You are on page 1of 8

სილაბუსი

სასწავლო კურსის სახელწოდება მედიის აქტუალური თემები


კურსზე დაშვების წინაპირობა ჟურნალისტიკის საფუძვლები
სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია მაღალხარისხიანი მედია პროდუქციის შექმნის
მეთოდოლოგიური პრინციპებისა და პრაქტიკული ტექნოლოგიები სწავლება
თანამედროვე ჟურნალისტიკის პრობლემათა წარმოჩენისა და საზოგადოებრივი
აქტუალიზაციის ხარისხის განსაზღვრით, ჟურნალისტის მიერ გაშუქებულ
სხვადასხვა თემატიკაში (პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, ეკოლოგიური
და სხვა პრობლემათა გაშუქებისას)
სწავლება-სწავლის მეთოდები დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა
ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს
კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული
შეკითხვებით. იგი უვითარებს სტუდენტს მსჯელობისა და საკუთარი აზრის
დასაბუთების უნარს.
გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული
მეთოდი შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე. მეთოდი
გულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ
მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის
ჩამოყალიბებისა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს
პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. მეთოდის გამოყენება
ეფექტიანია მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება
რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
• პრობლემის/საკითხის განსაზღვრა შემოქმედებითი კუთხით;
• დროის გარკვეულ მონაკვეთში საკითხის ირგვლივ მსმენელთა მიერ
გამოთქმული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე);
• შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა კვლევის მიზანთან იდეის
შესაბამისობის დასადგენად;
• შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ გასაზღვრული კრიტერიუმებით;
• გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად
შეესაბამება დასმულ საკითხს;
• უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის
საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას
გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ
შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით
მოვაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია
როგორც მასწავლებლის, ასევე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება
თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური,
დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად;
ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.

1
დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს.
ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ
ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან
განზოგადებისაკენ არის მიმართული ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი
მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისკენ.
დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ
ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის
ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან
კონკრეტულისაკენ.
სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი
მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის
დანახვის უნარის განვითარებას.
ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია,
თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით
გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით,
დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ.
წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის მოქმედებებს:
ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების
შედგენა, რეფერატის ან ესეს შესრულება და სხვ.
პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხების
ერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა სტუდენტის
დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების აუცილებელი
პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს სტუდენტთა
მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის,
კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული
საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებლად ჩაითვლება, თუ მისი
შედეგები თვალსაჩინოდ, დამაჯერებლად და კონკრეტული ფორმით არის
წარმოდგენილი. იგი შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად, წყვილებში ან
ჯგუფურად; ასევე, ერთი საგნის ან რამდენიმე საგნის (საგანთა ინტეგრაციის)
ფარგლებში. დასრულების შემდეგ პროექტი წარედგინება ფართო აუდიტორიას.
სწავლის შედეგები
• აღწერს, თუ როგორ იქცევა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემატიკა ჟურნალისტურ ფაქტად და როგორ
ხდება ჟურნალისტური ტექსტის ფორმატირება;
• იცნობს ცალკეული კატეგორიის (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური და სხვა) თემების
გაშუქების სპეციფიკას;
• უზრუნველყოფს აქტუალურ პრობლემათა გაშუქებას და თანამედროვე სტანდარტების მედიაპროდუქტის შექმნას.
შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
2
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, FX-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის
უფლება აქვს იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდის შედეგის გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული
ქულათა რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო
შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა შუალედური შეფასებებით კომპეტენციის ზღვარის დაძლევა (შუალედური
შეფასების 30 % - არანაკლებ 21 ქულა).

დასკვნით გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30%-ს - არანაკლებ 9 ქულას.

კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100-დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება და შუალედური შეფასებებისა და


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

შეფასების ფორმები, კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები

შუალედური შეფასება დასკვნითი შეფასება საბოლოო


შეფასება
აქტივობა 52 ქულა შუალედური გამოცდა 18 ქულა დასკვნითი გამოცდა 30 ქულა 100 ქულა

2 თეორიული საკითხი - 10 ქულა 6 თეორიული საკითხი - 30


აქტივობა 3 ქულა (ფასდება 14- 8 ღია კითხვა - 8 ქულა ქულა
ჯერ) – 42 ქულა, აქედან
დისკუსიაში მონაწილეობა 14
ქულა
პრაქტიკული/წერითი
დავალებები 28 ქულა
2 პრეზენტაცია - 10 ქულა

აქტივობა აქტიურობა-52 ქულა, რომელიც შედგება:


ჯგუფში მუშაობის დროს სტუდენტის სააუდიტორიო აქტიურობა (დისკუსიაში
მონაწილეობა, პრაქტიკული/წერითი დავალებები) ფასდება ერთი კვირის
განმავლობაში 3 ქულით, სულ 14 ჯერ: 14x3=42 (პირველ სასწავლო კვირას
სტუდენტი არ ფასდება). მოწმდება სალექციო მასალის ცოდნის დონე, აქტიურობის
ხარისხი, დასმული შეკითხვების და პასუხების ადეკვატურობა, მიღებული ცოდნის
პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირების უნარი, ლიტერატურის დამუშავების
ხარისხი, ანალიზის უნარი, განსახილველ საკითხთა მკაფიოდ ფორმულირებისა და
აზრის ადეკვატურად გადმოცემის უნარი, ლოგიკურად და თანმიმდევრულად
მსჯელობის უნარი, დისკუსიაში მონაწილეობა, კამათის კულტურის ფლობა,
საშინაო და სააუდიტორიო დავალებების შესრულება და სხვ.)
ყოველკვირეული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:

3
3 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით კარგად ფლობს
სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, შესრულებული აქვს საშინაო დავალება,
დასმულ შეკითხვებზე პასუხები სრულყოფილი, სწორი და დასაბუთებულია, არ
უშვებს შინარსობრივ შეცდომებს; ლიტერატურის დამუშავების ხარისხი მაღალია;
ფლობს კამათის კულტურას.
2 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ
მასალის ნაწილს, შესრულებული აქვს საშინაო დავალება, მაგრამ აქვს მცირეოდენი
შეცდომები; დასმულ შეკითხვებზე პასუხისას უშვებს მცირე შეცდომებს;
ლიტერატურის დამუშავების ხარისხი კარგია.
1 ქულა: სტუდენტი ნაკლებად აქტიურია, ფლობს სილაბუსით გათვალისწინებული
მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ შეკითხვებზე გაცემული
პასუხები ხშირ შემთხევაში მცდარია, ლიტერატურის დამუშავების ხარისხი
დაბალია.
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხები არსებითად მცდარია ან პასუხი შეკითხვის
შესაბამისი არ არის, ლიტერატურა საერთოდ არ არის დამუშავებული, სტუდენტი არ
მონაწილეობს დისკუსიაში, არ ფლობს კამათის კულტურას.

პრეზენტაცია 10 ქულა (სულ 2 პრეზენტაცია)


ერთი პრეზენტაცია ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით შემდეგი კრიტერიუმებით:
ა)პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე, წყაროების გამოყენება- 2 ქულა
2 ქულა - პრეზენტაციას გააჩნია სრული მონაცემები, აღინიშნება სხვადასხვა
წყაროების დიდი რაოდენობით გამოყენება, თემა სრულად არის გაშუქებული;
1 ქულა - შეზღუდულია მონაცემები, დასკვნები არ არის გაკეთებული, ნაკლები
წყაროა გამოყენებული;
0 ქულა - საერთოდ არ არის არც ერთი წყარო გამოყენებული, შინაარსი არ არის
სწორად გადმოცემული.
ბ)პრეზენტაციის დიზაინი (გაფორმება)-1 ქულა
1 ქულა - გაფორმების ყველა პუნქტი დაცულია, პრეზენტაციის ფონი კარგად
აღიქმება, სლაიდები პრეზენტაციის თემის შესაბამისია, სლაიდების გაფორმებაში
გამოყენებულია სხვდასხვა სახის საშუალებები;
0 ქულა - სლაიდები და გაფორმების სხვა საშუალებები არ არის გამოყენებული;
გ) პრეზენტაციის ტექნოლოგია/კონტაქტი აუდიტორიასთან - 2 ქულა
2 ქულა - კონტაქტი აუდიტორიასთან დამყარებულია და ეფექტურია, მეტყველება
სწორი, კარგი და საინტერესოა, აუდიტორიის რეაქცია ადეკვატურია;
1 ქულა - კონტაქტი აუდიტორიასთან სუსტია, ხანდახან უინტერესო, პრობლემების
წამოჭრა არ ხდება, აუდიტორია განიცდის სირთულეს პრეზენტატორისა და
პრეზენტაციის აღქმის პროცესში;
0 ქულა - კონტაქტი პრეზენტატორსა დ აუდიტორიას შორის დაკარგულია,
აუდიტორია ვერ აღიქვამს პრეზენტაციას.
შუალედური გამოცდა შუალედური გამოცდის ბილეთში მოცემულია 2 თეორიული საკითხი და 8 ღია
კითხვა.
ერთი თეორიული საკითხი ფასდება 5 ქულით შემდეგი კრიტერიუმებით:
5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად გამართულია;

4
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული
აქვს ლიტერატურა;
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები;
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა
გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული
შესაბამისი ლიტერატურა; აღინიშნება რამოდენიმე არსებითი შეცდომა;
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის
შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი
მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

ღია კითხვები 8 ქულა. ბილეთში მოცემულია 8 ღია კითხვა, სადაც სტუდენტმა უნდა
გასცეს ამომწურავი პასუხი. თითოეულ სრულად გაცემული პასუხი ფასდება 1
ქულით, ნაწილობრივ გაცემული პასუხი - 0,5 ქულით, არასწორი -0 ქულით.
დასკვნითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის ბილეთში მოცემულია 6 თეორიული საკითხი, თითოეული
ფასდება 5 ქულით შემდეგი კრიტერიუმებით:
5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული შესაბამისი ლიტერატურა;
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად გამართულია;
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული
აქვს ლიტერატურა;
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული;
ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, მაგარამ აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები;
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა
გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული
შესაბამისი ლიტერატურა; აღინიშნება რამოდენიმე არსებითი შეცდომა;
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის
შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი
მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები;
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა 1.კაპანაძე გ. - ქართული მედია და საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალური
საკითხები, თბ., 2011;
2.შუბიძიძე ვ. ოჭარიძე მ. - საზოგადოებასთან ურთიერთობები, თბ., 2005;

5
დამხმარე ლიტერატურა 3. როჯერ ჰაივუდი - ყველაფერი პრესის შესახებ (ინგლისურად);
4. კაპანაძე გ. - ეკონომიკის საკითხების გაშუქება თანამედროვე ქართულ მედიაში,
თბ., 2010;
5. მაცაბერიძე მ. - არჩევნები და საზოგადოება - თბ., 2003;
6. ტყებუჩავა დ. - ფიქრები ზნეობრივ ღირებულებებზე პუბლიცისტიკაში, თბ.,
1999.
7. მამუკელაშვილი ე. - გლობალიზაცია და XXI საუკუნის საქართველო, თბ., 2007;
8. კაპანაძე გ. - ქართული მედია და საქართველოს საგარეო პოლიტიკა, თბ., 2013;
9. ოსეფაიშვილი დ., ცომაია თ., გაჯაია ნ. სირბილაძე თ., ჯიბლაძე მ. - აივ ინფექცია
და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები, თბ., 2009;
10. გაგოშიძე შ. ”პრესა და საზოგადოება”, თბ., 1996;
11. მჭედლიშვილი ივ. ”პრესის პრობლემატიკა”, თბ., 1996;
12. მასმედია თანამედროვე საზოგადოებაში, თბ., 2000;
13. პაპასკირი ვ. - სახელმწიფო, პოლიტიკა და მასმედია, თბ., 2009;
14. ჩოგოვაძე გ. - ბიოსფერია, მოსკოვი, 2009, ქართულ ენაზე;
15. ქაჯაია გ. - ბიოსფერო და საზოგადოება , თბ., 1997;
16. ხარიტონაშვილი ჯ. მსოფლიოს გლობალური პრობლემები ,
სახელმძღვანელო, თბ. 2011
17. დუნდუა ს., ეთნიკური და რელიგიური იდენტობის საკითხები და სამოქალაქო
ინტეგრაციის პრობლემები საქართველოში, თბ.,2009
18. გაბუნია შ., შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში, თბ., 2013
19. მახარაძე თ., შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების
მხარდამჭერი სოციალური სერვისების გაუმჯობესება : ძირითადი მიგნებები და
რეკომენდაციები, თბ., 2018
20. ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში : სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის,
თბილისის სახელმწ. უნ-ტი, გაეროს ბავშვთა ფონდი ; წინასიტყვ. დავით
პაიჭაძე.თბ., 2008.
21. ჯავახიშვილი ჯ., მედია და ნარკომანიის პრობლემის გაშუქება, თბ., 2009
22. როგორ დავძლიოთ სიძულვილის ენა? : საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი,
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონალ. ბიურო, 2012

სასწავლო კურსის შინაარსი

სასწავლო სწავლა-სწავლების სთ. თემატიკა


კვირა მეთოდები
I ლექცია 2 თანამედროვე ქართული საზოგადოებრივი ცხოვრება და
კვირა მასკომუნიკაციური სივრცე;
ჟურნალისტების მიერ მასობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის
თანამედროვე ფორმების ანალიზი; აქტუალურ პრობლემათა გააზრების,
თანამედროვე ჟურნალისტიკის პრაქტიკული გამოცდილების
განზოგადება.
ჯგუფში მუშაობა 2 სილაბუსის გაცნობა
II ლექცია 2 გლობალური პრობლემა: არსი, თემატიკის ვექტორი, დიაპაზონი;
კვირა გამომწვევი მიზეზები, ტიპოლოგია: პოლიტიკური, სოციალური,
ეკონომიკური, ფილოსოფიურ-სოციოლოგიური;
6
ჟურნალისტური პრობლემა;
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - თანამედროვე მასკომუნიკაციის ძირითადი
მიმართულებების თავისებურებანი - დისკუსია/დებატები
III ლექცია 2 ეთნიკური პრობლემები და ჟურნალისტიკა:
კვირა ეთნიკური დაპირისპირებანი თანამედროვე მსოფლიოში, სამხრეთ
კავკასიაში;
განსხვავებულ პოზიციათა გაშუქების აუცილებლობა;
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - დაპირისპირებული მხარეებისათვის მისაღები ელემენტების
წარმოჩენა - დისკუსია/დებატები
IV ლექცია 2 ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პრობლემები:
კვირა როლი მცირე აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკურ,
ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში; ტერიტორიული
მთლიანობის პრობლემა;
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - ჟურნალისტიკის როლი კონფლიკტების დარეგულირებაში -
დისკუსია/დებატები
V ლექცია 2 რელიგიის პრობლემების გაშუქება ჟურნალისტიკაში: რელიგიური
კვირა განსხვავებები, დაპირისპირებანი რელიგიური ჯგუფების
წარმომადგენელთა შორის;
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - რელიგიურ პრობლემათა ინტერპრეტიტების სპეციფიკა
ჟურნალისტიკაში - დისკუსია/დებატები
VI ლექცია 2 გენდერი. გენდერული პრობლემების გაშუქება ქართულ
კვირა ჟურნალისტიკაში: ძალადობა; პროსტიტუცია; ტრეფიკინგი.
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - გენდერული პრობლემების გაშუქების პრობლემები
ჟურნალისტიკაში - დისკუსია/დებატები. (ზეპირი გამოკითხვა)
ლექცია 2 შეზღუული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების გაშუქება
თანამედროვე ქართულ ჟურნალისტიკაში: ლექსიკისა დაგამოთქმების
VII ადეკვატურობა; შშმ პირთა ჯგუფებთან მუშაობა.
კვირა ჯგუფში მუშაობა 2 შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა.
დისკუსია/დებატები - შშმ პირთა საკითხების გაშუქება
პრეზენტაცია
შუალედური გამოცდა 2 გამოცდები მიდინარეობს ლექციების პარალელურად. სტუდენტს
VII
შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და გავიდეს
კვირა
გამოცდაზე
VIII ლექცია 2 სოციალურად დაუცველი ჯგუფების გაშუქება თანამედროვე ქართულ
კვირა ჟურნალისტიკაში: სოციალურ სირთულეთა კონტექსტში გაშუქების
აუცილებლობა; ამ ჯგუფების წარმატებული წარმომადგენლის
პრეზენტაციის მნიშვნელობა.
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - სოციალურ სირთულეთა საკითხების გაშუქება
IX ლექცია 2 ჯანდაცვის პრობლემათა გაშუქება და მათი გამომწვევი მიზეზების
კვირა ჟურნალისტური ძიება.
მოხუცებულთა და პენსიონერთა პრობლემების გაშუქება თანამედროვე
ქართულ ჟურნალისტიკაში: სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების
გავლენა; მოხუცებულთა დახმარების ორგანიზაციათა საქმიანობა;
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - ჯანდაცვის პრობლემათა ჟურნალისტური გაშუქება
X ლექცია 2 ბიოსფერო და საზოგადოება;
კვირა გლობალური დათბობა - ”სათბურის ეფექტი”, გამოწვევები და რისკები;
ადამიანი და გარემომცველი სინამვილე; ადამიანი და ბუნება.
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - ეკოლოგიური საკითხების გაშუქება ჟურნალისტიკაში

7
ლექცია 2 სექსუალური ორიენტაციის გაშუქება თანამედროვე ქართულ
XI ჟურნალისტიკაში: ლექსიკისა და გამოთქმების შერჩევის მნიშვნელობა;
კვირა დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობისადმი.
ჯგუფში მუშაობა 2 აქტივობა - სექსუალურ უმცირესობათა საკითხების გაშუქება
XII ლექცია 2 პოლიტიკური საკითხების გაშუქება: მრავალფეროვანი პოლიტიკური
კვირა შეხედულებების გაშუქების გზები; საპირისპირო შეხედულებების
გაშუქების თავისებურებანი.
ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია: პოლიტიკური ოპოზიციის გაშუქება თანამედროვე ქართულ
ჟურნალისტიკაში
XIII ლექცია 2 ჟურნალისტიკისა და საზოგადოების აქტივობა, ურთიერთმიმართებათა
კვირა თავისებურებანი.
თანამედროვე ჟურნალისტიკის ფუნქციონირებისა და კლასიფიკაციის
პრობლემა: შესატყვისობა ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
სინამდვილესთან.
ჯგუფში მუშაობა 2 ზეპირი დავალება - კონკრეტული პრობლემური ჟურნალისტური
საკითხის გაშუქება
XIV ლექცია 2 თანამედროვე რეგიონული ჟურნალისტური ტექნოლოგიები.
კვირა ჯგუფში მუშაობა 2 დისკუსია: რეგიონული ჟურნალისტიკის თავისებურებანი

XV ლექცია 2 კურსის შემაჯამებელი ლექცია


კვირა
ჯგუფში მუშაობა 2 პრეზენტაცია
XVI- XVII დასკვნითი გამოცდა 3 სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი საგამოცდო დრო და
კვირა გავიდეს გამოცდაზე
XVII-XVIII სტუდენტს დამატებითი გამოცდაზე გასვლა შეუძლია დასკვნითი გამოცდის შედეგების
კვირა გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში

You might also like