You are on page 1of 1

XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, თბილისელმა ვაჭარმა იაგორ თამამშევმა მისი

მრავალ-რიცხოვანი ოჯახისთვის სახლის აშენება გადაწყვიტა. ამიტომ, მან შვედ


არქიტექტორს ოტო სიმენსონს მიმართა, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში,
სოლოლაკში თამამშევებისთვის მშვენიერი სახლი ააგო. თბილისელმა ვაჭარმა თავისი
შვილიშვილი ელისაბედი არისტოკრატ მიხეილ სმირნოვს მიათხოა, სოლოლაკში აშენებული
სახლი კი, შვილიშვილს მზითევში მისცა. მას შემდეგ, თბილისლები თამამშევის ნამზითევს
სმირნოვების სახლს უწოდებენ. ახლა სმირნოვების სახლში მრავალი საინტერესო ექსპონატია
დაცული: ილია ჭავჭავაძის ორი წერილი, ორი მაგიდა რომლებიც იმპერატორ პეტრე I
გაუკეთებია. სახლის კედლებს ამშვენებს აივაზოვსკის ნახატები, რომლებიც ას ხუთი წლის
წინათ იქნენ დახატული.

You might also like