You are on page 1of 38

პირველი ვარიანტი

1. განსაზღვრეთ წმ.ეფრემ მცირის მთარგმნელობითი მეთოდი–ეფრემმა მთარგმნელობის


საკუთარი თეორია შექმნა,რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგდროინდელ ქართულ
მწერლობას. მისი აზრით,თხზულება დედნიდან ზუსტად ისე უნდა თარგმნილიყო,როგორც
იყო. შემატებისა და კლების გარეშე,სათაურის შეუცვლელად. ის იყენებდა ბერძნულ ენაში
არსებულ ლექსიკონებს და იმ შემთხვევაში თუ ქართულ ენაში სიტყვას ვერ
დაძებნიდა,ბერძნული სიტყვა გადმოჰქონდა,უთარგმელად ტოვებდა,რათა შემდეგში
დაეზუსტებინა..

2.რა ძირითად პრობლემატიკას შეეხება და ასახავს იოანე ზოსიმეს საგალობელი? „ქებაი და


დიდებაი ქართულისა ენისაი“ ამ საგალობელში გამოყენებული სიმბოლური
სახეები,პარალელიზმები,სახისმეტყველება ღრმა კვლევას მოითხოვდა. კ.კეკელიძემ
თხზულების არსი შემდეგნაირად ჩამოაყალიბა–მიუხედავად იმისა,რომ ქართული ენა
ბერძნულთან შედარებით მდაბალი და დაწუნებულია,მას რეალურად უპირატესობაც გააჩნია
ბერძნულის წინაშე. მეორედ მოსვლისას მაცხოვარი ამ ენაზე განიკითხავს და ამხილებს
მსოფლიოსო. იოანე საკმაოდ თამამად აპირისპირებს ქართულსა და ბერძნულ კულტურას.
თან პირველს უპირატესობას ანიჭებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი ქართული კულტურის
გასათანაბრებლად ბიზანტიურ მწერლობასთან,მთელი საუკუნით ადრე მწიფდებოდა.

3.ძველი ქართული საერო მწერლობის პერიოდიზაცია კ.კეკელიძის შრომების მიხედვით–


ძველი ქართული ლიტერატურის პერიოდებად დაყოფას სოციალურ–ეკონომიკური
ევოლუცია უძღვის. ის შეძლება ოთხ პერიოდად დავყოთ. 1.იწყება მწერლობის დაწყებიდან
და გრძელდება მე–10 საუკუნის 80–იან წლებამდე და ამ დროს მწერლობა ვითარდება,ნელ–
ნელა მტკიცდება. ამ პერიოდის მწერლობას ჩვენამდე თავისი მოცულობით არ მოუღწევია.
მოსახლეობა ორ კატეგორიად იყოფა–საერონი და სამღვდელონი. ქართული მწერლობის
პირველი პერიოდი სპარსთა დ არაბთა ბატონობას ემთხვევა. ისინი ცდილობდნენ ქვეყნიდან
გაეტანათ ყველაფერი,რისი გატანაც შეიძლებოდა 2. (ფეოდალური მონარქია) იწყება მეათე
საუკუნის ოთხმოციანი წლებით და გრძელდება მეცამეტე საუკუნის ნახევრამდე.
საქართველოს ისტორია ოდნავ მაინც ვინც იცის შეამჩნევს, რომ ქართული ლიტერატურა და
ქვეყნის ბედი ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება.
ამ შემთხვევაშიც ასეა. რა პროცესებიც მიმდინარეობს ქვეყანაში, სრულებით აისახება
ლიტერატურაზეც.
სრულდება ქვეყნის გამთლიანება, ქვეყანა ძლიერდება, შესაბამისად, ლიტერატურულმა
მუშაობამაც ფრთები გაშალა. ვითარდება ეკლესიაც და სამეფო კარიც. აღორძინდა
მწერლობის ორივე განხრა. იზრდება განათლების დონე, ქვეყანა მიდის ბიზანტიისკენ და
შესაბამისად მწერლობაც ვითარდება. 3.ფეოდალური მონარქიის დაცემის ხანა: მეცამეტე
საუკუნის მეორე ნახევრიდან მეთექვსმეტის დამდეგამდე.
მეცამეტე საუკუნიდან გვაოხრებდნენ მონღოლები, მეთხუთმეტიდან ოსმალები. ამიტომ
ლიტერატურის განვითარებაზე მეტად ფიზიკური გადარჩენისთვის გვიწევდა
ბრძოლა, რამაც მწერლობის უდიდესი დაღმასვლა გამოიწვია ამ პერიოდში. თანაც ვწყდებით
გარესამყაროს, ეს კიდევ ერთი მიზეზია დაღმასვლისა. 4.(აღორძინების ხანა):მეთექვსმეტე-
მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებამდე. ამ პერიოდს აღორძინებისა 2 მიზეზის გამო ჰქვია (მე
თუ მკითხავთ)
ეს არის ეროვნული თავმოყვარეობის გამოძახილი, რახან ევროპაში რენესანსია ჩვენც გვინდა
რამე მსგავსი დავარქვათ ამ საუკუნეების ფაფხურს. მეორე მიზეზი ის არის, რომ
აქამდე სრულებით ჩამკვდარი იყო მწერლობა და ახლა ოდნავ მაინც არის. ნურავინ იფიქრებს,
რომ მეოთხე პერიოდში ქვეყანას ნაკლებად უჭირს, ვიდრე წინა პერიოდში უჭირდა,
არა, უბრალოდ, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო ბრძოლა მოქალაქეთა თვითშეგნების
ამაღლებისთვის, ამის საჭიროება განპირობებული იყო
ქვეყანაში არსებული განუკითხაობით, ქვეყანას ვამბობ, თორემ სინამდვილეში 7 ნაწილად
არის დაყოფილი, 3 იმპერია იბრძვის ჩვენი მიწისთვის, მწარმოებელი კლასის თავადის
სრულ მორჩილებაშია და თავის გატანას დიდი ნაწილი მხოლოდ იმით ახერხებს, რომ მოძმეს
ჰყიდის მონად. ამ ვითარებაში ქვეყანაში ლიტერატურული
საქმიანობა ვერანაირად მოხერხდებდა რომ არა რამდენიმე ადამიანის ძალიან დიდი გავლენა.
მეცხრამეტე საუკუნიდან რუსეთის იმპერიაში აღმოვჩნდით,
აქ დევნა მიმდინარეობს ეროვნული ლიტერატურის და ალბათ სწორედ ამიტომ დაწერა
ბატონმა კორნელიმ პერიოდის უკანასკნელ თარიღად
მეცხრამეტე საუკუნის 30 იანი წლები მოვიგონებ 32 წლის რევოლუციის მცდელობას. ალბათ,
იმიტომაც დაწერა რომ შემდეგ ახალი თაობის ლიტერატურული საქმიანობისთვის
მზადდება ნიადაგი. მოკლედ, ესაა პერიოდიზაცია, ვრცლადაც შეიძლებოდა, მაგრამ ერთი
ქულისთვის ამის წერაც ბევრია მგონი.

4.განსაზღვრეთ ამირან დარეჯანის ძის მხატვრული სახისა და ხალხური ამირანის მსგავსება-


განსხვავებანი -ხალხურ ამირანდარეჯანიანში საქმე გვაქვს ზღვათა მეფის ასულის გამოყვანის
ამბების ვარიაციასთან,
აქ გვხვდება ამირანი, ბადრი უსუფი და იამანი. გვხვდება ამბრი არაბის ეპიზოდიც.
ამისგან განსხვავებით ლიტერატურულმა ამირანდარეჯანიანმა არ იცის ამირანის წარმოშობა,
მისი
მოღვაწეობის საწყისი და ცხოვრების აღსასრული, ხალხურმა კი იცის. სხვა მხრივ ეს ორი
ეთანხმება ერთურთს.
ამირანდარეჯანიანმა გადაამუშავა პირველადი თქმულებები, მაგრამ ჩაკლა ისინი და
წარმოშვა ახალი თქმულებები.

5.მოკლედ ჩამოაყალიბეთ პ.ინგოროყვას შეხედეულებანი ჩახრუხაძის შესახებ–„თამარიანის“


ავტორის პორტრეტის აღდგენა მოისურვა პ.ინგოროყვამ და ამას მან მიუძღვნა გამოკვლევა
„ჩახრუხაძე,პოეტი–მოგზაური“ დაბადებული უნდა იყოს 1164–5 წლებში. მას 1184–5 წლებში
პირველი ოდა დაუწერია,რომელშიც თამარს ტახტზე ასვლას ულოცავდა. 1184–5 წლებიდან
ის იყო თამარის კარზე,როგორც კარის მგოსანი. 1193 წელს ის სამშობლოდან უნდა
გადახვეწილიყო,რის მიზეზიც თამარისადმი უიმედო სიყვარული ყოფილა. პოეტის
მოგზაურობა 10 წელს გაგრძელდა,ბოლოს მექაში მაჰმადიანობა მიუღია და არაბი ქალი
შეურთავს. გარდაცვალების ადგილად ითვლება პალესტინა. (1213 წლამდე) ეს ცნობები
ინგოროყვამ მოიპოვა ხოტბაში შეტანილი ელეგიიდან,რომელშიც პოეტი დასტირის თავის
მოყმეს,რადგან ის სახლიდან გაჭრილა.
6. ელენე მეტრეველის თვალსაზრისი ე. წ. `აბდულმესიანის~ დაწერის თარიღისა და
ქების ობიექტის შესახებ _ 1 ქულა
ელენე მეტრეველმა განმარტა,რომ იოანე შავთელის სახელით ცნობილია ორი თხზულება–
ვარძიაში დაწერილი საგალობელი „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობელისანი“ და პოემა
„აბდულმესიანი“,რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ბოლოს ბიბლიოგრაფიაშია ნახსენები სხვა
თხზულებებთან ერთად. „აბდულმესიანი“ ეკუთვნის თუ არა შავთელს ცნობილი არ
არის,მაგრამ ის კი ვიცით,რომ „აბდულმესიანი“ „თამარისა და დავითის ქებაა“ და არა სხვა
პოემა. ე.მეტრეველის აზრით,პოემის ავტორი მეფის კარზე იყო და მისი მოვალეობა მეფე–
პატრონთა შექება იყო.
7.ისაუბრეთ ქრისტიანული მსოფლმხედველობის შესახებ „ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილის
ანდერძისა და ლოცვის მიხედვით–რუსთაველი ეყრდნობა ბიბლიურ სიბრძნეს,რაც მისი
რელიგიური მსოფლმხედველობის ქრისტიანობად მიჩნევის ერთ–ერთი მიზეზია.
თუმცა,უნდა აღინიშნოს,რომ ავტორი ახდენს პრეფირაზირებას. რელიგიას სპეციფიკურად
განიხილავს და არა დოგმატურად.ავთანდილი თავის ანდერძში,რომელსაც წასვლის წინ
უტოვებს როსტევანს,წერს შემდეგ სიტყვებს“კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა
მოყვარულსა“ ეს სიტყვები ბიბლიის ერთ კონკრეტულ ნაწილს გვგონებს,სადაც
ნათქვამია,რომ „გიყვარდეს მოყვასი შენი,როგორც თავი შენი“ ავთანდილის
გადაწყვეტილებაც მოყვასის სიყვარულით არის შთაგონებული და ის მზადაა,რომ მისთვის
თავიც კი გასწიროს. ანდერძში იმოწმებს პლატონის სიტყვებსაც „სიცრუე და ორპირობა
ავნებს ხორცსა მერმე სულსა“ და ასევე ამბობს,რომ თუ მან არ იცხოვრა იმ პრინციპების
მიხედვით,რაც უსწავლია,მაშინ ის ცოდნაც ამაო,რომელიც წიგნებში ამოუკითხავს,ბრძენი
ადამიანებისაგან მოუსმენია. აქაც შეიძლება გავაკეთოთ ზოგადი დასკვნა ავთანდილის
მსოფლმხედველობის შესახებ და ვთქვათ,რომ მისთვის ჭეშმარიტება არსებობის
განუყოფელი ნაწილია. მისი აზრით,ადამიანიც იმიტომ სწავლობს,რომ შეიმეცნოს ღვთისგან
დადგენილი წესრიგი.“მით ვისწავლებით,მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობრისა“
„ზესთ მწყობრთა წყობა“ არის ანგელოზები,მათი ცხრა დასი. თავის ანდერძში ავთანდილი
როსტევანს უსაბუთებს,რომ ვერ მიატოვებს ტარიელს,რადგანაც იგი დიდი სიყვარულით
უყვარს. სიყვარული კი სიდიდეა,რომელსაც მოციქულნი ამკობენ „სიყვარული აგვამაღლებს“
რუსთვეელოგიურ ლიტერატურაში მითითებულია,რომ სიყვარულის ეს აპოთეოზი
ამოიკითხება პავლე და იოანე მოციქულების ეპისტოლოგიებში. ავთანდილი ასევე ახსენებს
ღმერთსაც და ამბობს–„რაცა ღმერთსა არა სწადდეს,არა საქმე არ იქმნების“. ის ასევე
ამბობს,რომ თუ ახლა მოძმეს უღალატებს,საიქიოში შერცხვება. რაც ნიშნავს იმას,რომ მას
სჯერა ზეციური ცხოვრების. ეს კი რა თქმა უნდა,თეისტური დამოკიდებულების
გამოვლენაა. ავთანდილის ლოცვა საკმაოდ საინტერესო ეპიზოდია. ის ლოცულობს,მაგრამ ეს
აარ თავსდება მაჰმადიანური რელიგიის დაკანონებულ ნორმებში.ეს ლოცვა გამოკვეთს
პერსონაჟის ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ პოზიციასაც. „მომეც დათმობა სურვილთა“
ამბოს ის ერთ მონაკვეთში.ავთანდილის ყველა მიმართვა ღვთისადმი იწყება ქართული
სასულიერო მწერლობის ნაცნობი სახელებით. მაგ: „მაღალო ღმერთო“ „მფლობელო
გულისთქმათაო“ და ა.შ ღმერთის სახელს პოემის თითქმის ყველა ნაბიჯზე ვხვდებით. აქედან
გამომდინარე,შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის თეისტური ძეგლია. არა მხოლოდ
ავთანდილი,არამედ თითქმის ყველა გმირი ღმერთს შესთხოვს დახმარებას.
„ვეფხისტყაოსანში“ უზენაესი არსება სხვადასხვა სახელით იხსენიება. თუმცა,ყველაზე
გავრცელებულია ღმერთი. თუმცა,პოემაში არ გვხვდება ღვთაების ისეთი სახელი,რომელიც
მიუთითებს კონკრეტულად რომელიმე რელიგიის ღმერთზე. ავთანდილის მრწამსიც
საკმაოდ მტკიცეა. მას სწავმს,რომ თუ „ძალნი ზეციერნი“ ანუ ცის ძალათა დასი
დაიფარავს,უვნებელი იქნება. შანიძის აზრით,“ძალნი ზეციერნი“ ანგელოზები არიან.თუმცა,
ავთანდილლის „ძალნი ზეციერნი“ არ უნდა იყვნენ ანგელოზები. იქიდან გამომდინარე,რომ
ვეფხისტყაოსნის არცერთი გმირი არ იყენებს ტერმინს „ანგელოზი“ მის აღსანიშნავად. თუ
გავითვალისწინებთ იმასაც,რომ ეს ყველაზე უფრო გავრცელებული სახელია მათი.
(ანგელოზების) ისინი ადამიანებს ევლინებიან სხვადასხვა სახით. ეს შეიძლება იყოს
რეალური სახე,ხმა ან სიზმარი და მოუწოდებენ მართებული მოქმედებისკენ. ავთანდილს
შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ მომხდარა. „ძალნი“ქრისტიანული ტერმინოლოგიის
მიხედვით,ანგელოზთა ერთ–ერთი სახის სახელია. ზეციურნი ძალნი კი არიან ვარსკლავები
და ისინი ამ სახელით ცნობილია ძველი ხალხების წარმოდგენაშიც. ძველ აღთქმაში ძალნი
ზეციერნი აღნიშნავს ვარსკვლავებს,იმ მნათობებს,რომლებსაც ხალხი აღმერთებდა.
ავთანდილის „ძალნი ზეციერნი“ რომ მნათობთა დასია,იქიდან ჩანს,რომ ვეფხისტყაოსანი
იცნობს ამგვარ კრებულს,რომელსაც მზე სარდლობს. პოეტის აზრითაც თინათი მზის
სადარია. „მზისაცა დასთა დასული“. ავთანდილის რწმენა ასტროლოგიურია. იგი ამბობს,რომ
„ძალნი ზეციერნი“ განაგებენ ყოველ საქმეს. ზოგს ფარულს,ზოგს კი გაცხადებულსო.
ასტროლოგია აღიარებს,რომ მას არ შეუძლია გამოიცნოს ყველაფერი,რაც ზეცაში ხდება.
ასტროლოგიის თვალსაზრისით,ზეციურ მნათობთა მოქმედებაში ზოგი რამ
დაფარულია,ზოგი კი გაცხადებული. ავთანდილის გალობა მზისადმი მიმართვით იწყება.
ასტროლოგიური შეხედულებით კი მზეს პირველი ადიგლი უჭირავს მნათობთა შორის.
ბოლოს ახსენებს მთვარეს. ასტროლოგიურად მთვარე სიყარულში დამხმარე და სნეულ
მიჯნურთა მოწყალეა. მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს,რომ ავთანდილის აზრით,მადლობა
ღმერთს უნდა შევწიროთ. იქიდან გამომდინარე,რომ სწორედ ის განაგებს მნათობთა
მოქმედებას. ქრისტიანული რელიგია ასტროლოგიაში თავიდანვე წარმართობას ხედავდა.
თუმცა,თანდათანობით ქრისტიანი მამებიც ეჩვევიან იმ აზრს,რომ ღმერთმა შესაძლოა
მნათობი გამოიყენოს,რათა თავისი სურვილი აცნობოს კაცობრიობას.
8. ჩამოაყალიბეთ მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები „ვეფხისტყაოსნის“ დაწერის
თარიღის შესახებ. რას ემყარება თხზულების დათარიღება? „ვეფხისტყაოსნის“ დაწერის
დროის შესახებ ძველი და დოლუმენტური ცნობები არ გავქვს.პოემის დაწერის თარიღის
გარკვევა თვით ნაწარმოების მონაცემთა მიხედვითაა შესაძლებელი.საუკუნეების
განმავლობაში დამკვიდრებული ლიტ. ტრადიციით, ის თამარ მეფისა და დავით სოსლანის
ზეობის ხანაში დაწერილად არის მიჩნეული.კვლევის თანამედროვე ეტაპზე პოემის დაწერის
თარიღი განსაზღვრულია XII ს. 90იანი წლებითა და XIII ს.დამდეგით,1189-1205 წწ.
დაწერის თარიღის განსაზღვრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროლოგის მესამე
სტროფს: „ვის შვენის,ლომსა,ხმარება შუბისა ფარ-შიმშერისა,მეფისა მზის თამარისა,ღაწვ-
ბადახშ,თმა-გიშერისა“. „ლომი“- გმირს,რაინდს მეტაფორულად აღნიშნავს,იგი
მეტაფორაა,რაც მთავარია, ეს ლომი თამართან ერთადაა ნახსენები და იგი უთუოდ დავით
სოსლანის მეტაფორადაა გამოყენებული.დავით სოსლანი „ლომის“ მეტაფორით იხსენიება
ამავე ეპოქაში შექმნილ სახოტბი პოეზიაში.დამოწმებულ ტექსტში ზმნა-შემსასმენელი
ახლანდელ დროშია,რაც იმას მიუთითებს,რომ ქების ობიექტი და ავტორი თანამედროვენი
არიან.აქედან გამომდინარე,“ვეფხისტყაოსანი“ დაწერილია თამარისა და დავით სოსლანის
ქორწინების, 1189 წ. შემდეგ, და დავით სოსლანის გარდაცვალებმადე,
1205 წლამდე.( ან 1207 წლამდე)
9.რომელი ავტორები და თხზულებებია დასახელებული „ვეფხისტყაოსნის“ დასასრულს?
ამირანდარეჯანიანი–მოსე ხონელი, აბდულმესიანი–შავთელი,დილარიანი–სარგის
თმოგველი.
10.დავით გურამიშვლის შეხედულებანი რუსთველის შესახებ–გურამიშვილი ქართული
პოეზიის მამამთავრად რუსთველს აღიარებდა. ე.წ „აღორძინების ხანის“ სხვა მწერლებისგან
გნასხვავებით მან შემოქმედებითად აითვისა რუსთაველის მემკვიდრეობა,ახალი გზები
გაკაფა და შექმნა ორიგინალური პოეტური სამყარო. ის „დავითიანში“ იყენებს რუსთველურ
შაირსაც. ამ ორ ნაწარმოებს შორის არის მრავალი შეხვედრა
ფილოსოფიური,თეოლოგიის,პოეტიკის თვალსაზრისით. ის რუსთაველს მასზე ბერვდ
აღმატებულად მიიჩნევს.
11.“ვეფხისტყაოსნის“ 1841 წლის გამოცემა და მისი მნიშვნელობა–„ვეფხისტყაოსნის“
მეორე,1841 წლის გამოცემის მომზადებაში ქართველ მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობდა
ფრანგი აკადემიკოსი,“ვეფხისტყაოსნის“პირველი ფრანგული თარგმნის ავტორი მარი
ბროსე.გამოცემაში გვხვდება ნარკვევი,რომელშიც განხულულია პოემის პოეტური
თავისებურებები. ეს გამოცემა საინტერესოა რედაქციულადაც. იქიდან გამოომდინარე,რომ
ვახტანგის გამოცემასთან შედარებით დამატებულია რამდენიმე ათეული სტროფი.
12. ისტორიული თემატიკა თეიმურაზის შემოქმედებაში: `ქეთევანიანი~, `თამარის სახე
დავით გარეჯას~–ეროვნული მოტივი აღორძინების ხანის ლიტერატურაში გამოიხატა საისტორიო
ეპოსის ძეგლებში. ამ ძეგლებში აღებულია საქართველოს ისტორიის ესა თუ ის
ეპოქა,მოვლენა,ისტორიული პირი და მატ გარშემო ითხზვება ლექსით მთელი პოემა. ქეთევან
დედოფლის წამება საკმაოდ პოპულალური თემა ყოფილა ჩვენს ლიტერატურაში. მეფე თეიმურაზ
პირველი,დედოფლის შვილი იყო პირველი მწერალი,რომელსაც გაულექსვავს ჩვენი ისტორიის ეს
ეპიზოდი. მის შრომას ეწოდება „წიგნი და წამება ქეთევან დედოფლისა“ როდესაც შაჰ-აბასი
გამოემართა კახეთისკენ,მას მიენდო ქეთევანი და უძღვნა ძენი ტურფანი. ალექსანდრე და ლევანი.
ესენი შაჰმა განჯას დააგდო.თვითონ კი შემოვიდა კახეთში და ააოხრა. განჯიდან პატიმრები შაჰმა
შირაზში გაგზავნა. ხუთი წლის შემდეგ კი თავისთან გაიწვია. შაჰმა ქეთევანს შეუთვალა,რომ თუ
მაჰმადინობას არ მიიღებდა და ქრისტეს არ დაგმობდა,მას აწამებდა. როცა ეს ქეთევანმა
გაიგო,თავიდან ჩეკრთა,მაგრამ შემდეგ ღმერთს მიმართა ლოცვით,რომ გაეძლიერებინა ის.
შემდგომ,დედოფლამა დაიწყო მზადება საწუთროს გამომშვიდობებისთვის. მოვიდნენ მტარვალნი და
მოიტანეს ტანჯვა-წამების იარაღები. ქეთევანს ევედრებოდნენ,რომ თავს ნუ გასწირავო. ქეთევანთან
მივიდა თავისი მოძღვარი გიორგი,რომელიც შეკრთა სანახობით,მაგრამ დედოფალი იქით
ამშვიდებდა მას. ქეთევანი აწამეს,შეუკრეს ხელ-ფეხი,ტანსა და თავზე დაადგეს შანთები, ერთი
სიტყვით,საშინელი ტანჯვა მიაყენეს. ის კი შეუდრეკლად იტანდა ყოველივეს. ერთი წლის შემდეგ კი
ახადეს სამარხი თუმცა,იქ ვერაფერი ნახეს.თხზულებაში ისტორიულ სინამდვილსთან
ერთად,გადმოცემულია სულიერი განცდა როგორც ტანჯული დედოფლისა,ასევე
თეიმურაზისა.ქეთევანის ღვაწლს ის უყურებს,როგორც კახეთისთვის გაღებულ მსხვერპლს. ის
წუხს,რომ სამშობლოს ულმობელი ბედი ასეთ მსხვერპლს ითხოვს. თეიმურაზს ეკუთვნის ასევე ლექსი
„თამარის სახე დავით გარეჯას“,რომელშიც თამარ მეფეს შემდეგი სიტყვებით ახასიათებს „შენ სამებაო
ერთ არსებაო“ და ამ სიტყვებიდან გამომდინარე,იგრძნობა ავტორის დამოკიდებულება თამარისადმი.

13.არჩილ მეფის `გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა~:


თხზულების შედგენილობა; თეიმურაზისა და რუსთველის როლის შეფასება პოეზიის
განვითარებაში; ნაწარმოების ისტორიული ნაწილი–არჩილის მდიდარ პოეტურ
მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს მის შესანიშნავ ეპიურ ქმნილებას - “გაბაასება თეიმურაზისა და
რუსთველისა”,რომელიც ახალი ლიტერატურული პრინციპების მიხედვით არის
დაწერილი. გარდა ავტორის შესავლისა და დასკვნისა , საკუთრივ „გაბაასება“ შედგება
თვრამეტი სიტყვა-პასუხისგან . ამ ნაწარმოებში არჩილმა მოგვცა რუსთველისა და
თეიმურაზის ეპოქების ისტორიული სურათი, ისტორიულ მოვლენათა ანალიზი და
შეფასება, ქართული პოეზიის ამ ორი დიდოსტატის შეპაექრებითა და
ურთიერთდაპირისპირებით არჩილმა შეძლო ჩამოეყალიბებინა მნიშვნელოვანი
ლიტერატურული შეხედულებები. გაბაასების ჟანრი არჩილმა გამოიყენა როგორც
შესანიშნვი საშუალება, რათა საჭირო სისრულით გაერკვია მწერლობის დანიშნულება და
სპეციფიკა. კერძოდ, რუსთველისა და თეიმურაზის პოეზიისღრმად შესწავლის
საფუძველზე, არჩილმა ჩამოაყალიბა მათი ლიტერატურული შეხედულებები, რომელთა
დაპირისპირების გზით საფუძვლიანად გაარჩია ლიტერატურის საკვანძო საკითხები.
ამრიგად, რთული ლიტერატურული
პრობლემების გადაწყვეტის საფუძველზე არზილი შესაძლებლად მიიჩნევს გაირკვეს
უპირატესობის საკითხი რუსთველსა და თეიმურაზს შორის. თავად პოეტი კამათის
დროს თითქოს ნეიტრალურ პოზიციას იცავს, თითქოს ობიექტურობას იჩენს
მოკამათეთა შეფასებაში. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, სინამდვილეში აშკარად
იგრძნობა, რომ, მოუხუდავად თეიმურაზის ღირსების აღიარებისა, არჩილის
სიმპათიები მაინც რუსთველის მხარეზეა. იგი გაბაასების შესავალშივე ამჟღავნებს
რუსთველისადმი დამოკიდებულებას, მისი ქმნილება მიაჩნია ნამდვილი პოეზიის
ნიმუშად.
თეიმურაზისა და რუსთველის “გაბაასებაში” არჩილი მიზნად არ ისახავს მარტო
მოპაექრეთა შორის უპირატესობის გარკვევას, მისი თხზულება წარმოადგენს დიდ ეპიურ
ქმნილებას, რომელშიც ღრმად და მრავალფეროვნად აისახა სინამდვილე. აქ აღძრული და
წამოწეულია თითქმის ყველა ის საკითბი, რაც აღელვებდა
თანამედროვეებს. ერთი მათგანი იყო სამშობლოს თვითმყოფადობის საკითხი.
არჩილი შესანიშნავ ხერხად იყენებს რუსთველისა და თეიმურაზის გაბაასებას, რათა
დაპირისპირების გზით ნათელა წარმოდგენა მოგცეს საქართველოს ისტორიაზე,
როგორც მისი დიდების, ასევე მისი დაკნინებისა და დაძაბუნების, შინაგანი
აშლილობისა და ავბედობის ეპოქაზე. არჩილი დიდი განცდითა და
მამულიშვილური გულისტკივილით აგვიწერს მშობლიური ქვეყნას უმწეო
მდგომარეობას თეიმურაზის დროს.
“გაბაასება” დიდი პატრიოტული გზნებით დაწერილი ეპიური ნაწარმოებია,
რომელშიც გამოკვეთილია სამშობლოსადმი თავდადებულ გმირთა შესანიშნავი
სახეები, მათ შორის ერთ-ერთი უბრწყინვალესია გიორგი სააკაძე. დავით აღმაშენებლის,
გიორგი ბრწყინვალისა და თამარის მოღვაწეობაზე ყურადღების გამახვილებით, მათ დიად
სახეთა გამოკვეთით არჩილი აღრმავებს “გაბაასებაში” აღძრულ ეროვნულ თემატიკას.

14. განსაზღვრეთ სულხან-საბა ორბელიანის წვლილი ქართული ლექსიკოგრაფიის


განვითარებაში-სულხან-საბა ორბელიანმა შეადგინა ქართული ენის განმარტებითი
ლექსიკონი, რომელსაც ვახტანგ VI-მ „სიტყვის კონა“ უწოდა. (სულხან-საბა „ლექსიკონს“
უწოდებდა) ლექსიკონზე მუშაობა 1685 წელს დაიწყო და 1715 წელს დაასრულა. საბა
ოცდაათი წლის მანძილზე თანდათან ავსებდა და აუმჯობესებდა თავის შრომას, მას
ავსებდნენ და ასწორებდნენ სხვებიც, როგორც საბას სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების
შემდეგ. ლექსიკონის შედგენისას სულხან-საბა ორბელიანს უსარგებლია სხვადასხვა ენაზე
არსებული ლექსიკონით, მაგალითად, სომხურით და, ბოლო ხანს, ბერძნულ-ლათინურით.
ამ შემთხვევაში ის იყენებდა, რასაკვირველია, უცხო ლექსიკონების გარეგნულ, ტექნიკურ
მხარეს.
სულხანის ლექსიკონი ძირითადად განმარტებითია, ეს თვითონ ავტორის მიერაა
დადასტურებული: ავტორმა ის ”შეაწყო განმარტებითო”. შეზავებულია ის
ენციკლოპედიური ლექსიკონის ელემენტებით, არაა მოკლებული არც
მთარგმნელობითს ხასიათს, განსაკუთრებით თურქული (2000-მდე სიტყვა), სომხური
(2000-მდე სიტყვა) და იტალიდრი (1500-მდე სიტყვა) სიტყვების ახსნისას.
სულხანი სიტყვებს ალაგებს ანბანის რიგზე; აქ გვხვდება ბუდეებიც, ისინი
ემყარებიან გვარეობითს ცნებას, რომელთანაც თავს უყრის სახეობითს ცნებებს.

15.საქართველოს ისტორიის ასახვა „დავითიანში“–დაწვრილებითი ბიოგრაფიული ცნობები


დავითის შესახებ არ მოგვეპოვება.მისი ცხოვრებიდან ვიცით მხოლოდ ის,რასაც ვპოულობთ
მის ნაწერთ კრებულში,რომელსაც „დავითიანი“ ეწოდება. ეს წლები არევ–დარევის
დროა,რასაც ადგილი ჰქონდა 1720–30წლებში, როცა ქართლ–კახეთი ხან სპარეთისა და ხან
ოსმალეთის ხელში გადადიოდა. „ქართლის ჭირში“ გადმოცემულია იმდროინდელი
საქართელოს მდგომარეობა. გურამიშვილი ღრმად ჩასწვდა ამ მიზეზებს,რომელთაც ქვეყანა
უფსკრულის პირას მიიყვანეს. გურამიშვილის აზრით, გარეშე მტრების გარდა ამაში ბრალი
მიუძღვის ფეოდალურ წინაშლილობას,ძმათა სისხლისმღრელ ომებს. პოეტი გვიხატავს
საქართვლოს ძნელბედობის შემზარავ სურათებს. ისტორიული თემა გშლილია „დავითიანის“
ორ ნაწილში. პირველი ეხება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას 1710 წლების
დამდეგიდან 1724 წლამდე,მეორე–წლებს გურამიშვილის მოსკოვში ჩასვლიდან
დაახლოებით 1730 წელი ვახტანგის გარდაცვალებამდე 1737.საქართველოს 1720 წლების
დამდეგისა და მისი შემდგომი წლების მდგომაროება ერთ–ერთი უმძიმესთაგანია მთელი
მისი ფეოდალური ისტორიის მანძილზე.

მეორე ვარიანტი
1.მიქაელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიული კრებულის მახასიათებლები და მისი მნიშვნელობა–
ქართულ ორიგინალურ ჰიმნოგრაფიულ შემოქმედებას უმწვერვალეს განვითარებამდე მიუღწევია
მიქელ მოდრეკილის ხელქვეით. ეს არის ერთი უდიდესი და უნიჭიერესი ჰიმნოგრაფი, რომელსაც
დაუტოვებია ჩვენთვის არამცთუ თავისი შესანიშნავი საგალობლები, არამედ მთელი უზარმაზარი
კრებული, რომელშიაც მოთავსებულია სხვა ავტორთა ჰიმნებიც, როგორც ორიგინალური, ისე
ნათარგმნი. ეს კრებული მას შეუდგენია 978 – 988 წლებში. მიქელს არამც თუ შეუკრებია
ორიგინალური და ნათარგმნი ჰიმნები თვენისა და ოკტოიხოსისა, არამედ “დაუნიშნავს” კიდევაც,
ესე იგი გალობის ნიშნები მოუწერია მათთვის.
მიქელ მოდრიკელის ჰიმნები[6] შინაარსის მხრივ ორგვარია: ერთია სადღესასწაულო, რომლითაც ის
შეაქებს ამა თუ იმ დღესასწაულს ან წმინდანს, როგორც ეროვნულს, ქართულს, ისე საზოგადოს და
მეორე მიქელს შეუთხზავს თავისი საკუთარი პარაკლიტონი, სწორედ ის ნაწილი ამ წიგნისა,
რომელიც საბერძნეთში ცნობილია ოკტოიხოსის სახელით, ესე იგი - საგალობელნი აღდგომისა ან
კვირიაკის დღისანი, რვა ჯგუფისა, რვა ხმათა მიხედვით. მართალია, ეს წიგნი მეცხრე-მეათე
საუკუნეში უკვე ნათარგმნი იყო ქართულად და მისი საგალობელნი, როგორც “ბერძნულნი”, მიქელ
მოდრეკილის კრებულშიაც არის მოთავსებული, მაგრამ, ჩანს, ისინი ქართველებს არ
აკმაყოფილებდნენ და ამიტომ მიქელს თვით განუზრახავს შეთხზვა ამგვარი წიგნისა. მიქელის
საგალობლები მდიდრადაა შემკული სხვადასხვა აკროსტიქით და რამდენიმე მათგანი იმბიკოთიც
არის დაწერილი.
მიქელის ჰიმნები, როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები, ისინი პოეტური აღმაფრენითა და
საღვთისმეტყველო სპეკულაციის სიღრმე-სიმდიდრით, აგრეთვე სტილის სილამაზითა და
მოხდენილობით, არაჩვეულებრივ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს მწერლობაში და ამ მხრივ
ისინი თუ არ სჭარბობენ, ჩამოვარდნით მაინც არ ჩამოუვარდებიან იოანე მტბევარის და სხვა
ჰიმნოგრაფთა საგალობლებს.

2.წმ.ეფრემ მცირის ორიგინალური თხზულებები–წმ.ეფრემ მცირემ ორი ისტორიულ–


ჰაგიოგრაფიული თხზულება შექმნა. მან წმ.გიორგი მთაწმინდელის მიერ დაწყებული გზა
გააგრძელა და დკოუმენტის სახით ქართველთა მოქცევის წყაროების შესახებ მნიშვნელოვანი
მეცნიერული ხასიათის ნაშრომი შექმნა „უწყებაი მიზეზთა ქართველთა მოქცევისასა,თუ
რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“. მას ეკუთვნის ასევე ჰაგიორგრაფიული თხზულება
სვიმეონ.... შესახებ. მას ეკუთვნის ასევე რამდენიმე იამბიკო. ერთი მათგნი სამოციქულოზეა
წარწერილი–„სახედ სიბრძნისა“. მერე წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველს მიუძღვნა.
3.ჩამოაყალიბეთ ქართული საერო მწერლობის წარმოშობის პოლიტიკურ–ეკონომიკური
წინამძღვრები–მე-10 საუკუნის 80-იან წლებიდან იწყება ძველი ქართული ლიტერატურის
ისტორიის მე-2 პერიოდი, რომელსაც მეორენაირად კლასიკურ პერიოდს უწოდებენ. ამ
პერიოდში შვიდსაუკუნოვანი საეკლესიო მწერლობის პარალელურად შეიქმნა და
გაიფურჩქნა მეტად მნისვნელოვანი და საყურადღებო საერო მხატვრული ლიტერატურა.XI-
XII საუკუნეებიდა ჩამოყალიბებულ საერო მხატვრულ ლიტერატურას,რა საკვირველია,
ჰქონდა პოლიტიკურ-ეკონომიკური წინამძღვრები:
1.საქართველოს აქამდე ერთმანეთისაგან გათიშული ფეოდალური ნაწილის მძლავრი და
დამოუკიდებელი მონარქიის ფარგლებში გაერთიანება,რამაც გამოიწვია მათი გაერთიანება
საერთო კულტურულ-ლიტერატურული მშენებლობისთვის;
2.კლასობრივი ხასიათის წინააღმდეგობანი. ეკლსია, როგორც სახელმწიფოებრივი
ინსტიტუტი, იძულებული იყო ხელმძღვანელი როლი დაეთმო
ხელისუფლებისათვის.სახელმწიფოში დაწინაურდნენ საერო ფეოდალური და სამხედრო
ელემენტები, რომლებიც ეწაფებოდნენ კულტურას, მწერლობასა და
ხელოვნებას.ყალიბდება ახალი სამხედრო-აზნაურული ჯგუფი,რომელთა
წარმომადგენლები ომებისა და ჯვაროსნებთან ურთიერთობის წყალობით იფართოვებენ
თვალსაწიერს,ზოგჯერ ინტერესდებიან მეცნიერებითა და ფილოსოფიით.საჭიროა
საკუთარი ლიტერატურა ისეთი გმირებით,რომელთაც არამარტო ღონიერი მკლავი
აქვთ,არამედ მგრძნობიარე,კეთილი გულიც.
3.პოლიტიკური სიძლიერე, გარეშე და შინაური მტრების დამარცხებას ქვეყნის
ეკონომიკური აღმავლობა მოჰყვა. ამის შესაბამისად ადამიანმა შეიგრძნო ამქვეყნიური
ცხოვრების ღირებულება და მშვენიერება. მან შეიმუშავა ჰუმანური იდეალები და
მისწრაფებანი.
4.ბრწყინვალე მონარქიული სამეფო კარის არსებობა. იგი გადაიქცა საერო მხატვრული
ლიტერატურული ცხოვრების მთავარ ცენტრად. აქ თავი მოეყარათ იმ იდეოლოგიის
მატარებლებს, რომელმა მხატვრულ გემოვნებას ემსახურებოდა საერო ლიტერატურა.
აღნისანიშნავია რამდენიმე ისტორიული ფაქტიც . 1103 წელს დავით აღმაშენებლმა,
ფაქტობრივად, ეკლესია დაუქვემდებარა სახელმწიფოს. მანვე შემოიღო
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა.დავითის დროს გზა მიეცა ნიჭს და
თანამედებობა მარტო მამულების მიხედვით არ რიგდებოდა.ამ პერიოდში მონარქები
თვითთონაც ხელს უწყობდნენ მეცნიერებისა და ლიტერატურის აყვავებას.
სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სათავეში მდგომი საერო-ფეოდალური
საზოგადების განწყობილებების ასახვა იკისრა საერო ლიტერატურამ. საერო ლიტერატურის
ყურადღების საგანი გახდა ადამიანი და მისი მატერიალური ცხოვრება. ამავდროულად,
როგორც არნოლდ ჩიქობავა შენიშნავს, 1122 წელს, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის
განთავისუფლება თურქმანთაგან და პოლიტიკური და კულტურული ცენტრის
ქუთაისიდან თბილისში გადმონაცვლება, ის მოვლენაა, რომელმაც განაპირობა ახალი
ქართული სალიტერატურო ენის წარმოქმნა.

4.განსაზღვრეთ სიყვარულის მოტივის როლი „ამირანდარეჯანიანში“–სიყვარულის მოტივი


„ამირანდარეჯანიანში“ მოკლებულია ჩვეულ სითბოსა და გმირის სახესთან ორგანულ
დაკავშირებას, ინდივიდუალურ ხასიათსადა რაიმე მომხიბლაობას. ალ. ბარამიძის
შენიშვნით,"ამირანდარეჯანიანის პერსონაჟებს, არც ვაჟებს, არც ქალებს, არ
ამოძრავებთსიყვარულის შინაგანი ცეცხლი, ან უბრალო მგრძნობელობა და აქედან
გამომდინარე სულიერი მღელვარება”. საცოლეების ძებნისა, მოპოვებისა და
შერთვისეპიზოდებში არც ერთხელ არ იხატება ჭეშმარიტად სამიჯნურო სურათი, ვინაიდან
ამშემთხვევაში როგორც ვაჟები, ისე ქალები მოკლებული არიან საჭირო
კონკრეტულ,ინდივიდუალურ ხასიათებსა და თვისებებს მაშინაც კი, როდესაც ეს
თვითეპიზოდთა ნასკვის განვითარებით თითქოს ბუნებრივად აუცილებელიც
იყო.თხზულების მთავარი თემა და ერთდაერთი ძლიერი მოტივი ესაა ბრძოლის რაინდული
იდეალი,რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება ორთაბრძოლებისა დაომების მრავალგვარ
ეპიზოდებში.ამის გამოვლინებას ემსახურება მთლიანად სიუჟეტი,თითოეული ბრძოლა თუ
ამაბვი.სხვა უფრო ძლიერი მოტივი არ იცის „ამირანდარეჯანიანმა“.ყველაფერი
დანარჩენი,მათშორის სიყვარული,წარმოადგენს ამ მოტივის გაშლის საშუალებას, მისთვის
შემთხვევით ნახულ ფონს.

5.როგორია კ.კეკელიძის თვალსაზრისი „თამარიანის“ დათარიღების შესახებ– მე–7 და მე–12


ოდები ჩახრუხაძეს 1195 წლიდან მოყოლებული 1210 წლამდე დაუწერია. ვინაიდან,ოდებში
უკანასკნელ ამბად მოხსენებულია სპარსეთში გალაშქრება. „თამარიანი“ 1210 წლის
მახლობლად დამთავრებულად უნდა მივიჩნიოთ.
6. ნიკო მარის შეხედულება ე.წ „აბდულმესიანის“ ქების ობიექტის შესახებ–ვინ არის
თხზულებაში შექებული,ეს საკითხი ეჭვქვეშ პირველმა ნ.მარმა დააყენა.მან 1902 წელს
წამოაყენა მოსაზრება,რომ „აბდულმესია“ ნაწარმოების სათაურია და ეს არის დავით
აღმაშენებლის ხოტბა.“ამდულმესიას“ წოდებულა დავით აღმაშენებელი და,შესაბამისად“ მის
ქებასაც ეს სახელი დაერქვა.მისი ატგუმენტებია: არაბული „აბდულმესიჰ“,რომელიც ქრისტეს
მონას ნიშნავს,შეშვენის დავით აღმაშენებელს,რომელიც იყო ერთგული მოსამსახურე
ქრისტესი ,მისი მცნების აღმსარებელი,მისთვის მებრძოლი და ოფლის დამღვრელი.ნ.მარი
სომხურ წყაროებზე (რა მიყვააააარს) დაყრდნობით ამბობს,რომ იოანე დიაკონი დავითს
მიმართავდა სიტყვებით „მონა ქრისტესი“.მარის მოსაზრებით ხოტბის ავტორია დავით
აღმაშენებლის თანამედროვე იოანე შავთელი,ხოლო ხოტბა შეთხზულია დავით აღმ.
სიცოცხლეში, მისი ქებაა და დათარიღებულია XII ს. პირველი მეოთხედით. ნ.მარის
მოსაზრება,რომ თხულებაში დავით აღმაშენებელია შექებული გაიზიარეს
ე.თაყაიშვილმა,ი.ჯავახიშვილმა,იუსტ.აბულაძემ,პ.ინგოროყვამ და კ.დონდუამ.მ.ჯანაშვილმა
ეს მოსაზრება უარყო და თქვა,რომ თხულებაში 2 პიროვნებაა შექებული და ესაა თამარი და
დავით სოსლანი.
7.შოთა რუსთაველის ქრისტიანული მსოფლმხედველობის საკითხები– შოთა რუსთაველი
დიდ ჰუმანისტად გვევლინება ფილოსოფიურ–რელიგიური აზროვნების სფეროში და
ეს საკითხები დავის საგანია. იქიდან გამომდინარე,რომ ავტორი არ გვაძლევს
უფლებას დაზუსტებით ვისაუბროთ თუ რომელი ფილოსოფიური მიმდინარეობის
მსოფლმხედველობას იზიარებდა. რუსთველის შემოქმედებითი თუ აზრობრივი
თავისუფლება არ ნიშნავს იმას,რომ პოეტი მატერიალისტი და ათეისტია,როგორც
ზოგიერთი ფიქრობს. 1.ავტორს სწამს,რომ ადამიანი შედგება ხორცისა და სულისგან.
სული,მისი რწმენით,არ არის რაღაც მატერიალური,არამედ ის „ზეცით მონაბერია“ მას
აქვს უნარი „აღმაფრენისა“ 2.პოეტს სწამს საიქიო ცხოვრება მისი სამოთხითა და
ჯოჯოხეთით. 3.პოეტი ქვეყნისა და ადამიანის არსებობის პრინციპად აღიარებს
ღმერთს,რომელიც მისი სიტყვით არის–„ძალი უხილავი“,“უკვდავი“,“შემქმნელი
სამყაროსა“ და ა.შ ადამიანი,რომელსაც ამ ყველაფრის სწამს,ათეისტად ვერ
ჩაითვლება. უეჭველად შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის თეისტია და გარკვეული
რელიგიური სისტემის მიმდევარი,მაგრამ რომელია ეს სისტემა? უნდა
გვახსოვდეს,რომ ისეთ მხატვრულ ნაწარმოებში,როგორიც „ვეფხისტყაოსანია“ პოეტს
არ შეეძლო დაესაბუთებინა თავისი რელიგიურ–ფილოსოფიური შეხედულებები. ის
ცდილობს შეგნებულად აუაროს გვერდი ამ ყველაფერს. ამით აიხსნება ის,რომ ზოგი
მას ქრისტიანად თვლის,ზოგი წარმართად,მაჰმადიანად და ა.შ 1917 წელს გამოვიდა
ნ.მარის ერთი შრომა,რომელშიც ის ამტკიცებს,რომ პოემის ავტორი არის მეთოთხმეტე
საუკუნის მესხეთის მკვიდრი მაჰმადიანი ქართველი. 1.პოემაში გვხვდება
მუსლიმანური არაბულ–სპარსული სიტყვები 2.პოემის ყველა მოქმედი პირი
მაჰმადიანია. 3.მისი სიუჟეტი და ფაბულაც მაჰმადიანურია. ის გარემოება,რომ
პოემაში მაჰმადიანური სიტყვები გვხვდებ,ავტორის მაჰმადიანობას ვერ
დაგვიმტკიცებს. იქიდან გამომდინარე,რომ მსგავსი სიტყვები შემოდიოდა უფრო
ლიტერატურული და კულტურული გზით,ვიდრე სარწმუნოებრივი. ხოლო რაც
შეეხება მაჰმადიანურ წრეს,ის პოემაში წარმოებს იმიტომ,რომ მოქმედება
მაჰმადიანურ ქვეყნებში ხდება. შეუძლებელია მე–14 საუკუნეში მაჰმადიანობას
მესხეთში ფეხი ჰქონდეს გამდგარი იმდენად,რომ აქ ქმნიდნენ მაჰმადიანურ
ლიტერატურას და თან ეროვნული ელფერიც იმდენად შეინარჩუნოს მხარემ,რომ
ქართულ ენაზე წერდნენ მაჰმადიანური შინაარსის თხზულებას. ხოლო რაც
შეეხება,ნ.მარის მოსაზრებას,რომ ავტორი ახსენებს ერთ ღმერთს და ღვთისმშობელს
არ ახსენებსო,თუ ის მაჰმადიანია რატომ არ ახსენებს მაჰმადიანურ „წმინდანებს“?
ნ.მარმა ბოლოს უარყო თავისი მოსაზარება და განაცხადა,რომ ავტორი არ არის მე–14
საუკუნის მაჰმადიანი ქართველი,არამედ არის თამარის თანამედროვე შოთა
რუსთაველი ჩახრუხაძეო. იუსტ.აბულაძის აზრი საკმაოდ მოულოდნელი იყო. იქიდან
გამომდინარე,რომ ის პოეტს თვლის როგორც ქრისტიანად,მუსლიმანად და
ურწმონდაც. ეს აზრი აბსოლუტურად ალოგიკურია. იქიდან გამომდინარე,რომ
ურწმუნო ადამიანი ვერც ქრისტიანი იქნება,ვერც მუსლიმანი და ვერც სხვა რომელიმე
რელიიგის მიმდევარი. თუმცა, იუსტინე ბოლოს იმ აზრისკენ უფრო იხრება,რომ
ავტორი მუსლიმანია. თუმცა,როგორც აღვნიშნეთ, მუსლიმანების მიმართ
პატივისცემა საკმაოდ სუსტი არგუმენტია იმისთვის,რომ ავტორი მართლაც
მუსლიმანია. 1926 წელს პ.ინგოროყვამ წამოაყენა დებულება,რომ „ვეფხისტყაოსნის“
ავტორი მიმდევარი იყო სპარსული მოძღვრებისა–მანიქეიზმისა. ამიტომ,მას
კუპრს,ურჯულოს,სარწმუნოებისგნ გამდგარს მოიხსენიებენო. თუმცა,ეს სარწმუნეობა
უკრძალავს ადამიანს–ქალისადმი სიყვარულს,ქორწინებას,შვილების
გაჩენას,ნადირობას,ქეიფს,ჭამას,სმას. მოკლედ,ყველაფერი იმას,რასაც
„ვეფხისტყაოსანში“ ვხვდებით. აქედან გამომდინარე,ეს მოსაზრებაც არ არის
საფუძვლიანი. პოეტი რომ ქრისტიანია, მტკიცდება იმითაც,რომ მან იცის აღდგომის
შესახებ,იცნობს ბიბლიას,ქრისტიანულ რიტუალებს. რუსთაველი რელიგიას
საკუთარი არადოგმატური თვალსაზრისით აღიქვამს. რუსთაველის მსოფლგაგებაში
საყურადღებოა ისიც,რომ ის რელიგიას არ თვლის ცხოვრების მამოძრავებელ ძალად.
„ვეფხისტყაოსნის“ გმირებისთვის მთავარი ძალა,რაც მათ აერთიანებთ არის
ძმადნაფიცობა,მეგობრობა. ამრიგად,ჩვენს პოეტს ქრისტიანობა არ უშლის ხელს,რომ
დარჩეს თავისი და არა მხოლოდ თავისი დროის პროგრესულად მოაზროვნე
ადამიანად.
8.იმსჯელეთ „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის,სიუჟეტისა და კომპოზიციის შესახებ სამეცნიერო
ლიტერატურის გათვალისწინებით–„ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა
რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა
და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური
ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან
სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში,
თექვსმეტმარცვლიანი საზომით.ვეფხისტყაოსნის“ ტაეპი: „ესე ამბავი სპარსული ქართულად
ნათარგმანები“ ვახტანგ მეექვსეს ასპარეზზე გამოსვლამდე პირდაპირ ესმოდათ: თითქოს
რუსთაველს თან ჰქონია სპარსულიდან მომდინარე ქართული პროზაული მოთხრობა და ლექსად
„გარდაუთქვამს“. ვახტანგმა კომენატრებში კრიტიკულად განიხილა ეს სტროფი და აღნიშნა, რომ
სპარსულში არსად მოიპოვება ეს ამბავი; მისი მოსაზრებით, რუსთაველს ეკუთვნის პოემის ფაბულაც
და ლექსიც, შინაარსიც და ფორმაც; მეტიც, ვახტანგს „ვეფხისტყაოსნის“ პროტოტიპი უძებნია
სპარსულში და მის არარსებობაში საბოლოოდ დარწმუნებულა.

ნ. მარიც გულმოდგინეც ეძებნა „ვეფხისტყაოსნის“ პროტოტიპს ერთ დროს ბრიტანეთის მუზეუმში


ეგულებოდა პოემის სპარსული პროტოტიპის ხელნაწერი; წერდა, რომ ხელნაწერი წარმოადგენდა
„შაჰრიარ-ნამეს“ - წიგნს შარიერზე (ტარიელზე). მართალია, იგი თავის მონოგრაფიულ ნაშრომებში
ამტკიცებდა „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ ნაციონალურსა და ხალხურ ხასიათს, მაგრა სიუჟეტის
სპარსულიდან წარმომავლობაზე უკან არ დაუხევია.
უნაყოფო გამოდგა „ვეფხისტყაოსნის“ პროტოტიპის ძებნა შუა აზიის ხალხთა ფოლკლორშიც.
ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა პოემის ე.წ უზბეკური ვერსიის ტექსტი, რომელიც თითქოს ცნობილი იყო
ჯერ კიდევ მ-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20ს დასაწყისში; მკვლევარი უფრო იქითკენ იხრება,
რომ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტი შუა აზიაში უნდა შესულიყო საქართველოდან. ან მე-13 სუკუნის
პირველ ნახევარში ან კი მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში.
როგორც ბარამიძე აღნიშნავს, უსაფუძვლოა პოემის სიუჟეტის უცხოური წარმოშობის თეორია,
თუმცა იმასაც უსვამს ხაზს, რომ გინდა „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულა ნასესხები ყოფილიყო, ეს
ვერაფერს დააკლებდა მის ღირსებას, რისი მაგალითებიც ქართულ თუ მსოფლიო ლიტერატურაში
მრავლად მოიპოვება (მაგ. ვაჟას რიგი ნაწარმოებებისა, შექსპირის პიესები...) თურმე აღმოსავლეთში
პოპულარულ ამბებს ამუშავებდნენ ხოლმე პოეტები (რასაც ნაზირა ერქვა) და ამაში ერთმანეთსაც კი
ეჯიბრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ რუსთველის ფაბულის ნასესხებობა არსაიდან ჩანს. ვაჟამ სამართლიანად აღნიშნა,
სპარსული ამბავი რომ ყოფილიყო, სპარსეთშიც მოეძებნებოდა მრავალი გამლექსავი ამისთანა
არაკსო.
რეალურად რუსთაველს გამოუყენებია სპარსული ამბის მომიზეზებით მსოფლიო ლიტერატურაში
კარგად ცნობილი - სიუჟეტური შენიღბვის ხერხი (მონტესკიეს „სპარსული წერილები“,
ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“). ეს ხერხი ძვ. ქართული მწერლობის ლიტერატურისთვისაც
არ ყოფილა უცნობი, რისი საუკეთესო მაგალითია ბესარიონ გაბაშვილის „რძალ-დედამთილიანი“.
ასევე უნდა გადაწყდეს „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის საკითხიც. ავტორი შეგნებულად და
გეგმაშეწონილად აუცხოებს პოემის სიუჟეტს, რის საჭიროებას ალბათ იწვევდა პოემაში გატარებული
სოც-პოლ და სარწმუნოებრივ-ფილოსოფიურ შეხედულებათა რადიკალიზმი. სწორედ ამიტომ
ტხზულების წყაროდ რუსთველმა გამოაცხადა „სპარსული ამბავი“, მოქმედება გაშალა უცხოეთის
დიდ გეოგრაფიულ არეზე, ზოგიერთ პერსონაჟს შეარქვა უცხოური სახელები.
საყურადღებოა, რომ ბევრ დაკვირვებულ მკვლევარს კარგად ჰქონდა შემჩნეული პოემის სიუჟეტისა
და იდეური შინაარსის ორგანული კავშირი საქართველოს ისტორიულ სინამდვილესთან, ქართველი
ხალხის ცხოვრებასთან. ამას ჯერ კიდევ თეიმურაზ ბატონიშვილი აღნიშნავდა (ქართულ
ხარაკტერზე აქვს შეწყობილიო). თეიმურაზის ამ თვალსაზრისს ავითარებს მარი ბროსე
„ვეფხისტყაოსნის“ მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში. დასახელებულმა მკვლევარმა სათავე მისცა
პოემის შინაარსის ალეგორიულად მიჩნევას და მის ისტორიულ-ნაციონალურ ინტერპრეტაციას.
რაც შეეხება იტორიული ანალოგიების დადგენას, მისი პირველი ცდა ეკუთვნის დავით
ჩუბინაშვილს. მისი განმარტებით, ნესტანის მსგავსად, თამარი გიორგი მესამის ერთადერთი ასული
იყო, ზრდიდა მამიდა, ერთად იაზრდებოდნენ თამარი და დავით სოსლანიც, ერთნაირად ჩაისახა
სიყვარულიც.. ამ ხედვას მეცნიერთა ნაწილი იზიარებდა, თუმცა საქმეს ართულებს ის, რომ
რუსთაველთან აწერილია ორი ამბავი; ზოგიერთ მკვლევართა დაკვირვებით საქართველოს
ისტორიული ცხოვრებ აირეკლა მხოლოდ არაბეთის ამბავში.
ბარამიძე არ იზიარებს პოემის ალეგორიულ ინტერპრეტაციის თვალსაზრისს, მოხმობილი
ანალოგიები შემთხვევითია ზოგჯერ და ნებისმიერი, თუმცა უდავოა, რომ გარკვეული ასოციაციით
მე-12 საუკუნის კონკრეტული ისტორიული ამბებია აღბეწდილი. ნ. მარიც აღიარებს, რომ
ავტორისთვის ნაცნობი მოვლენებია ასახული იმდროინდელი სინამდვილიდან.
საკმაოდ გავრცელებულია შეხედულება, თითქოს რუსთაველი უშუალოდ მონაწილეობს პოემაში. ს.
გორგაძის მოსაზრებით, შეიძლება ავთანდილი იყოს თვითონ ავტორი, იგოროყვა კი მიიჩნევს, რომ
პოემაში პოეტურად აისახა რუსთაველისა (ტარიელისა) და თამარის (ნესტანის) ცხოვრების ამბავი.
მეცნიერის აზრით, „ვეფხისტყაოსანი“ წარმოადგენს ისტორიული შიფრის შემცველ ნაწარმოებს,
რისი ამოცნობაც რთულია. იგი როგორც „რუსთველიანაში“, ისევე „რუსთველიანას ეპილოგში“
ვრცლად ჩერდება ტარიელისა და შოთას ისტორიათა იგივეობათა საკითხზე, რის
დასამტკიცებლადაც მოჰყავს რიგი არგუმენტებისა:
• ინდოეთიც და საქართველოც შვიდი სამეფოა;
• ინდოეთში მეშვიდე სამეფოს ფლობდა სარიდანი, რომელიც ფარსანისვე გვარისა იყო, სწორედ
ამგვარად იყოს საქართველოშიც.მისი ერთ დამოუკიდებელ ნაწილში ჰერეთში მეფობდა
ბაგრატიონტა შტო;

• მეშვიდე სამეფოს გაერთიანება ნაბაყოფლობით ხდება;


• სარიდანი და ჰერეთის მმართველი რჩებიან მთავარ ხელისუფლად „თავის ქვეყანაში“ (მე-7
სამეფოში).
• სარიდანიც და ჰერეთის მმართველიც სრული ქვეყნის ვაზირებიც ხდებიან.
როგორც ბარამიძე წერს, ამ პუნქტებიდან ბოლო 3-ია მთავარი, პირველი ორი კი მარტივია. ეს 3
პუნქტი კი არ მოდის ქართული ისტორიული სინამდვილესთან შესაბამისობაში; 1117 წელს
დავითმა ჰერეთი ძალით დაიპყრო და არა ნებაყოფლობით შემოიერთა, ჰერეთის მმართველი არც
ჰერეთის მთავარი ხელისუფლად დარჩენილა და არც ვაზირობა უბოძეს, ამის შესაახებ არაფერია
ნათქვამი ისტორიულ ცნობებსა და წყაროებში.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგოროყვა ამაზე არ ჩერდება, „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიზმი ამაზე არ
სრულდება, მთავარი ის არის, რომ როგორც შოთას, ისევე ტარიელს ტახტზე მემკვირდეობითი
უფლებები ჰქონდათო. მან ამის შესახებ ისტორიული ექსკურსიც კი შემოგვთავაზა. ბარამიძე მას
ეთანხმება იმაში, რომ პოემაში აღბეჭდილია ისტორიული სინამდვილის ანარეკლი, თუმცა
სრულიად უსაფუძვლოა მტკიცება იმისა, რომ „პოემაში ტარიელის საგვარეულო ისტორიის სახით
მოთხრობილია შოთას საგვარეულო ისტორია“-შესაბამისად, „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის საკითხის
საბოლოო გადაწყვეტა ვერ დაემყარება ინგოროყვას ვარაუდებს, რომელთაც საფუძვლად უდევს
ისტორიული შიფრის ამოხსნის ცდა.

9.ანტონ კათალიკოსის შეხედულებანი შოთა რუსთაველის შესახებ–რუსთველის


შემოქმედებითი მოღვაწეობის ახალი მხარე წარმოაცინა კათალიკოსმა ანტონ
პირველმა. მისი აზრით, რუსთველს დაუწერია თამარ მეფის ცხოვრების ისტორია. მას
ნაშრომში „ქართული ენის ღრამატიკა“ დამოწმებული აქვს ციტატა, რომელიც, მისი
სიტყვით, ამოღებულია ამ „თამარის ისტორიიდან“. ანტონის მიერ მოტანილი
ადგილი მართლაც არის ქართლის ცხოვრების იმ ნაწილში, რომელსაც პირობითად
თამარის მეორე ისტორია ეწოდება. მან ასევე შემდეგი დახასიათება დაგვიტოვა
შოთასი: შოთა ბრძენი იყო, ფილოსოფოსი, მეტყველი სპარსთა ენის.
ანტონის აზრით, რუსთველმა ვერ გააკეთა მისი ნიჭისა და განათლების შესაფერისი
საქმე.

10.ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერების ავტორი და მისი მნიშვნლობა


რუსთველოლოგიისათვის–,,ციხეს ვზიმ ეგზო მაღალსა თვალნი ძლივს გადმოსწვდრბიან" ესაა
წარწერა მე-15საუკუნის მინაწერი ვანის ქვაბებზე, ანა რჩეულიშვილის მიერ, მას ვანის ქვაბებში
დატყვევების ჟამს მოჰგონებია ქაჯეთის ციხის ეპოზოდი, რაც შეეხება მნიშვნელობას, ალბათ ის უნდა
იყოს რომ ვეფხისტყაოსანს კარგად იცნობს იმდროის საზოგადოება, იზეპირებს მას და საკულტო
წიგნად აღიქვამენ.

11.რომელ ფილოსოფოსსა და ღვთისმეტყველს ახსენებს შოთა რუსთაველი? დაიმოწმეთ


ციტატები–„მე სიტყვასა ერთსა გკადრებ,პლატონისგან სწავლად თქმულსა.““ამ საქმესა
დასასრულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს“

12.სოფლის სამდურავის თემა თეიმურაზ პირველის შემოქმედებაში და მისი განმსაზღვრელი


ფაქტორები–თეიმურაზის ლირიკული ლექსები და პოემების ლირიკული ჩანართები გამოხატავს
ავტორის ძლიერ ნაღვლიან განწყობილებას. პოეტი უარყოფითად ახასიათებს ცხოვრებას,
წუთისოფელს. სამდურავს და საყვედურს უცხადებს მას. თეიმურაზს შეუთხზავს საგანგებო ლექსი,
რომელსაც სწორედ “სოფლის სამდურავი” ეწოდება. პოეტი წუთისოფელს ახასიათებს როგორც
მუხთალს, მიუნდობელს, ვერაგსა და ბოროტს, უკუღმართს, “მუხთლობა არის თავიდგან სულ მისი
დასაწყისი, და”, გულისტკივილით ამბობს ის ერთგან და ამგვარ აზრს სხვაგანაც ბევრჯერ იმეორებს.
თეიმურაზი აფრთხილებს თავის მკითხველებს:
სოფელს მყოფნო, სოფლის საქმე გასინჯეთ და გაიგონეთ,
ეს სოფელი მუხთალია, ნუ მიჰყვებით, შეიგონეთ!
თეიმურაზის სიტყვით, წუთისოფელი მბრუნავია, ცბიერი, მატყუარა, ფლიდი, მაცთური. პირველად
ის ადამიანს მიიზიდავს, ასიამოვნებს, დაატკბობს, კმაყოფილების ბანგით გააბრუებს, შემდეგ კი
ანაზდეულად “უმუხთლებს, გაუავდების”, თავზე წამოუყენებს სიკვდილს. “სიკვდილი, გულზე მიწა
და ლოდები” გარდუვალი ხვედრია ადამიანისა. უმოწყალო წუთისოფელი არ ინდობს სინორჩეს,
სიკეკლუცეს, სიკისკასეს, “პირსა მთვარულებ გავსილსა დააჭკნობს, დაალურჯებს”, “ბაგეთა მოშლის
ეგეთსა, უკვდავებასა ღიმობდეს”, “წარბსა მშვილდურებ მოხრილსა გააყრევინებს, წაახდენს”,
“ლერწამ ტანსა წაჰხრის და მოსდრეკს” ფერს უქცევს “ღაწვისა ფეროვანებას”, “დაადუხჭირებს
ჯავარსა”. პოეტს კარგად ჰქონია შეგნებული წუთისოფლის ბუნება, მისი გამწირაობა,
დაუდგრომლობა. ბევრი მაგალითის მოძებნა საჭირო არ არისო, ფიქრობს პოეტი და მკითხველებს
ურჩევს, ასწონ-
დასწონონ სოფლის ამბავი
„გასინჯეთ საქმე სოფლისა, ნეტარ ვის გასთავებია!
ვის ჰქონდა მუდამ სრა-ტახტი, მოშლია მას თავებია,
ვინ რომ დაიპყრა ქვეყანა, დღე მასცა ასთავებია.“
ეს არ არის ლიტერატურული რეზონერობით გამოწვეული ლიტონი სიტყვები.
პოეტმა ნამდვილად იგემა უკუღმართი ცხოვრების რისხვა, დამარცხების. იმედების
გაცრუების სამსალა. მან საკუთარი თვალით ნახა და გამოსცადა მუხანათური
ორგულობის, ღალატისა და ათასგვარი მზაკვრობის მთელი საშინელება. თეიმურაზი
მოწამე იყო თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის უმოწყალოდ რბევა-აწიოკებისა და
ხოცვა-ჟლეტისა. მტრებმა თეიმურაზს დაუქციეს ოჯახი. არაადამიანური წამებით
დაუსახიჩრეს და მოუკლეს შვილები, უწამეს დედა და დაი, თვალწინ დაუხოცეს
მახლობლები, ერთგული თანამშრომლები, ნათესავები... პოეტი გულისმომკვლელი სიტყვებით
უჩივის ამის გამო წუთისოფელს.

13.სპარსოფილური მიმდინარეობა ქართულ ლიტერატურაში და მიბრუნებ ეროვნულისაკენ.


როგორ უკავშირდება „მართლის თქმის პრინციპს“ არჩილის შემოქმედება?არჩილის
შემოქდება ნაწილია რეალისტური ლიტერატურისა და მჭიდროდაა დაკავშირებული
„მართლის თქმის“ პრინციპთან. ეს პრინციპი გულისხმობს ნებისმიერ სიტუაციაში
საზოგადეობისთვის სიმართლის თქმას პირდაპირ და დაუფარავად.
პოეტმა ქართულ ლიტერატურაში განამტკიცა ის საქმე,რომელიც პირველად წამოიწყო
მისმა მდივანმა ფეშანგი ფაშვიბერტყაძემ „შაჰნავაზიანში“.არჩილმა უარი თქვა „სპარსთა
ნაჭორ ამბებზე“.მან ლიტერატურაში უპირატესობა მიანიჭა არა „სპარსთა“ ამბებს,არამედ
ნაციონალურ,ეროვნულ,ქართულ და არა „ნაჭორ“, მოგონილ სადევგმირო ამბებს,არამედ
ნამდვილს. „სპარსულში“ ის გულისხმობდა უცხოურ თემატიკასა და სიუჟეტებს (ლეილისა
და მაჯნუნის ამბავი) და გამოგონილ თემატიკას (ვარდისა და ბულსბულის,სანთლისა და
ფარვანას ბაასს).ამის სანაცვლოდ ის მოითხოვდა,რომ მწერლებს აეღოთ რეალური
ისტორიული ამბები,ქართული სიუჟეტები.ამ მხრივ არჩილი ძველ ქართულ
ლიტერატურაში ნაციონალური და „რეალისტური“ მიმართულების მკვეთრი
წარმომადგენელია.ამისი გამომხატველია მისი ისტორიული პოემა,ასევე
თანამედროვე,ნამდვილი ქართული ცხოვრების ნაკლულოვანებების შეუბრალებელი
მხილება.გარდა ამისა,არჩილი კატეგორიულად მოითხოვდა ქართული ენის სიწმინდის
დაცვას და მის გაწმენდას სპარსიზმებისგან,თუმცა ის რუსიციზმებს არ გაურბოდა.

14.განსაზღვრეთ სულხან–საბა ორბელიანის წვლილი სამოგზაურო–მემუარული სულხან-საბა


ორბელიანს დიდი ღვაწლი მიუძღვის როგორც სასულიერო,ისე საერო მწერლობის დარგში.საბას
ევროპაში მოგზაურობის შედეგად დაიწერა საყურადღებო თხზულება “მოგზაურობა ევროპაში”,
რომელიც ამ ეპოქაში აღმოცენებული მემუარული ჟანრის საუკეთესო ნიმუშია. სამწუხაროდ, ამ
შრომას ჩვენამდე მთლიანი სახით არ მოუღწევია, დაკარგულა პირველი ნაწილი, სადაც აღწერილი
უნდა ყოფილიყო მისი საფრანგეთში ყოფნა. ეს შემდეგიდან ჩანს. საბა ამბობს: საბას მეფის “ქალი
იყო სპანიის მეფის ცოლი, რომ ზეით სიკვდილი დავსწერეთ არსად ეს ფაქტი აღნიშნული არაა,
მაშასადამე, ”ზეით” გულისხმობს სწორედ პირველ, დაკარგულ ნაწილს.“მოგზაურობა ევროპაში“
როგორც დღეს ამ ნაწარმოებს ვუწოდებთ პირობითია.მისი მოგზაურობა გამოწვეული იყო
მაშინდელი პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობით.პოლიტიკურად უშედეგო,მაგრამ
ლიტერატურულად ნაყოფიერი გამოდგა ეს მოგზაურობა,რადგან საბამ დაწერა ზემოთხსენებული
„მოგზაურობა“,რომელიც ავლენს ავტორის გასაოცარი დაკვირვების უნარს.აქ იგი გვესაუბრება
იტალიის სარწმუნოებრივ-საეკლესიო ცხოვრებაზე,პოლიტიკურ საკითხებთან ერთად იგი
ყურადღებას აქცევს სოციალურ-ეკონომიურ საკითხებს.ისტორიულ-არქეოლოგიურ ცნობათა გარდა
ამ თხზულებაში ჭარბადაა მოცემული პალეონტოლოგიური, ზოოლოგიური, ბოტანიკური,
კლიმატოლოგიური, ეთნოგრაფიული, სტატისტიკური, ყოფაცხოვრებითი და პროფესიული
ხასიათის ცნობები, აგრეთვე ცნობები სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და ვაჭრობის
შესახებ.ასევე გვაძლევს სხვადასხვა ქალაქების მდიდარ გეოგრაფიულ ცნობებს.
“მოგზაურობა ევროპაში” პირველი, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო იყო ქართულ ენაზე, რომლის
საშუალებით ქართველები ეცნობოდნენ დასავლეთ ევროპას. მან საფუძველი ჩაუყარა ჩვენში
მემუარული ჟანრის მწერლობას, რომელსაც შემდეგ არა ერთი გამაგრძელებელი და მიმბაძველი
გამოუჩნდა.

15.“დავითიანის“ შედგენილობა და ისტორიულ–ფილოსოფიური კონცეფცია–„დავითიანს“


პოეტი შვილად თვლიდა და მასზე ამყარებდა იმედებს. ამ კრებულის შედგენა დავითს არ
უნდა დაეწყო მაგდერბურგის ტყვეობიდან გათავისუფლებამდე. ესიეიგი 1759 წელზე ადრე.
იმიტომ,რომ ამ ტყვეობას ასახელებს ის „დავითიანის“ პირველსავე ნაწილში.
საფიქრებელია,რომ მთელი კრებული დავითს შეუდგენია 1774 წელს ან მის მახლობელ წინა
წლებში.დავითის შემოქმედება უმთავრესად შეადგენს 1.სწავლას და სიბრძნეს, 2.ადამიანსა
და საწუთროს შორის შეუთანხმებლობას. 3.სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების
პრობლემას. ის ამბობს,რომ ადამიანი მაშინ დაიწყებს იმაზე ფიქრს,რატომ არ
ვისწავლეო,როცა ცხოვრების მუხრუჭს იგრძნობსო. იმასაც აღნიშნავს,რომ გვიანი იქნება.
ვინაიდან,ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ასევე,უსწავლელ შვილს ძაღლს
ადარებს. და ამ ორიდან უპირატესობას მეორეს ანიჭებს. უწვრთნელი ძაღლი ყეფს
მაინც,ხოლო უსწავლელ კაცს სარგებლობის მოტანა არ შეუძლია. დავითი ამბობს,რომ
ამქვეყნიური ცხოვრება ცრუ,მუხთალია. ამ მომენტში კი მოგავაგონებს არჩილ მეფეს. მას
დაუწერია „გაბაასება კაცისა და სოფლისა“,რომელიც იმავე მოტივებს შეიცავს,როგორსაც
დავითის „გაბაასება“. არჩილიც ემხრობა ამ აზრს,რომ სიკვდილი ხვედრია ყველასი და
ცხოვრებაც ცრუ და მუხდალია. დავითს არ სწამს თავისუფალი სიყვარული,ვინაიდან
მიიჩნევს,რომ ის ეშმაკის საქმეა,სულის წარმწყმენდელია. მისი აზრით,კანონიერი მხოლოდ
ის სივარულია,რომელიც აერთებს მხოლოდ „სულიერ“ ცოლ–ქმარს. მნიშვნელობა არ აქვს
არსებობს თუ არა მათ შორის ნამდვილი სიყვარული. მთავარია,ჯვრისწერის წესი იყოს
შესრულებული. კაცი ქალის არჩევის დროს არ უნდა აჰყვეს თვალის ვნებას ან სურვილს.
„თვალის სიამოვნე არის ერთი წამი“ წმინდა ლირიკური ნაწარმოები დავითს უფრო მეტი
აქვს. მისი ლირიკა საკმაოდ რელიგიურ–მისტიკური ხასიათისაა და წარმოადგენს გულის
სიღრმიდან ამოსულ ლოცვას. ამგვარი ხასიათისაა ჰიმნი „ვაქოთ ვადიდოთ ვინაო,ღმერთი
მაღალთა შინაო“ის უარყოფს ქვეყანას,ხორცს,რომელსაც „მყრალ ჭურჭელს“ეძახის.
რელიგიურ–მისტიკურ მოტივს თავი უჩენია საისტორიო პოემებშიც.რადგანაც ასეთი
პოემების საგნად ბიბლიური ეპიზოდებიც გალექსისთვის მიუმართავს მას. გურამიშვილის
მთავარი მოტივი არის ასევე სევდა. მაგ: „ტირილი ღვთისმშობლისა“ამ ელეგიაში
გამოხატულია უნუგეშო გრძნობა დედისა. (ღვთისმშობლის),რომელიც დასტირის მტერთგან
განგმირულ ერთადერთ შვილს–მაცხოვარს. დავითის პესიმიზმს ასევე იწვევს სამშობლოს
მდგომარობა,ფეოდალური კლასის რღვევა და პირადი ცხოვრების უკუღმართობა,რასაც თან
ერთვის წუთისოფლის არარობის განცდა. მას ასევე აწუხებს,რომ ბერდება და უშვილოდ
რჩება.დავით გურამიშვილი დაუნდობლად აშიშვლებს ფეოდალური კლასის იდეურსა და
მორალურ სიდუხჭირეს. ის თანაბარი სიმწვავით ამათრახებს–მეფეს,დიდებულს
სამღვდელოებას და ა.შ თუმცა,ის დაუღალავად და მხარგამოდებით ქადაგებს სიბრძნეს. მის
საჭიროებასა და მნიშვნელობას. მან იცის,რომ განათლება ხელს უწყობს–
საზოგადოებრივი,პოლიტიკური და ინდივიდუალური ცხოვრების წინსვლას. დავით
გურამიშვილი დღეს აღიარბულია არა მხოლოდ საქართველოს,არამედ უკრიანის
პოეტადაც,სადაც მან გაატარა უდიდესი ნაწილი თავისი ცხოვრებისა და საადაც დაიწერა
„დავითიანის“ სტრიქონები. უკრაინამ პოეტის არა მხოლოდ ნეშთი,არამედ დოკუმენტებიც
შემოგვინახა,სადაც გაშუქებულია მისი კარგახანს ბნელით მოსილი ცხოვრება. უკრაინელმა
მეცნიერებმა ბიოგრაფიული მუშაობა ჩაატარეს დავითის ბიოგრაფიისთვის ახალი ცნობების
მოპოვებით და ნარკვევების გამოქვეყნებით. გურამიშვილმა თავისი შემოქმედებით
მჭიდროდ დაუკავშირა ერთმანეთს უკრაინელები და ქართველები.
მესამე ვარიანტი
1.იოანე მინჩხის ჰიმნოგრაფიული მემკივდრეობა–იოანე მინჩხი მოღვაწეობდა მეათე საუკუნის
პირველ ნახევარში. მას დაუწერია გიორგი მეფის ქება, რმელშიც სავარაუდოდ იგულისხმება გიორგი
აფხაზთა მეფე. მიქელ მოდრეკილის საგალობელში, რომელიც შედგენილია 978-988 წლებში 4 ჰიმნია
მინჩხის . რადგანაც მინჩხი სინას მთაზე მოღვაწეობდა და მიქელს მეტზე წვდომა არ ჰქონდა. მისი
ჰიმნები იყოფა როგორც პროზაულად (სინას მთის) ასევე პოეტურად (მიქელ მოდრეკილის) როგორც
ჩანს მას მთელიიერუსალიმმური საეკლესიო კალენდრისათვის უნდა შეექმნა საგალობლები .
2.იოანე პეტრიწის თარგმნები და ორიგინალურიმემკვიდრეობა-თარგმანები წიგნნი
პლატონური ღვთისმეტყველებანი პროკლე დიადოხოსისაგან შექმნილი,იოანე სინელის სათნოებათა
კიბე,ემესიო ემესელის ბუნებისათვის კაცისა. ორიგინალი კავშირნი ღვთისმეტყველებანი
3.ჩამოთვალეთ ქართული საერო მწერლობის ძირითადი ჟანრები–ეპოსი (საგმირო და
სამიჯნურო თხრობებით წარმოდენილი) ლირიკა–მოცემულია სახოტბო პოეზიაჟი.
4.ნიკო მარისა და ალექსანდრე ბარამიძის შეხედულებანი „ამირანდარეჯანიანის“ სიუჟეტის
წარმომავლობის შესახებ–ალექსანდრებარამიძემ XX საუკუნის 20-იან წლებში საგანგებოდ იკვლია
თხზულების ორიგინალობის პრობლემა და საფუძვლიანად დაასაბუთა, რომ იგი ქართული
ორიგინალური ნაწარმოებია და სპარსულიდან არ თარგმნილა. მან თავისი შრომებით სიახლე შეიტანა
თხზულების ჟანრობრივი რაობის, შედგენილობისა და ლიტერატურული წყაროების დადგენის
საქმეში. თავის საკანდიდატო დისერტაციაში ეჭვიუტანლადდაასაბუთაფაბულის, სიუჟეტის,
კომპოზიციის, აგებულებისპრინციპისადაიდეურითვალსაზრისითამორისხვადასხვანაწარმოების
(`ყისაიჰამზა~ და `ამირანდარეჯანიანი~) ერთმანეთისაგანგანსხვავებულობა.
ალექსანდრებარამიძისაზრით, `ამირანდარეჯანიანში~ ერთმანეთსშეერწყაქართულ-
სპარსულიგანწყობილებებიდამოტივებიარაბულთანდაპირისპირებით. `ყისაY ჰამზაში~
სპარსულისსაპირისპიროარაბულიტენდენციებიაწარმოჩენილი,
რითაცესორითხზულებაერთმანეთსარსობრივადუპირისპირდება. ა. ბარამიძისმიერ
`ამირანდარეჯანიანის~ დედნად `ყისაY ჰამზას~ მიჩნევისთეორიისუარყოფამკ. კეკელიძის, ი.
ჯავახიშვილის, ს. კაკაბაძის, იუს. აბულაძის, გ.
იმედაშვილისშრომებშიჰპოვაასახვადათხზულებისორიგინალობისპრობლემაცმაღალმეცნიერულდონ
ეზეგადაწყვეტილადიქნამიჩნეული. ამპრობლემასალექსანდრებარამიძეკვლავდაუბრუნდა 1958
წელსრობერტსტივენსონისმიერინგლისურადთარგმნილი `ამირანდარეჯანიანის~
გამოცემისადათარგმანისთაობაზედევიდლენგისადამერედიტ-
ოუენსისმიერგამოქვეყნებულირეცენზიებისგამოქვეყნებისშემდეგ.
მანახალიარგუმენტებითგანამტკიცაშეხედულებათხზულებისორიგინალობისშესახებ, თუმცა,
სამართლიანობამოითხოვსიმისაღნიშვნას, რომუდიდესისიფრთხილითადატაქტით,
მაგრამმთლიანადმაინცარუარუყვია `ყისაÁ ჰამზას~ კავშირიდაღირებულება `ამირანდარეჯანიანის~
შექმნაში.
5.მოკლედ ჩამოაყალიბეთ ნ.მარის ღვაწლი „თამარიანის“ შესწავლის საქმეში–„თამარიანის“
ხელნაწწეები დამახინჯებულია. ამ მხრივ, შესამჩნევი ნაბიჯი გადადგა ნ.მარმა,რომელმაც
აღადგინა და შეასწორა თხზულების მრავალი ადგილი და განჭვრიტა მისი ნამდვილი
ხასიათი,შედგენილობა. ნ.მარის აღმოჩენა ამ კრებულში 11 ოდა და ერთი ელეგიაა,რომელშიც
პოეტი დასტირის თავის მოყმეს ველად გაჭრის გამო.
6.ჩამოთვალეთ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქული შეხედულებანი
ე.წ“აბუდლმესიანის“ (თამარისა და დავითის ქების“) ავტორისა და ქრონილოგიის შესახებ–
ვეფხისტყაოსნის ბიბლიოგრაფიული მინაწერი ამბობს: ,,ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა“. ზოგი მეცნიერი აბუდულ მესიას თვლიდა
ავტორის, შავთელის. სახელად (პლატონ იოსელიანი) მაგრამ კონტექსტით აშკარაა, აქ იგულისხმება
თხზულების სახელი. მეცნიერთა ნაწილი `თამარისა და დავითის ქებას~ იოანე შავთელის პოემად
მიიჩნევს და მას მოიხსენიებს ე. წ. `აბდულმესიანად~, ნაწილი ფიქრობს, რომ არც ესაა იოანე
შავთელის თხზულება. XX საუკუნის 90-იან წლებში გამოითქვა კიდევ უფრო მეტად განსხვავებული
მოსაზრება, რომ ეს თხზულება XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე არ დაწერილა, თხზულება მიბაძვაა და
XVII საუკუნის ბოლოს იაკობ დუმბაძის, სამებელი ეპისკოპოსის მიერ არჩილ მეფის საქებრად
დაიწერა. ხელნაწერები და გამოცემები. პრობლემის კვლევას ის გარემოება ართულებს, რომ
ხელნაწერებში თხზულებას სათაურად `აბდულმესიანი~ არ აწერია. ჩვენამდე მოღწეულია
თხზულების გვიანდელი, XVIII-XIX საუკუნეების 18 ხელნაწერი, რომელთაგან მხოლოდ ორია XVIII
საუკუნისა, დანარჩენი 16 კი XIX საუკუნეშია გადაწერილი. XVIII საუკუნის ორ ხელნაწერში, აგრეთვე
XIX საუკუნის რამდენიმე ხელნაწერში, რომლებიც 1822 წლამდეა გადაწერილი, ტექსტს ზედწერილი
აქვს, რომელიც თხზულების ავტორად ასახელებს XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე იაკობ
შემოქმედელს, რომელსაც სხვა თხზულებებიც დაუწერია, ძირითადად სასულიერო ხასიათის. ამ
ცნობიდან ნათლად ჩანს, რომ ქების ობიექტი არჩილ მეფეა, რამდენჯერმე გამეფებული ხან იმერეთში,
ხან კახეთში. XIX საუკუნის ხელნაწერებში, 1822 წლიდან მოყოლებული, აღრეულია ავტორის
ვინაობა. მათგან უმრავლესობა თხზულების ავტორად იოანე შავთელს აცხადებს, რამდენიმე
ხელნაწერი კი იაკობ შემოქმედელს. ნაწარმოების დაწერის თარიღისა თუ ავტორის ვინაობის შესახებ
ინფორმაციის მთავარი წყარო თავად თხზულებაა, რომელიც, როგორც ჩანს, განსხვავებული
ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა. აქ გამოკვეთილად არ ჩანს, თუ ვინაა ქების ობიექტი.
სწორედ ქების ობიექტის პრობლემატიკას ეყრდნობა თხზულების ქრონოლოგიაც და ავტორობის
საკითხიც. ნ. მარის გამოკვლევის მიხედვით თხზულება იოანე შავთელმა მიუძღვნა დავით
აღმაშენებელს და მას აქებს. მეცნიერის მოსაზრებით, ხოტბის ავტორია დავით აღმაშენებლის
თანამედროვე იოანე შავთელი, ხოლო ხოტბა შეთხზულია დავით აღმაშენებლის სიცოცხლეში და
დათარიღებულია XII საუკუნის პირველი მეოთხედით. ნ. მარის თვალსაზრისი გაიზიარეს ივანე
ჯავახიშვილმა, რომელსაც ეს საკითხი საგანგებოდ არ უკვლევია, მაგრამ თხზულება დავით
აღმაშენებლის ქებად მიიჩნია და შესაბამისი ადგილებიც დაიმოწმა ამ აზრის დასადასტურებლად და
პავლე ინგოროყვამ. ნ. მარის აზრით, იოანე შავთელი სასულიერო პირი არ იყო, მაგრამ არც
ჩახრუხაძისა და შოთა რუსთველის დონეზე შეიძლება განვიხილოთ, რადგანაც სასულიერო
განათლებაც საეროს ტოლფარდად აქვს მიღებული. ეს აზრი შ. ნუცუბიძემ უფრო გამოკვეთა, თუმცა,
ჩახრუხაძის პოემა და `დავითისა და თამარის ქება~ მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით
დაახლოებით თანაბარ დონეზე განიხილა. თხზულებებში ასახულია მეფის ღმრთისსწორობის იდეა,
რომელიც `ვეფხისტყაოსანშიც~ შეინიშნება. ორივე თხზულება ანტიმაჰმადიანურ თვალსაზრისს
ავითარებს და იმას მოწმობს, რომ ორივე თხზულების ავტორის მსოფლმხედველობრივი მრწამსი
ქრისტიანობაა. კორნელი კეკელიძემ და შალვა ნუცუბიძემ ,,აბდულმესიანი“ დაკარგულად მიიჩნიეს,
ხოლო ჩვენამდე მოღწეული ტექსტი ე.წ ,,აბდულმესიანი“ ტექსტი დავით აღმაშენებლისა და თამარ
მეფის ქებად, რომლის ავტორი არ არის იოანე შავთელი. კორნელი კეკელიძე ეყრდნობოდა თეიმურაზ
ბატონიშვილის ცნობას, რომლის მიხედვითაც ,,აბდულ-მესიას“ წიგნი დაკარგულია და თეიმურაზის
პაპის, ერეკლეს, დიდი ცდის მიუხედვად ეს თხზულება ვერ უპოვიათ. ელენე მეტრეველმა
განმარტა, რომ იოანე შავთელის სახელით ცნობილია ორი თხზულება: 1. ვარძიაში დაწერილი
საგალობელი `გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობელისანი~ და 2. პოემა `აბდულმესიანი~,
რომელიც შოთა რუსთველის `ვეფხისტყაოსნის~ დასასრულის ბოლო, ბიბლიოგრაფიულ
სტროფშია ნახსენები სხვა თხზულებებთან ერთად. `აბდულმესიანის~ სახელით ცნობილი
სახოტბო ნაწარმოები, ე.წ. `თამარისა და დავითის ქება~ ეკუთვნის თუ არა შავთელს,
გარკვეული არ არის, მაგრამ გარკვეულია, რომ იგი არაა პოემა `აბდულმესიანი~, იგი თამარისა
და დავითის ქებაა. ელ. მეტრეველის აზრით, ამიტომ მისაღები ჩანს პოემის მოხსენიება
`თამარისა და დავითის ქებად.ე. მეტრეველი ასევე აღნიშნავდა, რომ თხზულების ავტორი
საკარო პოეზიის წარმომადგენელია და მისი მოვალეობა მეფე-პატრონთა შექება იყო, იმგვარი
ნაწარმოების შექმნა იყო, რომელიც მეფე-პატრონის სახელმწიფოებრივ ძლიერებას
განამტკიცებდა, მისი პოლიტიკური კურსის სისწორეს დაასაბუთებდა. საამისოდ მეხოტბეები
ჰიპერბოლიზაციის მხატვრულ ხერხს საგანგებოდ იყენებდნენ, რათა მსმენელისა თუ
მკითხველის ინტერესი არა მხოლოდ თხზულების მუსიკალობითა და ფორმით გამოეწვიათ
და აღტაცებულიყვნენ, არამედ შინაარსით, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით,
სარგის ცაიშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ სამეცნიერო
სხდომაზე წამოაყენა თვალსაზრისი, რომ ხელნაწერებში დამოწმებული იაკობ შემოქმედელის
მიერ თხზულების დაწერის ფაქტი რეალურია და ქების ობიექტი არჩილ მეფეა. ივანე
ლოლაშვილმა ყველა გამოთქმული შეხედულება კრიტიკულად განიხილა, აღნიშნა
თითოეულის ღირსება და ნაკლი, ე.წ. `აბდულმესიანის~ ავტორად იოანე შავთელი მიიჩნია და
განაცხადა, რომ თხზულებაში შექებული პირები არიან თამარ მეფე და დავით სოსლანი
(ლოლაშვილი, 1964). აგრეთვე, განიხილა ხელნაწერებში დაცული სათაურის პრობლემაც,
შესაბამისად,ავტორობის პრობლემა და მიიჩნია, რომ არჩილის სახელი ხელნაწერებში
გვიანდელი შეტანილია. ი. ლოლაშვილის აზრით, ამ თხზულებაშიც, ჩახრუხაძის
`თამარიანის~ მსგავსად, სამი ისტორიული პირია შექებული: თამარი, დავით სოსლანი, ლაშა
გიორგი. რომელთაგან პირველი რიგისაა თამარ მეფე, ხოლო დავით სოსლანი და ლაშა
გიორგი _ მეორე რიგისა. პოემა თამარისდროინდელი პოლიტიკურ-იდეოლოგიურ და
სოციალურ ვითარებას ასახავს, ხოლო თვით ავტორი სამეფო კარის მგოსნად მიაჩნია, მისი
აზრით, თხზულების ავტორი სამეფო კართან დაახლოებული პირია. რომ შევაჯამოთ,
აშკარაა, რომ თხზულების ქების ობიექტი არ არის არჩილ მეფე, თავი, რომ დავანებოთ მთელ
რიგ ეპითეტებს, რომლებითაც ავტორი მხოლოდ ქალს შეამკობდა და დაუშვათ
ჰიპერბოლიზება, რომელიც დამახასიათებელია სახოტბო პოეზიისთვის, მეფე, სამეფო
ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც რამდენჯერმე დაკარგა სამეფო ტახტი, შეიძლებოდა
თუ არა იმგვარად შექებულიყო, როგორადაც არის თხზულებაში და თვით ეს მეფე
შეიფერებდა თუ არა ამ ხოტბას. თხზულების სტილი, იდეოლოგიურ-პოლიტიკური
სარჩული, სახისმეტყველებითი ასპექტები, ამაღლებული განწყობილება, დროსივრცული
პოეტიკა მოწმობს, რომ იგი კლასიკურ ეპოქაშია შექმნილი. ავტორი თამარის დროინდელ
ყველა მთავარ ბრძოლას, უმნიშვნელოვანეს მოვლენას ეხება და საქართველოს საერთაშორისო
აღიარების, მისი ავტორიტეტის საფუძვლებს წარმოაჩენს. მასში ის გეოგრაფიული სივრცე
ჩანს, რომელთა ხსენება თამარის ეპოქისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა, საქართველო
ერთიანი ძლიერი სახელმწიფო სივრცეა, რაც არ შეესაბამება არჩილის ეპოქას, იმ დროს,
როდესაც საქართველო რეალურად დანაწევრებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხოტბაში
არაა ნახსენები არც ბასიანი, არც რუქნადინი, მისი შინაარსობრივი ანალიზი და შედარება
თამარის ისტორიებთან გულისხმობს თხზულებაში ასახულ ისტორიულ დროს, თამარის
ეპოქას. თხზულება უმთავრესად პოლიტიკური მიზანდასახულობისაა და წარმოსახავს მეფის
ღვთისსწორობის იდეას, უცდომელობას, სიბრძნეს. ავტორი მჭევრმეტყველური სტილით
აჩვენებს XII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ
ვითარებას, გვიჩვენებს მეფესა და მის ღირსეულ მეუღლეს გვრიტების სიმბოლოთი და
ჰიპერბოლიზების საშუალებით ქმნის სახისმეტყველებითად მდიდარ პოემას. თხზულების
ავტორი უაღრესად განათლებული პიროვნებაა, ზედმიწევნით იცნობს ბიბლიურ-ევანგელურ
წიგნებს, პატრისტიკულ და ფილოსოფიურ ლიტერატურას, აღმოსავლურ ლიტერატურას,
რომელთა კვალი თხზულებაში ნათლად შეინიშნება. ცხადია, სახოტბო პოეზიის მხატვრული
სპეციფიკა თემატურობას რამდენადმე აუფერულებს. ქების ობიექტის აღწერა სტატიკური
ხასიათისაა, რითაც მკვეთრად განსხვავდება ამავე პერიოდში შექმნილი შოთა რუსთველის
`ვეფხისტყაოსნის~ პერსონაჟთა ხატვის პრინციპებისაგან. თუმცა არ არსებობს, დამაჯარებელი
არგუმენტები იმისა, რომ შავთელის ,,აბდულმესიანის“ და ,,თამარისა და დავითის ქება“ ერთი და
იგივე ნაწარმოებია.
7.შოთა რუსთაველის შეხედულებანი შაირობისა და მიჯნურობის შესახებ-პროლოგი
ვეფხისტყაოსნის ერთგვარი თეორიული ნაწილია.აქ განვითარებული თვალსაზრისი პოემაში
მხატვრულად არის ასახული.რუსთველის ლიტერატურულ ესტეტიკურ ქვეკუტხედს წარმოადგენს
თეორია შაირობასა და მიჯნურობაზე. რუსთველი თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრავს შაირობის
რაობას და საერტოდ სპეციფიკის ბუნებას. შაირობა ანუ პოეზია მიჩნეულია სიბრძნის დარგად და
ხაზგასმულია მისი შემეცნებითი მნიშვნელობა. მას სჯერა, რომ პოეზიას აქვს საზოგადოებრივი
გამოყენებიტი ღირებულება. პოეზიას აქვს საამქვეყნო დანიშნულება. პოეზიის საერთო ბუნებისა და
დანისნულების განსაზღვრის შემდეგ რუსთველი განმარტავს მის სპეციფიკას: გრძელი სიტყვა
მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი.

პოეზიის, როგორც მეტრული ჩარჩოებით განსაზღვრული სიტყვაკაზმული ხელოვნების,


ნიშანდობლივ თვისებად თვლის რუსთველი სიტყვის ეკონომიურობას, აზრის მოკლედ და სხარტად
გამოთქმას. რუსთველი მოითხოვს აზრიანი და გამომსახველობითი სიტყვების შერჩევას და მასში
დახელოვნებას. პოეტი ავითარებს შინაარსისა და ფორმის ერთიანობის პრინციპს: პოეტური სიტყვა
უნდა იყოს მოკლე, მოქნილი, გამომეტყველი, აზრიანი, მუსიკალური. სიტყვას აქვს ორი მხარე:
ევფონიური და სემანტიკური, თუმცა პოეტის მოძღვრებით პოეტურ სიტყვაში, ეს ორივე მხარე
ჰარმონიულად უნდა იყოს შეხამებული. პოეტური ხელოვნება, ლექსის თხზვა, ძნელი, თავისებურად
საგმირო საქმეა.პოეტს მოშაირეს თავის დარგში ისეთივე გაწაფულობა და დახელოვნება
სჭირდება,როგორც სპორტის ოსტატს, მობურთალს. პოეტის შემოქმედებით ძალ-ღონეს ისევე
გამოცდის დასამუშავებლად აღებული ტემა როგორც ბედაურს გამოცდის შარა გრძელი და დიდი
რბოლა.პორტური შრომა ბრძოლა მკაფიოა,მისი იარაღია განათლებული გონება, დახვეწილი
გემოვნება ფაქიზი გემოვნება, სრულყოფილი პოეტური ტეკნიკა. ვაი იმ პოეტს, რომელსაც
შემოქმედებიტი შუაგზაზე უმტყუნებს ძალა, „სიტყვა მცირობა“ დაეტყობა და ლექსი დაუძვირდა
„მაშინღა ნახე მელექსე და მისი მოსაირობა, “თუ მას ლექსმან დაუწყო ლევა“ თუ ქართული
გამოელია, სიტყვა დაუჩლუნგდა, აზრი გაეფანტა, ვერ დაიმორჩილა თავისი პოეტური ცხენი, ასეთი
მოშაირე ჯაბანია. პოეტური სარბიელი არ არის მისი სამოღვაწეო ასპარეზი. პოეტი სიტყვის
ფალავანია,ხოლო მისი საქმე საგმირო-სამამაცო, სასახელო საქმეა.

რუსთველიაღიარებს,რომ თავისი პოემის სრულყოფისათვის მას სჭირდება ენა „გული, ხელოვნება


და გონება. რუსთველს ლექსის ყველა მთხზველი მას პოეტად არ მიაჩნია და ასახელებს მელექსეთა
სამ კატეგორიას, რომელთაც შაირობაში წილი ან სრულიად არ უძევთ,ან უძევთ ნაწილობრივ. კარგი
მოშაირის სიტყვას უნდა ჰქონეს გულის გამგმირავი ზალ. სიტყვის ბრძენი ოსტატი დახელოვნებული
მონადირეა, რომელსაც შეუძლია დიდ ნადირთა ხოცა. „მონადირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა
გრძელად“. რუსთველოლოგიური პოეტიკის აღნიშნულმა მოტივმა ერთ დროს გაუგებრობა
გამოიწვია მკვლევართა შორის. ზოგიერთი რუსთველოლოგის აზრით, საირობის ტეორიის
განმსაზღვრელი სტროფები თითქოს აზრობრივ წინააღმდეგობას შეიცავს. კერძოდ; 1) გრძელი
სიტყვა მოკლედ ითქმის, საირია ამად კარგი. 2) მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
ფიქრობდნენ,ვითომც შაირობის ღირსებად რუსთველი ერთ შემთხვევაში თვლიდა სიმოკლეს,მეორე
შემთხვევაში კი სიგრძეს. აქ განვითარებულია მწყობრი,თანმიმდევრული,
თვალსაზრისი,თავდაპირველად განმარტავს პოეზიის სპეცფიკის ხასიატს,ხოლო შემდეგ ლაპარაკობს
შემოქმედებიტს თემაზე და არკვევს პოეტური ჟანრის საკიტხს.რუსთველი უპირატესობას ანიჭებს
ეპიკურ ჟანრს. მისი შეხედულებით, დიდი თემის გაშლა, დიდი პოეტური ამბის დამუშავება
შესაძლებელია ეპიკური ჟანრის ფარგლებში. გრძელი ამბავი პოეტს ჩამოყალიბებული აქვს
სრულყოფილი გარეგნული ფორმით, აფორიზმების სახით.ორივე შემთხვევაში ხურავს და კრავს
შაირობის შემცველ სტროფს. კარგი მოსაირის დახასიათებასთან ერთად რუსთველი ახასიათებს
საჭვო ნაწილობრივმოშაირეთა სამ წრეს, სამ კატეგორიას.
პირველ კატეგორიაში ჩარიცხულია უნაყოფო, ბაქია, ყოყოჩა მელექსე, რომელიც რათქმა უნდა ვერ
ინება მელექსეთა კარგთა სწორი. მეორე კატეგორიის მელექსე მხოლოდ „ნაწილია მოსაირეთა .მას
შესწევს უნარი შეთხზას ლექსი ცოტაი. ავტორს არშეუძლია გულის გასაგმირი სიტყვის შექმნა. დიდ
პოეტურ საქმეს ის ვერ მოერევა.მესამე კატეგორიის ლექსი კარგია „სანადიმოდ სამღერელად,
სააშიკოდ,სალაღობოდ მეგობართა სათრეველად.ამ კატეგორიის ლექსები გამოსადეგია დროის
გასატარებლად. პოეტი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი სალაღობო ლექსების მნიშვნელობას,
თუ ისინი ატარებენ ნამდვილი პოეზიის დაღს. რუსთველი უარყოფითად ახასიათებს ლირიკული
ჟანრის ლექსებს,ის ლირიკის პოეტებს ცხადი ათვალისწინებიტ უყურებს. რუსთველი გმობს უნიჭო
ლირიკოსების ყბედობას.მაგრამ შემწყნარებლობითია სატრფიალო და სალაღობო ლექსთა ავტორების
მიმართ.რუსთველი ასახელებს სამი სახის მელექსეებს მარტო ლირიკული ჟანრის სფეროდან, რაც
იმას ნიშნავს რომ იმ დროინდელი ქართული პოეზია მეტად მდიდარი უნდა ყოფილიყო. მაშინ
ჩვენში ადგილი ჰქონია შემოქმედებით შეჯიბრებას.შაირობის თეორიას უშუალოდ უკავშირდება
მიჯნურობის თეორია. მოშაირის სასახელო მოვალეობად მიჩნეულია მიჯნურის ქება. რუსთველს
მიჯნურობა მეტად საძნელო საქმედ მიაჩნია ,ის მკაცრად ასხვავებს ერთმანეთისაგან მიჯნურობასა და
შიშველ ხორციელ წადილს. მიჯნურობასა და სიძვას შორის ძევს დიდი უფსკრული.ტურფა
ამაღლებული გრძნობაა,საცოდნელად ძნელი გვარი. სიძვა კი მდაბიო ჟინის აყოლაა. ზნეობრივი
ცხოვრებისთვის შეუფერებელი და დამამცირებელი. პოეტი აღიარებს, რომ ნამდვილი მიჯნურობა
პოეზიის საგანია და პოეტური შთაგონების წყარო. მიჯნურობა პოეზიის საგანია,მას სხვადასხვა
სახეობა აქვს.მიჯნურობის უმაღლეს სახეობას პოეტი უწოდებს საღმრთოს,მაგრამ თვითონ ემიჯნება
მიჯნურობის ამ სახეობას. რუსთველს თავისი შემოქმედების საგნად აღებული აქვს არა
მისტიკური,არამედ საამქვეყნო მიწიერი, ხორციელი, ანუ ადამიანური გრძნობა. რუსთველი გმობს
მიჯნურობის მესამე სახეობას, უსულგულო ხორციელ წადილს. რუსთველი ზრახავს სიყვარულის
საკითხში ზერელობა, სულწასულობას. პოეტი კატეგორიულად მოითხოვს ერთის
თაყვანისცემას,რუსთველის მიერ მოწონებული მიჯნურობა ზნეობრივი საამქვეყნო გრძნობაა,
რომელსაც ბუნებრივად ამკობს, როგორც სულიერი, ისე ხორციელი თვისებები. თავისი სამიჯნურო
თეორიით რუსთველი გარკვეულად ემიჯნება აღმოსავლური პოეზიის ტრადიციებს. პოეტს
ჩამოყალიბებული აქვს მიჯნურტა ზეობის დამახასიათებელი ნიშნები. აქვე ვხვდებით გარკვეულ
წრეს რომელსაც რაინდთა წრე ეწოდებოდა. მიჯნურობა რუსთაველს დაუსახავს, როგორც
საზოგადოებრივი ინსტიტუტი, თავისი მკაცრად განსაზღვრული სავალდებულო წესებითა და
ნორმებით.სიყვარულის საუკეთესო, ადამიანურ გამოვლინებას. პოეტი იცნობს ამ გრძნობის სამ
გამოვსიყვარული ამ გრძნობის უმაღლესი, საუკეთესო სახეობაა. პოემა ეძღვნება ლინებას, აქედან მის
მიერ შექებული, გაიდეალებული არის სწორედ `საშუალი~ სახეობა მიჯნურობისა, ხოლო დანარჩენ
ორ გამოვლინებას იგი უკიდურესობად მიიჩნევს. სწორადაა შენიშნული: `რუსთველი უარყოფს
მიჯნურობის ორივე უკიდურეს ფორმას _ საზეოსაიმქვეყნიო მისტიკურ ტრფიალებას და ხორციელ
სულწასულობას~ რუსთველი ემიჯნება, სიყვარულის ორივე უკიდურეს გამოვლინებას. თუ არ
გავითვალისწინებთ არისტოტელეს `საშუალის~ თეორიას, ძნელი გასააზრებელია, როგორ აიდეალებს
რუსთველი მიჯნურობის მეორე სახეობას, როცა სიყვარულის პირველ სახეობად საღვთო
მიჯნურობას მიიჩნევს და ამ მეორე მიჯნურობას მხოლოდ პირველის მიბაძვად თვლის. ნ ნათაძე
წერდა: `როგორაა, რომ პირველ სიყვარულს, რომელსაც რუსთველი ახსენებს... რუსთველი ემიჯნება,
ვითარცა მაღალს და მიუწვდომელს და, მაშასადამე, თავის იდეალურ გმირთა გრძნობები სრულიად
შეგნებულად მეორე რანგში ჩამოჰყავს" მან პირველი სახის მიჯნურობა განმარტა არა როგორც
საღმრთო, მისტიკური არამედ როგორც მეტაფიზიკური სიყვარული, პლატონის იდეათა სამყაროში
არსებული სიყვარულის იდეა (არსებითად ასევე ესმოდა რუსთველის პირველი სახის მიჯნურობა შ.
ნუცუბიძესაც). მკვლევარის მოსაზრება არ არის სწორი, რადგან თუ რუსთველის პირველი
მიჯნურობა არის მეტაფიზიკური სიყვარული, იდეა და არა მიჯნურობის სახეობა, მაშინ რატომ
უწოდებს მას რუსთველი `საქმე საზეოს~? თუ პირველი მიჯნურობა სიყვარულის მეტაფიზიკური
იდეაა, მაშინ როგორ გავიგოთ პოეტის სიტყვები `ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა
წყენათა~. ეს სტრიქონი ხომ აშკარად გულისხმობსადამიანის სწრაფვას, ადამიანის გრძნობის
მიმართებას რაღაცისადმი და არა თავისთავად ირეალურ სამყაროში არსებულ იდეას, რომლისადმი
ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს მიმართება და სწრაფვა. პროლოგის მიჯნურობის პირველი სახეობა
არის ღვთაებრივი სიყვარული, მისტიკური ელფერით შეფერილი ქრისტიანული სიყვარული
ღმერთის მიმართ. რუსთველის სიტყვები: `ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა~,
ნიშნავს: ვიტყვი მიჯნურობაზე, რომელიც არის ღვთაებრივ იდეათა შორის პირველი. რუსთველის
სიტყვით ეს სიყვარული არის: `ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა~; `ენა დაშვრების,
მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან~. ამგვარადვეა ქრისტიანული მოძღვრებით გააზრებული
ღმერთისადმი სიყვარული: ღმერთისადმი სიყვარული არ აიხსნება, არ განიმარტება, მისი
განმარტებისას ენა დაგებმით. `მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან~ _ აქ ყოველ ეჭვს
გარეშე გამოთქმულია დებულება, რომელსაც დაბეჯითებით იმეორებს მთელი ქრისტიანული
მისტიკა: საღმრთო მცნებათა, საღმრთო იდეათა, ღვთაებრივ დოგმათა გონებით, სიბრძნით,
ადამიანური ლოგიკით მიწვდომა არ შეიძლება. `იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა~ _ ამაზე
უფრო ნათლად ღვთაებრივი სიყვარულის განმარტება ქრისტიანული მისტიკის ენით შეუძლებელია.
საღვთო სიყვარული, ქრისტიანული მისტიკით, სწორედ აღმაფრენის მომცემია. ამ გაგებით
პროლოგსა და საკუთრივ პოემაში გატარებული თვალსაზრისი ერთმანეთს თანხვდება: პოეტმა
პროლოგში ამქვეყნიური სიყვარული ჩაუნაცვლა საღვთო სიყვარულს, დააყენა მის ადგილას;
ჩათვალა სიყვარულის უმაღლესი გამოვლინების მიბაძვად. მან სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას
შეუტოლა, შეუნაცვლა ამქვეყნიური ანუ ადამიანური სიყვარული, რომელიც საღვთო სიყვარულს
ემსგავსება (`ჰბაძავს~) სიწრფოებაში, სიწმიდეში, გრძნობის სიდიადეში. ამქვეყნიური სიყვარული
დგას სწორედ იმ ადგილას, რომელიც ქრისტიანულ ეთიკაში საღვთო სიყვარულს უჭირავს. საღმრთო
სიყვარული, რუსთველის აზრით, სიყვარულის ერთი უკიდურესობაა. პოეტი, აშკარად ემიჯნება
სიყვარულის ამ გამოვლინებას მისი გამოუთქმელობის, მისტიკურობის, არაამქვეყნიურობის გამო.
სიყვარულის ამგვარი ინტეპრეტაციისკენ რუსთველს წმინდა წერილი წარმართავს: `რომელსა არა
უყუარდეს ძმაA თAსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც
შეყუარებად?” გონების, სიბრძნის, აზროვნების მოტრფიალე პოეტს არ შეუძლია შემოქმედების
საგნად აქციოს ამგვარი მიჯნურობა, რადგანაც იგია `ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა~,
`მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან". მეორე უკიდურესობა სიყვარულისა ესაა
პროლოგისეული მიჯნურობის თეორიის სხვა გამოვლინება _ ამქვეყნიური სულსწრაფვა,
დონჟუანობა: `კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა~. იგი სიძვაა _ ხორციელი
სიყვარულის ის გამოვლინება, რომლის არსი `შორით ბნედაში~ აღარ არის; რომელიც დაცლილია იმ
რეალური აღმაფრენისაგან, რაც საღვთო სიყვარულს ჰქონდა და სიყვარულის გრძნობის გამოვლენის
მეორე უკიდურესობაში ვარდება. რუსთველი მკვეთრად ემიჯნება ამგვარ ხორციელ სიყვარულს. იგი
აღარ თვლის მას ნამდვილ, ჭეშმარიტ მიჯნურობად. ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, ქება და შესხმა
სიყვარულისა, რომელიც არ იყო ღვთაებრივი და იყო ხორციელი, აღიქმებოდა სიძვად (ასედაც გაიგო
რუსთველის მიჯნურობა აღორძინების ხანის ქართულმა სამღვდელოებამ). რუსთველი გრძნობს ამას
და განსაკუთრებით, ხაზგასმით ემიჯნება ამ მეორე უკიდურესობას: "მიჯნურობა სხვა რამეა, არ
სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთრთსა!
გესმის ჩემი ნაუბარი? " ჭეშმარიტი მიჯნურობა ამ ორი უკიდურესობის საშუალია. რუსთველის
მიჯნურობის თეორია საინტერესოდ განმარტა ზ. გამსახურდიამ. მკვლევარმა გააგრძელა ვახტანგ
მეექვსის თვალსაზრისი პოემის მისტიკურ-ალეგორიული გააზრების შესაძლებლობის თაობაზე. მისი
აზრით, `შოთას საბოლოო მიზანი იყო მაინც საზეო მიჯნურობის შექება, ოღონდ `ხელობანი
ქვენანის~ ნიღაბქვეშ, იგავურად, ისევე როგორც სოლომონის `ქებათა ქებაში~ ამსოფლიური
მიჯნურობისეპიზოდები გამოყენებულია საზეო მიჯნურობისათვის ქების შესასხმელად, ვინაიდან
მიჯნურთა შორის ურთიერთდამოკიდებულება სიმბოლურ-ალეგორულ პლანს ქმნის, რომელშიაც
ასახულია ადამიანის სულის დამოკიდებულება ღმერთთან~

8.სიკეთისა და ბოროტების ურთიერთობის საკითხი


შოთა
„ვეფხისტყაოსანში“არეოპაგიტული მოძღვრების გათვალისწინებით–
რუსთაველის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი პოემის -
„ვეფხისტყაოსნის“, როგორც ფილოსოფიური პოემის შესწავლა და
ანალიზი, შალვა ნუცუბიძემ დაიწყო.

„ვეფხისტყაოსნის“, როგორც ფილოსოფიური პოემის განხილვისას, ერთ-


ერთი მთავარი საკითხია პოემის მსოფლმხედველობრივი წყაროების
გარკვევა. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. შეიძლება ითქვას, რომ ამ
მიმართებით მთავარი აქცენტი ნეოპლატონიზმზე, უფრო ზუსტად, მის
ქრისტიანულ რედაქციაზე - არეოპაგიტულ მოძღვრებაზე
კეთდება.ნუცუბიძემ არაერთ ნაშრომში სპეციალურად გამოიკვლია
არეოპაგიტიკის გავლენები ქართულ კულტურაზე და კერძოდ,
„ვეფხისტყაოსანზე“. მათგან უნდა გამოვყოთ ორი: „რუსთაველი და
აღმოსავლური რენესანსი“ და „რუსთაველის შემოქმედება“ რომლებშიც
არსებითად გამოკვლეულია ქართულ კულტურაზე არეოპაგიტიკის
მრავალმხრივი გავლენა.ნეოპლატონიზმში, არეოპაგიტულ მოძღვრებასა და
XI-XII საუკუნეების ქართულ ფილოსოფიაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი
სიკეთისა და ბოროტების მიმართებაა. როგორც ერთ, ისე მეორე და მესამე
შემთხვევაში, ბოროტება უარსებოა, ის
არასუბსტანციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსთაველი არ არის
ფილოსოფოსი, ხოლო მისი პოემა მხატვრული ნაწარმოებია და ამდენად,
რუსთაველთან ფილოსოფია სისტემის სახით მოცემული არ არის. ამიტომაც
რუსთაველის შემოქმედების ძირები პოემაში ჩაწნულ ფილოსოფიურ
ელემენტებში უნდა ვეძიოთ, აღნიშნავს ნუცუბიძე. ამასთან,
„ვეფხისტყაოსნის“ იდეური საფუძველია სიკეთისა და ბოროტების
ბრძოლა, მიზანი კი, იმის ჩვენება თუ როგორ ამარცხებს სიკეთე ბოროტებას.
მაგრამ ეს ბრძოლა შინაგანი სიმტკიცის „ჭირთა თმენის“ საფუძველზე
გვეძლევა, ,,უბედურება გზაა ბედნიერებისაკენ, ბოროტი კეთილის
დადგინების საშუალებაა“ნუცუბიძე ახალ გამოკვლევაში კვლავ უბრუნდება
„ვეფხისტყაოსნის“ იმ ცნობილ სტროფს, რომელიც სიკეთის
აბსოლუტურობასა და ბოროტების არასუბსტანციურობას ეხება და, სადაც
რუსთაველი პირდაპირ მიუთითებს ამ თვალსაჩინო ავტორზე - „ბრძენ
დივნოსზე“: „ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს: ღმერთი
კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს...“.

ნუცუბიძე დაწვრილებით განიხილავს ამ საკითხს და ორ დებულებას


გამოყოფს სტროფში, რომლებიც ღმერთის მიერ კეთილის მოვლინებასა და
მისი ბოროტების წარმოუშობლობას ეძღვნება,რუსთაველის
„ვეფხისტყაოსანში“ არეოპაგიტულ გავლენას ხედავს ნუცუბიძე, აგრეთვე,
ღმერთზე მოძღვრების საკ-ითხში. ეიძლება ითქვას, რომ ნუცუბიძე სხვა
ბევრ მეცნიერულ სიახლესთან ერთად, ქართულ კულტურაზე
არეოპაგიტიკის გავლენის საფუძვლიანი კვლევის დამწყებია მეცნიერებაში.

„ვეფხისტყაოსნის“, როგორც ფილოსოფიური პოემის კვლევა, რომელიც


ნუცუბიძემ დაიწყო, გააგრძელა შალვა ხიდაშელმა. მან პოემის შესაბამისი
სტროფებისა და სტრიქონების ანალიზით აჩვენა მათი აუცილებელი
იდეური კავშირი არეოპაგიტიკასთან. ამ საკითხებს ხიდაშელმა არაერთი
ნაშრომი მიუძღვნა და საბოლოო სახე მისცა მონოგრაფიაში - „ქართული
ფილოსოფიის ისტორია“ (1988). რუსთაველის ფილოსოფიურ
მსოფლმხედველობაზე ხიდაშელის მოსაზრებებში მნიშვნელოვანი ადგილი
უკავია პანთეიზმის საკითხს. ავტორი პანთეიზმის ცნებაში მოიაზრებს
ღმერთისა და სამყაროს ერთიანობას და არა იგივეობას. ასე გაგებული
პანთეიზმი, ხიდაშელის აზრით, გვხვდება, ნეოპლატონიზმსა და
არეოპაგიტიკაში. ამდენად, ავტორის აზრით, რუსთაველის პანთეიზმის
წყაროა ნეოპლატონიზმი და არეოპაგიტიკა.აღვნიშნავთ იმასაც, რომ
არეოპაგიტული მოძღვრების გავლენა ყველაზე ნათლად რუსთაველის
„ვეფხისტყაოსანშია“ და კარდინალურ საკითხებში სწორედ ფსევდო-
დიონისეს დამოწმება პოემაში იმის დასტურია, რომ მისი ძირითადი
მსოფლმხედველობრივი წყარო სწორედ არეოპაგიტიკაა.
9.როდის და ვის მიერ არის გადაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თარიღიანი ხელნაწერი
და რით გამოირჩევა იგი? ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ცალკეული ფრაგმენტები მხოლოდ XV
საუკუნიდან მოგვეპოვება. ისინი,როგორც ჩანს, პოემის ზეპირ ჩანაწერებს წარმოადგენს. მაგალითად,
სამხრეთ საქართველოში (მესხეთში) ამ რამდენიმე ათეული წლის წინ კლდეში გამოკვეთილ
გამოქვაბულში (ვანის ქვაბთა კომპლექსი) აღმოჩნდა ერთი ამგვარი ფრაგმენტი.იგი წარმოადგენს ორ
სტროფს „ვეფხისტყაოსნის“ გმირის ნესტანის წერილიდან (სტრ.1300,1301) მტრის გამუდმებულ
შემოსევათა გამო ვანის ქვაბები, ალბათ ,ამ ხანებში სახიზრებად იყო ქცეული. სწორედ ნესტანის
სიტყვები: „ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან“... მოჰგონებია და კედელზე
მიუწერია ქვაბებში შეფარებულ პოეტ ქალს ანა რჩეულიშვილს. რამდენიმე ნაწყვეტი, ასევე XV – XVI
საუკუნეებში შესრულებული, მიწერილია ძველ ხელნაწერთა არეებზეც, მაგრამ მათი რაოდენობა
ძალზე მცირეა. „ვეფხისტყაოსნის“ამჟამად არსებული ხელნაწერები კიდევ უფრო გვიანდელ ხანას
ეკუთვნიან. შედარებით ძველი ხელნაწერები დაიღუპა XIII – XVI საუკუნეებში, როცა აყვავებული
ქვეყანა ნანგრევებად და ნასოფლარებად გადაიქცა.ხვარაზმელთა შაჰის, სისასტიკით ცნობილი
ჯალალედინის შემოსევების შემდეგ (1225 – 1230 წწ.) ქვეყანა წელში ვერ გაიმართა. ხვარაზმელებს
მონღოლთა ბატონობა მოჰყვა, რისი განადგურებაც შეუძლებელი შეიქნა, ვიდრე სპარს-ყიზილბაშებმა
და შემდეგ თურქებმა ბოლო არ მოუღეს. გასაგებია,რომ ამ ხანებში ლიტერატურული
შემოქმედებისათის არავის ეცალა, ყოველ შემთხვევაში, ამ ხანიდან ჩვენამდე რაიმე მნიშვნელოვანს
არ მოუღწევია.
განადგურდა და დაიკარგა კლასიკური ხანის უამრავი ძეგლი, რომელთა არსებობაზე ჩვენ
დოკუმენტური ცნობები მოგვეპოვება. დაიღუპა „ვეფხისტყაოსნის“ ძვირფასი ხელნაწერებიც,
რომელთა რიცხვი, რუსთაველის პოემის პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე
არცთუ მცირე იქნებოდა. ბევრი ხელნაწერი დაიკარგა შემდეგაც, ახალ საუკუნეებში, სამშობლოდან
იძულებით გადახვეწილ ქართველებს, როგორც ძვირფასი რელიქვია, თან მიჰქონდათ პოემის
ხელნაწერები. თითქმის რამდენიმე ათასი ქართველი, მეტწილად მაღალი წრის ოჯახებიდან, წავიდა
ემიგრაციაში შორეულ რუსეთში (კერძოდ, XVII – XVIII საუკუნეებში) და, საგულვებელია, რომ ამ
დროს ბევრი ხელნაწერი წაიღეს თან (მართლაც, რამდენიმე მათგანის კვალი შემდეგში აღმოჩნდა და
ჩამოტანილ იქნა საქართველოში). თვით XIX საუკუნეშიც არსებულა რამდენიმე საკმაოდ ძველი
ხელნაწერი, რომლებიც დღეს დაკარგულად ითვლებიან. ისინი უნახავს ისტორიკოს პლატონ
იოსელიანს. ერთი მათგანი უთარიღო, მაგრამ აშკარად ძველი, ეტრატზე ყოფილა ნაწერი, ხოლო
მეორე XV საუკუნეში (1443 წ.) ყოფილა შესრულებული. ჩვენთვის უცნობია,თუ რა ბედი ეწია
შემდეგ ამ ხელნაწერებს. ამჟამად არსებულ თარიღიდან ხელნაწერთა შორის უძველესია სამეგრელოს
მთავრის ლევან დადიანის კარზე შესრულებული ნუსხა (ხელნაწერთა ინსტიტუტი H – 599),
რომელიც გადაუწერია ცნობილ პოეტსა და კალიგრაფს მამუკა თავაქარაშვილს. ხელნაწერის
თარიღია 1646 წელი.პალეოგრაფიული და რედაქციული მონაცემებიდან ჩანს, რომ ამ ხელნაწერს
დროის მიხედვით წინ უსწრებს რამდენიმე ხელნაწერი. მაგალითად, უფრო ადრეული ჩანს
ფრაგმენტი (სულ რამდენიმე გვერდი), რომელიც ახლახან აღმოჩნდა ახალციხის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმში (მესხეთი), ასევე XVI – XVII საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს გადაწერილი რამდენიმე
სხვა ხელნაწერიც (მაგალითად, იმავე ინსტიტუტის H – 2074, A – 363 და სხვ).
„ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ძვირფასი ხელნაწერი ამჟამადაც საქართველოს ფარგლებს გარეთ
იმყოფება. მაგალითად, ორი ხელნაწერი – ერთი XVII, ხოლო მეორე XVIII საუკუნისა –
მოთავსებულია ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპისეულ კოლექციაში, ხოლო ერთიც
– 1702 წელს გადაწერილი, ინახება პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. ხელნაწერთა საცავებში
თუ კერძო ოჯახებში ამჟამად გამოვლენილია 150-ზე მეტი ნუსხა. ერთი შეხედვით ეს არცთუ მცირე
მემკვიდრეობაა, მაგრამ, როგორც შესწავლამ გამოარკვია, აქედან მხოლოდ 47 ხელნაწერია მეტ-
ნაკლებად მნიშვნელოვანი, დანარჩენი ნუსხები გვიანდელია და პირველი ბეჭდური გამოცემებიდან
მომდინარეობენ. ამდენად, მათი ღირებულებაც ტექსტის დადგენისათვის ძალზე საეჭვოა. პოემის
შედგენილობის თვალსაზრისით ხელნაწერებში (იგულისხმება XVII – XVIII საუკუნეების ნუსხები)
რთული ვითარებაა. აშკარად შეიმჩნევა დამატებათა სხვადასხვა პლასტი.
10.სად და ვინ მოიხსენია „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სახელად „შოთა“? დაიმოწმეთ ტექსტი _ 1
ქულა
პირველი ლიტერატურული ძეგლი, სადაც მინიშნება არის ავტორის სახელზე, ესაა მე–16 საუკუნის
დასაწყისში სადგერის ეკლესიის დეკანოზის სვიმონ შოთასძის (ანუ შოთაშვილის( მიერ ლექსად
დაწერილი ანდერძი.
გვარი შოთასძე (შოთაშვილი, რომ სახელ შოთადან მომდინარეობას ამას მტკიცება რა სჭირდება,
მაგრამ უნდა გარკვეულიყო, რომელი შოთა იგულისხმებოდა ამ გვარის მამთავრად. დეკანოზი
სვიმეონი თავმოწონებით ლაპარაკობს თავის გვარზე. ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ შოთასძენი
(შოთაშვილები) სადგერის ეკლესიაში არსებული წმ.გიორგის ნაწილიანი ჯვრის მცველნი და
მხლებელნი ყოფილან, ხოლო თვითონ მას ოქროთი და ვერიცხლით მოუჭედავს ეს სასწაულმომქედი
ჯვარი. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ის თავს ვეფხისტყაოსნის ავტორის შტამომავლად ან ნათესავად
თვლის.
მე–17–18 საუკუნის მწერლებმა დაგვიტოვეს ახალი ცნობა. მაგ, მეფე და პოეტი თეიმურაზ პირველი
ბაგრატიონის პოემა „იოსებზილიხანიანის“ შესავალში ვეფხისტყაოსნის გმირების შესახებ ამბობს:
„ესენი შოთა რუსთაველმა შეამკო არსთა მკობითა, თვით მინდობილმან სიბრძნესა, მერე თამარის
ხმობითა“. თეიმურაზმა დანამდვილებით იცის, რომ რუსთველი თამარის ეპოქის მოღვაწეა.
მე–17 საუკუნის მეორე ნახევარში არჩილ ბაგრატიონმა დაწერა „გაბაასება თეიმურაზისა და
რუსთველისა“ აქედან ვიგებთ, თუ რა იცოდნენ წარჩინებულმა პირებმა რუსთველის შესახებ
არჩილმა იცის, რომ რუსთველი წარმოშობით მესხია, მას განათლება საბერძნეთში მირუია. ის საერო
პირია, მოყმე–მეომარი, რომელიც მონაწილებოდა თამარის მეფობაში ქართველთა მიერ ჩატარებულ
ყველა ბრძოლაში.
მე–18 საუკუნეში, კერძოდ, 1757–58 წლებში საეკლესიო მოღვაწემ ტიმოთე გაბაშილმა მოიარა და
აღწერა პალესტინის ქართული ტაძრები და მონასტრები. მან გამოავლინა რუსთველის ბიოგრაფიის
ახალი მომენტები, რომლებიც მანამდე არ იყო ცნობილი. იურუსალიმის ჯვრის მონასტრის აღწერაში
ის ამბობს: „ჯვარის მონასტერი დაძველებულა და გუმბათს ქვეით სვეტნი გაუახლებია და
დაუხატვინებია შოთამს (!) რუსთველს, მეჭურჭლეთ უხუცეს(ს), თითონაც შიგ ხატია მოხუცებული“
(აი, პოეზიაა ეს. ჰო იგრძნობა, რომ მაგარი სენტიმენტალურია)
ჩანაწერის ლაკონიურობის მიუხედავად, ის იძლევა მნიშელოვან ცნობებს ავტორის შესახებ:

11.შეხედულება რუსთაველის მანიქველობის შესახებ და მისი კრიტიკა–1926 წ. პ.ინგოროყვამ


გამოაქვეყნდა დებულება,რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი იყო მიმდევარი „სპარსული“ მოძღვრების-
მანიქეიზმისა,ამიტომ მას,როგორც ურჯულოს, „კუპრს“ უწოდებდნენო.ამის ერთ-ერთ მთავარ
არგუმენტს მკვლევარს აძლევდა 1 ყალბი სტროფი ,რომელიზ ზოგიერთ ხელნწაერში წინ უძღვის
პოემას: „პირველ თავი,დასაწყისი,ნათქვამია იგ სპარსულად,ვუხმობთ ვეფხისტყაოსნობით,არსსა
შეიქს ხორცს არ სულად.“აქ ,მისი აზრით, პოლემიკაა წარმოებული რადგან,ჩანს,რომ პოემა
მანიქეიზმის შემცველაიო.კ.კეკელიძის მითითებით,ამ შემთხვევაში თუ „ნათქვამია იგ სპარულად“-ს
ასეთ მნიშვნელობას მივანიჭებთ,მაშნ რატომ მაინცდამაინც მანიქეიზმი და არა ზოროასტრიზმ-
მაზდეიზმი მაგალითად ? საქმე ისაა,რომ აღნიშნულ იტერპოლაციაშ ფრაზა „ნათქვამია იგ
სპარსულად“ არ შეიცავს იმ აზრს,თითქოს პოემაში რაიმე რელიგიური მოძღვრება არის
გადმოცემული,ის უხეირო მიბაძვაა ფრაზისა: „ესე ამბავი სპარსული“.მანიქეიზმის ერთ-ერთი
მთავარი დოგმატი იყო,მ.ინგოროყვას სიტყვით, უარყოფა ღვთაებაში ყოველგვარი ატრიბუტისა;
პოემაში კი მოცემულია მთელი ცხრილი ასეთი ატრიბუტებისა. მაგრამ მთავარი ისაა,რომ პოემა
მთელი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება მანიქეიზმს.მანიქეიზმი ადამიანს ეშმაკის ქმნილებად
თვლის,ქალს - არაწმინა არსებად,კრძალავს ქალისადმი სიყვარულს,ქორწინებასა და
შვილების,კრძალავს ნადირობას,ქეიფს,ღვინის სმას,ომიანობას,ტყუილის
თქმას,მისნობას,ვაჭრობას,ცუდი სიტყვების ხმარებას.ამ ყველაფერს მთელი არსებით ეწინააღმდეგება
პოემაში არსებული გარემო.
პ.ინგოროყვას საფუძველს,რომ იფიქროს რუსთველის მანიქეველობა,აძლევს ჟამთააღმწერლის
ცნობა,რომელიც თითქოს შოთა კუპრის,პოემის ავტორის შესახებ ცნობას,სადაც თითქოს
ნათქვამია,რომ ერეთის ერისთავს შოთას მანიქეიზმის მეთაურობისათვის კუპრს ეძახდნენ.მაგრამ
როგორც შემდეგ ამბობენ,ეს გაუგებრობა დამახინჯებული გადაწერის შედეგია: „მანისა
ფერობისათვის“ მაგივრად,აქ „მელნისა ფერობისათვის“ უნდა წერებულიყო,რაც
გვეუბნება,რომ ,რადგანაც შოთა შავი იყო მელნაისავით,მას კუპრს უწოდებდნენ.მოგვიანებით
ინგოროყვამ ეს მოსაზრება სოლარული პაგანიზმის სასარგებლოდ შეცვალა.

12.თეიმურაზის–„ვარდბულბულიანი“ და „შამიფარვნინი“
ქრონოლოგია,წარმომავლობა,თემატიკა–„ვარდბულბულიანში“ მოცემული ბაასი ვარდსა და
ბულბულს შორის.გაზაფხულზე გაიფურჩქნა და აყვავდა მისი დამამშვენებელი ყვავილები:
ია,იასამანი.ზამბახი,სუნბული,ნარგისი,ყაყაჩო...ყველა ვარდის ამოსვლას ელოდება,რომელიც
ყვავილთ მეფედაა მიჩნეული.ბაღში გაჩნდა ბულბული,რომელიც ზის ვარდის პირდაპირ,თავს
ევლება მას და განუწყვეტლივ დამღერის.ვარდს ეთაკილება და ბულბულს მიმართავს: „სადა მე და
ან ვინ შენა ? ხელი ხარ და ან შეშლილი.“ ბულბულსა და ვარდ შორის დიდი დილაოგი
გაიმართება.ვარდი ბულბულს თავის ღირსებებსა და უპირატსეობებს ჩამოუთვლის და
ეუბნება,რომ : მე ხელმწიფეთა სატრფიალო ვარო, შენ ჩემი შესაფერისი არ ხარო.ბულბული თავს
აცოდებს და მხოლოდ ჭვრეტის ნებას სთხოვს.მაგრამ ბულბული მაინც დახსნას სთხოვს.საბოლოოდ
ვარდ შეეცოდება და დატოვებს ბულბულს,მაგრამ დააყოლებს: მართალია,მიჯნურად ერთობ კარგი
ხარ,ხმაც კარგი გაქვს,მაგრამ ჩემს ღირსად ვერ გხედავო.ბუბლბული იმიტაც დაკმაყოფილდა,რომ
თავის მიჯნურის ახლოს იქნებოდა.

თხზულების ავტორია მოლა აჯა.ვარდისა და ბულბულის გაბაასება სპარსული პოეზიის


ჩვეულებრივი სიუჟეტია.თეიმურაზს ეს თხზულება თავისებურად გადმოუკეთებია,თავში
წინასიტყვაობა დაურთავს,რომელშიც ჯერ მიმართავს ღმერთს,მერე მელექსეობაზე საუბრობს და
მოლა აჯას იგონებს.“გაბასებაში“ სპარსელ და ინდოელ მოშაირეთა შორის რუსთველიცაა
დასახელებული.დასარულში თეიმურაზი აღნიშნავს,რომ თქვა ის,რაც ესმოდა მოლა აჯასგან და
ზოგადად სპარსელ რიტორთაგან; შეასხმას დიდებას ღმერთს და მას პატიებს სთხოვს „უქმი
სიტყვებისთვის“.ეს უფრო გადმოკეთებაა,ვიდრე თარგმანი,რომელიც თეუმურაზმა იმერეთში
ყოფნისას 1649-1656 წწ. გადმოაკეთა.ქრონოლოგიას ვიგებთ „არჩილიანიდან“,სადაც თეიმურაზი
ამბობს: „ვარდს ბულბული გავაუბნე,შემოდგომა გაზაფხულსა ...“ შამიფარვანიანი“ ანუ „სანთელი
და პეპელა“ წარმოადგენს სანთლისა და პეპელას გაბაასებას,რომელშიაც ალეგორიულად
გამოყვანილია ნამდვილი მიჯნურობა.გახელებული პეპელა თავს დასტრიალებს ანთებულ სანთელს,
თავს ევლება და უმჟღავნებს თავის გრძნობებს:მე შენთვის დავბადებულვარ და უშენოდ არ
შემიძლიაო. სანთელი კი პასუხობს,რომ მე რომც კარგი ვიყო, შენს თავს რაღას ერჩი,რისთვის იკლავ
თავსო. იმასაც ეტყვის, რომ იგი საღვთო საქმის აღსასრულებლად არის გაჩენილი, ხატებისა და
ჯვრის, მიცვალებულების წინაშე უნდა დაიღვაროს.ამიტომ მიჯნურობა მისი საქმე არ არის. ამის
გაგონებაზე პეპელამ გაშალა ფრთები, დაეცა სანთლის ალს და მკვდარი იქვე დავარდა. სანთელს
შეეცოდა მისთვის დამწვარი მიჯნური და მისი ცოდვით დნობა დაიწყო მის გაცივებულ ტანზე. ეს
სპარსულიდან უთარგმნია თეიმურაზს, თუმცა იგი არ არის პირდაპირ ი თარგმანი, არამედ
გადმოკეთებულია.

13.არჩილის დიდაქტიუკურ–მორალისტური და რელიგიურ–დიდაქტიკური თხზულებები–


მორალისტური შეხედულებები ჩამოყალიბებული აქვს თხზულებაში „გაბაასება კაცისა და
სოფლისა“. აქ არჩილი ავითარებს ქრისტიანული აღმსარებლობის თვალსაზრისს ადამიანის
ზნეობრივ ცხოვრებაზე და მის საამქვეყნო დანიშნულებაზე. თავისი ზნეთსწავლულობა არჩილს
გადმოცემული აქვს აგრეთვე საგანგებო თხზულებაში „საქართველოს ზნეობანი“ და აქა-იქ ზოგიერთ
სხვა ნაწარმოებშიც.

არჩილი არ კმაყოფილდება საზოგადოებრივი ცხოვრების მხოლოდ უარყოფითი მხარეების


მხილებით. ის აგრეთვე გვევლინება როგორც ზნეთმასწავლებელი დაიდაქტიკოსი. არჩილს თავის
შემოქმედებაში გაშლილი აქვს ზნეობრივ-აღმზრდელობითი მოძღვრების მთელი სისტემა.

14.განსაზღვრეთ სულხან–საბა ორბელიანის წვლილი ქართული ლექსიკოგრაფიის


განვითარებაში–სულხან-საბა ორბელიანმა შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,
რომელსაც ვახტანგ VI-მ „სიტყვის კონა“ უწოდა. (სულხან-საბა „ლექსიკონს“ უწოდებდა)
ლექსიკონზე მუშაობა 1685 წელს დაიწყო და 1715 წელს დაასრულა. საბა ოცდაათი წლის
მანძილზე თანდათან ავსებდა და აუმჯობესებდა თავის შრომას, მას ავსებდნენ და ასწორებდნენ
სხვებიც, როგორც საბას სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ. ლექსიკონის შედგენისას
სულხან-საბა ორბელიანს უსარგებლია სხვადასხვა ენაზე არსებული ლექსიკონით, მაგალითად,
სომხურით და, ბოლო ხანს, ბერძნულ-ლათინურით. ამ შემთხვევაში ის იყენებდა, რასაკვირველია,
უცხო ლექსიკონების გარეგნულ, ტექნიკურ მხარეს.

სულხანის ლექსიკონი ძირითადად განმარტებითია, ეს თვითონ ავტორის მიერაა დადასტურებული:


ავტორმა ის ”შეაწყო განმარტებითო”. შეზავებულია ის
ენციკლოპედიური ლექსიკონის ელემენტებით, არაა მოკლებული არც
მთარგმნელობითს ხასიათს, განსაკუთრებით თურქული (2000-მდე სიტყვა), სომხური
(2000-მდე სიტყვა) და იტალიდრი (1500-მდე სიტყვა) სიტყვების ახსნისას.
სულხანი სიტყვებს ალაგებს ანბანის რიგზე; აქ გვხვდება ბუდეებიც, ისინი
ემყარებიან გვარეობითს ცნებას, რომელთანაც თავს უყრის სახეობითს ცნებებს.

15.”საქართველოს ისტორიის ასახვა –„დავითიანში“–პირველი ბილეთის საკითხია.

მეოთხე ვარიანტი

1.ტაო–კლარჯეთის ჰიმნოგრაფიული სკოლის სათავეები და მისი წარმომადგენლები–ტაო–


კლარჯეთის ჰიმნოგრაფიულ სკოლას საფუძველი წმ.გრიგოლ ხანძთელმა ჩაუყარა. აქ
შეზავებული იყო კონსტანტინოპოლური და იეროსალიმურ–საბაწმინდური
საღვთისმსახურო ტრადიციები. გრიგოლმა უდაბური ქვეყანა თავისი მოწაფეების
დახმარებით გადააქცია აყვავებულ კუთხედ. აქ მოღვაწეობდნენ–საბა იშხნელი,ილარიონ
იშხნელი,ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი,სტეფანე მტბევარი,დავით ტბელი,ანტონ
ტბელი,მიქაელ მოდრეკილი,გიორგი მაწყვერელი და (ერთი ორი კიდევ) :დ

2.არსენ იყალთოელის ორიგინალური თხზულებები–„წმ.ნინოს ცხოვრების


მეტაფორული რედაქცია“,რომელიც შიომღვიმის მამების თხოვნით შეუქმნია,“წიგნი
სამოციქულო“ „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“
3.ქართული საერო მწერლობის ჩამოყალიბების ლიტერატურულ–ისტორიული
საფუძველი–X ს. გასულიდან საქართველოში ყველა პირობა იყო საერო მწერლობის შექმნისთვის.
ლიტერატურულ ნორმასა და ფორმას რაც შეეხება, საეკლესიო მწერლობის მძლავრმა განვითარებამ
X-XI სს-სთვის შექმნა ყოველმხრივ დამუშავებული და ჩამოყალიბებული ქართული
ლიტერატურული ენა,რომელსაც შეეძლო გადმოეცა ადამიანის ძლიერება, გრძნობა. X ს.დან
მწიგნობრობა გადავიდა შედარებით ფართო მასებში საერო-სამხედრო წრეებში, რამაც
სალიტერატურო ენა დაახლოვა სასაუბრო, ხალხურ ენას.

როდესაც ფორმის შესახებ ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ საერო
მწერლობაში შესაძლებელი გახდა საეკლესიო ჰიმნოგრაფიის ლიტერატურულ-კომპოზიციური
ხერხებისა და ელემენეტების გამოყენება.საერო მხატვრულმა ლიტერატურამ იმთავითვე მოგვცა 2
მთავარი ჟანრი,რომელიც საეკლესიო მწერლობაში იყო დამკვიდრებული: ეპოსი და ლირიკა.ეპოსი
წარმოგვიდგებოდა: საეკელსიოში აგიოგრაფიის სახით,ხოლო საეროში საგმირო-სამიჯნურო
პოემებით.ლირიკის მხრივ საეკელიო მწერლობაში გამოიყოფოდა ჰიმნოგრაფია,ხოლო საეროში-
სახოტბო პოეზია.
რაც შეეხება შინაარსს, ამ მხრივაც მზადდებოდა ნიადაგი საერო მწერლობის განვითარებისთვის. ამ
შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზღაპრულ-სადევგმირო ეპოსს, რომელიც უძველესი
დროიდან ზეპირად გადმოიცემოდა და ვრცელდებოდა ჩვენში. განსაკუთრებით, ის ეპოსები,
რომელთა ნიადაგზეც აღმოცენდა საერო მწერლობის პირველი ყლორტები.მნიშვნელობა ჰქონდა
ასევე ხალხურ პოეზიას,რომელიც სახალხო მომღერლებისა და პოეტების მეშვეობით ვრცელდებოდა.
საერო მწერლობის ნიადაგის მოსამზადებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თხზულებას „სიბრძნე
ბალაჰვარისი“.საერო ლიტ.რას ამზადებდა შინაარსობრივად უძველესი აგიოგრაფია,სახელდობრ
ორიგინალური აგიოგრაფიული მწერლობა.ამ თვალსაზრისით ძალზემნიშვნელოვანია 951 წელს
დაწერილი გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაი გრ. ხანძთელისა,სადაც რამდენიმე რომანულ ეპიზოდს
ვხვდებით.
კულტურული თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ კლასიკურ პერიოდში ქართველები
ურთიერთობდნენ არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებთან, არამედ აღმოსავლეთთანაც - მაჰმადიანურ
ქვეყნებდან.ისინი სწავლობდნენ სპარსულ-არაბულ კულტურასა და ლიტერატურას.შირვანის შაჰები
ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში თავისი ამალით, რომელშიც აუცილებლად იქნებოდნენ
პოეტები.თამარის ისტორიკოსი გადმოგვცემს,რომ პოეტი ნიზამი ორჯერ ჩამოსულა საქართველოში.

4.ფანტასტიკური ელემენტები „ამირანდარეჯანიანში“–,,ამირანდარეჯანიანი’’


საფალავნო სათავგადასავლო მოთხრობათა კრებულია.ნაწარმოებში გამოიყოფა მხატვრული
სინამდვილი 2 შრე: 1. მითიურ - ფანტასტიური 2.გრძნობად-რეალური. ბუნებრივია ისეთი
ფანტასტიკური ელემენტები როგორიცაა ვეშაპებთან, ურჩხულებთან, ცალთვალა და
ცხრათავიან დევებთან, მარტორქებთან და სხვა გრძნეულ არსებებთან ჭიდილი გარკვეული
დატვირთვის მატარებელია. პლატონის აზრით, ადამიანმა მითების კვლევისას ისი შინაგანი
აზრი უნდა ეძებოს და ეცადოს,რომ იგი ადამიანის ბუნების წვდომას დაუკავშიროს,
შესაბამისად ,,ამირანდარეჯანიანის’’ თუ სხვა ხალხური ეპოსის ფანტასტიკური მხეცები და
მათთან ჭიდილი ადამიანის შინაგანი ბრძოლის მითიურ-სიმბოლურ ასახვად შეიძლება
გავიაზროთ. ძველი ხალხის წარმდგენებშიც სწრაფვა უმაღლესი იდეალისაკენ სიმბოლურად
გამოისახებოდა დაბრკოლებათა გზით უმშვენიერესი ქალის მოპოვებაში. შესაძლოა ამ
ნიადაგზე ახსნა მოაეძებნოა ამირან დარეჯანის ძის მრავალცოლიანობის ფაქტსაც. ამირან
დარეჯანის ძე, მიუხედავად ზებუნებრივი თვისებებისა და ფანტასტიკური გარემოცვისა,
რეალისტური სახეა და არა მითოლოგიური, მასში შერწყმულია მისი მითოლოგიური
სეხნიის ამირანის და ეპოქის იდეალური გმირის თვისებები. თხზულებაში მითოსური გმირი
გადაქცეულია ეროვნულ რეალისტურ გმირად და მასში მითოსური და რეალური
გვევლინება ერთმანეთის გვერდით, როგორც ერთი საწყისის ორი სხვადასხვა
გამოხატულება. მითოსური ელემენტების რეალისტურ პლანში გააზრება ქმნის
არაჩვეულებრივ გარემოს გმირის არაჩვეულებრივობის წარმოსაჩენად, მაშასადამე,
თხზულებაში მითოსურ-ფანტასტიურ სინამდვილეს აკისრია ესთეტიური ფუნქცია.

5მოკლედ ჩამოაყალიბეთ ი.ლოლაშვილის ღვაწლი „თამარიანის“ შესწავლის საქმეში–


ი.ლოლაშივილმა ნაწარმოების თარიღად გამოაცხადა 1205–7 წლები. 1207 წელს დავით
სოსლანი გარდაიცვალა და ამის შემდეგ ვერ დაიწერებოდაო ტექსტიო,ამბობდა ის. პირველი
ოდის შექმნა მან ბასიანის ომს დაუკავშირა და 1205 წელს დაწერილად მიიჩნია.
6.როგორია „თამარიანის“ ე.წ „აბდულმესიანის“ სალექსო საზომი–ე.წ „თამარისა და
დავითის ქება“, „თამარიანის“ მსგავსად დაწერილია ოცმარცვლიანი საზომით,რომელიც რამდენიმე -
ფისტიკაური,ძაგნაკორული,ჩახრუხაული- სახელითაა ცნობილი.იგი სასულიერო პოეზიაშიც
გვხვდება.გაწყობილია ჩახრიხაული რითმით,რაც გარეგან რითმებთან ერთად შინაგანსაც
გულისხმობს,თუმცა,ყოველთვის არაა დაცული ჩახრუხაული საზომი,რადგან ომონიმური რითმები
ნაკლებია,ვიდრე „თამარიანში“.ყოველივე ამან განსაზღვრა თხზულების მხატვრული ენის
თავისებურება და სირთულე,თემატიკა ფორმამ შეზღუდა,ავტორმა ცალკეული სიტყვის ხელოვნური
ფორმები შექმნა,რის გამოც ენა საკმაოდ მძიმეა.იგივე ეხევა ჩახრუხაძის „თამარიანსაც“.

ზოგადად,ჩახრუხაული არის ისეთი ლექსი, 1.რომლის ტაეპი 20 მარცვალს შეიცავს;


2.ცეზურით,რომელიც 10 მარცვლის შემდეგ მოდის,2 ნაწილად განიყოფება. 3.ორნაირი რითმა:
გარეგანი და შინაგანი.გარეგანი რითმა ერთი და იგივეა სტროფის ყველა ტაეპისთვის,შინაგანი
მოთავსებულია ტაეპის პირველი ათეული მარცვლის ფარგლებში: აქ პირველი 5 მარცვალი ერითმება
მეორე ხუთეულს. 4.შინაგანი რითმა ძალიან ხშირად არის ომონიმურ-მაჯამური.

7.რუსთაველის ქრისტიანული მსოფლმხედველობის საკითხები–წერია

9. ვეფხისტყაოსნის 1841 წლის გამომცემლები განსაზღვრეთ მისი რედაქციული სხვაობა


ვახტანისეულ გამოცემასთან–აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემის მომზადებაში ქართველ
მოღვაწეებთან ერთად (დ.ჩუბინაშვილი,ზ.ფალავანდიშვილი) მონაწილეობდა ფრანგი
აკადემიკოსი, ქართული კულტურის დიდი მოამაგე და „ვეფხისტყაოსნის“ პირველი
ფრანგული თარგმანის ავტორი მარი ბროსე. გამოცემას მანვე წარუმძღვარა ძალზე
საყურადღებო ნარკვევი, რომელშიც მაშინდელი მეცნიერული დონის კვალობაზე განიხილა
„ვეფხისტყაოსნის“ პოეტური თავისებურებანი, პოემის იდეური მიმართულება. ეს გამოცემა
საინტერესოა რედაქციულადაც, რადგან აქ ვახტანგის გამოცემასთან შედარებით
დამატებულია რამდენიმე ათეული სტროფი. ამით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ
ვახტანგისეულ გამოცემას სჭირდებოდა კრიტიკული მიდგომა ტექსტის დახვეწის
თვალსაზრისით.

XIX საუკუნეში, როცა საქართველოში გაღვივდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა,


„ვეფხისტყაოსნისადმი“ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა. რუსთაველის პოემა ნათელი
გამოხატულება იყო ქართველი ხალხის ძველი და თვითმყოფი კულტურისა. ასე ესმოდათ
პოემის მნიშვნელობა ამ დიდი მოძრაობის მეთაურებს. სწორედ ამ ხანებშივე დაიწყეს
„ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის მომზადება.მუშაობის სულისჩამდგმელი იყო დიდი
ქართველი განმანათლებელი ილია ჭავჭავაძე, ხოლო ტექსტის დადგენაში მონაწილეობას
იღებდა XIX საუკუნის თითქმის ყველა გამოჩენილი მოღვაწე. გამოცემა, რომელიც
გაფორმებული იყო ქართული ეროვნული ხელოვნების ტრადიციაზე დაყრდნობით,
დაიბეჭდა 1888 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემის ილუსტრაციები ეკუთვნის უნგრელ
მხატვარს მიხაი ზიჩის.ვერ ვიტყვით, რომ ფილოლოგიური თვალსაზრისით ეს გამოცემა
უნაკლო ყოფილიყოს, ბევრ შემთხვევაში გაიპარა გვიანდელ ხელნაწერთა დამახინჯებული
წაკითხვები, მაგრამ ახალ გამოცემაში სწორად მიუდგნენ პოემის შედგენილობის საკითხს.
ფაქტიურად აქაც დაცულია ვახტანგის გამოცემის ტიპის პოემის მოკლე ტექსტი. მწერალთა
კომისიის დიდი დამსახურება იყო, ისიც, რომ ამ დროს პირველად თავი მოუყარეს პოემის
ჯერ კიდევ აქა-იქ გადარჩენილ ნუსხებს. ღრმა მეცნიერული კვლევის შედეგი იყო ნ.მარის
1902 წლის გამოცემა, სადაც ტექსტის ფილოლოგიურ ანალიზთან ერთად მოცემული იყო
ბუნდოვანი ადგილების განმარტება და მეცნიერულად სრულყოფილი სიტყვასიტყვითი
თარგმანი რუსულ ენაზე, ეს გამოცემა პოემის მხოლოდ მცირე მონაკვეთს (პროლოგ-ეპილოგი)
მოიცავდა.

საინტერესო გამოცემები ეკუთვნით ს. კაკაბაძესა და იუსტ. აბულაძეს. ს.კაკაბაძემ დაარღვია


ვახტანგის გამოცემიდან მომდინარე ტრადიცია და გამოსცა ხელნაწერებში დაცული პოემის
ვრცელი ტექსტი ჩანართებითა და გაგრძელებითურთ (1913 წ.). ამით „ვეფხისტყაოსნის“
სპეციალისტებს თვალწინ გადაეშალათ ხელნაწერებით ნაანდერძევი ტექსტის სრული
სურათი. აღნიშნული გამოცემა მოითხოვდა შემდგომ სრულყოფას, რაც მის ავტორს
ჯერჯერობით შეუსრულებელი დარჩა. იუსტ.აბულაძის მეორე გამოცემის (1926 წ.)
თავისებურება ის იყო, რომ მან პირველმა დაურთო ტექსტს კრიტიკული აპარატი და
ხელნაწერთა ზოგიერთი განსხვავებული წაკითხვა. ნაწილობრივ პოემის ვრცელი
ხელნაწერების ტრადიციას ემხრობოდა ზოგ შემთხვევაში პოეტ კონსტანტინე ჭიჭინაძის მიერ
მომზადებული გამოცემა (1934 წ.).

1937 წელს, რუსთაველის პირველ იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა პოემის ახალი


გამოცემა, რომელიც ბოლო დრომდე თითქმის ხელშეუხებლად ითვლებოდა. სათანადო
მეცნიერული აპარატის უქონლობის გამო ვერც ეს ჩაითვლება პოემის აკადემიურ გამოცემად,
თუმცა პოემის ბევრი საკმაოდ დამახინჯებული წაკითხვა გასწორდა. ამ გამოცემის
უმთავრესი ხარვეზი მაინც პოემის ძალზე თავისებურ შედგენილობაში ჩანს.ზოგ შემთხვევაში
აქ დაკლებულია რუსთველური სტროფები, ხოლო ზოგჯერ კი აშკარა ჩანართები გაპარულა
პოემის ტექსტში. ამჟამად პოემის გამოცემათა რიცხვმა თითქმის 45-ს მიაღწია, მაგრამ
„ვეფხისტყაოსნის“ სრულყოფილი ტექსტის გამოცემა რუსთველოლოგიის ისევ პირველ
პრობლემად რჩება.ძველ გამოცემათა უმთავრესი ნაკლი, ჩვენი აზრით,ის იყო, რომ სათანადო
ყურადღება არ ექცეოდა წინასწარი ხასიათის სამუშაოებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია
ისეთი რთული პრობლემის დაძლევა, როგორიცაა საუკუნეთა მანძილზე შერყვნილი ტექსტის
აღდგენა.

ამჟამად ამდაგვარი ხასიათის სამუშაოთაგან ბევრი რამ უკვე გაკეთებულია. აღვნიშნავთ


მხოლოდ უმთავრესს. რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა
გამოსცა როგორც ხელნაწერების, ისე მნიშვნელოვანი გამოცემების ვარიანტული წაკითხვები,
ძალზე ფასეულია ა.შანიძის ხელმძღვანელობით შედგენილი „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია.
დაიწერა მონოგრაფიული გამოკვლევები პოემის ხელნაწერთა თავისებურებებზე,
„ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამ თავი მოუყარა ძველი
ქართული ენის ლექსიკის უდიდეს მარაგს (ძველი ძეგლებიდან ამოწერილია
მილიონნახევარზე მეტი ბარათი), რაც საფუძველია პოემის ენის მეცნიერული
შესწავლისათვის. „ყველა ამ მონაცემის გათვალისწინება, – შენიშნავს ამის გამო
აკად.გ.წერეთელი, – საგრძნობლად შეუწყობს ხელს არა მარტო ტექსტის დადგენის საქმეს,
არამედ რუსთველოლოგიური მეცნიერების ძირითადი და უმთავრესი მიზნის
განხორციელებას: განსაზღვროს რუსთაველის ადგილი ქართული და მსოფლიო კულტურის
ისტორიის განვითარებაში“.

1953 და 1971 წელს პავლე ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა ვეფხისტყაოსანი. მან თავისი
თეორიები მონოგრაფიაში "რუსთველიანა" 1926 წელს დააფიქსირა, რაც მეცნიერებმა არ
გაიზიარეს. 1934 წელს კონსტანტი

ნე ჭიჭინაძის რედაქციით გამოიცა პოემის ვრცელი თექსტი. ის ამტკიცებდა პოემის


გაგძელებების კუთვნილებას.

1937 წელს აღინიშნა ვეფხისტყაოსნის ტექსტის 750-ე წლისთავი, რომელზეც გამოქვეყნდა


აკაკი შანიძის მიერ აღდგენილი ვახტანგისეული რედაქცია. (მან დაადგინა, რომ ვახტანგი არა
მარტო ინიციატორი იყო თავისი გამოცემისა, არამედ რედაქტორიც.) შანიძემ შექმნა პოემის
ლექსიკონი და ვეფხისტყაოსნის სიმფონია.

ვეფხისტყაოსნის შემოქმედებას გასული საუკუნის 50 იან წლებში ფუნდამენტური ნაშრომი


მიძღვნა ალექსანდრე ბარამიძემ. ასევე პოემის კვლევაში წვლილი შეიტნეს ემიგრანტებმა:
ვიკტორ ნოზაძემ, ზურაბ ავალიშვილმა, მიხაკო წერეთელმა.

1962 წ. სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან დაარსდა ვეფხისტყაოსნის


აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია, გამოიცა დანართი ტექსტები, განმართებებითა და
ლექსიკონით. 1966 წელს, რუსთველის 800 წლის იუბილეზე გამოიცა 2 გამოცემა პოემისა.
8.“ვეფხისტყაოსნის“პირველი გამოცემა,ვახტანგ მეექვსის როლი ვეფხისტყაოსნის მოკლე
რედაქციის შემუშავებაში დაიმოწმეთ ამ საკითხის შესახებ ორი განსხვავებული მოსაზრება–
ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდური გამოცემა განხორციელდა 250 წლის წინათ. სწავლულმა მეფემ
ვახტანგ მეექვსემ მის მიერვე დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში 1712 წელს დაბეჭდა
შოთა რუსთაველის პოემა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ სტამბაში დაბეჭდილი პირველი
საერო ხასიათის წიგნი (მანამდე გამოიცა სახარება, დავითნი და სხვა სასულიერო
დანიშნულების წიგნები). ვახტანგს უმთავრესად ორი მიზანი ამოქმედებდა. მან უარყო
„ვეფხისტყაოსნის“ გადამწერლების მიერ შემუშავებული მეთოდი, რაც პოემის განვრცობაში
გამოიხატებოდა. ამ წიგნის გამოცემით აღნიშნავდა ვახტანგი – „გაცუდდეს ყოველნი
მჩმახელნი“. ამასთან ვახტანგმა მიზნად დაისახა პოემის იდეური შინაარსის განმარტება. მისი
აზრით, იგი მორალისტური ხასიათის ნაწარმოებია და მასში საღვთო მიჯნურობაა
გამოხატული. ვახტანგი ამ განმარტებით „ვეფხისტყაოსანს“ იცავდა კლერიკალთა
თავდასხმისაგან. მან გამოცემას დაურთო ლექსიკონის ტიპის კომენტარები, რითაც
საფუძველი ჩაუყარა „ვეფხისტყაოსნის“ მეცნიერულ კვლევას.ვახტანგის გამოცემის
თავისებურება ისაა, რომ პოემის ტექსტი მკვეთრად უპირისპირდება ხელნაწერთა
მემკვიდრეობას. ბეჭდურ გამოცემაში პოემის მოცულობა ბევრად მოკლეა, ვიდრე XVII
საუკუნის ხელნაწერებში. ასეთი სხვაობის მიზეზი ამჟამად გარკვეულია. ვახტანგმა კარგად
იცოდა, თუ რამდენად იყო დამახინჯებული გვიანდელი ჩანართებით „ვეფხისტყაოსნის“
ტექსტი. სხვა რომ არა, ამის გასაგებად მარტო მეფე-პოეტის არჩილის ცნობები იყო საკმარისი.
არჩილი არა მარტო აღნიშნავდა ინტერპოლაციების არსებობის ფაქტს, არამედ კიდეც
ასახელებდა პოემის ერთ-ერთ გამგრძელებელს ნანუჩას (ციციშვილს): „ნანუჩას რუსთველის
ნათქვამში ბევრი რამ ჩაურევია, საბრალო ვერას მიმხვდარა, წმინდა რამ აუმღვრევია“.
როგორც ჩანს ვახტანგმა შეისწავლა მის დროს არსებული ძველი ხელნაწერები და
შეძლებისამებრ გაცხრილა პოემის ტექსტი მერმინდელი ჩანართებისაგან. ეს გამოცემა
შემდეგში ძალზე პოპულარული შეიქმნა. საკმარისია აღინიშნოს, რომ გადამწერლები ძველი
ნუსხების მოპოვების ნაცვლად უკვე ვახტანგის ბეჭდური გამოცემიდან იწერდნენ ტექსტს.

10.ნიკო მარის შეხედულებები შ.რუსთაველის ბიოგრაფიისა და მსოფლმხედველობის


შესახებ–

11მოკლედ ახსენით ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის შეხედულებათა გნსხვავების


საფუძველი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ–აკაკი წერეთლის აზრით,ვეფხისტყაოსანში
დასახელებული ქვეყნები მხოლოდ გადარქმეული საქართველოს სხვადასხვა
კუთხეებია.ხალხიც ქართველთა ტომია და პოემის გმირებიც მათი წარმომადგენელია. მან
ამერიდან აიყვანა ტარიელი,იმიერიდან ავთანდილი,ხოლო შავი ზღვისპირეთიდან
ფრიდონი. მისი შეხედულებები მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ,რომელმაც
რუსთაველის გმირები ზოგადსაკაცობრიო ხასიათად მიიჩნია.მან „ვეფხისტყაოსანი“
განიხილა ესთეტიკური თვალსაზრისით და რუსთველი გვერდში ამოუყენა შექსპირს. მისი
აზრით,არ შეიძლება,რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები ისე ვიწროდ განვიხილოთ,როგორც
აკაკიმ განიხილა.

12თეიმურაზ პირველის „იოსებზილახნიანისა“ და „ლეილმაჯნუნიანის“


ქრონოლოგია,წარმომავლობა და თემატიკა-მეორე რედაქცია „იოსებზელხანიანისა“ ეკუთვნის
თეიმურაზ პირველს,რომლიც გამოიცა ორჯერ, 1927-3 4 წლებში. შესავალში ნახსენებია
„ვეფხისტყაოსანი“ და „ვისრამანი“ შემდგომ მოგვითხრობს-იოსების ამბავს-ეგვიპტეში
მიყვანას,გაყიდვას,ზილიხას გამიჯნურებას,ბიზიყას სიიყვარულსა და სიკვდილს,იოსების და
ზილიხას შეყრას,იოსების ციხეში ჩასმას,გათავისუფლებას,აზიზის გარცავლაების შემდეგ
გამეფებას. თავდება პოემა იოსებისა და ზილიხას დაქორწინებით. ზოგი ეპიზოდი
თეიმურაზის რედაქციაში უფრო ვრცლადაა მოთხრობილი. მაგ: ბაზიყას მიჯნურობის
ისტორია,კერპტთაყვანისმცემლობა ეგვიპტეში და ა.შ თუ საიდან მომდინარეობს
თეიმურაზის რედაქციის დედანი,ეს ჯერ კიდევ გამოურკვეველია. თეიმურააზმა მოგვცა არა
თარგმანი,არამედ თავისებური კომბინაცია ბიბლიური ეპიზოდისა. თავის წყარეობს
თეიმურაზი თავად ასახელებს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ თეიმურაზმა უცვლელად
გადმოიღო ისინი. ის არჩილის პირით ასახელებს–„განმარტვითა ვთქვი ქართულად თქმული
სპარსთ არაკობისა“. თეიმურაზის რედაქციის შესახებ დადებითი ცნობები მოგვპეოვება.
არჩილ მეფე ათქმევინებს თეიმურაზს „ამ დროს ვთქვი ლეილ–მაჯნუნი,ზილიხან იოსებისა“
ამ დროს როდის? ნაგულისხმევია თეიმურაზის მეფობის ხანა 1629–33 წლები.
„ლეილმაჯუნიანი“ ერთ–ერთი პოპულალური ნაწარმოებია აღმოსავლურ ლიტერატურაში. ეს
ნაწარმოები ეკუთვნის აზერბაიჯანის გამოჩენილ პოეტს ნიზამი განჯელს. ის მას დაუწერია
1188 წელს შარვანშა აღსართან მეორის შეკვეთით,რომლისთვისაც მიუძღვნია იგი. ის ჯერ
კიდევ კლასიკურ პერიოდში უნდა ყოფილიყო ქართულად გადმოღებული,მაგრამ ჩვენამდე
არ მოუღწევია. ამ პოემის ერთადერთი რედაქცია,რომელიც ქართულ ენაზე
შენახულა,ეკუთვნის აღორძინების ხანას. ის მოგვითხრობს ორი მონათესავე ოჯახის შვილის
წარუმატებელი სიყვარულის ისტორის შეასხებ. ეს თხზულება ქართულად გადმოუკეთებია
ზაალ თუმანიშვილს თუმცა,ჩვენ მას არ ვიცნობთ. ზ.ჭიჭინაძემ და თ.ჟორდანიამ
დაასკვნეს,რომ ზაალ თუმანიშვილი არის „ლეილმაჯუნიანის“ შემთხზველ–
გადმომთარმგნელი. თუმცა,ეს მცდარი შეხედულებაა. მან უბრალოდ გადმოწერა ეს
თხზულება. ეს შრომა რეალურად ეკუთვნის თეიმურაზ პირველს. არჩილ მეფე „არჩილიანში“
ათქმევინებს თეიმურაზს–„ამ დროს ვთქვი ლეილ–მაჯნუნი,ზილხან–იოსებისა“ თეიმურაზის
ხელს ამჟღვნებს ისიც,რომ თარგმნის შესავალსა და ბოლოსიტყვაობაში იგივე აზრებია
გატარებული,რაც სხვა მის შრომებში. პოემის გადმოთარგმნის დროა 1629–33 წლები.
თხზულება სპარულიდანაა ნათარგმნი. თეიმურაზს ხელს ჰქონია პოემის რამდენიმე
სპარსული რედაქცია და მან ისინი თავისებურად გადაამუშავა. თეიმურაზი ახსენებს შიხ
საადს,რომელსაც დაუწერია პოემა „ლეილმაჯნუნიანი“ თეიმურააზის გადმოქართულებულ
თხზულებაში გვხვდება ქრისტიანული ელემენტები.
13.ეროვნულ–ისტორიული თემატიკა არჩილის შემოქმედებაში და ბრძოლა რეალისტური
ტენეციების დასამკვიდრებლადარჩილი იყო ქართლის მეეფის ვახტან მე-5-ის(შაჰნავაზი)
ვაჟი,იგი დაიბადა 1647 წელს. ვახტანგმა არჩილი 16 წლისა გაამეფა დასავლეთ
საქართველოში. არჩილს გამაჰმადიანება მოუხდა და დატთანხმდა ირანის შაჰს კახეთის
მეფობაზე, იმერეთის ნაწვლად. მალე კახეთის ტახტიც დაკარგა, შემდეგოთხჯერ ავიდა
იმერეთის ტახტზე და ოთხჯერვე ჩამოაგდეს. არჩილი ცდილობდა მამის დაწყებული საქმე
გაეგრძელებინა და სააქართველო გაემთლიანებინა, მაგრამ ამაოდ 1699 წლიდან ის
საბოლოოდ მკვიდრდება მოსკოვში და იქ აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას.
არჩილის ეპოქაში ხდება ძველი ლიტერატული ტრადიციების კრიტიკული გადაფასება.
ახალი მოთხოვნილებებისა და გემოვნების შესაბამისად ყალიბდება ახალი შეხედულებები.
არჩილის მხატვრულ-შემოქმედებით კონცეფციაში საგანგებო ადგილი უჭირავს ,,,მართლის
თქმის“ პრინციპს, რომელშიც რეალიზმის ელემენტები გამოსჭვივის. არჩილის აზრით,
მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟები, სიტუაციები, ამბები რეალურ, ისტორიულად
არსებულ ფაქტებს უნდა ასახავდეს. ისტორიულად არარსებულ ფაქტებს იგი ზღაპრულს
უწოდებს. არჩილისთვის სრულიად უცნობია ზოგადობისა და ტიპურობის მომენტი, რაც
რეალისტური მსოფლშეგრძნების საფუძველია. იგი სკეპტიკურადაა განწყობილი სახოტბო
პოეზიისადმი, რადგან ბევრი რამ მასში არამართალია. ცხოვრება მხატვრულმა ნაწარმოებმა
უნდა ასახოს თავისი მრავლაფეროვნებით, ანუ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი
მხარეებით. ამასთანავე არჩილი მოითხოვს ისტორიულ-ნაციონალური თემატიკის ასახვის
აუცილებლობას. მწერლობა, უპირველესად, უნდა ემსახურებოდეს ერის წინაშე დასმული
საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას, მასში გამოძახილს უნდა პოვებდეს ისტორიული
წარსულიცა და თანამედროვეობაც. მისი ეს პოზიცია ერთგვარი რეაქცია იყო თეიმურაზ
პირველის სპარსოფილური ტენდენციების წინააღმდეგ. არჩილის ლიტერატურულ
შეხედულებებში გარკვეული ადგილი უკავია მხატვრულ ნაწარმოებში შნაარსისა და ფორმის
ურთიერთმიმართების საკითხს. სპარსული პოეზიით გატაცების ეპოქაში ბუნებრივად წინ
წამოიჭრა ნაწარმოების გარეგნული, მხატვრული მხარე და დაჩრდილა იდეურ-
შინაარსობრივი. არჩილის აზრით, ,,სიტყვით სიუხვე“ ღრმა შინაარსის, სიბრძნის გარეშე
შემოქმედის სისუსტის მაჩვენებელია. ( თუმც უხვია თეიმურაზ, მაგრამ სიბრძნეს არა
გასცემს). არჩილის პოეზიაშიჩვენვხედავთ ახალი თემატიკის შემოჭრას, აღმოსავლური
სიუჟეტების ნაცვლად, იგი ამუშავებს ეროვნული სინამდვილის საჭირბოროტო საკითხებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ეპიკური ქმნილება -,,გაბაასება თეიმურაზისა და
რუსთაველისა“, რომელშიც ჩანს რუსთაველისა და თეიმურაზის ეპოქების სურათი,
ისტორიულ მოვლენათა ანალიზი და შეფასება, რუსთაველისა და თეიმურაზის
შემოქმედების შესწავლის საფუძველზე არჩილმა ჩამოაყალიბა მათი ლიტერატურული
შეხედულებები. კამათის დროს თავად პოეტი თითქოს ნეიტრალურ პოზიციაზეა, მაგრამ
აშკარაა მისი სიმპათიები მაინც რუსთაველის მხარეზეა. რუსთველი სიბრძნის ტბაა,
რომელსაც ვერავინ შეედრება, თუმცა ეს არ არის არჩილის სუბიექტური შეხედულება, იგი
იმდროინდელი მოწინავე საზოგადოებრივი აზრის გამომხატველია. არჩილი შესანშნავ
ხერხად იყენებს რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებას, რათა დაპირისპირების გზით
ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნას საქართველოს ისტორიაზე, მისი დიდებისა და დაკნინების
ეპოქებზე. არჩილი დიდი განცდითა და მამულიშვილური გულისტკივილით აღგვიწერს
მშობლიური ქვეყნის უმწეო მდგომარეობას თეიმურაზის დროს. გხვდება სპარსელთა
თარეშის ამსახველი რეალისტური სურათები, წარმოდგენილია კახეთის აოხრება (რა კახეთს
ჩაველ დამიხვდა დამწვარი, დავმტვერებული). არჩილი ასევე აშიშვლებს ფეოდალთა
მანკიერ მხარეებს, ისინი ზრუნავდნენ მხოლოდ ეგოისტური პატივმოყვარეობის
დასაკმაყოფილებლად, რაც შინგნიდან ტეხდა ქვეყნის სიმტკიცეს. გაბაასებაში
გამოკვეთილია ასევე სამშობლოსადმი თავდადებულ გმირთა სახეები, მათ შორის
გამოირჩევა გიორგი სააკაძეც. თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში წამოჭრილი და
გაშუწებული ეროვნული საკითხები ბუნებრუვ გაგრძელბას პოულობს არჩილის მეორე
ნაწარმოებში ,,მეფეთა საქებელნი და სამხილებელნი“, რომელიც დაწერილია სახოტბო-
პანეგირიკული სტილით. დავით აღმაშენებელის, თამარ მეფისა და გიორგი ბრწინვალის
მოღვაწეობაზე ყურადღების გამახვილებით ავტორი აღრმავეს ,,გაბაასებაში“ აღძრულ
ეროვნულ თემატიკას. გაბაასებაში არჩილი დიდ ადგილს უთმობს სოციალურ მხარესაც და
თავისი კლასის პოზიციიდან წყვეტს საკითხს, თუმცა, როგორც ჰუმანისტი, იცავს გლეხთა
ინტერესებსაც. არჩილის შემოქმედება ეროვნულ-ნაციონალური თემატიკით არ
შემოიფარგლება. საინტერესო ნაწარმოებია ,,გაბაასება კაცისა და სოფლისა“ . არჩილი აქ
ამხილებს ადამიანის სიხარბეს, გაუმაძღრობას, მაგრამ ამ თვისებების წარმოქმნაში
ადანაშაულებს თვით სოფელს, რადგან სწორედ ის აყალიბებს ადამიანის ბუნებას.
კეთილდღეობა,ბედნიერება წარმავალი და დროებითია. სინამდვილის ასეთი აღქმა
ასაზროდებს არჩილის პესიმისტურ განწყობილებას. პოეტი სასოწარკვეთილობამდე მიჰყავს
სოფლის სიმუხთლესა და წარმავლობას. თუმცა არჩილის მსოფლმხედველობაში
პესიმისტური საწყისები ადგილს უთმობს ქმედით პრინციპებს. იგი რეალისტურად წყვეტს
სოფელთან დამოკიდებულების საკითხს, ისევე, როგორც შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილი
(რადგან ჩვენია სოფელი, მაშ, გვიხამს კარგა ხმარება). სპარსული მწერლობის წინააღმდეგ
მებრძოლ არჩილს გარკვეული ხარკი გაუღია ამავე მწერლობის წინაშე,
გაულექსავს ,,ვისრამიანი“ , თუმცა არა სიტყვასიტყვით, იგი არ სცდება ტექსტის შინაარსს,
მაგრამ მეტად თავისუფალია.

14.სულხან–საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ ძირითადი


პრობლემა–„სიბრძნე-სიცრუისა“ იგავ-არაკთა საინტერესო კრებულია. ღრმა იდეურობით
აღბეჭდილი არაკები ერთმანეთს გარკვეული იდეით უკავშირდებიან. თხზულებაში ჭარბად
გვხვდება აფორიზმი, სენტენცია, გამოცანა, შეგონება და სხვა.„სიბრძნე-სიცრუისა“
დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის ნაწარმოებია. ავტორის იდეალს არსებული
წყობილების გამოჯანსაღება, ზნეობრივად დაავადებული საზოგადოების განკურნვა
წარმოადგენს თუ კარგად დავუკვირდებით აზრთა მსვლელობას, ცხადი გახდება, რომ
ჯუმბერის აღზრდა და მისი ზნეობრივი ჩამოყალიბება მწერლისთვის ფრიად
მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი უნდა გახდეს მეფე, მართოს სახელმწიფო და იზრუნოს
ქვეშევრდომთა კეთილდღეობაზე. სწორედ იდეალური, კეთილი, სათნო, კაცთმოყვარე,
სამართლიანი, ჰუმანური მეფის აღზრდის სურათი დაგვიხატა მწერალმა წიგნში „სიბრძნე-
სიცრუისა“სულხან-საბას მოღვაწეობის პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული
დიდაქტიური ეპოსი. ამგვარი ჟანრის ნაწარმოებები არა მხოლოდ იწერებოდა, ასევე
ითარგმნებოდა კიდეც სხვა ენებიდან. აღნიშნულ ნაწარმოებებში კი იგავ-არაკების
საშუალებით გადმოცემული იყო სხვადასხვა მორალური დებულება. „სიბრძნე-სიცრუისაში“
დიდაქტიკურ-მორალური ცნებების დასასაბუთებლად სულხან-საბა იყენებს ე.წ
დიალექტიკას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, კამათის ხელოვნებას. თითოეული გმირი
თავისი მოსაზრების დასაბუთებისა და დამაჯერებლობისთვის იყენებს იგავ-არაკებს,
სენტენციებსა და აფორიზმებს. აღნიშნულ საუბარასა და პაექრობაში კი ბუნებრივად
ვლინდება ავტორის მსოფლმხედველობა.უდავოა, რომ „სიბრძნე-სიცრუისას“ სიუჟეტში
ჩართული იგავ-არაკები ნაწარმოების შინაარსს უფრო მოქნილსა და დინამიკურს ხდიან.
თხზულებაში ყოველი აზრი კამათით არის განმტკიცებული, რომელიც მიმდინარეობს
მოქმედ პირებს შორის. ვინაიდან სულხანი მოღვაწეობდა მეფის კარზე, თავის ნაწარმოებსაც
იდეალური, მრავალმხრივ განათლებული უფლისწულის აღზრდა დაუდო საფუძვლად,
რომელიც უნდა აღზრდილიყო ახალი ტიპის მასწავლებლის მიერ, ახალი აღმზრდელობითი
მეთოდის საფუძველზე“„სიბრძნე-სიცრუისა“ ძირითადად ეხება მეფეთათვის საჭირო
სიბრძნეს, შესაბამისად, ავტორი  გვისახავს, თუ როგორი უნდა იყოს მეფემორალური,
ზნეობრივი და დიდაქტიკური თემების პარალელურად „სიბრძნე-სიცრუისაში“ ყურადღება
გამახვილებულია ასევე კაცთმოყვარეობის, სიკეთის, სიუხვის, სახელმწიფოს ერთიანობისა
და მეგობრობის საკითხებზე. არაკში „თათვალი“ ვაზირი სედრაქი აყალიბებს ზოგად ცნებებს
მეგობრისა და მეგობრობის შესახებ:

„კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ


იყიდის; ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია; ამხანაგი ჭირში
მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია

15.ავტობიოგრაფიული ნაკადი და წუთისოფლის პრობლემა გურამიშვილის


შემოქმედებაში–დავით გურამიშვილის შესახებ ვიცით მხოლოდ ის,რასაც „დავითიანში“
ვპოულობთ.ამას შეგვიძლია დავუმატოთ დ.კოსარიკის მიერ მოძიებული ცნობები,მაგრამ
ბიოგრაფიული ელემენტით მისი ნაწერთა კრებული საკმაოდ მდიდარია.

რიგირც თვითონ ამბობს,იგი იყო „ერთი თავადი,მოსახლე გორისუბანსა“.ის


შედარებით შეძლებული კაცი ყოფილა,რადგან მამამისს იოანე ზედაზნელისა და შიომღვიმის
მონასტრებში ჰქონია სასაფლაო და სახლები.დაბადებულა დავითი 1705 წელს.ქართლ-
კახეთში არსებული მაშნდელი მდგომარეობის გამო მას საკმარისი განთლება ვერ
მიუღია.1720-30იან წლებში პოეტმა თავი შეაფარა ლამისყანაში.1729 წელს,როცა დავითი მკის
დაწყების წინ ყანაში მიდიოდა ,მას თავს დასხმიან ლეკები და ტყვედ წაუყვანიათ.ლეკებმა ის
ოსოქოლოს წაიყვანეს.დიდ გაჭირვებასა და სულის ობლობას განიცდიდა დავითი.მან გაპარვა
გადაწყბიტა,მაგრამ დაიჭირეს იგი.მეირედაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გაქცევა.ისი
კვლას გაიქცა ჩრდილოეთისკენ.ერთ ღამეს შიშველ მთას მიადგა,სადაც საშინელი ამინდი
იყო.დავითი თითქოს უკანასკნელ წამებს ითვლიდა.უცებ გაიელვა და მან გამოქვაბული
დაინახა,სადაც თავი შეაფარა.მთელი 12 ღამე იარა მან.იკვებებოდა „მოუწევარი კვინჩხით და
მკვახე კოწახურით“.ერთ დღეს უწალო წყალს მიადგა,სადაც მეორე მხარეს კალოს
ლეწდნენ.დავითმა აქ გაათია ღამე.მეორე დღეს გზას გაუგდა და გზაზე 2 კიტრი და
საზამთროს ნაჭერი იპოვა,მაგრამ კიტრები წყლში ჩაუცვივდა,რამაც დიდად დაამწუხრა
დამშეული დავითი.შემდეგ მოულოდნელად იგ ატმიან,ყურძნიან და ვაშლიან ბაღს
მიადგა,სადაც მშიერი მუცელი დაინაყრა.აქ მან ქალები და კაცები დაინახა,მაგრამ მისვლა ვერ
გაბედა.მან უბე ხილით გაივსო და გაქცევას აპირებდა,მაგრამ გულის კარნახით ჩალის ზვინში
ჩაიმალა,სადაც დაღამებამდე გაჩერებას აპირებდა,მაგრამ მას „კოღოს“ ლაშქარი დაესია.ის
გამწარებული წამოხტა და იქით გაექანა,სადაც კალოს ლეწდნენ.ხალხი გარს შემოეხვია და
მიხვდა,რომ ეს უცნობი ქრისტიანი იყო,რადგან პირჯვარს იწერდა და ჯვრებს
ჰკოცნიდა.ერთმა მეორეს უთხრა: „დაი ხლება,ლაზარ!“ დავითი მიხვდა,რომ რუსებში
იყო.მათ დავითი სამდივნოში წაიყვანეს,სადაც იანვარა ფხოველის დახმარებით მისი ვინაობა
გამოარკვიეს.აქედან დავითი სოლაღს წავიდა,სოლაღიდან ასტრახანში ,ასტრახანიდან
მოსკოვში,სადაც იგი შეუერთდა ვახტანგისა და ბაქარის ამალას.მოსკოვში დავითი გაეჯიბრა
მოშაირე ჯავახიშვილს.მეფემ მან ჯაბადარბაშობა მისცა.შემდეგ დავითი ვახტანგთან ერთად
გადავიდა.ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ნაკადს დ. გურამიშვილის ლირიკაში ქმნის
სოფლის სამდურავის მოტივი. ეს მოტივი, როგორც ცნობილია, მანამდე იყო გავრცელებული
ქართულ მწერლობაში. ზოგადად იგი უკავშირდება „ეკლესიასტეს“ ამაოების მოტივს.ლექსში
„დ. გურამიშვილისაგან საწუთროს სოფლის სამდურავი“, აი, როგორ ახასიათებს დ.
გურამიშვილი წუთისოფელს:„ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუვანი არს და უპირო,

დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო...“.ესაა ერთგვარი განსჯა
წუთისოფლის თავისებურებისა.ელეგიური მოტივი შემოდის მაშინ, როდესაც საწუთროს დ.
გურამიშვილი გაიაზრებს საკუთარ ბედთან დაკავშირებით.იგი ამბობს,ცრუ სოფელი
გაეთამაშა,შეაცდინა,პირველად მოყვრად ეჩვენა,შემდეგ კი წაახდინა.იგი უკმაყოფილო
იმით,რომ მიენდო მას და შედეგად საიდან მოსული,სად მოიყვანა და სად
მოჰყავს.დ.გურმაშვილი ლექსში ინდივიდუალურ განცდას აძლიერებს ის,რომ საწუთრომ მას
შვილი არ მისცა,არავინ ეძახის „მამას“,ამიტომ დაჯდა ლექსის საწერად,რომელსაც
„იშვილებდა“.შემდეგ გურამიშვილი თითქოს ამთლიანებს საკაცობრიო სევდას: „მიდის
მოდის ეს სოფელი, ქარტეხილთა ზღვისებრ ელავს! უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელას
ქსოვს და სთელავს...“.წუთისოფლის ამაოება და სიმუხთლე ერთგვარ ელეგიურ
განწყობილებას ქმნის ამ ლექსში.ზოგადად ლიტერატურულ-ესთეტიკური კონცეფციის
მნიშვნელობას იძენს დ. გურამიშვილის შემდეგი შეხედულება საწუთროზე, საწუთროს
უღირსობის მთავარ ნიშნად იგი თვლის მის ცვალებადობას და წარმავლობას. პოეტი ზოგჯერ
თითქოს, ელის საწუთროსაგან რაიმე სიკეთეს, მაგრამ იმედი უცრუვდება. ელეგიურ
განწყობილებას კი ის ქმნის, რომ პოეტს არ შეუძლია დაუპირისპირდეს საწუთროს
წარმავლობას და ისღა დარჩენია, რომ სევდა პოეტურად გამოხატოს. აქვე საჭიროა
აღვნიშნოთ, რომ ასეთ შემთხვევაში პოეტი ვერ ხედავს საწუთროში სილამაზეს, მშვენიერებას.
დ. გურამიშვილისათვის არ არსებობს წარმავლობის მშვენიერება. ე.ი. რაც ცვალებადია, ის არ
შეიძლება იყოს მისთვის მშვენიერი და ამაღლებული. მშვენიერი და ამაღლებული არის
მხოლოდ უცვლელი და მარადიული.

You might also like