ჩვევები განუვითარდათ მათ. ჩემ მიერ შედგენილი ტესტი
იქნება სანდო, ვალიდური, გაზომვადი, გამჭირვალე. თითოეული ტესტი
გათვლილი იქნება დროის ლიმიტზე, რაც მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც
აჩვევს დროის ეფექტურად გამოყენებას.

აქტივობა 2. ტექსტების რედაქტირება.

ეს აქტივობაც მომცემს იმის საშუალებას, გავიგო, რა იციან ან რა არ იციან


მოსწავლეებმა ამ კუთხით.

აქტივობა 3. ვსწავლობთ ინფორმაციის ორგანიზებას-ამოტრიალებული

პირამიდა.

საინფორმაციო ნაწერის ორგანიზების ერთ-ერთი ხერხი-„ამოტრიალებული

პირამიდა“ - ფართოდ გამოიყენება საგაზეთო ჟურნალისტიკაში ახალი ამბების

მიწოდების დროს. ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს დაიცვან

ინტონაცია ზეპირი მეტყველების დროს, ხოლო წერისას სწორად იხმარონ

სასვენი ნიშნები.

აქტივობა 4. რესურსების შექმნა

თვალსაჩინოებების, პლაკატების, სქემების გამოკვრა საკლასო ოთახში თემასთან


შესაბამისობაში.

ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან ერთად, მოსწავლეების ცოდნისა და მათი უნარ-


ჩვევების შესაფასებლად გამოვიყენებ სხვადასხვა მეთოდს, როგორიცაა:
თვითშეფასება, თანატოლის შეფასება, ჩემი დაკვირვება და კომენტარი.
ყველაფერი ეს გამომადგება არა მხოლოდ მოსწავლეების მიღწევების
შესაფასებლად, არამედ საკუთარი სწავლების მეთოდებში სუსტი და ძლიერი
მხარეების აღმოჩენასა და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებაში.

ლიტერატურის მიმოხილვა
9

მოსწავლეთა მოტივაციის საკითხი ყოველთვის იყო და არის სკოლის


მოსწავლეთა ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. მით უმეტეს,
ანგარიშგასაწევია მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა ისეთ საკითხებში
როგორიცაა ,,ენობრივი ნორმების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
მოსწავლეთა მიერ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში“. ეს სირთულე სულ
უფრო მეტად ხდება სასკოლო საზოგადოების სერიოზული საზრუნავი . წლების
განმავლობაში დაგროვდა ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების,
პედაგოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა გავზარდოთ
მოსწავლეთა მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში. ირინა აბულაძე თავის სტატიას
„მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში“ (2014 წ. 24 ივნისი) იწყებს გოეთეს
სიტყვებით: ,,სწავლა ბევრს ნიშნავს, მოტივაცია კი ყველაფერს.’’ სტატიის ავტორი
განმარტავს მოტივაციის არსს და მნიშვნელობას. მოტივაცია არის სტიმული,
ქმედება , წახალისება , ძალა, რომელიც ოწვევს მოსწავლის სურვილს, იმოქმედოს,
ისწავლოს მიაღწიოს შედეგს.

 მოსწავლის ფაქტორი
 მასწავლებლის ფაქტორი
 პროგრამის ფაქტორი
 სასწავლო გარემოს ფაქტორი

მოსწავლეებს მოტივაცია ეკარგებათ, როცა მასწავლებელი მიაწოდებს


გრამატიკაში მიღებულ თეორიას, წესებს , განმარტებებს, მაგრამ კლასში არ ხდება
მისი განმტკიცება. საჭიროა ძალისხმევის გაორკეცება , მრავალგვარი მეთოდის
გამოყენება, რათა ეს ცოდნა ჩვევად ვუქციოთ მოსწავლეებს. მ. მენაბდის აზრით,
არაფერი ისე არ ავითარებს სააზროვნო უნარეებს , როგორც ტექსტზე მუშაობა და
საუბრობს იმ მეთოდების სიკარგეზე, რომლებიც გაზრდის მოსწავლეთა
მოტივაციას.

მასწავლებლები კარგად უნდა იცნობდნენ იმ გზებსა და ხერხებს, რომლებიც


ხელს შეუწყობს გრამატიკული წესებისა და კანონების შეთვისებას მოსწავლეების
მიერ. მაგ. შეეიძლება კლასში გავაკრათ პლაკატი, რომელზედაც ჩამოწერილი
იქნება ფორმები: ,, სწორია - არასწორია’’ ან კიდევ ,, დაიმახსოვრეთ!’’შესაბამისი
სიტყვები ჩაიწერება შესაბამის გრაფაში. საჭიროა პლაკატზე ჩამოწერილი
სიტყვების ცვლა და მისი მონიტორინგი.

სახელმძღვანელოდ საინტერესოა წიგნი ,,განათლების მუშაკთა მომზადება


ბავშვების სწავლის პროცესში ოჯახების ჩასართავად“ (ვაისი, ჰოლი კრაიდერი ,
ელენე ლოპესი.2010). ავტორების აზრით, სწავლის პროცესი მაშინ შედგება , როცა
ბავშვები სიამოვნებით და ხალსით სწავლობენ. მშოობლებს და მასწავლებლებს
შეუძლიათ ამ პროცესის წარმატებით წარმართვას შეუწყონ ხელი. მათ შესწევთ
ძალა , ბავშვებში გაზარდონ შინაგანი მოტივაცია, მაშინ როდესაც მშობელიც და
მასწავლებელიც გამოწვევის შემცველ, მაგრამ ისეთ დავალებებსა და სასწავლო
10

მასალას აწვდიან , რომელთა დაძლევა და ათვისება ხელს უწყობს ბავშვებშ


კომპეტენტურობის შეგრძნების ჩამოყალიბებას. მშობლებსა და მასწავლებლებს
შეუძლიათ ბავშვებს მზრუნველი და ერთმანეთის პატივისცემაზე აგებული
სასწავლო გარემო შეუქმნან, რაც მათ მოზრდილ ადამიანებთან და
თანატოლებთან ერთიანობისა და ერთობის შეგრძნებას ჩამოუყალიბებს.

ერთ-ერთი საინტერესო წიგნია ,,ეფექტური სწავლება სკოლაში“,

ავტორები რობერტ ჯ.მარზანო, დებრა ჯ.ფიქერინგი, ჯეინ ი.ფოლოქი.

სახელმძღვანელოს ავტორები წარმოგვიდგენენ კვლევებზე დაყრდნობით

შემუშავებულ მეთოდებს, რომლებიც აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემიურ

მოსწრებას. სწავლების მეთოდების განხილვისას ავტორები იმასაც

გვეუბნებიან, რომ არ არსებობს ნებისმიერ სიტუაციაში თანაბრად ეფექტური

მეთოდი. ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებლის გონივრულ განსჯაზე,

თუ რა მეთოდს გამოიყენებს კონკრეტულ ქმედებაზე. საინტერესო იყო ს.

ლობჟანიძის სტატია „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები,“

რომელიც კვლევის ჩასატარებალად იძლევა საჭირო პროფესიულ რჩევებს.

თ.ზურაბიშვილის წიგნში „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“

განხილულია კვლევის დროს გამოყენებული ისეთი თვისებრივი მეთოდები,

როგორიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი.

ლ.წულაძის ნაშრომში „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ

მეცნიერებებში“ საუბარია მეთოდების მრავალფეროვნებაზე, რაოდენობრივ

და თვისობრივ მეთოდებზე. კვლევაში დამეხმარა მ. გიორგაძის მიერ

გაკეთებული რესურსი „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე“.

კვლევის სამიზნე ჯგუფი:

1. მეშვიდე კლასის მოსწავლეები

2. მშობლები

3. მასწავლებლები

მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების

გამოყენებით: გამოკითხვა-ამ მეთოდს მივმართე, რომ მიმეღო პასუხი


11

კითხვებზე: რა ღირებულება აქვს მოსწავლისათვის საშინაო

დავალებას? რაში ეხმარება და რა სირთულეებს წარმოქმნის ამ

სამუშაოს ყოველდღიური შესრულება?

ანკეტირება - მოვამზადე კითხვარი ჩვენი რესპოდენტებისთვის.

კითხვები იყო ღია და ანონიმური, რადგან მიმაჩნია, რომ ამ დროს

რესპოდენტი არ იზღუდება. პასუხის გაცემის დროს იგი გულახდილია

და , შესაბამისად, მისი პასუხები ზუსტი და სანდოა.

ინტერვიუ - ამ მეთოდის გამოყენებით დავადგინე რესპოდენტების

დამოკიდებულება საშინა ო დავალებისადმი.

ფოკუსირებული დაკვირვება - ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური

უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესზე

დასაკვირვებლად.

4. კვლევის მეთოდოოგია

საკვლევი პრობლემის აქტუალურობის დასადგენად ჩავატარე თვისებრივი და


რაოდენობრივი კვლევა.

კვლევის თვისებრივი მეთოდებიდან გამოვიყენე დაკვირვება. უშუალოდ


ვიყავი ჩართული კვლევაში, მონაწილეობას ვღებულობდი სიტუაციებში,
ვაკვირდებოდი მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში.

ჩავატარე წერილობითი გამოკითხვა, ანუ ანკეტირება დახურული კითხვების


დახმარებით. გამოიკითხნენ VII კლასის მოსწავლეები, რომლის საშუალებით
გაირკვა, სად და რა უჭირდათ მათ. ეს გამოკითხვა დამეხმარა პრობლემის
იდენტიფიცირებაში, რათა ამით მათ დავხმარებოდი მოტივაციის ამაღლებაში.

 ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე

VII კლასში ჩავატარე ტრაფარეტული გაკვეთილი-შევამოწმე საშინაო


დავალება, გამოვიკითხე გაკვეთილი, ავხსენი ახალი მასალა. მათ ჯერ გაიაზრეს
ტექსტი, გამოყვეს პრიორიტეტები, მოახდინეს პრობლემის ანალიზი. ამის შემდეგ
ჩავატარე გამოკითხვა.
12

ამ გაკვეთილის შემდეგ დავგეგმე ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის


უნარების ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რაც მისცემდა მოსწავლეებს
საშუალებას, რომ ესწავლათ ძიებით, კეთებით, რაც, თავის მხრივ, ზრდის
მოტივაციას.

5. კვლევის შედეგები
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან

მოსწავლეებს მივეცი საშუალება, გულწრფელად ესაუბრათ გაკვეთილის პროცესში


წარმოჩენილ პრობლემებზე, ეფიქრათ მოგვარების გზებზე, ამ მიზნით
ინდივიდუალურად დავაწერინე შემდეგი საკითხი: რა პრობლემებს ვაწყდები
წერისას და მეტყველების დროს სასვენ ნიშნებთან დაკავშირებით. გაირკვა, თუ რა
სახის მუშაობა სჭირდება ამ კუთხით მასწავლებელს. საჭიროა :

 ტესტირებები
 ჯგუფური მუშაობები
 შეჯიბრებები, რომელიც გაზრდის მოტივაციას
 ტესტების მრავალფეროვნება
 აქტივობების სიმრავლე
 მეტი თავისუფლება და მხიარულება მუშაობის დროს

ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან

ფოკუს ჯგუფში მონაწილეობდა 10 მასწავლებელი. კვლევის მიზნის გაცნობის


შემდეგ ვიმსჯელეთ პრობლემაზე. მათი აზრით, როცა მოსწავლემ კარგად იცის
გრამატიკული წესები და ვერ იყენებს მას წერით ან ზეპირ მეტყველებაში, ამის
მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა რამ:

 წესების გაუაზრებელი დაზეპირება


 სიზარმაცე
 ნაკლები ტესტირება
 დაბალი მოტივაცია

ინტერვენცია I

I ინტერვენცია: დაიგეგმა მასწავლებლებისა და მოსწავლეების უშუალო


ჩართვა აქტივობების შერჩევისა და გაკვეთილის წარმართვაში.
II ინტერვენცია: დაიგეგმა და განაწილდა შესასრულებელი დავალებები.
13

მოსწავლეები თვითონ არჩევდნენ შესასრულებელ სავარჯიშოებს,


ადგენდნენ ტესტებს, არჩევდნენ ცოდნაზე ორიენტირებულ კითხვებს.
თანამშრომლობა სკოლის დირექციასთან და დამრიგებელთან
ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით. კოლეგების
გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა,
ჯგუფური სამუშაოების დაგეგმვა, საჭიროების შემხვევაში დამატებითი
მუშაობა მოსწავეებთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
თანამშრომლობა მშობლებთან. სასწავლო წლის დამამთავრებელ
ეტაპზე მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების გამოკითხვა
კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით.

მონაცემთა ანალიზი
კითხვარი მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის

გამოიკითხა 34 მოსწავლე
1. კვლევის პროცესში რომელი ენობრივი მასალა იყო თქვენთვის
საინტერესო?
ა) მორფოლოგიის - 9
ბ) სინტაქსის - 10
გ) სტილის - 15
2. დაახლოებით რა დროს ანდომებთ ენის საკითხების შესწავლას?
ა) 1 სთ - 8
ბ) 1.5 სთ - 10
გ) უფრო მეტი - 16
3. გეხალისებათ თუ არა ენობრივ საკითხებზე შედგენილ ტესტებზე
მუშაობა?
ა) დიახ - 25
ბ) არა - 9
4. გეხმარებთ თუ არა ენობრივი საკითხების ცოდნა ტექსტის უკეთ გაგება-
გააზრებაში?
ა) დიახ - 24
ბ) არა - 10

მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება


14

30

25

20

15

10

0
შეკითხვა N 1 შეკითხვა N 2 შეკითხვა N 3 შეკითხვა N 4

ა) ბ) გ)

გამოიკითხა 10 მასწავლებელი

1. აძლევთ თუ არა მოსწავლეებს ენობრივი ტიპის სავარჯიშოებს?


ა) დიახ - 6
ბ) ზოგჯერ - 2
გ) არა - 2
2. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას იის შესახებ, რომ ენობრივი საკითხების
ცოდნა ეხმარება მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში?
ა) დიახ - 7
ბ) ნაწილობრივ - 2
გ) არა - 1
3. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ამგვარი ტიპის ტესტებზე ხშირად
უნდა ვამუშაოთ მოსწავლეები?
ა) დიახ - 8
ბ) არა - 2

მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება


15

0
შეკითხვა N 1 შეკითხვა N 2 შეკითხვა N 3

ა) ბ) გ)

გამოიკითხა 34 მშობელი

1. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა მასწავლებელმა ხშრად ამუშავოს


მოსწავლეები ენობრივი საკითხების ტესტებზე?
ა) დიახ - 18
ბ) ნაწილობრივ - 12
გ) არა - 4
2. რას თვლით იმის მიზეზად, რომ ენაში მიღებულ ცოდნას ბავშვები
პრაქტიკაში ვერ ახორციელებენ?
ა) არასაკმარისი მუშაობა ბავშვების მხრიდან - 10
ბ) არასაკმარისი მუშაობა მასწავლებლის მხრიდან - 7
გ) საჭიროა ტესტირება ჩატარდეს უფრო ხშირად - 17

მშობელთა გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება


16

20

18

16

14

12

10

0
შეკითხვა N 1 შეკითხვა N 2

ა) ბ) გ)

ფოკუს ჯგუფის შედეგები

ფოკუს ჯგუფი მასწავლებლებთან

მასწავლებლებთან განხორციელებულ ფოკუს ჯგუფში მონაწილეობდა 10


მასწავლებელი. კვლევის მიზნის გაცნობის შემდეგ ვიმსჯელეთ, რა შეიძლება იყოს
იმის მიზეზი , რომ თეორიაში მიღებულ ენობრივი საკითხების ცოდნას
მოსწავლეები ვერ იყენებენ პრაქტიკაშ- ვერც ზეპირ და ვერც წერით მეტყველებაშ,
გამოვიტანეთ დასკვნა: ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი მუშაობა,
როგორც მასწავლებლების , ისე მოსწავლეების მხრიდან, ტესტებზე მუშაობის
სიმცირე.

ფოკუს ჯგუფი მშობლებთან

ფოკუს ჯგუფში გაერთიანებულმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ჩემი კვლევა


ხდებოდა მათი შვილების სასიკეთოდ. ამიტომ ისინი დიდი ხალისითა და
მონდომებით ჩაერთნენ მუშაობაშ. გაირკვა, რომ მოსწავლეები მთელი
გულისყურით არ სწავლობდნენ ენობრივ საკითხებს გაუაზრებლად
იზეპირებდნენ და არა შეგნებულად.

ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან

რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ აღმოაჩნდათ სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ


გამოკითხვაში. ანკეტირებიდან და უფრო მეტად გულღია საუბრიდან გაირკვა,
რომ პრობლემის მიზეზი არის არასაკმარისი მუშაობა , როგორც მათგან ასევე
17

მასწავლებლების მხრიდან. მათ სურთ, რომ უფრო ხშირად გამოიყენონ


საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიები, რაც უფრო საინტერესოს გახდის
გაკვეთილს.

ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე

დავაკვირდით საგაკვეთილო პროცესებს მეშვიდე კლასში, რამდენად და როგორ


იცავდნენ ენობრივ ნორმებს. შევაგროვეთ მასწალებლების მოსწავლეებისთვის
მიცემული ტესტები და დავალებები გამოსაკვლევ თემასთან დაკავშირებით, რათა
დაგვედგინა კონკრეტულად რა სახის დავალებებს აძლევდნენ ისინი
მოსწავლეებს. გაირკვა, რომ მასწავლებლები სისტემატურად არ ამუშავებდნენ
მოსწავლეებს ამ მიმართულებით, არ იძლეოდნენ სათანადო ინსტრუქციას, რისი
შედეგიც იყო ხარვეზები დავალების შესრულებაში.

კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები


მიზეზი იმისა, რომ თეორიაში მიღებული ენობრივი საკითხების ცოდნას
მოსწავლეები პრაქტიკაში ვერ ახორციელებენ, არის რამდენიმე:

 მოსწავლეებში დაბალია ინდივიდუალური მუშაობის უნარები


 საჭიროა მასწავლებლების მხრიდან ამ კუთხით მეტი მუშაობა( ტესტირება,
სავარჯიშოების შესრულება, ტესტების შედგენა)
 მასწავლებელმა ზუსტად უნდა დაადგინოს შინ მიცემული დავალების
შესრულების ხარისხი.

სხვათა შორის, ამ საკითხს ეხებოდა ჩემი შეხვედრები კოლეგებთან, რომელშიც


ჩართული იყო ხუთი მასწავლებელი.

პრობლემის იდენტიფიცირებისთვის გამოვიყენე ინტერვენციები.

ინტერვენციები II

გაანალიზებული მასალისა და მონაცემების შედეგად დავგეგმე


ინტერვეციები, რომლებიც, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობს შედეგების
გაუმჯობესებას.
 ჩავთვალე, რომ, პირველ რიგში, აუცილებელი იყო კოლეგებთან
ერთად დამემუშავებინა ამ კუთხით შეფასების კრიტერიუმები.
18

 შევამოწმე მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები და


მივაწოდე ეფექტიანი უკუკავშირი. ვეხმარებოდი მოსწავლეებს
საკუთარი სწავლის გაცნობიერებაში. შემოწმებისას ყოველთვის
აღვნიშნავდი მათ ძლიერ მხარეებს და ვუთითებდი დავალების
შესრულების ხარვეზებს. ერთად ვმუშაობდით პრობლემის გადაჭრის
გზებზე. (მრავალფეროვანი ტესტები, თვალსაჩინოებები, პლაკატები,
რედაქტირება)

ინტერვეციების შეფასება
შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო, რამდენად ეფექტურია კვლევის
მიერ შემუშავებული ტესტების, სავარჯიშოების მიცემის მეთოდი
მოსწავლეებისათვის; დაეხმარება თუ არა მოსწავლეს ამგვარად მიცემული
საშინაო დავალებები დავალების ხარისხიანად შესრულებაში. დავალებები
ისე იყო შერჩეული, რომ მოსწავლეებს გაადვილებოდათ ენობრივი
საკითხების(მართლწერის, პუნქტუაციის, სტილის) სწორად გამოყენება
როგორც ზეპირ, ასევე წერით მეტყველებაში. ჩემი აზრით, შესრულებული
სამუშაოები მათ დაეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.

რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება.

რეკომენდაციები.
რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა :
1. მასწავლებლებმა მოსწავლეებს მისცენ ისეთი დავალებები, რომლის
ანალოგიური სავარჯიშო მათ უკვე კლასში შეასრულეს, საშინაო დავალების
მიცემის დროს გასცენ შესაბამისი ინსტრუქცია, დროულად და
სრულყოფილად
შეამოწმონ საშინაო დავალება.
2. საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს
დავალების რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და დაადგინოს დავალება
ისე,
რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად გაითვალისწინოს, რათა
მიაღწიოს შედეგს. ყოველ ახალ დავალებას მოსწავლე ახალ ნიშნებამდე
უნდა

აჰყავდეს. უნდა ზრდიდეს მის ცნობისმოყვარეობას, სურვილს ისე, რომ


საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში გადაეზარდოს.
ამისთვის
აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა.
(შევუდგინოთ
მათ შეფასების კრიტერიუმები)
19

3. მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალების სწორად


შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად
უნდა
გაიაზროს თავისი ფუნქცია.
4. საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება როგორც პედაგოგებს, ისე
პედაგოგებსა და მშობლებს შორის და შედგეს მათი შეხვედრები.

ინტერვენციის შეფასება

შეფასების მიზანს წარმოადგენს გამეგო:


- რამდენად ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული საშინაო
დავალების მიცემის მეთოდები მოსწავლეებისთვის.
- დაეხმარება თუ არა მოსწავლეს ამგვარად მიცემული საშინაო
დავალებები, დავალების ხარისხიანად და ხალისით შესრულებაში.
- მასწავლებელთა გადამზადება და მათთვის ლიტერატურის გაცნობა
დაეხმარა თუ არა VI, VII კლასის პედაგოგებს მოსწავლისთვის საშინაო
დავალების სწორად მიცემაში.
პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით მნიშვლელოვანი
იყო
დაგვედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი
პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით
გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილზე დასწრება და გაკვეთილის
ანალიზი
მათ დაეხმარება საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში.
მასწავლებელთა გადასამზადებლად განხორციელებული ინტერვენციის
შესაფასებლად განვახორციელე ფოკუსდაკვირვება გაკვეთილზე (2-
2გაკვეთილი) აღმოჩნდა, რომ მასწავლებლის მიერ გაცემული უკუკავშირი
ამჯერად გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო ვიდრე
კვლევის
შეგროვების ეტაპზე.

კვლევის ხარვეზები
ჩატარებული კვლევა ეხებოდა იმ მიზეზების დადგენას, თუ რატომ ვერ
ახერხებდნენ მოსწავლეები გრამატიკაში მიღებული ენობრივი მასალის
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. მიმაჩნია, რომ კვლევამ ძირითად მიზანს
მიაღწია, თუმცა მას ხარვეზებიც ჰქონდა. უმჯობესი იქნებოდა კვლევის სხვა
მეთოდების გამოყენებაც. მაგ. ინტერვეციების შემდეგ კვლავ ჩამეტარებინა
გამოკითხვა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან, რომლის
20

საშუალებითაც გავიგებდი მათ აზრს განხორციელებულ ცვლილებებზე,


ანუ ჩამეტარებინა ახალი დიგნოსტიკა.

დასკვნა
ინტერვიუმ მოსწავლებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან საშუალება მომცა
განმესაზღვრა მათი დამოკიდებულება საკვლევ საკითხთან. მეშვიდე კლასში
განხორციელებული კვლევის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კვლევის
პირველ ეტეპზე წარმატებით განხორციელდა კვლევის კომისიის შექმნა და
საკვლევი საკითხის შერჩევა-ჩამოყალიბება. კვლევის პროცესმა და შედეგმა აჩვენა,
რომ საკვლევი საკითხი აქტუალურია სკოლისათვის. პედაგოგებისათვის ,
მოსწავლებისა და მათი მშობლებისათვის ეს იყო საინტერესე ჩართულობა. ისინი
გაეცნენ, შეისწავლეს სწავლის პროცესები, შეიძინე გამოცდილება.
განხორციელებული ინტერვენციების შედეგად შეიცვალა მოსწავლეთა მოტივაცია
საგაკვეთილო პროცესში, რითაც შევძელი მოსწავლეებს უკეთ გამოეყენებინათ
გრამატიკაშ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში , როგორც ზეპირ ასევე წერით
მეტყველებაში.

მეტყველებაში.პრაქტიკული

კვლევის საფუძველზე შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ

მოსწავლისთვის არასწორად მიცემული საშინაო დავალების მიცემით

გამოწვეული პრობლემების მიზეზებია:

➢ პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა

➢ პედაგოგთა და მშობელთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა

➢ მასწავლებელთა მიერ მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების მიცემის

დროს დავალების შესრულების ინსტრუქციის არქონა

➢ საშინაო დავალების შეუმოწმებლობა ან არასრულყოფილი შემოწმება.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები,

გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი

უმრავლესობა შედეგიანი იყო.


21

➢ საშინაო დავალების მიზნობრივად გამოყენება აუმჯობესებს

სწავლებასწავლის შედეგებს;

➢ მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია ხელს უწყობს მოსწავლეთა

წარმატებას;

➢ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებსის და საჭიროების

გათვალისწინებით ხორციელდება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას;

➢ მასწავლებლების ერთობლივი მუშაობა აუმჯობესებს სასკოლო გარემოს.

რეფლექსია
2019 წლის 3 ივნისს შედგა პედაგოგების შეხვედრა II სემესტრის განმავლობაში
ჩემ მიერ ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ( თემა: ,,ენობრივი
ნორმების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოსწავლეთა მიერ
როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში“) გაზიარების მიზნით. შეხვედრას
ესწრებოდნენ ძირითადად ის მასწავლებლები, რომლებიც ამ თემით იყვნენ
დაინტერესებულნი, უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლები.
მიღებულმა უკუკავშირმა დამანახა, რომ ეს საკითხი აქტუალური ყოფილა სხვა
საგნებშიც. ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის, , ნ. სორდიას
აზრით, კარგი იქნებოდა , რომ ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევდნენ არა მხოლოდ
ფილოლოგები, არამედ , ვთქვათ, მათემატიკის, ან სხვა ნებისმიერი საგნის
მასწავლებლები, რადგან თუნდაც სასვენი ნიშნების გამოყენების გარეშე
გაუგებარი იქნებოდა აზრი ხშირ შემთხევაში. ფასილიტატორმა თამთა როგავამ
გამოთქვა აზრი, რომ ტესტირების გაანალიზების შემდეგ კარგი იქნებოდა, თუ
მასწავლებელი განსხვავებული დონის მოსწავლეებს შესთავაზებდა დამატებით
ახალ აქტივობებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასევე მასწავლებლებმა საჭიროდ
ჩათვალეს ინდივიდუალურად მუშაობა მოსწავლეებთან. მომავალში
აუცილებელია კვლევის შედეგების განზოგადება და კვლევის შედეგად შექმნილი
რეკომენდაციების გათვალიწინება.

პრაქტიკული კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების

გაზიარება საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი

კოლეგებისთვის.

კვლევის პრეზენტაციაზე კოლეგებს გავაცანი კვლევის შედეგები და

შეფასების მიზნით ვთხოვე კითხვარის შევსება. წარმოგიდგენთ მათ

უკუკავშირებს:
22

საკითხი მეტად აქტუალურია, რადგან საშინაო დავალების შესრულება,

მისი სრულყოფილად წარმოდგენა ყოველთვის უჭირთ მოსწავლეებს და ამ

მხრივ სხვადასხვა აქტივობებისა და მეთოდების დანერგვა აუცილებლად

მოგვცემს შედეგს და დაინტერესებაც უფრო მეტი იქნება მოსწავლეების

მხრიდან.

ვთვლი, რომ საინტერესო კვლევაა, სტრუქტურულად აწყობილია

თანმიმდევრულად და ზუსტად ასახავს არსებულ სურათს . ეს პრობლემა

ასევე აქტუალურია დაწყებით საფეხურზეც, ამიტომ ახალი მეთოდებისა

და მიგნებების გამოყენება დაბალი საფეხურიდან უკეთეს შედეგზე

გაიყვანს მოსწავლეს , რადგან უკვე მაღალ საფეხურზე გადასვლასთან

ერთად მატულობს საშინაო დავალების სიხშირე და სირთულეც.

მასწავლებლის პრაქტიკული კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს

უწყობს არსებული პრობლემის შესწავლას და მისი გადაჭრის მეთოდების

დანერგვას და კოლეგებისთვის გაზიარებას. კვლევაში სრულად არის

მოცემული, რომ საშინაო დავალების შესრულება ერთ–ერთი მთავარი

ინსტრუმენტია მოსწავლეთა წარმატების მისაღწევად. მოსწავლე უფრო

მოტივირებული ხდება. კვლევის შედეგები დახმარებას გაუწევს ყველა

დაინტერესებულ მოსწავლეს და მასწავლებელს.

პრაქტიკული კვლევის განხორციელება მასწავლებლის საქმიანობის

აუცილებელი კომპონენტია. კვლევა ხელს უწყობს მასწავლებელს პრობლემის

იდენტიფიცირებაში, მისი გადაჭრის გზების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

თქვენი კვლევა საინტერესო და აქტუალურია. მოსწავლეთა უმრავლესობა,

განსაკუთრებით მაღალ კლასებში, იშვიათად ასრულებს საშინაო დავალებას.

კვლევაში მოცემული გადაჭრის გზები საინტერესო და ეფექტურია.

ფაქტიურად მოსწავლეებს დავალების შესრულება მათთვის მისაღებ და

საინტერესო პირობებში უწევთ, რაც მათი მოტივაციის ამაღლებას გამოიწვევს

დროთა განმავლობაში. აღნიშნული კვლევის მიგნებებს დავნერგავ ჩემს


23

პრაქტიკაში, მშობლებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათთვის

შვილების აკადემიური მიღწევის გაცნობის მიზნით. გავითვალისწინებ მათ

მოსაზრებებს, დავაკვირდები კლასს მომდევნო სასწავლო წლის

დასაწყისიდანვე და შევეცდები ყველა ქმედითი ნაბიჯი დავაფუძნო

მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს.


24

ბიბლიოგარაფია

1. ეროვნული სასწავლო გეგმა. საგნობრივი სტანდარტი ქართულ


ლიტერატურაში.

2. ირინა აბულაძე ,„მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში“ ,2014 წ. 24


ივნისი, ელ. ჟურნალი „მასწავლებელი“.

3. განვითარებისა და სწავლის თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული


განვითარების ცენტრი. 2008წ.

4. ,,განათლების მუშაკთა მომზადება ბავშვების სწავლის პროცესში


ოჯახების ჩასართავად“ , ვაისი, ჰოლი კრაიდერი , ელენე ლოპესი.2010

5. ჟურნალი „მასწავლებელი“

6. მასწავლებლის წიგნი თ. კობახიძე, გ.ნოზაძე, მ.ინასარიძე,


მ.ბოჭორიშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი. 2016 წ.

7. სტატიები განათლების საკითხებზე. მასწავლებელთა პროფესიული


განვითარების ცენტრი. 2010 წ.

8. რ.დევდარიანი ,,ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში“. (ტექსტის


რედაქტირების განყოფილება)

9. ა.შანიძე, ლ,კვაჭაძე. ქართული ენა, თბილისი, 2001.

10. ქ.გოჩიტაშვილი, ნ.დანელია „სავარჯიშო რვეული ქართულ


მართლწერაში“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი 2006წ.

11. დ.თვალთვაძე, ნ.გაფრინდაშვილი „მართლწერის წესები და


სავარჯიშოები“, თბილისი 2004წ.

12. თ.ქიტოშვილი, მ.ნებიერიძე „ქართული ენა და ლიტერატურა“. ბაკურ


სულაკაურის გამომცემლობა, 2015.

13. ლ.კვაჭაძე, „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი“, თბილისი, 1977წ.

You might also like