You are on page 1of 4

შუშანიკის წამება

1.საიდან ვიგებთ, რომ „შუშანიკის წამების“ ავტორის სახელია იაკობი?

2. გაიხსენე ერთ-ერთი ფრაზა (გინდა ციტატა, გინდა შენი სიტყვებით),


რომელიც გვავარაუდებინებს, რომ ცურტაველს მანამდეც ჰქონდა
დაწერილი სხვა ნაწარმოები

3.რომელ წლებშია , სავარაუდოდ, დაწერილი ეს ნაწარმოები და რა


გვაძლევს ამის ფიქრის საფუძველს

4.მოხსენებულია თუ არა ტექსტში პეროზ მეფის ქალიშვილის სახელი?

5. ვისგან გაიგო შუშანიკმა ქმრის გამაზდეანების ამბავი?

6. რას ნიშნავს „სულითა ცხოველი და სულითა მომკვდარი“. ვინ ამბობს


ამ სიტყვებს და ვისზე?

7. რა იყო მიზეზი ვარსქენის გამხეცებისა, როცა მან შუშანიკის წასვლის


ამბავი შეიტყო?

8. რას გულისხმობს შუშანიკი სიტყვებით „ ვარსქენ აღიარა ატროშანი და


შეერთო იგი უღმრთოთა“

9. სად იმყოფებოდა იაკობი იმ დროს, როდესაც შუშანიკმა სასახლე


დატოვა და ვინ შეატყობინა მას ეს ამბავი?

10.შუშანიკი ეუბნება ხუცესს:“ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე“ - რას


გულისხმობს დედოფალი ამ სიტყვებით

11.ვისი სიტყვების ციტირებას ახდენს შუშანიკი, როდესაც ამბობს : „არა


დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყარენ“- რას გულისხმობს ეს
ფრაზა?
12. ვარსქენი შეუთვლის შუშანიკს:“ შენ ხატი ჩემი დაამხუ, საგებელსა
ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დარგიტევებიეს და სხვაგან
წარსრულხარ“-განმარტე ეს ფრაზა

13.გაიხსენე, როგორ ახასიათებს დედოფალი ვარსქენის მამას

14. ვინ ესწრებოდა სასახლეში ვარსქენის მიერ გამართულ პურობას?

15.როდის აწამა პირველად ვარსქენმა შუშანიკი?

16.რისი სიმბოლოებია პური და ღვინო,რომელთა მიღებაზეც ასე მტკიცე


უარს ამბობს შუშანიკი სასახლეში გამართული პურობისას? რისი ჩვენება
სურს ამით დედოფალს?

17 როგორ მოახერხა პირველად იაკობმა შუშანიკთან შეღწევა?

18.რატომ სურდა შუშანიკს ვარსქენისთვის სადედოფლო სამკაულების


დაბრუნება?

19.როგორ მოიქცა და რა თქვა ვარსქენმა, როცა სამკაულები მიიღო?

20.მეორედ როდის აწამა ვარსქენმა შუშანიკი?

21.განმარტე ფრაზა: „ნურარაი გგლიან, უტე მოკუდეს“

22.რას ნიშნავს „ტარიგი“?

23. რა უპასუხა შუშანიკმა ვარსქენის მუქარას, როცა ეს უკანასკნელი


დაემუქრა,ჩორში სამეფო კარზე წარგგზავნიო.

24. რატომ ეუბნება შუშანიკი ვარსქენს, თუ მკვდრის აღდგენა შეგიძლია,


ჯერ დედაშენი გააცოცხლეო?

25.ვის ეუბნება დედოფალი ამ სიტყვებს: განვისაჯენით მე და ვარსქენ


პიტიახში მუნ, სადა იგი არა არს თვალღება წინაშე მსაჯულისა მის
მსაჯულთაისა და მეუფისა მის მეუფეთაისა“. ბ) განმარტე ეს ფრაზა

26. რას ადარებს შუშანიკი ამქვეყნიურ ცხოვრებას და რატომ?


27.მთელი ნაწარმოების მანძილზე მხოლოდ ერთხელ გამოხატავს
შუშანიკი ერთგვარ სინანულს ცხოვრების შემოკლებასა და
ახალგაზრდობის წართმევასთან დაკავშირებით. ვისთან საუბრობს ის ამ
თემაზე და რას ამბობს.

28.რამდენი წელი გაატარა შუშანიკმა ციხეში?

29. ჩამოთვალე ყველა ის პერსონაჟი, რომელიც დედოფალს ციხეში


სტუმრობდა სიკვდილამდე

.30.სად დაკრძალვა მოითხოვა შუშანიკმა?

31.ჩამოთვალე ნაწარმოებში დასახელებული ყველა საერო პირი

32. ჩამოთვალე ნაწარმოებში დასახელებული ყველა სასულიერო პირი

33. რომელი რელიგიების დაპირისპირებაა ნაწარმოებში?

34. დაწერე მაზდეანობის სინონიმები

35. განმარტე ფრაზა: „ვიხილე ხატი მისი დაბძარული“

36. განმარტე ფრზა: „მოიწია დღე იგი წოდებისაი მისისაი“

37.რა სასწაულმოქმედი ძალა მიანიჭა უფალმა დედოფალს?

38. „ხოლო ამის უბადრუკისა და სამგზის საწყალობელისა ვარსქენისი


ვითარმე ვინ თქუას, ყოვლად განწირულისაი, ვითარ იგი განაგდო
სანატრელი სასოებაი ქრისტეისი“-ამოიწერე ის სიტყვები, რომლებიც
გამოხატავს ვარსქენის საქციელის ავტორისეულ შეფასებას.

39. „რაჟამს წარდგა იგი წინაშე სპარსთა მეფისა არათუ პატივისა


მოღებისათვის, არამედ ძღუნად თავსა თვისსა შესწირვიდა მეფისა მის
მიმართ“-ა) ამოიწერე ოთხი სიტყვა,რომლებიც გამოხატავს აზრს-სრულ
მორჩილებას აღუთქვამდა. ბ)-განმარტე, რას არ ცდილობდა ვარსქენი,
როცა სპარსთა მეფეს ეახლა
.

You might also like