You are on page 1of 5

შედარებითი სანივთო სამართალი

(ფინალური)

1/როგორაა განხილული მფლობელობა იტალიის სამოქალაქო კოდექსში?

იტალიის სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ამოქმედდა 1992 წლიდანდა დღემდე


მოქმედებს, მფოლბელობას წარმაოდგენს და განმარტავს, როგორც ნივთზე
ბატონობას. გარდა ამისა ეს ბატონობა უნდა იქნეს გამოხატული ანუ მესაკუთრე ან
სხვა სახის უფლების მატარებელი პირის მიერ უნდა ხდებოდეს აქტიური მოქმედება.
პირი უნდა ახდენდეს მოქმედების გზით მფლობელობის გამოვლენას, რომელიც
წააგავს იერინგის მფლობელობის თეორიას.
იტალიის სამოქალაქო კოდექსში მფლობელობის წარმოშობის ნებაზე არ არის
საუბარი, მაგრამ იტალიურ იურიდიულ ლიტერატურაში აღინიშნება, ტერმინი
„animus”, რომელიც განხილულია როგორც მფლობელობის ელემენტი. იტალიელ
მეცნიერთა განამრტებით, ვინაიდან პირის მიერ ჩადენილი მოქმედება
ხორცილედება გააზრებულად და ასევე იკვეთება ამავე პირის სურვილი
განსაზღვრული ეფექტის მისაღებად, მფლობელობის წარმოშობის ნების
გათვალისწინება ხდება იმით თუ ვინ ახორციელებს აღნიშნულ მოქმედებას.

2/როგორია თანამედროვეობის ძირითადი სამართლებრივი სისტემები?


თანამედროვე სისტემა ძირითად ორ მიმართულებად იყოფა, ესენია კლასიკური
(პანდიქტური სამართლის გავლენით) და აისაგა გერმანულ ავსტრიულ და
შვეიცარულ სამოქალაქო კოდექსში, ხოლო მეორე წარმოადგენს წმინდა რომანულ
სისტემას (საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი).

3/რა განსხვავებაა საკუთრების უფლებისადმი მიდგომაში ევროპულ და საერთო


სამართალში?

4/რა განსხვავებაა უფლების გადაცემის ინგლისურ და ფრანგულ სისტემებს შორის?


უფლების გადაცემის ფრანგული და ინგლისური სისტემა რიგ საკითხებში
ერთმანეთს წააგავს, მაგალითად ორივე სისტემა წარმოადგენს აბსტრაქტულ
სისტემას, ასევე ორივე სისტემის მიხედვით, უფლების გადაცემა შესაძლებელია
არსებულ ინდივუდუალურ განსაზღვრულ ნივთებზე, ასევე ინგლისურ-ფრანგული
სისტემა ერთმანეთს წააგავს იმით, რომ ნასყიდობის დადების ეტაპზე გამსხვისებელს
ფასი არ გადაეცემა.
მიუხედავად მსგავსებისა, მათ შორის არის გარკვეული სხვაობებიც, მაგალითად:
ინგლისში „საქონლის ნასყიდობის“ აქტს მიღმა დარჩენილი მოძრავ ნივთებზე
საკუთეების უფლების გადაცემა ხორციელდება უშუალოდ მფლობელობის
გადაცემის შემდეგ. ხოლო ფრანგული სამართლის მხიედვით, უფლების
გადაცემისათის საკამრისია მათ შორის შეთანხმების მიღწევა. რაც თავისთავში
გულისხმობს იმას, რომ ფრანგული სისტემის მიხედვით, თავად ხელშეკრულებას
გადააქვს საკუთების უფლება.
5/როგორია ნივთების კლასიფიკაცია ევროპულ სამართალში?

6/როგორია ნივთზე სამომავლო საკუთრების უფლება გერმანულ კერძო სამართალში?


სამომავლო საკუთრების უფლება გულისხმობს ნივთის მომავალში შეძენის
უფლებას, ამიტომ გერმანულ სამართლაში, იგი შეზღუდულ სანივთო უფლებათა
სისტემაშია მოქცეული. ნივთზე მომავალი საკუთრების უფლება უკავშირდება
პირობას, რომლის მხიედვითაც, იგი მომავალში უნდა დადგეს და მის საფუძველზე
წარმოიშვას საკუთრების უფლება. გერმანული სამართლის მიხედვით, პირს
რომელსაც გააჩნია სამომავალი საკუთრების უფლება, აქვს სანივთო-სამართლებრივი
დაცვისა და ქონებაზე მოთხოვნის მიქცევის უფლება (მსგავსი უფლება წაარმოიქნება
ასევე გირავნობისა და იპოთეკის დროს).
7/როგორია შეზღუდულ სანივთო უფლებათა კლასიფიკაცია ნიდერლანდების
სამოქალაქო კოდექსით?
სანივთო უფლებათა სისტემა ჰოლანდიის სამართლის მიხედვით იყოფა ორად
პირველია სხვისი ქონებით სარგებლობის უფლება რომელიც მოიაზრებს სერვიტუტს,
მშენებლობის უფლების მემკვიდრეობით გადაცემას, სერვიტუტს და საცხოვრებლის
უფლებას . რაც შეეხება მეორე ჯგუფს მას მიეკუთვნება უზრუნველყოფის სანივთო
უფლებები. ჰოლანდიის სამართლებრივი რეგულირების მიხედვით ნივთის
დაკავების უფლებას ის მიეკუთვნება სანივთო უზრუნველყოფას.
8/როგორია მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებები რომის სამართალში?

9/როგორია მშენებლობის უფლების სახეები?


მშენებლობის უფლებას წარმოშობს: მხარეთა შეთანხმება, მემკვიდრეობა და
სასამართლო გადაწყვეტილება.
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი მშენებლობის უფლება
დაკავშირებულია რთულ სამართლებრივ ურთიერთობასთან, კერძოდ: მათ შორის
უნდა არსებობდეს ვალდებულებითი ხელშეკრულება (ნოტარიულად დამწმებული),
და აღნოშნული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს როგორც მშენებლობის წარმოებას,
ასევე ნაგებობით სარგებლობის პირობებს, ასევე ხელშეკრულებაშ უნდა იყოს
გათვალსიწინებული მშენებელის მიერ ანაზღაურების მოთხოვნის და მისი
წარმოშბის საფუძვლები.
მემკვიდრეოით მიღებული მშენებლობის უფლება პოპულარუი გახდა მე-20
საუკუნეში, როცა

10/როგორაა განხილული უზუფრუქტი ავსტრიის სამოქალაქო კანონმდებლობაში? 


ავსტრიული სამოქალაქო კოდექსის მხიედვით, უზუფრუქტი წარმოადგენს პირადი
სერვიტუტის ერთ-ერთ სახეს, (მეორე სახეა საცხოვრებელი სადგომის უფლება).
ხოლო თავად სერვიტუტი არის ორი სახის კერძოდ პირადი და იგი არის ავსტრიული
სანივთო სამართლის შემადგენელი ნაწილი.

კაზუსები

1/ ფიზიკურმა პირმა ქებაძემ `შავი ზღვის~ ბანკისაგან აიღო სესხი 100000 ლარის
ოდენობით. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ქებაძემ დააგირავა 200 000
ლარის ღირებულების მარცვლეულის გადამამუშავებელი დანადგარი, რომელსაც ის
უკრაინიდან დღე-დღეზე ელოდებოდა. ქებაძემ გადამზიდავ კომპანიას ვერ
გადაუხადა მანქანა-დანადგარის ექსპედიციისა და ტრანსპორტირების საზღაური,
რის შედეგადაც გადამზიდველმა კომპანიამ გადაწყვიტა გაეყიდა აღნიშნული მანქანა-
დანადგარი. შეიტყო რა ბანკის იურისტმა გირავნობის საგნის მოსალოდნელი
რეალიზაციის თაობაზე, წერილობითი მოთხოვნა წარუდგინა გადამზიდველ
კომპანიას, რომ ქებაძეს აღნიშნულ ქონებაზე გირავნობის უფლება გაფორმებული
ჰქონდა სესხის უზრუნველყოფის მიზნით `შავის ზღვის ბანკთან~ და გადამზიდველ
კომპანიას მანქანა-დანადგარის რეალიზაციის უფლება არ ჰქონდა. როგორ
გადაწყდება მხარეთა შორის არსებული დავა?

ამოხსნა

ფიზ. პირ ქებაძეს და სს „ შავი ზღვის“ ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება
სსკ-ის 623 მუხლის შესაბამისად , რომლითაც ქებაძეს სს „ შავი ზღვის“ ბანკმა
გადასცა 100000 ლარი და სსკ-ს 254-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად რომელიც
მხარეებს საშუალებას აძლევს გირავნობის ხელშეკრულება დაიდოს სამომავლო
ქონებაზე ამ შემთხვევაში კი ქებაძის სამომავლო ქონებაზე, კერძოდ 200 000 ლარის
ღირებულების მარცვლეულის გადამამუშავებელი დანადგარი გახდა გირავნობის
საგანი , როგორც უზრუნველყოფის საშუალება. აღსანისნავია ისიც რომ სამომავლო
ქონება მხოლოდ მას შემდეგ ხდება გირვნობის საგანი, რაც მეგირავნემ შეიძინა იგი,
როგორც კაზუსიდან ჩანს ქებაძეს ნასყიდობის ხელშეკრუბით შეთანხმებული იყო
სსკ-ს 478-ე მუხლის შესაბამისად განსხვავებულ მოდელზე , კერძოდ კი მანქანა
დანადგარების ექსტრადიციისა და ტრანსპორტირების საზღაურს იხდიდა ქებაძე
თუმცა კაზუსიდან გამომდინარე ნასყიდობა უკვე შემდგარია ვინაიდან
შესრულებულია სსკ-ს 477-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ კი
გამყიდველს უკვე გადაცემული აქვს ხელშეკრულების საგანი გადამზიდავი
კომპანიისათვის მისაწოდებლად, ხოლო როგორც ჩანს ქებაძეს დაფარული აქვს სსკ-ს
477-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით გადახდილი აქვს ნივთის საფასური და
აქვს სსკ-ს 483-ე მუხლის შესაბამისად მიღებად ჩაითვლება აქვს განხორციელებული,
კერძოდ კი ხეშეკრულება აქვს დადებული გადამზიდ კომპანიასთან შესაბამისად
მანქანა დანადგარები უკვე წარმოადგენს გირავნობის საგანს. სსკ-ს 254-ე მუხლის მე-3
ნაწილის შესაბამისად მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის
უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით, ამ
შემთხევავაში გადამზიდი კომპანია გამოდის როგორც კრედიტორი, მაშასადამე
გადამზიდ კომპანიას არ აქვს უფლება მანქანა დანადგარების რეალიზაციისა , ხოლო
იმ შემთხვაში თუ რეალიზაციას მაინც მოახდენდა დაიფარებოდა პირველ რიგში
სს„ შავი ზღვის“ ბანკის მოთხოვნა სრულად, სსკ-ს 279-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად შესაბამისად მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს
რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია გირავნობის
საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი
შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის განმავლობაში აცნობოს შემდგომ
მოგირავნეს იმის თაობაზე, რომ: იგი სარგებლობს გირავნობის საგნის რეალიზაციის
უფლებით. ამ შემთხვევაში შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს რეალიზაციას
და რეალიზაციის განხორციელების ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს.

2/ ბურკაძესა და სისაურს შორის ავტობაზრობაზე შედგა ზეპირი შეთანხმება


ავტომობილის ნასყიდობის თაობაზე. ბურკაძე ისე მოიხიბლა ცნობილი მარკითა და
მისთვის ხელმისაწვდომი ფასით, რომ არც დაინტერესებულა ფაქტობრივი
გადაცემის გარდა მის სამართლებრივ გაფორმებაზე. ბურკაძემ გადასცა სისაურს
ნასყიდობის ფასი, ხოლო სისაურმა ბურკაძეს გადასცა ავტომობილის ტექნიკური
პასპორტი, გასაღები და განბაჟების დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთ დღეს
ბურკაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გააჩერა და სთხოვა მანქანის
გადაყვანა ვითარებაში გასარკვევად. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით
აღნიშნული ავტომობილი რეგისტრირებული იყო შპს „პირველის“ სახელზე, სადაც
სისაური მუშაობდა დირექტორად, შპს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო
ვალდებულებებისათვის კი ავტომობილს ყადაღა ედო. • როგორ დავიცვათ ბურკაძე
აღნიშნული სამართლებრივი პრობლემისაგან? • რა შინაარსის სამართლებრივ
კონსულტაციას გაუწევდით მას? • ჰქონდა თუ არა სისაურს ავტომობილის
რეალიზაციის უფლება? • რა გზებით უნდა მოეპოვებინა ბურკაძეს ავტომობილზე
საკუთრების უფლება?

კაზუსის მიხედვით, მხარეებს შორის კერძოდ ბურკაძესა და სისაურს შორის შედგა


სანყიდობის ხელშერულება სსკ-ის 477-ე მუხლი. ნასყიდობის ხელშეკრულება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არ საჭიროებს წერილობით
ფორმას, კერძოდ თუ მხარეები შეთანხმდებიან მათ შეუძლიათ გააფორმონ
წერილობით ფორბით. შემძენბა ანუ ბურკაძემ თანხა გადაიხადა ნივთზე როგორც
ფაქტობრივი ფლობის, ასევე მასზე საკუთრების მოპოვების მიზნით, თუმცა კაზუსის
მიხედვით ბურკაძე მხოლოდ და მხოლოდ მფლობელია (სსკ-ის 155-ე მუხლის 1-ლი
და მე-2 პუნქტები), რადგან ჩანს ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, თუმცა სამოქალაქო
კოდექსის შესაბამისად გათვალისწინებული პროცედურები არ ჩატარებულა (შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია) და ამიტომ ბურკაძე
არ წარმაოდგენს ნივთის მესაკუთრეს (სსკ-ის 170-ე მუხლი). კაზუსის არსიდან ასევე
ირკვევა, რომ გამყიდველი ანუ სისაური ასევე არ წარმაოდგენს ნივთის მფლობელს,
სისასური წარმაოდგენს თავდაპირველ მფლობელს ანუ იგი ფაქტობრივად
განკარგავს შპს „პირველის“ სახელზე რეგისტრირებულ მოძრავ ნივთს. საქართველოს
სამოქალაქო კოდექქსის შესაბამსიად კი ნივთის გასხვისების უფლება გააჩნია ნივთის
მესაკუთრეს (სსკ-ის 170-ე მუხლის მე-3 პუნქტი). ძალზდ მნშვნელოვანია
დავადგინოთ რამდენად წარმაოდგენს შემზენი (ბურკაძე) კეთილსინდისიერ შემძენს
(სსკ-ის 187-ე მუხლი). ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით
მოძრავი ნივთის მფლობელი უნდა ვივარაუდოთ მის მესაკუთრეთ, აღნიშNული
დებულების საფუძველზე, ბურკაძე შეილება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ
შემძენად, რადგან ის ვერ ივარაუდებდა რომ სისაური არ წარმაოდგენდა მანქანის
მფლობელს, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლის მხიედვით სისაურს შეუძლია გახდეს
ნივთის მესაკუთრე რადგან იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. იგი
კეთილსინდისიერია იმ ფაქტის წინაშე, რომ სისაური არ წარმოადგენს რეალურ
მესაკუთრეს.

You might also like